ურეთრალური და ანალური ვექტორების შეთავსება


ურეთრალური და ანალური ვექტორების შეთავსება

“ეს ორი ვექტორი ისე ეწყობიან ერთმანეთს როგორც კლიტე და გასაღები”.

ვიქტორ ტაკლაჩოვი.

ურეთრალური და ანალური ვექტორი პირად ურთიერთობებში

თითქოსდა რა საერთო უნდა ჰქონდეს ყველაზე სწრაფს ყველაზე ნელთან?

მას ვინც მიზნისკენ გვამების გავლით მიდის და ვისთვისაც სამართლიანობა მთავარი ფასეულობაა?

გამოხატულ ექსპერიმენტატორს (განსაკუთრებით სექსში) და ადამიანს რომელსაც ნებისმიერი ცვლილების ეშინია?

როცა ურეთრალი და ანალი ერთმანეთს ხვდებიან, ორივეს რჩება შთაბეჭდილება რომ ეს ადამიანი სხვა პლანეტიდანაა. ასეთი ადამიანების ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ხომ უკვე ფანტასტიკის სფეროა. ჩვენ ხომ მივეჩვიეთ, რომ პარტნიორი ჩვენს ფასეულობებს უნდა იზიარებდეს აქ კი სადაა თანხმობა და გაზიარება.

მაგრამ თუ საკითხს სხვადვარად მივუდგებით შეამჩნევთ როგორ აკლიათ ერთმანეთი ანალსა და ურეთრალს.

მაგალითად.

წითელს (ურეთრალს) რომელიც ადვილად იწყებს საქმეს, სჭირდება ის ვინც გააგრძელებს და დაასრულებს მას.

ყავისფერს (ანალს) კი პირიქით წამქეზებელი სჭირდება – რადგან თავისი ნებით შეიძლება სულაც არ ჩაერთოს პროცესში.

წითელს რომელიც თავაწყვეტილი მიისწრაფვის წინ სჭირდება ვიღაც ვინც ოდნავ მაინც შეაჩერებს (თორემ შეიძლება თავისი სანუკვარი ოცნებაც კი მოიტოვოს უკან).

ყავისფერს კი ბიძგი ჭირდება რომ წარსულზე მიჯაჭვულობისგან გაანთავისუფლოს.

ურეთრალს, რომელიც გამუდმებით ზეცისკენ ახალი სიმაღლეების დასაპყრობად მიისწრაფვის, სჭირდება ვიღაცა ვინც მიწაზე დააყენებს. თორემ შეიძლება ისე გაერთოს, რომ რეალობასთან სულაც დაკარგოს კონტაქტი.

ანალს კი პირიქით ძალიან სჭირდება თავისი მიწიერი გატაცებებისგან მოწყვეტა, რომ როგორმე შეეხოს რაღაც დიდებულს.

შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ ეს ჩამონათვალი. მაგრამ როგორ ვაიძულოთ ადამიანები ერთმანეთში საწინააღმდეგო თვისებების ნაკრების ნაცვლად ის ნახევრები დაინახონ რომლების შეერთებაც შეიძლება? რაში მდგომარეობს სხვაგავარი მიდგომა? ყურადღების ფოკუსის შეცვლაში. “რით მგავხარ/არ მგავხარ“ კითხვის ნაცვლად ვიკითხოთ “ რით შეგიძლია შემავსო?” და სწორედ ეს ორი ვექტორი როგორც უკვე შეამჩნიეთ ძალიან კარგად ავსებს ერთმანეთს.

თუ მხოლოდ და მხოლოდ ექსპერიმენტისთვის ხალხს ამ სულელურ კითხვას დავუსვამთ; “თუ მანქანაში მხოლოდ ერთ პედალს დავტოვებთ და ეს თქვენი ასარჩევი იქნება რომელს აირჩევდით?”

წითელი დაუფიქრებლად იტყვის “გაზი” მის გარეშე ხომ მანქანა ვერსად წავა.

ყავისფერს ეჭვიც არ შეეპარება საწინააღმდეგოში და იტყვის “მუხრუჭი” თუ არადა მანქანა ღმერთმა იცის სად წავა.

მექანიკაში კარგად ჩანს წინააღმდეგობების ერთიანობა პირად ურთიერთობებში და თავგადაკლული ვეძებთ ჩვენს მსგავსს. გვგონია რომ ადამიანი რომელიც გვგავს (იზიარებს ჩვენს ფასეულობებს) ჩვენთვის იდეალური პარტნიორი იქნება. მაგრამ ეს მხოლდ ნაწილობრივაა სიმართლე.

სინამდვილეში იდეალური პარტნიორი მხოლოდ ნაწილბრივად უნდა გვგავდეს (თავისი ვექტორებითაც). დანარჩენ შემთხვევაში მას ჩვენი საწინააღმდეგო თვისებები უნდა ჰქონდეს. ასეთ კავშირს ნამდვილად მოაქვს ორივე მხარისთვის კმაყოფილებაც და პიროვნული ზრდაც. თუ რა თქმა უნდა ადამიანი მზადაა გაიზარდოს და განვითარდეს.

რა გავაკეთოთ?

თუ თქვენს ურთიერთობებში არსებობს მსგავსი კონფლიქტი, სცადეთ ყველაფერს სხვა მხრიდან შეხედოთ თავიდან დამოუკიდებლად მერე კი პარტნიორთან ერთად.

წარმოიდგინეთ რომ თქვენ ერთი ხელი ხართ თქვენი პარტნიორი კი მეორე. რით შეძლებდა ის თქვენს შევსებას? თქვენი ძალის გაორმაგებას კი არა, სწორედ შევსებას. შეხედეთ ყველაფერს ცხოვრებისეული კი არა სწორედ წითელი და ყავისფერი ვექტორების თვისებებიდან. გარწმუნებთ ასეთი მიდგომით გასაოცარ შედეგებს მიიღებთ.

ხშირად მიწევს ისეთ წყვილებთან მუშაობა რომლებიც ამ ორი ვექტორის კონფლიქტის ნიადაგზე დაშორების ზღვარზე მიდიან. თუმცა ამ კომბინაციას ნებისმიერ პარტნიორობაში მშვენიერი რესურსი აქვს, რომელსაც ძალიან ცოტა ადამიანი თუ იყენებს. 

სექსში

თქვენ ალბათ უკვე იცით რომ ანალური ვექტორი მთელი თავისი მორიდებულობის გათვალისწინებით უზარმაზარი სექსუალური პოტენციალის მფლობელია. ამას მხოლოდ “გამოღვიძება” სჭირდება და ურეთრალი მშვენივრად ართმევს თავს ამ ამოცანას. და თუ ყავისფერი ვექტორის “არასტანდარტულ” ეროტიულ სურვილებსაც მივიღებთ მხედველობაში და ამას წითლის ექსპერიმენტებისთვის მუდმივ მზაობას დავუმატებთ – უბრალოდ იდეალურ წყვილს მივიღებთ. გარდა ამისა ამ წყვილს ძალიან ჰარმონიული უფრო მეტიც სექსუალური ენერგიის “სწორი” მდინარება აქვთ.

ყოველდღიურ ცხოვრებაში

რა თქმა უნდა ანალებს აცოფებენ ურეთრალები რომლებიც არაფერს დებენ თავის ადგილას. მაგრამ წითლებსაც მსგავსი პრობლემა აქვთ ისინი ვერაფრით ვერ იგებენ სადაა ეს ფანტასტიკური “თავისი ადგილი” რომელსაც გამუდმებით უთითებს ანალი.

მაგრამ როგორც კი ეს წყვილი ყოველდღიურ საზრუნავს მოსწყდება და რაიმე უფრო დიდზე დაიწყებს ფიქრს (სახლის აშენებაზე ან ყიდვაზე). ისინი მაშინვე პოულობენ თავიანთი თვისებების სწორად გამოყენების სფეროებს. წითელი იდეებს წარმოქმნის და ყავისფერს უზიარებს, ეს უკანასკნელი კი დაწყებულ საქმეს განაგრძობს და სისრულეში მოჰყავს.

ყველა იმ სიძნელიდან რაც ამ წყვილს ექმნება ამჯერად ორ ძირითადს გამოვყოფთ რომელთა გადაჭრა რეალურად ძალიან ძნელია, ესენია – ცხოვრების ტემპი და სისტემის ჩაკეტილობა.

ცხოვრების ტემპი

თქვენი აზრით რომელი უფრო ადვილია – ნელი აჩქარდეს თუ სწრაფი შენელდეს? ადამიანების უმრავლესობა პასუხს მეორის სასარგებლოდ გაგცემთ და მართლაც თუ ადამიანი ბუნებრივად ნელია (ანალის ვექტორიანი) მას უბრალოდ არ გააჩნია აჩქარების მექანიზმი. ის კი ვინც უკვე მიეჩვია ყველაფრის სწრაფად კეთებას ყოველთვის შეძლებს შეჩერებასა და დაოკებას. ამ გავრცელებულმა შეცდომამ სამწუხაროდ ბევრი ოჯახი დაანგრია.

არა და კიდევ ერთხელ არა! ურეთრალი ვერ შეჩერდება და თუ ამას მაინც მოინდომებს საკუთარ ჯანმრთელობას იაყანებს ზიანს, ისევე როგორც ვერც ანალი აჩქარდება საკუთარი თავისთვის ზიანის მოტანის გარეშე.

და თუ ერთად მცხოვრები ორი ადამიანი ამას გააცნობიერებენ ისინი შეძლებენ დიდი ნაბიჯი გადადგან ერთმანეთისკენ. მერე ყველაფერი ტექნიკის საქმეა.

სისტემის ჩაკეტილობა

კიდევ ერთი კონფლიქტი რომლის გადაწყვეტა მოცემული ვექტორების წყვილში თითქმის შეუძლებელია. ყავისფერს ოჯახური ცხოვრება მხოლოდ ჩაკეტილ სისტემაში წარმოუდგენია ანუ არანაირი კონტაქტები ოჯახის გარეთ – არც სექსუალური, არც ეროტიული, არც რომანტიკული. მისთვის ეს ოჯახური სტაბილურობის საფუძველია.

წითელს კი პირიქით თავისუფლება სჭირდება უფრო სწორედ კი თავისუფლების შეგრძნება. იმ შემთხვევაშიც კი თუ ის პარალელურ ურთიერთობებს არ ააწყობს, მისთვის მნიშვნელოვანია რომ პარტნიორმა აღიაროს და მიიღოს ეს თავისუფლება.

ამ “ინტერესების კონფლიქტის” მოგვარება ყველა სხვა ერთად აღებულზე უფრო რთულია.

ავტორი: მ.ბოროდიანსკი

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

  • ბელადის აზროვნება და დამოკიდებულებები

  • ურეთრალური ფსიქოტიპის ხასიათი. მომავლის ადამიანი

  • ქვედა ვექტორები კომბინაციებში

  • ურეთრალ-სმენური სუიციდალური კომპლექსი

  • ურეთრალური ფსიქოტიპის გარეგნული იერსახე

  • თავნებას აღზრდა

  • ანალის ვექტორიანი მშობლების ურეთრალი შვილი

  • შინაგანი მრჩეველი