როგორ ვაპატიოთ შვილებს


როგორ ვაპატიოთ შვილებს

ცხოვრება ძალიან მტკივნეული რომ არ იყოს – როგორ ვაპატიოთ შვილებს

თქვენ გაწყენინეს. სულიერი ტკივილი არ გაძლევთ სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას. გინდათ, მთლიანად ამოძირკვოთ წყენის მომყენებელი თქვენი ცხოვრებიდან და დაივიწყოთ. ოღონდ, ზოგჯერ ისინი თქვენი შვილები არიან. საკუთარ სისხლსა და ხორცს როგორ ამოვშლით ჩვენი ცხოვრებიდან?

წარსულის ტყვეობაში

ხანდახან თვალზე ცრემლი გადგებათ და გული ყელში გებჯინებათ. საშინელი მდგომარეობაა, როგორც გაფუჭებული ფირფიტა, ერთი და იგივე ტრიალებს და ტრიალებს თქვენს გონებაში. თქვენ კი გონების გამომთიშველ ღილაკს ვერა და ვერ პოულობთ.

სანამ გავიგებდეთ, როგორ ვაპატიოთ, და სულაც, ვისწავლოთ პატიება, უნდა გავერკვეთ, საერთოდ რატომ სწყინთ ადამიანებს.

წყენა, როგორც მდგომარეობა ანალური ვექტორის ,,დამსახურებაა“. მხოლოდ ანალის ვექტორიანებს შეუძლიათ წლობით და დეტალურად ახსოვდეთ ყველაფერი, რაც კი სწყენიათ. საინტერესო ისაა, რომ სწორედ ანალურ ვექტორი აქცევს ადამიანებს საუკეთესო მეუღლეებად, მშობლებად, სანდო მეგობრებად და კარგი მეხსიერების მქონე ადამიანებად. სწორედ ეს უკანასკნელი თვისებაა დამნაშავე, რომ ანალებს უჭირთ რაიმეს დავიწყება. კარგისაც და ცუდისაც. შესაბამისად, წყენასაც დიდი ხნით ინახავენ.

შვილებზე წყენის საფუძველი

მნიშვნელოვანია, გავიგოთ, თუ რატომ შეიძლება საუკეთესო მშობლებად დაბადებული ადამიანები იყვნენ ნაწყენები საკუთარ ბავშვებზე. ამასთან, ბავშვების ასაკი შეიძლება იყოს ნებისმიერი – ხუთიც, ათიც და ორმოცდახუთიც.

მიზეზი ისაა, რომ ანალის ვექტორიანები ტრადიციებს არიან მიჯაჭვული. ისინი თაობიდან თაობას გადასცემენ ოჯახურ ღირებულებებს, უფროსების პატივისცემას, პატრიარქატს. მორალის კანონების დაცვა, შინაგანი და გარეგანი სისუფთავე, პატიოსნება და ოქროს ხელები – აძლევს მათ საფუძველს მოიპოვონ გარშემომყოფების პატივისცემა და მადლიერება.

მათი შვილებიც ყველაფერში საუკეთესონი უნდა იყვნენ: მორჩილებაში, სწავლაში, მუშაობაში, მშობლებთან დამოკიდებულებაში. მშობლები უნდა ამაყობდნენ თავიანთი შვილით!

და უცებ, სწორედ ასეთი „სწორი“ და კარგი მშობლების შვილი სწავლობს ცუდად, ონავრობს, იღებს სხვის ნივთებს, ტყუის, არ ასრულებს უფროსების მოთხოვნებს, არ სცემს პატივს უფროსებს, არც პატიებას ითხოვს თავისი საქციელის გამო, არც რაიმე საქმე მიჰყავს ბოლომდე, მოკლედ „ხელები უკუღმა აბია“. ამ ჩამონათვლის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა ანალის ვექტორიანი მშობლებისათვის დასკვნა ერთია – მათი თავმოყვარეობა შელახულია, სხვების რცხვენია, ვერაფრით ამაყობს, შეურაცხყოფილია უფროსების ავტორიტეტი, აწუხებთ შვილის უმადურობა.

რეალობისა და ანალური ვექტორის თანდაყოლილი ღირებულებების სხვაობა, რომლებიც ხშირად იჩენს თავს მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში, ხდება ზოგიერთ მშობელში წყენის გაჩენის საფუძველი. და თუ მოცემულ ეტაპზე მშობლები არ გაერკვევიან თავიანთი წყენის მიზეზებში, მზარდ აგრესიაში, ხანდახან კი სიძულვილში საკუთარი შვილის მიმართ, განხეთქილება უფრო გაღმავდება და ორივე მხარის ტანჯვის წყარო გახდება.

როგორ ვაპატიოთ შვილებს – ხერხები ნაწყენთათვის

რას ვაკეთებთ, როცა ნაწყენი ვართ? ველით, რომ ბოდიში მოგვიხადონ. გვგონია, რომ ეს აუცილებელი პირობაა წყენისგან გასათავისუფლებლად. ამიტომ მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვმა უნდა გაიგოს, ვინაა მთავარი ოჯახში და ითხოვოს პატიება.

იმის მიხედვით, თუ რამდენად არიან მშობლები რეალიზებულნი, რამდენად გაწონასწორებულია მათი ფსიქიკა ცხოვრების მოცემულ ეტაპზე და რამდენად ბევრია თავად მათში ჩამალული ბავშვობის ტრავმები, შეგვიძლია, დავასკვნათ, რამდენად სწრაფად აპატიებენ ისინი შვილებს. თუ წყენა მშობლებში ემატება ისედაც სტრესულ მდგომარეობას, მაშინ პატიება ბავშვისთვის სასჯელად შეიძლება გადაიქცეს.

რა მეთოდებს იყენებენ მშობლები იმისათვის, რომ ბავშვებმა გაითავისონ მათთვის „მინიჭებული“ პატიების ფასი?

დემონსტრაციულად ხანგრძლივი დუმილი, რომლის მიზანია აიძულოს ბავშვს გაიგოს მათი საქციელით გამოწვეული წყენის მთელი სიმძიმე; მუდმივი შეხსენება და შეურაცხყოფა ჩადენილი საქციელის გამო, რომ გამოიწვიონ დანაშაულის გრძნობა და მისი გამოსყიდვის საჭიროება. სხვადასხვა პირობების დაწესება (მაგ. დაალაგებ ოთახს, მიიღებ ხვალ ხუთიანს, დილით შვრიის ფაფას შეჭამ ხოლმე) პატიების სანაცვლოდ.

მშობლების ასეთი მიდგომები – რაც შეიძლება ძვირად გაყიდონ ინდულგენცია – სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ემოციური შანტაჟი, მანიპულაცია, რომელიც ხანდახან ვერბალურ სადიზმამდე დადის.

სადამდე მივყავართ დასჯა-პატიებას

რადგანაც ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და აქვთ ფსიქიკის განსხვავებული, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი თავისებურებები, პატიების მიღების აუცილებლობასაც განსხვავებულად უდგებიან. ზოგიერთი გულწრფელად ნანობს, შეწუხებულია და მშობლების სიყვარულის დაკარგვის შიშით, ყოველ ჯერზე თხოულობს პატიებას. სხვები, ისინი, ვისთვისაც უცხოა წყენის გრძნობა, დროთა განმავლობაში სწავლობენ, რომ ჯობია, ცოტათი მოიტყუონ, ვინმეს გადააბრალონ, ითხოვონ პატიება და შეასრულონ ყველა დაწესებული პირობა, რომ არ გაწელონ „შერიგების პროცესი“. სხვები სულაც არავის ავტორიტეტს აღიარებენ. მეტისმეტი ზეწოლა და, მით უმეტეს, დასჯა მშობლების ავტორიტეტის გამყარების მიზნით, მონანიების მაგივრად, დიდი ალბათობით, ბავშვის ოჯახიდან გაქცევასთან მიგიყვანთ. ნებისმიერ შემთხვევაში, პატიების მიღების პროცესი, თანაც გაწელილი და ყოველგვარი პირობებით დატვირთული, აზიანებს შვილის ფსიქიკას.

შედეგად: ბავშვისგან, რომელსაც ბუნებრივად აქვს კანონმდებლის ნიჭი, იზრდება მატყუარა. მომავალი შემოქმედისგან – შიშებით დათრგუნული ადამიანი. მომავალი ხელმძღვანელი, ან პრეზიდენტი – ყაჩაღთა ბანდის თავი. დარგის საუკეთესო სპეციალისტისა და მზრუნველი მეოჯახისგან – საკუთარ დედასა და გარშემომყოფებზე ნაწყენი ადამიანი, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი.

წყენა ზრდასრულ შვილებზე

თუ მშობლები ვერ ახერხებენ წყენებისგან გათავისუფლებას, სანამ ბავშვები პატარები იყვნენ, ეს ნიშნავს, რომ შვილებთან ერთად ეს წყენებიც „გაიზრდებიან“. რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მით უფრო იზრდებიან მშობლების მოლოდინები მათთან მიმართებაში. განა ტყუილად ჩადეს მათში ამდენი შრომა და რესურსი, თანაც ზოგჯერ თავიანთი ინტერესების ხარჯზე!

მშობლები ელოდებიან მადლიერებას, საპასუხო ზრუნვას, ბავშვები კი მათ სიყვარულსა და შრომას როგორც ბუნებრივ რაიმეს, ისე იღებენ, ვერ ხედავენ ყოველდღიური მადლიერების საჭიროებას. ასეა მოწყობილი ბუნება. ბოლოს და ბოლოს, ბავშვები თავიანთი ინიციატივით არ არ იბადებიან.

ეს ყველაფერი განსაკუთრებით კარგად ჩანს როცა ბავშვებს მშობლებისაგან განსხვავებული ინტერესები აქვთ, სხვა ცხოვრებისეული ღირებულებები, ხანდხან მშობლების ღირებულებების საპირისპირო. თვით ცხოვრება კარნახობს ბავშვებს განსხვავებულ ტემპს, განსხვავებულ მიზნებს, შესაძლებლობებსა და მიღწევის საშუალებებს. ანალური ვექტორი არ აძლევს მშობლებს საშუალებას აჰყვეს დროს. ქორწინება, ოჯახი, მორალი, თითქოს გადაიქცა თანამედროვე ვაკჰანალიად. თუ კი აქამდე ოჯახი მშობლებისათვის ციხესიმაგრეს – დღეს კი ყველა წევრის ერთად შეკრებაც კი რთულია.

დედას სწყინს, რომ მისი ყოველკვირეულ სადილებს ბავშვები ანაცვალებენ კაფეებსა და რესტორნებში სიარულს. აგარაკზე ასასვლელად დათანხმება წარმოუდგენელი სირთულეა, თუმცა უკვე დაკრეფილ ხილს ისე იღებენ, როგორც რაიმე ბუნებრივსა და აუცილებელს. ის კი, დედა როგო კრეფდა და აგროვებდა მათ, არ აინტერესებთ.

მამას აწუხებს, რომ ვაჟებს საკუთარი ხელებით არაფრის გაკეთება სურთ. მზად არიან უამრავი ფული გადაუხადონ მუშებს, ოღონდ მამას არ სთხოვონ. მერე რა, რომ ნელა მუშაობს, სამაგიეროდ, გულით აკეთებს!

მშობლების ნახვის დრო არასდროს აქვთ, „მუშაობენ“. და ან რა სამუშაო ესაა, მთელი დღე რაღაცებს აწკაპუნებენ, ან დადიან აქეთ-იქით, შეხვედრიდან შეხვედრაზე და გაუთავებლად ლაპარაკობენ. აი ადრე კი, გაივლიდი დერეფანში, ყველა გესალმებოდა, საღამოს ხელები კი გტკიოდა დაღლილობისგან, მაგრამ, სულს უხაროდა – გეგმა შესრულებული გქონდა.

როგორ მოვიქცეთ, როცა შვილებზე წყენა სულს გვიხუთავს? როგორც წესი, მშობლები იქცევიან ხოლმე კრიტიკოსებად, თავის წყენას მუდმივი წუწუნის უკან მალავენ შვილებისავე ტანსაცმლის, სამსახურის, ცხოვრების წესის, შვილების აღზრდის, თუ დასასვენებელი ადგილის შესახებ. იმას კი ვერ ხვდებიან რომ ამ დაუსრულებელი რჩევებითა და ჭკუის სწავლებით თავად კრავენ ხელს შვილებს და უკარგავენ სურვილს, ჰქონდეთ მათთან მეტი კავშირი, დაუთმონ მეტი დრო.

როგორ გამოვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან, რომლის შიგნითაც დაბუდებულია ყველა წყენა ჩვენივე შვილებზე?

როგორ გავთავისუფლდეთ წყენისაგან

ფსიქოლოგები გვირჩევენ, საჭიროა გავიაზროთ პრობლემა და რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ (გავუშვათ) ის. შესაბამისად გვთავაზობენ ჩავწვდეთ, რა იყო წყენის მიზეზი და მოქმედებს ის ნაწყენი ადამიანის განწყობაზე თუ არა. შემდეგი ნაბიჯი თავის იმ ადამიანის ადგილას დაყენებაა, ვინც გაწყენინათ და გაგება, რატომ მოიქცა ის ასე. და ბოლოს, თავად როგორ მოიქცეოდით მის ადგილას.

ფსიქოლოგები მართლები არიან, როცა გვეუბნებიან, რომ არავინაა ვალდებული, შეესაბამებოდეს ჩვენს მოლოდინებსა და გეგმებს. თუმცაღა, სწორედ ამას მოითხოვენ მშობლები შვილებისაგან. ეს კი ასე არ ხდება – და წყენასაც მსუყე ნიადაგი უჩნდება.

შეუძლებელია, ვაკონტროლოთ სხვისი ფიქრები და მოქმედებები, თუმცა ყოველთვის შეგვიძლია იგივეს გაკეთება საკუთარ თავთან. საჭიროა, ვაღიაროთ საკუთარი პასუხისმგებლობა, როგორც არასასიამოვნო სიტუაციის ერთ-ერთი მონაწილი. ვაპატიოთ ჩვენ თავსაც და მეორე მხარესაც, იმისათვის, რომ აღარ დაუბრუნდეთ ამ ტრამვირებად სიტუაციას, საკუთარ თავს კი ბედნიერებისა და ცხოვრების გაგრძელების საშუალება მისცეთ.

თითქოს, ყველაფერი გასაგები და მარტივია. თუმცა, სვფ მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგების რჩევა, საკუთარი თავის სხვის ადგილას დაყენება არამარტო უსარგებლო, არამედ რიგ შემთხვევებში საზიანოც კია. ამის მიზეზი კი ადამიანების სხვადასხვა ვექტორული წყობაა.

ადამიანებს სხვადასხვა ვექტორების მიხედვით, სხვადასხვა თვისებები, ტემპერამენტი, სამყაროს აღქმა აქვთ და, რა თქმა უნდა, სხვების საქმიანობასაც თავინთი გადმოსახედიდან აფასებენ.

იგივე ხდება მაშინაც, როდესაც ის თავს სხვა ადამიანის ადგილას აყენებს, ჩვენს შემთხვევაში, ბავშვის. იმისათვის, რომ მშობელმა სწორად შეძლოს ბავშვის ქმედებების შეფასება, მან უნდა იცოდეს, როგორ ხედავს მისი შვილი სამყაროს როგორ აზროვნებს, გრძნობს, იცოდეს, რომელი ვექტორები განსაზღვრვენ მისი ფსიქიკის მოწყობას. მხოლოდ ასე შეძლებს ის მისი ნამდვილი მოტივების გაგებას და საქციელში ლოგიკის დანახვას.

ასე რომ, ფიქრი, „თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილას“, აზრს კარგავს. წყენის მიზეზი ხომ სწორედ ისაა, რომ ბავშვები ისე არ იქცევიან, როგოც მშობლები მოიქცეოდნენ იგივე სიტუაციაში.

როგორ ვაპატიოთ და ავირიდოთ წყენა

იმისათვის, რომ შევწყვიტოთ ჯდომა და ლოდინი, როდის მიხვდებიან გარშემომყოფნი, რომ გაწყენინეს და სინანულით აღვსილნი დაიწყებენ პატიების თხოვნას, უნდა გავიგოთ, რომ ეს მომენტი შეიძლება სულაც არასდროს დადგეს. და იმიტომ არა, რომ ადამიანები სასტიკები არიან. იმიტომ, რომ მათ უბრალოდ არ ესმით, რომ გაწყენინეს. ამასობაში კი ცხოვრება გადის, თქვენ ვერ მოასწარით მისით ტკბობა, ვერც თქვენი სიყვარულის გამოხატვა თქვენი ახლობლებისადმი.

ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია, საფუძვლიანად გავერკვეთ წყენის წარმოშობის მექანიზში, როგორც შვილების, ისე ყველა ადამიანის მიმართ.

სვფ იძლევა საშუალებას, ვექტორული პორტრეტების განხილვის დახმარებით მშობლებმა გაიგონ სხვაობა თავიანთი და შვილების ფსიქიკების სხვაობებში, შეარჩონ სწორი მიდგომები და თავიდან აირიდონ უსარგებლო წყენებისა და სტრესების მთელი წყება.

მთარგმნელი: ნუცა ნიკოლიშვილი

  • რას გვატყობინებენ ჩვენი შიშები

  • ანალური ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • ანალური და ვიზუალური ფსიქოტიპები, მსგავსებები და განსხვავებები

  • ანალის ვექტორიანი მშობლების ურეთრალი შვილი

  • ანალური ფსიქოტიპის ხასიათი

  • როგორ უთანაბრდება ანალის ვექტორიანი ლანდშაფტს

  • ანალური ვექტორი - ფუძე

  • ქვედა ვექტორები კომბინაციებში