სმენის ვექტორიანის ალტრუიზმი


სმენის ვექტორიანის ალტრუიზმი

სმენის ვექტორიანი ადამიანი, რომელიც ბუნებისგან შექმნილია როგორც აბსოლუტური ეგო. სმენის ვექტორი ესაა ,,მე“ უმაღლეს ხარისხში, ისეთ მასშტაბებში, რომ სხვებს ვერც კი ამჩნევს. სმენის ვექტორიანისთვის გარე სამყარო არც კი არსებობს. მისთვის არის მხოლოდ მისი ,,მე“ და გარე სამყარო მისთვის მხოლოდ მისი ქვეცნობიერის ილუზიის შედეგს წარმოადგენს. ეს აბსოლუტურად საკუთარ ,,მე“-ზე კუნცენტრირებული ეგოა. მაგრამ სწორედ ამ ადამიანის დავალება, რომელიც ერთი შეხედვით ყველა დანარჩენზე უფრო ეგოისტურია, ავლენს ჭეშმარიტ სულიერ თვისებებს, ის იძენს ალტრუიზმს და ხდება გაცემის თვისების მატარებელი.

აქ არ ხდება ისე, როგორც ურეთრალთან, რომელსაც აქვს თანდაყოლილი ცხოველური ალტრუიზმი. სმენის ვექტორიანი ადამიანისთვის ეს განვითარების გრძელი გზის შემდეგ მოდის, როცა ის ავლენს სულიერებას. თუ სმენის ვექტორიანი მაღალტემპერამენტიანია და მან შეძლო ამ გზის პოვნა, მაშინ ის ახერხებს დაადგეს სულიერი განვითარების გზას და იძენს ალტრუიზმს. არსებობს მთელი სწავლება (კაბალა) რომლის შესწავლის მიზანი სწორედ ამ გზის ჩვენებაა. ამ გზის შედეგად კი სმენის ვექტორიან ადამიანში ვლინდება სრული გაცნობიერება იმისა, რომ მთელი სამყარო ერთიანი ორგანიზმია. პრინციპში სწორედ ამაშია როგორც კაბალის, ისე სისტემური აზროვნების არსი. აქ ხდება ამ ორი სწავლების გადაკვეთა და ამ ნაწილში ისინი ხდებიან ურთიერთშემავსებლები.

სმენის ვექტორიან ადამიანში ამ იდეის გაცნობიერება ძალიან გრძელი გზაა, რადგან ესაა გაცნობიერება რომელიც თანდათან მიიღწევა და ცვლის თავად გამცნობიერებელ ადამიანს. მაგრამ ამ აზრის სრული გაცნობიერების მომენტი ვლინდება გარდამტეხ წერტილად სმენის ვექტორიანის სულიერ განვითარებაში. ეს არის ერთგვარი საზღვარი მის მანამდე არსებულ ,,მე“-ს (რომელიც მიმღები იყო) და უკვე შემდეგ მიღებულ ,,მე“-ს (რომელმაც შეიძინა გაცემის თვისება) შორის. ეს არის გარდამავალი წერტილი ორ მდგომარეობას შორის. არსობრივად ეს ის მომენტია, რომლიდანაც აზრი: ,,მთელი სამყარო ერთიანი ორგანიზმია“ – ხდება ყველაზე უმთავრესი და წამყვანი ყველა შემდგომ აზრსა თუ ქმედებაში. ყოველი შემდეგი აზრი და ქმედება უკვე ამ აზრიდან გამომდინარეობს. სმენის ვექტორიანის მთელი ეგო (რომელიც ყველა დანარჩენი ვექტორის ეგოებზე დიდია), ამ აზრის გაცნობიერების შემდეგ ანულირდება, რადგან სმენის ვექტორიანი აცნობიერებს, რომ სამყაროში არ არსებობს გამოცალკევებული ,,მე“. ის ნაწილია ერთიანი საკაცობრიო ორგანიზმისა, უფრო მეტიც ის ნაწილია ერთიანი ქმნილების, რომელიც დაყოფილია შემადგენელ ნაწილებად (სხეულთა სიმრავლედ).

არსობრივად მთელი ქმნილება ერთიანი ორგანიზმია. სწორედ ამ აზრით იმსჭვალება სმენის ვექტორიანის ტვინის ყოველი უჯრედი. ეს აზრი ახდენს მისი პირადი ,,მეს“ ჩანაცვლებას. ამ დროს შეიძლება ვთქვათ, რომ ეს სმენის ვექტორიანი გახდა სულიერი დონის სმენა, მისი შემდგომი ქმედებები კი -ალტრუისტული. რატომ? იმიტომ რომ მას უკვე ყურადღება საკუთარ ,,მე“-ზე აღარ აქვს გამახვილებული. მაგრამ ამასთან ერთად, მისი სხეული მაინც მოკვდავად რჩება, იმიტომ რომ სხეულით ჩვენ დაკავშირებულნი ვართ ლანდშაფტთან. სხეულს მაინც რჩება შინაგანი მოთხოვნილებები და მიღების სურვილი, ამიტომ აუცილებელი სხეულებრივი სურვილები ერთადერთი ეგოისტური სურვილებია, რომელიც სულიერი დონის სმენას რჩება.

  • სმენის ვექტორის აბსტრაქტული ინტელექტი

  • შიშების პესონალური გამაძლიერებელი

  • ვირუსი ჩემი შვილის თავში, გაყინული გული და შუშის თვალები

  • კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება

  • სმენის ვექტორიანი - ქალი თუ მეოცნებე

  • ვისთვისაა სიჩუმე ფსიქიკური ჯანმრთელობის საფუძველი

  • ფსევდოაუტიზმი – ანუ, არა მცდარ დიაგნოზს!!!

  • სმენითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (ანალ-სმენა)