ანალური ვექტორი - ფუძე


ანალური ვექტორი - ფუძე

განვიხილოთ ანალური ვექტორის ფუძე. ფუძე ეს არის გამოვლინების მიზეზი, ვექტორის არსი, რომელზეც დალაგებულია მისი დანარჩენი თვისებები. თუ თქვენ ხელში გიჭირავთ რომელიმე მცენარის ფესვი და იცით რომელი მცენარის ფესვიცაა ეს, თქვენ ზუსტად შეგეძლებათ იმის თქმა, რა მცენარე გაიზრდება მოცემული ფესვიდან, ზუსტად შეგეძლებათ აღწეროთ რა ფერი იქნება ეს მცენარე, როგორი ფორმა ექნება მას, მოკლედ გეცოდინებათ ამ მცენარის ყველა ძირითადი მახასიათებელი, იმიტომ რომ იცით რა მცენარის ფესვია ეს, თუ შეგიძლიათ ამოიცნოთ ფესვი, ისიც იცით რა შეიძლება ამ ფესვიდან გაიზარდოს. სწორედ ასე მუშაობს ფუძე ფსიქიკის დონეზე, ეს საკმაოდ მკაფიოდ გამოჩნდა კანის ვექტორის შემთხვევაში, კანის ფუძე ფორმაა, ამიტომ ყველაფერი რასაც კანის ვექტორი აკეთებს, აორგანიზებს, აკონტროლებს, თუ შემოსაზღვრავს, გამომდინარეობს მატერიისთვის ფორმის მიცემის სურვილიდან. ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება კონკრეტული კანის ვექტორიანი, განვითარებული გაიზრდება თუ განუვითარებელი, არ ვიცით რამდენ წელს იცოცხლებს, მაგრამ საკმარისია ამოვიცნოთ კანის ვექტორი, რომ ჩვენ ყველაფერს გავიგებთ მისი ფსიქიკის შესახებ.

ანალური ვექტორის ფუძეა წარსული დრო, როგორც უკვე გითხარით, ანალური ვექტორი მიეკუთვნება დროის მეოთხედს, დროის მეოთხედის შიდა ნაწილს. ძალიან ძნელია სრულფასოვნად გაერკვიოთ ანალური ვექტორის ფსიქიკასა და ფუნქციონალურ მოდელში, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ფორმულა რომლის მიხედვითაც წარმოვაჩენთ ანალური ვექტორის ფსიქიკას. არის ფუძე და ნებისმიერ ვექტორს აქვს ამ ფუძიდან გამომდინარე 36 მეტაფიზიკური თვისება. დავუბრუნდეთ ანალურ ვექტორს, ანალური ვექტორის ფუძეა წარსული, ყველაფერი რაც მოხდა დღევანდელობამდე, თუმცა არა აწმყო. როგორც უკვე იცით კაცობრიობა მოძრაობს წარსულიდან მომავლისკენ, წარსული მომავლისგან გამოყოფილია პატარა საზღვრით, რომელიც მოიცავს მხოლოდ აწმყოს, ეს აწმყო, ეს საზღვარი კი არის კანის ვექტორი და კანის ვექტორის ყველა თვისება აწმყოზე, დღევანდელ დღეზეა მიმართული. კანური ზომა ვლინდება ფორმად ანალური ვექტორისთვის, მთელი წარსული ეპოქა შეფუთულია აწმყოთი, იმიტომ რომ მთელი ის წარსული რომელსაც ვყვებით, ან გადმოვცემთ, მოცემულია აწმყოში, დროის მოცემულ მომენტში. მომდევნო წამში ეს წამი უკვე წარსული იქნება და მას ვეღარ შეეხებით, მაქსიმუმ შეძლოთ მისი მოგონება. ყველაფერი რაც წარსულში მოხდა, რაც ხდებოდა ათასწლეულების მანძილზე გამოხატულია აწმყოთი, აწმყო სწორედ წარსულში მომხდარ მოვლენათ შედეგია. დღევანდელი დღე ის საზღვარია, რომელიც გამოყოფს წარსულს მომავლისგან, როგორც სხეულზე კანი შემოსაზღვრავს კუნთურ მასას, ისევე კანური ზომა, ანუ აწმყო, შემოსაზღვრავს მთელ წარსულ ეპოქას.

თუ საკაცობრიო ჯოგის ჩვენს მოდელს შევხედავთ, ანალური ზომა დგას სხვების უკან, არა იმ აზრით, რომ ისინი უკან მიყვებიან მიმავალ ჯოგს, არა, ისინი როგორღაც საერთოდ გამოყოფილნი არიან ჯოგისგან. ანალური ვექტორი მშვიდობის მდგომარეობაა, ეს ის ხალხია რომლებიც პრინციპში არ მონაწილეობენ ტერიტორიის გასაფართოებლად მიმდინარე ომებში, ურეთრალი და კანები ტოვებედნენ საკუთარ გამოქვაბულს იმისთვის რომ ეკონკურირათ სხვა ტომებთან, მიდიოდნენ ტერიტორიების გასაფართოებლად, ანალის ვექტორიანები კი (თუ ეს შესაძლებელი იყო) რჩებოდნენ შინ გამოქვაბულის დასაცავად. იმიტომ კი არა რომ ეშინოდათ, ან თავს არიდებდნენ, უბრალოდ აუცილებელი იყო ვიღაც დარჩენილიყო შინ და დაეცვა ქალები და ბავშვები, სხვა შემთხვევაში ეს ქალები და ბავშვები დაუცველები დარჩებოდნენ, იმ შემთხვევაშიც კი თუ გარედან საფრთხე არ იარსებებდა, ანალების გარეშე ჯოგის საცხოვრებელი ადგილი მოუწყობელი დარჩებოდა. ბრძოლიდან, ან ნადირობიდან დაბრუნებულ მეომრებს შინ უნდა დახვედროდათ ცეცხლი და მყუდროება, სწორედ ეს იყო ანალების პირველადი ფუნქცია, ყველანაირი შეგროვილი რესურსის, თუ გამოცდილების შენახვა და დაცვა. ყველაზე მეტად კი ანალის ვექტორიანები ზრუნავდნენ ახალგაზრდა თაობაზე, ბავშვებზე.

სწორედ ასეთი ფუნქციის გამო ანალები არ საჭიროებდნენ ბევრ მოძრაობას, რაც აისახებოდა მათ სუსტ ფეხებზე, ეს კი დღემდე ასეა, ანალებს უყვართ შინ ჯდომა და მეგობრებთან ერთად ლუდის დალევა. ერთადერთი სადაც ანალები სიამოვნებით დადიან, არის თევზაობა, დაჯდებიან წყლის ნაპირზე, დაიკავებენ ხელში ანკესს, დაიჭერენ თევზს და ბრუნდებიან შინ. თევზაობა ანალის ვექტორიანების დიდ ნაწილს უყვარს. ანალის ვექტორიანები ბუნებრივად ნაკლებ მოძრავები არიან, მათ არ შეეძლოთ გამოდევნებოდნენ გაქცეულ ირემს, თევზაობას კი ბევრი სირბილი არ ჭირდება.

ისე არ იფიქროთ, თითქოს ანალები სახლიდან არასოდეს გადიან, უბრალოდ ისინი მოძრაობენ მხოლოდ თავისთვის ნაცნობ ტერიტორიაზე, იმ ადგილებში რომელიც მათი ჯოგის მიერ უკვე ათვისებულია. როდესაც ჯოგი გადადის ახალ ადგილზე საჭირო ხდება ანალური გამოცდილება, ანალები სიამოვნებით უზიარებენ ჯოგს საკუთარ ცოდნას, გამოცდილებას, ტრადიციებს. ანალური ცოდნის დახმარებით ჯოგი ახერხებს მოაწყოს ახალი საცხოვრებელი სივრცე ისე კომფორტულად როგორც ,,ძველ კარგ დროში“ ჰქონდათ მოწყობილი. როდესაც ერთვექტორიანი ანალები ახალ ბინაში გადადიან, ხშირად ყიდულობენ ზუსტად ისეთ ავეჯს, ან იმის მსგავსს როგორიც ძველ ბინაში ქონდათ. როდესაც ყველაფერს ისე ალაგებენ როგორც ძველ სახლში ქონდათ, უჩნდებათ მყუდროების განცდა.

ანალის ვექტორიანები ვერ იტანენ დაუცველ ზურგს, როდესაც სამსახურში არიან, ცდილობენ დაჯდნენ კედელთან ახლოს, ზურგით კედლისკენ, გახსნილი სივრცე არ უყვართ, ოთახის შუაში თუ დასვამთ აუცილებლად დისკომფორტი ექნებათ. კანურ კომპანიებში სადაც ბევრი მაგიდა დგას ცენტრში, კედლისგან დაშორებით, თუ ანალს მოუწევს ცენტრში დაჯდომა, იტყვის ასე მუშაობა არ შემიძლია, ხალხს ზურგს ხომ არ შევაქცევო, თუ რამენაირად მიეცა საშუალება, აუცილებლად გადაჯდება სადმე კედელთად. როდესაც ზურგი გამაგრებული აქვთ და უკან კედელი ეგულებათ, თავს დაცულად გრძნობენ, მათი ეროგენული ზონა დაცულია, ეს ანალის ვექტორიანებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად ანალები ვერ იტანენ გამცემლობას, წარმოიდგინეთ მას აქვს თავისიანის იმედი, ზურგი დაცული ეგულება, ამ დროს კი ვიღაც ნაძირალა ზურგიდან ურტყამს. ანალისთვის ყველაზე ცუდია როდესაც ზის შუა ოთახში და მის უკან ღია კარია, ეს უსაშინლესი განცდაა.

ჩვენ ქვედა ვექტორებს განვიხილავთ ჯოგის მოძრაობის ფონზე. პირველი ნაბიჯს ყოველთვის ურეთრალი დგამს, მას მიყვებიან კანები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ კუნთის ვექტორებს, ხოლო როდესაც უკვე ყველა მისულია ახალ ადგილზე და ათვისებულია ახალი სივრცე ბოლოს მიდიან ანალები და ახალ ტერიტორიაზე მიაქვთ მთელი დაგროვილი გამოცდილება, რომლის დახმარებითაც ჯგუფი ახერხებს ახალ ადგილზე დაფუძნებას. ანალური ვექტორის მთელი ფსიქიკა აწყობილია სწორედ იმაზე, რომ შეინახოს წარსულში დაგროვილი მთელი ინფორმაცია და გადასცეს ის მომდევნო თაობას. ინფორმაციის დაგროვება, სისტემატიზაცია-დახარისხება, შენახვა და გადაცემა, სწორედ ესაა ანალური ზომის არსი, ეს ყველაფერი აღიწერება ერთი სიტყვით: წარსული, ეს კი ანალური ვექტორის ფუძეა. ყველაფერი რასაც ანალური ვექტორი აკეთებს, გამომდინარეობს წარსულიდან. როდესაც ჯგუფი ახალ ადგილზე მივიდოდა საცხოვრებლად, წარსული გამოცდილების გარეშე არავის ეცოდინებოდა რა როგორ გაეკეთებინა, არავის ეცოდინებოდა რა ხისგან კეთდება სანადირო მშვილდი და შუბი, როგორ მოევლოთ საქონლისთვის, რისგან შეეკერათ ტანისამოსი და ა.შ. ამ ყველაფრის ცოდნა ანალური ვექტორის მოვალეობაა.

ანალები აკურატულები და მოწესრიგებულები არიან, უყვართ როდესაც ყველაფერი თავის ადგილზეა, ყველაფრისთვის თავისი ადგილი აქვთ გამოყოფილი, იქნება ეს წიგნები, თუ სამუშაო იარაღები. აიღე, თავის ადგილზე დადე! თუ სახლი მოუწესრიგებელია ე.ი. იქ კანის ვექტორიანი ცხოვრობს (აქ იუნევი შეცდომას უშვებს. რეალურად კანის ვექტორიანები ანალებზე არანაკლებ მოწესრიგებულები არიან. უბრალოდ განსხვავებულია მოტივი. თუ ანალური წესრიგის უკან სისუფთავის და წესრიგის მოყვარეობა დგას, კანური წესრიგი თავად წესრიგის, რესურსების ხელმისაწვდომობისა და სივრცის ოპტიმალურად ათვისების იდეას ეფუძნება - ს.ღ.). ანალები კარგი მეოჯახეები არიან, ასევე შესანიშნავი მასწავლებლები, კარგი მასწავლებელი ანალური ვექტორის გარეშე წარმოუდგენელია. ანალის ვექტორიანებს ნამდვილი ,,ოქროს ხელები“ აქვთ, რამდენადაც უმწეოები არიან მოძრაობისას, რამდენადაც უმოქმედოა მათი ფეხები, იმდენად კარგადაა განვითარებული მათი ხელები, ნებისმიერი ხელით სამუშაოს შესასრულებლად. ანალის ვექტორიანებს ბრწყინვალედ შეუძლიათ დაამუშაონ ძვირფასი ქვები, ლითონი, ხე, განსაკუთრებით ხის მასალაზე მუშაობა უყვართ.

ხშირად ხელოსნები თავიანთ პროფესიულ ცოდნას მამიდან შვილს გადასცემდნენ. ანალებს შეუძლიათ ხანგრძლივად ჯდომა და მუშაობა. ანალის ვექტორიანები დიდხანს სხედან, სწავლობენ და ასწავლიან მომავალ თაობას. ხშირად არიან ხელოსნები, მემატიანეები (თუმცა არა მეცნიერები, იმიტომ რომ ამისთვის უკვე ზედა ვექტორია საჭირო), ფერმერები, მასწავლებლები, მეთევზეები. ანალური ვექტორის გარეშე ყოველ ახალ თაობას ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევდა, სწორედ ანალური ზომის წყალობით გადაეცემოდა დაგროვილი ინფორმაცია თაობიდან თაობას. ცხოველები ვერ ახერხებენ განვითარებას თაობიდან თაობამდე, შვილი მაიმუნი დედა მაიმუნზე ჭკვიანი და ინფორმირებული არ არის, ადამიანებში კი ყოველი მომდევნო თაობა იღებს წინა თაობის გამოცდილებას და უმატებს საკუთარს, რის წყალობითაც ყოველი მომდევნო თაობა უფრო მეტად და მეტად ვითარდება. ცხოველებში ადამიანებისგან განსხვავებით არ არსებობს ფსიქიკური განვითარების დონე, ამიტომ სურვილების ჭურჭელი არ არის მზარდი, ადამიანებში კი განვითარების დონის წყალობით სურვილების ჭურჭელი იზრდება, ამიტომ ყოველი მომდევნო თაობა ცოტა უფრო განვითარებულია წინაზე. ანალური ვექტორის მიერ დაგროვილი ინფორმაციის ბაზაზე, კანის ვექტორიანებმა რესურსების დაზოგვის წყალობით შექმნეს ტექნიკური პროგრესი. წარმოიდგინეთ ანალის ვექტორიანი ადამიანი, მან იცოდა ყველაფერი, იცოდა როგორ მზადდება სანადირო იარაღები, იცოდა როგორ და რა ზომის ორმო უნდა ამოეთხარათ და როგორ შეენიღბათ ეს ორმო, რომ შიგ ნადირი ჩავარდნილიყო, იცოდა სად იყო ნადირობა ყველაზე კარგი, თვითონ ნადირის დევნა არ შეეძლო, ნაკლებმოძრავი იყო, მაგრამ ყველაფრის შესახებ ქონდა ინფორმაცია, მას ისე ქონდა დახარისხებული და სისტემატიზირებული ინფორმაცა, რომ შეეძლო ნებისმიერი ახალგაზრდა მონადირისთვის დეტალურად აეხსნა, რა როგორ უნდა გაკეთებულიყო. ანალის ვექტორიანებს ბრწყინვალე მეხსიერება და ტვინში ნამდვილი კარტოთეკა აქვთ, საჭირო ინფორმაციის გახსენებაც არ უჭირთ, თუ მაინც მოხდა ისე, რომ რაღაც არ ახსოვთ, საჭირო ინფორმაციას წიგნში მოძებნიან. ანალის ვექტორიანები ფიქრობენ, რომ სხვები მათ ინფორმირებულობას არ აფასებენ და ვერ ხვდებიან, რომ ანალური ინფორმირებულობის გარეშე ყველანი მაიმუნებივით იხტუნებდნენ ხეებზე, ამიტომ უყვართ იმის ხაზგასმა, რომ მათი ინფორმაციის გარეშე არავის არაფერი გამოუვიდოდა. ხშირად როდესაც ვინმე რამეს შეეკითხება, ამბობენ: - მე რომ არ გყავდეთ რა გეშველებოდათო.

საერთოდ ანალებს ძალიან უყვართ როდესაც მათ რამეს ეკითხებიან და ისინი ყოველთვის მზად არიან, რომ რაღაც გასწავლონ, დაწვრილებით ხსნიან ყოველ დეტალს, ხშირად იმეორებენ ერთი და იგივეს (ანალები ამბობენ: გამეორება ცოდნის დედააო), თან გეკითხებიან გაიგეთ თუ ვერაო.

ანალის ვექტორიანები თვლიან, რომ ცოდნა ძალაა, სწორედ ამიტომ მთელი ცხოვრება აგროვებენ ინფორმაციას რათა შემდეგ ხელუხლებლად გადასცენ მომავალ თაობას. სწორედ ანალურ ვექტორს უნდა უმადლოდეს კაცობრიობა მთელ ცოდნას და გამოცდილებას.

ავტორი: ვ.იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე


მსგავსი სტატიები

  • ნეგატიური სცენარი ანალურ ფსიქოტიპში (2)

  • ნეგატიური სცენარი ანალურ ფსიქოტიპში (3)

  • ანალური ფსიქოტიპის სტრესები

  • ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე

  • წყენის ფსიქოლოგია გამრუდებული სულის ამბავი

  • გადადებული ცხოვრების სინდრომი

  • ანალური ვექტორი - ფსიქიკური სხეულის მოცულობა

  • როგორ ვაპატიოთ შვილებს