ეჭვიანობა (მესამე ნაწილი)


ეჭვიანობა (მესამე ნაწილი)

საჭიროა ვუპასუხოთ კითხვას, რომელიც ხშირად დგას ადამიანების წინაშე: როგორ მოვიქცეთ, რა მოვუხერხოთ ამ ეჭვიანობას, სად არის გამოსავალი, სად არის რეცეპტი? 

დავიწყოთ იქიდან, რომ ეს გასაგები და პრინციპში სრულიად ნორმალური გრძნობაა და არ უნდა ველოდოთ, რომ მას არ ექნება ადგილი. ეს ადამიანის განსაზღვრული ბუნების ნორმალური რეაქციაა, ამიტომ თვითონ თავისით ეჭვიანობა უნდა მივიღოთ როგორც უბრალოდ მოცემულობა. ის მუდამ იყო, არის იქნება. საკითხი სულ სხვა რამეში მდგომარეობს, უნდა შევაფასოთ, რა ვუყოთ მას შემდგომში. იმისათვის, რომ გავიგოთ რა ვუყოთ მას, უნდა ვუპასუხოთ ძალინ მნიშვნელოვან კითხვაზე: ის რასაც განვიცდით არის თუ არა საფუძველმოკლებული. ცნობილი ანალური დაეჭვება: აბა, სად იყავი, რა, როგორ; კანური კონტროლი: იქ ჩუმად გავხსენი ფოსტა, ჩავიხედე, ვის რას სწერს, ვუთვალთვალებ, ვამოწმებ ტელეფონს, ვის ურეკავდა, რატომ, რისთვის, ასეა ხომ? აი, ეს რაც ხდება, ამისათვის არის საფუძველი? სინამდვილეში არის უტყუარი ნიშნები იმაზე, რომ მეუღლე ნამდვილად იქცევს ყურადღებას, სრულიად გაცნობიერებულად პასუხობს ვიღაცას ან რაღაც ამის მსგავსი. არის კი ფაქტები, თუ ეს ძირითადად თქვენი ვარაუდებია? თუ ეს თქვენი ვარაუდებია, და თუ თქვენ უბრალოდ აწვალებთ სხვა ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ რაღაც ვერა გაქვთ თვითშეფასებასთან, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ათამაშებთ რომელიღაც შინაგან კომპლექსს და იძულებულს ხდით ადამიანს, რომ იტანჯოს ამ თქვენი ხუშტურების გამო. ამ დროს კი უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ. თქვენ პატიოსნად უნდა უთხრათ საკუთარ თავს იპოვოს ასეთი საქციელის მიზეზი, გაერკვეს, როგორ ხდება ეს, დაიწყოთ ამაზე მუშაობა. თუ თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი იმისა, რომ იეჭვიანოთ, ეს სულ სხვა ისტორიაა. 

საქმე იმაშია, რომ დამოკიდებულებები (არა უბრალო დამოკიდებულებები, არამედ მამაკაცის და ქალის დამოკიდებულება), ეს განსაკუთრებული სახის სიამოვნებაა. გქონდეს ის, რაც ნამდვილად ახლოსაა, რაც ნამდვილად საკუთარია. ეს იმ ფასეულობის საზომია, რაზეც ხშირად იხდიან კანის ვექტორის მქონე ადამიანები. ისინი იწყებენ გრძნობებზე თამაშს, ამის გაკეთება კი დაუშვებელია. იყო ნამდვილი, ნიშნავს გაახმოვანო ახლანდელი მიზნები და ნამდვილად დაიცვა ის წესები, რომლებზეც თქვენ შეთანხმდით. თუ თქვენ აგებთ ახლო დამოკიდებულებებს ასეთი პრინციპით, ეს ნიშნავს, რომ თქვენში უნდა მონაწილეობდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი – თქვენ უნდა მოილაპარაკოთ ერთმანეთში, უთხრათ, თუ რა გაწუხებთ, უნდა თქვათ, არ უნდა შეგრცხვეთ ამაზე საუბარი. ღიად უნდა გამოთქვათ თქვენი ეჭვი, თქვენი ტკივილი, მხოლოდ მაშინ იქნება დამოკიდებულებები ნამდვილი. ამიტომ თუ გაქვთ საფუძველი, გაქვთ ეჭვი, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის ის, რომ უნდა თქვათ. თუ ხედავთ, რომ ადამიანი არ მოგყვებათ, თუ ის ირჩევს საკუთარ თავს და არა თქვენს შორის საერთოს, ეს ნიშნავს, რომ სიახლოვე აღარ გაქვთ. ამიტომ უკვე აზრი არა აქვს ჩაჭიდებას. თუ მოცემულ მომენტში სიახლოვე არ არის, თქვენს წინაშე ორი ძირითადი გზაა, ან აღიარებთ ფაქტს, რომ რეალურად ურთიერთობა არ არის შემდგარი და სრულიად გაცნობიერებულად ირჩევთ მის თავიდან აგებას. მაშინ უნდა გადაწყვიტოთ, რომ თქვენ ადამიანს პატიობთ, თქვენ აძლევთ მას და საკუთარ თავს მეორე შანსს, და თქვენც არასდროს არ ახსენებთ ამის შესახებ მას, რაც მოხდა. მას უნდა ეს. თქვენც გინდათ ეს. და თქვენ ორივე ერთად იწყებთ შენებას. ან მეორე. თქვენ გესმით, რომ სიახლოვე არ არის და არც თქვენ გინდათ ამ ადამიანთან ერთად რაიმეს აშენება. მაშინ უნდა გამოიჩინოთ ძალა და შეწყვიტოთ მასთან დამოკიდებულება. არ გაეხვიოთ ისეთ ხაფანგში: “ახლა დავიცდი, უფრო ადვილია არ ავტეხო შფოთი, ჩემთვის უფრო ადვილია თუ კონფლიქტი არ მექნება”. ნუ შეგეშინდებათ კონფლიქტების. 

ახლო ურთიერთობების მთელი აზრი, მთელი სიამოვნება, მთელი ბედნიერება იმაშია, რომ თქვენ ნამდვილად განზავდით ერთმანეთში. და თუ ეს არ არის, მაშინ რატომ უნდა შეგეშინდეთ კონფლიქტების? უმჯობესია ეს თავის დროზე მოხდეს, ცხოვრება ხომ ერთია და არც ისე დიდი, მოსინჯეთ ხელმეორედ. აქ ჩნდება მეორე კითხვა: როგორ გადავიტანოთ განშორების ტკივილი? როგორ არ უნდა გვეშინოდეს, რომ კვლავ შევქმნათ ახლო დამოკიდებულება. აიღეთ მაგალითი სმენის ვექტორისაგან. ეს ნიშნავს იმას, რომ არ ღირს ფიქრი წარსულზე, იმაზე რაც იყო. ტკივილი კი ბუნებრივი მოვლენაა. თუ თქვენ ირჩევთ ფიქრს წარსულზე, მაშინ თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგად იყო. და მადლობა თქვით, რომ ეს მოხდა. ბევრ ადამიანს აქამდეც არ მიუღწევია. თქვენ კი გქონდათ მაინც. უნდა იცხოვროთ არა წარსულში, არამედ მომავალში. ერთმანეთს უნდა შეხვდნენ თავისუფალი ადამიანები, იმისათვის რომ შეასრულონ სრულიად სხვანაირი მოქმედება. არა იმიტომ, რომ დაიწყონ პარტნიორის გამოცდა, რომ მან გაგხადოს ბედნიერი, არამედ იმიტომ რომ გაიყონ ბედნიერება. გაიყავით თქვენი თავისუფლება, გაიყავთ თქვენი ბედნიერება. ურთიერთობაში საჭიროა შეხვიდეთ არა იმისათვის, რომ გამოსცადოთ თქვენი პარტნიორი, არამედ იმისთვის რომ ორივენი აივსოთ და მაშინ ეს იქნება დამოკიდებულების სრულიად სხვა დონე. 

P.S სტატია თარგმნილია ვ. იუნევის ლექციიდან “ეჭვიანობა”

მთარგმნელი: Ruslani Lorchoshvili  

იხილეთ ასევე: ეჭვიანობა (მეორე ნაწილი)

  • თვითგადარჩენის ინსტინქტი

  • დიაგნოსტიკა (ტემპერამენტი)

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (3)

  • ფსიქოტიპები სისტმურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში

  • დიაგნოსტიკის მიზნები და შეცდომები

  • პასუხი კითხვაზე ონანიზმის შესახებ

  • ურეთრალური ფაზა

  • ეჭვიანობა (მესამე ნაწილი)