ურეთრალური და სმენის ვექტორების კომბინაცია


ურეთრალური და სმენის ვექტორების კომბინაცია

განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც ურეთრალს, ერთვის რომელიმე ზედა ვექტორი ინფორმაციის მეოთხედიდან. ყველაზე საშინელი შემთხვევაა თუ ასეთ არარანჟირებულ ურეთრალს ზემოდან ერთვის სმენის ვექტორი. ასეთი სცენარი ჰქონდა ბევრ პოეტს: ესენინს, მაიაკოვსკის, გალაქტიონს, ბლოკს. ასევე ბევრ პილოტს, მხატვრებს, მუსიკსებს. იქ სადაც გვხვდება ურეთრალ-სმენის კომბინაცია, ჩვენ ძალიან ხშირად ვიღებთ არარანჟირებულ ურეთრალს. ახლა ვექტორულ კომბინაციებს დაწვრილებით არ განვიხილავთ, უბრალოდ ორიოდე სიტყვით მოგიყვებით მოცემულ კომბინაციაზე. საერთოდ ურეთრალ-სმენის კომბინაცია ძალზე სერიოზული შერწყმაა. მას შეიძლება ჰქონდეს ორი მიმართულება, თავისი სცენარით. პირველი: როდესაც ურეთრალი და სმენა ერთმანეთს ერწყმიან.

იქმნება ერთიანი მონოლითური კავშირი. მასში თანაბრადაა როგორც ურეთრალური ისე სმენის ვექტორის ელემენტები. ეს ისეა შერეული როგორც რძიან ყავაშია შერეული ყავის და რძის ელემენტები. თუ ეს ასეა, მაშინ არა უშავს. ეს ის სცენარია, როდესაც ურეთრალური ვექტორი ძირითადად ნორმაშია. და როგორც წესი ამ დროს მას პროტესტის სცენარი არ აქვს. მაგრამ არის მეორე სცენარიც: როდესაც ურეთრალ-სმენის კომბინაციის ადამიანში, ურეთრალი და სმენა ერთმანეთისაგან გამოყოფილია. აქ თავის მხრივ არის ორი ქვე სცენარი. 1. როდესაც ჭარბობს ურეთრალური ვექტორი და სმენა ცოტათია შერეული. და 2. როდესაც ჭარბობს სმენა და ურეთრაა ცოტათი შერეული.

პირველი ქვე-სცენარი ჰქონდა უკრაინელ ,,ბატკა მახნოს“ და კიდევ უამრავ სხვას, თუნდაც საბჭოთა მწერალ არკადი გაიდარს. როგორც წესი, ეს ის ურეთრალები არიან, რომლებიც პრინციპში ბელადებად შედგნენ, გრძნობენ არსებული მდგომარეობის რღვევას. ისინი მუდმივად ვარდებიან ერთი მდგომარეობიდან მეორეში, ხან სმენის ვექტორში არიან გადავარდნილები და ხან – ურეთრალში. მაგრამ მეტ-ნაკლებად თავს მაინც შემდგარ ბელადებად გრძნობენ. მეორე ქვე სცენარი კი, როდესაც დომინირებს სმენა, ეს უკვე ძალზე პრობლემატური სცენარია. ეს ის სცენარია, რომელიც ჰქონდა ბევრ პოეტებს, ბევრ მუსიკოსს, და კიდევ უამრავ ცნობილ თუ უცნობ ადამიანს მაგ: ერნესტ ჰემინგუეის. ეს მდგომარეობა პირობითად, შეიძლება შევადაროთ ატრაქციონს: ამერიკულ გორაკებზე ჯდომას. როდესაც ერთმანეთის მონაცვლეობით წარმოიშობა სმენის ვექტორის დეპრესია, რომელსაც პერიოდულად ცვლის ურეთრალური ცხოველური აწყვეტა. მთელი ძალით სხეულებრივ სიამოვნებებში გადაშვება, სრული სისავსით. მაგრამ პერიოდულად მასში მოდის სმენის ვექტორის კითხვები: რა საჭიროა ყოველივე ეს? რა ხდება ჩემს თავს? ვინ ვართ ჩვენ და რა ჯანდაბად გვინდა ეს ყველაფერი? საშინელი მდგომარეობაა, წინ მოდის, სმენის ვექტორის უღრმესი დეპრესია. ეს არ ჰგავს სხვა ვექტორების სევდას, ის არაა სხვა ვექტორით დამძიმებული, ეს ნამდვილი სმენის ვექტორის დეპრესიაა, ასევე სრული სისავსით და სმენის ვექტორის სრული ვნებით (ვნება, სულ ორ ვექტორს აქვს. ცხოველური ვნება აქვს ურეთრალს, და ადამიანური ვნება სმენის ვექტორს). ძალიან ხშირად სმენის ვექტორის ამ მდგომარეობისას ურეთრალ-სმენები მიდიან რელიგიებში, ეძებენ პასუხებს, ვერ პოულობენ, ამის გამო იტანჯებიან, თავს ახლიან სხვადასხვა სულიერ სწავლებებს, კითხულობენ შემეცნებით წიგნებს, ცდილობენ დაიჭირონ ის სულიერი მდგომარეობა, რომელიც ჰქონდა ამა თუ იმ სულიერ წინამძღოლს (იესოს, ბუდას ან ვინმე სხვას). რაც ყველაზე საინტერესოა, როდესაც ასეთი ურეთრალ-სმენა ასეთ არეულ მდგომარეობაში იმყოფება, მასში ურეთრალური ვექტორის ელემენტები თითქმის საერთოდ არ ვლინდება, ის ჭეშმარიტი სმენაა. თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მასში ქვემოდან მიძინებული ვულკანივითაა ჩასაფრებული ნამდვილი მხეცი, რომელმაც რაღაც დროით უკანა პლანზე გადაიწია, აკვირდება სმენის ვექტორის მთელ ამ იდიოტურ გამოხტომებს, მაგრამ რაღაც ეტაპზე აიწყვეტს და მერე თავისებურად შეუბერავს. თუ სმენის ვექტორი უფლის გამოცხადების მოლოდინში მუხლებზე იყო დაჩოქილი, უეცრად მოვარდნილი ურეთრალი ფეხზე წამოხტება, მთელ ამ რელიგიებს, მცნებებს და სულიერ სწავლებებს ეშმაკებში გაუშვებს და იწყებს სხეულებრივ ტკბობას. დროსტარება, ქეიფი, ლოთობა, აშვებული სექსი, ასევე სრული სისავსით.

ამ დროს თითქმის აღარც ახსოვს სმენის ვექტორის სულიერი გამოვლინებები. სმენის ვექტორი მთლიანად შვებულებაშია გაშვებული, ყოველ შემთხვევაში იმდენად მაინც, რამდენადაც შეუძლია ურეთრალს მასზე ზეწოლა. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ არ არის სრულფასოვანი შერწყმა. რეალურად როდესაც ეს ორი ვექტორი ერთ ადამიანსი ვლინდება, ისინი ან სრულად ერევიან ერთმანეთს, ან საერთოდ არ ერევიან. ამიტომაც ხან ერთ მდგომარეობაში ვარდება, ხან – მეორეში. აიშვებს ურეთრალი, დაიწყებს სიცოცხლით ტკბობას და ფიქრობს რომ სმენის ვექტორის ზეწოლისგან საბოლოოდ გათვისუფლდა. მაგრამ ნურას უკაცრავად, სმენის ვექტორი მასში ისევ არსებობს, გადის დრო, რაღაც მომენტში სმენა იღვიძებს და თვითონაც აღარ იცის რა მოუხერხოს თავის კითხვებს, რომლებმაც ისევ წამოყეს თავის მის გონებაში. მას უკვე აღარ შეუძლია სხვარამეზე ფიქრი, ისევ იწყებს სულიერების ძებნას, იჩოქებს მუხლებზე და ბღავის: ,,ღმერთო მაპატიე მე ცოდვილს“, ის მთელი არსებით ეძლევა სინანულს, შეიძლება სინანულისგან მკერდიდან გული ამოიგლიჯოს და უფალს მიართვას ძღვნად. მოკლედ ყველაფერი თავიდან იწყება და მუდმივად მეორდება.

ურეთრალი რომელსაც არ ერთვის ზედა ვექტორი, იშვიათად თუ ჩავარდება პროტესტის სცენარში. აი მაშინ კი როდესაც ზემოდან ერთვის შეშლილი სმენის ვექტორი, ჯერ გიჟურად იწყვიტავს, მერე კი ასევე გიჟურად ეძებს შემეცნებას. როდესაც ურეთრალს ასეთი რამ ემართება, ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: ,,შეძლებს ის ამ დროს საკუთარი ფუნქციის შესრულებას?“

  • სმენის ვექტორიანების იერსახე

  • კან-სმენა მდედრი

  • კან-სმენური ფსიქოტიპის რეალიზაცია

  • სმენითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (ანალ-სმენა)

  • რა განაპირობებს ფანატიზმს?

  • სოციალური არაადაპტირებულობა

  • ნუთუ თავი უნდა მოვიკლათ

  • სმენის ვექტორიანთა რაოდენობა