დიაგნოსტიკა (ტემპერამენტი)


დიაგნოსტიკა (ტემპერამენტი)

  შემდეგი მახასიათებელი, რომელიც დიაგნოსტიკის ფარგლებში უნდა განვიხილოთ, არის ტემპერამენტი. უნდა აღინიშნოს, რომ სისტემურ ვექტორული ფსიქოანალიზის მიდგომა მნიშვნელოვნად განსხვავდება ამ სიტყვის ზოგადი გაგებისაგან. ამიტომ სანამ ლექციას დავიწყებთ, მნიშვნელოვანია გაიგოთ, რომ სისტემურად ტემპერამენტი აღნიშნავს სურვილის ძალას. როგორ აღიქვამს ამ სიტყვას ადამიანთა უმეტესობა? წარმოიდგინეთ ზიხართ, უყურებთ ფილმს კოვბოების შესახებ. ველური დასავლეთი, ბარი, ,,მაგარი ტიპები“, ოფლიანები, უხეშები, სხედან მაგიდებთან, თითოეულს გვერდით ორი დამბაჩა კიდია, სვამენ, ხარხარებენ, მოკლედ ჩვეულებრივი ვესტერნის სიუჟეტია. თითოეული პერსონაჟი მზადაა, მეორე მოკლას, თუ რამე არ მოეწონება. პერსონაჟთა უმრავლესობა ზედა ვექტორების გარეშეა. ფილმში ჩნდება ახალი პერსონაჟი, ის წიხლის კვრით აღებს ბარის კარს და ყველა ხედავს დომინანტ მამრს, ყველა ჩუმდება, ყველას მზერა მისკენაა მიმართული. ის ნელი ნაბიჯით მიდის მაგიდებს შორის, პისტოლეტებს არც კი უყურებს, იმდენად თავდაჯერებულია, რომ ყურადღებასაც არავის აქცევს. ქალები მას აღფრთოვენებულები შესცქერიან, აი ნამდვილი კაციო. ასეთზე ამბობენ, რომ ის ძალზე ტემპერამენტიანია, მაგრამ სინამდვილეში ეს პერსონაჟი მაღალტემპერამენტიანი კი არ არის, ის უბრალოდ ურეთრალია (უფრო სწორად კანის ვექტორიანების თვალით დანახული ურეთრალი). ანუ ადამიანთა უმრავლესობისთვის ტემპერამენტი დომინანტობასთან ასოცირდება. მაგრამ თუ ჩვენ ამ საკითხს სისტემურად შევხედავთ, მოგვიწევს, რომ საზოგადოებრივ წარმოდგენას კორექტირება გავუკეთოთ. სისტემურად ტემპერამენტი არის არა დომინაცია, არამედ ჩვენი ვექტორის ძალა. ყოველ ვექტორს აქვს თვისებები. ამ თვისებათა ინტენსივობა, ჩვენი აზროვნების, ჩვენი ვექტორის (ან ვექტორების) ნებისმიერი თვისების ძალა არის ჩვენი ტემპერამენტი. თუ ყნოსვის ვექტორიანისთვის მელანქოლია ნორმალური მდგომარეობაა, თუ ის არის მელანქოლიკი, მომჩვარული, უმოძრაო, უსიცოცხლო. მაშინ მაღალტემპერამენტიანი ყნოსვა იქნება ყველაზე უსიცოცხლო, ყველაზე მომჩვარული, ყველაზე მელანქოლიური, ისეთი, რომ ადამიანი, რომელმაც სვფ არ იცის, მასზე ვერასოდეს იტყვის, რომ ის მაღალტემპერამენტიანია. ვიზუალის ვექტორიანი, რომელიც არის მოქნილი, სიცოცხლისუნარიანი, მომხიბვლელი, მაღალი ემოციური ამპლიტუდით, თუ ის მაღალტემპერამენტიანია, მაშინ ის სწორედ საკუთარ ვიზუალურ თვისებებს წარმოაჩენს ძალზე მკაფიოდ. ყველაფერი ძალზე მარტივია. არის რვა ვექტორი, თვისებათა რვა ნაკრები, რაც უფრო მკაფიოდ და ძლიერად ავლენს ვექტორი საკუთარ თვისებებს, მით უფრო მაღალ ტემპერამენტიანია ის. შემდეგ კი უკვე ვექტორზეა დამოკიდებული. თუ ურეთრალია, მაშინ მაღალტემპერამენტიანობას ის გამოავლენს დიდი ჯგუფის ბელადობაში. თუ ანალია, მაშინ ის იქნება უფრო მომთმენი, უფრო აკურატული, უფრო დიდხანს ისწავლის, მეტს წაიკითხავს. წარმოიდგინეთ ათი ანალის ვექტორიანი სტუდენტი, ყველა დინჯი და აკურატულია, მაგრამ ერთი სხვებისგან გამოირჩევა, მეტს მეცადინეობს, მეტს კითხულობს, სხვებზე უფრო მკაფიოდ ავლენს ანალურ თვისებებს, როდესაც რამეს აკეთებს, მხოლოდ ბოლომდე კი არ მიყავს, ცდილობს, რომ სრულყოფილად გააკეთოს საქმე. ყველა ხედავს, რომ მას სხვებზე მეტი პოტენციალი აქვს, ის სხვებზე მაღალტემპერამენტიანია. მაღალტემპერამენტიანი ანალ-ვიზუალები ნახატს ბოლო წერტილამდე ხატავენ, უწვრილმანეს შტრიხებამდე ხვეწენ. ურეთრალ-ვიზუალები სრულიად სხვაგვარად ხატავენ, ფართე, თავისუფალი მონასმებით, კაშკაშა ფერებით. თუ ანალ-ვიზუალს ერთი ნახატისთვის ორი თვე ჭირდება რომ ბოლო წერტილი დასვას, ურეთრალ-ვიზუალი ორ დღეში ასრულებს, მისი ნახატი ერთი მხრივ გახსნილია, კაშკაშებს, მაგრამ ანალური თვალსაზრისით დაუმთავრებლის შთაბეჭდილებას ტოვებს. არის კიდევ ერთი დეტალი, ანალის ვექტორიანები ესწრაფვიან იყონ საუკეთესოები. ურეთრალს კი სურს იყოს არა საუკეთესო, არამედ - პირველი. ანალის ვექტორიანი მხატვრები სრულყოფილების მისაღწევად საათობით ზიან და ხატავენ, ისინი დიდი მოთმინებით, სიდინჯითა და სიჯიუტით გამოირჩევიან. ანალის ვექტორიანებისთვის ძნელია მოქმედების დაწყება, მაგრამ თუ დაიწყეს, აუცილებლად ბოლომდე მიჰყავთ. თუ ანალის ვექტორიანი მხატვარი ხატავს, ის მანამ არ ანებებს ხატვას თავს, სანამ ნებისყოფა ყოფნის. ერთი ანალს ვექტორიანი მხატვარი 5 საათი ხატავს, შემდეგ კი მოთმინება ღალატობს, მეორე კი 10 საათს ძლებს. რატომ? იმიტომ რომ მეორე უფრო მაღალტემპერამენტიანია. პირველის ტემპეამენტი 5 საათზე მეტს ვერ ,,ქაჩავს“, მისი სურვილის ძალა ქრება. ამიტომ 5 საათის შემდეგ ფუნჯს დადებს, მძიმედ ამოიხვნეშებს (ანალებს ახასიათებთ ხვნეშა ქმედების დროს) და იტყვის: მორჩა, მეტი აღარ შემიძლიაო. მეორე, უფრო მაღალტემპერამენტიანია, ამიტომ კიდევ გარკვეული დროით აგრძელებს ხატვას, უფრო მეტად ცდილობს ნახატი დახვეწოს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მისი მოთმინებაც ილევა და ისიც ხვნეშით დებს ფუნჯს. ამასთან დროსთან ერთად მათი მუშაობის ხარისხი არ უარესდება, საქმეს არ აფუჩეჩებენ, სანამ შეუძლიათ სრულყოფილად მუშაობენ, შედეგ კი ისვენებენ. ანალის ვექტორიანებს მყფე ფსიქიკა აქვთ, ის არ არის დრეკადი და არ შეუძლია ლავირება. ყველაზე მაღალტემპერამენტიანი ანალი მხატვარი კი მანამ ხატავს, სანამ ბოლომდე არ დაასრულებს, მისი სურვილის ძალა იმდენად მაღალია, რომ საქმის შეწყვეტაზე არც კი ფიქრობს. ზოჯერ საქმის დაბოლოებამდე საჭმელსაც კი არ ჭამს, მაქსიმუმ თუ ძალიან შეწუხდა, ცოტა ხანს ტუალეტში გავა და შემდეგ მაშინვე მოლბერტთან ბრუნდება, მისი ტემპერამენტი 5-6 საათს კი არა, მთელ დღეს ყოფნის, შედეგად კი იქმნება შედევრი. ტემპერამენტი იმ ვექტორის სურვილის სიძლიერეა, რომელსაც თქვენ ატარებთ. თუ ადამიანი ორალია, მისი ტემპერამენტი წარმოაჩენს მისი ორალური სურვილების ძალას, ის მეტს საუბრობს, მეტად იქნევს ხელებს, მეტს ყვირის. მაღალტემპერამენტიან ორალს უფრო კარგად შეუძლია პუბლიკის აყვანა, დგას, ლაპარაკობს, ყველამ იცის, რომ რასაც ამბობს, უმეტესობა ტყუილია, მაგრამ მაინც ყველა უსმენს. შეიძლება ისე დამაჯერებლად აღგიწეროთ როგორ ებრძოდა გველეშაპს, რომ საერთოდ დაგავიწყდეთ გველეშაპები რომ არ არსებობენ. რაღაც სისულელეს მღერია, მაგრამ მისი ნამღერი თქვენდა უნებურად აგეკვიატებათ. იმდენად დამაჯერებელი ლაპარაკი აქვს, რომ მაღაზიაში შესულ კლიენტს შეიძლება აპოკალიფსის მოახლოება დააჯეროს, და ორი კილო მაკარონის ნაცვლად მთელი ტომარა აყიდინოს. თუ კიდევ უფრო მაღალ ტემპერამენტიანია, მაშინ ის შეიძება გახდეს, რომელიმე სერიოზული საერთაშორისო კომპანიის სახე და ამ კომპანიის პროდუქციას გაუწიოს რეკლამირება. ამ თუ კანიც ერთვის გახდეს ამ კომპანიის მენეჯერი და სპონსორები ,,შეაბას“ მასთან მრავალმილიონიანი კონტრაქტის გასაფორმებლად. შეიძლება გახდეს ჟურნალისტი და მის საუბარს უკვე რომელიმე მაღაზიაში, ან ბარში კი არა, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით უსმენენ. თუ კიდევ უფრო მაღალტემპერამენტიანია, ის შეიძლება იყოს იმდენად ძლიერი ორატორი, რომ მისმა მოწოდებებმა სახელმწიფო გადატრიალება გამოიწვიოს (ტროცკი, კასტრო). მთელი ეს ვერბალური მოწოდებები აერთიანებს და ცვლის მთელ ჯგუფს, გადაყავს ის მომდევნო მდგომარეობაზე. ეს ყველაფერი კი ხდება ორალური ვექტორის დახმრებით, უბრალოდ სხვადასხვა ტემპერამენტში მისი გამოვლინება სხვადასხვაა.

შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს პატარა სივრცეში, მაგრამ თუ მას მაღალი ტემპერამენტი აქვს, ეს ტემპერამენტი შინაგანად აწვება, ხვდება რომ მეტი შეუძლია, ხვდება, რომ არ არის იმდენად რეალიზებული, რამდენადაც ამას მისგან მისი ტემპერამენტი ითხოვს. კიდევ ერთხელ, არ აგერიოთ ტემპერამენტი ვექტორებს შორის ურთიერთობებში. ზემოთ მოყვანილ ვესტერნის მაგალითში, ის ტიპი, რომელიც სხვებზე დომინირებდა, იყო ჩვეულებრივი ურეთრალი, ზედა ვექტორების გარეშე და მისი დომინირება გამომდინარეობდა არა ტემპერამენტიდან, არამედ მისი ბუნებრივი თვისებებიდან. ის იმიტომ კი არ დომინირებდა, რომ მაღალტემპერამენტიანია, არამედ იმიტომ რომ ბელადია და მის ბელადობას ყველა გრძნობს. თვით ქვედა ვექტორები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ლიბიდოთი. კანს ყველაზე პატარა ლიბიდო აქვს, ანალს - ყველაზე დიდი, ურეთრალს-საშუალო, მაგრამ ამასთან თითოეულ ვექტორს აქვს საკუტარი გრადაცია ტემპერამენტის მხრივ.

ტემპერამენტზე საუბრისას იური ბურლანი გვთავაზობს გამოვიყენოთ ათბალიანი პირობითი შკალა. ეს რა თქმა უნდა პირობითია, არ არსებობს მკვეთრად დადგენილი ზღვარი, თუმცა საჩვენებლად გამოსადეგია. მაგალითად: ყველა ვექტორი შეიძლება პირობითად გადავანაწილოთ ათ ჯგუფში, ტემპერამენტის ძალის მიხედვით. ტემპერამენტი ერთით, ადამიანი საკუთარ ვექტორში ყველაზე ნაკლებად იქნება გამოხატული, ხოლო ტემპერამენტი ათით - ყველაზე მკაფიოდ. ტემპერამენტი არის მახასიათებელი, რომელიც ასახავს ყოველი ვექტორის სურვლის ძალას და რეალიზაციის პოტენციალს. ტემპერამენტი (ისევე როგორც ვექტორი) თანდაყოლილია და არ იცვლება. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მრავალვექტორიან ადამიანს ყველა ვექტორში ერთნაირი ტემპერამენტი აქვს. თუ პირობითად თქვენი ტემპარამენტია 7, ეს ნიშნავს, რომ ყველა ვექტორში, რომელიც თქვენ გაქვთ, გექნებათ ტემპერამენტი 7 ბალი. როდესაც ადამიანებს ვადიაგნოსტირებთ, ჩვენ ამოვდივართ პრინციპით: საერთოდან ნაწილობრივისკენ, ანუ ვშლით მთლიანობას შემადგენელ ელემენტებად და ვიკვლევთ თითოეული ელემენტის სიჯანსაღეს. ვექტორებთან მიმართებაში ტემპერამენტი საერთო მახასიათებელია.

როგორ განვსაზღვროთ ტემპერამენტი? არის გამოსავალი, თუ შევხედავთ ყველაფერი დამოკიდებულია განზრახვაზე. თუ ეს ზოგადად გაინტერესებთ, შეგიძლიათ ტემპერამენტი დაყოთ სამ ნაწილად, დაბალი, საშუალო და მაღალი. აქ საკმაოდ ადვილად განსაზღრავთ ადამიანის ტემპერამენტს მისი მასშტაბების მიხედვით. თუ უფრო დეტალურად გსურთ ტემპერამენტის განსაზღვრა, დახაზეთ ცხრილი და შეავსეთ ის ყოველი ვექტორის მაგალითებით. პირობითად: ადამიანი ტემპერამენტ ერთით, იქნება ძალზე პატარა მასშტაბებში რეალიზებული. მაგალითად თუ ჩვენ ავიღებთ სმენის ვექტორიანს და მის კავშირს მუსიკასთან, ტემპერამენტი ერთით ის იქნება უბრალო მსმენელი. ტემპერამენტ ორით ის უბრალოდ მუსიკის მსმენელი კი არაა, არამედ თვითონაც უკრავს რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე. ტემპერამენტ სამით ის იქნება რომელიმე პატარა ორკესტრის რიგითი შემსრულებელი. ტემპერამენტ ოთხით, ის უკვე თავისი სფეროს სპეციალისტი იქნება და დაუკრავს ორკესტრში უკვე საკმაოდ პროფესიონალურ დონეზე. ტემპერამენტ ხუთით, ის უკვე იქნება წონიანი მუსიკოსი, რომელსაც ამ სფეროში იცნობენ, ის უკრავს ვთქვათ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში. ტემპერამენტ ექვსით ის უკვე ტალანტია, ის არა მხოლოდ უკრავს, არამედ თვითონაც წერს მუსიკას, თუმცა ის როგორც მუსიკოსი შემდგარია, მაგრამ როგორც კომპოზიტორი - არა. ტემპერამენტით შვიდი ის უბრალოდ სრულყოფილი შემსრულებელი კი არაა, არამედ ის კომპოზიტორადაც ასე თუ ისე შემდგარია, მაგალითად წერს მუსიკას რომელიმე საშუალო ჯგუფისთვის. როგორც შემსრულებელი მას ყველა იცნობს, მაგრამ როგორც კომპოზიტორს ნაკლები ცნობადობა აქვს. ტემპერამენტით რვა ის არა მხოლოდ ბრწყინვალე შემსრულებელია, არამედ თავისი ჯგუფის ყველა სიმრერსა და მუსიკის ავტორი და კომპოზიტორიც. ის უკვე რეალიზებულია არა მხოლოდ შემსრულებლად, არამედ საკმაოდ ცნობად კომპოზიტორადაც. ტემპერამენტ ცხრით ის კიდევ უფრო მაღალტალანტიანია, ერთი მხრივ როგორც შემსრულებელი ნამდვილი ვირტუოზია, ამასთან თავად წერს მუსიკებს არა მხოლოდ თავისი ჯგუფისთვის, არამედ ჰოლივუდის ფილმებისთვის, ესტრადის შემსრულებელათვის, მისი მუსიკები ხშირად იქცევა ჰიტებად. ხოლო ტემპერამენტით ათი ის უკვე იქნება ბახი, ან მოცარტი, რომელიც არასოდეს კარგავს აქტუალურობას და მთელ მსოფლიოშია ცნობილი. რა თქმა უნდა ჩვენ არ ვგულისხმობთ იმას, რომ ტემპერამენტი ათით სმენის ვექტორიანი მაინცდამაინც კომპოზიტორი იქნება, ან მხოლოდ კლასიკურ მუსიკას დაწერს, ეს უბრალოდ საჩვენებლად მოყვანილი მაგალითია. თქვენ შეგიძლიათ ასეთივე ცხრილი გააკეთოთ ნებისმიერ ვექტორთან მიმართებაში (თუ თქვენ უკეთესი მაგალითის მოყვანა შეგიძლიათ, მოგვწერეთ და ერთად განვიხილოთ). თუ თქვენ ასეთ ცხრილებს შეადგენთ თქვენს ნაცნობებთან მიმართებაში და ეცდებით განსაზღვროთ მათი ტემპერამენტი, დროთა განმავლობაში ისე გაიწაფებით, რომ ცხრილების შედგენა არც დაგჭირდებათ.

ჩვენ ცალცალკე განვიხილავთ ურთიერთკავშირებს, რეალიზებულობასა და ტემპერამენტს. ესენი სხვადასხვა მოვლენებია, თუმცა მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. მაღალტემპერამენტიან ადამიანს სურვილები ბევრად უფრო მძაფრად ღრღნის შიგნიდან და ამიტომ მას სხვებზე მეტად სურს გახდეს რეალიზებული, ის უფრო მკაფიოდ ჩანს სხვების ფონზე. თუმცა ტემპერამენტს განვითარებასთან ვერ გავაიგივებთ. ხშირად მაღალტემპერამენტიანი ადამიანებიც ვერ აღწევენ რეალიზაციას, ან რეალიზდებიან უფრო დაბალი ტემპერამენტის დონეში. მაგალითად საშუალო ტემპერამენტიანი ქალი, რომელსაც სურს კარიერა აიწყოს, მაგრამ უწევს სახლში იჯდეს და ქმარ-შვილს მოუაროს, ვერ ახერხებს საკუთარი ტემპერამენტის შესაფერის რეალიზებას. ამ საკითხზე ცოტა უფრო დაწვრილებით რეალიზაციის შესახებ ლექციაში ვისაუბრებთ.

კიდევ რა დამხმარე ნიშნები არსებობს ტემპერამენტის განსასაზღვრად? არსებობს ბუნებრივი კანონები, რომლითაც ცხოვრობენ ადამიანები, ესაა: ,,ტანჯვისა და ტკბობის“ კანონი. ნებისმიერ ადამიანს სურს განიცდიდეს მეტ ტკბობას და ნაკლებ ტანჯვას. თუ თქვენ წაგიკითხვთ ნიკოლო მაკიაველის ,,ხელისუფალი“, იქ მოყვანილია ორი ხელსაწყო, რითის ხელისუფალი მართავს ხალხს, ესაა: ,,მათრახი და ნამცხვარი“. ამჟამად ნიკოლო მაკიაველის ამ ტრაქტატს არ განვიხილავთ და არც მხედველობაში გვაქვს, იმიტომ რომ მაკიაველმა მნიშვნელოვნად გააზედაპირულა სამყაროს მოწყობის ხედვა. თუმცა მან აღმოაჩინა საკმაოდ მნიშვნელოვანი წესი: ,,ტკბობა და ტანჯვა“ ნამდვილად არის ის მექანიზმი, რითიც ხდება ადამიანთა მართვა. ნებისმიერი ადამიანი იღებს ბალანსს გონებაში, თუ ის შეძლებს საკუთარი თვისებების რეალიზაციას. თუ სწორად რეალიზდა ის იღებს ტკბობას თავისთვის და მოაქვს სარგებელი დანარჩენებისთვის. ამ კანონით ვითარდება კაცობრიობა: თუ მე ვიმარჯვებ, ეს მთელი კაცობრიობის წარმატებაა. წარმატება ნიშნავს ტკბობას, ტკბობა კი მოდის მაშინ თუ ადამიანი სწორად რეალიზდება. გადახრა ამ კანონიდან წარმოშობს ტანჯვას და არარეალიზებულობას. თუ ადამიანი მაღალტემპერამენტიანია, თავისი სურვილები მას შიგნიდან უფრო მეტად აწვება, ვიდრე დანარჩენებს. თუ მაღალტემპერამენტიანი ადამიანი მიდის ,,მათრახის“ გზით, თუ მას უწევს მხოლოდ არსებობისთვის ბრძოლა, ის ბევრად დიდ ტანჯვას განიცდის, ვიდრე იგივე პირობებში მოხვედრილი დაბალტემპერამენტიანი ინდივიდი.

მოდი ორი სიტყვით შევეხოთ საკითხს, როგორ შეესაბამება ტემპერამენტი სხვა მახასიათებლებს. თუ შევხედავთ ტემპერამენტის სქესთან კავშირს, ქალსაც და კაცსაც შეიძლება ათბალიან შკალაზე ჰქონდეს ნებისმიერი სიდიდის ტემპერამენტი. თუმცა არქეტიპული გამოცდილების და კიდევ სხვა მიზეზთა გამო მოხდა ფუნქციური სხვაობა სქესთა შორის. ანალურ ეპოქაში ჩამოყალიბდა ტენდენცია, რომ მამრისთვის პირველადი გახდა რეალიზაცია ჯგუფში, ხოლო მდედრისთვის - წყვილში რეალიზაცია. თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ პირველადია არ ნიშნავს ერთადერთს და ისიც, რომ ანალური ეპოქა უკვე დასრულდა და კანურ ფაზაში მდედრმაც დაიწყო ჯგუფში სრულფასოვანი რეალიზაცია. სურვილის ძალას სქესი არ განსაზღვრავს, ამიტომ ტემპერამენტი ათი, ქალშიც და კაცშიც ერთნაირი ძალის სურვილად ვლინდება. შესაბამისად მაღალტემპერამენტიანი მდედრიც ისევე ადვილად გამოსარჩევია, როგორც მაღალტემპერამენტიანი მამრი. ტემპერამენტი უცვლელია და რა ტემპერამენტიც დაბადებისას გქონდათ, იგივე გექნებათ 80 წლის ასაკშიც. ტემპერამენტი არ იკარგება, არ დეფორმირდება, არც იზრდება და არც მცირდება. თუმცა სხვა საკითხია თუ რამდენად რეალიზდებით, რამდენად აივსებით საკუთარ ტემპერამენტში.

და ბოლოს. რა არის ტემპერამენტის არსი? ტემპერამენტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ იმ მრავალვექტორიან ადამიანებს ვისაც აქვთ ერთნაირი ვექტორული წყობა, ჰქონდეთ ფუნქციათა საკმაოდ დიდი ნაკრები. მაგალითად: თუ ანალ-სმენა მისდევს ფიზიკას, მას აქვს რეალიზაციის არაერთი მიმართულება. მას შეუძლია ასწავლოს ფიზიკა სკოლის დაწყებით კლასებში, მაღალ კლასებში, ან უნივერსიტეტში. სამივე შემთხვევაში მასწავლებელია, მაგრამ სხვადასხვა დონეზე. თუ უფრო მაღალი ტემპერამენტი აქვს, შეიძლება მხოლოდ მასწავლებლობამ არ დააკმაყოფილოს და ეცადოს ხარისხის დაცვას. აქ მთავარი ისაა, რომ ნებისმიერი ვექტორული ნაკრები, არის დავალებათა დიდი სპექტრი. ამ სპექტრის შიგნით კი არის საკმაოდ ბევრი ქვედონე, რომელშიც რეალიზება შეიძლება. ამიტომ ტემპერამენტი ერთერთი მახასიათებელია, რომელიც ფუნქციურად განასხვავებს ერთნაირი ვექტორული წყობის მქონე ადამიანებს. უბიძგებს მათ დაკავდნენ სხვადასხვა საფეხურის საქმიანობით საზოგადოებაში.

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

წყარო  


მსგავსი სტატიები

  • ჯგუფი, როგორც სისტემა მოქმედებასა და განვითარებაში

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (2)

  • ვინ ვისთვის ცხოვრობს – თქვენ ემოციებისთვის, თუ ემოციები თქვენთვის

  • პოლიგამია ურეთრალურ ვექტორში

  • ექსტრავერსია და ინტრავერსია (სისტემური ხედვა)

  • მატრიცა - სისტემური თვალთახედვით

  • ეჭვიანობა (მესამე ნაწილი)

  • ბუნებრივი კანონები სისტემურ-ვექტორული ანალიზის საფუძველში