ურეთრალის ვექტორიანი მდედრი


ურეთრალის ვექტორიანი მდედრი

თუ შევხედავთ ურეთრალის ვექტორიანი მდედრის მომწიფების ეტაპებს, ის თითქმის ისეთივეა, როგორც ეს აღვწერეთ ურეთრალის ვექტორიანი მამრის შემთხვევაში. ერთადერთი სხვაობა, რაც წყვილში ურთიერთობის კუთხით აქვთ ურეთრალ მდედრსა და მამრს, არის ის, რომ ურეთრალ მდედრს (ურეთრა მამრისაგან განსხვავებით) პირველი ლტოლვები ხანდაზმულებისადმი არ უჩნდება. თუ გახსოვთ ურეთრალი მამრის ურთიერთობებში ჩვენ ვთქვით, რომ ძველ ჯოგში მას ჰქონდა წყვილში ურთიერთობის ოთხი ეტაპი. ჯერ ხანდაზმულებთან, შემდეგ, მათთან, ვინც სხვა მამრებმა არ აირჩიეს რაიმე ნაკლის გამო, შემდეგ სოციალურად არაადაპტირებულებთან და ბოლოს კან-ვიზუალთან. ურეთრალ მდედრს კი არ აქვს სცენარი ხანდაზმულებთან (მიზეზებს დაწვრილებით შევეხებით ურეთრალი მდედრის შესახებ არსებულ ვრცელ ლექციაში). მისი მომწიფების ეტაპები თითქმის იგივეა, რაც ურთრალი მამრის. საინტერესოა, მაგრამ ურეთრალი მდედრი პირველად ურთიერთობებს ძალიან ხშირად ამყარებს ან ფიზიკური ნაკლის მქონე მამრებთან, ან სოციალურად არაადაპტირებულებთან. შემდეგ თანდათან გადადის კან-ვიზუალ მამრებზე, რომლებთანაც როგორც წესი დომინანტია ურთიერთობებში.

ხშირად ურეთრალი მდედრის მომწიფება ხდება ადრეული მოზარდობის ასაკში. ეს გოგონა ძალიან ხშირადაა ბიჭების ატამანი (განსაკუთრებით მაშინ, თუ მის გარშემო არ ცხოვრობს ურეთრალი ბიჭუნა). ურეთრალი გოგონა ატარებს ბელადობის ისეთივე შესაძლებლობებს, როგორსაც ურეთრალი ბიჭი.

წყვილთა ურთიერთობები ურეთრალურ ვექტორში

გადავიდეთ წყვილთა ურთიერთობებზე ურეთრალურ ვექტორში. ურთიერთობაზე მდედრსა და მამრს შორის. გასაგებია, რომ სანამ პარტნიორულ ურთიერთობებამდე მიაღწევს ურეთრალის ვექტორიანმაც სხვებივთ თავის გზა უნდა გაიაროს, ჯერ თანატოლებთნ იურთიერთოს, შემდეგ მათი მეთაური გახდეს, ეს ეხება როგორც მამრ, ისე, მდედრ ურეთრალს, როგორც ბიჭი ურეთრალი მეთაურობს თანატოლებს, ისეა ურეთრალის ვექტორიანი გოგონაც. ყველამ იცის რომ ეს გოგონაა, ჩაცმულობით, ვარცხნილობით, მაგრამ ქცევით მთლად არა, პატარაობაში სქესს დიდი მნიშვნელობა არც აქვს, მის სექსუალობას ჯერ კიდევ სძინავს. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ურეთრალის სექსუალობა ყველაზე სწრაფად იღვიძებს, მაშინ როცა სექსუალობას სხვებში ჯერ კიდევ სძინავს. ურეთრალის ვექტორიანები (ბიჭებიც და გოგონებიც) ყველა დანარჩენზე ადრე მწიფდებიან. გასაგებია რომ სქესობრივი სიმწიფე ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, კულტურაზე, მენტალიტეტზე და კიდევ უამრავ რამეზე, მაგრამ თუ ჩვენ ავიღებთ ერთი ქვეყნის ერთ თაობას, მაშინ უპირობოდ შეიძლება ვთქვათ, რომ ურეთრალები სხვებზე ადრე მომწიფდებიან.

საერთოდ ფუნქცია ძალზე მნიშვნელოვანია, ურეთრალის ფუნქცია კი არის – ჯოგის გადარჩენა და დროში გაგრძელება. ურეთრალები ყველაზე ადრე არიან მზად აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, მათ შორის პასუხისმგებლობა ახალი სხეულების დაბადებაზე. ურეთრალის ვექტორიანი ბიჭუნა ყველაზე ადრე იწყებს სქესობრივ მომწიფებას და მდედრებისთვის მიმზიდველი სუნის გამოშვებას. ეს სუნი მიმზიდველია თვით ასაკით უფროსი მდედრებისთვისაც (ამას მოგვიანებით უფრო დაწვრილებით მივუბრუნდებით). ასევე ურეთრალის ვექტორიანი გოგონებიც სწრაფად მწიფდებიან, მათი სუნი და მათი ფერომონები განსაკუთრებით მიმზიდველია ნებისმიერი მამრისთვის.

შევხედოთ რომელი ვექტორის მამრს როგორი ურთიერთობა აქვს ურეთრალ მდედრთან.

კანის ვექტორიან მამრს რომელიც ურეთრალი მდედრის გვერდითაა, აქვს განცდა, რომ ჯეკპოტი მოხსნა. როგორც იცით კანის ვექტორიანები მუდმივად ყველას ეჯიბრებიან, ურეთრალი მდედრი კი მათთვის სუპერპრიზია, წარმოიდგინეთ, მის გვერდით არის ქალი, რომელიც უკლებლივ ყველას სურს, მაგრამ მას შეხვდა და არა სხვებს, ეს ისეა როგორც კაზინოში მოგებული წითელი ფერარი. მაგრამ კანის ვექტორიანი იმასაც მალე ხვდება, რომ ეს წითელი ფერარი მის გარაჟში დიდხანს არ იდგება. ანალის ვექტორიანი ურეთრალ მდედრს ისე უყურებს როგორც ცაში აფრენილ ფრინველს, შეიძლება ცოტა ხანს მასთან მიფრინდეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაფრინდება, საბოლოოდ ის მიუწვდომელია. ნებისმიერი ანალის ვექტორიანი მამრი თვლის, რომ ოჯახში უფროსი კაცი უნდა იყოს, მაგრამ ურეთრალი მდედრისთვის ამის თქმას ვერც კი გაბედავს, ანალი მამრი მუდამ მზადაა ურეთრალი მდედრის მისაღებად, მეტიც თუ ურეთრალი მდედრი მისგან წავა, ანალი მამრი მუდამ მზადაა მას ეს აპატიოს და უკან მიიღოს. ანალი მამრი იმდენად მიჯაჭვულია ურეთრალ მდედრზე, რომ მზადაა უკან მაშინაც კი მიიღოს, თუ ხუთჯერ გათხოვების შემდეგ მასთან დაბრუნდება, თუნდაც სხვა კაცისგან იყოს ორსულად. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ანალის ვექტორიანი მამრი მზადაა საკუთარი თავი დაადანაშაულოს, რომ ვერ შეძლო ასეთი ქალის შენარჩუნება. როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ანალი მამრი, ის არასოდეს აწევს ხელს ურეთრალ მდედრზე (თუ ეცდება, კარგი არაფერი მოელის). კანის ვექტორიან ქალს რომ მიეტოვებინა და მერე დაბრუნებულიყო, ანალი მამრი მას ან გაგუდავდა, ან ცემით სულს ამოხდიდა, მაგრამ ურეთრალ მდედრთან მხოლოდ თავდახრილი დგას და დამნაშავესავით რაღაც გაურკვეველ ბგერებს ლუღლუღებს.

რაც შეეხება ორი ურეთრალის, ურეთრალის ვექტორიანი მდედრის და ურეთრალის ვექტორიანი მამრის წყვილში ურთიერთობას. თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს ურთიერთობა შეიძლება შევადაროთ ცუნამის ორ ტალღას რომლებიც ერთმანეთს ეჯახებიან. ეს ორი კომეტის შეჯახებასავითაა, ისინი ხვდებიან ერთმანეთს, ეჯახებიან, ფეთქდებიან აფრქვევენ უზარმაზარ ცეცხლსა და სიმხურვალეს, შემდეგ კი შორდებიან და გზას სხვადასხვა მხარეს განაგრძობენ.

ავტორი: ვ.იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

  • წითელი (ურეთრალური) და იისფერი (ყნოსვის) ვექტორების შეთავსება

  • ურეთრალური ფაზა

  • შინაგანი მრჩეველი

  • ვინაა ალფა-მამრი? ფსიქოლოგია მამაკაცებისთვის

  • მეფე ქალი - ფარით ან ფარზე

  • ქვედა ვექტორები კომბინაციებში

  • ურეთრალური ფსიქოტიპის დარღვევები

  • ურეთრალ-სმენა ვიზუალით