ურეთრალური და კანის ვექტორების შეთავსება.


ურეთრალური და კანის ვექტორების შეთავსება.

ურეთრალური და კანის ვექტორების შეთავსება. ვექტორების საკმაოდ იშვიათი კომბინაციაა, სამაგიეროდ ძალიან წინააღმდეგობრივი ბევრი ფაქტორის გამო. მაგრამ თუ ადამიანი მოახერხებს მათ “დამეგობრებას” მაშინ ზრდისთვის ძალიან დიდ პოტენციალს შეიძენს – როგორც ბიზნესში ისე პირად ცხოვრებაში. იგივეს თქმა შეიძლება ამ ვექტორების მატარებელ პარტნიორებზე, მათთვის ჰარმონიის მიღწევა ადვილი არაა, მაგრამ წარმატების შემთხვევაში მშვენივრად ავსებენ ერთმანეთს. 

ურეთრალური და კანური ვექტორების წინააღმდეგობები შეიძლება უსასრულოდ ჩამოვთვალოთ. 

 

თავისუფლება ან შეზღუდვები... 

რესურსების ფლანგვა ან ეკონომია... 

ცხოვრება ყოველგვარი წესების გარეშე, ან მკაცრი ინსტრუქციით თავშეუკავებლობა, ან ასკეტიზმი... 

თავისუფლად მოძრაობა ან მკაცრად გეგმის მიხედვით. 

ცხოვრების რა სფეროც არ უნდა ავიღოთ ეს ორი ვექტორი ფასეულობების საწინააღმდეგო პოლუსებს დაიკავებს. ნუთუ ამ ქვეყნად არსებობს ხალხი ვინც აქტიურ წითელ და ნარინჯისფერ ვექტორებს ათავსებს ერთმანეთს. მოდით ერთად გავერკვეთ რამდენად შესაძლებელია ეს. 

დღეს მოგიყვებით კანურ მშობლებსა და ურეთრალ შვილებზე, ასევე ამ ვექტორებიან წყვილზე და იმაზე, თუ როგორ თავსდება ისინი ერთ ადამიანში. 

ნარიჯისფერი (კანი) მშობელი და წითელი (ურეთრალი) შვილი. 

რთული სათქმელი ვის მეტი სიძნელე ხვდება ამ სიტუაციაში. ურეთრალი ბავშვი მთლიანად ანგრევს კანი მშობლების წარმოდგენებს ბავშვის აღზრდაზე. მას არ შეუძლია დღის რეჟიმის დაცვა და წესებით ცხოვრება, მაგრამ ძალა ჯერ კიდევ არ ჰყოფნის თავისი უფლებების დასაცავად. მხოლოდ ძალიან ძლიერ ურეთრალს შეუძლია კანების წინააღმდეგობების გატეხვა და ისიც მხოლოდ მოზარდ ასაკში. 

უფრო ხშირად კი ურეთრალური ვექტორი ისრისება კანი მშობლების მიერ ჯერ კიდევ უმცროს ასაკში. 

1.სექსუალობა – მასტურბაციის აკრძალვა ის მთავარი ინსტრუმენტია რითაც კანი მშობლები ლაგამს ამოსდებენ თავისუფლებისმოყვარე ურეთრალურ ენერგიას. ბავშვობიდან დათრგუნული სექსუალობა სხვა ურეთრალურ თვისებებსაც აღარ აძლევს განვითარების საშუალებას. ეს კი მომავალში არა მხოლოდ სქესობრივ პრობლემებს იწვევს, არამედ საკუთარ თავში დაურწმუნებლობასაც. ამასთან ერთად მსგავსი აკრძალვები ბავშვობაში, იწვევს სრულიად განსხვავებულ შიშებს მოზრდილ ასაკში. ეს შიშები მით უფრო ძლიერია, რაც უფრო ნაკლებად გვახსოვს ჩვენი ბავშვობის ტრავმული მომენტები. გამოთავისუფლებული (დავიწყებული) ტრავმები ხომ უფრო ძლიერად გვბლოკვენ, ვიდრე ის მოვლენები რომლებიც გვახსენდება თუნდაც ჯერ ისევ ტკივილით (გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა. თუ ვინმე ეწინააღმდეგებოდა თქვენს “საკუთარ სხეულთან ნაცნობობას”, შესაძლოა, რომ ამ მოვლენების კვალი დღემდე მოგდევდეთ, თქვენში კი საკმაო რაოდენობით გამოუყენებელი პოტენციალი იყოს). 
2. რისკი – ესაა ურეთრალური ვექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი მდგომარეობა რომელიც სულიად უცნობია კანებისთვის. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სარისკო სიტუაცია მაშინ ჩნდება როცა რაღაც არასათანადოდაა დაგეგმილი ან ცუდად გათვლილი. ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ როცა კარადიდან ხტები ან მთელი სისწრაფით მიაქანებ ველოსიპედს, სადღაც შიგნით (გასაგებია სადაც) ჩნდება საოცარი შეგრძნება, რომელიც ძალიან გავს ორგაზმს. კანი მშობლები კი ცდილობენ ბავშვის ცხოვრებიდან მაქსიმალურად ,,მოაცილონ” სიტუაციები სადაც მათ თუნდაც მცირედი საფრთხე ემუქრებათ. შედეგად კი წითელი ბავშვი ვერ სწავლობს ისე სწრაფად გაუმკლავდეს პრობლემას როგორც ეს მისი ბუნებითაა განსაზღვრული. როცა იზრდება კრიტიკულ სიტუაციაში ვერ ავლენს სათანადო უნარებს და მშობლებიც უკვე გვერდით აღარ ყავს. 
3. თავისუფლება – ეს ურეთრალური თვისება აშინებს კან მშობლებს არანაკლებ ვიდრე ადრეულ ასაკში გამომჟღავნებული ჰიპერსექსუალობა. “არ შეიძლება” ასეთ ოჯახებში ყველა სხვა გამოთქმაზე ხშირად ჟღერს. პირველ ყოვლისა რეჟიმის დარღვევა არ შეიძლება. არ შეიძლება ისე მოიქცე როგორც მოცემულ ოჯახში მიღებული არ არის. კანების ოჯახში გაზრდილი ურეთრალი, გვაგონებს გალიაში გაზრდილ ლომს, რომელიც მაშინაც კი როცა თვისუფალ გარემოში ხვდება, ისევ წინ და უკან დადის, როგორც ტყვეობაში ისწავლა. 
რამდენად ვახერხებთ დღეს ჩვენი თავისუფლების რეალიზებას? არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გამოხატულია თქვენში წითელი ვექტორი. ნებისმიერ შემთხვევაში მოცემული ჩარჩოებიდან გასვლა ყოველთვის ამ ვექტორს უკავშირდება (აქ ბოროდიანსკი ცდება. მოცემული ჩარჩოებიდან არა მხოლოდ ურეთრალი გადის. ეს შეიძლება ახასიათებდეს სმენურ ბავშვსაც, ასევე კან-ვიზუალ გოგონას – ს.ღ.). თუ ბავშვობაში კანური აღზრდის ,,ობიექტი” გახდით, შესაძლოა თქვენი ჰორიზონტი იმაზე ფართო იყოს ვიდრე ეს თქვენ გგონიათ. 

4. თვითრეალიზაცია – ეს არაა უბრალოდ მოთხოვნილება აკეთო ის რაც გულს უხარია. ესაა გატაცებების გამუდმებული ცვლა, ურეთრალურ ვექტორს უნდა ყველაფერი სცადოს, ეს ხომ მისთვის სამყაროს შემეცნების თანდაყოლილი მეთოდია. მაგრამ კანებს ესეთი ხშირი ცვლილებები სტრესში აგდებთ. მათ უკვე გაწერილი აქვთ შვილისთვის საქმიანობების გეგმა, მერე კი უსიტყვოდ მისდევენ ამ გეგმას (სხვათა შორის წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით მოქმედება კანის ვექტორიანების წარმატების მთავარი ფაქტორია სიცოცხლის ნებისმიერ სფეროში). შვილი კი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა, რომელსაც თავისუფლად ცურვის უფლებას ვერ მისცემენ. 

5. ძალაუფლება – ნარინჯისფერისთვის ძალაუფლებაა ესაა კონტროლი და დისციპლინა, წითლისთვის კი ეს ქარიზმაა, რომელიც ადამიანებს თავისთავად უმორჩილებს. ურეთრალი ბავშვი ამას უკვე სიცოცხლის მეორე წელს ავლენს (ზოგჯერ უფრო ადრეც), რბილი ხასიათის მშობლებს მოხერხებულად იმორჩილებს. მაგრამ კანებთან ეს როგორ გაუვა. მათ იციან როგორ ,,მოარჯულონ“ ბავშვი რომელიც ყველაფერს პირიქით აკეთებს. ამისთვის მხოლოდ ისაა საჭირო, რომ შეაჩერონ ბავშვი ყოველთვის, როცა ის ინიციატივის საკუთარ ხელში აღებას ცდილობს. ანდა სულაც შვილის მაგივრად მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ბავშვი თავის ასაკშიც კი თავისუფლად გადაწყვეტს. შედეგად ის ნელ-ნელა ეჩვევა არ დაიკავოს ყოველთვის პირველი ადგილი და კან მშობლებსაც ამოცანა უფრო უადვილდებათ. 

რამდენად გაკმაყოფილებთ მართვა/მორჩილების ბალანსი რომელიც თქვენს ცხოვრებაშია? ახერხებთ თქვენი მართვის პოტენციალის რეალიზებას არა მხოლოდ ადამიანებზე არამედ მოვლენებზეც თქვენს ცხოვრებაში? თუ დახმარება გჭირდებათ? რა უნდა ქნათ როცა თქვენმა ურეთრალურმა ბავშვმა კანური კონტროლის ქვეშ გაიარა? 

აი თქვენი ვექტორების მიღების ალგორითმი 

 

1. გაცნობიერება – გააცნობიეროთ კონკრეტულად რომელი ვეტორია არასათანადოდ მიღებული. შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია, ან დაეყრდნოთ საკუთარ შეგრძნებებს. 
2. მოგონებები – შეძლებისდაგვარად გაიხსენეთ სიტუაცია როდესაც თქვენი ურეთრალური ვექტორი ძლიერი წნეხის ქვეშ მოჰყვა. ეს პუნქტი არაა მნიშვნელოვანი მაგრამ შედეგებს მაინც გვაძლევს. 
3. ძებნა – ყველა სხვა გატაცებას შორის, თქვენ მოძებნილი გაქვთ საქმიანობა რომელიც გინდათ, რომ აკეთოთ მაგრამ ჯერ არ შესდგომიხართ. 
4. მოქმედება – დაიწყეთ ამის კეთება, შეუდექით თქვენი მოთხოვნილების რეალიზაციას, ცოტათი მაინც. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს სრულიად ნებაყოფლობით, ყოველგვარი საკუთარი თავისთვის დაძალების გარეშე. თუ თქვენი ურეთრალური ვექტორი სექსუალურ სფეროშია ჩაკეტილი მაშინ მოიგონეთ რაიმე ექსტრემალური სასიყვარულო თავგადასავალი. იმ სფეროდან დაიწყეთ სადაც თავს მეტად თავდაჯერებულად გრძნობთ. ნუ დაიწყებთ პატარშუტით ხტომას, თუ სიმაღლისა გეშინიათ. 
5. პირველი შედეგი – რამდენიმე დღის მერე უკვე შეამჩნევთ, რომ ახალი მოთხოვნილებები გაგიჩნდათ. ეს ურეთრალური ვექტორის დამახასიათებელია, დაიწყეთ მათი რეალიზებაც. 
6. საბოლოო შედეგი – რამდენიმე კვირის შემდეგ დაინახავთ, რომ ამ ვექტორთან ჰარმონიაში ცხოვრობთ, ის სფეროებშიც კი რომლებითაც უშუალოდ არ იყავით დაკავებული თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ. ახლა უკვე შეიძლება მოლოცვა თქვენთვის ამ ვექტორის მთელი პოტენციალი ხელმისაწვდომია. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ახლა უკვე ამ ვექტორის არაპროდუქტიულ თვისებები მნიშვნელოვნად შემცირდა. 

როგორ უნდა მოიქცენ კანი მშობლები რათა არც ურეთრალი გასრისონ და არც თავზე დაჯდომის საშუალება მისცენ? 

მოდით სიტუაციას საწინააღმდგო მხრიდან შევხედოთ, შემდეგი რამდენიმე პუნქტი ეხება კან მშობლებს რომლებსაც ურეთრალის აღზრდა ხვდათ წილად. 

1. თავისუფლება და პასუხისმგებლობა – გახსოვდეთ, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვასთან ერთად, წითელ ვექტორს პასუხისმგებლობაც ახასიათებს. სამწუხაროდ ამას მშობლებიც ივიწყებენ და მასწავლებლებიც. თუ ურეთრალ ბავშვს თავისუფლებასაც მისცემთ და პარალელურად პასუხისმგებლობასაც მოსთხოვთ თავის საქციელზე, მისთვის ეს კავშირი ბუნებრივი ხდება და ჰარმონიულად იზრდება ძლიერ ურეთრალად, როგორებიც საკმაოდ იშვიათია. ურეთრალების უმრავლესობა ასაკის მიუხედავად იქცევიან როგორც მოზარდები, რომლებსაც ბალანსი პასუხისმგებლობასა და თავისუფლეას შორის ძალიან დარღვეული აქვთ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. სწორედ კან მშობლებს, რომლებსაც ბალანსის შეგრძნება გამახვილებული აქვთ, შეუძლიათ ურეთრალ შვილში ეს ორი თვისება საჭირო პროპორციებით გადაანაწილონ. 
2. შეიძლება. მაგრამ! – “თუ ბავშვს რაიმე მოთხოვნილება აქვს, შეიძლება მისი ადექვატურად დაკმაყოფილების ხერხი მოიძებნოს”. ეს ნიშნავს ბავშვისთვის, მშობლისთვის და სხვა ადამიანებისთვის ზარალის გარეშე (მათ შორის მატერიალური ზარალის) დაკმაყოფილებას. თუ ბავშვის რაიმე მოქმედებაზე, ან საჭიროებაზე თქვენ ეუბნებით – არა! (კანი მშობლების საყვარელი სიტყვა), წითლისთვის ეს ასე აღიქმება “ახლა შეიძლება მშობლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ჩემი ძალები მოვსინჯო”. სწორედ ეს წინააღმდეგობები აწრთობს ურეთრალურ ქარიზმას და ლიდერულ თვისებებს. ამიტომაც, როცა ბავშვს არას ეუბნებით თქვენ არა მხოლოდ აკრძალვას აწესებთ, არამედ ფარულად აქეზებთ “შეგერკინოთ” სტატუსისა და უფლებებისთის. გარდა ამისა ქვეცნობიერად “არას” აღვიქვამთ როგორც ბარიერს, რომელიც აშორებს მხარეებს და შეთანხმებამდე მისვლას ართულებს. უამრავ ტრენინგზე ასწავლიან არ თქვან სიტვა “არა” და თავი აარიდონ პარტნიორთან ამ სიტყვის გამოყენებას. თქვენც სცადეთ და არას ნაცვლად თქვით დიახ. მაგრამ არა მხოლოდ დიახ, არამედ “დიახ, მაგრამ …” და ამას მოაყოლეთ ამცილებელი შეზღუდვები. ამას კანი მშობლები სულ ადვილად ართმევენ თავს (მასტურბაცია შეიძლება, მაგრამ როცა ვერავინ ხედავს და არავის ესმის. კოცონის დანთება შეიძლება, მაგრამ არა შენობაში და არც უფროსების გარეშე. და ა.შ). 
3. თავისუფლების შეგრძნება – არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისუფლების შეგრძნება ურეთრალისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისივე რეალიზაცია. წითელი მოზარდი სინამდვილეში სახლში გვიან მოსვლის უფლებისთვის კი არ იბრძვის არამედ უფლებისთვის გადაწყვეტილება მიიღოს თავად – დამოუკიდებლად. აქ კი კანი იბნევა, როგორ მისცეს შვილს თავისუფლების შეგრძნება და ამავე დროს ისე მოახერხოს, რომ ის სახლში 9 საათზე დაბრუნდეს. აქ მეტი მოხერხებულობის გამოვლენა ან ბოლოსდაბოლოს მშობლის ინსტინქტის ჩართვა მოუწევს, ასეთი თვისებები კი უფრო იისფერ (ყნოსვის) ვექტორს ახასიათებს. გაიხსენეთ ურეთრალი ბავშვისთვის ასე მნიშვნელოვანი რაღაცეები – მისი სტატუსი ოჯახში, მისი აზრის პატივისცემა, საშუალება გადაწყვიტოს ან მონაწილეობა მაინც მიიღოს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას. ვფიქრობ უკვე გებადებათ იდეები როგორ უნდა გამოიყენოთ ეს მშვენიერი თვისებები. 
4. ინიციატივა – წითელ ბავშვს ვერ აიძულებ რამე გააკეთოს, თუ ეს თავად არ გადაწყვიტა. აქ ვერანაირ რჩევას ვერ მოგცემთ, უბრალოდ გასწავლით ერთ სავარჯიშოს, რომელსაც ადრე ტრენინგებზე ვაკეთებდი. 

ჯგუფის მონაწილეებს ვთავაზობდი რიგ რიგობით მოერგოთ სკოლის მასწავლებლის როლი, რომელმაც მერვე კლასელ ურეთრალს უნდა აიძულოს გაკვეთილების შემდეგ დარჩეს და კედლის გაზეთზე იმუშაოს. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ამ მოზარდის (პირობითად ირაკლი) გარდა სკოლაში არავინ რჩება, ხოლო ვარიანტი მასწავლებელი თავად აკეთებს კედლის გაზეთს – არ მიიღება. რას არ იგონებდნენ მონაწილეები, რომლებსაც ამ სცენისთვის მხოლოდ 60 წამი ჰქონდათ. მე კი ამ დროს ურეთრლ ბავშვს ვთამაშობდი 15 წლის ასაკში, რომელიც შემთხევით დარჩა სკოლაში და ძალიან თავისუფლად ზის ფანჯრის რაფაზე, თან რაღაცას წრუპავს მუქი ბოთლიდან, შესაძლოა ლუდს. 

ვიღაც ირაკლის ფულს სთავაზობდა (კანი) ვიღაც - სასმელს (კანი მაგრამ ამორალური)... 

ვიღაც ორიანით, მშობლების გამოძახებით და ცემითაც კი დაემუქრა (კუნთი, ან ანალი)... 

ვიღაც სთავაზობდა ერთად დაელიათ ლუდი თან ემუშავათ (ორალი)... 

ვიღაც მანიპულაციას ცდილობდა და მიმდინარე მოთხოვნილებებსა და სურვილებს არკვევდა (ყნოსვა)...

 

ვიღაც კი ეუბნებდა “შენ საუკეთესო ხარ”, “მხოლოდ შენ თუ მიშველი”, “შენი იმედიღა მაქვს”. (ჰარმონიული ვიზუალები და განვითარებული ურეთრალებიც კი). ეს ყველაზე უფრო პოზიტიური ვარიანტი იყო და ირაკლიც ყველაზე კარგად ამაზე რეაგირებდა. 

 

თუმცა ყველაზე მუშა ვარიანტზე ჯგუფს უკვე მე ვუყვებოდი მოცემული სავარჯიშოს დასრულების მერე. 

მიდის ირაკლისთან თითქმის ატირებული მასწავლებელი და ეუბნება... 

მაინც რას ეუბნება? მოდით დაფიქრდით და 2-3 ვარიანტი მაინც მოიფიქრეთ ამ თემაზე თუ რას ამბობს ის? 

ჯგუფის მონაწილეები ყველაზე განსხვავებულ ვარიანტებს მთავაზობდნენ, ვიღაც დახმარების მუდარას, ვიღაც დაბნეულ სიტყვებს. ეს ყველაფერი არ მუშაობს. მაშ ასე, უახლოვდება მასწავლებელი ირაკლის და იძახის “….” არაფერსაც არ იძახის! ეს ვარიანტი ვერ წარმოგედგინათ ხომ? ის დუმს. დიახ, დიახ, დგას და მდუმარედ ტირის. რა ხდება ამ დროს? დაახლოებით 20-30 წამის შემდეგ ირაკლი კითხულობს “რა ხდება?” და რა პასუხი უნდა მოჰყვეს ამას, საუბარი კედლის გაზეთზე? არავითარ შემთხვევაში! აქ საქმე გაზეთში არა! აქ საქმე სტატუსშია. პასუხი დაახლოებით ასეთი უნდა იყოს “ალბათ ვერც შენ დამეხმარები…” არ დაგავიწყდეთ სიტყვა “ალბათ”, ამის გარეშე პირდაპირ უარს მიიღებთ. 

რა ხდება ამის მერე? 99% სავარაუდოა, რომ ირაკლი იკითხავს “და რაშია საქმე?” და აქ უკვე სიტუაცია თქვენს ხელშია, რადგან ინიციატივა უკვე მას გადაეცით. ახლა უკვე თავად ის ინტერესდება თქვენი პრობლემით და ის თავად გადაწყვეტს მიიღოს თუ არა ამაში მონაწილეობა. (ხოლო წყლაში ჩავარდნილთა ამოყვანა და სხვა ნებისმიერი სახის დახმარება ადამანებისთვის, ურეთრალს საკუთარ თვალში ძალიან ამაღლებს), თუ ამ მომენტს ფრთხილად მოეკიდეთ და მოზარდი ურეთრალის კეთილგანწყობა ყოველთვის თქვენს მხარეს იქნება.

 

წითელი (ურეთრალი) მშობელი და ნარინჯისფერი (კანი) ბავშვი. 

საწინააღმდეგო ვარიანტი ურეთრალი მშობელი და კანი შვილი, სიტუაცია შედარებით ადვილია თუმცა რამდენიმე დაძაბული სიტუაცია მაინც არის. 

პირველ რიგში კანს არ სჭირდება ისეთი უსაზღვრო თავისუფლება როგორც ურეთრალს. უფრო მეტიც მას სჭირდება “ჩარჩოები”, განსაკუთრებით ბავშვობაში. დღის მკაცრად გაწერილი გეგმა, რეჟიმი, ადეკვატური საზღვრები – რასაც ასე ძალიან ვერ იტანს ურეთრალი – ყველა ბავშვისთვის ეს მნიშვნელოვანი საყრდენი წერტილია. თუ მის ცხოვრებაში ეს საყრდენები არა არის, ის დისკომფორტს განიცდის, ის იბნევა და კანის ვექტორიც მიღებაც უარესდება. ეს კი იწვევს კანურ დაავადებებს, ბრონქიალურ ასთმას, გარშემომყოფებთან კავშირის გაწყვეტას, კანი ხომ ჩვენთვის მთავარი საზღვარია გარე სამყაროსთან. 

ბევრი წითელი მშობელი ნარინჯისფერ შვილებს საკუთარი ცნობიერების პრიზმიდან უყურებს. მას მიაჩნია, რომ მთავარი ბავშვისთვის თავისუფლების მიცემაა, შეძლებისდაგვარად არაფერში შეზღუდონ, მაშინ ის ჰარმონიულ ადამიანად გაიზრდება. ურეთრალი ბავშვისთვის ეს ასეც არის მაგრამ კანისთვის ზუსტად პირიქითაა. 

აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ბავშვის აღზრდაზე დაწერილი უამრავი წიგნი, იქ ყოველთვისაა მოცემული ერთი უნივერსალური მეთოდი რომელიც ყველაზე მუშაობს. 

მაშინაც კი თუ თქვენი ცხოვრების წესი ამის საშუალებას არ იძლევა (სამსახური რომელიც მოითხოვს გამუდმებულ გასავსვლას ერთი ადგილიდან მეორეზე), მაინც ეცადეთ შეუქმნათ თქვენს კან შვილს გარკვეული საყრდენები. მაშინაც როცა ეს ძალიან ძნელია დაუთმეთ დროის ნაწილი თქვენი და ბავშვის შეთანხმებების შესრულებას. თქვენ მაშინვე შეამჩნევთ, როგორი სტაბილური და მიზანდასახული ხდება ადექვატურ ჩარჩოებში გაზრდილი კანი. 

მეორე დაძაბული მომენტი – მატერიალურ ფასეულობებთან დამოკიდებულებაა. ჰარმონიული ურეთრალი მშობლები ცხოვრობენ ფულის ენერგიის ნაკადში. მათ იციან, რომ რაც უფრო მეტ ენერგიას გაატარებენ, მით უფრო ხარისხიანი იქნება ცხოვრება. ისინი ძალიან შორს არიან კანური მოსაზრებისგან – დაგროვებაზე, ხელმომჭირნეობაზე. ამიტომაც, როცა წითელი მშობლები შვილს ასეთ საქციელს ამჩნევენ, უხსნიან, რომ არაა საჭირო ნივთებზე ჩაბღაუჭება, უფრო მსუბუქად უნდა მიუდგეს ამ საკითხს. წარმოგიდგენიათ რა სტრესს განიცდის ამ დროს პატარა კანი რომლისტვისაც ეს ნივთები მისი “სხეულის ნაწილებია”? 

მოდით უსაყვედურეთ მოზრდილ კანს, რომ ის დიდი ენთუზიაზმის გარეშე უზიარებს თავის ნივთებს სხვებს, – პასუხად მინი ლექციას მიიღებთ მის ფასეულობათა სისტემაზე. ბავშვს არ შეუძლია ახსნას თუ რატომ იწვევს მშობლების ასეთ შეშფოთებას მისი მისწრაფება ყველაფერი თავისი თავისთან დაიტოვოს. ესაა კანის ვექტორის დისჰარმონიის ათვლის წერტილი. 

მაგრამ თუ არ დავსტრესავთ მოთხოვნებით გაუნაწილოს თავისი საკუთრება სხვებს როცა მას ასე არ უნდა, მაშინ მას უფრო თანაბარი დამოკიდებულება ექნება ნივთებთან. ეს თვისება ზედმეტად უკვე აღარ განვითარდება (ეს ეხება ნებისმიერ სხვა კანურ თვისებასაც). 

მესამე მომენტია – უპატივცემულობა, ურეთრალ მშობლებს გონიათ, რომ მათი კანი შვილი საშუალო დონის ადამიანია, რომელიც არანაიარი მიღწევებისკენ არ მიისწრაფვის. კანი შვილის წარმატებას ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ, თავად ის წვრილმანი ბუნების და ზედმეტად დამიწებული. იმისგან დამოუკიდებლად რეალურია ეს მშობლების “გენიალობა” თუ მოჩვენებითი უპატივცემულო დამოკიდებულება მაინც ტრავმულია შვილისთვის. კანი სულაც არ ცდილობს ციდან ვარსკვლავების მოწყვეტას, მისი ბიოქიმია სულ სხვა საქმიანობის სფეროსკენაა მიმართული, მაგრამ კანი ამას ყოველთვის სათანადოდ აკეთებს. 

ერთ-ერთ ინტერვიუში ჰოლივუდის მსახიობმა გარი ოლდმენმა თავის შვილებზე თქვა: 

“მე სამი ვაჟი მყავს, ორი მათგანი უკვე მოზარდია, მე სამივეთი ძალიან ვამაყობ. ვიტყოდი, რომ ვერ ერთს ვერ ვუწოდებ გენიალურ ბავშვს მაგრამ მეც და მათაც ამაზე მიგვიფურთხებია. მთავარია, რომ ისინი კარგ ადამიანებად იზრდებიან. გენიოსები ამქვეყნად საკმარისადაა აი კეთილსინდისიერი, ღირსეული მამაკაცების ნაკლებობა კი აშკარად არის.” 

გასაკვირია არაა, რომ წლების შემდეგ, კანი შვილი საყვედურობს ურეთრალ მშობლებს, რომლებიც მთელი ცხოვრება რაღაცა დიდებულს მისდევდნენ და მოხუცებულ ასაკში ხელში არაფერი შერჩათ. 

ურეთრალური და კანის ვექტორები წყვილში. 

როცა ასეთ წყვილებს ვხვდები სულ მიკვირს რამ დააკავშირა ისინი ერთმანეთს, ან რა აკავებთ მათ ერთად, არაფერი სხვა - თუ არა საწინააღმდეგოთა მიზიდულობა. 

სტატიის დასაწყისში უკვე აღვნიშნე რომ ამ ორი ვექტორის წინააღმდეგობები შეგვიძლია უსასრულოდ ჩამოვთვალოთ. გარდა ამისა ყოველ კონკრეტულ კან-ურეთრალურ კავშირში არის თავისი სიძნელეები. ამიტომაც არ დავიწყებ წითელ-ნარნჯისფერი ომების განხილვას, მხოლოდ გიპასუხებთ კითხვაზე აქვს თუ არა ამ წყვილს რესურსი? 

გულახდილად ვიტყვი ასეთი წყვილის ჰარმონიზება სერიოზული სამუშაოა და ძალისხმევას ორივე მხრიდან მოითხოვს. ამიტომაც თუ წყვილს ერთმანეთის მიმართ გამძლეობის მარაგი უკვე უთავდება მაშინ ორივეს ურჩევნია ახალ კავშირზე იფიქროს. 

მაგრამ თუ მაინც გადაწყვიტეს ერთად დარჩენა მაშინ შეუძლიათ ეს ალგორითმი სცადონ. 

1. სრულიად გააცნობიერეთ ერთმანეთის თავისებურებები. 

2. ასევე სასურველია საკუთარ თავში მიიღოთ და დაუშვათ სხვისი განსხვავებულობა – ეს ზოაგადად გაგიადვილებთ ურთიერთობებს. 

3. სცადეთ და ამ ვექტორებს შეხედეთ არა როგორც საწინაამდეგოებს, არამედ როგორც ერთმანეთის შემავსებლებს. მაგალითად როგორც მარჯვენა და მარცხენა ხელს, რომლებიც სხვა და სხვა ფუნქციებს ასრულებენ მაგრამ საერთო ჯამში ავსებენ ერთმანეთს. ანდა როგორც ინ და იან ენერგიებს, ნუთუ არ ჰგავს ვექტორებს? 

4. ერთად იპოვეთ ის სფეროები სადაც შეძლებთ მიიღოთ და მხარი დაუჭიროთ პარტნიორის ქცევებს, როცა ის მთლიანად ავლენს თავის საყრდენ ვექტორს. იპოვეთ ასეთივე სფეროები თქვენთვისაც. 

5. სცადეთ თქვენი ურეთრალურობის/კანურობის მიუხედავად იპოვოთ ისეთი მომენტები როდესაც საწინააღმდეგოდ კანურად/ურეთრალურად იქცევით. ეს არა მხოლოდ აგზრდის თქვენი მიღების დიაპაზონს არამედ ცხოვრებაში ბევრ საინტერესო შეგრძნებას შეგმატებთ. მესმის რომ ეს ადვილი არაა, მაგრამ სცადეთ. 

განსხვავება კანური და ურეთრალური ფსიქოტიპის ბავშვებს შორის

მნიშვნელოვანია გავარჩიოთ.

ხანდახან შეიძლება კანური რანჟირების მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ლიდერისა და ურეთრალური ბელადის ერთმანეთში არევა. ორივე მოძრავია, ორივე მათგანის გარშემო ბავშვები გროვდებიან, ორივეს გოგონები ეხვევიან გარს. ურეთრალურის გარშემო კი გაცილებით მეტი. ყველაფერი მეტია – ბიჭების, გოგონებიც, ძალაც, ფერომონებიც. მათ შორის კოლოსალური სხვაობაა.

კანი გამუდმებით რანჟირების მდგომრეობაშია, ხშირად მაგრამ არც ისე მაგრად ჩხუბობს; ხელის კვრა, ფეხის წამოდება. მოხერხებული მანევრი, არც ზურგიდან დარტყმას ერიდება, თუ ჩხუბის თავიდან არიდების საშუალება არის ყოველთვის გამოიყენებს, ხოლო თუ ჩხუბის მიზეზი არაა არაფრიდ დიდებით არ დაიწყებს აი როგორია კანური ხელწერა ლანდშაფტზე. კანური მოზარდი გამუდმებით თავის პირველობას ამტკიცებს. ცდილობს ყურადღება აქტიურობით მიიქციოს. ეს ბავშვები ყველაზე ხშირად ხდებიან ჰიპერაქტიურობის დიაგნოზის მსხვერპლი.

ურეთრალურ მოზარდს არაფრის დამტკიცება არ სჭირდება. ერთიერთზე ჩხუბში ის მხოლოდ თავის თანასწორ მოწინააღმდეგესთან ურეთრალურ ბელადთან გადის. თუ ფერომონების დონეზე კონფლიქტი ვერ წყდება მაშინ სამკვდრო სასიცოცხლოდ იბრძვის. მაგრამ ეს იშვიათობაა. როგორც წესი ერთი უბრალოდ მიდის კოლექტივში ორი ბელადი არ არსებობს. კანი ურეთრალთან უშუალო კონფლიქტში არ შედის. შურს, ბაძავს, ინტრიგენსაც ხლართავს მაგრამ პირისპირ შეჯახებას მაინც გაურბის.

კანური და ურეთრალური ბავშვების განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია, მათთან მოქცევის წესები ხომ დიამეტრალურად განსხვავდება. თუ კანისთვის ადექვატური შეზღუდვები და აკრძალვები მხოლოდ დისციპლინირებული განვითარებისკენ უბიძგებს, მაშინ როცა ურეთრალური ბელადისთვის რომელსაც ჯოგისთვის სიცოცხლის დათმობაც კი შეუძლია ნებისმიერი წინააღმდეგობა მხოლოდ საკუთარი მზაობის გადამოწმების საშუალებაა.ასე წვრთნის საკუთარ თავს მომავალში ყოველგვარ აკრძალვებს მკლებული ჯოგის გაძღოლისთვის. გახსოვდეთ! თქვენი აკრძალვა შეიძლება შეიძლება სრულიად გაუთვალისწინებელ შედეგამდე მიიდეს და კარგია თუ ის მხოლოდ გაიქცევა.

წყარო: https://www.psy8.ru/articles/sovmestimost-krasnogo-uretralnogo-i-oranzhevogo-kozhnogo-vektorov 

მთარგმენლი – ეკატერინე სამხარაძე. 

  • ბელადის აღზრდა - მითი თუ რეალობა

  • ანალის ვექტორიანი მშობლების ურეთრალი შვილი

  • ბელადის აზროვნება და დამოკიდებულებები

  • ვინაა ალფა-მამრი? ფსიქოლოგია მამაკაცებისთვის

  • ურეთრალის ვექტორიანი მდედრი

  • შეცდომები ურეთრალური ფსიქოტიპის დიაგნოსტირებისას

  • მართვის კანონები. ურეთრალი ბელადი და ზედა ვექტორების ოთხეული

  • ურეთრალ-სმენური სუიციდალური კომპლექსი