რატომ იკარგებიან ბავშვები? მეორე ნაწილი


რატომ იკარგებიან ბავშვები? მეორე ნაწილი

მარტო ბედნიერი ვერ იქნები

რთულია იმ სამყაროს მიღება სადაც ბავშვები იკარგებიან. როგორ უნდა გიხაროდეს ცხოვრება და უზრუნველად ბედნიერი იყო, თუ ამ დროს სადღაც ბავშვს აწამებენ, აუპატიურებენ ან კლავენ? რატომაა, რომ მაშინაც კი როცა ამ პრობლემაზე ვიცით (სტატიიდან ან გადაცემიდან) უნებურად ვცდილობთ ჩვენი ცნობიერებიდან განვდევნოთ ეს ინფორმაცია. სტრესმედეგობის მაღალი დონეა საჭირო, რომ საკუთარ თავში ძალა იპოვო და სიმართლეს თვალებში შეხედო.

სვფ ამ პრობლემაზე ხალხის რეაქციას გვიხსნის. ბავშვების გაუჩინარება, მათზე ძალადობა და მათი მტენჯველი სიკვდილი დამთრგუნველ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ერთი ცალკეული ადამიანის ფსიქიკაზე, არამედ მთელ საზოგადოებაზე. კოლექტიური უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნება მომენტალურად ქრება, რადგან ირღვევა რამოდენიმე ტაბუ ერთდრულად, – ბავშვზე სექსუალური ძალადობის აკრძალვა და ბავშვის მკვლელობის აკრძალვა.

რატომ იკრიბებიან მთელ მსოფლიოში ასობით და ათასობით ადამიანი დაკარგული ბავშვის მოსაძებნად? არა მხოლოდ თანაგრძნობისა და დახმარების სურვილით. ადამიანები გაუცნობიერებლად ცდილობენ გაერთიანდნენ, კონსოლიდირდნენ საერთო უბედურების წინააღმდეგ. ბავშვების დაკარგვა მთელი კაცობრიობის საფრთხეა, სახეობის გადარჩენის საფრთხე.

რამდენი დიდი საკაცობრიო გარღვევა იქნა მოშთობილი ჩანასახშივე დაკარგულ და დაღუპულ ბავშვებში? რომელიმე დიდი მეცნიერი გამოვიდოდა, რომელიმე ექიმი, ანდა მასწავლებელი, ახლა უკვე ვეღარ გავიგებთ.

ყველა ერთ ნავში ვართ

როცა მსოფლიოში ბავშვები იკარგებიან, გვეშინია და ნდობაც გვეკარგება. გვეკარგება დაცულობისა და უსაფრთხოების შეგრძნება და ყველა ტოტალური უნდობლობის მარწუხებში ვექცევით. ამიტომაც ხშირად ვცდილობთ ჩვენი პატარა სამყარო – შვილები, ოჯახი გარემოც მავნე ზეგავლენისგან შემოვზღუდოთ. ჩვენი ბინის კარები უკვე დიდი ხანია მეტალისაა, საკეტები სულ უფრო იხვეწება და ღობეებიც უფრო მაღლდება.

მაგრამ შესაძლებელია კი სხვა ადამიანებისგან განცალკევება და ბედნიერება საზოგადოების გარეშე? არა შეუძლებელია. შეუძლებელია იმიტომ, რომ ყველა დაკავშირებულია ერთმანეთთან ყველა ხომ ერთი სახეობის წარმომადგენლები ვართ – ადამიანები. ადამიანები კი სოციალური არსებები არიან, ჩვენ საზოგადოების გარეშე ვერ ვიცოცხლებთ. დაფიქრდით და მიხვდებით – მართალია ჩვენ გვახარებს – გემრიელი საჭმელი, ლამაზი ნივთები, დიდი სახლი და კომფორტი, მაგრამ მაინც ჩვენი სიხარული და მწუხარება არ უკავშირდება ნივთების სამყაროს და ბუნებას, ის სხვა ადამიანებთან კავშირს მოითხოვს. ადამიანი მარტო ბედნიერი ვერ იქნება.

შეგიძლიათ ძალიან დიდხანს დახუჭოთ თვალი ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე, მაგრამ განდგომა მაინც არ გამოგივათ. ყველაზე განსხვავებული და რთული კითხვები ავსებენ ჩვენს ცხოვრებას, გვაიძულებენი “ხელი გავანძრიოთ” – განვვითარდეთ და წინ წავიდეთ, ვეძეოთ ეფექტური გამოსავალი, ამ პრობლემებს ვერ გაექცევით, ისინი ხომ მთელს კაცობრიობაზე ვრცლდებიან და შესაბამისად თქვენამდეც მოაღწევენ.

ვითარდება თუ დეგრადირდება საზოგადოება?

როცა სერიოზულად ვუფიქრდებით იმ პროცესებსა და ტენდენციებს რომლებიც თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარეობს, ისეთი შეგრძნება გვიჩნდება, რომ სამყარო შეიშალა და უფსკრულისკენ მიექანება. თითქოსდა ცივილიზაციაში ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც გრძელდება ხალხის გატაცება, არალეგალურად არსებობს ადამიანებით ვაჭრობა, მონობა და მსგავსები.

თუმცაღა სვფ-ს შეუძლია ამ მხრივ დაგაწყნაროთ, სამყარო არ დეგრადირდება ის გამალებით ვითარდება. მოძრაობა ყოველთვის წინ მიდის და უკან არასოდეს იხევს. ხოლო ის საშინელებები რასაც ახლა თვალს ვადევნებთ მხოლოდ წინსვლისკენ გვიბიძგებენ. სწორი მიმართულებით რომ ვიმოძრაოთ და შეცდომები არ დავუშვათ, პირველ რიგში ჩვენს თავსა და გარშემომყოფებს უნდა გავუგოთ, ვისწავლოთ საკუთარი თავისა და სხვების შინაგანი სამყაროს დანახვა, გავიგოთ ადამიანის ფსიქიკა. სწორედ ფსიქიკაში როგორც ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემების ისე ყველაზე დიდი გარღვევების ფესვები.

სადიზმი, პედოფილია, ბავშვების გატაცება და სხვა საზიზღარი დანაშაულებანი საზოგადოებაში მძიმე უკმარისობების დაგროვების შედეგია, რაც კაცობრიობის განვითარების გარდამალ ეტაპებს სდევს თან. ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად სწარაფდ და ნაკლები დანაკარგით გადავლახავთ ამ პერიოდს.

ყველა ერთად მომავლის დასაცავად

ბავშვები ჩვენი მომავალია. ეს დღეს დარბიან მოკლე შარვლებით თორემ ხვალ ეს უკვე ზრდასრული ხალხია. ბავშვები მთავარია იმიტომ, რომ ადამიანების ახალი თაობა ესაა საფეხურები ქვეყნისა და ხალხის მომავალში. ამიტომაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბავშვების დაცვა.

პრობლემის მთელი სერიოზულობის გაცნობიერების მომენტიდან დგება რეზონანსული კითხვა, რა ხერხს მივმართოთ, როგორ დავიცვათ ბავშვები? სამწუხაროდ ბრძოლის ის მეთოდები რომლებიც დღეს არსებობს არაეფექტურია. თუ ანალოგიას მედიცინასთან გავაკეთებთ, ეს მოგვაგონებს ავადმყოფობის დიაგნოზის გარეშე მკურნალობას.

ბავშვთა გაუჩინარების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი შესაფასებელი კრიტერიუმი შედეგი უნდა იყოს. ხოლო დაკარგული ბავშვების ძიების შედეგების გასაგებად საჭიროს ციფრები. მაგალითად ბავშვის დაკარგვის შესახებ მყისიერი შეტყობინება “amber alert” რომელიც აშშ 1996 წლიდან არსებობს. და თავისი არსებობის მანძილზე ამ სისტემამ იპოვა და ოჯახში დააბრუნა 500 ბავშვზე მეტი. ახლა კი გაიხსენთ სტატისტიკა აშშ-ში წელიწადში საშუალოდ 800000 ბავშვი იკარგება.სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ამ ორგანიზაციის მუშაობის ეფექტიანობა გამოთვალოთ. იმის მიუედავად, რომ აშშ-ში კანონი და საზოგადოებრივი წესრიგი ისეა დაცული, როგორც არც ერთ სხვა ქვეყანაში ბავშვები მაინც განაგრძობენ გაუჩინარებას. გარდა სპეციალისტებისა მსოფლიოს მასშტაბით ასობით და ათასობით მოხალისე ერთიანდება რათა ბავშვების ძიებაში მონაწილეობა მიიღოს. სამწუხაროა, რომ ამას ყოველთვის არ მოაქვს სარგებელი – ტიტანური ძალისხმევა ხშირად სრულიად უშედეგოა. დამნაშავის ფსიქოლოგიის ცოდნის გარეშე მისი გამორიცხვა ძალიან ძნელია, მაშინაც კი როცა ის ახლოსაა და სიამოვნებით აკვირდება ბავშვის უშედეგო ძებნას. შესაძლოა თავადაც ჩერთოს მოხალისედ მის მოძებნაში, წარმოგიდგენიათ?

მაგრამ სისტემური აზროვნება დამნაშავის ზუსტად ამოცნობის უნრას გვძენს და თუ იმ ადამიანების რაოდენობა ვინც სვფ ერკვევა გაიზრდება დამნაშავეებს უჩინარად ყოფნა გაუჭირდებათ.

მოდი დავუშვათ, რომ მოვახერხეთ ყველა გამტაცებლის, მოძალადისა და მკვლელის დაჭერა – რა ვუყოთ ამ ფსიქოპათების ბრბოს? რა ციხეები აუვა. გავანადგუროთ? მაგრამ აქ შეცდომებს ვერ გავექცევით და აუცილებლად დაზარალდებიან უდანაშაულონი. და მაინც იზოლირებული და დასჯილი დამნაშავეების ნაცვლად მოვლენ ახლები. რადგან ამ ყველაფრის მიზეზი გარეთ კი არა ფსიქიკაში უნდა ვეძიოთ.

გაფრთხილებული ნიშნავს შეიარაღებულს

რა იქნება თუ სადისტების, ფსიქოპათებისა და პედოფილების გამორიცხვას ვისწავლით? როგორ შეცვლის ეს სიტუაციას? საქმე იმაშია რომ ადამიანი დანაშაულის ჩადენამდე უცებ არ მიდის. ბავშვზე ძალადობა ეს შინაგანი ხანგრძლივი ბრძოლის შედეგია ფრუსტრაციის წინააღმდეგ. ვიღაც სწარაფად დაჰყვება საკუთარ ავადმყოფურ ლტოლვას, დანაშაულს ჩადის და სინდისიც არ აწუხებს, მაგრამ არიან ისეთები, ვინც ნახევარი ცხოვრება იტანჯება თავშეკავებით. განსაკუთრებით გაცნობიერებულები ექიმთან მიდიან და მედიკამენტოზურ მკურნალობასაც თანხმდებიან. იწყებენ პრეპარატების სმას რომლებიც სასქესო ჰორმონის გამომუშავებას უშლის ხელს, მაგრამ ასეთი ერთეულია.

რა თქმა უნდა თუ რუბიკონი გადალახულია, იქ უკვე ვეღარაფერს შეცვლი. უკვე საჭიროა დამნაშავის იზოლაცია, რომ ზიანის მოტანა აღარ განაგრძოს. მაგრამ საწყის მდგომარეობაში დახმარება შეიძლება, ფსიქოანალიზი საშუალებას მისცემს ადამიანს დამოუკიდებლად დაინახოს და გაიაზროს თავისი პრობლემა, ასევე უკარნახებს გზებს თუ როგორ შეივსოს დანაკლისი და რეალიზება მოახდინოს ისე, რომ აკრძალული სურვილების დათრგუნვა მოახერხოს. სვფ-ს დახმარებით საზოგადება გახდება უფრო ჯანმრთელი და ჰარმონიული.

ერთიანი კაცობრიობის გზაზე

2017 წლის 25 მაისს მაშველმა რაზმმა “ლიზა ალერტ” , “როსკოსმოსთან და ტელეპროგრამა “ჟდი მენიასთან” ერთად გადაიღეს სოციალური ვიდეო რუსეთში ათეულობით ქალაქში ბავშვთა გაუჩინერების ადგილებიდან – მშობლებმა და მოხალისეებმა ოთხმეტრიანი ასოებით ააწყეს ბავშვების სახელები, წარწერა იმხელა გამოვიდა რომ კოსმოსიდანაც კი ჩანდა.

ნაღველი ბურტივით გეჩხირება ყელში და თვალები ცრელით გევსება… აზრი აქვს ამ ყველაფერს? ვის სჭირდება უსულო კოსმოსში ჩვენი დაკარგული შვილების სახელები? სამყაროში რეალურად რომ შემოვიტანოთ ცვლილებები უკეთესისკენ ადამიანების ფსიქიკაში უნდა ჩავიხედოთ და მათი საიდუმლოები ამოვხსნათ. რაც უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს სისტემურად აზროვნებას მით ნაკლები ტრაგიკული შედეგი იქნება.

ყველაზე მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ყოველი ჩვენგანი კაცობრიობის მცირე ნაწილია და როცა სხვას ვაყენებთ ზიანს ამით თავადაც ვზიანდებით. თუ ყველა, გამონაკლისის გარეშე გაითავისებს პრინციპს, რომ “ყველა ბავშვი ჩვენია”, სამყარო უკეთესი და უფრო უსაფრთხო გახდება. სამყაროს ასე აღქმით ადამიანი უკვე ვეღარ შეძლებს ავნოს სხვებს და მით უფრო ბავშვებს.

ბედნიერი რეალიზებული და ავსებული ადამიანი არავის ავნებს, მით უმეტეს ბავშვს. საკუთარი საუკეთესო მხარის 100% რეალიზებით, ფრუსტრაციისგან განთავისუფლებით , საკუთარი თავის მიღებითა და გაბედნიერებით – ამით გაჯილდოებთ სისტემური აზროვნება.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო  

იხილეთ ასევე: რატომ იკარგებიან ბავშვები? პირველი ნაწილი


მსგავსი სტატიები

  • ენერგეტიკული ვამპირები – ვინ არიან ისინი?

  • როცა შინაგანი ენერგო ბატარეა ნულზეა

  • ყნოსვის ვექტორის დამახასიათებელი დაზიანებები და სტრესები

  • ნეგატიური სცენარი ანალურ ფსიქოტიპში (2)

  • სტრესები და დაზიანებები. ზედა ვექტორების თავისებურებები

  • მომავლის შიში: შეიცნო თავი და არ გეშინოდეს

  • რატომ იკარგებიან ბავშვები? მეორე ნაწილი

  • აუტიზმი (პირველი ნაწილი).