რას გვატყობინებენ ჩვენი შიშები
რას გვატყობინებენ ჩვენი შიშები
ვექტორების აზროვნების თავისებურებები
იმის გამო, რომ ანალური ფსიქოპტიპის ყველაზე დიდი ფასეულობა სიმართლეა, რამეში მათი გამტყუნება, მათთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასია. სამართლიანობის ძალიან მძაფრად განცდა მათ ხასიათში თავდაჯერებულობის კარგვას და ნებისმიერი დავალების შესრულების წინაშე შიშს იწვევს. თუმცა როცა ისინი დარწმუნებულნი არიან თავის სიმართლეში, იმდენად უშიშრები ხდებიან, რომ მათი გაჩერება შეუძლებელია. აამ ფსიქოტიპის წარმომადგენლებს, პატივისცემის და ავტორიტეტის დაკარგვის ეშინიათ, არსობრივად ეს ხომ მათი ხარისხის დაკარგვას ნიშნავს. მათთვის ფული იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც პატივისცემა და დამსახურებების აღიარება. მთავარი ხარისხია, პროფესიონალმა ანალმა შეიძლება ისე გაგიკეთოთ რემონტი, რომ ამით იზარალოს კიდეც ან ძალიან მცირე ანაზღაურება აიღოს, რადგან მისთვის თავად პროფესიონალურად საქმის გაკეთება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული. ხარისხი უმთავრესია, შესაბამისად ყოველთვის ცდილობენ ყველაფერში საუკეთესონი იყვნენ.
მათი არსობრივი ფასეულობაა ნდობა, შემოწმებები კი მათ არსს ეწინააღმდეგება. ამიტომ შემოწმებები, რევიზიები, ატესტაციები, გამოცდები, ნებისმიერი მდგომარეობა, რომლის დროსაც ეჭვის ქვეშ დგება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი, მათთვის სერიოზული სტრესს წარმოადგენს და ძლიერ ქვეცნობიერ შიშს იწვევს.
საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნები არიან, მუდამ ისწრაფვიან სიზუსტისკენ და აკურატოლობისკენ, ეს კი მათ ხასიათში პერფექციონიზმს წარმოშობს, რაც ძირითადად სრულყოფილებისკენ სწრაფვაში და დეტალებზე კონცენტრაციაში გამოიხატება. წარმოიშობა საქმის ცუდად, უხარისხოდ გაკეთების ან საქმის დაუსრულებლობის შიში და თუ რამე ისე არ მიდის, როგორც საჭიროა, შინაგანად ინგრევა, წარმოიდგინეთ, რომ მიხვედით პერფექციონისტ კბილის ექიმთან, ის გაბურღავს, ჩადებს პლომბს… ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ აი, რაღაცა ისე ვერ გამოვიდა, ცოტა ხელი აერია და მარცხნივ ან მარჯვნივ წაუცდა. ეს მცირე შეცდომა ძალიან მარტივად შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ ამ ფსიქოტიპის შიგნით ყველაფერი ინგრევა „ეჰ, ისე სწორად აღარაა… ეხლა რაღა ფასი აქვს“. ანალები ხარისხის შესაბამისად აფასებენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. მათ თავში ყველაფერი ხარისხის მიხედვით ლაგდება. ყველაფერს მის შიგნით არსებულ ხარისხის მაჩვენებელს ადარებს.
ურთიერთქმედება– მე და ყველა დანარჩენი
შიშის მთელი თაიგული ირთვება მაშინ, როცა ანალური ფსიქოტიპის წარმომადგენლები, გარემოსთან ურთიერთქმედებას იწყებენ. ღალატის შიში მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეგობრის, ოჯახის, სამშობლოს ღალატს, ისინი მწყობრიდან გამოჰყავს. მეუღლის ღალატზე დიდი საშინელება ხომ საერთოდ არ არსებობს და განვითარებული ანალისთვისაც კი, ეს იმდენად შოკისმომგვრელია, რომ შეიძლება აფექტში ჩავარდეს. ცოლის/ქმრის ნახვა სხვა ადამიანის მკლავებში, ანალური ფსიქოტიპის ადამიანისთვის იმდენად შეურაცხმყოფელია, რომ შეიძლება იარაღსაც დაავლოს ხელი და ორივე ადგილზე მოკლას. რა არის ამის მიზეზი? ისინი ხარისხობრივი კატეგორიებით აზროვნებენ და რაც მათთვის ხარიხსობროვად ძვირფასი, ყველაზე ახლობელი და მშობლიურია, ის მათი სულის ნაწილი ხდება. მეგობარი, ცოლი/ქმარი, ოჯახი… ამ ცნებებს აიგივებენ ერთგულებასთან, სიმართლესთან, პირდაპირობასთან, სიმყარესთან, სწორედ ამიტომ არიან მათთვის ეს ადამიანები ასე ფასეულნი. სწორედ ამიტომ ხდებიან მისი განუყოფელი ნაწილები და თუ ცოლმა უღალატა, ან მეგობარმა იცრუა, „ეს ხომ სულში ჩაფურთხებაა, ყველაზე წმინდათაწმინიდას შელახვაა“ ანალური ფსიქოტიპისთვის ამაზე დიდი საშინელება არ არსებობს.
ღალატი მათ არსზე პირდაპირი დარტყმაა. თუ ობიექტი ისეთი ხარისხის არ აღმოჩნდა, რა ხარისხიც მას ანალურმა ფსიქოტიპმა მიანიჭა, ეს ზიზღს იწვევს, გაურკვევლობაში და უსუსურ მდგომარეობაში აგდებს. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოაცალეს, ცდილობს გონება არ დაკარგოს, მაგრამ არ შეუძლია. ამ ფსიქოტიპის წარმომადგენლები, სიტუაციის შესაბამისად არ მოქმედებენ, მათი ფსიქიკა მოქნილი არ არის, ამიტომ ასეთ შემთხვევებში ისინი საშინელ დაუცველობას გრძნობენ.
იმპროვიზაცია – ეს ჩვენი საქმე არ არის
ამ ფსიქოტიპის წარმომადგენლები, ყოველთვის გამოცდილებას და ცოდნას ეყრდნობიან და როცა ამ საფუძველს აცლიან, ისინი შეშდებიან, არ შეუძლიათ სწრაფი რეაგირება. მათ შემზადება სჭირდებათ, უნდა მოიფიქრონ გეგმა, გაიაზრონ სიტუაცია. მაგალითად, საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლა – ეს არის სიტუაცია, რომლისთვისაც ის მზად არ არის, ამიტომ სიტუაციის შესაბამისად ვერ იმოქმედებს. რომ ჩაფლავდეს?! ამაზე დიდი საშინელება რა შეიძლება იყოს?! მათში ეს შიშს იწვევს.
სიმართლე, სიზუსტე, ინფორმაციის დაუმახინჯებლობა მათი ფასეულობებია და სამყაროსაც სწორედ ამ ფასეულობების პრიზმით უყურებენ.
თანამედროვე სამყაროში, სადაც ყველაფერს ყიდულობენ და ყიდიან, ანალები არცთუ ისე წარმატებულები არიან, მათთვის ხომ ვაჭრობა უცხო ხილია. მათ ხშირად ატყუებენ, ხშირად არ აძლევენ იმ ანაზღაურებას, თუ დაფასებას, რასაც ელიან. პატიოსნება მათი სიმშვიდის წყაროა, ამიტომაც ძალიან ეშინიათ მოტყუების. როცა ის ხვდება, რომ უსამართლოდ მოექცნენ, ან მოატყუეს, მაგრამ საპასუხოდ ვერაფერს აკეთებს, მას წყინს. წყენა გულში უგროვდება და უკვე აღარავისი აღარ სჯერა. „ვიცი შენისთანები, ყველაფერი ნათელია“ ამბობს ის და მთელ სამყაროზე ხელჩაქნეული ყველას უნდობლად უყურებს. აი, გოგონა უღიმის, ის კი იბღვირიება – „რას იღიმის… აშკარად რაღაც უნდა შემომტენოს, აშკარად მოტყუებას ცდილობს“. ტყუილი მას სასოწარკვეთილებაში აგდებს – ის ხომ ყველაფერს ხარისხის მიხედვით ალაგებს. მას ადამიანების ან მოვლენების თავისებური, ხარისხობრივი შეფასება აქვს, ტყუილი კი ნიშნავს, რომ ადამიანები ან მოვლენები იმ მაღალი ხარისხის არ აღმოჩნდა, რაც ეგონა. აღნიშნული ერთ–ერთი მიზეზია იმისა, რომ ანალური ფსიქოტიპი ხუმრობას ვერ იტანს, ხუმრობაც ხომ გარკვეულწილად სიმართლის დამახინჯებაა.
გარესამყაროსთან ურთიერთობის დროს გამოვლენილ შიშებზე საუბრისას არ შეიძლება არ აღინიშნოს ადამიანების შეწუხების შიში. ანალები ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან თუ ვინმეს შეწუხება ან მოცდენა უწევთ.
ასევე ახასიათებთ მომავლის შიში. ისინი წარსულის ადამიანები არიან, მათი ფუძე და არსი წარსულია და მათთვის კომფორტის ზონა სტატიკურობაა. რაიმე მოქმედების დაწყებაც კი იმდენად დისკომფორტულია, რომ თითებს იმტვრევენ, ნერვიულობენ. ახალი საქმის დაწყებას გადადებენ, თავის თავსაც საგულდაგულოდ აუხსნან, რატომ ჯობია ამ საქმის დაწყების გადადება – „ აი ჩაის დავლევ და დავიწყებ… უფ, როგორ შეიძლება რამის კეთება ამ არეულობაში, აი მივალაგებ და დავიწყებ… ინტერნეტში სიახლეებს წავიკითხავ და დავიწყებ… ღმერთო ჩემო მშიერ კუჭზე რა უნდა გავაკეთო, შევჭამ და… საქმე სად გამექცევა. ისე კი რა უნდა დავიწყო? ვიღაცამ ინფორმაცია ბოლომდე არ მომაწოდა… მომაწოდებს და დავიწყებ… საერთოდაც სამუშაო დღის დასრულებამდე მხოლოდ 2 საათიღა დარჩა, ხვალ დავიწყებ“. მუდმივად გადადებს… რატომ? იმიტომ, რომ მას ქვეცნობიერად მოძრაობის დაწყების ეშინია, პატარა ნაბიჯის გადადგმაც კი პანიკაში აგდებს, ეს ნაბიჯი ხომ წარსულში კვალს ტოვებს, არასწორი რომ აღმოჩნდეს? ამ კვალს ხომ ვერასოდეს წაშლის, მათ არაფერი ახალი არ უყვართ, არ უყვართ ახალი უფროსები, ახალი დავალებები, ახალი მიზნები, რთულად ითვისებენ ახალ ტექნოლოგიებს.
მათ ტანჯავთ შეფასების შიში, მოძრაობის დაწყების შიში, გამტყუნების შიში, ღალატის შიში, უკვე შეჩვეულის და მიღებულის შეცვლის შიში, გაურკვევლობაში აღმოჩენის შიში, რომლის დროსაც არც დასაყრდენია და არც გამოცდილება. არადა ამ შიშების დაძლევის ყველანაირი უნარი აქვთ, მაგ: შეფასების ეშინია, არადა ყველანაირი უნარი გააჩნია, რათა უმაღლესი შეფასება მიიღოს – უბრალოდ მას მომზადება სჭირდება; რაიმეს დაწყების შიშით შეპყრობილს, აბსოლუტური სრულყოფილების შექმნის უნიკალური შესაძლებლობა აქვს, მას მხოლოდ ბიძგი სჭირდება. ღალატისაგან პანიკაში ვარდება, არადა ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ იყოს ერთგული და მოსიყვარულე. შეიძლება ვერცერთი ჩამოთვლილი შიში ვერ აღმოაჩინოთ თქვენ თავში, სამაგიეროდ კარგად გეცოდინებათ, რატომ ეშინიათ ან რატომ გრძნობენ დისკომფორტს თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები, იმ საკითხებზე, რაც თქვენში მცირედ ემოციასაც კი არ იწვევს.
მთარგმნელი ლიზი ხუციშვილი
YOU MAY ALSO LIKE