შინაგანი მრჩეველი


შინაგანი მრჩეველი

ძალიან საინტერესოა ურეთრალისა და ყნოსვის შეხამება. ამ ურთიერთკავშირის უკეთ გასაგებად მოდით კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდეთ ყნოსვის ვექტორის თავისებურებებს. ეს ვექტორი თავისი ყნოსვის და მის ფსიქიკურთან პროეცირების წყალობით ცოცხლობს – ყველაზე უკეთ გრძნობს საფრთხის მოახლოებას. ეს ყველაფერს ინტუიტიურ დონეზე განიცდის, ისე რომ ხშირად თავადაც არ ესმის რა ემართება. იქ სადაც ტომის ყველა წევრი უძლურია სწორედ ყნოსვას პოულობს გამოსავალს. სწორედ იმის გამო რომ ის გაუთვალისწინებელ სიძნელეებსა და საფრთხეებს გრძნობს ხშირად ურეთრალი ბელადის მრჩევლის ფუნქციას ასრულებდა.

საზოგადოება რომ გადარჩენილიყო ბუნებამ ყნოსვა შესაბამისი თვისებებით დააჯილდოვა. მისი მატარებელი ინტროვერტია, სიმართლეს ტყუილისაგან თითქმის ვერ არჩევს, ის ხომ სიცოცხლის შესანარჩუნებლადაა მომართული მორალისა და კულტურის გაუთვალისწინებლად. ის ნაკლებად შესამჩნევია რადგან თავისი ცუდი მდგომარეობების სხვებისგან დაფარვას ცდილობს, რათა საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს. ჰიპერთროფიულ მდგომარეობაში ეს ვექტორი ცნობილი რომანის პარფიუმერს გავს. შეუმჩნეველი, ინფორმაციის მიღების განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ყნოსვას ყველასთვის დაფარულ, უნიკალურ, ყველასთვის მიუწვდომელ ინფორმაციასთან აქვს წვდომა, რისი დახმარებითაც მართვა და ძალაუფლების მოპოვება შეუძლია. პრობლემა კი იმაშია რომ ხალხი მას უბრალოდ ვერ ხედავს. ის ვინც სხვისი სუნები უნდა შეიგრძნოს საკუთარს ვერ იქონიებს. ასეთი სუნის უქონლობის გამო, ადამიანები მის ცხოველურ დონეზე იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ და მისი ეშნიათ, ის რაც გაუგებარია საშიშია.

ამგვარად ყნოსვა რომელსაც ფასდაუდებელი ინფორმაცია და მათთან კომუნიკაციის სურვილი აქვს ვინც ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ურეთრალი ბელადის მრჩეველი ხდება. ეს ორი ვექტორი ერთიანდება რადგან ურეთრალისთვის ჯოგი უპირველესია, ის მან წინ უნდა წაიყვანოს და არავითარ შემთხვევაში შეცდომა არ უნდა დაუშვას. ყნოსვას კი ჯოგი საკუთარი გადარჩენის კუთხიდან აინტერესებს, რადგან დამოუკიდებლად გადარჩენა რთულია. ურეთრალი ეგუება ყნოსვას კიდევ იმიტომ რომ ეს უკანასკნელი მოვლენების განვითარების ყველაზე სწორ და წარმოუდგენელ ვარიანტებს სთავაზობს და ამით ბელადის ავტორიტეტსა და ხალხის უსაფრთხოებას უფრთხილდება. ბელადი კი თავის მხრივ მრჩეველს იმათი სიძულვილისგან იცავს ვისაც ყნოსვა გამჭოლად ხედავს. გამოდის რომ ეს ორი ვექტორი მშვენიერ კავშირს ქმნის რაც მთელი ჯგუფის განვითარებას უზრუნველყოფს.

თუ ეს ორი ვექტორი ერთ ადამიანშია გამოვლენილი, მაშინ მას საზოგადოების დამოუკიდებლად მართვა შეუძლია და ამასთან ერთად ყველა საფრთხეს წინასწარ გრძნობს რაც რომელიმე წამოწყებას შეიძლება დაემართოს. ბელადი და მრჩეველი ერთ სხეულში ხვდება, ასეთი შერწყმა კი ურეთრალს შორსმჭვრეტელობას სძენს რასაც თავის მხრივ მეტი წარმატება მოაქვს. ის ერთდროულად არანჟირებს და სამყაროში გარღვევასაც ახდენს. შეუძლია უფრო უკეთ გათვალოს და უკეთ გაუგოს ჯგუფის ყველაზე შორს მდგომ წევრს (ის რაც არ ყოფნის ურეთრას – ის ვერ ხედავს სრულ სურათს და ვერ უკვირდება დეტალებს) და ამავე დროს მთელი ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. თუ ადამიანს ყველაზე განვითარებული სმენის ვექტორი აქვს, მაშინ ის ურეთრასთან ერთად ყნოსვაზე დომინირებს, ყნოსვა კი ამ ორი ვექტორის დასახმარებლად მოქმედებს.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

  • ყნოსვური ფსიქოტიპის ხასიათი - ნაწილი II

  • ფსიქოტიპების გარეგანი გამოვლინებები - ყნოსვა

  • სამყაროს მბრძანებელი და კაპრიზული ქალბატონი

  • პოკერი ბედთან

  • ყნოსვითი ინტელექტი

  • სამყაროს მბრძანებელი და კაპრიზული ქალბატონი

  • ყნოსვის ვექტორის ამოსვლა ანალ-სმენის სცენარში

  • შინაგანი მრჩეველი