მოზარდთა თვითმკვლელობები
მოზარდთა თვითმკვლელობები
ვინ ვარ?
რატომ ვარ ამ სამყაროში?
მარტოდ მარტო ვარ ჯერ მხოლოდ 14 წლისა.
ყველაფერი მტკივა.
ამ ტკივილს რომ თავი დავაღწიო ვხტები და ნანატრ თავისუფლებას ვიღებ.
უზრუნველყოფილი ოჯახის მოზარდები, რომლებსაც არც საკვები აკლიათ, არც ტანსაცმელი, ყველაფერი საკმარისად და თავის დროზე აქვთ. მათი ნებისმიერი სურვილი დაუყოვნებლივ სრულდება. რატომ 14-15 წლის ასაკში, როცა ამდენი შესაძლებლობაა წინ, რატომ მთავრებენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით? რას ვერ იღებენ, რა არ ჰყოფნით?
რა განაპირობებს მოზარდების თვითმკვლელობებს და რატომ იქცევა ის მასობრივ მოვლენად? რა გადაჭრის ამ პრობლემას? ამ კითხვებზე პასუხებს სვფ ტრენონგზე მიიღებთ.
ბავშვთა და მოზარდთა თვითმკვლელობის სტატისტიკა.
მოდით ჯერ ფაქტებს მივმართოთ. 2011-დან 2015 მდე რუსეთში ბავშვთა და მოზარდთა თვითმკვლელობები ყოველწლიურად 10% მცირდებოდა. თუმცა 2016 წელს ეს რიცხვი უეცრად 57%-ით გაიზარდა. გამოითქვა მოსაზრება, რომ ასეთი ნახტომი გამოიწვია ინტერნეტში გამოჩენილმა ე.წ “სიკვდილის ჯგუფებმა”.
იკვეთება ორი ძირითადი მიზეზი.
1. ოჯახური კონფლიქტები – 30%
2. გაუზიარებელი სიყვარული – 30%
“სიკვდილის ჯგუფები” მხოლოდ 1% შემთხვევაში ახერხებენ მოზარდებს თვითმკვლელობისაკენ უბიძგონ. სუიციდის პრობლემა ისევ აქტუალური რჩება. რატომ ირჩევენ მოზარდები სიკვდილს? ნუთუ მშობლებთან კონფლიქტი ან გაუზიარებელი სიყვარული პირველი რიგის მიზეზებია რომელიც მოზარდებს უფსკრულში კრავს ხელს?
სწორი არჩევანის ილუზია მოზარდებში.
15 წლის გოგონამ თავის ექაუნთში სიკდილის წინ დაწერა “როცა ამას წაიკითხავ მე უკვე კარგად ვიქნები”. პასუხად კი სწერენ “იმედი მაქვს მანდ უკეთ იქნები”, “მანდ უკეთ იქნები.”
რატომ არჩია სიკვდილი სიცოცხლეს? იქნებ იქ მართლა უკეთესად იქნება ვიდრე აქ?
ხოდა ის იქ არ არის. არაფერიც არ შეუმსუბუქდა. როცა ადამიანი თავს იკლავს, ამ დროს მხოლოდ სხეული კი არა ჯერ ფსიქიკა კვდება.
სანამ ბავშვი იზრდება მშობლები ზრუნავენ მასზე და სიცოცხლეს უნარჩუნებენ. 6-7 წლის მერე უკვე სკოლაც ერთვება და ზრუნავს ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. განათლებისას აგრეთვე პასუხს აგებს თანატოლებთან ურთიერთობაზე პუბერტატისას 13-15 წლამდე. თუ მოზარდობის პერიოდი უმტკივნეულოდ ჩაივლის, ბავშვი სწავლობს დამოუკიდებლად როგორ შეინარჩუნოს სიცოცხლე და დაიწყოს მოზრდილი ცხოვრება – აირჩიოს პროფესია, მოეწყოს სამსახურში.
სვფ გაგვარკვევს მოზარდების რომელ ნაწილს აქვს მიდრეკილება სუიციდისკენ. სმენის ვექტორის ქონა ერთ-ერთი განმსაზღვრელია საკუთარი სიცოცხლის მოსობის გადაწყვეტილებაში. როცა სმენა მოზარობისას იკლავს თავს, სინამდვილეში მას საძულველი სხეულისგან განთავისუფლება უნდა.
სმენა სუიციდს იმისთვის მიმართავს, რომ სულიერ ტკივილს გაექცეს, რადგან ვერ იღებს სასურველს – ვერ ხსნის საკუთარ დანიშნულებას. ამ დროს ახორციელებს სიცოცხლის ერთადერთ საწინააღმდეგო აქტს – თვითმკვლელობას. როგორც სხეულს აქვს ტკივილის ზღვარი, ისე აქვს ფსიქიკასაც – ესაა ტანჯვის ყველაზე მაღალი დონე რომელსაც ადამიანი ვერ უძლებს და კვდება.
მოზარდთა თვითმკვლელობის მიზეზები – რატომ ირჩევს მოზარდი სიკვდილს.
მოზარდთა თვითმკვლელობის მიზეზები ხშირ შემთხვევაში არაა პირდაპირ კავშირში არც მშობლებთან კონფლიქტთან და არც გაუზიარებელ სიყვარულთან, უბრალოდ ესაა საბაბი რომელიც ზედაპირზე დევს. თვითმკვლელობის ნამდვილი მიზეზები სმენის ფსიქიკის სიღრმეებში დევს.
სმენა ამქვეყნად საკუთარი თავის შეცნობისთვის მოდის – ესაა მისი მისწრაფება. სმენური თვისებების დიაპაზონი იხსნება ყველა არსების მიმართ სასტიკი სიძულვილიდან – სულიერ მოძღვრის მდგომარეობამდე. შესაბამისად მოზარდის ფსიქიკის განვითარებაში ნებისმიერი შეფერხება იწვევს ნეგატიურ შედეგებს. როცა საკუთარ თავში იკეტებს ამ დროს ფსიქოლგიურ გადაძაბვას განიცდის. ხოლო თუ საკუთარ თავზე კონცენტრირების სურვილი სძლევს, გაურბის ადამიანებს – გარემოს, ამ დროს ჩნდება საკუთარი ფიზიკური სხეულის სიძულვილი. სწორედ ეს ხდება თვითმკლელობის მიზეზი.
სმენაში არანაირი გარეშე პირი არ არის, არის მხოლოდ მე – ფსიქიკის მდგომარეობებზე კონცენტრირებული. სმენა საკუთარი თავის იდენტიფიკაციას მხოლოდ თავის ცნობიერებასთან ახდენს და არა სხეულთან. სხეული როგორც სიცოცხლის ფორმა მისთვის მეორადია. ხოლო პირველადი უსასრულო ფორმა ფსიქიკაა, მისი ნააზრევი და ფსიქიკური მდგომარეობები. ამიტომაც სმენა თავისი იდეების ერთგული უფროა, ვიდრე სხეულის. ის სულ ადვილად დასთმობს სხეულს იდეების სასარგებლოდ.
სიძულვილი სულში – ესაა სიცარიელის, აუვსებელი სმენის მდგომარეობა. სიცარიელე სმენაში იწვევს უნებურ სუიციდალურ აზრებს. სმენა მიმათულია საკუთარი თავის შიგნით “ვინ ვარ? საიდან მოვედი და სად მივდივარ?” სხეული კი მისთვის ილუზორულია. ის ყველაფერში სხეულს ადანაშაულებს და ცდილობს ტანჯვისგან თავი დაიხსნას. ამიტომაც ,,უკეთეს სამყაროში“ მიდის.
სმენები უსასტიკეს სულიერ ტანჯვას განიცდის და ეს გარეგნულად თითქმის არ ჩანს. ეს განსაკუთრებული ბავშვია რომელიც შიგნით მთელ სამყაროს ატარებს. უკვე 6 წლის ასაკში სმენას უკვე არაბავშვური კითხვები აქვს – “რა არის სამყაროს მიღმა? რისთვის ვცხოვრობთ? არსებობს ღმერთი?” როცა ბავშვი მოზრდილებს ასეთ კითხვებს უსვამს – სინამდვილეში ესაა მისი თანდაყოლილი მოთხოვნილება, გაიგოს სიცოცხლის უსასრულო ფორმების შესახებ, გახსნას ფსიქიკა, ფარდა ახადოს შეუცნობელს. სწორედ აქედან მოდის მოზარდების გატაცება ფანტასტიკით. ფანტასტიკა მისთვის ესაა რეალობის მიღმა გახედვის, ცხოვრების აზრის პოვნის მცდელობა.
უსასრულობის შესახებ სმენური კითხვები მყარად ზის მოზარდის ცნობიერებაში. ჩვენ ხომ სიცოცხლის მხოლოდ სასრულ ფორმას აღვიქვამთ, იმას კი უსასრულოს ქვეცნობიერში დამალულს ვერ ვიხელთებთ.
მოზარდების სუიციდის პროფილაქტიკა – “აირჩიე სიცოცხლე”.
მაშ ასე, მოზრდი სმენების სუიციდის მიზეზები იმალება აუვსებლობით გამოწვეულ სიცარიელეებში. როგორ დავეხმაროთ პატარა სმენას გააკეთოს სწორი არჩევანი – აირჩიოს სიცოცხლე?
ყველაზე დიდი ტრამვა რასაც სმენა ბავშვს ვაყენებთ ესაა ყვირილი. ფსიქიკა ჯერ მხოლოდ ახლა ვითარდება ის ჯერ ჩამოუყალიბებელია, სუსტია. ყვირილი პატარა სმენისთვის გაცილებით საშიშია ვიდრე მოზრდილისთვის. თუ მშობელი გამუდმებით არაადამიანური ხმით ყვირის “მოდია აქ, უვარგისო” ან უფრო უარეს ფრაზებს მიმართავს, ეს ფსიქიკის განვითარების შეფერხებას იწვევს. სმენა ამ დროს საკუთარ თავში იკეტება და აღარ ვითარდება, ეს მას აუბედურებს.
ყვირილზე უარესი სმენისთვის ჩუმ-ჩუმად დაცინვაა. როცა მშობელი პირდაპირ ყურში ჩასჩურჩულებს “შტერო, ჩამორჩენილო,“ ან რაიმე მსგავსი. სმენა ამას გაცილებით მძაფრად აღიქვამს ვიდრე ნებისმიერი სხვა ბავშვი, ასეთ დროს ის კარგავს იმ დაცულობის შეგრძნებას რომელიც მლთიანად მშობელზეა დამოკიდებული და განუზომელ ტანჯვას განიცდის. ტკივილს რომ გაექცეს ბავშვი ცდილობს არ მიიღოს, არ გააცნობიეროს სიტყვები. ამ დროს კდება ნეირონული კავშირები, კარგავს ახლის ათვისების და შესწავლის უნარს, ამ დროს სმენა რა თქმა უნდა არ ქვეითდება, მაგრამ ბავშვი იკეტება და მთლიანად საკუთარ თავზე კონცენტრირდება.
პროფილაქტიკური მინიმუმი სმენის ვექტორიანი ბავშვების მშობლებს.
1. ისაუბრეთ მშვიდი, დაბალი ხმით. განსაკუთრებით მშვიდად წარმოთქვით ის აზრები რომლებიც გინდათ გააგებინოთ.
2. პრიორიტეტული უნდა იყოს მათემატიკის გაკვეთილები ან თუ ამის საშუალება არის მუსიკის.
3. გაუღვიძეთ უპირველეს ყოვლისა კლასიკური ლიტერატურის სიყვარული, მერე ფენტეზის და ფანტასტიკის.
სმენა ბავშვის ამოცანაა რომელიმე საგანზე კონცენტრირება. ასე მისი ფსიქიკა ვითარდება.
თუ პატარა სმენა ვერ დაიგროვებს ფიზიკის, მათემატიკის, ლიტერატურისა და მუსიკის სახით თავისი ნააზრევის გამოტანის უნარებს ის ვერ შეძლებს სოციუმში რეალიზებას. ჩაიკეტება საკუთარ თავში მოზარდობისას და დაიწყებს ამ სამყაროდან გაღწევის გზების ძიებას, ნარკოტიკებით ან თვითმკვლელობით.
თვითმკვლელობა ყველაზე საშინელი ნაბიჯია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მოზარდების თვითმკვლეობების პროფილაქტიკა მშობლების და მასწავლებლების მხრიდან.
წყარო
მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე
მსგავსი სტატიები