ანალური ვექტორის ზოგადი მიმოხილვა


ანალური ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

რაოდენობა: 25%

მიეკუთვნება დროის მეოთხედს.

ფუძე - წარსული

ფუნქცია - დაგროვება, სტრუქტურიზაცია, სასარგებლო გამოცდილების შენახვა და გადაცემა მომდევნო თაობებისთვის დროში.

კაცობრიობის განვითარების ყოველი ეტაპი კავშირშია ცოდნის მოპოვებასთან, ახალი ცოდნის განვითარება და ტრადიციების შენახვა, აფორმირებს დროის შემდგომ პერიოდს. კაცობრიობა რომ განვითადეს - აუცილებელია ცოდნა იმისა თუ როგორ დააფიქსირო რეზულტატი. თუ არ გვეცოდინებოდა როგორ დაგვეროვებინა ცოდნა და როგორ გადაგვეცა იგი მომავალი თაობისთვის, ჩვენ ყოველ ჯერზე მუდმივად მოგვიწევდა თავიდან გვესწავლა ურთიერთობა გარემოსთან და ჩვენი ცხოვრება მუდამ ერთი და იგივე სცენარით წარიმართებოდა, ისე როგორც ცხოველებშია.

განვითარების შედეგის ფიქსირება, ინფორმაციის დაგროვება შემდგომი ეტაპების შესახებ და მისი გადაცემა მოზარდებისთვის - ესაა ფუნქცია დროის მეოთხედის შიდა (წარსული) ნაწილის - ანალური ვექტორის. ამ ვექტორის ფუძეა წარსული. ანალის ვექტორიანი ადამიანები დაჯილდოებულნი არიან წარსულის სწავლის უნარით, დაიმახსოვრონ ყველაფერი რასაც ჩვენ ვუწოდებთ გამოცდილებას და გადასცენ ეს ინფორმაცია მოზარდებს, ჯოგის მომდევნო თაობას. დაინტერესდეს წარსულით - ესაა ანალური ვექტორის ბუნებრივი დავალება. დავალების წარმატებული რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია:

1. აითვისოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და გაუკეთოს მას სისტემატიზაცია,

2. რაც შეიძლება ზუსტად გადასცეს იგი.

ხარისხი - დამახასიათებელი სიტყვაა ანალის ვექტორიანი ადამიანისთვის.

ანალის ვექტორიანი ადამიანის მიერ არჩეული პროფესიები, როგორც წესი მოითხოვს ცოდნის დიდ მოცულობას და განსაკუთრებულ აკურატულობას მუშაობისას. ესენი არიან მასწავლებლები, ხელსაქმის ოსტატები, კვალიფიცირებული სპეციალისტები, ტრადიციების შემნახველ-დამცველები და ,,წესრიგის დამამყარებლები" მსოფლიოში. ანალებს ხშირად უყვართ ისტორია. რითაც არ უნდა იყოს დაკავებული ცხოვრებაში ანალის ვექტორიანი ადამიანი, ისტორია, მისი ქვეყნის დიადი წარსული, ასევე მისი ხელობის წარმომავლობა - ამ ყველაფრის ცოდნა დიდ ადგილს იკავებს მის გონებაში.

გარეგნული იერი

ანალის ვექტორიანის ხასიათი და ვიზუალური შტრიხები ადვილი შესამჩნევია: ფართო გახსნილი სახე, დიდი, ხანდახან ორადგაყოფილი ,,ნებისყოფიანი" ნიკაპი. ხშირად მელოტდებიან. არც ისე მაღალი, ჯმუხი, მკვრივი, საკმაოდ სრული, ძვალმსხვილი. ხშირად მათ მოკლე ფეხები აქვთ (თუ არ ერთვის კანი), რომლებიც ერთი შეხედვით მძლავრები ჩანან, მაგრამ სინამდვილეში მათ ფეხებს არ შეუძლიათ გაუძლონ მძიმე დატვირთვას. ასეთი ფეხების გამო ანალის ვექტორიანი ადამიანების სიარული მოგვაგონებს ,,ბაჯბაჯს" - ისე მძიმედ დადიან თითქოს სხეულის ტარება უჭირთო.

ანალ მამაკაცებს ხშირად უყვართ წვერის მოშვება - ეს არა მხოლოდ მათ მამაკაცურ გამომეტყველებას უსვამს ხაზს, არამედ ასაკსაც მატებს, ეხმარება გამოიყურებობნენ ასაკიანებად, ე.ი. (მათი აზრით) ავტორიტეტულად. ხშირად ანალ მამაკაცებს ასევე უყვართ თავის გადაპარსვა - თუმცა ისინი ბუნებრივადაც სხვებზე ადრე მელოტდებიან. ანალის ვექტორიან გოგონებს უყვართ ტრადიციული, გრძელი ნაწნავების ტარება, ასაკოვან ანალ ქალებს კი - ტრადიციულად, აკურატულად შეკრული ვარცხნილობები, ასევე თავსაფრები. იცვამენ მორიდებულად, მაგრამ აკურატულად. უზომოდ სუფთა ტანსაცმელი, იდეალურად დაუთოებული (სტრესისას პირიქით ბინძური დაჭმუჭნული სამოსი აქვთ), შეხამებული სხეულის მოყვანილობასთან. ანალური ვექტორი კლასიკური სტილის ყველაზე ერთგული თაყვანისმცემელია. უპირატესობას ანიჭებენ ნატურალური მასალისგან შექმნილ ნივთებს. ანალური ადამიანის ფსიქიკა მოითხოვს დიდ მოცულობას, თავის საცხოვრებელ სივრცეს ისინი ასევე მასიური დეტალებით აფორმებენ, რომლებთანაც მიჯაჭვულნი არიან მთელი ცხოვრების მანძილზე - ესაა საყვარელი ტყავის სავარძელი, საყვარელი ჩუსტები, საყვარელი საათი მამისგან (სახსოვრად დატოვებული), საყვარელი მანქანა (მაგ: ჯიპი) რაც შეიძლება დიდი ზომის, და საყვარელი კვადრატული ყავისფერი პორტფელი.

ანალის ეროგენული ზონაა მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემა, ხორხიდან ანუსამდე. ზონა დაფარულია სხეულში, ასევე ანალის ვექტორიანი ადამიანი ესწრაფვის დაფაროს ამ ზონის მგრძნობელობა. ანალის ვექტორიანი ადამიანი კარგ მდგომარეობაში არასოდეს ამახვილებს ყურადღებას საჭმლის მონელების პროცესზე და არასოდეს ხუმრობს ამ თემაზე (თუ ორალი არ ერთვის). მაგრამ იდეალური მდგომარეობები ფსიქიკისთვის პრაქტიკულად არ არსებობს, ამიტომ სტრესისას ანალის ვექტორიანი ადამიანები ხშირად იყენებენ ბინძურ, წელსქვემოთ იუმორს.

ანალურ ვექტორს აქვს ბევრნაირი სცენარი, რომლებიც კავშირშია ბუნებრივი დავალებიდან გადახრასთან. ნებისმიერი ჭიდილი ,,დარტყმა გარემოსგან" ძლიერ აისახება მის გარეგნულ იერზე. ჩვენს საზოგადოებაში შეიძლება ვნახოთ ანალები: არააკურატულები, ზედმეტად გასუქებულები, ისეთებიც თავის გარეგნობას მუსკულებით რომ უსვამენ ხაზს, ასევე მორცხვები, დათრგუნულები, ან შეუმჩნევლად წყნარები. გარეგნული იერი - ესაა პროექცია ადამიანის შინაგანი მდგომარეობისა. ყველა გადახრა რომელიც ანალის ვექტორიან ადამიანს აქვს შიგნით, ზუსტად აისახება მის გარეგნულ იერსახეზე.

სახეობრივი როლი

ანალის ვექტორიანი ადამიანის ფსიქიკა ფუნქციონალურად განწყობილია შეგოვებისკენ, ინფორმაციის დაგროვება - სტუქტურიზაციისკენ, შემდეგ კი სხვებისთვის გადაცემისა და პრაქტიკაში გამოყენებისკენ.

ანალური ვექტორის პირველყოფილი როლი იყო ,,ოჯახური კერიის მცველი", ჯოგისთვის შესაფერისი პირობების შენახვა - შენარჩუნება შინ. ანალური ვექტორის მიერ გამაგრებული ზურგი, ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოქმედებების ფონზე, ეხმარებოდა კაცობრიობას დაეზოგა განვითარებისა და ახალი ტერიტორიების ათვისებისთვის საჭირო ენერგია.

განვითარების შემდეგ ფაზაში, როდესაც ყოველდღიური მოქმედებები გართულდა და სწორი მოქმედებების შესწავლა მოითხოვდა დროს, ანალის ვექტორიანი ადამიანი ასრულებდა როლს მასწავლებლის, ხელმარჯვე ოსტატის, ანდა ხდებოდა მეურნე. ამ ეპოქაში გაიზარდა სწავლებების რაოდენობა და მოცულობა. დღეს ანალის ვექტორიანი ადამიანის ფუნქციაა იყოს მის მიერ ამორჩეული საქმის პროფესიონალი, ჩაუღრმავდეს წვრილმანებს და ზუსტად მოერგოს დეტალები.

აზროვნება

ანალის ვექტორიანი ადამიანის აზროვნება მუშაობს თანმიმდევრულად. თავიდან ის იღებს, აგროვებს ინფორმაციას ცალკეული დეტალების ფონზე. შემდეგ ახდენს უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციის დაყოფას პატარა კომპონენტებად და შეითვისებს მოგროვებულ მასალებს ,,საერთოდან ცალკეულამდე" ათვისების პრინციპით. სხვა მოდელით - კომპონენტების ეს განაწილება ხარისხობრივი დახასიათებით, ნაწილდება და ანალიზდება მისი გონების ,,უჯრებში" (განყოფილებებში).

გარემომცველი სამყარო ანალის ვექტორიანი ადამიანისთვის შედგება დეტალების ნაკრებისგან. ყოველ გამოვლინებას, ცხოვრებისეულ შემთხვევას, დაკვირვების ნებისმიერ ობიექტს ჩასვამს მისთვის განკუთვნილ უჯრედში. გონებაში დეტალების განაწილების თანმიმდებრობა და წესრიგი დამოკიდებულია ობიექტის ხარისხობრივ მახასიათებლებზე. ანალის ვექტორიანი ადამიანი გაცნობის დროს ხშირად აღნიშნავს თავის პროფესიას ან მოქმედების სფეროს: ისტორიკოსი; მექანიკოსი; იუველირი; მოკლედ ატყობინებს რომ არის განსაზღვრული ხარისხის ადამიანი (აკეთებს საკუთარი ხარისხისა და გამოცდილების ხაზგასმას).

ობიექტების პირველად განაწილებას გონების ,,უჯრებში" (განყოფილებებში) ახდენს პრინციპით ,,თავისი - უცხო": ანალი ახდენს ნებისმიერი რამის ხარისხობრივ შედარებას საკუთარ ხარისხთან. ანალის ვექრორიანი საკუთარ თავსაც აიგივებს მის მიერ დახარისხებულ განყოფილებებიდან ერთ-ერთთან.

გაანალიზებით ის ყოფს მთლიანობას ნაწილებად, ახარისხებს მიღებულ ინფორმაციას და აფორმირებს ცხრილს. მაგალითად: ანალის ვექრორიანს აქვს რაღაც წარმოდგენა ადამიანებზე, რომლებიც პირობითად მისთვის იყოფიან ცუდებად და კარგებად, თვითონ ის კი მიეკუთვნება კარგებს. მის გონებაში არსებულ განყოფილებებში განაწილებულია მისი ყველა ნაცნობი, მათი განაწილება კი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი აზრი ჩამოუყალიბდა მათზე მათთან ურთიერთობისას.

პირადი გამოცდილება მათთვის უდავო არგუმენტია. ანალური ზომისთვის სამყაროში ყველაფერი დადგენილი და ცხადია. თუ ერთხელ რაიმე გადაწყვიტა, ის ბოლომდე ამ გადაწყვეტილების ერთგული რჩება. მაგ: თუ ის გადაწყვეტს, რომ ყველა მისი მეზობელი მატყუარაა, აზრს არასოდეს შეიცვლის.

,,განყოფილებების" რაოდენობა გონებაში, ასევე ხარისხობრივი შეფასების გრადაცია და სამყაროს აღქმა, პირდაპირ კავშირშია ანალის ვექტორიანი ადამიანის აზროვნების განვითარების საფეხურთან. სანამ ხდება განვითარების პროცესი - განყოფილებები მის გონებაში დეტალიზდება და წარმოიქმნება ახალი ,,უჯრები" (ანუ ახალი დეტალები). რაც მეტად ვითარდება მით უფრო მასშტაბურია მისი დახარისხების მექანიზმი. ზრდასრული ანალის ვექტორიანი ხაზს უსვამს იმას, რისი ათვისებაც შეძლო: მისი გონებრივი ცხრილი უკვე ფორმირებულია და ყველა მოვლენა დახარისხებულია. აზროვნების განუვითარებლობა ანალის ვექტორიანში გამოიყურება როგორც უხეში დაყოფა ცუდად და კარგად, მხოლოდ შავად და თეთრად (ყოველგვარი გრადაციის გარეშე). ეს წარმოშობს კატეგორიულობას და წინააღმდეგობრიობას. განუვითარებელი ანალები პრინციპულად იცავენ თავის გონებადახშულ თეორიებს: ყველა დედაკაცი სულელია; ყველა დიზაინერი გეია; ჩემი ერი საუკეთესოა და ა.შ.

უმაღლესი განვითარება ანალური აზროვნების - არის სტრუქტურული, დეტალური ცოდნა, პროფესიონალიზმი და ფაქიზი გრადაცია შავსა და თეთრს შორის.

ურთიერთობა

ურთიერთობის თვისებები ეწოდება ვექტორის თვისებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე თუ როგორ გამოავლენენ საკუთარ თავს ჯგუფში ადამიანები სხვა ადამიანებთან მიმართებაში, იურთიერთებენ განსხვავებულ ადამიანებთან და პარტნიორთან.

ანალის ვექტორიანი ადამიანი გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობს გათანაბრების პრინციპით: როგორც მე მომექცევიან სხვები, ისე მოვექცევი მე მათ. ურთიერთობის მექანიზმი ძალზე უბრალოა. შინაგანი ბალანსისთვის ანალის ვექტორიანი ადამიანისთვის აუცილებელია საპასუხო რეაქცია გარემომცველი სამყაროდან. ამ რეაქციის არსი კი შეიძლება სხვადასხვა იყოს.

თუკი გარე იმპულსს შეაფასებს პოზიტიურად, ანალის ვექტორიანს უჩნდება მადლიერების გრძნობა, ისე რომ თავი შეიძლება უხერხულად იგრძნოს. ნეგატიური იმპულსი კი მასში წარმოშობს წყენას ან შურისძიების სურვილს. საწინააღმდეგო შემთხვევაშიც მექანიზმი ზუსტად ასევე მუშაობს: თუ ცუდად მოიქცა, ცდილობს გამოასწოროს ან უჩნდება დანაშაულის გრძნობა, რომელიც მას ამძიმებს. თუ კარგად მოიქცა, ანალის ვექტორიანი ელოდება მადლობას ან შექებას.

ანალის ვექტორიან ადამიანს თავისი მდგომარეობები, შეგრძნებები, ნებისმიერი მოცემულობები, რომლებიც აქვს, გადააქვს გარე სამყაროზე. მნიშვნელოვანია ისწავლოს ამის სწორად გაკეთება. ანალის ვექტორიანი ადამიანი ნორმალურ მდგომარეობაში აცნობიერებს, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში უნდა იყოს სუფთა და აკურატული.

აკურატულობა ანალური ვექტორის ძირითადი თვისებაა. ჯგუფის კეთილდღეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სანდოდ და ზუსტად შეუძლია ანალის ვექტორიანს წარსულიდან ინფორმაციის დაკოპირება. ამითომ თავის ყველა გამოვლინებაში ანალის ვექტორიანები ცდილობენ ამ თვისების რეალიზებას.

ერთვექტორიან ანალებს არ შეუძლიათ ითვალთმაქცონ, მოიტყუონ. მათი ფსიქიკა მოითხოვს სისუფთავეს როგორც ყოფა-ცხოვრებაში, ისე ურთიერთობებში (ტყუილი მათთვის სიბინძურეა). მაგრამ მის ამ თვისებასაც შეიძლება ქონდეს უკიდურესობები: უკიდურესი პედანტიზმი ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ მისწრაფება სიბინძურისკენ. ასეთი მდგომარეობების მიზეზია მათი სურვილი ყველაფრის გათანაბრებისა. ანალური ვექტორის ყველა ცუდი მდგომარეობა - წარმოიშობა გარემომცველი სამყაროსთვის ძველი ვალების დაბრუნების სურვილისას, ესაა გათანაბრების და სამართლიანობის აღდგენის სურვილები. თუკი მათ ბავშვობაში არ ეძლეოდათ საშუალება ბოლომდე მიეყვანათ თავისი საქმე, და ამით შეევსოთ თავიანთი ტვინის ,,უჯრები" (განყოფილებები), ასეთი ანალის ვექტორიანი ზრდასრულობისას გარემოცვას გადასცემს არასრულ ან დამახინჯებულ ინფორმაციას (ის ხდება ფიზიკურად და ფსიქიკურად არც ისე სუფთა ან ბინძური). ანალური სიბინძურე - საკმაოდ ხშირად ვლინდება ჩვენს რეალობაში. ზედმეტი ზეწოლა ბავშვობაში კი პირიქით ხდის მას პედანტს და წვრილმანებზე ზედმეტად დამოკიდებულს, და ის მოითხოვს ყოველი წვრილმანი დეტალის ზედმეტ სიზუსტეს.

დისბალანსი ურთიერთობებში შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გადახრებით, როგორიცაა უხეშობა, წყენა, დანაშაულის შეგრძნება, მადლიერების გრძნობა ან შურისმაძიებლობა.

საჭიროა ცალკე გამოვყოთ წყვილში ურთიერთობა, რომელსაც ანალის ვექტორიანი ადამიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ანალის ვექტორიანი ადამიანის ლიბიდო ხასიათდება ორი განსაკუთრებულობით: პირველ შემთხვევაში - ესაა მონოგამია (ერთპარტნიორიანობა). ანალის ვექტორიანის ტვინის ყველა განყოფილება ივსება ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ, და ხელუხლებლად ინახება მთელი სიცოცხლე. ოჯახი, ცოლი ან ქმარი - ანალის ვექტორიანისთვის ასევე ხარისხობრივი მნიშვნელობისაა, რისთვისაც ანალის ვექტორიანის ტვინში ცალკე ადგილია გამოყოფილი. ოჯახს ის ქმნის ერთხელ და სამუდამოდ. მეორე განსაკუთრებულობა - კი არის გაუცნობიერებელი ლტოლვა ნებისმიერი სქესისადმი. ეს განსაკუთრებულობა განსაზღვრავს მის ბუნებრივ შესაძლებლობას იყოს მასწავლებელი, გადასცეს ცოდნა. მაგრამ ზოგიერთ ცუდ მდგომარეობაში სექსუალური რეალიზაცია ხდება წარმმართველი მოტივი (ანალურ ვექტორს აქვს სურვილი გადასცეს ინფორმაცია მომავალ თაობას და როცა ამას ვერ ახერხებს მაშინ უჩნდება სურვილი რომ გადასცეს გენეტიკური ინფორმაცია სპერმის მეშვეობით, ყველას, განსაკუთრებით კი ბავშვებს რაც ხდება პედოფილიის მიზეზი) და მაშინ ხდება გადახრები რაც წარმოშობს ჰომოსექსუალიზმს, პედოფილიას და სხვა სექსუალურ გადახრებს.

მოძრაობა

ორი პოლუსი, რომელიც ფიზიკურ სამყაროში განსაზღვრავს მოძრაობის მიმართულებას - ესაა წარსული და მომავალი (დროის მეოთხედი). მომავალი მოშორებულია აწმყოს და ექაჩება ჯოგს მხოლოდ წინ, ხოლო წარსული კი (ანალური ვექტორი) ეწინააღმდეგება ყოველგვარ ცვლილებას. სწორედ ამ ურთიერთდაპირისპირებულობისგან წარმოშობს იმ გზას რომელზეც მოძრაობს ყოველი ჩვენგანი. გასაგებია, რომ რეალურად ჩვენ მოძრაობა შეგვიძლია მხოლოდ წინ, მხოლოდ მომავლისკენ, ამავე დროს ყოველთვის საჭიროა დაძვლიოთ წარსულის წინააღმდეგობა.

ანალური ვექტორი ფსიქიკურად საერთოდ უმოძრაოა. ის მოძრაობს სხვებთან ერთად მაგრამ მძიმედ და ტლანქად. ფაქტიურად ანალურ ზომას მიათრევს მთელი კაცობრიობა. ზუსტად ასევე ანალის ვექტორიანი ადამიანი არაა განწყობილი მოძრაობისთვის, მაგრამ თუ მოძრაობს, ამას აკეთებს ძალიან ნელა და ზანტად, ისიც მაშინ თუ გარემოება აიძულებს. მისი მოძრაობის სიჩქარე ყოველთვის ჩამორჩება ჯგუფისას. ეს ნიშნავს, რომ ყველა ცვლილებას და სიახლეს, კაცობრიობის ყველა მიღწევას ანალის ვექტორიანი ადამიანი ითავისებს ყველაზე ბოლოს.

გვერდიდან ეს გამოიყურება ისე, თითქოს ანალის ვექტორიანი ადამიანი არ ეძებს სარგებელს, და არაფერს აკეთებს საკუთარი კეთილდღეობისთვის. სინამდვილეში ის თავის საქმეს აკეთებს და ელოდება როდის მიიღებს კუთვნილ ჯილდოს. როცა ანალის ვექტორიანს მიანიშნებენ, რომ საჭიროა გადადგას რაიმე ნაბიჯი, მიიღოს გადაწყვეტილება, იმოქმედოს - ის ყველანაირად ცდილობს გაექცეც ამას. მისთვის სასურველი მდგომარეობაა - გაუნძრევლად ჩაუღრმავდეს და ,,ფესვები გაიდგას" თავისი მოქმედების სფეროში.

ანალის ვექტორიანები ძირითადად ირჩევენ პროფესიას, რომელიც მოითხოვს პროფესიონალიზმს და საქმის უწვრილმანეს დეტალებამდე ცოდნას. იდეალური სამუშაო ანალის ვექტორიანისთვის არის მასწავლებლობა, სადაც ის შეძლებს თავისი სახეობრივი როლის შესრულებას, გადასცეს მომავალ თაობას დაგროვილი გამოცდილება და გაიღრმაოს ცოდნა. მისთვის ასევე კარგი ვარიანტია იყოს მთავარი კონსულტანტი რაიმე ვიწროსპეციალობის საკითხებში. ანალის ვექტორიანისგან დგებიან საუკეთესო ხელოსნები - მათზე ამბობენ რომ აქვთ ,,ოქროს ხელები", არიან კარგი მეოჯახეები, მეურნეები, ხელოსნები და სხვა.

დაუბალანსებელი (ცუდი) მდგომარეობა გვხვდება მოძრაობის დონეზეც. როდესაც ბავშვობაში ანალის ვექტორიანი განიცდის ჭარბ ზეწოლას, ზრდასრულობისას ის ფეხქვეშ მიწაგამოცლილივითაა და ვეღარ ახერხებს თავისი საქმის ნორმალურად კეთებას. ის ვერ აანალიზებს სწორად საკუთარ ფასეულობებს, არ შეუძლია საქმის დასრულება და დეტალებში სიზუსტის მიღწევა. ამას ეწოდება ,,დათრგუნულობა": არ შეუძლია საკუთარი ადგილის პოვნა და იმის დამტკიცება, რომ მისი ადგილი ნამდვილადაა ჯგუფში. ამ დროს სიღრმისეულის ნაცვლად ზერელე ცოდნა აქვს და მტკიცე მსჯელობის ნაცვლად ზედაპირული მიდგომა ახასიათებს, რაც ხელს უშლის მას განვითარდეს როგორც პროფესიონალი.

თუ ანალის ვექტორიანს ბავშვობაში გარემოსგან ზეწოლის ნაკლებობა ქონდა (ან უყურადღებოდ იყო), მაშინ ზრდასრულობისას მისგან შეიძლება მივიღოთ საშინლად ჯიუტი ადამიანი, ადამიანი-კლდე. ის იცავს თავის მიერ ნათქმამ ყოველგვარ უაზრო წვრილმანს და ავლენს სიჯიუტეს ყველგან და ყველაფერში. ასეთ დროს ხდებიან მოკამათეები, მოუღლელი (არამკითხე) მრჩევლები, თვითკმაყოფილი ჯიუტები რომლებსაც ვერაფრი შეაცვლევინებს აზრს.

განვითარება

ანალის ვექტორიანი ადამიანის განვითარებაზე ყველაზე დიდ ზემოქმედებას ახდენს მისი ტემპერამენტი (ტემპერამენტი - ესაა სურვილების შინაგანი ძალა, იმის შესაძლებლობა თუ რა მასშტაბით შეუძლია გამოიყენოს საკუთარი თვისებები). ანალის ვექტორიანი ადამიანის განვითარების სფერო - არის გახდნენ მათ მიერ ამორჩეული ცოდნის ან სწავლების პროფესიონალები. ამ გაგებით უდგებიან ყველაფერს, იღრმავებენ გამოცდილებას, ზედმიწევნით კარგად ათვისებული ინფორმაციის წყალობით, უმაღლეს ხარისხში ასრულებენ ნებისმიერ სამუშაოს. ანალის ვექტორიანი ვითარდება ,,სიღრმისეულად" თავის მიერ ერთხელ და სამუდამოდ არჩეული მიმართულებით. მაგალითად: თუ ერთხელ გადაწყვეტს გახდეს დურგალი, მთელი ცხოვრება იღრმავებს პროფესიონალიზმს ამ საქმეში; ან თუ გადაწყვეტს იყოს ისტორიკოსი, ამოირჩევს შესასწავლად ისტორიის რომელიღაც პერიოდს - და გახდება ამ პერიოდის საუკეთესო მცოდნე და ეცოდინება ყველაფერი უწვრილმანეს დეტალებამდე.

ანალის ვექტორიანს სხვა ანალის ვექტორიანების გარემოცვაში აქვს რანჟირების ინსტრუმენტი - ესაა ავტორიტეტი. სწავლული ანალების სამყაროში არსებობს ,,ციტირების ინდექსი" - საკუთარი ავტორიტეტის მაჩვენებელად თვლიან როცა შეუძლიათ ციტატის მოყვანა მათ სფეროში მოღვაწე რომელიმე ცნობილი ავტორის ან მეცნიერის ნაშრომიდან, ამით ზომავენ საკუთარ ავტორიტეტს სხვა სპეციალისტებთან მიმართებაში. ასეთი მტკიცებულების მოყვანის მოთხოვნილება სხვებისთვის, ამტკიცებს მის რანგს, რომელსაც მან მიაღწია შეუპოვარი შრომით.

მექანიზმი რომლითაც ვითარდება ანალის ვექტორიანი, არის მისი შინაგანი ძალა. ნებისყოფა - სწორედ ისაა რაც აიძულებს ანალის ვექტორიანს საფუძვლიანად გაიღრმაოს თავისი პროფესიონალიზმი. ნებისყოფა ეხმარება ანალის ვექტორიანს დაკავდეს ერთფეროვანი სამუშაოთი, ისეთით რომელიც მოითხოვს დიდ მოთბინებას და სიზუსტეს. ნებისყოფის წყალობით ახერხებს პატარ-პატარა წვრილმანებით, შეადგინოს უზარმაზარი ინფორმაციული ცხრილი საკუთარ ტვინში.

იმოძრაოს ერთი მიმართულებით, გააკეთოს ერთი საქმე ბოლომდე (ნებისყოფის გამოყენებით), ანალის ვექტორიან ადამიანს ეხმარება მიაღწიოს პროფესიულ სრულყოფილებას.

დამხმარე შტრიხები დიაგნოსტიკისთვის

ანალური ვექტორი, ერთ-ერთი ყველაზე ადვილად სადიაგნოსტიკოა, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ის, ასევე ადვილად დასადგენია მისი მდგომარეობა. შეიძლება განვასხვაოთ ანალი-ბინძური და ანალი-სუფთა, ტაქტიკური და უხეში, მსოფლიოზე ნაწყენია თუ პირადად თქვენზე. მთავარი რაზეც დიაგნოსტირებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს - ესაა რამდენად შეუძლია გამოიყენოს გამოცდილება და რამდენად აქვს უნარი დაიმახსოვროს დეტალები. ანალური ვექტორი ცხოვრობს წარსული დროით: თხოვეთ მას გაიხსენოს რაიმე სასიამოვნო დეტალი ბავშვობიდან, და ის უწვრილმანეს დეტალებში მოგიყვებათ საკუთარ მდგომარეობას.

ავტორი: ვ.იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

  • დედაა დამნაშავე! ანუ წყენა როგორც ცხოვრების სცენარი!

  • ანალური ფსიქოტიპის სტრესები

  • გადადებული ცხოვრების სინდრომი

  • ანალური ვექტორი. ლოგონევროზი

  • როგორ მუშაობს კანური და ანალური ვექტორების აზროვნება

  • ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე (ანალ-ვიზუალი)

  • ანალური ფსიქოტიპის ხასიათი

  • ურეთრალური და ანალური ვექტორების შეთავსება