აბსტრაქტული სექსი – სამურაებიდან ანიმემდე. – სმენის ფარული ვიბრაციები.
აბსტრაქტული სექსი – სამურაებიდან ანიმემდე. – სმენის ფარული ვიბრაციები.
იაპონია – ამომავალი მზის, მაღალი ტექნოლოგიებისა და საუცხოო სუში-ბარების ქვეყანა. ცნობილია არა მხოლოდ საქვეყნოდ განთქმული მოსახლეობისადმი სტიქიურ უბედურებაზე დროული და სისტემური ინფორმაციის მიწოდებით, არამედ განსაკუთრებული იაპონური კულტურითაც, რომელიც ასე უხვადაა ტირაჟირებული ჰოლივუდის წყალობით და რაც ყველაზე მთავარია იაპონური ანიმაციით.
საოცარია როგორ ახერხებს ქვეყანა რომელიც მიწის პატარა ნაგლეჯს ფლობს დედამიწის ყველაზე არასასურველ გეოპოლიტიკურ ზონაში (მწირი ბუნებრივი რესურსები, შეზღუდული ტერიტორია, ბუნებრივი კატაკლიზმები) დაიკავოს მეორე ადგილი აშშ-ს მერე ქვეყნის მშპ-ს მოცულობით, ერთერთი წამყვანი პოზიცია მსოფლიოში და ამასთან ერთად დაიცვას მრავალსაუკუნებრივი ტრადიციები და შეუსაბამოს ისინი ცხოვრების თანამედროვე რიტმს.
მკვლევარები თავს იმტვრევენ “იაპონურ ეკონომიკურ სასწაულზე”, მაშინ როცა საინჟინრო აზრის ქვეყანაში ყოველ 15 წუთში ვიღაცა იკლავს თავს და ეს მოსახლეობს სრული მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის ფონზე…
მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია იაპონიის განუმეორებელი და უნიკალური, ანალოგის არმქონე კულტურით. ასე მაგალითად სეპუკუ და ჰარაკირი – რიტუალური თვითმკვლელობები, რომანტიკულ საბურველში გახვეული სამურაების ცხოვრება უშუალოდ იაპონური მენტალიტეტის ბაზაზე აღმოცენდა და არსებობდა.
იაპონელებმა მართლწესრიგის დასაცავად საინტერესო ხერხი მოიფიქრეს. ამგვარად იაპონურ კულტურაში ჯერ ისევ არსებობს იაკუძას კლანი სადაც მკაცრად დაცული იერარქიაა და ძალაუფლება ხშირად მემკვიდრეობით გადადის. იაკუძები – ორგანიზებული და კანონმორჩილი დამნაშავეები არიან (როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს), რომლებიც იაპონიის არალეგალურ და ნახევრადლეგალურ ბიზნესს აკონროლებენ (ნარკოტიკები, პროსტიტუცია, პორნოგრაფია, სათამაშო ბიზნესი და ა.შ). მიუხედავად ამისა მათი მოქმედებები შეთანხმებულია მთავრობასთან, რომელმაც გადაწყვიტა კი არ ებრძოლოს მათ არამედ შეუთანხმდეს. როგორც არ უნდა იყოს დამნაშავეები ყველა ქვეყანაში არიან, ყველაზე წარმატებულშიც კი, მშვიდობა და სიწყნარე კი პროგრესის საწინდარია, და არ აქვს მნიშვნელობა რა მეთოდით მიიღწევა ეს. ამიტომაც აქვს იაკუძას უფლება ბაზრის “თავის” სეგმენტზე, მაგრამ მათი მოღვაწეობის სფეროს მთავრობა ზღუდავს.
იაპონიაში დამნაშავეობის მაჩვენებელი ყოველ წელს ეცემა. მძიმე დანაშაულები კი როგორიცაა – მკვლელობა, ძარცვა, ცეცხლის წაკიდება, გაუპატიურება – დანაშაულის მთელი ხვედრითი წილის მხოლოდ 0,5% შეადგენს. 100 000 მოქალაქეზე მხოლოდ 0,44 მკვლელობა მოდის წელიწადში (ამასთან შედარებით რუსეთში 100 000 მოსახლეზე – 21 მკვლელობა მოდის), იაპონია იყო და რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად.
სამაგიეროდ ყოველ წელს 30 000 იაპონელზე მეტი სიცოცხლესთან ანგარიშს ასწორებს, ე.ი. ათწლეულის განმავლობაში მილიონის მესამედზე მეტი თვითმკვლელობა ხდება. იაპონიის თვითმკვლელობის მაჩვენებლები ორჯერ უსწრებს აშშ-ს იგივე მაჩვენებლებს და განვითარებულ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია.
ერთი შეხედვით იაპონური კულტურა წინააღმდეგობებითაა სავსე, აგრამ მოდის ყველაფერს სისტემურად მივუდგეთ.
ხანგრძლივი იზოლაციის იაპონიის კულტურა
სვფ-ს თანახმად ყოველი ქვეყნის მენტალიტეტს გააჩნია თავისი ვექტორები ანუ მიმართულებები. მხოლოდ ქვედა ვექორები ატარებენ ისეთ ფასეულობებს რომელიც ადამიანების დიდი ჯგუფებისთვისაა მახასიათებელი.
ასე მაგალიტად აშშ-ს კანური მენალიტეტი აქვს, სადაც კანის ვექტორისთვის დამახასიათებელი ფასეულობებია გავრცელებული როგორიცაა დისციპლინა, კანონი, პასუხიმგებლობა, ვალდებულება და ა.შ.
არაბულ ქვეყვებში ანალური მენტალიტეტია. საზოგადოებაში დომინირებენ ოჯახური ფასეულობები და ტრადიციები.
ნაციის მენტალიტეტს დიდწილად ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები განსაზღვრავს. ამიტომაც შეზღუდულმა კუნძულოვანმა სივრცემ იაპონიაში კანური მენტალიტეტის განვითარების საფუძველი გააჩინა.
თუმცაღა იაპონიის კანური მენტალიტეტი დასავლეთის ქვეყნების მენტალიტეტისაგნ ძალიან განსხვავდება.
ყოველ ვექტორში 36 თვისებაა და ყოველ მათგანს რეალიზაციის ორი მიმართულება აქვს – გარეგანი და შინაგანი. იაპონიის მენტალიტეტის ფორმირებაში დიდი როლი შეასრულა საკოკუმ (“ჩაკეტილი ქვეყანა”) – იაპონიის დანარჩენი მსოფლიოსგან თვითიზოლაციის პოლიტიკამ რომელიც 1641- 1853 წლებში გრძელდებოდა. იაპონელებს სიკვდილის შიშით ეკრძალებოდათ ქვეყნის დატოვება, შორეული ნაოსნობის ხომალდების აგება და უცხოელებთან ვაჭრობასაც კი.
შეზღუდულმა სივრცემ და ექსპანსიის შეუძლებლობამ (ძლიერი მეზობლები და თვითიზოლაცია) ჩამოაყალიბა იაპონიის სრულიად განსაკუთრებული კულტურა – ცხოვრების სუფთა იაპონური მოწყობა, სადაც კანური ვექტორის ყოველი თვისება მხოლოდ შიდა მიმართულბით განვითარდა.
გონებისდაკარგვამდე ეკონომიურები არიან, კანური მინიმალიზმი უკიდურესობამდე მიდის. მათი ბინები ძალიან პატარაა, საშუალოდ 12კვ/მ, მინიატურული ავეჯი, საწოლი არაა. იაპონიაში მიღებულია იატაკზე ფუტონებზე (პატარა მატრასი) ძილი, რომლებსაც მერე კეცენ და კარადაში ინახავენ, რომ ოთახი გაანთვისუფლონ. თითქოსდა მოსახლეობის სიმჭიდროვის გამო ეს აუცილებელობაა. თუმცა არც ერთი ასეთ პირობებში მაცხოვრებელ იაპონელს განსაკუთრებულად არ უჭირს. მაგრამ აი თუ ევროპელს მოვათავსებთ ასეთ გარემოში (იმავე კანური მენტალიტეტის მატარებელს) ის საოცრად დიდ დისკომფორტსა და მოუხერხებლობას იგრძნობს.
იაპონურ კულტურაში ყველაზე უმნიშვნელო სივრცეც კი ათვისებულია. რა თქმა უნდა ისინი დროსაც უფრთხილდებიან რაც კანური განვითარების მაღალი ფაზისთვის დამახასიათებელი სასიცოცხლო რიტმის ნაწილია. მათ მატარებლების მოწესრიგებული განრიგი აქვთ, ისინი არასოდეს იგვიანებენ და არც ადრე მოდიან. ყველაფერი წამებამდეა გათვლილი. უფრო მეტიც იაპონურ კულტურაში არსებობს მოვლენა “ინემურა” – ჩასთვლიმო სადაც მოგიხერხდება (საზოგაოებრივ ტრანსპორტში, სამუშაო ადგილზე), მოწყვიტოს ძილის ფასდაუდებელი წუთები, რაშიც იაპონელებს ვერავინ აჯობებს მათ ფაქტიურად ყველგან სძინავთ.
ქვეყნის შიგნით შინაგანი სივრცის შეზღუდვა ყოველი იაპონელის საქციელსა და შინაგან შეზღუდვებზე აისახება. ისინი ძალიან თავშეკავებულნი არიან, იაპონურ კულტურაში სოციალურ ქცევათა ნორმის მთელი კოდექსი – “გირი” – არსებობს. მაგალითად ითვლება, რომ საზოგადოებაში ემოციის გამომჟღავნება მიუღებელია. რაც უფრო ნაკლებ მოძრაობას მიმართავ შენ ვინმესთან ურთიერთობისას მით მეტ პატივს მიაგებ მას. შეყვარებულ წყვილს საზოგადოებაში ერთმანეთის კოცნა ეკრძალებათ მხოლოდ ხელის ჩაკიდება შეიძლება.
ძალიან კონცენტრირებულები არიან კარიერასა და სამსახურზე, იაპონური – ფაქტიურად მანიაკალური შრომისმოყვარეობა დიდი ხანია ლეგენდარული გახდა. უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ქვეყანაში ყველაზე დაკავებული ადამიანები არიან. მათ ექვსდღიანი სწავლება აქვთ, არდადეგები ძალიან მოკლეა, დიდი საშინაო დავალებები, გამუდმებული გამოცდები, შემოწმებები და ტესტირებები.
იაპონური კულტურა აჩვევს დისციპლინასა და კანონის მორჩილებას. იაპონელები არასოდეს კრავენ ხელს ერთმანეთს რიგებში, თავს წითელზე გზის გადკვეთის უფლებასაც არ აძლევენ. ქურდობა იშვიათობაა და მოროდიორობაც კი 2011 წლის მოვლენების მერეც კი არ გამოვლენილა, რამაც მედიის აღფრთოვანება გამოიწვია. სვფ-ს გადმოსახედიდან ამაში არაფერია გასაკვირი – იაპონელების მენტალიტეტში უბრალოდ არ დევს – მიითვისონ სხვისი. კანი მონადირე-ალიმენტატორი თავისი გამოქვაბულის ახლოს არ ქურდობს, არ იღებს იმას რაც ცუდად დევს. აქ შეგვიძლია თვალი მივადევნოთ კანური თვითშეზღუდვის პიკს მენტალიტეტის დონეზე, ეს კი კიდევ ერთი განსხვავებაა აშშ-სა და ევროპის კანური მენტალიტეტებისაგან, სადაც გამოქვაბულის გვერდით ქურდობას არა შინაგანი შეზღუდვები არამედ გარეგანი კანონი არეგულირებს.
იაპონურ კულტურაში კანური საინჟინრო აზრის განვითარებაზე ლეგენდები იქმნება. ეს ყველა ტექნიკური სიახლის მაღალი ხარისხიცაა, რომელიც იაპონიაში გამოდის და მთელი ნაციის ტექნოლოგიური გაჯერებულობაც – დაწყებული მულტიფუნქციური უნიტაზებითა და თავბრუდამხვევი ცათამჯენებითა და ჩქაროსნული მატარებლების სისტემით დამთავრებული. თუმცაღა ყველა ჭკუიდანშემშლელი კანური განვითარებული ტექნოლოგიების მიუხედავად იაპონელებს არ შეუქმნიათ არაფერი ახალი, ყველა დიდი აღმოჩენა (ავტომობილი, ტელეფონი, ინტერნეტი და ა.შ) ევროპელებს ეკუთვნით.
ეს ყველაფერი კანის ვექტორის თვისებებია, რაც იაპონურ მენტალიტეტში ვრცელდება სადაც მთავარი თვისება შეზღუდვაა მიმართული შიგნით. და ეს სრული სია არცაა. კანის ვექტორიანი ბავშვის განვითარების მაგალითზე ვიცით რომ ისეთ თვისებას რომელიც დისციპლინა, მორჩილება, საკუთარ საქციელებზე პასუხისმგებლობა, რაც პუბერტატამდე ვითარდება, მოზრდილობაში აღწევენ იმას, რომ კანის ვექტორიანი არა მხოლოდ ემორჩილება არამედ სხვებსაც იმრჩილებს, არა მხოლოდ თავადაა დისციპლნირებული არამედ გარშემოც ამ თვისებას ავრცელებს და იღებს იმ ჯგუფიგან ვის მიმართაც ეს თვისებაა მიმართული ადექვატურ პასუხს.
ამ მოდელის იაპონიის მენტალიტეტზე პროეცირებით შეიძლება ითქვას რომ იაპონია ბავშვია რომელიც გარე გავლენისაგან მთლიანად ჩაკეტეს, საკუთარ წვენში იხარშებოდა, ავითარებდა თვისებებს და პუბერტატში უნდა გადასულიყო, მაგრამ გეოგრაფიული მდებარეობისა და პოლიტიკური იზოლაციის გამო ისევ იმ ინფანტილურ მდგომარეობაში დარჩა.
იაპონიის ერთადერთი ექსპანსია რომელიც მთელი მისი არსებობის მანძილზე წარმატებულად დასრულდა ესაა აინების გენოციდი, რასაც შეიძლება გამოქვაბულს შიგნით გარჩევები ვუწოდოთ. იაპონიის მენტალიტეტს მორჩილება სურს, ანუ შინაგანი სურვილი არის, მაგრამ ამისთვის გამომუშავებული თვისებები და პრაქტიკული მენტალური უნარები არაა. დრო რომელიც ამ უნარის გამომუშავება უნდა მომხდარიყო უკანმოუხედავად წავიდა, თანამედროვე რეალიები და საერთო გლობალიზაციური პროცესები რომლებიც ყველგან ხდება ასეთ შესაძლებლობას არ იძლევიან.
იაპონური კულტურა სუიციდის ზღვარზე
ქვეყანას ვერ ექნება ზედა ვექტორების მენტალიტეტი, მაგრამ ადამიანთა ჯგუფებს შეუძლია ზედა ვეტორების მიმართულებით იმოძრავონ. სწორედ ასე ხდება იაპონურ კულტურაში სადაც სმენის ფასეულობები (სულიერი საკითხები, ცხოვრების აზრის ძიება) საბაზისოა (აქ ბურლანი უშვებს შეცდომას, რეალურად მენტალიტეტში ზედა ვექტორებიც ისევე შეიძლება გვხვდებოდეს, როგორც ქვედა - ს.ღ).
იაპონიის კულტურის სმენური მიმართულება მისი ბუნებრივ-გეოგრაფიულ პრობებითაცაა განპირობებული. ჩვენ ვიცით, რომ საერთო ტრაგედია უფრო მეტად აერთიანებს ადამიანებს ვიდრე საერთო სიხარული. გაერიანება გამოიხატება როგორც პრიმიტიულ დონეზე, ურთიერთდახმარებით, ასევე “რატომ? რისთვის? რის გამო? კითხვებზე პასუხის მოსაძებნად. ბუნებრივი კატაკლიზმების პირობებში იბადება სმენური სულიერი ძიებანი საკუთარი არსებობისა, სიცოცხლისა და სიკვდილის საკთხებში გასარკვევად.
ისტორიულად ეს გამოვლინდა რელიგიურ პლანზე (“საკურას ყვავილების“ სახალხო თვალიერება შესაქმის გამოცანის შესაცნობად) ისე სოციალურზე – ჰარაკირი – თვითმკვლელობის ნაციის დონეზე სოციალურ ნორმაში აყვანა, (მთელი დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით სადაც თვითმკვლელობას კიცხავს საზოგადოება), კამიკაძე (თვითმკვლელი-პილოტების სასიკვდილო შეტაკებები) და იაპონური ლექსები ხოკუ რომლებიც სამ სტრიქონში სუფთა სმენურ აბსტრაქტულ აზრებს გადმოგვცემენ, – “არსადაა მსუბუქი კვამლი, ძილი მიბინდავს თვალებს” (მუკაი კიორაი). იაპონური კულტურის სმენური მიმართულება ჩანს ჰიკიკომორის ფენომენშიც და ისეთ წვრილმანებშიც კი როგორიც ისეთი მექანიზმის შექმნაა რომელიც “ამ ხმებს” ახშობს ტუალეტში, აკრძალვა ტელეფონზე საუბარზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში (დაშვებულია მხოლოდ სმს) ხელი რომ არ შეუშალონ სხვა მგზავრებს და განსაკუთრებით სავალდებულოა თვითმფრინავში სადაც როგორც ცნობილია ძალიან დიდი ხმაურია ხოლმე.
გარდა ამისა ძნელად თუ მოიძებნება სხვა განვითარებული ქვეყანა სადაც სექტები სერიოზული ეკონმიკური და პოლიტიკური ძალაა. მაგალითად ერთერთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტია იაპონიაში – “კომეიტო” (“სუფთა პოლიტიკის პარტია”) უშუალოდ დაკავშირებულია სექტა – სოკა გაკკაისთან.
მთელი ვიზუალური კულტურა იაპონიაში სმენის პრიზმაშია გატარებული და აბსტრაქტულ იდეებს გამოხატავს. ეს გამოვლინდა ანიმეში, იკებანაში, ტანსაცმლის სტილში, ეს ყველაფერი მხოლოდ იაპონიაში არსებობს.
იაპონიის კულტურა – სექსი ყველგანაა საწოლის გარდა
ამ ფონზე მაღაზიებში პორნოჟურნალებისა და ეროტიკული ლიტერატურის უწყვეტი ნაკადი (საბავშვო წიგნების გვერდით), ფლაერები შიშველი ახალგაზრდა გეიშების ფოტოებთ, საფოსტო ყუთებში და გულახდილი ეროტიული აღწერები ნაციონალურ გაზეთებში. ტრადიციულად ყველა ახალდაქორწინებულს ჩუქნიან ილუსტრირებულ წიგნს სადაც სექსუალური თამაშების სხვა და სხვა ვარიანტებია აღწერილი. ტელევიზიაც, სადაც ქვეყნის პირველ არხზე გადის გადაცემა “გადაარჩინე კვერცხები” – მამაკაცს გინეკოლგიური სავარძლის მსგავს მოწყობილობაში სვამენ და იწყება კითხვები და ყოველ არასწორ პასუხს მოჰყვება ჩაქუჩის დარყმა მტკივნეულ ადგილას. მეორე ადგილზეა – ვაჟიშვილების შეჯიბრი – გამარჯვებული პორნოვარსკვლავთან სექსის უფლებას იღებს, რა თქმა უნდა გონგის ხმაზე, საფიტების შუქსა და ვიდეოკამერების მზერასთან ერთად.
გამოვრთოთ ტელევიზორი და ჟურნალი გადავშალოთ. ისევ საოცარ რამეებს ვაწყდებით. რა საოცარია ეს იაპონური მედია – ყველა ბავშვის სახიანი პერსონაჟი არაბავშვური მკერდითა და აუცილებლად მოკლე სასკოლო ფორმითა და თეთრი საცვლებით. მერე კი მას უკვე ხდიან და ყველა წარმოდგენილ და წარმოუდგენელ პოზაში აყენებენ. ჯერ მარტო ჰენტაის სახესხვაობები რად ღირს, როგორიცაა ტენტაკლი, ფუტანარი (ჰერმაფროდიტების ურთიერთობა), ეროგურო (გაუპატიურების, ცემის, ნეკროფილიის და ა.შ. სცენები) და სიოტიკონი და ლოლიკონი (ეროტიული სცენები ბავშვების მონაწილეობით).
იაპონურ კულტურაში სექსუალურ დევიაციებზე ცალკე სტატიის დაწერა შეიძლება. თუნდაც მაგალითად ავიღოთ სპეციალური მაღაზიები სადაც იაპონებლი სკოლის მოსწავლე გოგონები თავიანთ ნახმარ საცვლებს ყიდიან. მათ სპეციალურ ვაკუუმურ ქილაში ათავსებენ (სუნი რომ არ გაქრეს), მერე კი მათ მოზრდილი მამაკაცები ყიდულობენ, რომ გოგონების სურნელი შეიგრძნონ.
ასევე საინტერესოა შიმბარის ხელოვნება – ესაა ბანდაჟი რომელიც იაპონელ ქალებში დიდი პოპლარობით სარგებლობს. ევროპაში ბანდაჟი სადომაზოხისტური პრაქტიკის ერთ-ერთ გამოვლინებად ითვლება, სადაც მთავარი შემდაგენლებია – ტკივილი, მორჩილება და შებოჭვა, ძირითადი აქსესუარები კი ტყავის ქამარი და ბორკილებია. იაპონიაში ბანდაჟის დანიშნულება პრინციპულად სხვაგვარია. შესაბოჭად აქ მხოლოდ რბილ კანაფს და ბამბის თოკებს იყენებენ, რომლებსაც სპეციალურად ამუშავებენ, რომ კანზე კვალი არა დატოვონ. გოგონას განსაკუთრებული ხერხით აბამენ და კიდებენ.
ყველაზე მთავარია “სწორი თოკების” მიგნება რაც როგორც იაპონელები ირწმუნებიან შებოჭილის სულიერი სამაყაროს მთავარი გასაღებია. ამ ყველაფრის მიზეზი ადამიანის გახსნაა, იძულება, რომ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგოს და ამას მისთვის მოძრაობის საშუალების წართმევით აღწევენ. რაღა თქმა უნდა ეს სუფთა კანური პრაქტიკაა, კანური მენტალიტეტის ბაზაზე გაჩენილი. პირველ რიგში კანის ვექტორიანი ადამიანები უდიდეს სიამოვნებას იღებენ ვექტორის ეროგენული ზონის – კანის სტიმულაციით, მეორეც ისინი იხსნიან სტერსს – რომელიც გამუდმებული შინაგანი შებოჭვისგან ჩნდება.
იაპონურმა კულტურამ პორნოინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. მათი გასართობი თოჯინებიც კი ბევრად უკეთესია ევროპულზე, გაკეთებული მაღალი ხარისხის სილიკონით, რომელიც გადაჭიმულია მეტალის ჩონჩხზე უმრავი შემაერთებლით რაც თოჯინას ადამიანის სხეულის იმიტაციის საშუალებას აძლევს. მათ მოდურად აცვიათ მათი სახის ნამდვილისგან გარჩევა რთულია. განსხვავებაა მხოლოდ ისაა, რომ არ ლაპარაკობენ. ხოლო თუ ამის შესაძენად ფული არ გყოფნით, მაშინ იაპონური კულტურა გთავაზობთ ასეთი თოჯინების ბორდელს შეუაროთ (ასეთი მთელს იაპონიაში 70-მდეა) და თქვენი გემოვნებისამებრ შეარჩიოთ თოჯინა. მსგავს დაწესებულებებს დღეში დაახლოებით 30 ადამიანი სტუმრობს და მათი ასაკი მერყეობს მოზარდებიდან მოხუცებამდე, ხშირად მათ თავიანთი რეკვიზიტიც მოაქვთ, სხვა და სხვა კოსტიუმები და აქსესუარები.
იაპონურ კულტურას შეუძლია დაიკვეხნოს მთელი ეს სახესხვაობები სექსუალურ კულტურაში რაც ძალიან აოცებს ნებისმიერ უცხოელს. მაგრამ რა იმალება ამ ყველაფრის მიღმა?
მოდით ახლა სტატისტიკას მივმართოთ: იაპონიის მოზარდების მესამედი აცხადებს რომ სულაც არ უნდათ სექსი. სამთავრობო კვლევებმა დაადგინა, რომ იაპონელი მოზარდების 35% 16- 19 წლამდე სექსისადმი ზიზღს განიცდიან, ახლა კი ეს ციფრი უკვე გაორმაგებულია 2008-სთან შედარებით როცა მხოლოდ 17% შეადგენდა. აღმოჩნდა რომ იაპონელებს უბრალოდ არ იზიდავს სექსი.
შობადობის დონე ქვეყანაში 1,21 ბავშვია ოჯახზე როცა მინიმუმ საჭიროა 2,08. იაპონიის მოსახლეობა რომელიც ახლა 127 მილიონ ადამიანს შეადგენს 2050 წელს 95 მილიონზე ხოლო 2100 წელს უკვე 47,7 მილიონზე დავა. როგორც მკვლევარები გვარწმუნებენ წყვილების ნაწილისთვის პირველი საქორწინო ღამე უკანასკნელიც ხდება. თვეში ერთხელ სექსი საუკეთესოა რისი იმედიც იაპონელ ქალს უნდა ჰქონდეს.
სმენურმა მიმართულებამ იაპონური მოსახლეობა სრულ ასექსუალობამდე მიიყვანა. უსასრულო პორნოგრაფია ხელმისაწვდომად ესაა სმენური დაძაბულობის მოხსნის მცდელობა მენტალურ დონეზე (როგორც თავსმოხვეული მასტურბაცია კან-სმენა მოზარდ გოგონასთან პუბერტატის პერიოდში ის სექსუალურად ვერ ავსებს მაგრამ აუვსებელი სმენური სურვილებისგან იცავს). ვიღაცას შესაძლოა მოეჩვენოს, რომ ეს საზოგამოების წარმოუდგენელი სექსუალური გარყვნილებაა მაგრამ ეს ასე არაა. პორნოგრაფია იაპონიაში ეს დამცავია და თუ ამას მოვაცილებთ თვითმკვლელობათა რიცხვი ერთი ორად იმატებს.
სექსმა იაპონიაში დაკარგა ინტიმურობა, ის უკვე აღარაა რაღაცა ორისთვის. იაპონიაში სექსუალური დანაშაულიც კი შემცირდა რადგან აღარაა სექსის მიმართ ინტერესი და სურვილი სექსით დაკავდნენ, სმენა მთლიანად თრგუნავს ნაციის სექსუალობას, რაც ასევე სხვა და სხვა სექსუალურ გადახრასა და პორნოგრაფიის გასაჯაროებას იწვევს, რაც კიდევ უფრო კლავს ცოლქმრული სექსუალური ურთიერთობის სურვილს. ერთი მეორეს ებმის – აუვსებელი სმენა ცდილობს ამოტივტივდეს და მიმართულება უკარნახოს და სტრესის მოსახსნელად პორნოგრაფიის გავცელებისკენ მოუწოდებს, რომელსაც თავის მხრივ კანის სექსუალური სურვილები მინიმუმამდე დაჰყავს.
ასე მაგალითად იაპონელ სკოლის მოსწავლე გოგონათა შორის ერთი პერიოდი მოდაში იყო – მოზრდილ მამაკაცებთან წოლა სხვა და სხვა ნივთების და საჩუქრების გამო, ანდა უბრალოდ მატერიალური გამორჩენის მიზნით. ასეთი ტენდენცია სავსებით მისაღებია იაპონურ კულტურაში და შეიძლებოდა გაჩენილიყო მხოლოდ კანური მენტალიტეტის ფონზე და სმენური უკმარისობების ფონზე ინტიმის მთლიანდ გამორიცხვით.
იაპონური კულტურა ანიმეში
ანიმე, მულტფილმები, ვირტუალური რეალობა, ვიდეოთამაშებით გატაცება უკვე იაპონური კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. იაპონიაში ლუდომანია – ნაციონალური დაავადებაა, ხოლო ტამაგოჩის სიკვდილის გამო ფანჯრიდან გადახტომა უკვა აღარავის უკვირს.
ანიმე – იაპონური ანიმაციაა, რაც იაპონური კულტურის სრულიად უნიკალურ პლასტს წარმოადგენს, რომელსაც დიდი გავლენა აქვს არა მხოლოდ იაპონიაში არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
იაპონიის ანიმე პრინციპულად განსხვავადება სხვა ქვეყნების მულტიპლიკაციისგან, ეს გავლილია მოზარდ და მოზრდილ მაყურებელზე და ნახატებიც შესაბამისია. როგორც წესი იაპონელი ანიმატორები ყველა მეტ ყურადღებას პერსონაჟის თვალებს აქცევენ და ეს შემთხვევითი არაა. თვალებით შეიძლება პერსონაჟის ხასიათის მისი ასაკისა და სხვა პერსონაჟებთან დამოკიდებულების განსაზღვრა. თვალები სულის სარკეა, ამიტომაც რაც უფრო დიდი თვალები აქვს მით უფრო კეთილი პერსონაჟია. ამავე პრინციპით ბავშვებსაც იაპონურ ნახატებში დიდი თვალები აქვთ.
დღეს ანიმე მოიცავს სერიალებს ბავშვებისთვის (ჟანრი კომოდო) მოზარდ და მოზრდილ მაყურებელზე გათვლილი – სიონენ (ბიჭებისთვის) და სიოძიო (გოგონებისთვის) და სრულფასოვანი დიდების ანიმე ჰენტაი, ასევე იაოი და იური – ერთი სქესის ადამიანთა შორის რომანტიკულ დამოკიდებულებაზე შექმნილი ანიმე (რაც ტრადიციულად მიღებულია იაპონურ კულტურაში).
ანიმე-სიუჟეების უმრავლესობა მანგადან (იაპონური კომიქსები) მოდის. ანიმაციური სერიალებით ასეთი გატაცება მანგას პოპულარობიაც აიხსნება. იაპონური წიგნი ანდა გაზეთი რომ წაიკითხოთ სულ ცოტა 2500 იეროგლიფი უნდა იცოდეთ. იაპონელმა მოსწავლეებმა როგორც წესი ამის მხოლოდ მესამედი იციან და მხოლოდ კომიქსების წაკითხვა შეუძლიათ ამიტომაც იაპონელი მოზარდები გამუდმებით კითხულობენ მანგას და უყურებენ ანიმე სერიალებს.
თუ ყველაფერს სვფ პრიზმაში შევხედავთ, ანიმე ესაა სმენური აბსტრაქტული აზრების ვიზუალურ ხატოვან გამოსახულებაში გადატანა. ასე იბადება არაორდინალური ჩახლართული სიუჟეტი, ხშირად ღრმა ფილოსოფიური ქვეტექსტით (სიკვდილის დღიური, ევანგელიონი)…
აქედანაა თავად ანიმეს პერსონაჟების განდეგილობაც, ესენი ხშირად არიან მარტოსული ხალხი, ცოტა მეგობრით, უცხოები თავისიანთა შორის.
ანიმეს ფანები საკუთარ ფან-კლუბებსა და საზოგადოებებს ქმნიან, გააჩნიათ საკუთარი სლენგი, ჟესტიკულაციის განსაკუთრებული მანერა და ჩაცმულობაც კი.
ისინი ესწრებიან ანიმე ფესტივალებს, მონაწილეობენ კოსპლერებისა და ანიმე არტის კონკურსებში. (კოსპლეი (costume play – “კოსტუმირებული თამაში”) ეკრანზე მიმდინარე მოქმედების განგებ დაკოპირება). ამგვარად კოსპლეერები მთლიანად ითვისებენ ეკრანის გმირის მანერებს და ირგებენ მათ ტანისამოსს, ვარცხნილობას, სხვა ატრიბუტებს და მთლიანად გარდაისახებიან.
ანიმეს ფანები მშვიდობიანი სოციალური ჯგუფია. არასოდეს ყოფილა შემთხვევა რომ ვინმეს თავს დასხმოდნენ ანდა ჯგუფურად წასულიყვენენ ვიტრინების ჩასალეწად.
ანიმეს ინტერესი სმენებსა და ვიზუალებს უჩნდებათ. აქ ლამაზი სურათებიცაა და შინაარსიც განსაკუთრებულად აზრიანია, იაპონიის კულტურას, სიცოცხლეს და აზროვნების წესს გადმოსცემენ, რომელიც ასე ახლოსაა სმენებისა და ვიზუალებისთვის.
ანიმეთი ფანატიკური გატაცება ან განუვითარებელ ვიზუალურ ვექტორზე, ან არარეალიზებულ სმენაზე მეტყველებს. ვიზუალი ანიმემოყვარულები ხშირად ძალიან ინფანტილურები არიან, ინტერესების მეტად ვიწრო სფეროებით, რაც ანიმების დაუსრულებლად ყურებიდან იწყება და საყვარელ პერსონაჟისადმი მიბაძვით მთავრდება.
სმენებს ანიმეში გარკვეული სულიერი აზრის, მარადიულ კითხვებზე პასუხის დანახვა შეუძლიათ. არარეალიზებული სმენის ვექტორი ანიმეში “გარბის” რეალური სამყაროდან და ხშირად თვითმკვლელობით ამთავრებს.
იაპონური კულტურა აზრის ძიებაში
კაცობრიობა მთელი თავისი არსებობის მანძილზე ეძებს პასუხებს კითხვებაზე: “საიდან გაჩნდა?” “რაშია ცხოვრების აზრი?” იაპონიაში ეს ნაციონალურ დონეზეა აყვანილი, მაგრამ ამ სფეროში მაინც ვერაფრით დაიკვეხნიან.
უფრო პირიქითაა, იაპონური კულტურის სმენური მიმართულება ჩიხში შევიდა. ამაზე მეტყველებს ძილის ხელოვნება “ინემურიც” რითაც ასე განთქმულნი არიან იაპონელები. ძილში სმენა “იხვეჭს სიამოვნებას”. “ქრონიკული ძილი” სმენის არარეალიზებულობის შედეგია რომელიც შინაგან წნეხს გაურბის, წნეხს რომელიც არაფრის გასაქანს არ აძლევს. სმენა დომინანტი ვექტორია – მისი აუვსებლობა კი ყველა ვექტორის სურვილებს ფარავს. დაავადებული არარეალიზებული სმენა მიდის დეპრესიისკენ, ნეგატიურ მდგომარეობამდე და ბოლოს თვითმკვლელობით ამთავრებს.
ერთ ადამიანში არარეალიზებული სმენა თვითმკვლელობას იწვევს ხოლო ნაციის მაგალითზე – კატაკლიზმებს, ხოლო უფრო მაღარ დონეზე – შეუქცევად ნეგატიურ პროცესებს საკაცობრიო დონეზე.
აშკარაა რომ იაპონიის თვითმკვლელობების სტატისტიკა სწორედ დათრგუნულ დაავადებულ სმენის ვექტორზე მეტყველებს, მისი მასშტაბები მთელს ნაციაზე ვრცელდება. სმენის ვექორის აუვსებლობს არაცოცხალ დონეზე იწვევს კატასტროფებს. აი ასეთია ის – საყვარელი, განუმეორებელი იაპონური კულტურა…
მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე