ვირუსი ჩემი შვილის თავში, გაყინული გული და შუშის თვალები
ვირუსი ჩემი შვილის თავში, გაყინული გული და შუშის თვალები
ჭუპრი
-რამდენჯერ უნდა გაგიმეორო? ჭამას აპირებ როდისმე? დილიდან არაფერი გიჭამია! არც გამოცდებისთვის ემზადები. ამ კომპიუტერის გარდა არაფერი გაინტერესებს. არც სახლის საქმეში მეხმარები, წიგნსაც აღარ კითხულობ, სასეირნოდაც კი არ გადიხარ, გოგოებს გაურბიხარ. გადავაგდებ ამ ოხერ ელექტრონულ გამოსაშტერებელს.
ყურსასნემებში გააფთრებული ბრძოლის გრუხუნში შემოჭრილი დედის ხმა მოულოდნელ დაბრკოლებად იქცა გამარჯვება ხომ ერთი ხელის გაწვდენაზე იყო, ახლა მხოლოდ დამარცხებული მცველების დასჯაღა დაგვრჩენია. აი ისიც – ნანატრი ახალი დონე, ახალი სტატუსი თავისი ფანტასტიკური შესაძლებლობებით.
გაღიზიანების ტალღა თავიდან ფეხებამდე ფარავს, თავი დამანებეთ ბოლოს დაბოლოს!!! იქ ცუდად ვარ! მე აქ მინდა ცხოვრება, ნუთუ გაუგებარია? სულ არ მაინტერეებს თქვენი მლიქვნელობითა და ფარისევლობით სავსე სამყარო, არც თქვენი ერთგვაროვანი, უცვლელი საზრუნავები მადარდებს,მით უფრო თქვენი სულელური და საცოდავი გასართობები.
მაგრამ მთელი ეს გაღიზიანება შიგნით დარჩა… იქამდე ვერ მიაღწევთ, თუმცა შესაძლებელია სხვა ვარიანტებიც- მთელი სიბრაზე თქვენ დაგატყდეთ თავზე.
აქ მგონი წარდგენაც აღარაა საჭირო, ისედაც ყველა ვიცნობთ – მოთამაშე სმენა, ერთი შეუმჩნეველი კლავიატურაზე ნერვიულად თითებმოსრიალე ახალგაზრდა კაცი, ყურსასმენებით და ცარიელი, შიგნით მიმართული მზერით. ოთახში მისი სხეული ხესავით დევს. თავად ის მთლიანად, მთელი არსებით თამაშშია.
არანაირი ყურადღების კონცენტრაცია – ამის მაგივრად მანიაკალური გატაცება თამაშით. ან რა საჭიროა ძებნა და რაიმეზე ფიქრი, როცა შეიძლება უსიტყვოდ შეებრძოლო მონსტრებს ვირტუალურ სამყაროში და აქედან ნამცეცა მაგრამ მაინც კმაყოფილება მიიღო.
გგონიათ ყველაფერი მართლაც ასეა? ნება მომეცით არ დაგეთანხმოთ. მოდით თანამედროვეობის დამღუპველი ტენდენციის – ახალგაზრდების მიერ ცხოვრების ინტერესის დაკარგვის მიზეზებს შევეხოთ. რადგან სვფ შეუძლია პასუხები გაგცეთ რატომ ხდება ეს და რაც მთავარია რაშია გამოსავალი.
მისი უდიდებულესობა სრულიად ფსიქიკურის იმპერატორი – სმენა.
სხვა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ჩატარებული კვლევების მიხედვით კომპიუტერული თამაშების გავლენა ბავშვების ფსიქიკაზე უამრავ დაზიანებას იწვევს.
ბევრი მოზარდი მრავალსაათიანი ვირტუალური ბატალიების შედეგად კარგავს გონებას და კვდება კიდეც.
2001 წლის აგვისტოში ახალგაზრდა ტაილანდელი დაიღუპა counter-strike თამაშისას მიღებული სტრესის შედეგად.
2002 წელს ოქტომბერში სამხრეთ კორეელი მოზარდი გარდაიცვალა სათამაშო დარბაზში გადაღლისა და გამოფიტვის შედეგად.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სიის რაც რეალურ სურათს ასახავს, მსგავსი სიტუაცია ტიპიურია ბევრი პოპულარული კომპიუტერული თამაშისთვის, მოზარდებს თამაშების მიმართ დამოკიდებულება უჩნდება რაც ნარკოტიკებისადმი დმოკიდებულებას უტოლდება. გარდა ამისა იმატა თამაშების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების რიცხვმა.
მაშ რა არის ამ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის და ახალგაზრდების გამოფიტვის ნამდვილი მიზეზი?
არ მოვყვები სმენის ვექტორის საბაზისო თვისებების ახსნას და პოლიმორფის ფსიქიკაზე მისი გავლენის მოყოლას. მიუხედავად ამისა მაინც გირჩევთ მისი ძირითად კონცეპციას გაეცნოთ, რადგან ამის გარეშე ქვემოთ მოყვანილი სურათი ბუნდოვანი და გაუგებარი გამოვა.
მაშ ასე – სმენები. ესაა ხალხი, რომელიც ყველა დროში ახდენდა ახალი იდეების გენერირებას და სხვა და სხვა თეორიას ქმნიდნენ. ერთი სიტყვით მოაზროვნეები იყვნენ. ამისთვის მათ ბუნებრივად აქვთ ყველა თვისება – ყურადღების კონცენტრირების უნარი, აბსტრქტული ინტელექტი.
თუმცაღა თვისებების ქონა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ გამოყენებას. და საქმე მხოლოდ ამ თვისებების განვითარებაშიც არაა, მნიშვნელოვანია მათი რეალიზაცია – საზოგადოების სასარგებლოდ მათი გამოყენება.
სხვა და სხვა დროს სმენები ხდებოდნენ: სულიერი წინამძღოლები, თეოლოგები, ფილოსოფოსები, ფიზიკოსები და მუსიკოსები. დღეს კი ყველაფერ ამას უკვე აღარ შეუძლია სმენის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება – მათ განვითარების გრძელი გზა გაიარეს. დღეს სმენა რომელიც გამოსავალს ვერ პოულობს ინტელექტუალურ უნაყოფობაში გადადის.
წაკითხული წიგნების მთები, მუსიკალური განათლება, ინტერნეტიდან მოპოვებული ინფორმაციის მეგაბაიტები სრულიად უსარგებლო ხდება. რაც აიძულებს არარეალიზებულ სმენას შემოქმედებითი იმპოტენციით დაიტანჯოს და ვირტუალურ კოშკში ამწყვდევს.
ეს ძალიან მნიშნელოვანი მომენტია. არც სურვილები სრულდება, არც ვექტორებია განსაზღვრული რომელთა მიხედვითაც სმენის თვისებები რეალზდება – ეს საშინელი ტანჯვაა. ამ დროს სმენა გარბის, ცხოვრებიდან გარბის რეალობაზე უარს ამბობს და ვირტუალურ სამყაროში იძირება. მოზარდი სმენები გაუცნობიერებლად გაურბიან რეალობას, თან გულში ფიქრობენ, რომ ის სხვა, ალტერნატიული რეალობა არაფრით არ განსხვავდება ამისგან – “ნუთუ ის სამყარო ამაზე რეალურია? ხან და ხან მგონია რომ ეს უფრო რეალურია და მე აქ უკეთესად ვარ”.
ეს თავსებურება ყველა სმენას ახასიათებს – საუბარია ყველა დანარჩენი ვექტორისთვის გაუგებარ – ფიზიკური სამყაროს ილუზორულ აღქმაზე.
ყველა ადამიანი თითქოს ერთნაირია, აი ჩემი სხეული და აი გარემოც – სავსებით რეალური და ობიექტური. ჩვეულებრივი მოცემულობა. მხოლოდ სმენის ვექტორში აღიქმება სამყარო უკიდურესად ეგოცენტრულ პრიზმაში. სმენა გაუცნობიერებლად ხედავს სამყაროს სრულიად უნიკალურად. ხშირდ მის აღქმაში სამყარო სულაც არაა ისეთი რომელიც სინამდვილეში.
ამ სმენურმა მსოფლმხედველობამ ასახვა ჰპოვა თეორეტიკულ კონცეპციაში – რელატივიზმში (სმენა ფილოსოფოსის გარდა სხვას ვის მოუვიდოდა ასეთი აზრი), რეალობა არსებობს მაშინ თუ ვინმე აღიქვამს მას. ვერავინ აღქვამს და არც რეალობა არსებობს. შესაბამისად ის პირობითია და მხოლოდ დამკვირვებლის გონებაში არსებობს. ენდი ტაკერის სიტყვებით თუ ვიტყვით -”აი არის ის და აი აღარ არის”.
სწორედ ესაა აღქმის ილუზორულობა, დაინახოს ყველაფერი არა ისე როგორც სხვები ხედავენ. ეს არაა ჩვეული ილუზიები, ეს უფრო აზრობრივი ჰალუცინაციებია, ხალხის სიტყვები და ქცევები, სოციალური და პოლიტიკური მოვლენები და ა.შ. სმენების მიერ სრულიად განსხვავებულად არის აღქმული.
ახლა კი წარმოიდგინეთ, თუ სმენური სამყარო ილუზორულია რა განსხვავება იქნება რეალურ და ვირტუალურ სამყაროს შორის? “მატრიცა” გახსოვს? აი სწორედ ასე წარმოიდგენენ სამყაროს სმენები. ეს სმენების ქვეცნობიერის სიღრმეებში ხდება. გარეგნულად ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან.
ამიტომაც როცა მოთამაშეს ძალით ჩამოგლეჯენ ყურსასმენებს და მოწყვეტენ კომპიუტერიდან, დაკარგული, არარეალიზებული სმენა, იძულებულია ისევ ნაცრისფერ, მოსაწყენ, ყოველდღიურ, რუტინას დაუბრუნდეს. რასაც მისთვის არავითარი პოზიტივი არ მოაქვს, მხოლოდ იმედგაცრუება და სულიერი ტანჯვა.
სმენა გამუდმებულ ავსებას ითხოვს – მოთამაშე კი ამას ვირტუალური რეალობიდან იღებს. დროებით, მაგრამ მაინც აღწევს სიცარიელეების ავსებას და ცოტაოდენ კმაყოფილებას მაინც იღებს. რას აძლევს სამაგიეროდ გარე სამყაროს? სრულიად არაფერს.
ჰოდა ცხოვრობს ასე, როგორც მოუწევს და არც უფიქრდება იმას რატომ ვერ აწყობს ვერაფერს. ოდნავდაც არ სურს საკუთარ თავს ჩაუღრმავდეს, რომ ყველაფრის მიზეზებში გაერკვეს. პრობლემა კი სწორედ ყურადღების კონცენტრაციის ატროფირებაა. მას ამის კეთება უბრალოდ აღარ შეძლია.
კიდევ ერთი ასპექტი უნდა ვახსენოთ. საშინელი, გაუმართლებელი მაგრამ მაინც კანონზომიერი. ორ რეალობაში ცხოვრებისას სმენა მოთამაშეები მათ შორის ზღვარს ვეღარ აფიქსირებენ. გარე სამყაროსთან ფიზიკური და მენტალური კონტაქტი ქრება, იშლება ფსიქიკურის აღქმის საზღვრები.
შედეგად კი, როგორც მოსალოდნელია სრული გაუცხოება ყველაფერ მატერიალურის მიმართ, საკუთარ სხეულით დაწყებული მთელი სამყაროთი დამთავრებული. შიმშილისაგან გულის მისდის და ნერვიული სტრესები აქვს ვირტუალურ კომაში გამარებული უამრავი დროის მერე. ქრება ქცევის მორალურ-ზნეობრივი ორიენტირები – სმენის ვექტორისთვის აბსტრაქტული კატეგორიები, რომლებიც ადამიანურ ურთიერთობებს უდევს საფუძვლად უბრალოდ აზრს კარგავენ. თუკი სამყარო და ხალხი გარშემო არარეალურია რაღა ზნეობის გამოჩენაა საჭირო მათ მიამრთ? აკეთე რაც გსურს.
საქმე იმაშიც არაა, რომ “თამაში დასრულდა”. ესეც სამყაროს ილუზორულობის განცდის შედეგია, მაგრამ უკვე უკიდურეს – პათოლოგიურ დონეზე. რაც სმენის ვექტორის სავალალო მდგომარეობითაა გამოწვეული.
როგორ “იბადებიან” ბრეივიკები
ფარული დეპრესიის დროსაც კი გაუწონასწორებელი, რეალურ ცხოვრებას შეუჩვეველი სმენა იღებს გადაწყვეტილებას ერთხელ და სამუდამოდ გაუსწორედეს ამ საძულველ ფიზიკურ სამყაროს. ისინი ვინც ასე უშლიან ნერვებს, დახოცოს როგორც თამაშში, ან და თავად გავიდეს მარადისობაში უკანა კარით. თანაც ყველაფერი ეს გარეგნული ნიშნების გარეშე მიმდინარეობს. უბრალოდ სმენა ერთ გარკვეულ მომენტში წყვეტს კავშირს გარემოსთან.
აი მაგალითად, ლუთერანი 32 წლის ნორვეგიელი მებაღე, ტერორისტი ანდერს ბრეივიკი – 2011 წლის 22 ივლისს მეთოდურად და ცივი გონებით ამოხოცა ახალგაზრდული ბანაკი კულძულ უტოიაზე, დაიღუპა 69 ადამიანი, ამას გარდა კიდევ 8 – მის მიერ ამავე დღეს ოსლოში მოწყობილ აფეთქებისას. დახოცა და მერე პოლიციას ჩაბარდა სიტყვებით “მე დავამთავრე”.
თავისი ამ აქციისთვის მზადება ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, უფრო ადრე 2002 წელს ცდილობდა შუასაუკუნებრივი რაინდების იდეალების აღდგენას. მეზობლები იხსენებენ, როგორც მორცხვ, გაწონასწორებულ, ზრდილობიან ბიჭს. მხოლოდ ოდნავ ჩაკეტილი. იცით სმენურად, ფანატიკურად რისკენ მოუწოდებდა ის თავის მანიფესტში? არც მეტი არც ნაკლები, ახალი ჯვაროსნული ლაშქრობისკენ.
საბედნიეროდ ზემოთ აღწერილი სცენარი დიდი იშვიათობაა. თუმცა რეალობის ფარდობითობის გაუცნობიერებელი შეგრძნება აქვს ყველაზე ადაპტირებულ და ადექვატურ სმენასაც კი. მაგალითად მეცნიერი, რომელიც თავისი განვითარებული ინტელექტის რეალიზებას მეცნიერებაში ახდენს, არც დაფიქრდება ისე დააყენებს საფრთხის წინაშე მილიონობით ადამიანს მასობრივი განადგურების იარაღზე მუშაობისას.
მას სრულიად არ აღელვებს კითხვა რატომ? უბრალოდ მთელი არსებით ჩაფლულია საინტერესო სამუშაოში. მაშინაც თუ ააღელვებს რაიმე, თავს ადვილად დაიმშვიდებს უამრავი რაციონალური საბუთით. მაგალითად ამით – მხოლოდ მეცნიერების სახელით, ადამიანების დასახოცად კი არაა. ანდა გასაკვირიც რა არის, სმენისთვის ხომ სამყარო ისეთია როგორადაც ის აღიქვამს.
ამას დავუმატოთ სმენის ის “მომხიბლელი” თვისებები როგორიცაა ამპარტავნება და საკუთარი უნიკალურიბის გაზვიადებული შეგრძნება, ნურც დაბნეულობას გამოვტოვებთ – ყველაფერი ის რაც არაადამიანურად აძლიერებს სმენების ადაპტაციას საზოგადოებაში.
აი პორტრეტიც დამთავრებულია. მოგწონთ? მაგრამ ვერსად გავექცევით – ეს ყველაფერი ბნებრივადაა მოცემული ჩვენში. უფრო სწორად მთლად ასეც არაა. ბუნება კოლოსალური პოტენციალითა და უნიკალური თვისებებით გვაჯილდოებს. ხოლო როგორ ფორმას მიიღებენ ისინი თითოეულ ადამიანში, ეს უკვე მშობლების, სოციუმის, გარემოცვის, პედაგოგების და თავად ინდივიდის ძალისხმევაზეა დამოკიდებული.
მოდით ისევ ვირტუალურ რეალობაში “გამაგრებულ” ბავშვებს დავუბრუნდეთ.
საწყენია და უსიამოვნო საყურებელიც როგორ ცვლიან ნამდვილ რეალობას ახალგაზრდა სმენები ვირტუალურ შაბლონზე. ეს ხომ მათთვის პირდაპირი გზაა საზოგადოებისაგნ გაუცხოებისკენ.
მთავარია კი ისაა, რომ ეს აზრტული ვნებაც თავისი არსით მაინც უგემური კევია. პრიმიტიული საკვები. ნუთუ ესაა ის საზრდო რითაც მოთამაშეები თავიანთი მძლავრი ვექტორის – სმენის გამოკვებას აპირებენ?! სწორედ ის სმენა რომელსაც პოტენციურად თითქმის მთელი სამყარო აქვს ბოძებული. ადამიანის ბუნების შეცნობიდან დაწყებული გრანდიოზული აღმოჩენებით დამთავრებული.
შევთანხმდეთ, რომ რეალობისგან გაქცევა სმენისთვის ძალიან საეჭვო კომპრომისია. როცა აქვს საშუალება განიცადოს აბსოლუტთან მიახლოების საუკეთესო, ყველაფრის შთანმთქმელი გრძნობა. ეს თამაშის ახალ დონეზე გადასვლის მიზერულ კმაყოფილებაზე გაცალოს. და მთელი ცხოვრება ასე გაატაროს უმიზნოდ, სიცარიელეში – ღირს კი ამად? ალბათ ყველას გვესმის რომ არა.უბრალდო ეს ყველაფერი ბავშვებს უნდა ავუხსნათ მაგრამ როგორ?
როგორ ვუთხრათ, რომ არსებობს ალტერნატივა? ნამდვილი სმენური “განსხეულებები” – პირველმიზეზის ძიება, ნაკლებად შესწავლილი და პრაქტიკაში ჯერ კიდევ არც ისე კარგად რეალიზებული მეცნიერებები.
იმ მოზარდების დახმარებაც შეგვიძლია, რომლებიც უკვე თამაშდამოკიდებულები არიან. მაგრამ ეს კრიტიკოსებს ვერ გამოუვათ, რამდენიც არ უნდა უმეორონ, რომ უპერსპექტივო და უაზრო სამყაროში იკარგებიან.
ყუთი კი უბრალოდ იხსნებოდა.
იმისთვის, რომ ეს სიტუაცია დაიძლიოს საჭიროა ზუსტად ვიცოდეთ რას ნიშნავს სმენა. მთელი ეს უძირო პოტენციალი დავნახოთ და გავაცნობიეროთ.
მთავარია სწორად განვავითაროთ სმენის ვექტორიანი ბავშვები. მაგრამ როგორ გავუღვიძოთ მათ სურვილი ამ სამყაროში რეალიზდნენ? მხოლოდ დაუღალავი შრომით და მიზანმიმართულად შერჩეული ამოცანებით შეიძლება სმენას განვითარების საშუალება მივცეთ და ისინი შეძლებენ თავიანთი ოცნებები რეალურ ცხოვრებაში აისრულონ.
ახალი თაობის სმენებისთვის, ის წიგნები წინა თაობას რომ აღანთებდნენ უკვე საინტერესო აღარაა. რა არის მათთვის რელიგია და მუსიკა? უბრალოდ კაცობრიობის სასაცილო მცდელობები ჰარმონიას მიახლოვბოდნენ. ფიქრობენ, რომ უკვე დიდი ხანია თავი ამოწურეს სხვა და სხვა ფილოსოფიურ-ეზოთერიულმა მიმართულებებმა, ოდესღაც საიდუმლო ბილიკები დღეს უკვე მოასფალტებულ გაჩახჩახებულ შარაგზებად იქცნენ.
საკუთარ დოგმებში ჩაკირული რელიგიები დასმულ კითხვებზე ხეირიან პასუხებს ვეღარ გვაძლევენ, ფილოსოფია მეოცე საუკუნეში ჩარჩა. მეცნიერებაც კი ვეღარ გვახარებს ფუნდანეტური აღმოჩენებით.
თანამედროვე სმენა ახალი მწვერვალების დაპყრობას მოითხოვს, ახალგაზრდა სმენები უკვე მზა – კონცენტრირებულ რეალიზაციებს ითხოვენ. მათ დაუმტკიცებელი მოსაზრებებით გაზავებული თეორიები აღარ აინტერესებთ.
რის შეთავაზება შეუძლია ამ დროს სვფ-ს? ნამდვილი ნაღმის. ის გვთავაზოვს არა მხოლოდ შევიჭყიტოთ არაცნობიერის ფარდის მიღმა არამედ მთლიანად შევიცნოთ ქვცნობიერი. ის რაც ჩვენს სიღრმეშია დამალული და ჩვენს ხასიათსა და საქციელს განსაზღვრავს.
გავიგებთ რა არის შემოქმედების მოტივატორი – მუზას რომ ვეძახით. მაინც რა არის ეს? სად არის სინათლის წყარო, იქნებ წინა თაობების კოლექტიურ მეხსიერებაში? რა იმალება ჩვენი სურვილების განმსაზღვრელი ქვეცნობიერი ბარიერების მიღმა? რაზედაა დაფუძნებული სამყაროს შეგრძნებითი და ინტუიციური აღქმა?
მილიონობით ასეთი კითხვა როგორც იქნა პასუხს ეღირსება.ამ ამოცანების ამოხსნა კი სწორედ სმენებს მოუწევთ. რომლებიც ჯერ უბრალოდ ვირტუალურ სამყაროს უნდა მოვწყვიტოთ. არჩევანი კი თქვენზეა.
მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე
წყარო
მსგავსი სტატიები