ადამიანის ცნობიერება. სისტემური მიდგომა.


ადამიანის ცნობიერება. სისტემური მიდგომა.

 ფსიქიკა

მოცემულ სტატიაში აღწერილია „მე“ ფენომენის სტრუქტურა, ფსიქიკის შიდა იერარქია. ჩვენი ცნობიერისა და არაცნობიერის ყველა ნიუანსისი გაცნობიერება,საშუალებას მოგვცემს ვმართოთ ჩვენი ცხოვრება ნებისმიერ დონეზე. ეს კი ნიშნავს ვიცხოვროთ ზუსტად ისე, როგორც ეს გვსურს ჩვენ.

ადამიანის ცნობიერება. სისტემური მიდგომა.

„მე“-ს სტრუქტურა უმნიშვნელოვანესი ფენომენია თვითშემეცნებაში. მისი გამოკვლევისას ჩვენ გამოვიყენებთ სისტემურ მიდგომას, რომელიც დაფუძნებულია ფრაქტალურობისა და დუალურობის პრინციპებზე.

„მე“ ესაა ცნობიერების ჩაძირვა ცნობიერებისავე შიგნით. ესაა მენტალური კონსტრუქცია, ყველა რწმუნებულებების ფუნდამენტი.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენ განვიხილავთ ფსიქიკის ფენომენს. (სხეულთან კონტექსტში იგულისხმება ფსიქიკის ის ნაწილი რომელიც პასუხისმგებელია სხეულზე).

ის, რასაც ჩვენ მოვიაზრებთ „საკუთარი თავი“-ში გამოიხატება ჩვენს შეგრძნებებში. ჩვენს მიერ სამყაროს აღქმის - გრძნობათა ხუთი ორგანოს მეშვეობით. დუალისტურობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენ იერარქიულად ვანაწილებთ არსს „შნაგანი - გარეგანი“-ს პრინციპით, ხშირ შემთხვევაში კი საუბარია წყვილზე „მე - საზოგადოება“.

საკუთარ საწყისში „მე“ ნაწილდება: ფსიქიკის აღქმაზე (გონების მიერ) და სხეულის შეგრძნებაზე (იმავე გონების მეშვეობით). აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანის ფსიქიკა არის პირველწყარო, ხოლო სხეული მასზე დამოკიდებული რგოლი. შესაბამისად ფსიქიკა არის, სამყაროს შეცნობის ფუნქციის მატარებელი, სამყაროსთან კომუნიკაციის არხი. ის მიმართულია შიგნიდან გარეთ. სხეული კი თავისთავად წარმოადგენს ჭურჭელს მიღებისთვის, გაცემის სურვილს სხეული არ განიცდის. ესაა „მე“-ს შიდა მხარე.

ფსიქიკა შედგება ცნობიერებისგან. ესაა ინსტრუმენტი გარესამყაროს არსებობის გაცნობიერების აქ და ახლა. და სტიმულისგან (შინაგანი ძალა), რომელსაც მოვყავართ მოქმედებაში . სტიმული ასევე შეიძლება მოვიაზროთ, როგორც სურვილი.

ცნობიერება - ესაა ფსიქიკის გარე ნაწილი, მიმართული სამყაროს შეცნობისკენ. შეესაბამება ინფორმაციულ მეოთხედს. სტიმულები - ეს შიდა მხარეა, (ენერგიის მეოთხედი). ის გვაძლევს შინაგან ბიძგს, განაპირობებს ცხოვრების ინტერესს, ესაა სხეულის არსებობა დროში.

სხეული თავის მხრივ დაკავშირებულია ფსიქიკასთან ორი მარტივი პროგრამის საშუალებით: რეფლექსები - შეძენილი ცხოვრების მანძილზე, და ინსინქტები - სხეულის საბაზისო მოცემულობები, მიმართული თვითუზრუნველყოფის და არსებობის გაგრძელებისკენ.

მოცემული 4 მეოთხედის დონეზე (ტალკაჩოვი) რეფლექსები წარმოადგენს სხეულის მენტალური პროგრამის გარეგან შემადგენელს, რადგან შეძენილი გვაქვს გარემოსთან კონტაქტის შედეგად,მასთან უშუალო შეხების მომენტებში. ისინი წარმოადგენენ დროის მეოთხედს. ინსინქტები პირიქით - ეს ზრუნვის მექანიზმია (ფორმა) სხეულზე (მატერიაზე), მისი მატრიცა. სივრცის მეოთხედი.

8 ვექტორი.

აბსტრაქციის ერთი დონით ქვემოთ აღმოვჩნდებით 8 ვექტორის სამყაროში - იმ საფეხურზე სადაც ხდება ადამიანის არაცნობიერის მოწყობა!

თუ დავაკვირდებით, ცნობიერება იყოფა ორ ნაწილად: საერთო - აღქმად და პირად - ყურადღებად. აღქმა ცნობიერების შიდა მხარეა, რადგან იგი თავად წარმოადგენს მატრიცას რომლისგანაც შედგება ცნობიერება. ესაა ერთგვარი ფილტრი ინფორმაციისათვის. ის პასუხისმგებელია აზროვნების სქემის მონიშვნასა და ყურადღების გადანაწილებაზე. თავად ყურადღება ეს წამიერი მოვლენაა ფსიქიკაში. ენერგიის მომართვა კონკრეტული კუთხით გარედან მომავალი ინფორმაციის მისაღებად .

ასევე სტიმული იყოფა ორ კატეგორიად: შეგრძნება - შინაგანი „რადარი“, რომელიც რეგულირდება მიმღება-გაცემისა და მიზეზ-შედეგობრიობის ძალთა მეშვეობით. და ასევე ინტუიციისგან - ესაა მექნიზმი, რომლის მეშვეობითაც ვახერხებთ ასოციაციურად მოგზაურობას სისტემის შიგნით (მარტიცაზე).

სხეულის მხრიდან ინსტინქტები ასევე იყოფა. ძრითადი ინსტინქტი - თვითგადარჩენის (ფუნდამენტალური) , რომელიც შედგება ცხოვრებისეული ციკლის ხელისშემწყობი ბუნებრივი მოთხოვნილებების ვარიაციებისაგან. თვითგადარჩენის ინსტინქტის ფონზე იკვეთება ყველა დანარჩენი ინსტინქტები. მაგალითად: ცხოველური (სექსუალური), და ინდივიდუალურ-გამორჩევადი, ადამიანური (თვითშემეცნება). ყველა ეს ინსტინქტები, ძირითადი ინსტინქტის - „თვითგადარჩენის სურვილის“ განშტოებებია.

რეფლექსები შედგება: მენტალური მექანიზმებისგან, ისინი უზრუნველყოფენ სოციალურ განწყობას და რეალიზდებიან საზოგადოებაში. ისისნი ჩვენში გენეტიკურადაა ჩადებული ბუნების მიერ. და ასევე ჩვევებისგან, პირადი გამოცდილება რომელიც უკვე გვაქვს. ჩვევები არის საზოგადოებაში ჩამოყალიბებული რწმუნებულებების სისტემა და ინდივიდუალურ რეაქციათა სისტემა, გამომდინარე ჩვენი თვისებებიდან.

ბოლო წრე.

როგორც იქნა მივედით ფსიქიკურის ბოლო, აბსტრაქტულ დონემდე, რაც საშუალებას მოგვცემს გარკვევით განვმარტოთ „მე“-ს გაგება. სისტემურობის თანახმად, ყურადღება წარმოადგენს ვიზუალურ ვექტორს, და ნაწილდება ორ ფუნქციად: გარესამყაროზე დაკვირვება, და საკუთარი სახის დემონსტრირება.

აღქმის ნაწილებად გვევლინება: გავრცობის ინსტრუმენტი - ცენტრალური იდეის არჩევა, მასთან მიმართებაში ფორმირდება მსოფლმხედველობა, და ის რასაც ვუწოდებთ ეგზისტენციალურ ძიებას - განსაკუთრებული მისწრაფება, დამახასიათებელი მხოლოდ სმენის ვექტორისთვის, იპოვოს საკუთარი „მე“, რის შედეგადაც არც თუ იშვიათად ერწყმის სხვა ვექტორებს ან ფოკუსირდება საკუთარ თავზე.

შემდეგი დონე გაცილებით მარტივია - ესაა ორი პოლუსი: სიამოვნება და ტანჯვა. ამ ორი საბაზისო შეგრძნებისაგან გამომდინარე ხდება სხვა გრძნობათა რანჟირება. სიამოვნება ესაა ობიექტი რომლისკენაც მივილტვით. ტანჯვა ესაა რეალიზაციის დისფუნქცია.

ინტუიციის სქემა არც ისე რთულადაა მოწყობილი. ის შედგება ჩანაფიქრისა და საბოლოო მიზნისაგან, აქედან გამომდინარე ხდება შემდგომი კომუნიკაცია გარესამყაროსთან. ასოციაციები რანჟირდება რათა მოძიებული იქნას უფრო კომფორტული გზა მიზნის მისაღწევად. ამიტომ ინტუიცია არის თვითრეგულირებადი მექანიზმი. თავად ირჩევს ჩანაფიქრს და თავადვე ეძიებს გზას მისი განხორციელებისთვის.

თუკი შევძლებთ აღმოვაჩინოთ ჩვენში ამ მატრიცის ყოველი საფეხური, შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ნაპოვნი გვყავს საკუთარი თავი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ გაცნობიერებულად არსებობას და მოვლენათა განვითარების წინასწარ განჭვრეტას.

სისტემურობის თანახმად, ყოველი ადამიანი ესაა ბუნების განვითარების ადამიანური დონის დასრულებული ცალკეული ერთეული. შესაბამისად მისი ყურადღება შესაძლოა მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს საკუთარი ფსიქიკურის აბსტაქტული მატრიცის რომელიმე კონკრეტულ საფეხურზე. აქედან გამომდინარე იქნება აღქმული სხვა საფეხურების იერარქია. მაგალითისთვის, თუ ვფლობთ „გავრცობის“ უნარებს, შეგვიძლია გადავიტანოთ ყურადღება „დაკვირვებაზე“ და ამის შედეგად გავიფართოვოთ „აღქმა“, ამით გავაცნობიეროთ აბსტრაქციის უფრო მაღალი დონეები.

    ცალკეული კონკრეტული მე (პიროვნება) - ესაა მატრიცის შემავსებელი პირადი ნაკრები, მაშასადამე, „სრული“-ს კრიტერიუმს სავსებით მიესადაგება.



ავტორი: ვ. იუნევი

მთარგმნელი: Ekoterine Sagittarius 

  • ბუნებრივი კანონები სისტემურ-ვექტორული ანალიზის საფუძველში

  • ვინ ვისთვის ცხოვრობს – თქვენ ემოციებისთვის, თუ ემოციები თქვენთვის

  • ენერგეტიკული ვამპირები – ვინ არიან ისინი?

  • მართვის კანონები. ურეთრალი ბელადი და ზედა ვექტორების ოთხეული

  • პასუხი კითხვაზე ონანიზმის შესახებ

  • როგორ უთანაბრდება ანალის ვექტორიანი ლანდშაფტს

  • ინტერვიუ ვიაჩესლავ იუნევთან

  • ეჭვიანობა (ნაწილი მეორე)