საშუალო ასაკის კრიზისი


საშუალო ასაკის კრიზისი

,,ჩემი ცხოვრების შუა გზაზე უცებ გზა დამეკარგა და უღრან ტყეში აღმოვჩნდი“

დანტე ალიგიერი.

ბერძულ სიტყვა “კრიზისს” რამოდენიმე მნიშვნელობა აქვს არჩევანი, გადაწყვეტილება, შემობრუნების მომენტი, გამოცდა. ყოველდღიურ ცხოვებაში კრიზისს ვუწოდებთ მომენტს რომლის მერეც ადამიანი ჩვეულ ცხოვრებას ვეღარ აგრძელებს. თავად კრიზისი კი მოულოდნელად დგება და წინასწარ შემზადებას ვერავინ ახერხებს. ეს ზვავის ჩამოწოლას გავს რომელიც წინასწარ არასოდეს გაფრთხილებსდა რომლიდან ამოსვლაც ძალიან ძნელია.

ცხოვრება როგორც კრიზისებისა და ამოსუნთქვების ჯაჭვი.

განვითარების კრიზისები ისე ფართოდაა ცნობილი, რომ ფსიქოლოგიისგან ძალიან შორს მყოფმა ხალხმაც კი ყველაფერი იცის გარდამტეხი მომენტების შესახებ. ესაა მოზარდობის, საშუალო ასაკისა და სიბერის კრიზისი. პირველს სოციუმში შემავალი მოზარდბის ადაპტაციის სირთულეები ჰქვია. მეორეს ხშირად იდენტიფიკაციის ანდა საშუალი ასაკის კრიზისს უწოდებენ. უკანასკნელს კი – შემაჯამებელ ბალანსს. სამივეს ის აერთიანებს, რომ ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი რომელიც რომელიმე ეტაპის გადალახვას უმტკივნეულოდ ახერხებს. როგორც ჩინური ანდაზა გვეუბნება: “ღმერთმა არ გაცხოვროთ ცვლილებების ეპოქაში”. კრიზისი კი ის მდგომარეობაა როცა ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია ადაპტირება. ზოგჯერ აუცილებელია რომ თავად შეიცვალოს, ანდა გარემო შეცვალოს. ჩვენ ინდივიდუალურ სამყაროში კი ცვლილებების ეპოქა ოჯახს, სამუშაოს, ცხოვრებაში ჩვენს ადგილს მოიცავს. განვიხილოთ კრიზისის მიზეზები და მისი დაძლევის გზები საშუალო ასაკის კრიზისის მაგალითზე.

ცხოვრების შუა გზა – ბედნიერების პიკი თუ… ვერ ახდენილის კონსტატაცია?

მიღებული საშუალო ასაკის განსაზღვრა 35-50 წელია. ბიოლოგიური სიცოცხლის შუა პერიოდი როცა ბევრი ვიცით და ბევრიც შეგვიძლია. გაფურჩქვნის პერიოდი, აღმასვლის წერტილი და უცებ კრიზისი. ასეთი თანხვედრა გაუგებარიცაა და გაუმართლებელიც.

სწორედ ამ ასაკში ვაღწევთ პროფესიულ მწვერვალებსა და გარკვეული დონის ფინანსურ უზრუნველყოფასაც, ოჯახური იდეალის რეალიზაციას და შვილებზე ოცნების ხორცშესხმას. რა ემართება ჯერ კიდევ გუშინ წარმატებულ და ბედნიერ ადამიანს, რომ ის გააფთრებული იწყებს ყველაფერ იმის მსხვრევას რაც აქამდე მის ცხოვრებას შეადგენდა. შეუძლებელია სამსახურმა ერთ წუთში მოგაბეზროთ თავი, ოჯახი ანგარებიანი ეგოისტების ჯგუფად იქცეს, ფანჯრიდან გადაშლილ ქალაქი კი პროვინციული მოწყენილობის ქსელში გაეხვეს.

ჩემი ცხოვრება… ჩემია კი?

უბრალოდ დადგა დრო შევადაროთ მიღწეული და ის რისკენაც მივილტვოდით. მშობლები, სკოლა და გარშემომყოფები დაგვეხმარნენ ცხოვრების წარმატების ალგორითმის შედგენაში. ის კი ქვეყნებისა და კონტინენტების მიხედვით ძალიან განსხვავდება, მაგრამ საერთო ყველგან ისაა რომ ცხოვრების მიზნები და მათი მიღწევის გზები მოცემული საზოგადოების სტერეოტიპებს შესაბამება. ახალგაზრდობაში ძალიან ცოტა თუ აფასებს საკუთარ თავს სწორად, რათა თავისი ცხოვრების გზა საკუთარ შესაძლებლობებს შეუსაბამოს. ცხოვრების დასაწყისში ყველა ვიღაცის გავლენას განვიცდით – მშობლების, მეგობრების, მეზობლების… და ცხოვრებას ვიწყებთ ძველისძველი სქემის სისრულეში მოყვანით – სწავლა, სამსახური, ქორწინება, ბავშვები…

უცებ შიშით ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ცხოვრებით არ გვიცხოვრია, მას ჩვენთვის არც სიხარული მოაქვს არც ბედნიერება. ყველაფერი ისეა როგოც ყველასთან და ზოგჯერ იქნებ უკეთესადაც მაგრამ მაინც ისეთი სევდა გვიპყრობს რომლისგანაც ვერავინ და ვერაფერი ვერ გვიხსნის. სული კბილით გვიჭირავს რომ სამსახურში წავიდეთ და თავი არ დავკარგოთ, კოლეგებს პირდაპირ არ მივახალოთ მწარე სიმართლე. გვიკვირს როგორ ვიტანდით ვიღაცის უტვინობას, ვეგუებოდით ვიღაცის წვრილმან ბუნებას, თვალებს ვხუჭავდით უფროსობის პროტეჟეს დაბალ კვალიფიკაციასა და არაპროფესიონალიზმზე. შესაბამისი ხელფასიც კი უკვე ვეღარ აღადგენს პოზიტიურისა და ნეგატიურის ბალანსს.

სამსახური ცხოვრებისეული ფასეულობების იერარქიის მთავარი ნაწილია. თუმცა უამრავი ჩვენგანისთვის ოჯახი გაცილებით მეტს ნიშნავს. იქნებ იმიტომ რომ სამსახურის გამოცვლა შეიძლება უკეთესით ანდა უარესითაც. ოჯახში კი ყველაფერი გაცილებით რთულადაა.

სიყვარული, ოცნება, იმედი… იყო კი ის? იქნებ ჩვენ თავად მოვიგონეთ რომანტიკული სურვილები რომეო და ჯულიეტას გავლენით? ან იქნებ უბრალოდ წყვილში ყოფნა გვინდოდა როგორც ყველას. თხუთმეტი წელი გავიდა და სიყვარულისა და მიზიდულობისგან აღარაფერი დარჩა. სექსი ყოველდღიურობის საბანმა გაგუდა, სიმპათია კი წვრილმანი კინკლაობებისას აორთქლდა. და მხოლოდ გაუგებარი განცა იმისა თუ როგორ აღმოჩნდით ამ პარტნიორთან ერთად საერთო შვილების მშობელი.

კრიზისი არც იმ ოჯახებს აუვლის რომლებიც ბედნიერებად ითვლებიან. ორიდან ერთ-ერთს სწყინდება. შიში გვიპყრობს იმის გაფიქრებაზე რომ აწი წინ მხოლოდ დაღმართია და ცხოვრება განუხრელად სიბერისკენ მიდის. ყოველი ახალი დღე კი მხოლოდ წინას გაუარესებული ვერსიაა. პარტნიორის სახეზე გაჩენილი ნაოჭები კიდე ერთხელ გახსენებს, რომ შენც ქვემოთ მიმავალ კიბეს მიუყვები. გინდა სხვებსაც და საკუთარ თავსაც დაუმტკიცო რომ ორმოცი წლისასაც შეგიძლია ახალი და უკეთესი ცხოვრება დაიწყო, კიდევ ერთხელ განიცადო მშვენიერი მომენტები და თავი ახალგაზრდად იგრძნო. საწყენი მხოლოდ ისაა რომ ეს ოცნებები ხშირად ძველი ცხოვრების ნანგრევებზე აღმცენდება ხოლმე რომლებსაც განარჯვებული დავიწყებისა და უმადურობის ტანკით გადაუვლის.

მეგობრების წრეც სრულიად ბუნებრივი მიზეზებით ვიწროვდება – სიკვდილი, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ამას მოყვება წარმატებულებად და ვერ შემდგრებად დაყოფა, როლებთან უკვე აღარც საერთო ინეტერესები და აღარც ერთნაირი შესალებლობები აღარაა და მეგობრობაც ასე მთავრდება. 40 წლის ასაკში მეგობრობა გაცლებით ძნელია ვიდრე 18. მარტოობა გვიტევს.

რატომაა კრიზისისგან თავის დაზღვევა შეუძლებელი.

რატომ განიცდის ამდენი ადამიანი საშუალო ასაკის კრიზისს? რა შეცდომებს ვუშვებთ ცხოვრების დასაწყისში რითაც შუა გზაზე საშინელი განსაცდელისთვის ვწირავთ თავს? უამრავი ფსიქოლოგი ცდილობს კრიზისის გაანალიზებას მისი შერბილებს საშუალებებსა და მისგან გამოსვლის ალგორითმს გვთავაზობს. მთავარი კი მათი ყურადღების მიღმა რჩება, ადამიანები არ იცნობენ და არ ესმით საკუთარი ბუნების, თავიანთი შინაგანი სამყაროსი თავიანთი ნამდვილი სურვილების.

საკუთარი “მეს” ბუნების გარკვევაში სვფ გვეხმარება. რა არის არაცნობიერი? როგორ გავლენას ახდენს ის თითოეული ჩვენგანის სურვილებზე, მიდრეკილებებსა და თავისებურებებზე. რატომ ვერ ახარებს ადამიანს სამსახური რომელიც პრესტიჟული განათლებით იშოვა. მამამისმა კი წარმატებით შეძლორეალიზება ზუსტად მსგავსი დიპლომით. როგორ მოხდა რომ მეუღლეები ელოდებიან როდის დაამთავრებენ შვილები სკოლას რომ გაშორდნენ? რატომაა რომ ათასობით 40 წლის ადამიანი ოცნებობს სხვა ქვეყანაში წასვლაზე სინანულის გარეშე იჭრიან ფესვებს, ივიწყებენ მშობლიურ ენას და ყველაფერს რასაც ადრე სიტყვა “სამშობლო”იტევდა.

სვფ არის ასეთი გაგება – ვექტორი რაც თანდაყოლილი სურვილებისა და თვისეების ნაკრებს მოიცავს. სწორედ ვექტორია ის ფაქტორი რომელიც ადამიანების აზროვნებას, მისი ფასეულობების შკალასა და ცხოვრებაში მის მიმართულებას განსაზღვრავს. სულ 8 ვექტორი არსებობს: კუნთის, კანის, ანალური, ურეთრალური, სმენის, ვიზუალის, ორლისა და ყნოსვის. ადამიანს შეიძლება ქონდეს ერთი ან რამოდენიმე ვექტორი. ამ ვექტორთა ნაკრებზე და მათი განვითარების დონეზეა დამოკიდებული ადამიანი სიხარულსა და კმაყოფიებას განიცდის თუ სასოწარკვეთასა და იმედგაცრუებაში ვარდება.

საშუალო ასაკის კრიზისი ნებისმიერი ვექტორული ნაკრების მქონეს ემუქრება თუმცა მისი მიზეზები, გამოვლინება და მისგან გამოსვლის გზები დიამეტრალურად განსხვავდება. პარალელი შეიძლება დამწვრობასთან გავავლოთ. შემთხვევით წაქცეულმა ჭიქამ შეიძლება შვიდ ადამიანს ერთნაირად დასწვას ხელები ცხელი ჩაით, მაგრამ ჩვენ ტკივილზე შვიდ სხვა და სხვა რეაქციას დავინახავთ. ამის მსგავსად კრიზისიც ბევრს ემუქრება მაგრამ მათი მდგომარეობები, ტანჯვის ხარისხი და დარეგულირების გზები სრულიად განსხვავდება ვექტორული ნაკრების მიხედვით.

ვისთვისაა ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ კარგი.

ისინი ვისაც ბუნებამ კანის ვექტორი უბოძა, რაციონალობით, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებით, ცვლიებების სიყვარულით, ორგანიზებულობით, წარმატებისკენ და კარიერული წინსვლისკენ ლტოლვით გამოირჩევიან. თუ ორმოცი წლისათვის კანური ფსიქოტიპი სასურველს ვერ აღწევს, სამსახური არ შეეფერება, ვერ ცხოვრების დონეა მისი შესაძლებლობების ადექვატური, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ისე იზრდება, რომ მას გორდიას კვანძის მსგავსი მკვეთრი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს.

პირად ცხოვრებაში კანებისთვის მიუღებელია პრინციპი “მოითმენ და მიეჩვევი”. თუ ოჯახში ურთიერთობა ვერ აეწყო ე.ი. სხვა პარტნიორი უნდა მოძებნოს. კანს არ აშინებს ცვლილებები მას ყველგან შეუძლია რაციონალობის მარცვლის და კმაყოფილების პოვნა. ასეთია მისი წინსვლისკენ მიდრეკილი ბუნება, გამუდმებით წინ და ზემოთ მიისწრაფვის პირადი ბედნიერებისა და აყვავების გზაზე. მათი უმრავლესობისთვის საშუალო ასაკის კრიზისმა შეიძლება სულაც შეუმჩნევლად ჩაიაროს – უბრალოდ კიდევ ერთი მკვეთრი ცვილება, ასეთი ხომ განვლილ წლებშიც ბევრი ყოფილა.

კანის ვექტორიანები ადვილად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ – სადაც კარგია სამშობლოც იქაა.

დიდი პოტენციალის მქონე რეალიზებულმა კანებმაც შეიძლება ცოტაოდენი უკმარისობა განიცადონ, მაშინ ისინი სამოგზაუროდ მიდიან და თავიანთ ცვლილებების მოთხოვნილებას ასე ივსებენ, ხანდახან კი მძაფრი განცდებისთვის სპორტის ექსტრემალურ სახეობებს მიმართავენ…

კრიზისის მდუმარე მსხვერპლები.

ანალის ვექტორიანი სულ სხვანაირად განიცდის საშუალო ასაკის კრიზისს. ის კანის საპირისპირო მხარეა და შესაბამისად წესრიგისადმი სიყვარულით, ბრწყინვალე მეხსიერებით, დეტალების მიმართ ყურადღებით, პერფექციონიზმით, სიდინჯით, პატიოსნებით და ავტორიტეტებისადმი პატივიცემით გამოირჩევა. როგორც სვფ გვიჩვენებს მათთვის დრო ხშირად უკან ტრიალებს, რადგან წარსულს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე აწმყოდა და მომავლს. სწორედ აქედან მათი ცვლილებებისადმი სიძულვილი და მცდელობა გაექცნენ ამ უკანასკნელებს.

თავისი სამსახურით უკმაყოფილო ანალის ვექტორიანი მშვიდად დაელოდება სიტუაციის გამოსწორებას ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. მაშინაც კი როცა მისთვის შეფერებელი სამუშაოსგან და არარეალიზებულობისგან უკმარისობას განიცდის, ის მოვლენებს არა საკუთარი სურვილით, არამედ შექმნილი მდგომარეობის მიხედვით ცვლის, იქნება ეს გაკოტრება, ლიკვიდაცია და ა.შ.

თანამედროვე კანურ სამყაროში მისი სწრაფი ცვილებებით და დინამუირი რიტმით, ანალის ვექტორიანი ადამიანი ხშირად ვერ ხვდება საკუთარ ადგილას, მას უსწრებენ და გზიდან აგდებენ უფრო მოხერხებული და ალღოიანი კანები. სოციუმსა და სამსახურში არასაკმარის რეალიზაციას კი იქამდე მიყავს რომ გაღიაზიანებისა და უკმაყოფილების დაგროვებას იწყებს და იმედოვნებს რომ მამა-პაპათა ტრადიციების დამრღვევი ერი ბოლოს და ბოლოს გონს მოეგება. ეს რაღა თქმა უნდა არ ხდება და ისიც სასოწარკვეთაში ვარდება.

ანალის ვექტორიანი დიდი მეოჯახეა. სახლი და ოჯახი მისი ცხოვრების მთავარი მიზანი და აზრია. სწორედ ისაა ყველაზე კარგი, მზრუნველი და ერთგული მეუღლე, შვილი. მაგამ არასაკმარისი სოციალური რეალიზაციის პირობებში ის გარშემომყოფებზე ზეწოლას იწყებს, კრიტიკასა და ვერბალურ ძალადობაზე გადადის. თუ ამას სექსუალური დაუკმაყოფილებლობაც ახლავს მაშინ საუკეთესო ქმრისგან შინაური ტირანი ყალიბდება. გაყრა – ანალური მამაკაცისთვის სიკვდილს უდრის, მაშინაც კი თუ ეს ერთადერთი გამოსავალია კრიზისიდან. სათითაოდ გაყოფს ჭიქებს, კარადასაც კი გადაჭრის, გამყოფ კედელს ააშენებს – ყველაფერს გააკეთებს რომ ყველამ თავისი წილი ტანჯვა მიიღოს, რომ ყველამ გაიგოს რა დაკარგეს…

თუ კანისთვის სხვაგან გადასვლა და ნებისმიერი სხვა ცვლილება ეს უბრალოდ კიდევ ერთი ნაბიჯია წინ, ანალური ადამიანისთვის ეს მტკივნეული პროცესია. მისთვის ხომ ყველაფერი ახალი მტკივნეულია. ის ერთ ადგილაც ყოფნას წუწუნსა და ცოლ-შვილის წამებას გააგრძელებს.

სიტუაციის უკეთესობისკენ შესაცვლელად მნიშვნელოვანია თქვენი ფსიქოლოგიური თვისებები გახსოვდეთ. ანალურ ვექტორიან ადამიანს არავითარი აუცილებლობა არ გააჩნია კანურ ფასულობებს მიყვეს. მან სკუთარი თავი ისეთ პროფესიებში უნდა იპოვოს სადაც ანალიტიკური აზროვნება და ხარისხზე ორიენტაციაა საჭირო. ასეთი ადამიანები შეუცვლელი პედაგოგები ხდებიან.

ისინი ვისაც სიყვარული შეუძლიათ.

ვიზუალის ვექტორიანი სხვებისგან მკვეთრად გამოხატული ემოციურობით გამოირჩევა. მათ გარდა არავინ განიცდის სიყვარულისა და ემოციური კავშირების ასეთ ძლიერ მოთხოვნილებას. სწორედ ისინი აღიქვამენ სამყაროს მთელი მისი ფერების, ელფერების, განცდებისა და მდგომარეობების მრაფალეროვნებით.

არც თუ იშვიათად ვიზუალები ორმოცი წლის ზღვარს დაუკმაყოფილებლები უახლოვდებიან. არც ის სამსახურია რომელზეც ოცნებობდნენ, არც ის პარტნიორი, ძალიან მოსაწყენი ქალაქი, ის კი იძულებულია იქ იცხოვროს… მიწიერი პროფესიებით დაკავებული ვიზუალები ძლიან ხშიად განიცდიან სურვილს მათი რაიმე უფრო შემოქმედებითზე გაცვლის. ეს კი არც თუ ისე იოლია რადგან სოციუმის განვითარების დღევანდელი დონე იმაზე მეტ მოთხოვნას გვიყენებს ვიდრე გამოქვაბულის კედლებზე ხატვაა რასაც ოდესღაც ვიზუალების პირველყოფილი წინაპრები აკეთებდნენ.

თუმცა დღეს შესაძლებლობიც გაცილებით მეტია. ნიჭიერი მარტოხელა მხატვების დრო წავიდა. დღეს დიზაინერებისა და მათი მსგავსი ვიზუალური პროფესიების მოთხოვნა უფრო მეტია. ვიზულის ვექტორიანისთვის ის პროფესიებიც ძალიან სახარბიელოა სადაც ემპათიის და თანაგრძნობის გამოვლენაა საჭირო, ხალხის დახმარება, მოხალისეობა და ა.შ. საკუთარი სასიცოცხლო გზის ასარჩევად საჭირო ჩვენი ნამდვილი სურვილები და ფსიქიკური შესაძლებლობები გვხსოვდეს.

წყვილში ურთიერთობისას ემოციური ვიზუალები ყოველთვის პარტნიორის მხრიდან ყოველთვის სათანადო ურთიერთგაგებას ვერ იღებენ. ანალის ვექტორიანმა ადამიანმა შეიძლება სულაც ვერ გაიგოს ძლიერი ემოციები, კანს უბრალოდ არ მოსწონს ასეთი გამოვლინებები, სმენა არ იზიარებს. ეს ხშირა ხდება წყვილის დაშორების მიზეზი. ვიზუალები ძნელად იღებენ დაშორების გადაწყვეტილებას ეშინიათ დაანგრიონ უკვე ისედაც ნახევრად დაშვილი ურთიერთობა რადგან ჯერ კიდევ გრძნობენ ემოციურ კავშირს პარტნიორთან. დანაკარგსაც მტკივნეულად განიცდიან, ვიდრე ცხოვრებას ახალი მიჯაჭვულობით არ შეივსებენ.

ისინი აზრის ძიებისკენ მიისწრაფიან.

სმენა ხშირად მთელ ცხოვრებას ისე გადის, როგორც კრიზისს და ეს მაშინ როცა მისი სმენის ვექტორი უმაღლესი ინტეექტუალური შესაძლებლობებით აჯილდოებს. ხელსაყრელ პირობებში ის განვითარების მაღალ დონეს აღწევს. სმენები და ვიზუალები საზოგადოების სამეცნიერო და კულტურულ ელიტას წარმოადგენენ. ამასთან ერთად ინტელექტუალური უპირატესობისა და არამიწიერი, აბსტრაქტული ინტერესების წყალობით სმენები ხშირად ასოციალურები არიან, ეგოცენტრიზმისა და იზოლაციისკენ მიისწრაფვიან.

სმენისთვის სამსახურებრივი ურთიერთობები არც იოლია და არც რთული. საშუალოზე მაღალი ინტელექტი კოლეგებს აღიზიანებს. მომხმარებლური მისწრაფებებისადმი ლტოლვის თანდაყოლილი უკმარისობა მას უცხოს კატეგორიაში აქცევს. სადაც არ უნდა იმუშაოს ის ყოველთვის გარიყულია. სამსახურს შემოსავლის კი არა, უკეთესი სარეალიზაციო პოტენციალისთვის იცვლის, უფრო საინტერესო იდეებს ეძებს.

სმენა ხშირად ქმნის ოჯახს მიღებული სტანდარტების გათვალისწინებით. თუ არასმენა პარტნიორს ირჩევს მასთან დისტანციას იჭერს და ეს წყვილი უკვე სამუდამო მარტოობისთვისაა განწირული. დაღლილი იმით, რომ ვერავინ უგებს და ყველა ცდილობს თავის თარგს მოარგოს, ოჯახიდან მიდის და ნანატრ სიჩუმესა და მარტოობას უბრუნდება.

სმენა არაა საცხოვრებელ ადგილს მიჯაჭვული, მისი მარადიული კითხვები ხომ სამყაროს უკავშირდება და არა ქალაქ N-ს. მით უფრო აგარაკსა და ავტოფარეხს მიჯაჭვულობის მერკანტილური გრძნობები ვერ დააკავებენ ერთადგილას.

სმენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ყოფიერების გაცნობიერების გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი სურვილების ავსებაა. ცხოვრების აზრზე არავერბალიზებული ღია კითხვაც კი ასეთ ადამიანს ბოლომდე ბედნიერების შეგრძნების საშუალებას არ ძლევს. ის მძიმე შინაგან მდგომარეობას განიცდის რადგან ვერ იგებს რაც ხდება მის გარშემო. მას ყველაზე მეტად სჭირდება ღრმად ჩასწვდეს საკუთარ და სხვების არსსაც, გამოააშკარაოს ჩვენს ფსიქიკაში მიმდინარე დაფარული პროცესები.

ვიდრე სამყაროს შეცვლას დაიწყებ ჯერ მისი გაგება სცადე.

ცხოვრების იმ მიმართულებით წასაყვანად სადაც კრიზისების ადგილი არ იქნება საჭიროა არაცნობიერის ბუნებისა და ფესვების ცოდნა. მან ვინც საკუთარი მეს თავისებურებები გამოარკვია ვისნც არაცნობიერიდან მომავალი სულის მისწრაფებები გაიგო, თავისუფლად შეძლო ოჯახსა და საზოგადოებაში რეალიზება. მისთვის ცხოვრებას სიხარული და კმაყოფილებას იღებს. სვფ ასაკობრივი კრიზისებისნამდვილ მიზეზებს გვიჩვენებს. მათი გააზრება კი მათივე დაძლევის გასაღებია. გორდიას კვანძის გამოხსნაც კი შეიძლება ხმლის დაუხმარებლად, თუ შევძლებთ პრობლემის სისტემურად გაანალიზებას.

ყველასთვის ვინც ჯერ კიდევ დღეს დილით იმ ფიქრით გაიღვიძა რომ სამსახურში წასვლა არ უნდოდა, საღამოს კი სადარბაზოში უსიხარულოდ შევიდა, ვინც ყოველდღიურ ნაცრისერ რუტინას განიცდის ღიაა სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების კარი. ეს სვფ-ს უფასო ტრენინგია.

წყარო 

მთარგმნელი. ეკატერინე სამხარაძე

საშუალო ასაკის კრიზისი მამაკაცებში 

საშუალო ასაკის კრიზისი ქალებში  


მსგავსი სტატიები

  • ასაკი (ნაწილი პირველი)

  • სამყარო ვერ მიტანს

  • მომავლის შიში: შეიცნო თავი და არ გეშინოდეს

  • ანალური ვექტორი. ოჯახური ურთიერთობები და ლიბიდო

  • ურთიერთობების სისტემური ხედვა

  • როგორ ვაპატიოთ მამას

  • მართვის კანონები. ურეთრალი ბელადი და ზედა ვექტორების ოთხეული

  • სვფ წიგნებსა და მკითხველებზე