ინტროვერტი. ადამიანი, რომელიც ისწრაფვის საკუთარი შინაგანი სამყაროს სიღრმეებისკენ


ინტროვერტი. ადამიანი, რომელიც ისწრაფვის საკუთარი შინაგანი სამყაროს სიღრმეებისკენ

ლათინურიდან თარგმნილი სიტყვა “ინტროვერტი” ნიშნავს ჩაღრმავებას შიგნით. ზოგად ფსიქოლოგიაში ინტროვენტული ტიპი განისაზღვრება ისეთი განმანსხვავებელი ნიშნებით, როგორიც არის შინაგან სამყაროზე კონცენტრაცია, გულჩათხრობილობა და სწრაფვა განმარტოებისაკენ.

ვიკიპედიაში ინტროვერტად იწოდება ადამიანი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს თავისი წარმოსახვებისა და ფიქრების სამყაროს ნებისმიერ გარეგან ობიექტებთან კონტაქტს. ეს განსაზღვრება არ იძლება მკაფიო ცნებას ინტროვერტის განსაკუთრებულობაზე. რას ეძებს იგი თავის სიღრმეებში და რატომ ისწრაფვის განმარტოებისაკენ? არის კი ის მუდამ ჩაკეტილი თუ ასეთად მხოლოდ ეჩვენებათ მის ირგვლივ მყოფებს? თუ ვინ არის ინტროვერტი, ამის ზუსტ და მრავალმხრივ განსაზღვრებას იძლევა სვფ.

სიტყვა “ინტროვერტის” მნიშვნელობას გააჩნია მრავალდონიანი სიღრმე (გაგება), რომელიც მოიცავს ასეთი ტიპის ადამიანური ფსიქიკის მიმართულებას ყოველნაირი განსაკუთრებულობისაკენ. შინაგანი ხასიათები, რომლებიც იხსნება სვფ-ში არ უტოვებს ადგილს შემთხვევით ინტერპრეტაციებს.

უკარება და გულჩათხრობილი, მდუმარე და იდუმალი, ქედმაღალი და ყველასგან გამოცალკევებული – ინტროვერტი, ბოლოსდაბოლოს გასაგები ხდება.

სვფ-ში ფსიქიკა განიხილება ოთხი მეოთხედის ერთობლიობით. ყოველი მათგანი მოიცავს ორ ვექტორს, რომლებსაც გაჩნიათ გარეგანი (ექსტრავერტული) და შინაგანი (ინტროვერტული) მიმართულებები.

– სივრცის მეოთხედი – კანის ვექტორი (გარეთ) და კუნთის ვექტორი (შიგნით)

– დროის მეოთხედი – ურეთრალური (გარეთ) და ანალური (შიგნით).

– ინფორმაციის მეოთხედი – ვიზუალური (გარეთ) და სმენის (შიგნით).

– ენერგეტიკული მეოთხედი – ორალური (გარეთ) და ყნოსვის (შიგნით).

ინტროვერტებია: სმენის, ყნოსვის, ანალური და კუნთის ვექტორები. ფსიქიკის ოთხი ზომა, რომელიც მიმართულია შიგნით. შევუდგეთ მათ გაცნობას ინფორმაციული მეოთხედიდან, სმენის ვექტორის მფლობელ პიროვნებიდან.

ინტროვერტი, რომელიც ყველა სხვაზე მეტად თვითჩაღრმავებულია – ეს სმენის ვექტორის მქონე პიროვნებაა.

სმენითი ინტროვერტი – ის ადმიანია, რომელიც ისწრაფვის საკუთარი თავის შეცნობისაკენ. ის არ ცნობს მატერიალურ სიამტკბილობათა აზრს, ეს კი ნიშნავს, რომ ვერ ხედავს აუცილებლობას მათ მისაღწევად სხვა ადამიანებთან კონტაქტში. მას არ სურს ფული, ძალაუფლება, ოჯახი და ურთიერთობები, მისი სურვილია ჩაწვდეს პირველმიზეზს. ის ეძებს ყოველივეს არსს.

სმენის მფლობელი ეგოცენტრულია, რომელიც ღირებულებას ანიჭებს მხოლოდ თავის შინაგან მდგომარეობებს და მიღწევებს. ეს არის ადამიანი – ფიქრი, რომლის მთელი ენერგია მიმართულია შინაგანი სამუშაოსაკენ მიზეზების და შედეგების გასაცნობიერებლად, არსებობის აზრისაკენ და ადამიანის ცნობიერების გავლენაზე მთელი არსებულის საერთო სვლაზე. სწორედ სმენები იმყოფებიან ზნეობრივი პასუხის ძიებაში კითხვაზე თავიანთ შესაძლებლობებში რაღაც შეცვალონ, იცხოვრონ არა უბრალოდ, არამედ, როგორც დიადი ჩანაფიქრის ნაწილმა.

სმენითი ინტროვერტი ადამიანია, რომელიც გამოირჩევა:

მდუმარებით: ის არის ის ვინც არ ლაპარაკობს – ის ფიქრობს. რეალიზირებადი სმენის საქციელი შეიძლება განთავსდეს ჯაჭვში შემდეგნაირად: მე ვისმენ → მე ვიაზრებ → მე ვაზიარებ იდეებს ან აზრებს წერილობითი სიტყვების საშუალებით

საკუთარ ფიქრებში ჩაძირვით: თვით მაშინაც კი, როცა სმენის ვექტორიანს რამეს ეკითხებიან, მას არ შეუძლია უცებ “ჩართვა”, რადგან მას სჭირდება დრო ფიქრებიდან გამოსასვლელად: “ჰა?.. ეს მე მკითხეთ?.. რა თქვით?” – არც თუ იშვიათად იტყვის ის, და საზოგადოებაშიც უმუშავდება უცნაური პიროვნების რეპუტაცია, რომელიც ღრუბლებში დაფრინავს.

ცოცხალ ურთიერთობებს უპირატესობას ანიჭებს არავერბალურ კონტაქტებს. ინტერნეტი, წიგნები, მესენჯერები – ეს სიამოვნებს სმენას, და არა ხმაურიანი არაფრის მთქმელი კონტაქტები.

ღამის სიმარტოვე – რატომ არის არაკომფორტულობა კომფორტის ზონაში?

ოდესღაც ადამიანებისთვის მთავარ საშიშრობას მტაცებელი ცხოველები წარმოადგენდნენ და მხოლოდ სმენის ვეტორიანებს ჰქონდათ უნარი შეეტყოთ მხეცზე, რომელიც, ჩუმად მოიპარებოდა სიბნელეში.

სმენის არქეტიპი ღამის გუშაგია. ის ფხიზლადაა მაშინ, როცა ყველას სძინავს, მიყურადებულია სიბნელეზე და სიჩუმეზე. დაჯილდოებულია მახვილი სმენით, რომ მუდამ იყოს მზად და დაიცვას ყველა უხილავი საშიშროებისაგან.

სმენის ვექტორიანებს დღესაც არ სძინავთ ღამით. მათი ფსიქიკა აწყობილია აქტივობის რეჟიმზე და განსხვავებულია ყველა დანარჩენი ადამიანის ჩვეულებრივი სმენადობისაგან. როცა დღისით ყველა ხმაურით ამჟღავნებს თავს, ის ჩუმად მიპყრობილია ფიქრებით ღამისკენ.

მხოლოდ საშიშროება, რომელთანაც მას უწევს გამკვლავება თანამედროვე სამყაროში, შეიცვალა. კაცობრიობამ დიდი ხანია მოიფიქრა თუ როგორ დაიმალოს და დაიცვას თავი მტაცებლებისგან, მაგრამ ვერ გააცნობიერა თუ როგორ გადაირჩინოს თავი თვითონვე თავისგან.

სხვა ადამიანებისად სიძულვილი, ხშირად კი საკუთარი თავისადმი, ჩვეს დღეებშიც არამართვადნი ხდებიან. გამუდმებით ხდება ხალხთაშორისი კონფლიქტები, მასიური დახვრეტები და ადამიანზე ზეწოლებიც, დეპრესიები და თვითმკვლელობები. რა ძალა მიაქანებს ადამიანებს უფრსკულისაკენ, ისე როგორც უტვინო თხა მიაქანებს ფარას ხევისაკენ?

სმენის ამოცანა, რომელიც არ აძლევს მას ღამით მოსვენებას, არის: შეიცნოს საკუთარი მე, ადამიანის სული, გამოიცნოს ძალა, რომელიც გვიბიძგებს ჩვენ მოვიქცეთ ასე და არა სხვანაირად. ისევე როგორც ძველი სმენა ცდილობდა შეეტყო ლეოპარდის მოახლოება და გადაერჩინა ჯოგი, თანამედროვე სმენა ინტროვერტიც არაცნობიერად ცდილობს თავისი საკუთარი სახეობრივი როლის აღსრულებას – შეიცნოს საკუთარი თავი, როგორც კოლექტიური ფსიქიკის ნაწილი. რა არის ამისთვის საჭირო?

რისთვის სჭირდება ინტოვერტს სხვები?

ინტროვერტის ტიპიური მაგალითი, ამ სიტყვის სრული გაგებით, ესაა სმენა ანალურ ვექტორთან ერთად. მას შეუძლია რეალიზება გაუკეთოს საკუთარ თავს მწერლობაში, პროგრამირებაში, მუსიკის თხზვაში. ყველგან, სადაც მოითხოვება აბსტრაქციული აზროვნების უნარი.

კავშირი ამ რელურობასთან აუცილებელია, სხვა მხვრივ აზრობრივი შემოქმედება არ მოიტანს მნიშვნელოვან შედეგს. მწერლები ამაოდ არ ეძებდნენ სიუჟეტებს, მუდმივად აკვირდებოდნენ და ანალზს უკეთებდნენ ცხოვრებას მთელი მისი პერიპეტიებით. თუ კი სმენა-ინტროვერტი ჯახუნით მიიკეტავს კარს და ჩაიკეტება საკუთარ თავში, მთელი მისი რეალიზაცია საკუთარ ილუზიად გადაიქცევა არავის არ დასჭირდება მისი გენიალობა. მაშინ კი ის არც მეტი არც ნაკლები, სოციოპატი გახდება.

ინტუიციური ინტროვერტი – ვინ არის ეს?

ინტროვერტი-ყნოსვა ეს ის ადამიანია, რომლის შესახებ არ საუბრობენ, არც ვიკიპედიაში, არც სხვა წყაროებში. მხოლოდ სვფ-ს შეუძლია სამზეოზე გამოიტანოს “რუხი კარდინალის” არსი.

ყნოსვის სურვილია გადარჩეს ნებისმიერ ფასად. ის გრძნობს, რომ ეს მიღწევადია მხოლოდ მთელი ჯგუფის მთლიანობითა და წუნდაუდებელი შენარჩუნებით, რომლის ნაწილადაც ის თვლის თავს.

ყველაზე საუკეთესო პოლიტიკოსები, ფინანსისტები, მზვერავები, მიკრობიოლოგები – ყველა ეს “ყნოსვითი” პროფესიები, მოითხოვენ უნარს ,,იყნოსონ“ საშიშროება პირდაპირ არაცნობიერიდან და იმოქმედონ მათ აღსაკვეთად. ესენი არიან სტრატეგები, ინტუიციური, არავერბალური აზროვნებით.

რატომ არის, რომ ასეთ ადამიანებს ინტროვერტებს ათვლიან? ისინი არიან უემოციონი, არ ლაპარაკობენ ბევრს, ცდილობენ შეუმჩნეველნი დარჩნენ. მეტიც, სხვებისთვის ყნოსვითი ადამიანის “სუნი” არ შეიგრძნობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფერომენები, რომლის მიხედვითაც ყალიბდება აზრი სხვა ადამიანზე, ყნოსვის შემთხვევაში, არასდროს არ გამოვლინდება. ასეთი “ბნელი ცხენი” იწვევს შიშს. სმენის ვექტორის მფლობენი ყნოსვას საერთოდ დემონისტური უნარებით ამკობენ, კარგავენ მათ გვერდით დაცულობისა და უსაფრთხოების გრძნობას. თითქოს დგახარ სამიზნის წინაშე და ვერ გრძნობ საიდან მოდის საფრთხე. ამიტომ მიმზიდველი ურთიერთობისთვის ექტრავერტებს ვერაფრით ვერ უწოდებ.

ყნოსვითი ძალა გახვეულია ლეგენდებში, იმის გამო, რომ მისი შეცნობა შეუძლებელია, სვფ-ს ტრენინგების გავლის შემდგომ მისი შეცნობა შესაძლებელია და მისდამი საშიშროება წყდება.

რა ხდება, თუ ხასიათში ვხვდებით შეუთავსებლობას?

სვფ ხსნის კანონზომიერებას, თუ რატომ შეიძლება ერთ ადამიანში ერთდროულად და რიგრიგობით გამომჟღავნდეს როგორც ინტროვერტული, ასევე ექსტრავერტული ნიშნები. ამის მაგალითია კან-სმენა. მუსიკოსს შეუძლია რამოდენიმე თვის განმავლობაში გავიდეს მთებში, სრულიად მარტოდმარტო, ხოლო შემდეგ გაიხსნას ყველაზე საკრალურ სიმღებში მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე – ეს ინტროვერტია თუ ექსტავერტი? მასში არის გარეთ მიმართული კანის ვექტორი, რომელიც შემოსავს მის უნარს ექსტრავერტულობით და ორგანიზატორული ტალანტით; (ფულის) გამომუშავების სურვილით; და სმენის ვექტორიც, რომელიც საჭიროებს განმარტოებას გონების მოსაკრებად. ამასთან ერთად, რელიზებული სმენის ვექტორიანი არ ემიჯნება ადამიანებს. ის მათში ჰპოვებს აღმაფრენას.

ვისოცკის, მაიაკოვსკის, ესენინის და ზოგიეთი სხვა ცნობილი პიროვნების ურთიერთსაწინაამღდეგო თვისებები შეგიძლიათ ადვილად ამოიცნოთ და ანალიზი გაუკეთოთ მხოლოდ ს.ვ.ფ-ს ცოდნით. მთავარი კი ის არის, რომ შესაცნობია ის ადამიანები, რომ თავს გახვევიათ ცხოვრებაში, და მათი განსხვავებების მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნება საკუთარი თავის ზუსტი გაცნობაც. აკი ყოველნაირი შეცნობა შესაძლებელია მხოლოდ განსხვავებებით.

მთარგმნელი: რუსლანი ლორჩოშვილი

  • პატარა სმენების ზრდა-განვითარება

  • თვითმკვლელი ტერორისტები – ვინ არიან ისინი?

  • სმენური ფსიქოტიპი: შემოქმედსა და წითელ ღილაკს შორის

  • სმენის ვექტორიანთა რაოდენობა

  • სმენური ბავშვის სოციალიზაცია

  • სმენითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (ანალ-სმენა)

  • ყნოსვითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (ანალ-ყნოსვა სმენით)

  • საიდან ჩნდება სურვილი ვუსმინოთ მუსიკას?