კანური ფსიქოტიპის დაზიანებები და სტრესები


კანური ფსიქოტიპის დაზიანებები და სტრესები (მესამე ნაწილი) 

უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ კანის ვექტორიანებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ დროსთან. დრო მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

თუ ქვედა ვექტორების მიერ დროის აღქმას შევხედავთ, დავინახავთ, რომ კუნთის ვექტორიანებისთვის დრო რაღაც მათზე აღმატებული მოცემულობაა, რომელსაც ვერ შეეხები. ანალის ვექტორიანები დროს წარსულიდან აღიქვამენ, ისინი მუდმივად წარსულზე ორიენტირდებიან და მუდმივად ცდილობენ დრო წარსულში დააბრუნონ (არ აგერიოთ ეს ვიზუალის სურვილში - დრო ერთ ადგილზე, ერთ ბედნიერ კადრში გაყინოს: ,,შეჩერდი წამო რა მშვენიერი ხარ“). ურეთრალებისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მომავალი, მხოლოდ ხვალინდელი დღეა, მათთვის წარსული არაფერს ნიშნავს, მთავარი მხოლოდ მომავალია. აი კანები კი დროს აწმყოდან გამომდინარე აღიქვამენ, მათთვის მთავარია აქ და ახლა. ამიტომ მათთვის დრო ფასეული რესურსია, რომელიც უაზროდ არ უნდა გაფლანგო და რომლის თითოეული წამიც მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოიყენო.

კანის ვექტორიანების ეს აღქმა განაპირობებს იმას, რომ ხშირად კანის ვექტორიანებს თითქმის ყოველი წუთი გრაფიკში აქვთ მოქცეული. ისინი დროისადმი განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან და აქვთ იდეალური დროის აღქმა. განვთარებული კანის ვექტორიანი დროსთან ფეხაწყობილად ვითარდება, ზუსტად აღიქვამს გარემოს ცვლილებებს და დაუყოვნებლივ ადაპტირდება ახალ გარემოსთან.

რა ხდება მაშინ, თუ კანის ვექტორანის დროის აღქმა დარღვეულია? ამ დროს ის ან ზედმეტად აჩქარებულია, ან ზედმეტად შენელებული.

თუ კანის ვექტორიანს ჰყავს არც ისე განვითარებული და ომი მდგომარეობაში მყოფი კანის ვექტორიანი მშობელი, ასეთი მშობელი როგორც წესი კან შვილს ზედმეტად აკონტროლებს, გარდა ამისა მუდმივად აჩქარებს, ხშირად კი სრულიად უაზროდ აკრიტიკებს მოუქნელობის გამო. კანის ვექტორიანი ბავშვი ბუნებრივად სწრაფი და მოქნილია, მასზე ამბობენ რომ ვერცხლისწყალივითაა, მუდმივად ფორმას იცვლის, ვერასოდეს გააჩერებთ ერთ ადგილზე. თუ მშობელი მას ზედმეტად აკონტროლებს, არ აძლევს განძრევის საშუალებას, მას ეზღუდება თავისუფლება და მისი ბუნებრივი რეაქციები შენელებას იწყებს. ომის მდგომარეობაში მყოფ კან მშობელს ეს მდგომარეობა აღიზიანებს და იწყებს ბავშვის მუდმივად აჩქარებას: გაინძერი! ნუ ზოზინებ! რა ტლანქი ხარ!

ასეთ კანის ვექტორიან ბავშვში ჩნდება განცდა, რომ ის ნელია, ამიტომ ცდილობს აჩქარდეს, აკეთებს ბევრ ზედმეტ, არასაჭირო მოძრაობას, ამით ქვეცნობიერად ცდილობს აღმოფხვრას ჩამორჩენა, სხვებს დაანახოს რომ თავადაც სწრაფია, მუდმივად ჩქარობს, ამის გამო უვითარდება ე.წ. ჩამორჩენილი კანის ვექტორიანის სცენარი. ასეთ კანის ვექტორიან ბავშვს თუ რამის საყიდლად გაგზავნიან, ის ცდილობს სწრაფად შეასრულოს დავალება, გაიქცევა საყიდლად, გზაში დაინახავს რომ ცალ-ცალი ფეხსაცმელი აცვია, მობრუნდება, გამოიცვლის, მაგრამ აღმოჩნდება რომ ისევ ცალ-ცალი აცვია. საბოლოოდ იმდენ ზედმეტ მოქმედებას ასრულებს და ისეთი ცანცარაა, რომ აუცილებლად დააგვიანებს, ასე გრძელდება მთელი ცხოვრება, მუდამ ჩქარობს, მაგრამ ყოველთვის აგვიანებს, არაფერი არ გამოუდის. ეს არა მხოლოდ წარუმატებლის, ან წაგებულის სცენარია, არამედ სცენარი - როდესაც კანის ვექტორიანი ჩამორჩება დროს, შეიძლება ეს სცენარები ერთმანეთზეც დალაგდეს, მაგრამ ეს აუცილებელი არ არის რადგან ისინი სხვადასხვა დონეზე წარმოიშობიან და განსხვავებულად მუშაობენ. ძალიან ხშირად შეხვდებით კანის ვექტორიანს, რომელიც ჩანთაში, ან ჯიბეებში იქექება, ყველაფერს ამოყრის, მაგრამ სასურველ ნივთს ვერ პოულობს. ასეთები საკმაოდ ნევროზულები არიან, ძალიან ღელავენ. ხშირად ეს მათ მეტყველებაზეც აისახება, საუბრისას ისინი თანდათან უმატებენ ლაპარაკის ტემპს, ხშირად სიჩქარეში ასოებს ან სიტყვებს ყლაპავენ, რის გამოც მათი მეტყველება ზოგჯერ გაუგებარია, მას ჰგონია, რომ თუ ბევრ სიტყვას იტყვის ამით ყველას ყველაფერ გააგებინებს, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა. ერთი შეხედვით, დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ის ზედმეტად ცანცარა და აჩქარებულია, მაგრამ რეალურად მისი ასეთი ქმედების მიზეზი ისაა, რომ თვითონ თავს შენელებულად თვლის და ცდილობს ,,სამყაროს ცვლილებებს დაეწიოს“ (სწორედ ამის გამო ეწოდება ამ სცენარს შენელებულის სცენარი).

კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა, როცა კანის ვექტორიანი დროს კი არ ჩამორჩება, არამედ ასწრებს, ასეთები არა მხოლოდ ზედმეტ მოძრაობებს აკეთებენ, არამედ ერთდროულად ყველაფრის გაკეთება უნდათ (ამ დროს როგორც წესი ზედმეტად არიან საკუთარ თავში დარწმუნებულნი, იმდენად, რომ თითქმის მთლიანად აქვთ დაკარგული კანური ადექვატურობის, პრაგმატიზმისა და ეფექტურობის განცდა). ისინი მუდმივად რამოდენიმე საქმეს არიან მოდებულნი და ბოლომდე ვერცერთი ვერ მიჰყავთ, სულ სადღაც ეჩქარებათ, მუდმივად ცდილობენ სადღაც გაიქნცნენ, ერთ ადგილზე გაჩერება არ სეუძლიათ, არც ერთ საქმეზე კონცენტრირება, ამას ისიც ემატება, რომ ასეთ კანებს როგორც წესი სრულიად არ აქვთ თვითკონტროლის უნარი. როცა გზაზე დადიან გზაზე ხშირად ქმნიან საავარიო სიტუაციებს, სულ ჩქარობს, წამის დაკარგვაც არ უნდა, ელემენტარული ლოდინიც არ შეუძლია, ლიფტის ღილაკს რომ ხელს დააჭერს თუ იმწამსვე არ გაიღო კარი, ლიფტს დაგვიანებისთვის უბრაზდება. ადამიანებს ხშირად ეუბნება: თქვენნაირებისთვის მე დროს არ დავკარგავ. თავი ,,მაგარ ტიპად“ მიაჩნიათ, მუდმივად წინ გარბიან. ყველას ეჩხუბებიან რა ნელები ხართო. თუ მაინც მოუწიათ ლოდინი - მაგალითად რიგში დგომა, ან ურიგოდ ცდილობენ გაძვრომას, ან ნამდვილ ისტერიკას აწყობენ. თუ ეს არ გაუვიდათ, ძლიერი სტრესისგან კანის ქავილი ეწყებათ, ცმუკავენ, იქექებიან. თუ ეს სიტუაცია ცოტა ხანს მაინც გაგრძელდა, საბოლოოდ მოთმინება ეწურებათ და გარბიან, საქმეს კი გაუკეთებელს ტოვებენ.

როდესაც კანის ვექტორიან ბავშვს ზედმეტად აკონტროლებენ, ან მუდმივად სჯიან თავისი კანური მოუსვენრობის გამო (ეს განსაკუთრებით ხშირად ხდება მაშინ, თუ კანური ბავშვის მამას აქვს ანალური ვექტორი სადზმის მდგომარეობაში), კანის ვექტორიანი ბავშვის ფსიქიკა ცდილობს ადაპტირდეს არსებულ მდგომარეობასთან. მას ქვეცნობიერად უჩნდება აზრი, რომ ბუნებრივად მოქცევა ცუდია და ცდილობს მოიქცეს ისე, როგორც ამას ანალი მამა ეუბნება (ანუ ანალურად). მაგრამ ასეთი ქცევითი მოდელი მისთვის არაბუნებრივია. შედეგად კი ვიღებთ სამიდან ერთ მდგომარეობას:

1. მისი ფსიქიკა ვერ ახდენს არსებული ვექტორის ამოცნობას და ვიღებთ ფუძისეულ რღვევას ვექტორში (ვექტორის ფუძისეული რღვევა ესაა შემთხვევა, როდესაც ადრეულ ბავშვობაში ხდება ჭარბი ზეწოლა ინდივიდის კონკრეტული ვექტორული თვისებების გამოვლენისას. რაც იწვევს იმას, რომ ინდივიდის ქვეცნობიერში ამ ვექტორის თვისებათა გამოვლენა ასოცირდება ტანჯვასთან. ამის გამო ხდება ვექტორის ,,დამალვა", უფრო ზუსტად მისი გამოხატულების ანულირება. ვექტორი რჩება, რჩება მისი სურვილებიც, მაგრამ ინდივიდი შემდეგ ვერასოდეს ახერხებს ამ ვექტორის რეალიზებას, მისი სურვილების ნაკრებში, სურვილთა ნაწილი მუდმივად არარეალიზებული რჩება, რაც ვლინდება ნერვოზად სხვა ვექტორებში). შედეგად როდესაც ის იზრდება, ვექტორის სურვლები რჩება, მაგრამ ის პრაქტიკულად ვერასოდეს შეძლებს კანურად რეალიზებას.
2. მას აშენდება ანალური ვექტორი, ითავსებს ანალური ვექტორის ქცევებს, მანერებს, მაგრამ ამას მხოლოდ გარეგანი ხასიათი აქვს. (დაშენება ეწოდება შემთხვევას, როდესაც ინდივიდი აკოპირებს მასში არარსებული ვექტორის გამოხატულებებს, ქცევებს და ა.შ. სხვანაირად თუ ვიტყვით: ოჯახის, სოციუმის, ან გარემოს გავლენით მის ბუნებრივ სურვილებზე დომინაციას ახდენს დაშენებული სურვილები, ეს კი ნიშნავს სხვისი ცხოვრებით ცხოვრებას). სხვების დასანახად ის იქცევა როგორც ანალის ვექტორიანი, ცდილობს ყველას აჩვენოს, რომ ის ტრადიციების დამცველი, მეოჯახე, ერთი სიტყვით ჭეშმარიტი ანალია. მაგრამ ასეთი ქცევა მისთვის ბუნებრივი არაა, თუმცა ისიც არ იცის, როგორ მოიქცეს ბუნებრივად, ამის გამო კი მუდმივად სტრესშია.
3. ის ვერ ახერხებს კანური ეფექტურობის, თვითკონტროლისა და პრაგმატიზმის განვითარებას. შედეგად მისი თვისებები რჩება არქეტიპში (არქეტიპი - ვექტორული თვისებების გამოვლენა პირველყოფილ ადამიანურ ჯგუფში.  არქეტიპულობა - პირდაპირი ავსება ვექტორის სურვილისა, თანამედროვეობასთან მიმართებაში არაადექვატური დაკმაყოფილება). მან არ იცის როგორ განვითარდეს სწორად, როგორ მიიღოს სარგებელი, მაგრამ სურვილები შერჩენილი აქვს. შედეგად ის ხდება წვრილმანი ქურდი. მაშინაც კი, თუ ის სამსახურს იშოვის, სამსახურიდან იპარავს ყველაფერს, რაც ხელში მოხვდება: კალმებს, ჭიკარტებს, ფურცლებს. ზოგჯერ თავადაც არ იცის, რაში უნდა გამოიყენოს ეს ნივთები, მაგრამ სხვანაირად მოქცევა უბრალოდ არ იცის. როდესაც ასეთი კანის ვექტორიანი ბრუნდება სასტუმროდან, მის ჩემოდანში აღმოაჩენთ არცთუ იშვიათად სასტუმროდან მოპარულ ხალათს, პირსახოცს, საპონს, შამპუნს, სარეკლამო ბუკლეტებს, თუ კითხავთ ეს ბუკლეტი რაღად გინდოდაო, გიპასუხებთ რომ მაკულატურაში ჩააბარებს. კანის ვექტორიანისთვის მთელი სამყარო აუთვისებელი რესურსების უზარმაზარი სივრცეა. განუვითარებელი კანი ყველაფერს ყველაფერს სახლში მიარბენინებს, მოღუნული ლურსმანი რომ იპოვოს იმასაც წაიღებს გავასწორებ და გამომადგებაო, ფიქრობს რატომ ვიყიდო ის რაც ქუჩაში უფასოდ ყრიაო. იური ბურლანი ამბობს, რომ კანის ვექტორი მიდრეკილია წვრილმანი ქურდობისკენ. თვით ჰოლივუდის ისეთ კანის ვექტორიან ვარსკვლავებსაც კი რომლებსაც ასიათასობით დოლარი აქვთ შემოსავალი, მაგალითად უაინონა რაიდერს და პერის ჰილტონს, ახასიათებთ ხელგამკრავობა (ამას კლასიკურ ფსიქოლოგიაში კლეპტომანიას უწოდებენ). სტრესში მყოფ კანის ვექტორიანებს როცა უნდათ ისეთი რამ, რისი აღებაც მათთვის არ შეიძლება, ისინი უბრალოდ იპარავენ. იპარავენ ყველაფერს, ცარცებს სკოლიდან, სამსახურიდან სკრეპებს, ჭიკარტებს, პრინტერის ქაღალდებს, საწერ კალმებს. ეკითხებიან: -შენ რა მოიპარე? ის კი ჩხუბობს: -რა ქურდობაზე მელაპარაკებით, მე ჩემი ავიღე, მათხოვრული ხელფასი მაქვს და ესეც არ წამოვიღო? საერთოდ ამ სცენარში მყოფი კანის ვექტორიანები თვლიან, რომ მათ გარდა ყველა დამნაშავეა.

თუ არც ისე კარგად განვითარებული კანის ვექტორიანი ძლიერი სტრესის ქვეშაა, სტრესის მოსახსნელად ხშირად სმას იწყებს. თვდაპირველად სმას იწყებენ მაშინ, თუ სასმელი ,,მუქთაა“, ფიქრობს რომ სასმელი უფასოდ იშოვა და თუ თვითონ არ დალევს სხვები დაულევენ, ,,გარშემო ხომ ყველანი ქურდები არიან“. ამიტომ თუ ბოთლი გახსნილია, რაღა სხვას დარჩეს და ურჩევნიათ თვითონ დალიონ. ბოლოს იმდენი მოსდით, რომ ღობის ძირში გორავენ. კანის ვექტორიან ადამიანს, ბუნებრივად შეუძლია თვითკონტროლი, მას შეუძლია თავის დანებება ყველაფრისთვის, მას შეუძლია ხანგრძლივად თავშეკავება (სექსისგანაც კი). თუ კანის ვექტორიანი გალოთდა ეს მხოლოდ ფაქტორების და პიროვნული არარეალიზებულობის გამო ხდება.

ვ. იუნევი აღწერს მდგომარეობას, როდესაც კანის ვექტორიანების ხდებიან აზარტზე დამოკიდებულნი: ,,კანის ვექტორიანებს აქვთ არც თუ ისე კარგი მდგომარეობა, როდესაც უჩნდებათ იოლად გამდიდრების სურვილი, ისინი ამ დროს თვლიან რომ გარკვეულმა სიახლემ მათ შეიძლება მოგება მოუტანოს, ასეთ დროს ხდებიან აზარტული მოთამაშეები და გარბიან კაზინოში, მთელ ფულს დებენ რაღაცაზე, რულეტი ტრიალებს, ბურთულა დარბის, გადის რაღაც მცირე დრო სანამ ბურთულა შეჩერდება, ამ წამების მანზილზე ის განიცდის ემოციების კოლოსალურ მოზღვავებას, წარმოიდგინათ რამდენიმე წამში ის ან ყველაფერს დაკარგავს, ან სწრაფად გამდიდრდება, ეს ფანტასტიური განცდაა, ტვინში ადრენალინის აფეთქებაა, ბოლო წამებზე დაძაბულობა პიკს აღწევს, თვითონ არც კი ინძრევა, მხოლოდ მისი თვალები დარბიან და მიდევენ ბურთულას, თითქოს ამ ბურთულამ დააჰიპნოზაო, როგორც კი ბურთულა შენელებას იწყებს, კანის ვექტორიანს დაძაბულობისგან სახეზე წითელი ლაქები გამოდის (ყველა ვექტორს საკუთარი ემოციური სენსორი აქვს, რომელზეც სტრესი აისახება, კანის ვექტორიანის ყოველგვარი სტრესი მის კანზე გამოვლინდება), გამოუვა თუ არა (კანის ვექტორიანები ნამდვილი ადრენალინის ნარკომანები არიან). ავტორალი, სიმაღლიდან ხტომა, სერფინგი, სნოუბორდი, ყველაფერი სადაც უკიდურესი რისკია საჭირო. მონაწილეობენ რბოლაში, სახიფათო მოსახვევში შევარდებიან მთელი სიჩქარით და რისკის განცდა მათში იწვევს ადრენალინის მოზღვავებას. მოყვებიან ავარიაში, ნახევარ წელიწადს თაბაშირში გაატარებენ, გამოკეთდებიან თუ არა ისევ იგივეს უბრუნდებიან, მათ სურთ მძაფრი ემოციები, როგორც თვითონ ამბობენ ამით ,,კაიფს იჭერენ". სასურველია რომ კანის ვექტორიანი ბავშვები არ მიაჩვიოთ აზარტულ თამაშებს. კანის ვექტორიანები მიდრეკილნი არიან აზარტისკენ, თუმცა აქაც არის სხვაობა, ძალზე განუვითარებელი კანის ვექტორიანები თამაშობენ ისეთ აზარტულ თამაშებს სადაც ყველაფერი იღვალზეა დამოკიდებული მაგ: რულეტზე, სათამაშო აპარატებზე, ტოტალიზატორში და ა.შ. წააგებენ ყველაფერს, რაც აქვთ, შემდეგ კიწუწუნებენ, რომ ტოტალიზატორები იტყუებიან, თორემ აუცილებლად მოიგებდნენ. იფიცებიან, რომ აღარასოდეს ითამაშებენ, მაგრამ როგორც კი ფულს მოიგდებენ ხელში, ისევ ტოტალიზატორში გარბიან.

ავტორი: სერგო ღამბაშიძე


მსგავსი სტატიები

  • აწმყოს ადამიანი, ანუ დრო – ფულია

  • კანური ფსიქოტიპის დაზიანებები და სტრესები

  • ქვედა ვექტორები კომბინაციებში

  • სტოკჰოლმის სინდრომი – მსხვერპლის ცნობიერების პარადოქსები

  • კან-ვიზუალი მდედრი

  • კანის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • ქალი მომავლიდან

  • როგორ სარგებლობს კანური ზომა ანალური აზროვნებით