გონებაში მეფის გარეშე. საკუთარი შვილის რეგენტობა


გონებაში მეფის გარეშე. საკუთარი შვილის რეგენტობა

როცა ბავშვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას ვაძლევთ, რა თქმა უნდა ვხვდებით, რომ ის ჯერ პატარაა და რაღაც შეეშლება. თუ პატარა ურეთრალმა რაიმე ისე ვერ გააკეთა კატეგორიულად ნუ დაამცირებთ. ჯობს რჩევის სახით შეუსწოროთ, მაგალითად: ”შენ ალბათ დაგავიწყდა რომ ბებია ცუდად ხდება ხმამაღალ მუსიკაზე”, “მეეჭვება პეტიაც ისე ადვილად აძვრეს სახურავზე როგორც შენ”.

ბელადისთვის თანდაყოლილი ჯოგზე პასუხიმგებლობის გრძნობის გაღვივება – მისი აღზრდისას ყველაზე მნივნელოვანია.ის ყოველთვის მასთან დაახლოებულებს ეყრდნობა. ისინი მისთვის ისეთივე უკმარისობაა როგორც თავად მათთვის.

კონკრეტულად რომ გავიგოთ ეს რა უკმარისობებია გადახედეთ ხალხის ნებისმიერი ჯგუფის იერარქიული რანჟირების სისტემას გადახედეთ. ბელადი ყოველთვის მთავარი ტაქტიკოსია და მხოლოდ მან იცის როგორ აძვრეს სახურავზე. თუმცაღა ყოველთვის ვერ ხვდება რა ქნას მერე.

მეფე, მეფის ვაჟი ხელმწიფე, უფლისწული, მეწაღე, მკერავი – შენ ვიღა ხარ?

ვიზუალის ვექტორიანი ძალიან მნიშვნელოვანია ჯოგისთვის და ბელადისთვისაც. განვითარებული ვიზუალი ნებისმიერი ბავშვის აღზრდაში კარგი დამხმარეა, ხოლო ურეთრალისთვის ეს სასიცოცხლო აუცილებლობაა. ვიზუალური კულტურული ფასეულობები დაეხმარებიან ბელადს მისი ფსიქიკაში უკვე ჩადებული შეწყალების გაცნობიერებაში. მიეჩვიეთ რომ ურეთრრალური მოწყალება ცოტათი თვალს მოგჭრით ეს ნორმალურია. ურეთრალის მოწყალება ვიზუალის სიბრალულზე მეტია. მას შეუძლია მოწყალების გამო მოკლას, ვიზუალისთვის კი სიცოცხლის შენარჩნება უმაღლესი ფასეულობაა.

შიშიდან სიყვარულში გადასული ვიზუალები ურეთრალს აბალანსებენ, ამიტომ კარგად განვითარებული კან-ვიზუალი მასწავლებლები ურეთრალური ბელადის საუკეთესო აღმზრდელები არიან. ასეთი მასწავლებლისთვის აღსაზრდელი არა იმდენად ბავშვია რამდენადაც კაცი. ის არ ახრჩობს ავტორიტეტით, არ იცავს მოგონილი თუ არსებული საფრთეებისგან, არამედ ეხმარება მათ დაძლევაში.

კან-ვიზუალი ქალი მასწავლებელი ურეთრალისთვის იმ ქალის მაგალითია რომელსაც დაცვა სჭირდება. ის არ მოერიდება საკუთარი “ავტორიტეტის შელახვას” დახმარების თხოვნით, თავისი კლასზე პასუხიმგებლობის ნაწილს მას გადააბარებს. მოზარდი ურეთრლი ასეთ მასწვალებელს ნებისმიერ რამეში დაეხმარება და ამით ჯოგზე პასუხისმგებელი ბელადის სახეობრივ როლს დაამუშავებს. უშიშარი კან-ვიზუალი მასწავლებელი არ დაჰკანკალებს ბავშვს ასე რომ არც სულელურ აკრძალვებს უწესებს მას ესმის რომ შიში არ არსებობს და ამით ის და ბავშვი ერთმანეთს ჰგვანან. ის საოცრად ეხმარება ურეთრალს განვითარებაში და მის ფსიქიკაში მომავალი საბრძოლო მეგობრის ფორმირებას უწყობს ხელს და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ უბიძგებს.

ანალური ვექტორი - ცოდნის გადაცემის ვექტორია. სისტემურ ჯოგში ანალური კერის დარაჯები - ზურგის დაცვაა. ანალის ვექტორიანი მამა თავისი ურეთრალი შვილისთვის შეიძლება საიმედო და მხარში მდგომი მეგობარი გახდეს. მაგრამ აი ქამარი სჯობს გადამალოთ. მეგობრებს ხომ არ სცემენ? მეგობარ-ბელადებს მით უფრო. ანალი მამისთვის ადვილი არაა ზემოდან ქვემოთ სწავლებებზე უარის თქმა გამოცდილების და ცოდნის უპირატესობის დემონსტრირებით. აქ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ წარსული თქვენი პატარა ურეთრალისთვის არ არსებობს ამიტომ ბავშვთან ურთიერთობისას გამუდმებით თქვენს წარსულ გამოცდილებაზე ნუ ისაუბრებთ, ”აი მე შენი ტოლი…” აი ისტორიის სიყვარული კი ანალურ მამას კარგ სამსახურს გაუწევს. მისაბაძ მაგალიად თავისუფლად შეგიძლიათ ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი არისტოტელე მოიყვნოთ.

ცარიელი გალია ან გარღვევის დასაწყისი?

ურეთრალური პატარას აღზრდა ყველაზე რთული კანი მამისთვისაა. კანური და ურეთრალური ვექტორები დაპირისპირებულია. ურეთრალი ვერ ხედავს კანს, ვერც მის აკრძალვებსა და შეზღუდვებს გრძნობს, კანური მამა პატარა ურეთრალისთვის ცარიელი ადგილია. როცა მის შესახებ იცი ორი გზის არჩევა შეიძლება კომპრომისი და ვა-ბანკი.

კომპრომისი - თავნება ურეთრალთან ურთიერთობის შეზღუდვა, აღზრდისგან ჩამოშორება, მხოლოდ ალიმენტაციის უზრუნველყოფით და თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა.

ვა-ბანკის გზა; წარმოიდგინეთ მომავალში როგორი დივიდენტების მოტანა შეუძლია სწორად აღზრდილ და განვითარებულ ბელადს. და დაიწყეთ შეუძლებელი. მეორე გზა გაადვილდება თუ კან მამას ურეთრალური ფასეულობები აღმოაჩნდება. ამ ურთულეს საქმეში წარმატები შეიძლება საქვეყო გარღვევადაც კი გადაიქცეს და არა მხოლოდ კანი მამის სიბერის უზრუნველყოფად. მაცდური ფსონია? მაშინ ცადეთ და უარი თქვით დღევანდელ მოგებაზე სამომავლო ჯეკპოტისთვის.

შესაძლოა ურეთრალურ ვექტორში ამან ზეამოცნა შექმნას, რომლის ამოხსნის შესაძლებლობაც მხოლოდ მასვე ექნება. ეს ხომ ურეთრალის მომავლის სასამართლოა. ამგვარი განვითარების სარგებელი ძნელია გადააფასო. თუ ურეთრალი მოუსყიდველი და უშიშარი მოსამართლეები გვეყოლება ქვეყანა დაამარცხებს კორუფციასა და ქურდობას. ფანტასტიკურად ჟღერს არა? ოდესღაც დიმიტრი მენდელეევმაც თავის პერიოდულ სისტემაში გენიალუდ აჩენა იმ დროისათვის ჯერ კიდევ აღმოსაჩენი ელემენტების – სკანდიუმის, გერმანიუმის და ა.შ ადგილი. აღმოჩენისთანავე ეს ელემენტები პერიოდულ სისტემაში მათთვის დატოვებულ ცარიელ ადგილს ავსებდნენ უკვე არსებული ფიზიკური და ქიმიური თვისებებით. ასე რომ ოცნებას კაცი არ მოუკლავს.

სვფ-ში ერთი ცარიელი გრაფაა – ურეთრალური მოსამართლე. ის ჯერ კიდევ არ “აღმოუჩენიათ” მისი არსებობა ჩვენს რეალობაში ჯერ ცნობილი არაა მაგრამ თვისებები აღწერილია ზედმიწევნით, ეს კი იმას ნიშნავს რომ ის გამოჩნდება.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო

იხილეთ ასევე: ბელადის აღზრდა - მითი თუ რეალობა?

  • ურეთრალური და სმენის ვექტორების კომბინაცია

  • წითელი (ურეთრალური) და იისფერი (ყნოსვის) ვექტორების შეთავსება

  • შეცდომები ურეთრალური ფსიქოტიპის დიაგნოსტირებისას

  • პოლიგამია ურეთრალურ ვექტორში

  • ვინაა ალფა-მამრი? ფსიქოლოგია მამაკაცებისთვის

  • როგორ მუშაობს ურეთრალის აზროვნება პრაქტიკაში

  • თავნებას აღზრდა

  • ურეთრალური და ყნოსვითი ფსიქოტიპების კომბინაცია