კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება


კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება

ცხოვრება მონიტორის მეორე მხარეს – ალტერნატივა თუ ჩიხი?

ბინაში ისევ ხმაური ატყდა. თუმცა, ეს უკვე კარგა ხანია, არავის უკვირს. მიეჩვივნენ „პეტრიაშვილების“ ოჯახის ცხოვრების წესს. ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის – ცოლ-ერთანეთს ყვირილში ტოლს არ უდებენ. მეზობლები ტელევიზორს უმატებენ ხმას. სტანდარტული ოჯახის ჩვეული ცხოვრება. ოჯახური სკანდალის ეპიცენტრში 13 წლის პეტრეა. მიუხედავად დედის კივილისა, მამის ყვირილისა და მაგიდაზე მუშტის ბრახუნისა, ის გაშტერებული სახით უყურებს კომპიუტერის ეკრანს და გეგონებათ, რომ მისთვის გარესამყარო არ არსებობს. არის მხოლოდ კომპიუტერი. და არც თვითონ პეტრეა პეტრე. ის ახლა ელფების სამეფოს გამანთავისუფლებელია.

მისი ოთახის კარი იღება: „დაიძინე უსაქმურო, მთელი დღეა კომპიუტერს უზიხარ!“. პასუხი – სიჩუმეა. კარი ხმამაღლა ჯახუნდება. მალე მშობლებს ჩხუბი ყელში ამოუვათ და დასაძინებლად წავლენ. მათი შვილი კი შეიძლება გათენებამდე იჯდეს და მოციმციმე უკრანს უყურებდეს.

პეტრე კომპიუტერული თამაშების მანიაკია. ყველა, ვინც სვფ-ს ასე თუ ისე იცნობს, მიხვდება, რომ ბიჭი სმენის ვექტორიანია. და რომ ეს ღამეული ჯდომები კომპიუტერთან ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს უმძიმესი დეპრესიით, ნარკოტიკებით, სუიციდალური აზრებით. მივყვეთ ყველფერს თანმიმდევრულად.

ეი, შერეკილო!

პეტრეს დილა, როგორც წესი, ცუდად იწყებოდა. მთელი ღამით კომპიუტერთან ჯდომის მერე ძნელია დილით ადგომა. შემდეგ კი – სკოლაში წასვლა, სადაც ადამიანები უფრო გაბრაზებულები, ბოროტები ეჩვენებოდნენ, ვიდრე ყველაზე ცუდი პერსონაჟები კომპიუტერული თამაშებიდან. პეტრეს სკოლა არ უყვარდა, პრინციპში, ბავშვებიდანაც ცოტას თუ მოსწონდა ის. მოკლედ, იქაურობა ღიად სძულდა და არც მეგობრები ჰყოლია.

უფრო პირიქით. სანამ სკოლაში ფეხს შეადგამდა, სახეში თოვლის გუნდა მოხვდა. თვალები თოვლით ამოვსო, კლასელების ხმამაღალი სიცილმა ყურები აუგუგუნა. „მე მელოდნენ?!“ -გაიფიქრა. „გამარჯობა, შერეკილო!“ დაუძახა ვიღაცამ, კლასელები ისევ ახარხარდნენ და სკოლისკენ წავიდნენ. საკუთარ მერხთან მისულს (რომელიც ბოლო რიგშია) ფეხი დაუცდა და წიგნები მიმოეფანტა. კლასი სიცილმა მოიცვა. თუმცა, თვითონ არ დასცდენია ფეხი – ფეხი დაუდეს. ვინ, პეტრემ არ იცის, და არც აინტერესებს. ნებისმიერს შეეძლო და სიამოვნებით გააკეთებდა. მერხთან დამჯდარი იწყებს იმაზე ფიქრს, თუ რატომ არ უყვართ ის ასე ძალიან. ფიქრებიდან მასწავლებლის ხმას გამოჰყავს: „დავალება არ დაგიწერია?“ „რა მკითხეთ?“ „რა სულ გამეორებას მთხოვ, ყრუ ხარ?“ ისევ კლასის სიცილი. „ღმერთო, ეს სიცილი გამაგიჟებს… ესენი ადამიანები არ არიან.“ – ფიქრობს პეტრე.

გაკვეთილის დანარჩენ ნაწილს ის ადამიანის სიცილის მიზეზებზე ფიქრობს. რატომაა, რომ ერთს რომ ეცინება, მეორეს უნდა ეტკინოს?

პეტრეს არც შესვენებები უყვარს. დერეფნებში ჯოჯოხეთური ხმაური ტყდება. ყვირილი, სიცილი, სირბილი, ჯიკაობა… კლასიდან გამოსული ფანჯრისკენ მიემართება – მათ სიახლოვეს აყალმაყალი აკრძალულია. ამით სარგებლობდა ხოლმე, ჩამოჯდებოდა ფანჯარასთან და თოვას უყურებდა. თუმცა, ამჯერად, ხელი შეუშალეს. კლასიდან გამოსულს ძლიერად მოხვდა ზურგჩანთა თავში. და ისევ ეს დაწყევლილი სიცილი. მობრუნებულმა ისევ ის ბავშვები დაინახა, ვინ დილას გუნდა ესროლა. ის იყო, ძალები მოიკრიბა საკადრისი პასუხის გასაცემად, რომ ზუსტად ყურის ძირში სკოლის ზარი აუწკრიალდა. ყურები ხელებით დაიცო და იატაკზე ჩაჯდა. ეს უკვე აუტანელი იყო.

ეჩვენებოდა, რომ მთელმა სამყარომ მის წინააღმდეგ შეკრა პირი. ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა. „და რა დაგიშავეთ, ამისთანა?“- დაიყვირა მან. „წყნარად, შერეკილო, ჩვენ უბრალოდ გაგეხუმრეთ“ – უპასუხა ერთ-ერთმა და მთელი კამპანია კლასისაკენ გაემართა. პეტრე გაკვეთილზე არ შესულა. ნივთები აიღო და სახლში გაიქცა. იქ, სადაც ის შერეკილი კი არა, დიდი სარდალი, მშვილდოსანი და ცნობილი ელფია. კომპიუტერულ თამაშში.

რატომ მე?

სმენის ვექტორიანი ადამიანები ფლობენ ძალიან დიდ ინტელექტუალურ პოტენციალს. ისინი აზროვნებენ აბსრაქციული კატეგორიებით. ბავშვობიდან ინტერესდებიან რატომაა სამყარო მოწყობილი ასე და არა სხვანაირად. რაშია ამა თუ იმ მოვლენის აზრი. ხანდახან კი თავიანთი კითხვებით უფროსებიც კი ჩიხში შეყავთ.

სმენების ყველა ინტერესი ამ სამყაროს მიღმისაა – მათ დიდად არ ადარდებთ, რას შეჭამენ, დალევენ, სად იცხოვრებენ, სად ივლიან. მათ აინტერესებთ, რატომაა საჭირო თუნდაც ზემოჩამოთვლილი რამეების კეთება. სმენა ერთადერთია, რომელიც ფიზიკურ სამყაროს ისე აღიქვამს, როგორც ილუზორულს და ვერ გაუგია, „რა საჭიროა ეს ყველაფერი“.

სმენის ყურები მხოლოდ ყურები არაა, ისინი ზემგრძნობიარე სენსორებია, რომლებსაც შეუძლიათ სიტყვებს უკან დამალული სიტყვების დაჭერა შეუძლიათ. ხმაური, ჩხუბი ტრამვას აყენებენ სმენებს და აიძულებენ საკუთარ თავში ჩაკეტვას.

ამ ორი თავისებურების ერთობლიობისას – რეალობის ილუზორულად აღქმისას და გარემოდან ხმაურით ზეწოლისას – სმენა შეიძლება მთლიანად ჩაიკეტოს საკუთარ ვაკუუმში, გამოეთიშოს სამყაროს.

როდესაც სმენა თავის თავშია ჩაღრმავებული და ფიქრებშია გართული, უცებ ვერ ახერხებს რეალობაში დაბრუნებას. მაგალითად მაშინ, როდესაც დავუძახებთ. მისი ცნობიერი ძალიან დიდია. ესაა მიზეზი, რომ მას სჭირდება რაღაც დრო, რომ შიდა სამყაროდან გარე სამყაროს დაუბრუნდეს. ხშირად ამის გამო სმენები „მუხრუჭებად“ ითვლებიან და არავის უჩნდება კითხვა, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.

მაშინაც კი, როდეაც ეს ადამიანი გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს, შეიძლება არ გამოუვიდეს. სხვებისათვის მისი ფიქრები უაზრობად შეიძლება ჩაითვალოს. ასევე პირიქით, სმენისათვის დანარჩენების საუბარი უაზრო ყბედობას ემსგავსება, სხვებს კი ეს დამოკიდებულება არ მოსწონთ. სწორედ ესაა ხოლმე სმენიან და დანარჩენ ბავშვებს შორის დაპირსიპირების მიზეზი. სმენები ხშირად არიან ხოლმე კლასის „თეთრი ყვავები“ და სხვებისგან განსხვავებულები.

სხვების მხრიდან მეტი და მეტი აგრესია ან მიუღებლობა კიდევ უფრო მეტად აიძულებენ სმენას, ჩაიკეტოს საკუთარ თავში. ყურსასმენები სმენების მთავარი ატრიბუტია ხოლმე. ესაა ყველაზე მგრძნობიარე ორგანოს დაცვა. ამ ხერხით ეთიშებიან გარე სამყაროს და „იყრუებენ“ თავს მუსიკით.

არსებობს სიტუაციის განვითარების რამდენიმე გზა. სმენის ვექტორიანი ხვდება სექტაში, სადაც მისტიკისა და ლამაზი სიტყვების უკან იმალება ავადმყოფური იდეები. ხდება ნარკომანი, იწყებს სიამოვნების მიღებას ტვინის მდგომარეობის შეცვლის ეფექტებით. ან თავფეხიანად ჩაეშვება ვირტუალურ სამყაროში. ცდილობს იპოვოს თუნდაც სრულიად მცირე, ლოგიკას მოკლებული აზრი მასში, რადგან რეალურ სამყაროში მას ვერ მიაგნო.

ყოველი საათი, რომელსაც ის თამაშების სამყაროში ატარებს, უფრო და უფრო წყვეტს სმენას რეალურ სამყაროს. რეალობის შეგრძნების სრულ დაკარგვამდეც კი. მისთვის ადამიანები თამაშის გმირებივით, პერსონაჟებივით ხდებიან. გარშემომყოფნი თითქოს უცხო, მისთვის გაუგებარ ენაზე საუბრობენ. ის თავს სრულიად უცხოდ გრძნობს. მარტოობის შეგრძნება მძიმედ აწვება. სმენას ეჩვენება, რომ გამოსავალი არ არსებობს. და ყოველ დილას იწყებს ერთი და იმავე შეკითხვით – „როგორ გავაყუჩო ეს ტკივილი?“

გამოსავალი

სვფ-ს მიხედვით სმენის ვექტორიანი ადამიანების რაოდენობა ადამიანების დაახლოებით 5%-ია და მათი ნებისმიერი პრობლემური მდგომარეობის საფუძველი ერთ რამეშია – ცხოვრების აზრის არარსებოდა, ადამიანური ბუნების შეცნობის ქვეცნობიერი სურვილის დაუკმაყოფილებლობა.

ადამიანი არაა ვექტორებისა და სურვილების შემთხვევითი ნაკრები, ყველას აქვს საკმარისი ენერგია და უნარები რეალიზებისათვის. ყველაფერი, რასაც ადამიანი განიცდის (გრძნობები, ემოციები ფიქრები) – კანონზომიერებაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენში ჩადებული სურვილებისა და დანიშნულების შესრულების ხარისხს. სმენის ვქტორიანის ხვედრი ყველაზე რთულია. ის რაღაც მეტისთვისაა გაჩენილი, იმისათვის, რომ ჩაწვდეს ყველაფრის აზრს და იპოვოს პასუხები.

კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება მისთვის ექვივალენტურია ნარკოტიკებისა, სექტებისა, რომლებიც მხოლოდ დროებით აყუჩებენ ცხოვრების უაზრობის ტკივილს. ნამდვილი შვება მოდის მაშინ, როცა ივსება სმენის ვექტორის ნამდვილი სურვილი, იპოვოს ყველფრის აზრი, კანონზომიერებები სამყაროში და პასუხები კითხვებზე, რომელიც სმენას ყოველთვის აწუხებს.

წყარო

მთარგმნელი: ნუცა ნიკოლიშვილი

მსგავსი სტატიები

  • ცხოვრება საჭიროსა და სასურველს შორის

  • თვითშემეცნების გზა – ჩემი სულის ფსკერზე

  • ფსევდოაუტიზმი – ანუ, არა მცდარ დიაგნოზს!!!

  • ორალური და სმენითი ფსიქოტიპების კომბინაცია

  • კლასის ყველაზე ჭკვიანი ბავშვი

  • მცირეწლოვალი მკვლელი თუ ახალგაზრდა გენიოსი

  • სმენის ვექტორიანის დამოკიდებულება სიკვდილთან

  • სმენის ვექტორი კომბინაციებში (ნაწილი მეოთხე)