ყნოსვის ვექტორის დამახასიათებელი დაზიანებები და სტრესები


ყნოსვის ვექტორის დამახასიათებელი დაზიანებები და სტრესები

დღევანდელ ლექციაში განვიხილავთ ყნოსვის ვექტორის ძირითად სტრესებს და დაზიანებებს. შეიძლება ითქვას, რომ სხვა ვექტორებთან შედარებით ყნოსვის ვექტორი ყველაზე სტრეს-მედეგია, და გარკვეული შემთხვევები, რომლებიც სხვა ვექტორებისთვის სტრესის მომტანი და დამაზიანებელია, ყნოსვის ვექტორს განვითარებაშიც კი უწყობს ხელს, გამომდინარე მისი ფუნქციიდან - გადარჩეს ნებისმიერ ფასად. შესაბამისად ყნოსვის ვექტორში შედარებით მცირე რაოდენობით სტრესები გვხვდება, მაგრამ ეს სტრესები განსაკუთრებულად საშიშია როგორც თავად მისი მატარებლის, ისე სხვა ადამიანებისთვისაც.

როგორც ვიცით ყნოსვის ვექტორის ფუძე - ესაა უსაფრთხოება, იგი სისტემის ერთგვარი ანტივირუსია, და მისი ფუნქციაა დაიცვას სისტემა (ჯგუფი) სხვადასხვა დონის საფრთხეებისგან. ყნოსვის ვექტორის პირველი დაზიანება, რომელსაც განვიხილავთ, სწორედ უსაფრთხოების ფუნქციას უკავშირდება.

ძველ ჯოგში ჯგუფის გადარჩენა დიდწილად იყო დამოკიდებული ურეთრალ ბელადზე, და ურეთრალისთვის ერთ-ერთ საფრთხეს ვიქტიმური კან-ვიზუალი ქალები წარმოადგენდნენ. (ვიქტიმურობა - ესაა მსხვერპლის კომპლექსი, როცა კანურ მაზოხიზმს ერთვის შიშის მდგომარეობა ვიზუალური ვექტორში, და ასეთი ქალები ქვეცნობიერად იზიდავენ მოძალადეს. და ეს მოძალადე ხშირად სწორედ განუვითარებელი ყნოსვაა).

ურეთრალს მომავლისკენ მიჰყავდა იგი და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდა. ბელადი ჯგუფის ინტერესებს საკუთარ თავზე მაღლა აყენებდა. მაგრამ ძლიერ, გამბედავ ბელადსაც ჰყავდა თავისი „აქილევსის ქუსლი“ - კან-ვიზუალი ქალი, რომელიც შთაგონებას აძლევდა გმირობებისთვის და ყოველთვის თან ახლდა. თუ ბელადის ქალი ვიქტიმურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამას შეეძლო ძალიან ცუდი შედეგები გამოწვია. ნაცვლად იმისა, რომ გვერდში დგომოდა ბელადს, მას თავისი არაჯანსაღი მოქმედებებით უფსკრულისკენ მიჰყავდა ბელადი, და შესაბამისად მთელი ჯგუფი. ასეთი ქალი მსხვერპლი ხდებოდა სხვადასხვა სიტუაციებში, რითაც მრავალი ადამიანის კეთილდღეობით რისკავდა.

ყნოსვის ვექტორიანი მრჩეველის როლს ასრულებდა და დიდი გავლენა ჰქონდა მასზე. იგი თვალყურს ადევნებდა, რომ ბელადი არ დაკავშირებოდა ვიქტიმურ ქალს, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდებოდა, საფრთხის თავიდან ასაცილებლად იგი ექსტრემალურ ზომებს იღებდა - საკუთარი ხელით კლავდა ბელადის ქალს, რითაც მთელ ჯოგს აცილებდა არაჯანსაღ ზეგავლენას. ეს იყო ყნოსვის ვექტორიანის უძველესი, არქეტიპული როლი, რომლის შესრულების საჭიროებაც დღევანდელ დროში უკვე აღარაა, მაგრამ ზოგიერთ სიტუაციაში, და განსაკუთრებით განუვითარებლობის შემთხვევაში, ყნოსვაში შეიძლება დღესაც გააქტიურდეს ეს პროგრამა - ვიქტიმური ქალის მკვლელობაზე.

ყველაზე თვალსაჩინოდ ყნოსვის არქეტიპი ვლინდება კუნთ-ყნოსვის კომბინაციაში, რადგან კუნთის ვექტორი საკმარის სიმძლავრეს არ აძლევს ყნოსვას განვითარებისთვის, შესაბამისად იგი არქეტიპში რჩება და იქცევა მანიაკ მგუდავად. ასეთი კუნთ-ყნოსვები ჩუმად, მიპარვით გუდავენ თავიანთ მსხვერპლს, და დიდი ხანი მათი გამომჟღავნება რთულია ხოლმე, ესეც ყნოსვის ვექტორის ერთ-ერთი თვისებიდან გამომდინარე - დარჩეს დაფარული და შეუმჩნეველი. ასეთი კუნთ-ყნოსვა მანიაკის ძალიან კარგი მაგალითია გრინუი - პატრიკ ზუსკინდის წიგნიდან „სუნამო“. ასევე ჩიკატილო, რომელსაც ანალური ვექტორიც ჰქონდა, მაგრამ ჩანასახოვანი რღვევის მდგომარეობაში, ამიტომ სცენარით იგი კუნთ-ყნოსვა გახლდათ.

მანიაკი ყნოსვის მეორე ნაირსახეობაა - შურისმაძიებელი მანიაკი. განსხვავებით კუნთ-ყნოსვისგან, რომლის მოტივი მხოლოდ არქეტიპია, ამ შემთხვევაში ადგილი გვაქვს ანალ-ყნოსვურ დაზიანებასთან. როგორც ვიცით, ანალური ვექტორი შურისმაძიებელია, და თუ მას წყენა აქვს კონკრეტულ ჯგუფზე, მაგალითად მეძავებზე, ყნოსვის ვექტორთან ერთად ამ კომბინაციამ შეიძლება მოგვცეს სერიული მკვლელი, რომელიც აუპატიურებს თავის მსხვერპლს და მერე კლავს. თუ ასეთ ანალ-ყნოსვას სმენის ვექტორიც ერთვის, მან შურისძიება შეიძლება ასტრონომიულ მასშტაბებამდეც კი განავრცოს. იგი თავის მტერს სრულად ანადგურებს, შეიძება მისი გვარის ამოძირკვასაც კი ეცადოს, შთამომავლობაც კი არ დაუტოვოს. გავიხსენოთ, თუ როგორ გაანადგურა სტალინმა თავისი უშუალო მტერი - ლევ ტროცკი. მან მოკლა მისი ყველა ნათესავი, მისი პირველი ცოლიც კი, და შვილი, პატიოსანი საბჭოთა ინჟინერი. საბოლოოდ კი მისი საცეცები ტროცკის შორეულ მექსიკაშიც კი მიწვდა, დაქირავებული მკვლელის ხელით. ასევე შურისმაძიებელი ანალ-ყნოსვის კარგი მაგალითია გრაფი მონტე-კრისტო (ალექსანდრე დიუმას წიგნიდან).

შურისმაძიებელის და ამავდროულად მანიაკის მაგალითია ჰანიბალ ლექტერი - ფილმიდან „კრავთა დუმილი“, რომელსაც ორალური ვექტორიც ჰქონდა და კანიბალიც იყო.

რა არის ის თვისებები, რაც სერიულ მკვლელებს გამოარჩევთ? ესაა ცივსისხლიანობა, შენიღბვის კარგი უნარი და სტრატეგიული აზროვნება - ეს ყველაფერი კი ყნოსვის ვექტორის დამახასიათებელი თვისებებია, და განუვითარებლობის, არქეტიპულობის ან სხვა სტრესების გამო დესტრუქციული მიმართულებით წარმართავს მათ. მანიაკებად არ იბადებიან, როგორც წესი აქამდე მივყავართ მძიმე ანალურ სტრესებს (წყენებს), რომელთან კომბინაციაში ყნოსვის ვექტორი ძალიან საშიშ იარაღად იქცევა. მანიაკი მკვლელის მიდრეკილებით, შეიძლება ითქვას, რომ თავიდანვე, მხოლოდ კუნთ-ყნოსვა იბადება. მიზეზი მარტივია და ზემოთაც აღვწერეთ, რომ კუნთის ვექტორი არ აძლევს საკმარისი განვითარების რესურსს ყნოსვას, რომელიც არქეტიპულ მდგომარეობაში რჩება და შესაბამისი პროვოცირებისას ადვილად შეუძლია ჩართოს ვიქტიმურ კან-ვიზუალებზე მონადირე მკვლელის პროგრამა.

ხშირად მშობლებს ძალიან ხშირად აშინებთ ყნოსვების უცნაური ქცევები. მისი შეუმჩნეველობა, ადამიანებისადმი ზიზღის გამოხატვა. განსაკუთრებით მაშინ - თუ არ ერთვის სმენა ან ვიზუალი, ანუ ის, რაც ყნოსვას „გააკეთილშობილებს“. ამიტომ მშობლები ხშირად სჯიან ხოლმე, კიდევ უფრო რიყავენ სოციუმიდან, რაღაც გაგებით ახალისებენ მის გარიყულობას. ამიტომ ყნოსვა ან არქეტიპში გადადის, ან ფუძისეული რღვევა ხდება. ანუ იმის ნაცვლად, რომ გეშინოდეთ ყნოსვა ბავშვის, დაეხმარეთ, რომ სწორად განვითარდეთ, იყოს სტრატეგიული, ნუ შეგეშინდებათ თუ ცოტა მანიპულატორი იქნება და ეცადეთ, რომ თავის თანატოლებში იტრიალოს. და რა თქმა უნდა, ნუ დასჯით ყნოსვური გამოვლინებებისთვის.

ძალაუფლების ტყვე

როგორც იცით, განვითარებული ყნოსვის ერთ-ერთი ფუნქცია - ძალაუფლების მოპოვებაა, მაგრამ ზოგჯერ ის თავისი ძალაუფლების ტყვე ხდება. ეს შეიძლება გამოვლინდეს სამი ფორმით:

1. იმის ნაცვლად, რომ ხელდასმა გაუკეთოს ურეთრალს, იყოს მისი მრჩეველი და ირიბად მართოს, იგი ვერ აღიქვამს ურეთრალს და „ბელადად“ ხელდასმას უკეთებს მარიონეტს - მაგალითად ბიძინა ივანიშვილის მიერ ბახტაძის ან ღარიბაშვილის ხელდასმა.

2. თავად იღებს ძალაუფლებას ღიად და კარგავს დაფარულობას. (ასევე ბიძინას მაგალითი).

3. როდესაც ყნოსვას თავად აქვს ურეთრალური ვექტორი (ურეთრალ-ყნოსვის სცენარი) და ხდება დიქტატორი და დაუნდობელი მმართველი. ასეთ მმართველს უმცირესი ეჭვის გამოც კი შეუძლია ხალხის განადგურება (სულა, შაჰ-აბასი, თემურ-ლენგი).

ყნოსვა ბავშვი მიდრეკილია, რომ ჯგუფს გაემიჯნოს, და თუ ჯგუფშია რამენაირად მაინც ცდილობს ვიღაცას მიეკედლოს, ამიტომ ირჩევს ბელადს რომელსაც მიეკედლება და შედეგად სწავლობს ხელდასმას. ამიტომ ყნოსვა ბავშვი რაღაცნაირად უნდა გავიყვანოთ სოციუმში. იგი სმენას ჰგავს, იმ განსხვავებით, რომ სმენა განმარტოებულია, ყნოსვა კი დაფარული.

ყნოსვა ბავშვს ახასიათებს მიკედლება ყოჩთან. ამ დროს იცის ენის მიტანა. თუ არ დავეხმარეთ, რომ ენის მიტანის ნაცვლად გარკვეული სტრატეგიულობა განივითაროს, ის დარჩება ჭორიკანას დონეზე. მუდმივად ეცდება რომ ენა მიიტანოს, და არ განვითარდება. ამიტომ ყნოსვა ბავშვებს უნდა მივაჩვიოთ სტრატეგიული თამაშები (ჭადრაკი, მონოპოლია, სხვადასხვა კომპიუტერული სტრატეგიული თამაშები და ა.შ.).

ასევე ყნოსვებს განსაკუთრებით უყვართ მშობლებით მანიპულაცია, და ამას ისე ჭკვიანურად აკეთებენ, რომ მშობლები ვერ ხვდებიან. სწორედ ამ დროს თუ მშობლებზე ძალაუფლებას მოიპოვებს და თან სოციალიზაციასაც ვერ ახერხებს, სწორედ ამ დროს შეიძლება გახდეს ძალაუფლების ტყვე.

სიკვდილის შიში

როგორც იცით, ყნოსვა ერთ-ერთია, ვისაც ყველაზე მეტად ეშინია სიცოცხლის დაკარგვის, რადგან ამით ის ფაქტიურად მთელ მატერიას კარგავს (რომლის მცველის ფუნქციასაც ასრულებს კიდეც). ზოგჯერ ეს შიში უკიდურეს ფორმებს აღწევს და ასეთი ყნოსვა ისე ებღაუჭება სიცოცხლეს, რომ მის გამო ყველაფერზეა წამსვლელი. ამის მაგალითია ლორდი ვოლდემორი („ჰარი პოტერიდან“). მას შეუძლია უამრავი ადამიანი გაწიროს თავისი სიცოცხლის გადასარჩენად. ეს რა თქმა უნდა ყნოსვის განუვითარებლობაზე მიუთითებს.

ყნოსვას სიკვდილის შიში სულ ექნება, მაგრამ კარგი იქნება თუ დავეხმარებით შევასწავლოთ ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია და ა.შ., რომ ჩადგეს სიცოცხლის სამსახურში, ანუ ებრძოლოს არაცოცხალი დონის საფრთხეებს. ვირუსებს - როგორც პირდაპირი გაგებით, ასევე ფსიქოლოგიის შემთხვევაში ფსიქოლოგიის ვირუსებს. ანუ კაცობრიობის სიცოცხლის დაცვა უფრო პრიორიტეტული ხდება მისთვის, ვიდრე საკუთარის.

იდეების ქურდი

ხშირად გვხვდება შემთხვევა, როცა ყნოსვა სმენას იდეებს პარავს - ითვისებს სმენურ იდეებს და იყენებს ძალაუფლებისთვის.

როდესაც სმენას იდეებს პარავს - ითვისებს სმენურ იდეებს და იყენებს ძალაუფლებისთვის, ან მართვისთვის.

ყნოსვა იდეების ქურდი ხდება მაშინ, როცა ბუნებრივად ვერ ახერხებს ურეთრალზე (ან სმენაზე) გავლით ძალაუფლების მოპოვებას, ამიტომ ხდება გურუ, შამანი, საეკლესიო მღვდელმთავარი და ა.შ. იყენბებს სმენურ იდეას რელიგიური ან იდეური ძალაუფლებისთვის.

არაადეკვატური მანიპულირება

„ყნოსვა-მანიპულატორი -მოდით გავიხსენოთ რას აკეთებს ყნოსვა-მანიპულატორი (საუბარია შემთხვევაზე, როდესაც ყნოსვის მანიპულაცია უაზრობამდე მიდის და მანიპულატორობას იჩენს იქაც კი, სადაც ამის არავითარი საჭიროება არ დგას). პირველი და ძირითადი რაც გამოარჩევთ - სხვისი ეგოს „სუნის“ შეგრძნება. ოღონდა აქ ვიზუალებისგან განსხვავებით რომლებიც იდეალური მდგომარეობას და მისგან გადახრას ხედავენ, ყნოსვა ფოკუსირდება ნაკლზე - უკმარისობაზე.

არის ასეთი ფილმი „წითელი ბეღურა“ - იქ სპეციალურად არჩეულ ადამიანებს ასწავლიან მსგავს მანიპულაციებს „იპოვეთ ადამიანის ძირითადი, ყველაზე დიდი უკმარისობა და მერე თქვენ თვითონ გახდით შემავსებელი“. ზუსტად ამას აკეთებს ყნოსვა-მანიპულატორი - ჯერ თქვენს უკმარისობებს პოულობს და მერე შემავსებელ სუროგატებს გთავაზობთ: არარეალიზებულ ურეთრალს თაყვანისცემას და ქება-დიდებას, იდეა ვერ ნაპონს სმენას - ყალბ იდეებს და ა.შ. სუროგატებს - რადგან ნამდვილი შემავსებელების მოცემა არ შეუძლია და არც უნდა, მერე ქსელში როგორღა გაგახვევთ.

სულ სხვაა განვითარებული ყნოსვის მოქმედება. თავიდან რა თქმა უნდა ისიც უკმარისობებს განსაზღვრავს, მაგრამ სუროგატის ნაცვლად ნამდვილ შემავსებელს გთავაზობთ. მან ხომ ცოცხალი მატერია უნდა გადაარჩინოს და ამისთვის ყველა შესაძლებელ ზომას მიმართავს. შესაბამისად განვითარებული ყნოსვები საუკეთესო ფსიქიატრები არიან. უკიდურეს შემთხვევაში თუ კონკრეტული უკმარისობის ავსება ვერ ხერხდება, ყნოსვა ეცდება ჯგუფის წევრის ეს ნაკლი ჯგუფისვე საკეთილდღეოდ გამოიყენოს - თუ მხოლოდ კედლის დანგრევა შეგიძლია - ის დასანგრევ კედელს მოგიძებნის.

კიდევ ერთი ძალიან საყურადღებო თვისება რომელსაც ყნოსვა მანიპულატორი სათავისოდ იყენებს - ვიზუალის დამოკიდებულება იდეასთან. როგორც უკვე ვიცით იდეები სმენების „საწვავია“, ვიზუალების სფერო კი ემოციაა. აქედან გამომდინარე ვიზუალი იხიბლება ადამიანით რომელიც კონკრეტულ იდეას/სწავლებას ავრცელებს და მხოლოდ ამის შემდეგ თავად იდეა/სწაველებით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს იდეა კავშირშია მის პირად ფასეულობათა დონესთან). მაგრამ „ვიზუალი, რომელიც მოიხიბლა რომელიმე მოძღვრის, ან პირველ რიგში იესოს პიროვნული თვისებებით, თავგამოდებით დაიცავს ამ პიროვნებების მიერ ნაქადაგებ ქრისტიანულ ღირებულებებს. ამასთანავე მას ესმის იდეის ის ნაწილი, რომელიც თავად დაინახა და კარგად აღიქვა, ხოლო იმ ნაწილს, რომელიც ვერ გაიგო, თავისი წარმოდგენებით ავსებს”. ყნოსვისთვის სწორედ ეს წარმოდგენებით შევსებული ცარიელი სივრცეა ძალიან ძვირფასი. როცა ის ცდილობს ვიზუალზე (ან ვიზუალებზე) თავისი გავლენა გაავრცელოს აწოდებს ბუნდოვან იდეებს, ბოლომდე არ ამბობს სათქმელს, აძლევს ვიზუალს საშუალებას ფანტაზიას ფართო გასაქანი მისცეს და საკუთარი ინდივიდუალობით გაიბრწყინოს, გარკვეულწილად ბიძგსაც აძლევს ამისთვის „შენ რა თქმა უნდა მიხვდებოდი“, „ჩვენ რომ ვიცით“, „ეს მასისთვის არაა მხოლოდ ერთეულები ჩაწვდებიან“ და მიამიტ ვიზუალსაც ძალიან უხარია რომ „ჭეშმარიტებას ჩაწვდა“.

ყნოსვა-მანიპულატორს არ უყვარს კითხვები, საკითხის დაზუსტება, მტკიცებულების მოყვანა, ეცდება საწინააღმდეგო არგუნტები აირიდოს, თან ამას კონკრეტულ ოპონენტზე მორგებულად გააკეთებს. ხოლო თუ სიმართლე გამოაშკარავდა ყნოსვა ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე განაცხადებს, რომ მას ასე არ უთქვამს - უბრალოდ ვერ გაუგეს, არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ყნოსვა-მანიპულატორი არაა ყნოსვის საუკეთესო მაგალითი, უფრო მეტიც ეს დაზიანების სცენარია, რომელიც მაშინ ყალიბდება როცა ყნოსვა ჯგუფში საკუთარ ადგილს ვერ პოულობს და შესაბამისად ფუნქციის შესრულების ბერკეტებიც არ აქვს ხელთ. სრულიად საწინააღმდეგოა განვითარებული და „თავისადგილას“ მყოფი ყნოსვა. საშუალებები და მოქმედების მეთოდები იგივეა, მაგრამ ამ შემთხვეაში სწორად განსაზღვრულია ჯგუფი, ჯგუფის მტერი და ზუსტად გათვლილი სტრატეგია. რანჟირებას ამ დროსაც უკმარისობების მიხედვით აგებს, მაგრამ მოქმედების ფორმულა იცვლება - „უკარისობა + სწორად რანჟირება = ჯგუფის კეთილდღეობა.“

ესაა ყნოსვა, რომელიც ბუნებრივის ნაცვლად სხვებს სთავაზობს სუროგატებს, რადგან უკმარისობებს ხედავს, მაგრამ იმის ნაცვლად რომ ჯგუფი დაიცვას და ბელადზე ან სმენაზე გავლით ძალაუფლება მოიპოვოს, უკმარისობებს სუროგატებით უვსებს. ამ მოდელის ყნოსვებს ძირითადად ვხედავთ არარეალიზებულ ან ნაკლებად განვითარებულ ეზოთერიკოსებში, განსაკუთრებით შეთქმულების თეორიის მიმდევრებში. შეიძლება თვითონ არც სჯეროდეს, ან არც იცოდეს თეორია, რომლითაც მანიპულირებს, მაგრამ იმ დონეზე ზედაპირულად იცის, რომ მანიპულაციისთვის მაინც იყენებს (სვფ-ს და ასტროლოგიის მაგალითი).

ძალაუფლების აღების შიში

როცა ყნოსვა მოზარდობის ასაკში შედის, იგი იწყებს ყნოსვურ მანიპულაციებს. თუ ამ დროს რაღაც ისეთი მოხდა, რამაც დიდი ზეწოლა მოახდინა (მაგალითად ვიზუალური გავლენა), მას უკვე ეშინია თავისი თვისებების გამოვლენა, რადგან ამორალურად მიაჩნია, ან ანალურ მენტალიტეტში გაიზარდა და არაპატიოსან საქციელად თვლის. ან იმდენად დააწვა სმენური ზომა, რომ თვლის, რომ აზრი არ აქვს.

უნდა გავიგოთ ყნოსვური თვისებების ფუნქცია და არ დავაწვეთ სხვა ვექტორის ღირებულებებით (განსაკუთრებით ზემოთჩამოთვლილებით).

გამოაშკარავების შიში

(ლეთეს მაგალითი) თუ ყნოსვა არქეტიპს გასცდა, მაგრამ იქამდეც ვერ განვითარდა, რომ ყნოსვური რეალიზაცია შედგეს, ამ დროს განსაკუთრებულად ეშინია, რომ დაინახავენ, შეამჩნევენ, გამოააშკარავებენ და ა.შ. მაგალითად დაწერენ პოსტს ფეისბუქზე, რომელიც მანიპულატორულია, მაგრამ ვინმემ თუ დააჰაჰავა, მაშინვე აიღებენ. პანიკა ეწყებათ, იმიტომ, რომ შეამჩნიეს.

ნიანგის ცრემლები

ანალ-ყნოსვა ვიზუალით (ყნოსვის განუვითარებლობა) როცა ვიზუალივით იქცევა, ვიზუალივით გამოიყურება, მაგრამ მოტივები ყნოსვურია.

ესაა შემთხვევა, როცა ყნოსვის და ვიზუალის განვითარება დაახლოებით თანაბარია, და ცოტათი ვიზუალი უკეთაა განვითარებული, და ანალი სტრესავს ყნოსვას (ვაჟკაცობა, სიჯიგრე, პატიოსნება). ამ დროს ხდება ისე, რომ გარეგნული ქცევითი მანერა ვიზუალურია, მაგრამ შინაგანად ყნოსვურად მანიპულირებს. ანუ კარკასი ვიზუალისაა, ძრავი კი ყნოსვის (ფერარი ჯიპის ძრავზე).

ამ მოდელში ხშირად არიან ქოუჩები, ნლპ-შნიკები (კარგი მაგალითია ნანა ჩაჩუა). ასევე ეზოთერიკოსები, მაგალითად მია როდსი. ამ დროს აქცენტი ვიზუალურ ემპათიაზე მეტად ყნოსვურ მანიპულაციაზე კეთდება ხოლმე.

ზოგადად, ყნოსვა დომინანტი ვექტორია, და კარგი იქნება თუ მისი ვიზუალით გადაფარვა არ მოხდება. ანუ მოხდება მხოლოდ გაკეთილშობილება და არა გადაფარვა. ამიტომ გირჩევთ არ დავსტრესოთ ყნოსვა ბავშვი ვიზუალური მორალით.

ამპარტავნება - როდესაც ყნოსვის ვექტორი ყველას ზიზღით უყურებს, თითქოს ყველა ყარს.

ეს გვხვდება ორ შემთხვევაში:

1. როცა ყნოსვა არ განვითარდა და ერთადერთი რაც ყნოსვური თვისებებიდან დარჩა, მიზანტროპიაა. (როცა არქეტიპს გასცდა, მაგრამ განვითარებულიც არაა).

2. როცა როცა ერთვის ანალი და სმენა, და სმენა ყნოსვის სამსახურში დგას. თან ანალიც საკმაოდ ინტელექტუალურია. სმენური ეგოცენტრიზმი და ანალური ინტელექტუალობა ვლინდება ყნოსვური ზემოდან (ამპარტავნული) ყურებით.

ამ დროს ყნოსვა როგორც წესი საკმაოდ განვითარებულია, ამიტომ საჭიროა არა ყნოსვის, არამედ სმენის განვიტარებაზე მუშაობა. სმენური ეგოცენტრიზმის ალტრუიზმად გარდაქმნა (უფრო დეტალურად განვიხილავთ სმენის დაზიანებებში).

ავტორები: სერგო ღამბაშიძე, მამუკა გურული.


მსგავსი სტატიები

  • ფსიქოტიპების გარეგანი გამოვლინებები - ყნოსვა

  • ინტუიცია რვა ვექტორს შორის

  • სამყაროს მბრძანებელი და კაპრიზული ქალბატონი

  • შინაგანი მრჩეველი

  • ყნოსვური ფსიქოტიპის ხასიათი - ნაწილი II

  • რამდენიმე კითხვაზე პასუხი ყნოსვის ვექტორთან დაკავშირებით

  • ყნოსვის ვექტორი – ზოგადი მიმოხილვა

  • ყნოსვური ფსიქოტიპის ხასიათი - ნაწილი I