განსხვავება ზედა და ქვედა ვექტორებს შორის (პირველი ნაწილი)
განსხვავება ზედა და ქვედა ვექტორებს შორის (პირველი ნაწილი)
გამარჯობა. როგორც იქნა მივაღწიეთ ზედა ვექტორებამდე. გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ზემოთ. მართალია გამოვტოვეთ ერთი ქვედა (კუნთის) ვექტორი, მაგრამ სანერვიულო არაფერია, ჩვენ მას მოგვიანებით მივუბრუნდებით. ახლა კი ავდივართ ზემოთ, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენს წინაშეა დავალება: დავაზუსტოთ ჩვენი მსოფლმხედველობრივი მოდელი. იმისთვის რომ წინ წავიდეთ და შევძლოთ ზედა ვექტორებზე საუბარი (ეს კი გაცილებით უფრო საინტერესოა, ამასთან გაცილებით რთულიც), ჩვენ გვჭირდება ბაზისის დაზუსტება, გვჭირდება დავაზუსტოთ ფუნდამენტი, რომელზეც დაშენებულია მთელი ჩვენი ცოდნა. იმისთვის რომ შევამციროთ შეცდომები. მაშ ასე, ეს და მომდევნო ორი ლექცია იქნება სამყაროს სტრუქტურის შესახებ, მის შემადგენელ ნაწილებსა და მათ ურთიერთკავშირზე. ამიტომ გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო შემდეგ ფაქტზე: ეს და მომდევნო რამოდენიმე ლექცია მკითხველისგან მოითხოვს ძალზე სერიოზულ დაფიქრებას, მასალის სერიოზულ გაზრებას, რადგან ისევე როგორც ნებისმიერ საქმეში თუ საძირკველი არასწორადაა ჩაყრილი, მაშინ ასეთ საძირკველზე დაშენებული შენობაც არასწორი და არამყარი იქნება. ამიტომ ძალიან გთხოვთ, თუ თქვენ სისტემური აზროვნების სერიოზულად შესწავლას აპირებთ, გამოყავით რაღაც დრო და საფუძვლიანად გაეცანით მოცემულ სამ ლექციას. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ შევეცდებით ყველაფერი აგიხსნათ მარტივად და თქვენთვის გასაგები სიტყვებით, ისეთებით როგორიცაა: მსოფლმხედველობა, სამყარო, ეგოიზმი, მიღება-გაცემის სურვილები. სიტყვებით რომელსაც ჩვენ თითქმის ყოველ ლექციაში ვიყენებთ. მაგრამ მიუხედავად ცნებათა სიმარტივისა, თქვენს უმეტესობას ჯერ კიდევ არ გააჩნია მკაფიო გაგება იმისა თუ რა დგას ამ ცნებების უკან. სინამდვილეში ესენი ძალზე მაღალი საფეხურის სიტყვებია და მათ ძალზე ღრმა აზრი გააჩნია. სწორედ მათზეა დაშენებული ყველაფერი დანარჩენი, ეს ფუძისეული გაგებაა. ყველაფერი დანარჩენი კი მხოლოდ აქედან გამომდინარეობს და განმარტავს ამ ცნებებს.
მაშ ასე, ჩვენ წარმოგიდგენთ სამყაროს იმ მსოფლმხედველობრივი მოდელის დაზუსტებას, რომლის შესახებაც ვსაუბრობდით დანარჩენ ლექციებში. ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ: რომ ჩვენ ვექტორების და ყველაფერი დანარჩენის აღწერისას ვიყენებთ სისტემურ მიდგომას. თვით ფრაზა ,,სისტემური მიდგომის” უკან ასევე სერიოზული სიღრმისეული გაგებაა, ესაა გარკვეული ფილოსოფია სამყაროს მთლიანობის შესახებ, რომელიც სამყაროს აღიქვამს როგორც ერთიან ობიექტს.
ამავდროულად ამ ერთიანობაში გამოყოფილია რვა ელემენტი, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით ნებისმიერ გამოვლინებაში. მთავარი და ყველაზე უბრალო რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ის, რომ ნებისმიერი მოვლენა რომელზეც ჩვენ გესაუბრებით, განვიხილეთ სამ სხვადასხვა სიბრტყეში. ჩვენ ნებისმიერ მოვლენას აღვწერთ: სისტემიდან, ანუ საკუთარი თავიდან; ზესისტემიდან, ანუ ზემოდან ქვემოთ; და ქვესისტემიდან, ანუ ქვემოდან ზემოთ. ეს კი იძლევა ერთიან ხედვას. ზესისტემა, სისტემა და ქვესისტემა, ამ სამი სიბრტყის შესწავლის შემდეგ ჩვენ თითქმის სრულიად აღვწერთ მოვლენას, იქნება ეს ვექტორი, ადამიანი, თუ განსაზღვრული მდგომარეობა. მოვიყვანოთ სრულიად უბრალო მაგალითი და განვიხილოთ ერთი ჩვეულებრივი ფინჯანი. მასზე მსჯელობისას სწორი მიდგომა იქნებოდა ასეთი: ჩვენ მისთვის უნდა შეგვეხედა როგორც რაღაც გამოვლენილისთვის. რა არის ფინჯანი? ესაა რაღაც ტევადობა. ეს იქნება მაშინ თუ მას ისე შევხედავთ როგორც სისტემას. მაგრამ საქმე იმაშია რომ ეს ინფორმაცია ჩვენ ბევრს არაფერს გვაძლევს. როდესაც ამა თუ იმ მოვლენაზე ვსაუბრობთ, ძირითადი რაც ჩვენ უნდა გავიაზროთ, ესაა ამ მოვლენის ფუნქცია. რატომ? იმიტომ რომ სწორედ ფუნქციას იყენებს ბუნება, როდესაც ამა თუ იმ ობიექტს ,,აპროექტებს”. ბუნებაში ყველაფერი არც ისე უმიზეზოდაა, მაგალითად: მგელს აქვს კბილები, იმიტომ რომ შეძლოს ხორცის ჭამა. არის ფუნქცია, არის მოთხოვნილება, ვინაიდან არის მოთხოვნილება, არის ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების ინსტრუმენტიც. რომ არ ყოფილიყო მოთხოვნილება, ინსტრუმენტი საჭირო არ იქნებოდა. ვინაიდან არსებობს ფუნქცია საჭიროა მისი გაგება. ამიტომაც როდესაც ვსაუბრობთ ფინჯანის ფუნქციაზე, არაა საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ ის ტევადობაა. საჭიროა ვისაუბროთ მის ფუნქციაზე, ანუ იმაზე თუ რისთვისაა ეს ტევადობა. იმისთვის რომ ვთქვათ რა ფუნქცია აქვს ფინჯანს, ჩვენ იძულებულნი ვართ ვისაუბროთ ზესისტემიდან და განვიხილოთ მისი გარემოცვა. ანუ ის გარემო სადაც ეს ფინჯანია. იმიტომ რომ ცალკე ფინჯანს ფუნქცია არ აქვს, ფინჯანის ფუნქცია ჩნდება მხოლოდ გარემომცველი სამყაროს ფონზე. ვიღაც სარგებლობს ფინჯანით, მისი დახმარებით იკმაყოფილებს თავის რაღაც მოთხოვნილებას და ამ ფონზე გამოვლინდება ფინჯანის დანიშნულება. ფუნქცია, ესაა სისტემა დანახული ფაქტორებისა. თუ არ ჩანს ფუნქცია, მაშინ ვერანაირ სისტემაზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს ფინჯანის ზესისტემა, ესაა ჭურჭელი, მაგალითად სუფრის კომპლექტი, ამ კომპლექტის ფონზე ფინჯანი გამოიყენება წყურვილის მოსაკლავ ჭურჭლად. ანუ გამოდის, რომ ფინჯანი ესაა მოცულობა, რომელშიც თავსდება ის სითხე, რომლის დალევაც შეიძლება. ამის ფონზე უკვე გასაგები ხდება რა არის ფინჯანი. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვისაუბრია კონკრეტულ ფინჯანზე. რადგან ერთი კონკრეტული ფინჯანი გამოვლენილია ცალკეულ სხეულად. შეიძლება მილიარდობით ფინჯანი არსებობდეს, მაგრამ იმისთვის რომ კონკრეტულ ფინჯანზე ვისაუბროთ, საჭიროა ის რაღაც ნიშნით გამოვყოთ სხვებისგან, გამოვაცალკეოთ. (ჩვენ გესაუბრეთ ერთიანზე, მოვლენებს ცოტა გავუსწრებ და გეტყვით რომ ესაა სმენის ვექტორი, ახლა კი ვსაუბრობთ ცალკეულზე, ესაა ვიზუალური ვექტორი). მოკლედ ერთი ფინჯანის აღსაწერად საჭიროა გამოვყოთ მისი პარამეტრები, პირობითად: მოცემული ფინჯანი არის ყვითელი, დამზადებულია ფაიფურით, გამოშვებულია ჩინეთში, ეკუთვნის კონკრეტულ მისამართზე მცხოვრებ კონკრეტულ ადამიანს, აქვს კონკრეტული ტევადობა და ა.შ. ყველაფერი რაც გამოხატავს ერთი ცალკეული ფინჯანის მახასიათებლებს, ესაა კერძო მახასიათებლები. მოკლედ სისტემური მიდგომა ძალზე ღრმაა. მაგრამ პირველი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ის, რომ მოვლენას ვუყურებთ და აღვწერთ სისტემიდან, ქვესისტემიდან და ზესისტემიდან. ამ მიდგომით ვცდილობთ ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას. მაგალითად: თუ ვინმე იკითხავს რაშია ცხოვრების აზრი, ეს ჩვენთვის ავტომატურად ნიშნავს, რომ თუ ჩვენ გვინდა ამ კითხვას სისტემურად ვუპასუხოთ, ჩვენ ცხოვრების აზრი უნდა დავყოთ სამ საფეხურად: ანუ თვით ადამიანის ცხოვრების აზრად, კაცობრიობის ცხოვრების აზრად და იმკომპონენტების ცხოვრების აზრად, რომლებისგანაც ადამიანი შედგება. სწორედ ასე სამმაგი შეტევით ვეცდებით ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემას. ნებისმიერი ვიზრო ხედვა რაღაცას განმარტავს, მაგრამ ის არ იძლევა ერთიან პასუხს. დღეისთვის ჩვენს ჯგუფში შეწავლის მთავარი ობიექტია ვექტორი, რომელიც განიხილება ამ სამ სიბრტყეში. ანუ თვით ვექტორი, მისი ზესისტემა და ქვესისტემა.
ანუ ფართე სურათი, სადაც აღიწერება ვექტორების ურთიერთქმედება, საშუალო სურათი, სადაც თვით ვექტორი განიხილება და პატარა დეტალები, სადაც განიხილება თავად ვექტორის შიდა სტრუქტურა. ყველა ეს სურათი მოწყობილია ერთნაირი (ფრაქტალური) პრინციპით. აღვწერთ რაღაც თანმიმდევრობას, რომელიც ასახავს ეგოიზმის ევოლუციას და რომელიც გამოვლინდება სხვადასხვა ეტაპზე.
ჩვენ ვაკეთებთ შემდეგ: ვიღებთ მსოფლხედვის მოდელს და ვაზუსტებთ მას. შეიძლება ამას სრულყოფილად ჯერ კიდევ ვერ ვაკეთებთ, მაგრამ ვაკეთებთ ბევრად უფრო დაწვრილებით - ვიდრე აქამდე. ვსაუბრობთ ეგოიზმზე და განვიხილავთ რა არის მიღება-გაცემის სურვილები, ვაზუსტებთ ვექტორების ფუძეს და გადავდივართ ზედა ვექტორებზე.
დავიწყოთ თანმიმდევრობით. პირველი კითხვა რაზეც გვინდა ვუპასუხოთ არის თუ რა არის სისტემურ-ვექტორული აზროვნება და რა არის სისტემურ-ვექტორული ფსიქოანალიზი. რას გვაძლევენ ისინი. რა განსხვავებაა ამ ორს ცნებას შორის? სისტემურ-ვექტორული აზროვნება უფრო სიღრმისეულია, ვიდრე სისტემურ-ვექტორული ფსიქოანალიზი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფსიქოანალიზზე მხედველობაში გვაქვს ადამიანის ფსიქიკა, ანუ რვა ვექტორი, რვა ზომა, რომელიც განხილულია ადამიანის ფსიქიკის დონეზე. ხოლო როდესაც ვსაუბრობთ სისტემურ აზროვნებაზე, ვგულისხმობთ სამყაროს მთლიანობის ხედვას, მისი ნებისმიერი ელემენტის ჩათვლით. მოკლედ რომ ვთქვათ სისტემური აზროვნება და სისტემური ფსიქოანალიზი ვლინდება როგორც ერთიანი და ნაწილობრივი.
სწავლის პროცესში ჩვენ ვეხებით ბევრ თემას. ვსაუბრობთ ადამიანებზე, ნაციებზე, ისტორიაზე, მენტალიტეტზე, ცხოვრებისეულ სცენარებზე, ურთიერთობებზე წყვილში და ჯგუფთან ურთიერთობაზე, ხშირად ვახსენებთ მცენარეებს და ცხოველებს, პრინციპში ჩვენ ვეხებით ყველაფერს. ჩვენი დაკვირვება მოიცავს მთელ ქმნილებას. რა აქვს საერთო ყველა ქმნილებას? ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ რაღაც ნიშანი და ჩვენს დაკვირვებაში მოვაქციოთ ყოველი მოვლენა. როდესაც ვსაუბრობთ სამყაროს აღქმაზე, ადამიანებზე, ცხოველებზე, მცენარეებზე და არაცოცხალ დონეზე, მაშინ ის რაც მათ საერთო აქვთ, არის მათი არსი (პირველმიზეზი). მათი არსი არის სურვილი, სურვილი იმისა რომ აივსნენ, ჩვენ ამ მოვლენას სხვადასხვა სახელებს ვუწოდებთ: მიღების სურვილს, ავსების სურვილს, ეგოიზმს, მიმღებ აზრს, ქმნილებას, ეს ყველაფერი ერთი და იგივეა. ამ სიტყვებს შორის შეიძლება დავსვათ ტოლობის ნიშანი. კერძოდ, სისტემურ-ვექტორულ ფსიქოანალიზში ყველაფერ დანარჩენთან ანალოგიით (სისტემური და არა ანალური ანალოგიით, ანალური ანალოგია ესაა ,,შენ ისეთივე ხარ, როგორიც მე”. სისტემური ანალოგიაა, როცა ქვედა საფეხურის სისტემა, ზედა საფეხურის სისტემის ანალოგიურია, ფრაქტალური პრინციპით), ყველაფერი ერთი პრინციპითაა მოწყობილი და ერთნაირი მასალისგან შედგება. მოკლედ სისტემური ანალოგიით (სმენის ვექტორანის და არა ანალის ვექტორიანის) ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი ეს სურვილია (ამის გაგება ძალზე მნიშვნელოვანია). თუ ზემოთ (ფინჯანის მაგალითზე) შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ფინჯანის მატერია ფაიფურია, ადამიანის შემთხვევაში ადამიანის მატერია სხეული (კანი, კუნთები და ა.შ.). მაგრამ ადამიანი არ შეიძლება გავაიგივოთ მხოლოდ მის შემადგენელ მასალასთან, რადგან ადამიანი შედგება მატერიალური და არამატერიალური კომპონენტებისაგან. თუ სხეული მატერიალური კომპონენტია, მაშინ სურვილი. არამატერიალური კომპონენტი იქნება. სწორედ სურვილი აცოცხლებს სხეულს და როდესაც სურვილები მიდის, სხეული კვდება. სურვილი ის ნაპერწკალია, რომელიც სამოქმედოდ აღანთებს სხეულს. ამას ეწოდება სიცოცხლე. სიცოცხლე - ეს არის სურვილი. სხეულს სურს ჭამა, სმა, სუნთქვა, ძილი. მაგრამ ,,ცოცხალ სულს” (საფშვინველს) ეს არ სურს. მაგრამ სხეულს არ სურს ფუფუნება, სხეულს არ სურს სიყვარული, სხეულს არ სურს 8 ვექტორიანი ფსიქოანალიზის ტრენინგის გავლა და ა.შ. ეს ყოველივე სწორედ ჩვენი არამატერიალური ნაწილის სურვილია. მოკლედ ჩვენი დაკვირვების და განხილვის პირველადი ობიექტია - სურვილი. ეს სურვილი ვლინდება ფუძედ, არსად, ვლინდება ადამიანის ფსიქიკაში და ყველაფერ დანარჩენში. უბრალოდ სურვილის დანარჩენი საფეხურები, არაცოცხალი, მცენარეული და ცხოველური სურვილები ბევრად უფრო პრიმიტიულია, რაც უფრო ქვედა დონისაა სურვილი, მით უფრო მარტივია ის.
წავიდეთ წინ. განვიხილოთ მეორე საკითხი: საიდან ჩნდება ეს ქმნილება, მიღების სურვილები და ა.შ. საიდან ვლინდება ისინი, რა არის მათი ზესისტემა? თუ ჩვენ ვსაუბრობთ ქმნილებაზე, მაშინ საჭიროა ვუპასუხოთ, რა არის მისი ზესისტემა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნებისმიერ ქმნილებას აქვს რაღაც გარემოცვა, რომლის ფონზეც ის აღიწერება. მაგალითად: მე მაქვს მობილური, მე ვიცი, რომ ის აწყობილია ქარხანაში, ამ ქარხანაში მუშაობენ ადამიანები, ეს ადამიანები გააჩინეს მშობლებმა, ისინი მათმა მშობლებმა და ა.შ. მაგრამ ბოლოს მივდივართ საკითხამდე: საიდან გაჩნდა ადამიანი? აი აქ ვაწყდებით გარკვეულ საზღვარს, რადგან აქ უკვე ვეჯახებით ზესისტემას. პირველ რიგში როგორ როგორ მოხდა ქმნილების გამოვლენა. ჩვენ დღეს ვიცით კვანტური ფიზიკის ძირითადი თეორია სამყაროს შექმნის შესახებ, რომელიც გვეუბნება, რომ დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ სადღაც რაღაც აფეთქდა. მაგრამ ზუსტად რა მოხდა, ეს უცნობია. თუმცა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა მოხდა. მოხდა ის, რომ ზესისტემამ (რომელსაც ჩვენ პირობითად ვუწოდებთ შემოქმედს) შექმნა ქმნილება. ანუ ზესისტემამ მისცა სიცოცხლე ქმნილებას, ქმნილებამ კი მიიღო. ესაა პირველი ქმედება, ურთიერთქმედება ორ სისტემას შორის. აქ ერთი ხდება გამცემი, მეორე კი მიმღები. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, ქმნილებას მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონდა არჩევანი. ის უბრალოდ გამოვლინდა, ისევე - როგორც ბავშვი გამოდის დედისგან. დედისთვის შვილის გაჩენა არჩევანია, მაგრამ შვილს არჩევანი არ აქვს. სწორედ ასევეა პირველადი ქმნილების შემთხვევაშიც. მოკლედ გამოვლინდა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ქმნილებას, და დაადგა განვითარების გზას. ეს განვითარების პროცესი ჯერ ძალზე ნელა მიდიოდა, შემდეგ კი დროის სვლასთან ერთად თანდათან დაჩქარდა. თუ თითქმის 13 მილიარდი წელი პროცესი თითქმის შეუმჩნევლად მიდიოდა, ბოლო რამდენიმე მილიონი წლის მანძილზე ქმნილებამ გააკეთა წარმოუდგენელი ნახტომი. ამჟამად გამოვლენილი ქმნილების ბოლო დონე ადამიანია, რომელმაც ბოლო 40000 წლის მანძილზე დედამიწა შეცვალა. მოკლედ ქმნილება დადგა განვითარების გზას, ამ გზის არსი არის ქმნილების მიღების სურვილის ზრდა.
მაგრამ რას იღებს ქმნილება? რით ივსება მისი მიღების სურვილი? თითოეული ივსება იმით, რაც მას ბედნიერებას ანიჭებს. ქმნილების ნებისმიერი ნაწილი, ნებისმიერი ცალკეული ელემენტი, ნებისმიერი ცალკე აღებული ეგოიზმი, ესაა პატარა ჭურჭელი, სურვილის პატარა სათავსი, რომელსაც სურს იყოს სავსე. ესაა სურვილი, იპოვოს ბედნიერება, დატკბეს. სწორედ ესაა ის სასიამოვნო განცდა, რომელიც ჩვენში ჩადო ზესისტემამ. რა კუთხით? თუ ჩვენ ვივლით სწორი გზით, ანუ ჩვენ ვახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომ ჩვენი სურვილების ჭურჭელი აივსოს და ეს სიამოვნებას გვანიჭებს. ანუ ისევე ხდება, როგორც თავდაპირველად: ზესისტემა გვანიჭებს - ჩვენ კი ვიღებთ. მიღება, ეს ჩვენი არსია. ხოლო გაცემა მიღების საპირისპირო თვისებაა და ეს შემოქმედი არსის მახასიათებელია. ამას ჩვენ აღვიქვამთ ბედნიერებად, ეს გვაძლევს ზესისტემასთან შეხების განცდას, ანუ ჩვენ ზესისტემას შევიგრძნობთ საკუთარ თავში და ის ჩვენ აგვავსებს. ამას ჩვენ ვამბობთ არსზე, ანუ იმაზე თუ რა ხდება არამატერიალურ სამყაროში (მიზეზთა სამყაროში). ერთი მხრივ ეს ყველაფერი ხდება ჩვენი სხეულის გარეთ, მაგრამ სხეულში ის ტოვებს ბედნიერების განცდას და ვლინდება განსაზღვრული ქიმიური რეაქციებით ჩვენს გონებაში. ბედნიერი, რეალიზებული ადამიანის გონებაში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესები ერთია,
ხოლო სულ სხვაა უბედური, არარეალიზებული ადამიანის ტვინში მიმდინარე პროცესი.
ჩვენს გვერდით არიან ასეთი არარეალიზებული ინდივიდები, რომლებსაც ცხოვრებაში საკუთარი ადგილი ვერ უპოვიათ და მხოლოდ სხვათა კრიტიკით შემოიფარგლებიან, მათ ვერ გაუაზრებიათ რა საით მიდის და რა როგორ მუშაობს.
არიან ადამიანები, რომლებიც დღეს ,,განმარტავენ”, რომ ყველაფერი ეროგენული ზონებიდან მოდის, რომ ვექტორის ხასიათი ბევრადაა განპირობებული იმით, თუ რას ,,უკეთებდნენ” მის ეროგენულ ზონას, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. იმიტომ რომ ეროგენული ზონა ვლინდება იმ დავალების ფიზიკურ გამოხატულებად, რომლისთვისაც ჩვენ გავჩნდით. დავალება (ფუნქცია) კი ვექტორის ფსიქიკაშია ჩადებული. ფუნქცია მატერიალური არ არის, მაგრამ ის სხეულში ვლინდება განსაკუთრებული ეროგენული ზონით, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მგრძნობელობა. არა მამრის და მდედრის სქესობრივი ორგანოების აზრით, არამედ განსაკუთრებული, მხოლოდ კონკრეტული ვექტორისთვის დამახასიათებელი ეროგენული ზონით. კი, თავისი მგრძნობიარობის ძალით ასეთი ეროგენული ზონა იძლევა განსაკუთრებულ შესაძლებლობას მიიღოს ტკბობა ამ ეროგენული ზონით და ის ნამდვილად ვლინდება ,,სუსტ რგოლად”, ის ვლინდება ფსიქიკის ბუფერად (გარე ზონად) სხეულზე. მაგრამ არ უნდა აგერიოთ მიზეზი და შედეგი. მიზეზი გონებაშია, შედეგი კი სხეულში. გარე ლანდშაფტის ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც ვლინდება ეროგენულ ზონაზე, თავის მხრივ თვითონაც არის მიზეზი რაღაც სხვა შედეგისა, რომელიც ასევე არამატერიალურ სამყაროში ვლინდება. ანუ ერთი არამატერიალური ფაქტორი, ურთიერთქმედებს მეორე არამატერიალურ ფაქტორთან, ურთიერთქმედებს ორი არსი, რომ შემდეგ მოხდეს გარკვეული ურთიერთქმედება სხეულში. სხეულში რომელიც ფლობს განსაკუთრებულ მგრძნობელობას იმასთან კავშირში - რომ ამ სხეულებს აქვთ ვექტორები. თუ უფრო ღრმად დავფიქრდებით, ადამიანი რომელიც ყველაფერს მხოლოდ ეროგენული ზონებით განმარტავს, ის სრულყოფილად თავადაც ვერ გარკვეულა იმაში რა როგორ მუშაობს. ის ერთი მხრივ ვექტორებზე საუბრობს და ამბობს რომ არსი აცოცხლებს ადამიანში, მეორე მხრივ კი ამბობს, რომ ხასიათს სხეული აფორმირებს. თუ ამაზე პრიმიტიულად მაინც დავფიქრდებით, მივხვდებით რომ ეს ერთმანეთს ეწინააღმდეგება. რეალობის დასანახად საჭიროა მოვლენებს სისტემურად შევხედოთ. მაშინაც კი თუ რაღაც არც ისე მნიშვნელოვანი გგონიათ, თუ ფიქრობთ, რომ დიდი სხვაობა არ არის იმაში თუ მაგალითად ერთი იტყვის რომ ბინძური ანალები ხდებიან მხოლოდ მაშინ როცა ანალის ვექტორიანს ღამის ქოთანზე ჯდომას არ აცლიან, ხოლო მეორე ამბობს რომ ,,სიბინძურე” ანალში ესაა ურთიერთობის დონეზე არსებული წყვეტაა. განსხვავება უზარმაზარია, იმიტომ რომ სიბინძურის ყოველი მიზეზის ერთზე დაყვანით ღამის ქოთნამდე, იკარგება ,,სიბინძურის” უამრავი მიზეზი, რომლებიც კავშირში არ არის ღამის ქოთანთან. ეს კი ცვლის საბოლოო ეფექტს. ესაა გავს იმას, რომ ტელევიზიით გადიოდეს ფილმი ფრინველთა ბუნების შესახებ და გადაცემაში მხოლოდ წეროები აჩვენონ. თუ ადამიანმა არ იცის ყველაფერი ფრინველთა შესახებ და პირველად ინფორმაციას ამ გადაცემიდან მიიღებს, მას დარჩება შთაბეჭდილება, რომ ფრინველები მხოლოდ წეროები არიან. ასევეა სისტემურ აზროვნებაშიც, თუ სრულად არ იაზრებთ ყოველ გამოვლინებას, მაშინ თქვენი ხედვა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეზღუდული დარჩეს.
მოდით დავუბრუნდეთ მიღება-გაცემის სურვილებს. როგორც ვთქვით ქმნილება ივსება. რით? იმით, რასაც გასცემს შემოქმედი (ზესისტემა). როგორ შეეფარდებიან შემოქმედი და ქმნილება? როგორც ზესისტემა და სისტემა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადამიანები, ვართ სისტემის ნაწილი, ქმნილების ნაწილი, ვართ მიღების სურვილი (ზესისტემასთან მიმართებაში). ოღონდ ვართ მიღების სურვილის განსაკუთრებული, ადამიანური დონე. ამ ადამიანური დონის შიგნით არსებობს, მიღების სურვილის რამოდენიმე განსაკუთრებული ნაწილი, რაც ვლინდება ვექტორული კომპლექტით. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? აქედან გამოდის საკმაოდ მნიშვნელოვანი დასკვნა. რაც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ როგორც სისტემის წარმომადგენლებს, შეგვიძლია ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას ამ სისტემის შესახებ. ნებისმიერ კითხვას ქმნილების შესახებ, პასუხი თავად ბუნებაში მოეძებნება. ჩვენ ამის გახსნა შეგვიძლია სისტემურ-ვექტორული აზროვნების დახმარებით. დასკვნა მეორე: სისტემას არ შეუძლია იცოდეს ზესისტემის შესახებ. ქმნილებას არ შეუძლია შეიცნოს შემოქმედი.
ბალახს არ შეუძლია გაიაზროს იმ თხის არსებობა, რომელიც ამ ბალახს ჭამს. თხას, თავის მხრივ არ შეუძლია შეიგრძნოს სხვაობა მასა და ადამიანს შორის. რადგან ცხოველს ჯერ არ აქვს სურვილის ისეთი ,,ჭურჭელი”, რომ ადამიანური დონის გააზრება შეძლოს. თხას შეუძლია იგრძნოს ადამიანის თვისებები, იმ კუთხით, რომ ადამიანი მას აჭმევს და წველის, აცლის მას რძეს. წარმოიდგინეთ, ადამიანთან მიმართებაში თავს ყველა გაცემის თვისების მქონედ გრძნობს, შემოქმედიც გამცემია და თხაც, მაგრამ სხვაობა იმაშია, რომ თხა იძულებით გასცემს, მას არ აქვს არჩევანი, შემოქმედი კი ადამიანთან მიმართებაში ვლინდება როგორც ,,კეთილი ნებით” გამცემი. მხოლოდ ადამიანი შეიგრძნობს საკუთარ თავს მიმღებად და ამასთან შეუძლია ისწავლოს გაცემაც. ანუ ადამიანი უკვე ბევრად გაცდა ცხოველურ დონეს, მაგრამ შემოქმედის დონემდე ჯერ არ მიუღწევია. ცხოველს არ შეუძლია შეწვდეს ადამიანის გონებას და აზრებს, რადგან ამისთვის საჭირო თვისებები არ აქვს, მაგრამ აქვს უნარი - შეიგრძნოს, რომ ადამიანმა რძე წაართვა, ან ადამიანმა აჭამა, ადამინი თუ მოეფერება, თხამ შეიძლება იგრძნოს რომ ეს ადამინი მისთვის სახიფათო არ არის. მოკლედ შეიძლება იგრძნოს ადამიანის ზემოქმედება, მაგრამ არა ადამიანის არსი. ჩვენთანაც სწორედ ასევეა, ჩვენ შეიძლება შევიგრძნოთ შემოქმედის (ზესისტემის) თვისებათა ზეგავლენა, შეიძლება შევიგრძნოთ რომ ბუნება გვაძლევს რაღაცას, რაც ჩვენ აღგვავსებს და ეს გვსიამოვნებს, მაგრამ არ შეგვიძლია მისი არსის გაგება. არ შეგვიძლია მივხვდეთ რა მოხდა ზესისტემაში და რატომ გახდა საჭირო ქმნილების შექმნა. ჩვენ ამის თვისებები არ გვაქვს, რადგან ის ჩვენი ზესისტემაა. ეს ორი, მიღებისა და გაცემის თვისება არის ის მთავარი ქმედებები, რომლებიც არსებობს სამყაროში. ეს ორი თვისება განუყრელია და ისინი ვლინდებიან იმ ძირითად კანონად, რომლის მიხედვითაც არსებობს ქმნილება, რომლის მიხედვითაც არსებობს ყოველი ცალკე აღებული ეგოიზმი. ადამიანის ყოველი უჯრედი რაღაცას ითხოვს თავისთვის, ხოლო მეორე მხრივ ყოველი უჯრედი რაღაცას აძლევს ერთიან ორგანიზმს. სწორედ ამ ყველაფრის ხარჯზე ცოცხლობს მთელი ორგანიზმი. ასეთივე პრინციპით ცხოვრობს ყოველი ეგოიზმი, გარდა ერთისა, ადამიანური დონის ეგოიზმის გარდა. ადამიანურ ეგოიზმს გააჩნია საკუთარი წესები და ამ წესების წყალობით ადამიანი ფლობს არჩევანის თავისუფლებას. ანუ სურს ცხოვრება ბუნებრივი მოწყობის კანონებით, სურს გაცემა, თუ ურჩევნია ცადოს ისეთი წესით ცხოვრება რომელიც თავად აირჩია. სწორედ ამ მიზეზით ეგოიზმის ადამიანურ ტიპში ჩვენ ვხვდებით ცუდ მდგომარეობებს. თუ ჩვენ ვრეალიზდებით ჯგუფში (ადამიანი ცოციალური არსება და მას მუდამ სურს ჯგუფში რეალიზება), მაშინ იმისთვის რომ ჯგუფმა რაიმე მოგვცეს, საჭიროა ჩვენც გავაკეთოთ ჯგუფისთვის რაღაც. არსებობს რაღაც ოპტიმალური მდგომარეობა და ბუნება მუდმივად მიგვანიშნებს, როდესაც ჩვენ არასწორი მიმართულებით მივდივართ. როდესაც ადამიანი იმას ა აკეთებს, რაც ბუნებისგანაა მასში ჩადებული, ის იტანჯება, თავს ცუდად გრძნობს, შურს სხვების, და ა.შ. ანუ ბუნებრივად მას აქვს ,,ჯოჯოხეთის” მდგომარეობა, ის გრძნობს, რომ საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს. მასში დარღვეულია მიღება-გაცემის პრინციპი. აბსოლუტურად ყველაფერი ბუნებაში, ნებისმიერ დოეზე, დადის მიღება-გაცემის პრინციპამდე. მაგალითად სექსი, მიღება-გაცემის აქტია ფიზიკურ დონეზე. ახალი ნივთის ყიდვაც მიღება-გაცემაა, რაღაც მიიღეთ და რაღაც გაეცით, საუბარიც კი მიღება-გაცემის აქტია, ვიღაც ინფორმაციას გასცემს, ვიღაც კი - იღებს. მაშ ასე, ქმნილების განსხვავებული ტიპები (ეგოიზმის განსხვავებული ტიპები), ადამიანურ დონემდე (არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური) რაღაც კუთხით დამოუკიდებელნი არ არიან, მათ არ აქვთ ,,თავისუფალი არჩევანი”, მათთვის ყველაფერი თანდაყოლილი მოცემულობაა. ამიტომ ქმნილების ამ დონეებზე, თითქმის არ არსებობს ცუდი მდგომარეობები, ამიტომაც მათ არ აქვთ შესაძლებლობა გადაიხარონ აქეთ, ან იქით. ადამიანის ტიპის ეგოიზმი კი გაამაყდა, ამაღლდა მთელ დანარჩენ ბუნებაზე, თავისი ,,მე” ბუნებაზე მაღლა დააყენა და თავი გამოაცალკევა მისგან (ბუნებისგან). იმიტომ რომ ადამიანი უკვე თავს ისე არ შეიგრძნობს, როგორც ცხოველი. სწორედ იმიტომ რომ ადამიანურ დონეზე გამოვლინდა არჩევანის თავისუფლება, ადამიანს მხოლოდ მიღება არღარ აკმაყოფილებს მას სურს რაღაც გასცეს, ასევე ადამიანურ დონეზე გამოვლინდა გადახრები ბუნებრივი კანონებისგან. გამოვლინდა ნამცხვრის და მათრახის გზები. ადამიანს შუძლია უარი თქვას იმ კანონებით ცხოვრებაზე, რომლითაც მთელი დანარჩენი ბუნება ცხოვრობს, მაგრამ ეს სულაც არ არის ოპტიმალური მდგომარეობა მთლიანი ორგანიზმისთვის (კაცობრიობისთვის). ამიტომ ეს არჩევანი ცუდი არჩევანია და შეიძლება სასჯელად იქცეს, იმ კუთხით, რომ ბუნებრივი კანონების წინააღმდეგ მიმავალს აქვს არარეალიზებულობისა და ტანჯვის შინაგანი განცდა. მას უფორმირდება ცუდი მდგომარეობების, გადახრებისა და ნევროზების მთელი კასკადი.
ახლა მივედით გაცემის არსამდე. ჩვენ ვთქვით რომ ქმნილებასთან მიმართებაში ის ვინც გასცემს არის შემოქმდი, გაცემის თვისება, ალტრუიზმი, ესაა ზესისტემა. ზესისტემა ამოუცნობია, სისტემა კი შეცნობადი.
მაგრამ ამასთან ჩვენ, ქმნილებებს შეგვიძლია შევიგრძნოთ ზესისტემის თვისებათა ზემოქმედება, ანუ შემოქმედი ზესისტემის გაცემის თვისება.
განვაგრძოთ. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი რომლის გააზრებაც საჭიროა, არის არამატერიალური ბუნების კანონი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: სულიერ, ანუ არამატერიალურ სამყაროში (მიზეზთა სამყაროში), ნებისმიერი მსგავსი მოვლენები, იკვრებიან ერთ მთლიანობად. ეს ისეა როგორც ჩვენთან (მატერიაში) წყლის ორი წვეთი რომელიც წვიმისას მინაზე ცურდებიან, ნელ-ნელა უახლოვდებიან ერთმანეთს, შემდეგ ერწყმიან და ქმნიან ერთ დიდ წვეთს. შემდეგ კი ეს გაერთიანებული წვეთი უფრო სწრაფად ეშვება ქვემოთ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ის უკვე ორი ცალკეული წვეთი კი აღარ არის, არამედ ერთი დიდი წვეთია. ორმა სხვადასხვა წვეთმა დაკარგა თავისი განსხვავება დროსა და სივრცეში და მაშინვე გაერთიანდნენ ერთ წვეთად.
ერთ ლექციაში ჩვენ მოვიყვანეთ ორი იდენტური ვაშლის არსებობის შეუძლებლობის მაგალითი. შეგახსენებთ რაში მდგომარეობდა ის: წარმოიდგინეთ ორი ვაშლი, ორივე ვაშლი მსგავსია, მაგრამ არა იდენტური, არის რაღაც განსხვავებებიც. ისინი შეიძლება განსხვავდებიან ზომით, ფორმით, შეიძლება ერთ-ერთი დაჭიანებულია, პრინციპში შეუძლებელია დედამიწაზე არსებობდეს ორი აბსოლუტურად იდენტური ვაშლი. მოდით ახლა გონებაში წარმოვიდგინოთ ორი იდეალური, აბსოლუტურად ერთნაირი ვაშლი. თუ თქვენ ეს გამოგივიდათ, ე.ი. არასწორად ცდილობდით, რადგან მაშინაც კი თუ ჩვენ ამ ვაშლების ფიზიკურ მახასიათებლებს განვაგდებთ, მივიღებთ ორ არამატერიალურ ვაშლს, და თანდათან გაქრება მათ შორის სხვაობა ფერში ზომაში და ა.შ. ბოლოს მივიღებთ ორ იდეალურ, აბსოლურტურად ერთნაირ ვაშლს, მაგრამ ისინი მაინც განსხვავდებიან სივრცით, გეოგრაფიული მდებარეობით, პირობითად ერთი მარჯვნივაა, მეორე მარცხნივ, იმისთვის რომ ჩვენ ყოველგვარი განსხვავება გაქრეს, მხოლოდ ერთი ვაშლი უნდა დარჩეს. რადგან როგორც კი მოხდა ერთის მეორისგან განცალკევება, მათ შორის იმავე წამს გაჩნდა სხვაობაც. ამიტომ მნიშვლელოვანია იმის გაგება, რომ ბუნებაში არ არსებობს ორი აბსოლუტურად იდენტური მოვლენა. ნებისმიერი ერთნაირი, მაშინვე ერთიანდება და ქმნის ერთს, ანუ კარგავს იმ სხვაობას რაც მათ შორის არსებობდა. ამიტომ აღარ არსებობს ორი, რომ იყოს ორი, საჭიროა ისინი განსხვავდებოდნენ. სხეულებრივად ჩვენ ადამიანები მუდამ განსხვავებულები ვართ, ჩვენ გამოვლენილნი ვართ სხვადასხვა სხეულებით, მაგრამ ჩვენ ზოგიერთი ვერთიანდებით საერთო აზრებით და არამატერიალურ დონეზე ვხდებით ,,ერთი გუნდი”. ნებისმიერი რთული ორგანიზმი ცხოვრობს იმის ხარჯზე, რომ მასში შემავალი სხვადასხვა ელემენტები ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციებს (როგორც ვექტორები ჯგუფში). მოდით ახლა გადავიდეთ არამატერიალურ ნაწილზე. თუ არამატერიალურ სამყაროში არ არსებობს სხვაობა დროში (თუ გახსოვთ ჩვენ ერთ ლექციაში ვთქვით, რომ ფიზიკური სამყარო ორი მეოთხედისგან შედგება, ესაა სივრცე და დრო), მაშინ მოვლენებს ერთიმეორისგან აღარაფერი განასხვავებს. მაგალითად: რით უნდა განსხვავდნენ იდეები (იდეა ეს სმენის ვექტორია) ერთიმეორისგან? ისინი განსხვავდებიან მხოლოდ ხარისხით, ანუ არსებობს სხვადასხვა ხარისხის იდეები, და ამ სხვაობებით ისინი რანჟირდებიან ერთიმეორესთან. თუ მატერიალურ სამყაროში ვაშლები შეიძლება დავაწყოთ გვერდიგვერდ და ისინი მინიმუმ გეოგრაფიული მდებარეობით იქნებიან განსხვავებულნი, არამატერიალურ სამყაროში სხვაობები ქრება და რჩება ერთი საერთო არსი. ანუ იდეური კუთხით იარსებებს მხოლოდ ვაშლის არსი. ეს ვაშლის არსი შეიძლება შევადაროთ სხვა რაიმეს, მაგალითად მსხლის არსს, ან სხვა საგნებს. ვიღებთ საკმაოდ საინტერესო დასკვნას: რომ არამატერიალურ სამყაროში, ხარისხების რაც უფრო მეტ რაოდენობას ფლობს მოვლენა, მით მეტად გამოეყოფა ერთი მოვლენის არსი მეორე მოვლენის არსს. ფიზიკურ სამყაროში ყველაფერი გაცილებით უბრალოდაა. ერთია ძველი და გვერდმომპალი ვაშლი და სულ სხვაა მწიფე და ახლად მოწყვეტილი, განსხვავება მაშინვე თვალშისაცემია. ფიზიკურ სამყაროში გვაქვს დრო და მინიმუმ ეს ნიშანი განასხვავებს საგნებს და მოვლენებს ერთიმეორისაგან. თუ ამ ვაშლებს ჩვენ მოვაშორებთ დროსა და სივრცეს, მაშინ ვეღარ დავინახავთ სხვაობას მათ შორის, რადგან სივრცეში არ არსებებს პირველი მეორე, დროში კი ძველი და ახალი. ამიტომ დაგვრჩება მხოლოდ არსობრივი სხვაობა. არსში კი სხვაობა არ იარსებებს, რადგან ვაშლის არსი ერთია. აი იდეებთან ყველაფერი სხვანაირადაა. თუ ჩვენ ჩავიხედავთ ჩვენს ანალურ წარსულში, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ეს იყო პერიოდი, როდსაც დაიბადა საკმაოდ დიდი ნაწილი პირველი იდეებისა რელიგიების სახით. რელიგიები არის ის, რაც ერებმა აირჩიეს, როგორც სხვებისგან განმასხვავებელი ნიშანი. მაგალითად: ქრისტიანები და არაქრისტიანები. ეს დიდი ხნის მანძილზე იყო პირველადი ნიშანი რის მიხედვითაც ადამიანები ირჩევდნენ ვისთან შეექმნათ ოჯახი.
როგორ უნდა გაიზომოს ორ რელიგიას შორის სხვაობა? პრინციპში ესაა სხვაობა ორ იდეას შორის. რელიგიას და იდეებს ანალურად ვერ გაზომავთ, მათ ვერ აიღებთ და სხვადასხვა ,,განყოფილებებში” ვერ მოათავსებთ. ამ დავალებისთვის, იდეების სიღრმეში ჩასაღწევად, საჭიროა საკმაოდ დიდი ინტელექტი, რომელიც აქვს მხოლოდ ადამიანურ არსს, კერძოდ კი აბსტრაქტული ინტელექტის მქონე სმენის ვექტორიან ადამიანს. სმენის ვექტორიანი იდეებს სიღრმისეულად შლის, ის ალაგებს იდეებს არა ,,დანაყოფებად”, არამედ იერარქიულად. სმენის ვექტორიანი აწყობს ე.წ. ,,შეცნობის ხეს”, რომელზეც ნაჩვენებია თუ როგორ გამოდის ერთი იდეა მეორისგან. თუ ჩვენ ავიღებთ სამ რელიგიას, ქრისტიანობას, კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას, დავინახავთ რომ ქრისტიანობა ცნებების ბევრად უფრო საერთო გაგებაა და მოიცავს კათოლიციზმსაც და მართლმადიდებლობასაც. ანუ ჩვენთვის ისინი წარმოადგენენ აბსტრაქცის სხვადასხვა დონეებს. ზემოთ ქრისტიანობა და მისგან გამომდინარე ორი შტო. შემდეგ გასაგები ხდება მათი შეფარდება. ისიც გასაგებია, რომ თუ ამ ცნებათა ზემოთ ავიღებთ კიდევ ერთ ტოტს და ვიტყვით, რომ ქრისტიაანობა მხოლოდ ერთერთია იმ რელიგიათა შორის, რომლებიც გულისხმობს ერთი ღმერთის აღიარებას, მაშინ მრავალღმერთიანობა იქნება მათი საწინააღმდეგო პოლუსი.
ქრისტიანობა კი ერთ-ერთი მოვლენაა ერთღმერთიანობის შიგნით. თავის მხრივ კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა ორი შტო იქნება ქრისტიანობის შიგნით. ასეთი პრინციპით ეწყობა ტოტები ,,შეცნობის ხეზე”, სწორედ ასე იბადება ე.წ. ,,ტოტების ენა”. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფესვებზე აბსტრაქტული გაგებით, ჩვენ ვუყურებთ როგორ გამოიზრდება ტოტები ამ ფესვებიდან (ფუძიდან), როგორც გამოვლენა მატერიალურ სამყაროში. ზემოთ, მიზეზთა სამყაროში, ითქმის, რომ ეგოიზმი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და ვერ ივსება, აქ კი მატერიალურ სამყაროში კი ვიტყვით, რომ კანის ვექტორიანს შურს. ეს ერთი და იგივეა, უბრალოდ ზემოთ მიზეზია, აქ კი შედეგი. არსსა და შედეგებს ერთმანეთისგან მანძილი არ აშორებს, არც დრო. მაგრამ სხვაობა ვლინდება იერარქიის სიღრმეში. თუ ვიტყვით, რომ კათოლიციზმი მართლმადიდებლობის საწინააღმდეგოა ეს რეალობას მთლიანად არ გამოხატავს, რადგან ისინი ორივე ერთი იერარქიის სიღრმიდან მოდიან. კათოლიციზმი არსობრივად მართლმადიდებლობას იმდენად არ ეწინააღმდეგება, რამდენადაც მაგალითად: ერთღმერთიანობა ეწინაღმდეგება მრავალღმერთიანობას. თუმცა აბსტრაქციის კიდევ უფრო ზედა დონეზე ისინიც კი ერთ არსში, რელიგიაში ერთიანდებიან. ახლა საკმაოდ რთულ საკითხებს ვეხებით, მაგრამ თქვენ უკვე საკმარისი ინფორმაცია გაქვთ ამ თემების გასააზრებლად. ეს ,,ტოტების ხე” (,,არსთა ხე”), ანუ არსების და იდეების იერარქიის გააზრება ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავიგოთ: თუ რამდენად ურთიერთსაწინაღმდეგო პოლარობებია ქმნილება და შემოქმედი. როდესაც ჩვენ აღვწერთ ,,არსთა ხეს” ჯერ ზემოთ ვხატავთ ფესვებს, შემდეგ მასზე ორ ქვემოთ დაშვებულ ტოტს, მათზე კიდევ სხვა ტოტებს და ა.შ. თითოეული დონის დაყოფა, გარკვეულწილად ურთიერთსაპირისპიროა. რაც უფრო ქვემოთ ჩავყვებით, მით მეტ შემადგენელ ნაწილად იშლება იდეა და მით უფრო ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანს ამ იდეის შემადგენელი ნაწილები. მით მეტად განცალკევებული ჩანს ეს ნაწილები ერთიანობისაგან, მით მეტადა ისინი დეტალიზებული და მით მეტი აქცენტი კეთდება წვრილმანებზე. თუ ჩამოვეშვებით ყველაზე ქვემოთ, ჩვენს მატერიალურ სამყარომდე, აქ უკვე საუბარი შეეხება არა მაგ: ვაშლის არსს, არამედ კონკრეტულ ვაშლებს. სადაც თითოეული სხეული აბსოლუტურად უნიკალურია და სრულიად ავლენს ცალკეულობის ნაკრებს, რომელსაც უკვე აღარ ემჩნევა არავითარი საერთო, გარდა არსისა. ამიტომაც ვამბობთ, რომ ვიზუალური ზომა ესაა მატერიალური სამყაროს გამოხატულება, ესაა მატერიალური სამყაროს არსი. მთელი მატერიალური სამყარო, ერთი დიდი განცალკევებაა შემოქმედი არსისგან. ამიტომ როდესაც საუბარია ცალკეულზე, თითოეული ცალკეული არსება აბსოლუტურად უნიკალურია გეოგრაფიული მდებარეობით, არსებობის დროით და სხვა მატერიალური პარამეტრებით. რაც მეტად დაცილებულია იდეა საფუძვლებს (ფესვებს), მით მეტი წვრილმანი განმასხვავებლები აქვს მის გამოვლინებებს. ამიტომ მით მეტი ურთიერთწინააღმდეგობრიობა აქვს მას სხვა იდეებთან. რაც უფრო ქვემოთ ჩავყვებით ამ იდეებს, მით უფრო გაიზრდება სხვაობა. ჩვენ დავიწყეთ იქიდან, რომ მთელი ქმნილება არსობრივად არის მიღების სურვილი. ეს მისი არსის ყველაზე ზედა დონიდან დანახვაა. ეს მიმღები სურვილის მქონე ქმნილება შექმნილია მისი საწინაღმდეგო პოლარობის გაცემის არსის (ზესისტემის) მიერ. ორი ზედა დონის იდეა, სადაც ერთი მდებარეობს მეორის ქვემოთ. ანუ ქმნილება მდებარეობს შემოქმედის ქვემოთ, როგორც ,,დიდი აფეთქების” (ეგოიზმის გამოვლინების) რეზულტატი. როგორც რეზულტატი იმისა, რაც გამოვლინდა რაღაც სივრცეში, რომელზეც ჯერ ვერაფერს ვიტყვით, რადგან შემოქმედი არსი (გაცემის თვისება) ვლინდება ჩვენს ზესისტემად. ის ავლენს ხარისხობრივად ახალ, მიმღებ არსს, რომელიც მაქსიმალურად განსხვავებულია გაცემის თვისებისგან. რატომ მაქსიმალურად განსხვავებული? იმიტომ რომ ისინი ყველაზე ზედა დონის არსებია, შემდეგ რაც უფრო ქვემოთ ეშვება, მით მეტად დეტალიზდება.
დასკვნა ნომერი სამი: არის წესი (სულიერი, არამატერიალური): ყველაფერი მსგავსი, ერთიანდება ერთ სხეულად. ამიტომაც ვამბობთ, რომ მიღება და გაცემა მაქსიმალურად ურთიერთსაწინაღმდეგო თვისებებია, იმდენად, რამდენადაც შეიძლება (ფუძისეულად საწინაღმდეგო არსები). ამიტომაც ვამბობთ, რომ შემოქმედი (გაცემის თვისება) ზესისტემაა, ის მუდმივია, უსასრულოა, უცვლელია, სრულყოფილია (სისტემასთან, მატერიასთან შედარებით). ხოლო მატერია, ქმნილება, მისი საწინაღმდეგოა, სასრული, მოკვდავი, არასრულყოფილია და აქედან გამომდინარე ქმნილება ცვალებადია. ზესისტემა სტატიკური და მიუწვდომელია. ქმნილება კი მუდმივცვალებადია, ის მუდმივად ზრდის საკუთარ მიღების სურვილს. რატომ აკეთებს ქმნილება ამას? იმიტომ რომ ის გრძნობს საკუთარ არასრულყოფილებას. ქმნილება გრძნობს, რომ სასრულია, სასრული კი კვდომას ნიშნავს, ამას ქმნილება გაურბის და ცდილობს გაიზარდოს იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია, ქმნილებას სურს დაემსგავსოს შემოქმედს. ანუ ქმნილებას სურს აივსოს იმდენად, რომ გახდეს შემოქმედივით უსასრულო. ამიტომაც ქმნილება იცვლება, ის იზრდება, იზრდება, იზრდება რომ მეტად აივსოს, ამ ზრდის რეზულტატად კი ჩვენ (ადამიანები) გამოვვლინდით. ქმნილებას ჯერ არ შეუძლია იყოს ისეთივე უსასრულო, როგორიც შემოქმედია. ქმნილებას რომ შემოქმედის ტოლი თვისებები ჰქონოდა, მაშინ ის შეერწყმებოდა შემოქმედ არსს. ქმნილება უნდა განსხვავებულიყო ზესისტემისგან, ჰქონოდა სხვანაირი თვისებები. მაგრამ როგორი? აბსოლუტურად ურთიერთსაწინაღმდეგო შემოქმედი არსისგან. როდესაც ჩვენ ვიღებთ ქაღალდის თეთრ ფურცელს და გვინდა მასზე აღვნიშნოთ მისი საწინააღმდეგო რამ, მაშინ რაღაც საწინააღმდეგო არსის აღნიშვნას ვაკეთებთ შავი წერტილით. სიმბოლურად შავი წერტილის გამოვლენა თეთრ ფონზე, არის იმის ილუსტრაცია, რაც რამოდენიმე მილიარდი წლის წინ გამოვლინდა ქმნილების სახით. უსასრულო, სრულყოფილი თეთრი ფურცლის ფონზე გამოვლინდა მისი საწინააღმდეგო, პატარა, სასრული, საწინააღმდეგო ფუნქციის მატარებელი (გაცემის კი არა მიღების თვისების მატარებელი) შავი წერტილი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ქმნილებას. ის სიმბოლოები, რომლებითაც ჩვენ ვხატავთ ვექტორებს, ფართე აზრით არის ეგოიზმის იმ განსხვავებული ტიპების აღნიშვნა, რომლებისგანაც შედგება ეს შავი წერტილი (ქმნილება). ისინი უბრალოდ მიღების სურვილის განსხვავებული ფორმებია. ამის სასტარტო პოზიციაში კი იდგა პაწაწინა შავი წერტილი, რომელმაც დაიწყო მოძრაობა, ანუ მან დაიწყო თავისი სურვილების ზრდა და დაიწყო ზომაში მატება ამ თეთრი ფურცლის ფონზე. შავ წერტილს (ქმნილებას), მოუნდა გამხდარიყო სრულყოფილი, ამიტომ დაიწყო ზრდა, შეიძინა და გამოავლინა განსხვავებული ფორმები: არაცოცხალ, მცენარეულ, ცხოველურ და ადამიანურ დონეებზე. რაც უფრო იზრდებოდა ქმნილების სურვილი, მით უფრო სწრაფდებოდა მისი განვითარების პროცესი და უფრო სწრაფად იცვლიდა სხეულებს. ყოველი ახალი ფორმა, რომელიც უახლოვდებოდა ადამიანს, განახლებას განიცდიდა უფრო სწრაფად, მაგრამ ცოცხლობდა უფრო მცირე ხანს. ქვა, საერთოდ არ ცოცხლობს და არც კვდება, ამიტომ მას არაცოცხალს ვუწოდებთ, მაგრამ ის შეიძლება უძრავად იდოს ათიათასობით წელი და არაფერი მოუვიდეს, დარდი არ იცის, არაფერი ტკივა, არც არაფერი აღელვებს, ის უბრალოდ ქვაა. ხემ შეიძლება 400-500 წელი იცოცხლოს, მაგრამ ქვასთან შედარებით უკვე ცხოვრების სრულიად სხვა წესი აქვს. ხეს უკვე სხვა სურვილები აქვს, იზრდება, ნაყოფიერდება, ცოცხლობს, კვდება, მაგრამ მაინც პრიმიტიული სურვილები აქვს, სხეულსაც ძალზე ნელი ტემპით იცვლის. ცხოველებში ეს პროცესი უფრო დაჩქარებულია, სურვილიც გაზრდილია. ადამიანებს კი (განსაკუთრებით ზოგიერთებს) ყველაფერი ერთდროულად სურთ. თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე (დაახლოებით 60-80 წელი) ადამიანი აღწევს წარმოუდგენელ მასშტაბებს, ადის წარმოუდგენელ და მიუღწეველ სიმაღლემდე, საკუთარი სურვილების ავსების კუთხით.
მაშ ასე, თუ შევაჯამებთ იმას რაზეც ვისაუბრეთ, ჩვენ განვიხილეთ სამი საკითხი. ერთი მხრივ ძალზე უბრალო, მაგრამ ამასთან საკმაოდ რთულად გასააზრებელი. საკითხი პირველი: ჩვენ განვიხილეთ ქმნილება, ეგოიზმი, მიღების სურვილი. საკითხი მეორე: განვიხილეთ ამ მიღების სურვილის ზესისტემა, რაც ვლინდება გაცემის სურვილად. და რომელიც თავისი არსით ჩვენთვის შეუცნობელია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევიგრძნოთ მისი თვისებების ზემოქმედება, ზეწოლის, ან სიამოვნების სახით. საკითხი მესამე: პირველი (მიღების სურვილი) საწინააღმდეგოა მეორის (გაცემის თვისების). ანუ მათ შორის არ არის სხვა სახის ურთიერთობა. პირველი უბრალოდ მოთავსებული კი არაა მეორეში, არამედ თვისობრივად საწინააღმდეგოა. სამივე საკითხის ერთობა ჩვენ გვაძლევს მეოთხე, ძალზე მნიშვნელოვან დასკვნას: ჩვენი სამყაროს გამოვლენის ეტაპზე მოხდა პირველი ქმედება რომელიც ჩაიდო მთელი სისტემურ მიდგომის საფუძველში. არამატერიალურ, არსთა სამყაროში, მოხდა პირველი გაორება.
ყველაფერი რაც სემდეგ მოხდა, მთელი მომდევნო სისტემები, ეგოიზმის ტიპები, ქმნილების ელემენტები, ეს ყველაფერი ამა თუ იმ ფორმით ვლიდბა ამ გაორების შედეგად. სიცოცხლის ნებისმიერი ყლორტი რომელი იმდენად ძლიერია, რომ მყარ ნიადაგშიც ამოდის, იგივე მიზეზის გამო წარმოიშობა. როდესაც ვიღაც მიწაში თესლს აგდებს, ამოსულ მცენარესთან მიმართებაში შემოქმედად ვლინდება, ასევე დედა, რომელიც შობს ბავშვს, შემოქმედია ნაყოფთან მიმართებაში. ესაა იმის მიზეზი, რომ ოდესღაც შორეულ წარსულში, პირველყოფილ ერაში მთავარ შემოქმედად მიიჩნეოდა ნაყოფიერების ქალღმერთი. ანუ მდედრობითი სქესის ღმერთი. პირველყოფილი ადამიანი ძალზე უბრალოდ ფიქრობდა: ,,მე თავიდან გამოვვლინდი ბავშვად, სწორედ დედის წყალობით”. ამიტომ მთავარ ღვთაებად სწორედ ქალი ითვლებოდა. შემდეგში როცა მკაცრმა ანალის ვექტორიანებმა საკუთარი ფასეულობებით მმართველობა დაიწყეს საკუთარი, ხარისხობრივად გამოყოფის სურვილით, მათ ჩათვალეს, რომ ჰყოლოდათ საკუთარი ერთი ღმერთი, რომელიც აუცილებლად კაცი იქნებოდა.
ვერცერთი ანალის ვექტორიანი აზრადაც კი ვერ გაივლებს, როგორ შეიძლება ნამდვილი ,,ვაჟკაცი” დედაკაცს ეთაყვანებოდეს. ამიტომ კაცობრიობა თანდათან ქალღმერთების თაყვანისცემიდან გადავიდა ჯერ ღმერთების, შემდეგ კი ერთი ღმერთის თაყვანისცემაზე. მოკლედ გაორება, მიღება და გაცემა, სასრული და უსასრულობა, სიკვდილი და უკვდავება, ქმნილების გამოვლენასთან ერთად ვლინდება ყველგან და ყველაფერში.
ამის შემდეგ ჩვენი დავალება ცოტა უფრო მარტივდება, ჩვენ შემოგთავაზეთ რაღაც ბაზა, რომელზეც დავეფუძნებით. ახლა კი ჩვენ დავიწყებთ დაკვირვებას იმაზე, თუ როგორ განაგრძო ქმნილებამ განვითარება. რაში მდგომარეობს ქმნილების განვითარების არსი? ჩვენ ამის გასაგებად უკვე ყველაფერი გვაქვს. ქმნილება იწყებს გაორებას, ანუ იმეორებს იმ ქმედებას, რომელიც მის შექმნის საწყის ეტაპზე გამოვლინდა. ქმნილება იყოფა, იძენს უფრო და უფრო რთულ ფორმებს და უფრო და უფრო დიდ სიმაღლეებს ეპოტინება, მიიწევს უსასრულობისა, სრულყოფილებისა და უზარმაზარი ტკბობისკენ. მაშ ასე, საკითხი მეხუთე: ქმნილება, ანუ ის რაც გამოვლინდა პირველი გაორების რეზულტატად (აქ აღსანიშნავია, რომ პირველ გაორებასაც აქვს სასრული და უსასრულო ნაწილები, სასრული ქმნილება და უსასრულო შემოქმედი), თავის მხრივ ისიც დგაორდა და დაიყო სასრულ და უსასრულო ქვენაწილებად. რაშია არსი, რა დაემართა ქმნილებას შემდგომში? როგორც უკვე გითხარით ქმნილება არასრულყოფილი და სასრულია. ამის გამო ქმნილება მუდმივად მოძრაობს და იცვლება. ამ კუთხით ქმნილებას ჩვენ ვუყურებთ ორი წახნაგიდან, მისი ბუნების ორი სიბრტყიდან. ანუ როგორც თანამედროვე ფიზიკა ამბობს, მატერიას (ქმნილებას) ჩვენ ვუყურებთ როგორც ნაწილაკს და როგორც ტალღას. ჩვენ ამ აზრის გამოხატულებად ვიღებთ სიტყვა: მოძრაობას. რა არის მოძრაობა სულიერი აზრით? ესაა მდგომარეობათა ცვლილება. იცვლება ეგოიზმის მდგომარეობა, ეგოიზმი იზრდება, იზრდება მიღების სურვილი და მიღების შესაძლებლობაც. სურვილი და შესაძლებლობა თანაბრად განიცდის ზრდას. პრინციპში სურვილი და შესაძლებლობა თანაბრადაა ჩადებული. მაგ: კანის ვექტორი რომელსაც აქვს ფულის შოვნის სურვილი, სურვილთან ერთად ფლობს მისი შოვნის შესაძლებლობასაც. ბუნება არ აპრაქტიკებს ბოროტ ანალურ ხუმრობებს. არ ხდება ისე, რომ ადამიანი დაიბადოს რაღაც სურვილით ა მასში არ იყოს ჩადებული ამ სურვილის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. ბუნებაში ყოველი სურვილი უზრუნველყოფილია დაკმაყოფილების შესაძლებლობით. იმიტომ რომ სურვილი ფუნქციიდან გამომდინარეობს, ფუნქციის შესრულება კი აუცილებელია კაცობრიობის წინსვლისათვის. მოკლედ ქმნილება მოძრაობს და დროის ყოველ მომენტში (თუ ჩვენ ვსაუბრობთ ფიზიკურ სამყაროზე) ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ქმნილების მდგომარეობა. მდგომარეობა სულიერ სამყაროში, ვლინდება დროით მატერიალურ სამყაროში. თუ მოძრაობა მდგომარეობათა ცვლაა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ყოველი კონკრეტული მდგომარეობა და ვთქვათ რომ დროის მოცემულ მომენტში ქმნილება იმყოფება განსაზღვრულ მდგომარეობაში. ჩვენ, ქმნილებები ვაზროვნებთ ინფორმაციული მახასიათებლებით. სინამდვილეში არანაირი ფიქსაცია არ არსებობს, რადგან მდგომარეობათა ცვლილება მუდმივი პროცესია. არსებობს განსხვავებული მახასიათებელი - ენერგია. ანუ ცვლილების პოტენციალი ერთი მდგომარეობიდან შემდეგ მდგომარეობამდე. ჩვენ უკვე გაკვრით განვმარტეთ წინა ლექციებში თუ როგორ ხდება ეს მოძრაობა. ერთი მდგომარეობიდან ვიწყებთ მოძრაობას და გადავდივართ მეორე მდგომარეობაში. მდგომარეობა აღიწერება ინფორმაციით, ხოლო მოძრაობა რომელიც ხდება მდგომარეობის ცვლის პროცესში, ანუ ინფორმაციის ცვლილება, ააღიწერება ენერგიით. ჩვენ მივიღეთ ორი მეოთხედი: ინფორმაცია და ენერგია.
ქმნილების ორი ყველაზე პირველი და ბაზისური მახასიათებელი. ყოველი შემთხვევისთვის მოვიყვან უბრალო მაგალითს: დავუშვათ ავიღეთ ძეხვიანი ბუტერბოდი, ჩვენ გვშივა და გვინდა მისი შეჭმა. ამ ბუტერბროდს აქვს მდგომარეობა, ის მთლიანია. შემდეგ ჩვენ ის ჩავკბიჩეთ, ამით ბუტერბროდს გაუჩნდა სხვა მდგომარეობა, ის გახდა ბუტერბროდი, რომელსაც ნაწილი მოაკბიჩეს. ამასთან შეიცვალა ჩვენი მდგომარეობაც, როდესაც მონაკბეჩი გაგავყლაპეთ, ჩვენ ოდნავ უფრო დანაყრებულნი გავხდით. რა მოხდა ჩვენსა და ბუტერბროდს შორის? მოხდა ძალზე უბრალო რამ, ჩვენ გავერთიანდით, ანუ ბუტერბროდის კვებითი ენერგია გადაეცა ჩვენს მშიერ კუჭს და ის დანაყრდა. ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენი ორალური თვისებები (ბუტერბროდმა თავისი და ჩვენ ჩვენი) და ამის წყალობით გავერთიანდით უფრო მაღალი წესრიგის სისტემად. თუ გახსოვთ ჩვენ ვამბობდით, რომ ორალური ზომის არსი გაერთიანებაა. ანუ ნებისმიერ სისტემას აქვს შესაძლებლობა გაერთიანდეს მის ირგვლივ არსებულ სხვა სისტემასთან და შექმნას სხვა, უფრო მაღალი წესრიგის სისტემა. მოცემულ მაგალითში ბუტერბროდი გაერთიანდა შემჭმელთან, მოხვდა მის კუჭში და მშიერი შემჭმელი, ბუტერბროდთან ერთად გახდა მაძღარი ადამიანი. ადამიანმა მიიღო ამ ბუტერბროდის კვებითი ენერგია. ადამიანმა კი ეს მიღებული ენერგია გამოიყენა რაიმე სხვა ქმედების შესასრულებლად. ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გაორებაზე, მას აქვს შიდა და გარე ნაწილები, სასრული და უსასრულო. თუ ჩვენ ავიღებთ ორ მეოთხედს, ინფორმაციას და ენერგიას, ინფორმაცია იქნება უსასრულო, ხოლო ენერგია სასრული. ყველაფერი ერთად კი დარჩა ისევე როგორც იყო, ქმნილება - ოღონდ ახალ მდგომარეობაში. ასეთია მეხუთე მნიშვნელოვანი საკითხი.
ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ ხუთივეს. პირველი შეეხებობა სისტემას, ქმნილებას, მიღების სურვილს. მეორე საკითხი: ნებისმიერ სისტემას აქვს ზესისტემა, ჩვენ ამ ზესისტემის შესახებ დაწვრილებით არ ვიცით, იმიტომ რომ ის ჩვენს ზემოთაა, ჩვენ კი ჩვენს ზემოთ არსებულის გასაგებათ საჭირო თვისებები ჯერ არ გვაქვს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევიგრძნოთ ზესისტემის თვისებები (გაცემის თვისებები). მესამ საკითხი: მიღება და გაცემა ურთიერთსაწინაღმდეგო თვისებებია. გაცემა უკვდავი, მარადიული, უცვლელი და სრულყოფილია. მიღება - სასრული, მოკვდავი, ცვალებადი და არასრულყოფილი. მეოთხე: ქმნილების შექმნის აქტი, ვლინდება გაორების ქმედებით. ვლინდება არსობრივი გაორება და ამ გაორებას აქვს შიდა და გარე, სასრული და უსასრულო ნაწილები. ეს წესი ვრცელდება მთელ მომდევნო გაორებებზეც. მეხუთე საკითხი: პირველი, ფუძისეული გაორების შემდეგ, მოხდა მეორე გაორება. გაორდა ქმნილების ბუნება, ის გაიყო ორ სიბრტყედ შეიქმნა მისი ბუნების ორი ქვენაწილი: ინფორმაციული და ენერგეტიკული. ქმნილება გაიყო ნაწილაკად და ტალღად, ანუ მდგომარეობად და ამ მდგომარეობის ცვლილების პოტენციალად. რაც ჩვენთვის ნიშნავს, რომ ყველაფერი არამატერიალური რაც ეხება ქმნილებას, აღიწერება ორი მახასიათებლით: ინფორმაციულით და ენერგეტიკულით.
მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე
მსგავსი სტატიები