ამურის ისრები


ამურის ისრები

წყვილში ურთიერთობა

ყოფიერების ორომტრიალში ადამიანები ისევ და ისევ მაგნიტივით იზიდავენ ერთმანეთს. ვიღაცას უმართლებს და ხდება ორმხრივი სიმპათია, ვიღაცას - ძალიან არ უმართლებს. რაც არ უნდა დავიჩივლოთ ბოროტ ბედისწერაზე, სიყვარულში მუდმივ იმედგაცრუებაზე, შესაფერისი პარტნიორის არარსებობაზე, ეს ყველაფერი არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ბედისწერა სინამდვილეში ჩვენს მიმართ არც ისე ბოროტია. მამრებსა და მდედრებს შორის ურთიერთლტოლვა დამოკიდებულია ბევრ კრიტერიუმზე, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ სისტემურ წყვილებზე, როგორც წესი მათ შორის ლტოლვა ორმხრივია. განუვითარებელი ვიზუალი ხშირად ირჩევს გამოხატულ ორალს, რომელთანაც ის მხიარულად ატარებს დროს, ორალის ვექტორიანი ადამიანი თავის მხრივ ირჩევს განუვითარებელ ვიზუალს, რომელსაც მოსწონს მისი უაზრო ხუმრობები და ქცევები. ასეა თითქმის ყველა სისტემურ წყვილთან: განვითარებული ვიზუალი ირჩევს სმენის ვექტორიანს, რომელიც მას იმავეთი პასუხობს. მსგავსი სისტემური სწრაფვით ვირჩევთ არა მხოლოდ შეყვარებულებს, არამედ მეგობრებსაც.

ბედის ძაფები

ცხოვრება რომ მხოლოდ თაფლი არ გვეგონოს, საჭიროა მივხვდეთ, რომ მოცემული წესიდან არსებობს მთელი რიგი გამონაკლისები. ლტოლვა არ არის ორმხრივი:

1. თუ ლტოლვის ობიექტს უკვე ყავს არჩეული სისტემურად შესაფერისი პარტნიორი

2. თუ პარტნიორის არჩევა არ ხდება ლიბიდოური ლტოლვის კრიტერიუმით (მაგალითად თუ მათ აერთიანებთ სტრესი, ვექტორული დაზიანება - როცა როგორც წესი მუშაობს პრინციპი ,,მსგავსი იზიდავს მსგავსს“ ამ პრინციპით ერთიანდებიან ადამიანები მსგავსი ხარისხის დაზიანების, მსგავსი ნეგატიური მდგომარეობის, ან მსგავსი განვითარების დონის შესაბამისად. მაგ: სადისტი ანალი და მაზოხისტი კანი, ხშირად ერთმანეთს სწორედ ამ გადახრაზე დაყრდნობით ირჩევენ - მთარგმნელის შენიშვნა). თუ ვთქვათ კანის ვექტორიან გოგონას მოეწონა ახალგახრდა ბიჭი, რომელსაც ჰყავს ,,ბენტლი“ და ცხოვრობს საკუთარ მდიდრულ ვილაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის ამ ენთუზიაზმს ეს მამრიც გაიზიარებს.

3. თუ სმენის ვექტორიანი ადამიანი პარტნიორს აირჩევს მხოლოდ იდეის გამო. საქმე იმაშია, რომ სმენის ვექტორიანი აფასებს ადამიანის შინაგან ბუნებას და ხშირად ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს მის გარეგნობას და ფიზიოლოგიას. ბრწყინვალე იდეის, ან ლამაზ შინაგან სამყაროს დანახვისას, სმენის ვექტორიანი აკეთებს არჩევანს აკეთებს არჩევანს ამა თუ იმ ადამიანის სასარგებლოდ, იდეის სიძლიერის გამო და ნაკლებად ითვალისწინებს ფიზიკური ლტოლვის ფაქტორს. ამ დროს პარტნიორს მის მიმართ არ აქვს არანაირი ბუნებრივი ფიზიკური ლტოლვა და შესაბამისად იგივეთი არ უპასუხებს სმენის ვექტორიანის სწრაფვას.

ორმხრივი ანტიპათია

ანტიპათია როგორც წესი წარმოიშობა იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც აქვთ ერთნაირი ვექტორები, განვითარების სხვადასხვა დონეზე.

გოგონა განვითარებული ვიზუალური ვექტორით, რომელიც აფასებს ადამიანის შინაგან სილამაზეს, სულიერებას, კულტურას, განიცდის საკმაოდ ძლიერ ზიზღს იმ ნაკლებად განვითარებული ვიზუალის ვექტორიანი გოგონასადმი, რომელიც აფასებს მხოლოდ გარეგნულ სილამაზეს და ბრწყინვალებას, და ცდილობს ყველას თვალში მოახვედროს თავისი ინდივიდუალურობა გამომწვევი ჩაცმულობით. თავის მხრივ გოგონა, განუვითარებელი ვიზუალური ვექტორით განიცდის აუტანელ სიძულვილს განვითარებული ვიზუალი გოგონას მიმართ - მას ჩათვლის ადამიანად რომელსაც თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, მაგრამ არაფერს წარმოადგენს (ეს ასე მუშაობს ნებისმიერ ვექტორთან - მთარგმნელის შენიშვნა).

მსგავსი სისტემით ეწყობა ადამიანის ცხოვრებაში ერთერთი უმნიშვნელოვანესი სფერო - ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, რაც ერთი მხრივ ძალზე რთული ჩანს, მაგრამ სისტემური ხედვის ცოდნის შემთხვევაში ძალზე უბრალოა.

წყარო: 

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე


მსგავსი სტატიები

  • ეგოიზმის განვითარება

  • ვექტორების კომპლიმენტარულობა

  • მუსიკის სიკვდილი თუ სიკვდილის მუსიკა

  • აშშ. ვექტორული ანალიზი

  • საიდან ჩნდება სურვილი ვუსმინოთ მუსიკას?

  • რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (ნაწილი მეორე)

  • ვინაა ალფა-მამრი? ფსიქოლოგია მამაკაცებისთვის

  • საქართველო. მენტალიტეტის სისტემური ანალიზი