სმენის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა


სმენის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

რაოდენობა: 5%
მიეკუთვნება ინფორმაციის მეოთხედს

ფუძე - საერთო ინფორმაცია

ფუნქცია - წვდომა (მიღწევა) და გახსნა საერთო მსოფლმხედველოვრივი კანონების, მთელი კაცობრიობის იდეოლოგიურად განვითარება და წაყვანა (მეტნაკლებად უმტკივნეულოდ) სწორი გზით.

ადამიანებმა თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ბევრი ისწავლეს სამყაროს შესახებ. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ, შევაფასოთ, შევადაროთ და გავაანალიზოთ განსხვავებული გამოვლინებები. შეგვიძლია შევიგრძნოთ ცვლილებები გარემომცველ სამყაროში და თვით ჩვენში. ის რასაც ჩვენ გავიგებთ ამ დაკვირვების რეზულტატით, დამოკიდებულია ვექტორულ წყობაზე, რომელიც აფორმირებს ჩვენს აზროვნებას. ამას შეიძლება დავარქვათ სუბიექტური აღქმა, ე.ი. ხედვა ერთი წერტილიდან.

თუ ჩვენ გადმოვხედავთ ქალაქს ზემოდან (მაგ: ვერტმფრენიდან) ჩვენს ქვემოთ გადაიშლება მთელი ქალაქი, ადამიანებით, შენობებით და ა.შ. ეს ყველაფერი მთლიანობაში გამოჩნდება თვალის ერთი გადავლებით. ხოლო თუ ჩვენ გადმოვიხედავთ კოსმოსიდან, აღქმული სურათი იქნება უფრო სრული და მასშტაბური.

საკაცობრიო ფსიქიკაში არსებობს ვექტორი, რომელსაც ზუსტად ასევე შეუძლია ერთიანი სურათის აღქმა. ესაა სმენითი ზომა, რომლის ფუძეა - ერთიანობა. სმენის ვექტორის ფუნქციური დავალებაა - განსაზღვროს სამყაროში მიმდინარე პროცესების, არსებობის, ჯგუფის ერთიანი მდგომარეობის აზრი, ევოლუციურ განვითარებაში მიღწეული წერტილი, და მისცეს მიმართულება მთელი კაცობრიობის განვითარებას. მოძრაობის მიმართულების შეგრძნება სმენის ვექტორში ფორმირდება იდეების სახით, რომლებიც მათ შეაქვთ სამყაროში და აღანთებენ სხვებს.

სმენის ვექტორის ეროგენული ზონა - ესაა სმენითი სისტემა. რაც აძლევს შესაძლებლობას აღიქვას გარემომცველი სამყაროს ვიბრაციები და განმარტება გაუკეთოს მათ. სმენის ვექტორს სხვებზე უკეთ შეუძლია ინფორმაციის აღქმა სამყაროს შესახებ არამატერიალური გაგების ფონზე, ისეთების როგორიცაა ,,სიტყვა", ,,სისტემა", ,,აზრი". აბსტრაგირებით ზოგადი გამოვლინებიდან ცალკეულ გამოვლებამდე, სმენის ვექტორიანს შეუძლია გამოავლინოს მინიშნებები რამდენიმე მსგავს სისტემაში, იმ აზრით, რომ მიაღწიოს საერთო მსოფლმხედველობრივი კანონების გაგებას.

სმენის ვექტორი ერთადერთია ვინც საკუთარ თავს არ აიგივებს სხეულთან რომელიც მისი მისი მატარებელია მატერიალურ სამყაროში. მთელი მისი თვისებები მუშაობენ ერთი დავალებისთვის - გაიგოს ყველაფრის აზრი რაც ხდება, მისი მნიშვნელობა, შეიცნოს თუ რატომ ხდება ყველაფერი ასე და არა სხვაგვარად. სმენის ვექტორს უნდა უმადლიდეს კაცობრიობა შეცნობას, გაგებას, მისი (სმენის ვექტორის) წყალობით აითვისეს ადამიანებმა ფიზიკური და სულიერი მსოფლმხედველობის პრაქტიკები. სმენის ვექტორიანი ადამიანის ფასეულობები ყოველთვის მის იდეებთანაა კავშირში, რომლის მასშტაბიც დამოკიდებულია მისი მისი განვითარების დონეზე. ამ მხრივ, სმენის ვექტორი ერთადერთია რვიდან, ვისი ბუნებაც გამოიყურება აბსოლუტურად სხვადასხვანაირად განსხვავებული მდგომარეობის ადამიანთათვის, ე.ი სმენის ვექტორი იღებს თავისი იდეის ფორმას: თვალთვალის მანიიდან საკაცობრიო იდეამდე, რელიგიური ან ნებისმიერი სხვა მსოფლიო დონის იდეის.

გარეგნული იერი

სმენის ვექტორიანი ადამიანი ძალიან მცირე მნიშვნელობას ანიჭებს სხეულს, ხშირად ივიწყებს მას, იმიტომ რომ მთლიანად თავის შინაგან შეგრძნებებზეა კონცენტრირებული. ეს აისახება მის გარეგნულ იერზეც. სმენის ადამიანები ხშირად არიან განცალკევებულები, ჩაძირულები საკუთარ თავში: სახე ხშირად ემოციების გარეშეა (არ გამოხატავს ემოციებს), გაფანტული მზერა თითქოს შუშისააო, მიმართული სივრცისკენ (თითქოს არაფრისკენ). სმენის ვექტორიან ადამიანს ხშირად აქვს არაგამომსახველი მიმიკა (თუ არ ერთვის ორალი ან ვიზუალი), რაც მის სახეს უსიცოცხლო ნიღბად აქცევს.

სმენის ვექტორიანს შეიძლება გამოუვლინდეს ასთენიური (ძალიან გამხდარი) აღნაგობა: გრძელი კიდურები, ვიწრო მკერდი, სიგამხდრე, უმეტესად ტანმაღალია. სმენის ვექტორიანს თვისობრივად ხშირად ავიწყდება სხეულებრივი მოთხოვნილებები (განსაკუთრებით მაშინ, თუ არ ერთვის, ანალი ან ორალი). მას შეუძლია დიდხანს არ ჭამოს, არაპრეტენზიულია კვების რაციონის მიმართ (თუ არ ერთვის ორალი). სმენის ადამიანისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა იყოს მთელი დღე მშიერი.

სმენის ვექტორს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ძილთან. აზროვნების მიშვებული პროცესი, მისთვის ხდება ძნელად შესაჩერებელი ან გადადის მუდმივობაში. ძილი აძლევს დასვენების საშუალებას სხეულს, მაგრამ სხეულებრივი მოთხოვნილებები ხშირად გადადის მეორე პლანზე სმენის ვექტორიანის შინაგანი მდგომარეობის გამო. მას შეიძლება დაავიწყდეს დაძინება ან დაემართოს უძილობა. მას ასევე შეუძლია იძინოს მთელი დღე-ღამე, თუკი შესაფერისი მდგომარეობა იქნება. მოუწესრიგებელი ძილი აქვს, რომელსაც ხანდახან ვერ აკონტროლებს ხელობნურად დაწესებული რეჟიმით, რასაც მიყავს სხეულის გადაღლამდე. სმენის ვექტორიანი ხშირად დღეც კი მძინარეს წააგავს, მოშვებულია, შენელებულად აზროვნებს. სმენის ვექტორიან ადამიანებს ურჩევნიათ იცხოვრონ, იმუშაონ და იფუნქციონირონ ღამით, როცა არაფერი ურღვევთ კონცენტრაციას.

ტანსაცმელი, აქსესუარები, გარეგნული კომფორტი, უმნიშვნელოა სმენის ვექტორიანი ადამიანისთვის (თუ ვიზუალი არ ერთვის). ნამდვილ ცეცხლს მათში ანთებს იდეები. ასე ურთიერთობენ ისინი სამყაროსთან: ,,აზრს ვერ ვხედავ", ,,რაშია აზრი", ,,არის იდეა" - მისი ტიპიური გამოთქმებია.

სახეობრივი როლი

სმენის ვექტორი ასრულებს რთულ ფუნქციას - გააცნობიეროს ბუნების კანონები, რომლებიც არსებობს სამყაროში და დაეხმაროს კაცობრიობას სისტემურ ევოლუციაში. ნაბიჯ-ნაბიჯ იმოძრაოს გაცნობიერებული მიზნისკენ, ადამიანები ხდებიან უფრო განვითარებულები საკუთარი თავის გაცნობიერების შემდეგ, ამიტომაა სისტემა უნიკალური. სმენის ვექტორის პირველყოფილი როლი - ესაა ,,ჯოგის ღამის გუშაგი". ფუნქციონალი ნათელია: არ დაიძინოს ღამით, მოუსმინოს და აიდენტიფიციროს განსხვავებული ხმები და გააფრთხილოს ჯოგი საფრთხის შემთხვევაში. ჯოგი თავს გრძნობს ერთიან სხეულად, რომელიც დგას სამყაროს პირისპირ. სმენის ვექტორს შეუძლია გარეგანი ვიბრაციების მოსმენით, ბგერების რხევათა ცვალებადობით გაიგოს სიტუაცია გარშემო, გამოიტანოს დასკვნები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

შემდეგი ეტაპი, კავშირშია პიროვნულობის შეცნობასთან, შეიცნოს თავისი პირადი ,,მე" - შინაგანი იმპულსების დახმარებით მოახდინოს თვითიდენტიფიკაცია. მთელ მიმდინარე ეპოქებში ხდებოდა სმენის ვექტორის იდეების განვითარება: იმის გაგების სურვილიდან, რა არის ადამიანი სხეულებრივი გარსის გარდა - იმის გაგების სურვილამდე, თუ როგორ წარმოიქმნა ჩვენი სამყარო და რაშია მისი არსი. ამ ეპოქებში წარმოიშვა და აყვავდა რელიგიური და ფილოსოფიური სწავლებები, განვითარდა ფიზიკა, მათემატიკა, ასტრონომია და სხვა მეცნიერებები, რომლებიც არის შეცნობასთან მიახლოების მცდელობები. სმენის ვექტორიანები იყვნენ გურუები, მოაზროვნეები, ფილოსოფოსები, ანდა სამყაროს ერთიან ვიბრაციებთან შერწყმის სურვილით ქმნიდნენ მუსიკალურ, სამხატვრო, პოეტურ ნაწარმოებებს.

თანამედროვე ეპოქაში (კან-ყნოსვითი მმართველობის სისტემის დასასრულს) სმენის ვექტორის კვლევის საგანია ადამიანის ფსიქიკის სიღრმეები. ცოდნა და შეცნობა ბუნების კანონებისა თანდათან ლაგდება სამყაროს მრავალსაფეხურიან სისტემაში, მოაახლოვოს ქმნილების არსის გაგება.

ინტელექტი

სმენის ვექტორის აბსტრაქტული ინტელექტი, ემყარება მატერიალური სამყაროს გაგების (გაცნობიერების) შესაძლებლობას, ამ შესაძლებლობით ხედავს ცალკეული ერთეულების ნაკრების მთლიანობას, მათი აბსტრაგირებით. უფორმირდება მთლიანობის შეგრძნება - ეს წარმოდგენაა სამყაროს იმ მთლიანობაზე, რომლისკენაც მოძრაობს კაცობრიობა. სმენის ვექტორიანი, სამყაროში ნებისმიერ გამოვლინებას აღიქვამს პოტენციური გაერთიანებული მდგომარეობის ფონზე.   ადამიანი სმენის ვექტორით საკუთარ ,,მეს" არ აიგივებს სხულთან ან ნებისმიერ სხვა სუბიექტურ წარმოდგენასთან საკუთარ პიროვნებაზე (მაგალითად სულთან რელიგიური გაგებით). მისი შინაგანი სამყაროს მოცულობა არაფრითაა შეზღუდული და პოტენციურად, შეუძლია დაიტიოს აბსოლუტურად ყველაფერი. ,,ვინ ვარ მე?" - სმენის ვექტორიანის ძირითადი კითხვაა, რომელიც მიჰყვება მთელი ცხოვრების მანძილზე, დაბადებიდან სიკვდილამდე. ყველას კი არ შეუძლია ამის გაცნობიერება, მაგრამ იპოვოს პასუხი ასეთ კითხვებზე - სწორედ ესაა სმენის ვექტორის ძირითადი დავალება. სამყაროში თავისი ადგილის სიღრმისეული გაცნობიერება, თავისი დანიშნულების გაგება (სმენის ვექტორიანის), დამოკიდებულია აზრების მსვლელობის სიღრმეზე, ინტელექტის მუშაობასა და ცხოვრებისეულ სცენარზე.

თავის კითხვებზე პასუხების მიღების სურვილი სმენის ვექტორიან ადამიანს ხშირად აიძულებს გადაარჩიოს მრავალი განსხვავებული იდეა და მსოფლმხედველობრივი კონცეფცია. ყოველ ახალ იდეას სმენის ვექტორიანი ადამიანი ტესტავს თავისი შინაგანი აბსტრაქტული მსოფლმხედველობის მოდელთან შედარებით - ანუ რამდენად შეესაბამება ეს იდეა მის კონცეფციას, რამდენად შეუძლია (იდეას) განმარტოს მოვლენის არსი და რამდენად შეუძლია მას (იდეას) ცნობიერების საზღვრების გაფართოება. თუკი იდეას შეუძლია შეავსოს მისი შინაგანი კონცეფცია, მაშინ მას (იდეას) იმატებს და შესაბამისობაში მოყავს თავის კონცეფციასთან. თუ გამოკვლეული იდეა რამდენადმე ზუსტი და აღმათებულია (მის იდეაზე), ის მთლიანად ანაცვლებს თავის იდას მისით (ახალი იდეით), ხოლო თუ ახალი იდეა სუსტია - განაგდებს. სმენის ვექტორიანის ინტელექტის განვითარება განპირობებულია მისი იდეების სიფართოვით - რამდენად ღრმად შეუძლია მას განმარტოს სამყაროს არსი და მოწყობის მექანიზმი. უმაღლესი განვითარებისას ეს იდეა მსოფლმხედველობის საზღვრებში ფართოვდება უსასრულობამდე, რაც ვლინდება აბსოლუტურად სრულყოფილ და დასრულებულ იდეად.

აზრის გაცნობიერებით, სმენის ვექტორიანი ,,იძენს საკუთარ მეს", რომლის არსიცაა, თავის თავში უსასრულობის გამოვლენა. ის თავს ანებებს საკუთარი თავის ასოცირებას თავის ეგოისტურ არსებობასთან, და ამის მაგივრად შეიგრძნობს ერთიან და განუყოფელ ,,მეს", საკუთარ თავში სრულყოფილი მსოფლმხედველობის გახსნით. საკუთარი როლის მთლიანობაში გაცნობიერება, გააზრება და განხორციელება, გადაარჩენს სმენის ვექტორიანს სუბიექტივიზმის გამოვლენისგან.

სანამ სმენის ვექტორიანი არ იპოვის პასუხებს თავის ყველა კითხვაზე, მანამდე ის მთლიანად ცოდნაზეა დამოკიდებული - ეძებს თავისი არსებობის უფრო ღრმა აზრს. თუკი სმენის ვეტორში საკუთარი დანიშნულება არაა გაცნობიერებული და ვერ ამოძრავებს აზრებს სწორი მიმართულებით, მაშინ შედეგი მისი ინტელექტისთვის, როგორც წესი, სავალალოა. ეს არის უარყოფა ან დაკარგვა საკუთარი ,,მე"-სი პირადულობის დესტრუქციული შეცვლით: დეპრესიით, თვითმკვლელობის მცდელობით, ან ყველაზე უარეს შემთხვევაში შიზოფრენიით.

ბუნებრივი ეგოცენტრიზმი ხელს უშლის მას ეძებოს კითხვებზე პასუხები, ჩაუღრმავდეს საკუთარ აზრებს. სმენის ვექტორიანი იმყოფება მუდმივ პარადოქსში: მისი ფსიქიკური ,,სხეული" უსასრულოა, ასე რომ მის ფსიქიკას არ აქვს ჩარჩოები და საზღვრები, ხოლო მისი მსოფლშეგრძნება პირიქით, ესწრაფვის კონცენტრირდეს საკუთარ თავზე, მოიკვეთოს (განაგდოს) გარე სამყარო მთლიანად. თუ სმენის ვექტორიანი მივიდა იდეამდე, მაშინ შეუძლია მოახდინოს საკუთარი მსოფლმხედველობის ტრანსფორმაცია და გამოიტანოს შიგნიდან გარეთ, მაშინ ის მიიღებს ვექტორის სრულფასოვან ავსებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ეცდება უკმარისობის შევსებას განსხვავებული იდეებისა და კონცეფციების (რომლებსაც აქვთ რაღაც მსგავსება შინაგან სტუქტურასა და იერარქიაში) კომპლექტის მითვისებით. ბალანსის მოსინჯვითა და მათ შორის (სხვადასხვა იდეების) თანსწორობის დაწყობით, სმენის ვექტორიანი აღწევს სტაბილურ, არცთუ ბოლომდე ავსებულ (დაკმაყოფილებულ), მდგომარეობას და საკუთარ თავთან კომპრომისით მიდის, მიიღოს ეს იდეათა ნაკრები როგორც მსოფლმხედველობის მოდელი.

არის შემთხვევები, როცა სმენის ვექტორიანი შეგნებულად ცდილობს იმ ზეწოლის მოხსნას, რომელიც გამოწვეულია დასმული კითხვების ამოხსნის მოთხოვნილებით. ამიტომ განადიდებს რაიმე იდეას, ან ცვლის ჭეშმარიტებას საკუთარი ,,მეს" ძებნით. მის მიერ განდიდებული იდეა კი ხდება მისი იდეაფიქსი და სრულიად დომინირებს ყველა დანარჩენ იდეაზე (შეიძლება ეს გადაიზარდოს ფანატიზმში). ასეთ მდგომარეობას, როცა შერწყმულია აზრის აბსოლუტური მოუქნელობა და ახლის მიუღებლობა, ეწოდება ფაშიზმი. ეს ვლინდება შინაგანი ზეწოლისგან განთავისუფლების მცდელობით, რაც გამოწვეულია ეგზისტენციალურ კითხვებზე პასუხების არარსებობით.

თვითშეგნებისგან დაცლისას სმენის ვექტორში ვლინდება რწმენა ბედისწერაზე. ადამიანი შეგნებულად იკავებს პასიურ პოზიციას - ,,როგორც უნდა იყოს, მაინც ისე იქნება".

სტრესისას ასევე ვლინდება ათეიზმი - ესაა მცდელობა დაავიწროვოს ცნობიერება გასაგები მატერიალური სამყაროს ჩარჩოებამდე.

ურთიერთობა

ურთიერთობის თვისებები ეწოდება ვექტორის თვისებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე თუ როგორ გამოავლენენ საკუთარ თავს ჯგუფში ადამიანები სხვა ადამიანებთან მიმართებაში, იურთიერთებენ განსხვავებულ ადამიანებთან და პარტნიორთან.

სმენის ვექტორი - აბსულუტურად ეგოცენტრულია, მას მთელი ყურადრება თავის შინაგან სამყაროზე აქვს გამახვილებული. სხვა ადამიანები, მათი პირადი ხასიათები, მათი მიწიერი აზრები, სმენის ვექტორიანს საერთოდ არ აინტერესებს. სმენის ვექტორიან ადამიანს აინტერესებს მხოლოდ იდეები, ხოლო ხალხი აინტერესებს იმდენად, რამდენადაც მას დაეხმარებიან ამ იდეების განხორციელებაში. ასეთი ადამიანი, როგორც წესი, დგას კოლექტივისგან (ჯგუფისგან) განცალკევებით, ის არ ეწევა თვითპოპულარიზაციას, ჯგუფთან ურთიერთობის სურვილი მას მაინცდამაინც არ აქვს. ამ მდგომარეობიდან მისთვის გამონაკლისია ისეთი სმენის ვექტორიანების ჯგუფი, რომლებიც ატარებენ მისთვის საინტერესო იდეებს, ან შეკავშირებულნი არიან მასთან საერთო იდეით. ასეთი ინდივიდი დიდ ხმაურიან საზოგადოებაში გამოიყურება უცნაურად, ჩაკეტილად და უინტერესოდ (თუ არ ერთვის ორალი), თითქოს ხალხისთვის არაფერი აქვს სათქმელი. სინამდვილეში მას უბრალოდ არ აინტერესებს საზოგადოებასთან ისეთი ურთიერთობები, რომლებიც ეფუძნება ცალკეული ემოციებისა და შეგრძნებების გაცვლა-გაზიარებას. თუ სმენის ვექტორიანი ასეთ სიტუაციაში რაიმეზე ლაპარაკობს, მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე, მის არსზე, საუბრობს თავდაჯერებულად გულწრფელად, და ყოველგვარი ემოციების გარეშე (თუ არ ერთვის ორალი ან ვიზუალი).

სმენის ვექტორიანი ადამიანი ურთიერთობის დროს სხვა ადამიანს არ აღიქვამს როგორც მხოლოდ სხეულს, რომელსაც რაღაც თვისებები აქვს. მისთვის სულერთია როგორ გამოიყურება ადამიანი, როგორია მისი სტატუსი, გარეგნობა და სქესიც კი არ აინტერესებს. სმენის ვექტორიანს აინტერესებს მხოლოდ თანამოსაუბრის შინაგანი არსი - ის იდეები და მსოფლმხედველობა, რომლითაც თანამოსაუბრე ხელმძღვანელობს ცხოვრებაში. სხვა ადამიანის პასუხისმგებლიანობას ის ასეთივე კრიტერიუმით შეაფასებს: რამდენად ემთხვევა თანამოსაუბრის იდეები მის პირად იდეებს. ყოველ იდეას ადარებს საკუთარ იდეასთან, განიხილავს თუ რამდენად მრავლისმომცველია ეს იდეა, სხვა დანარჩენი კი მისთვის არაფრის მიმცემია, სწორედ ამითია გამოწვეული სმენის ვექტორიანის ეგოცენტრიზმი და სხვებისთვის ზემოდან ყურება - ადამიანს ის ვერ შეიგრძნობს, სამაგიეროდ გრძნობს მისი იდეების სიპატარავეს და არასრულყოფილებას. ზოგიერთ შემთხვევაში მისი ეს დამოკიდებულება შეიძლება გადმოიფრქვეს როგორც ჯგუფის ან მთელი კაცობრიობის სიძულვილი.

შესაძლებლობა აღიქვას ადამიანები როგორც იდეების მატარებელი არსებები, შესაძლებლობა მოაგროვოს და გადაარჩიოს ახალი იდეები სამყაროს ერთიანი სურათიდან, სამყაროს მისეულ აღქმაში ვლინდება ასევე ,,პოლიგამიად". სმენის ვექტორის ფუძეა - გაერთიანება, ზოგჯერ ინტელექტი რომელიც უნდა მუშაობდეს გაერთიანებისთვის, ცუდ მდგომარეობაში, სექსუალური პარტნიორის ამორჩევისას ყურადრებას არ აქცევს მის პიროვნულ განსაკუთრებულობას და პარტნიორებს ირჩევს ინდივიდუალური ღირსებების და რაოდენობის განურჩევლად. სექსუალური ურთიერთობები როგორც მხოლოდ აუცილებელი სხეულებრივი მოთხოვნილებები არ მიეკუთვნება სმენის ვექტორიანის ინტერესებს, მაგრამ შეიძლება იყოს ჩართული მისი მსოფლმხედველობის ერთიან სურათში. პ.ს. ზოგიერთ მდგომარეობაში კი პირიქით სმენის ვექტორიანი მიდის საკუთარი პარტნიორის გაიდეალება-გაღმერთებამდე.

მოძრაობა

მოძრაობის თვისებები არის ვექტორის თვისებები, რომლებიც პასუხისმგებელია მისი მოქმედების და რეალიზაციის სფეროს არჩევაზე, მისი ადგილის განსაზღვრაზე გარემოში (ადამიანის შესაძლებლობა გამოირჩეოდეს ჯგუფში თავისი მოქმედებით სხვებთან მიმართებაში). მოძრაობა ზემო ვექტორებში (სმენა; ვიზუალი; ორალი; ყნოსვა) - ესაა მისი მონაწილეობის დონე კაცობრიობის მდგომარეობის ცვლილებაში.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სმენის ვექტორიანს აინტერესებს მხოლოდ სულიერი და ფილოსოფიური კითხვები, მაგრამ ეს ასე არ არის. სმენის ვექტორის აბსტრაქტული ინტელექტის მიერ ხდება ნებისმიერი სასიცოცხლო სფეროს გამოყენება, რომელშიც დაინახა ,,თავისი ცხოვრების აზრი", ასეთი შეიძლება იყოს: მუსიკა, მეცნიერება, ხელოვნება, მწერლობა, არქიტექტურა, ეკონომიკა...

სმენის ვექტორიანი გადამწყვეტ როლს თამაშობს ჯგუფის განვითარებაში. სწორედ ის ფლობს აბსტრაქტულ ინტელექტს, რომლის წყალობითაც შეუძლია შექმნას რაიმე პრინციპულად ახალი, რეალობაში ანალოგის არმქონე (რევოლუციური სიახლე თავისი მოღვაწეობის დაგში). სმენის ვექტორიანის მუშაობის მასალაა აზრები, მაგრამ არა უშუალოდ მატერია, ამიტომ მას შეუძლია შეუსაბამოს თავის გონებაში ერთმანეთს ნებისმიერი ისეთი მოვლენები, რომლებიც ერთი შეხედვით ერთმანეთთან სრულიად არაა კავშირში.

კაცობრიობის სულიერი მდგომარეობის ცვლილება და ყველაფერი რაც ამასთანაა კავშირში - ესაა სმენის ვექტორის მოქმედების შედეგი. რევოლუციები, რელიგიური ომები, იდეოლოგიები - ასევე სმენის ვექტორის საქმიანობის შედეგია. ასე, მაგალითად, ერთმა სმენის ვექტორიანმა გამოიგონა დენთი, მეორემ განავითარა მისი იდეა და გამოიგონა ცეცხლსასროლი იარაღი, შედეგად ომები გახდა უფრო ეფექტური, ხოლო ამით გამოწვეული ცვლილებები გარემოში კი მასშტაბური. ქიმიის შესწავლამ სხვა სმენის ვექტორიანს (მენდელეევს), საშუალება მისცა ცალკე გაბნეული ინფორმაცია ქიმიური ელემენტების შესახებ გაეერთიანებინა ერთ ,,პერიოდულობის სისტემაში", შედეგად ქიმია გახდა უფრო დახვეწილი.

როგორც წესი სმენის ვექტორიანის განვითარების დონე არსობრივად წინ უსწრებს გარემომცველ სამყაროს, მის გონებაში უკვე არსებობს იმ იდეის ხედვა, რომლის გამოყენებასაც შეძლებს ცოტა უფრო გვიან. დროის ცნება, როგორც ასეთი, არ ვლინდება მისი აზროვნების კატეგორიაში, ყველაფერ არსებულს ის აღიქვამს როგორც ერთდროულ მდგომარეობას - მარადიულობას.

განვითარება

სმენის ვექტორიანის ნებისმიერი მოქმედება მიმართულია ყველაფრის არსის შეცნობისკენ. ცხოვრების აზრის შეცნობის მიზნით სმენის ვექტორიანი განიხილავს განსხვავებულ იდეებს, შეაფასებს თუ რამდენად შეუძლია ამ იდეებს მის კითხვებზე პასუხის გაცემა და მისი ცხოვრებისთვის აზრის მინიჭება. თვითონ სმენის ვექტორიანი გარემოცვაზე უშუალოდ არ ზემოქმედებს - ის მხოლოდ ბიძგს აძლევს, ხოლო შემდგომ განვითარება-რეალიზაციას ახორციელებს ჯგუფი, რომელიც აიტაცებს მის იდეებს. რაც უფრო განვითარებულია სმენის ვექტორიანი, მით უფრო დიდი მასშტაბის ჯგუფი იმსჭვალება იმ იდეით რომლის აზრსაც ის ჩაწვდა.

სმენის ვექტორიანის იდეის არსი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორია ამ ვექტორის მდგომარეობა, ასევე ადამიანში სმენის ვექტორთან ერთად არსებული სხვა ვექტორების მდგომარეობა. იდეის ამ გამოვლინებაზე დამოკიდებულებით სმენის ვექტორიანი შეიძლება გახდეს კონსტრუქციული ან დესტრუქციული - ჯგუფის განვითარების ხელისშემწყობი ან ხელისშემშლელი. იდეები რომლებიც ჯდება მსოფლიოს მისეულ ხედვაში, აღანთებენ სმენის ვექტორიანს და უღვიძებენ შეცნობის სურვილებს. მას შეუძლია ეს მდგომარეობა გაუზიაროს სხვა ადამიანებსაც და გადასდოს მათ თავისი იდეები. იდეა შემდგომ განვითარებას პოულობს უკვე მის მიმდევრებში. იესო, ბუდა, მუჰამედი - ამის მკაფიო მაგალითებია. რელიგია და ფილოსოფია სწორედ სმენის ვექტოიანების მიერაა გამოგონილი.

შეიძლება დავასკვნათ, რომ სმენის ვექტორიანისთვის მთელი კაცობრიობა უცხოა: თანაგრძნობა, ჰუმანიზმი, სიყვარული, მეგობრობა, მატერიალური სარგებელი... ყველაფერი ეს აზრს კარგავს, თითქოს იცრიცება როდესაც სმენის ვექტორიანის გონებაში რაიმე ახალი იდეა იბადება. სიამოვნებით ააფეთქებდა მთელ დედამიწას თავისთან ერთად იდეის სახელით - მხოლოდ სმენის ვექტორიანს შეიძლება გაუჩნდეს ასეთი აზრები. სწორედ ამიტომ სმენის ვექტორიანისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ისწავლოს გარშემომყოფთა აღქმა, შეიგრძნოს ერთიანი კავშირი მთელ კაცობრიობასთან - ასეთი ხედვით ის შეძლებს გააცნობიეროს საკუთარი თავი სხვების მეშვეობით, შეიცნოს კაცობრიობაში გაერთიანებული ,,მე". მხოლოდ ასე შეუძლია მიაღწიოს სამყაროსთან აბსოლუტური გაერთიანების მდგომარეობას - ასე შეასრულებს საკუთარ დანიშნულებას.

დამხმარე შტრიხები დიაგნოსტიკისთვის

ხშირად შეიძლება შევხვდეთ სმენის ვექტორის ცუდ მდგომარეობას, რომელსაც შეიძლება გამოუვლინდეს დეპრესია, ქონდეს ჩამქრალი მზერა, იყოს კომპიუტერულ თამაშებში ჩართული, ჩაკარგული ვირტუალურ რეალობაში. დისბალანსი სმენის ვექტორში შეიძლება მიზეზი გახდეს ნარკომანიის ან ალკოჰოლიზმისა (ნარკომანია და ალკოჰოლიზმი შეიძლება გამოუვლინდეს სმენის გავლენაში მყოფ კანის ვექტორიანსაც). სმენის ვექტორიანი ცოტას ლაპარაკობს, უცნობ საზოგადოებაში თითქმის ყოველთვის ჩუმადაა, თავის აზრს გამოთქვამს მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში, მკაფიოდ და გასაგებად - თუ რომელიმე ზემო ვექტორი არ ერთვის (ორალი, ვიზუალი, ყნოსვა). არასაკმარისად განვითარებულმა (ან განუვითარებელმა) სმენის ვექტორიანმა შეიძლება საკუთარი იდეის მაგივრად აიღოს სხვა ვექტორების სურვილები როგორც საკუთარი იდეები, ასეთ დროს სმენის ვექტორის დიაგნოსტირება რთულდება. მაგრამ როგორ უაზრო იდეასაც არ უნდა აჟღერებდეს სმენის ვექტორიანი, ის დარწმუნებული იქნება, რომ ამ იდეაში ჩადებულია სამყაროს ყველაზე მთავარი და უღრმესი არსი.

ავტორი: ვ. იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

  • ინტროვერტი. ადამიანი, რომელიც ისწრაფვის საკუთარი შინაგანი სამყაროს სიღრმეებისკენ

  • მოზარდთა თვითმკვლელობები

  • სმენის ვექტორის თავისებურებები სცენარში

  • სმენა და ვიზუალი – ვექტორული ძმები

  • სმენა ქალი – ვინ არის ის?

  • სმენის ვექტორიანის ალტრუიზმი

  • სმენის ვექტორიანთა რაოდენობა

  • რა განაპირობებს ფანატიზმს?