დიაგნოსტიკა - სქესი (ვისაუბროთ არსობრივად)
დიაგნოსტიკა - სქესი (ვისაუბროთ არსობრივად)
ჩვენს წინ ადამიანია. როგორ ვადიაგნოსტიროთ? რას შევხედოთ? რა თანმიმდევრობით?
გთავაზობთ მიდგომას «საერთოდან ნაწილობრივისკენ». ჯერ კიდევ წინა ლექციებშიში ვამბობდით, რომ თავად ბუნებამ შექმნა მექანიზმი, ანალური ზომა, სისტემური აზროვნება, როგორც ინფორმაციის გადაცემის მეთოდი. სწორედ ასე ფიქრობს ანალური ადამიანი — საერთოდან ნაწილობრივისკენ. იღებს პრობლემას, ნაწილებად ალაგებს მას და თანდათანობით უღრმავდება, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს მოვლენის სიღრმეში, შეისწავლის მას, გულდასმით იწერს და სწორედ ასევე გადასცემს სხვებს.
ნებისმიერი საგანი, სკოლაში, უნივერსიტეტში, ყოველთვის იწყება საგნობრივი სფეროთი, მისი მიზნით, მისი ურთიერთობით სხვა საგნებთან, შემდეგ იგი ლაგდება ნაწილებად, და თანდათანობით მოსწავლე ითვისებს მთელ მასალას, უფრო და უფრო უღრმავდება დეტალებს, ცოდნის იმ ბაზაზე ალაგებს მას, რომელიც თავიდანვე მისცეს. სწორედ ასევე ვადიაგნოსტირებ ადამიანებს და ვთავაზობ ამ მიდგომის გამოყენებას.
რას ვაკვირდებით? პირველი — ესაა სქესი. მეორე — ასაკი. მესამე — ტემპერამენტი. დაწვრილებით მოვყვებით, თუ რას ვგულისხმობთ ამ ცნებებში. შემდეგ ვუყურებთ ინდივიდის მდგომარეობას: ვგულისხმობთ ომისა და მშვიდობის მდგომარეობებს. შემდეგ ვექტორულ წყობას. ვექტორულ წყობაში ჩვენ განვიხილავთ დომინანტურ ვექტორებს და საყრდენ ვექტორებს, თუკი ასეთები არის. შემდეგ ვნახულობთ კულტურულ ან სხვა დაშენებებს. შემდეგ ადამიანის განვითარებას მთლიანობაში. შემდეგ მის რეალიზაციას, ამასთან ორი მიმართულებით: ავსების მეთოდით, და შემდეგ რეალიზებულობის დონით (წყვილი, ჯგუფი და ა.შ.) შემდეგ თეორიულად უნდა განგვეხილა თითოეული ვექტორის 36 თვისება, ყოველი გაგვეტარებინა ანალიზის ქვეშ, მაგრამ არა მგონია, რომ ვინმეს ეს გაეკეთებინა ან გააკეთებს.
ის, რაც ავღწერეთ — ესაა სრული სურათი, მაქსიმალური, რის გაკეთებაც შეიძლება. ყოველ შემთხვევაში როგორც დღეს შეიძლება ამის წარმოდგენა. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ყველაფრის გაკეთებაა საჭირო. ახლა დაწვრილებით განვიხილავთ ყოველ ნახსენებ დონეს. სწორედ ამ თანმიმდევრობითვე გთავაზობთ დიაგნოსტირებას.
რიგში პირველი გვაქვს სქესი. ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, რაზეა საუბარი. აბსოლუტური უმრავლესობისთვის ამ მახასი თებლისთვისთვის მნიშვნელობა ბევრი არაა: გოგო ან ბიჭი, ქალი ან მამაკაცი. გვხვდება გარკვეული გადახრებიც ბუნებაში, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ საერთო წესზე.
ადამიანში სქესის დიაგნოსტიკა, როგორც წესი სირთულეს არ წარმოადგენს. თუმცა აქაცაა ბევრი ვარიაცია, აბერაცია, გადახრა, მეცნიერული მაკიაჟი და სხვა. არიან ადამიანები, რომლებიც სქესსაც კი იცვლიან. როგორც წესი, ძლიერ შეშინებული ვიზუალი ბიჭი ხდება ხოლმე გოგო. თუ ძალიან შეშინებულია, მაგრამ ეს ატანადია, მაშინ დარბის კაბით ან სახლში, ან სცენაზე. ამის მაგალითი მრავალია. სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ სამაგიეროდ ასეთ მამრს ტვინი დაბალანსებული აქვს. ეს ცალკე საუბრის თემაა, ახლა ამაზე არ შევჩერდებით.
ამრიგად, ბიჭი თუ გოგო — ესაა პირველი, რასაც ვუყურებთ, ესაა პირველი, რასაც აღვიქვამთ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. რას ნიშნავს ეს? სისტემური აზროვნების გარეშე სქესთა დაყოფის აზრის, არსის გაგება ადამიანისთვის არარეალური თუ არა, ძალიან რთული მაინცაა.
ზრდასრული მამაკაცი უმზერს ზრდასრულ ქალს და ვერ შეიგრძნობს მას, ვერ ხვდება, რაშია მისი არსი, ვერ ხვდება, რით განსხვავდება იგი მისგან, ვერ ხვდება, რა არსება დგას მის წინ. ზრდასრული ქალი უმზერს ზრდასრულ მამაკაცს და გაცილებით მეტს ხვდება, რადგანაც შობს მას, მაგრამ თუ პრინციპულად ვისაუბრებთ, სწორედ ასევე არ ესმის, რა არსება დგას მის წინ, რით განსხვავდება მისგან, რითი ცოცხლობს და რა არის მისი არსი.
მთლიანობაში, ყოველ ვექტორს ჩამოუყალიბდა საზოგადოებაში ქალის ან მამაკაცის აღქმის თავისი გარკვეული სტერეოტიპი. ყველა ეს სტერეოტიპი ათასწლეულების მანძილზე შეერივნენ, დალაგდნენ ერთმანეთზე, და შედეგად ჩვენ ვიღებთ უამრავ სტერეოტიპულ შეხედულებას: «აბა, მოიწმინე ცინდლები! რას ჩამოუშვი სახე?! ნამდვილი მამაკაცი მხოლოდ მაშინ ტირის, როცა ხახვს ჭრის, ან შვებულებიდან დაბრუნებული სიდედრს ხვდება»; «მამაკაცს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ფული, რა კაცი ხარ, თუ ფული არ გაქვს»; «ყველა დედაკაცი— შტერია, და ყველა კაცი — თხა»; «რა კაცი ხარ, თუ სახლში ქოთნის შეკეთება არ შეგიძლია!»; «დედაკაცო, წინდა გამხადე!», და მრავალი სხვა. ანუ ბუნებრივია, შეხედულებები განსხვავდება, ადამიანები ხომ განსხვავდებიან, გაგებაც ძალიან განსხვავებული აქვთ. ფრაზები, რომლებსაც ვიყენებთ, ძალიანაა დამოკიდებული ჩვენს ვექტორულ ნაკრებზე და სიტუციაზე. მაგრამ დაბნეულობა, როგორც უცნაური არ უნდა ჩანდეს, არაა. ერთთვიანი ალყის შემდეგ ურეთრალური ბელადის მთაურობით აიღეს ქალაქი, გაანადგურეს, ყველა მამაკაცი მოკლეს, ყველა ქალი გააუპტიურეს. ყურადღებას ვამახვილებ; არა პირიქით, ანუ ზუსტად იციან, ვის რა უნდა გაუკეთონ, გრძნობენ ამას, მაგრამ ვერბალიზება არ შეუძლიათ. არის თუ არა გამონაკლისი ამ წესიდან? დიახ, არის. სისტემურ ფსიქოანალიზში დღესაც არაა სრული პასუხი კითხვაზე: რისთვის არსებობს ბუნებაში კან-ვიზუალი მამრი.
აი, ის არის კან-ვიზუალი მამრი, მსუბუქი, კარგი აღნაგობის, თავს უვლის. დილიდან მასაჟი, შემდეგ სპორტული დარბაზი, მაგრამ არა შტანგა, როგორც კუნთური ლოსები იქნევენ 100 კილოგრამიანებს, არამედ ჯანმრთელობისთვის, სილამაზისთვის, კანისთვის — ჯანმრთელობა, ვიზუალისთვის — სილამაზე. შემდეგ პროტეინის კოქტეილი. შემდეგ გარბენა «Adidas»-ის მოდურ კოსტუმში. ის არ არის კუნთ-ანალი კამეჩი თქვენი თავის ზომა ბიცეფსით. ის მსუბუქია, ლამაზი. მისი სპორტი — ესაა ძღვენი ჯანმრთელობისადმი, მოდისადმი. სახლში დაბრუნდა, დაივარცხნა, გაიპარსა, ტუჩსაცხი წაისვა. ფრჩხილები მოვლილი აქვს, იღლიები და საზარდული - გაპარსული. გავიდა ქუჩაში,რომ ყველას დაენახოს, ხალხს შეხედოს. ყველას იცნობს, აქ მოდური „ტუსოვკა“აქვს. საღამოს ერთ კლუბშია, ღამე — მეორეში, დილით — მესამეში. ყველგან მისი ნაცნობები არიან. ყველა უღიმის, როცა ხედავს. ხვდება გოგონებს, ლოყზე კოცნის, ბიჭებს მსუბუქად ართმევს ხელს. ორიოდ სიტყვა ერთს უთხარა, მეორეს ცოტა წაეფლირტავა, მესამესთან კოქტეილი დალია. ის მოდურია, დონეა, „ტუსოვშიკია“, მანერული, ქალებს უყვართ, მას კიდევ ისინი უყვარს. უყვარს ცხოვრება გლმურის მცირე ელფერით. კანსა და სმენაში მისი განვითარების დონე არაცოცხალი ან მცენარეულია. მთელი კონცენტრცია საკუთარ თავზე, თავის ლამაზ, ჯანმრთელ სხეულზე აქვს, ასევე ნაცნობებზე, საჭირო ნაცნობებზე. აბა სცადეთ, მიდით მასთან ზამთარში, როცა ქარისგან გამოშრობის საწინააღმდეგო ტუჩსაცხს იყენებს დაუთხარით, რომ ნაიარევი ამშვენებს მამაკაცს. როგორც დარეხვლს, ისე შემოგხედავთ.
აი, ჩაიარა მორიგმა დღემ. ღამეს ერთ-ერთ ნაცნობ გოგოსთან გაატარებს, რომელსაც კლუბში შეხვდა. მასთან სექსი წელიწადში ორჯერ აქვს, როცა შემთხვევით შეხვდებიან ხოლმე: ხან აქ, ხან იქ. შემდეგ სპორტ-დარბაზი და მასაჟი, ან პირიქით. შემდეგ სალონი, სოლარიუმი, მოდური ჯინსები. ღამე მიდის მთავარ ქუჩაზე მოდური, საინტერესო, მიმზიდველი. შედის «Dolce & Gabbana»-ს ბუტიკში, უნდა ახალი კედები იყიდოს. იქ უკვე ყველა იცნობს, მრავალი ათასი ლარი დაუტოვებია. კანის ვექტორიანი გამყიდველი მაშინვე უღიმის. მასაც შეხვდა შვებულების დროს. საკმოდ საინტერესოდ გაატარეს სამი დღე. ის რაღაცას თავაზობს. ეს ათვალიერებს, ისინჯავს, სარკეში იყურება. ამ დროს ამჩნევს, რომ შორეულ კუთხეში ზის ანალური ვექტორის მქონე დამლაგებელი დეიდა და არაკეთილგანწყობილი ანალური მზერით უყურებს მთელ ამ პორნოგრაფიას.
ამ დეიდამ ბავშვობიდან იცის, რომ მამაკაცი უნდა იყოს ბეწვიანი, ძლიერი და სუნიანი. «ეს კი აქნევს უკანალს აქეთ-იქით! ქარხანაში უნდა იმუშავო, დამატებითი პროდუქტები შექმნა, მოდური შარვლები კი არ უნდა იყიდო!». როგორ ფიქრობთ, კაცია ეს? შემიძლია დავნაძლევდე, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა არ იტყვის დაუფიქრებლად, რომ «დიახ». თუმცა სისტემურად ეს საკითხი არ დგას.კან ვიზუალი მამრი ასი პროცენტით მამაკაცია.
კომბინაცია: კანი + ვიზუალი, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა, ესაა იური ბურლანის გენიალური აღმოჩენა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, კან-ვიზუალი მამაკაცი, რომლის მნიშვნელობაც მკაფიო და ცხადი არაა, და კან-ვიზუალი ქალი, რომლის მნიშვნელობაც ცხადია და იგი უზარმაზარია, — ესაა ორი მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც მამაკაცი-ქალის საერთო რიგს გარეთ არიან.
იმისთვის, რომ გავარჩიოთ ფერები, დავინახოთ ელფერები, საჭიროა ერთგვარი კონტინიუმი. მაგალითად, თეთრი-შავი, მათ შორის არის ტონების და ნახევარ-ტონების უსასრულო რაოდენობა, ყველაზე შავიდან ყველაზე თეთრამდე. თეთრის და შავის გაგებით ჩვენ შევძლებთ გავიგოთ ნებისმიერი ტონი და ნახევარ-ტონი, როგორც სხვაობა, როგორც კონტრასტი ამ ორ უკიდურესობასთან მიმართებაში.
როდესაც მე, მამაკაცი, ვსაუბრობ ქალზე, მხედველობაში მაქვს, როდესაც მე, არასისტემური მამაკაცი, ვსაუბრობ ქალზე, მე არ მაქვს შესაძლებლობა, გავაცნობიერო, თუ ვინაა ჩემს წინ, რადგან საერთო მონაცემების მხოლოდ ნაწილი ვიცი. თუკი ჰკითხავთ მოზარდს, რა განსხვავებაა გოგოსა და ბიჭს შორის, თქვენ გაიგებთ, რომ ბიჭები ფეხზე მდგარნი შარდავენ. თუ ზრდასრულ ბიძას ჰკითხავთ, ის გეტყვით, რომ ქალები ბავშვს შობენ. თუ ამ ზრდასრულ ბიძას ერთი ან ორი წიგნი მაინც წაუკითხავს ცხოვრებაში, იგი გეტყვით, რომ ქალები უფრო ნატიფი და მგრძნობიარე ნატურები არიან, ამასთან მათ შობის უნარიც გააჩნიათ. დიდი ალბათობით, სულ ესაა, რასაც მოისმენთ.
ამრიგად, კან-ვიზუალი ქალი წარმოადგენს სწორედ იმ კონტინიუმის უკიდურესობას, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ რა არის ქალი. არის ჩვეულებრივი ქალი, არა კან-ვიზუალი, ნებისმიერი ქალი ნებისმიერ სხვა ვექტორში. პირველ რიგში ვგულისხმობ ქვედა ვექტორებს. და არის კან-ვიზუალი ქალი. შეგვიძლია გავუგოთ ქალს კან-ვიზუალი ქალის მეშვეობით, შეგვიძლია გავუგოთ კან-ვიზუალ ქალს უბრალოდ ქალის მეშვეობით. მაგრამ თუ ქალების ამ ორ ტიპს არ გავარჩევთ, ვერცერთ მათგანს ვერ გავიგებთ. ყველა ქალი შობს, და ქალები ომში არ მიდიან. კან-ვიზუალი ქალი ერთადერთია, რომელიც არ შობს და ომში მიდის. ყველაფერს საწინააღმდეგოდ აკეთებს, იმის საპირისპიროდ, რასაც ჩვეულებრივი ქალი გააკეთებდა და ამასთან არ არის მამაკაცი. კვლავაც, ეს არ წარმოადგენს ჩემი დღევანდელი საუბრის თემას, ამიტომ დაწვრილებით აღარ გავჩერდები ამაზე.
რას ვღებულობთ ჯამში? როგორ უყურებს მამაკაცი ქალს, და ვერ არჩევს, თუ ვინაა იგი? ამასწინათ ფილმს ვუყურე ლერმონტოვის წიგნის «ჩვენი დროის გმირის» მიხედვით. იქ არის მომენტი, სადაც მთავარი გმირი, პეჩორინი, ითანხმებს მოზარდს, აზამატს, რომ მოიპაროს თავისივე და - ბელა. და პასუხად პეჩორინი იღებს ასეთ ფრაზას: «რად გინდა ჩემი და? ჯობია იარაღი წაიღო».
კავკასია, მთები, ანალური ფასეულობები. რატომ ანალური? ანალური — ეს კვადრატია. ესაა უზარმაზარი, უხეში ლიბიდო. ამგვარად, როცა მთას ვუყურებ, უზარმაზარ უხეშ მთას, მასში რაღაც მშობლიურს ვგრძნობ, რაღაცას, რაც ჩემს საკუთარ სისტემაში ძალიან მაგონებს საკუთარ თავს. ამიტომ აიღეთ ნებისმიერი მთები; სამხრეთამერიკულიდან ევროპამდე. ეს ყოველთვის ერთი და იგივე მენტალიტეტია, ყოველთვის ერთი და იგივე ღირებულებებია: ოჯახი, რწმენა, თემი, ეს ყოველთვის, აბსოლუტურად ყოველთვის შურისძიების ინსტიტუტია, რომელიც საოცარ სიმაღლეებამდეა აყვანილი, ყველაზე ხშირად სისხლის აღება. ესაა ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება სტუმართან, ურთიერთობა მასპინძელი-სტუმარი, და ასევე ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ქალთან («რად გინდა ჩემი და? ჯობია იარაღი წაიღო»). ანალები, ქალს ისე უყურებენ, როგორც ნივთს. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ზემოდან უყურებენ, ანუ გაცნობიერებულად აქვეითებენ ქალს ნივთის დონემდე, ეს აბსოლუტურად არაა ასე. ისინი ძალიან დიდ პატივს სცემენ ცოლებს და განსაკუთრებით დედებს. მაგრამ უბრალოდ არ შეუძლიათ მათში ქალის დანახვა. საუკეთესო შემთხვევაში მათში ცხოველს ხედავენ. აჟღერებენ კიდეც ამას, ცოლს უწოდებენ ფისუნიას, გოჭუნას — ეს ხდება ქორწილიდან 3 თვის შემდეგ, მაგრამ თუ ყველაფერი რიგზე ვერ აეწყო, 3 წლის შემდეგ ფისუნია და გოჭუნა ღორად, ვირად და ძროხად იქცევა. რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი ქალისა და მამაკაცის არსთა შორის განსხვავებაში და ანალური ვექტორის მქონე ადამიანის მიერ ამ განსხვავების ვერგაგებაშია.
ანალური ვექტორის მქონე ადამიანი საკუთარ თავში სისტემას აწყობს, ჩვენ გვახსოვს Excel-ის ცხრილი, უჯრედები A1-დან Q28-მდე. იქ ყველაფერი გაწერილია, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ამიტომაც დედაკაცი სახლში თავის ადგილზე უნდა იყოს. «დედაკაცო, იცოდე შენი ადგილი!». თუ სუფთა დედაკაცია — მაშინ კარგია, თუ ბინძურია — „ბოზია“. ანალები, არ არიან სიტყვებთან ცერემონიულები. სულ ორი უჯრედი აქვთ, ორი რიგი: რიგი «სუფთა» — იქ ერთი სახის ქალები არიან, რიგი «ბინძური» — იქ სხვა ქალები არიან, მეძავები და კახპები. კარგ ქალს, ნორმალურ დედაკაცსაც კი აქვს თავისი ადგილი ოჯახში. აი, ბიჭებთან ერთად ითევზავა რამდენიმე დღის წინ, სახლში დაბრუნდა და ძმაკაცებთან ერთად მაგიდას მიუჯდა. «ქალო, გაშალე!», და ცოლი მათ გარშემო ფუსფუსებს: არაყი, საწებელი, კარტოფილი, ნამდვილ სოფლის პურს დიდ ნაჭრებად ჭრის, როგორც ჩვენ, ანალებს გვიყვარს. ანალების აზრით თუ ქალი კარგად აღზრდილია, იგი ხალათს და ჩუსტებსაც მოგაწოდებს, და ა.შ. მგონი გასაგებია რაზეც ვსაუბრობ.
კანური ადამიანი. როგორ უყურებს ქალს კანური ადამიანი?
კანურ ღირებულებათა რიგში პირველი სიტყვაა სასარგებლოა, ხოლო მისი აზროვნება მუშაობს გათვლაზე და დათვლაზე. ამიტომაც ქალი მისთვის — საკუთრებაა, ეს არაა საგანი თავის ადგილზე, როგორც ანალებისთვის, ეს მისი საკუთრებაა, ის, რაც მას ეკუთვნის. და აქედან მოდის სიტყვა «ეჭვიანობის» ყველაზე გავრცელებული მნიშვნელობა — ეს სიტყვა სწორედ კანურია, თუმცა ყოველ ვექტორს თავისი ვექტორული ეჭვიანობა გააჩნია, როგორც რეაქცია თავის საკუთარ ვექტორულ ღირებულებებთან შეხებაზე. მაგრამ ეჭვიანობა, როგორც ასეთი, ესაა: «არ შეეხოთ, ეს ჩემია, მე ვაკონტროლებ ამ აქტივს, ეს ჩემი ქალია». კანები, არ იყენებენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა ბოზი, დედაკაცი, ისინი საერთოდაც ამჯობინებენ, რომ არავისთან იკამათონ, თუკი ეს შესაძლებელია. ნაცვლად «ბოზისა» იტყვიან: «თავისუფალი ქალი, თავისუფალი შეხედულებების ქალი». ამგვარად, მისი ქალი, კანური ადამიანის ქალი — ეს მისია, ეს ისაა, რაც მას ეკუთვნის. დღეში სამჯერ ურეკავს და ამოწმებს, რომ ადგილზეა, რომ იქ დადის, სადაც ნება დართო. ქალს ტრუსები აჩუქა. ფიქრობთ, ეს მას აჩუქა? არა. ეს იგივეა, რომ მის ყულაბას კიდევ ერთი დოლარი დაამატა, მითუმეტეს, აქტივი ლიკვიდური უნდა იყოს, თუ რამეა ამას მოხსნის და სხვას აჩუქებს. მე მყავდა ნაცნობი, რომელმაც ერთი და იგივე ნიშნობის ბეჭედი რამდენიმე ქალს აჩუქა. ერთთან არ აეწყო — გამოართვა და შემდეგს აჩუქა. ამასთანაც არ აეწყო — გამოართვა და კიდევ სხვას აჩუქა. განვითარებული ვიზუალი გოგოსთვის ასეთი ქმედება შეფურთხებაა მის ყველა ღირებულებაზე: ესაა შეფურთხება მის უნიკალურობაზე, მის გრძნობებზე, ხოლო რაციონალური კანისთვის: «და რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ერთი წლის წინ ვიყიდე ბეჭედი თუ გუშინ? ოქრო იგივეა. ფორმა იგივეა, და შენი ზომაა. რას წვრილმანობ? მესმის, რომ არ ყოფილიყო შენი ზომა, მაშინ ჩეკს მოვძებნიდი. მე მათ ყველას ვინახავ, უკვე კარგად ვიცნობ საკუთარ თავს, ამიტომ ვინახავ, რომ თუ რამეა, გამომიცვალონ».
შესაბამისად ქალმა არა მხოლოდ თვალი უნდა გაახაროს, მან ასევე სტატუსსაც უნდა გაუსვას ხაზი, ანუ როგორმე მაინც მოიტანოს სარგებელი. სუტენიორები, ჟიგოლოები —ესენი ყველანი განუვითარებელი კანები არიან. იმის ნაცვლად, რომ დიდი ბიზნესმენები გახდეს, შოულობს იმით როგორც შეუძლია და რითაც შეუძლია.
როგორ ირჩევენ კანები ქალებს? ფეხებით. თუმცა აქ ცოტა შეუსაბამობაა. თავად მათ ხომ სწრაფი ფეხები აქვთ, მსუბუქები არიან, სირბილი — მათი სპორტის სახეობაა. და ქალშიც პირველ რიგში ფეხებს აკვირდებიან. ბუნებრივი ლტოლვა კანებს, ანალური ქალებისადმი აქვთ, ფეხები კი მათ ერთობ თავისებური ფორმის აქვთ. განსაკუთრებით ანალ-კუნთ-ორალ გოგონებს. ანალური ფეხების საფირმო ფორმას ემატება ორალური მოცულობაც და გამოდის ისეთი ფეხები, როგორც როიალს აქვს, როგორც ორი სამკუთხედი, მიმართული მახვილი მხარით ქვემოთ და ძირითადით ზემოთ. გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, რომ არც ანალის, არც კანის, არც კუნთის და არც ურეთრალური ვექტორის მქონე ადამიანები არ უყურებენ სახეს. ისინი ვერ ხედავენ მას. თუ ზედა ვექტორი არ არის, ისინი უბრალოდ ვერ ხედავენ სახეს და სხვა პარამეტრებით ირჩევენ. ბუნებრივია არა ფეხებით, როგორც ახლა ავღწერე, თუმცა კანები მათ უყურებენ, ისინი ირჩევენ თავიანთი ლიბიდოთი: ანალები ირჩევენ ურეთრალებს, ურეთრალები — კანებს, ხოლო კანები — ანალებს. კუნთი ყველასთან კომპლემენტარულია.
კუნთური ადამიანები — ბუნებასთან ყველაზე ახლოს არიან, რაღაც თვალსაზრისით ყველაზე სრულყოფილები, ყველაზე უბრალოები, როგორ უყურებენ ისინი ქალებს? კუნთური მამრი ქალს ეჭვის თვალით უყურებს. კუნთებისთვის, ქალი ფუფუნების საგანი არაა, როგორც კანებისთვის, არამედ ბუნებრივი ჩანაფიქრის აღსრულებისთვის, ეს ის, არაა, რომ ვიზუალმა ქალმა გაატაროს ღამე მამაკაცთან: მდიდრული სასტუმრო, სანთლები, ნახევრად-სიბნელე, ძვირფასი ღვინო, მშვიდი მუსიკა, სიგარა — მამაკაცისთვის. კუნთურ ვექტორში ყველაფერი უფრო მარტივია. შემოდგომაა, თივას ტვირთავენ საზამთროდ საქონლისთვის, ოფლი მოსდით, გასაგებია, სამუშაო მძიმეა, რთულია. აი, ვასკა ურიკით მოდის, რომ ყანიდან წაიყვანოს. მათი ხუთი შვილი ვახშამს დაახვედრებს. უკან მიდიან. ურიკა ჯაყჯაყებს, ოფლი მოსდით, დაიღალნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ გვარის გაგრძელებას ეს ხელს არ უშლის, და არანაირი სიგარა და მუსიკა. ცხენების ჭიხვინი, კოღოები და ძაღლების ყეფა — აი, მთელი კუნთური რომანტიკა. მომავალ ზაფხულზე ამავე ყანაში ჭარხალს თესავდნენ. ამ დროს იმშობიარა. ყანაში მუშაობდა, ცხენი სადავით მიჰყავდა, ცხენმა იცის კუნთური ქალის მძიმე ხელის ამბავი, ამიტომ მორჩილად მიჰყვება. უცებ მუცელი შეეკუმშა, სხვებმაც შეამჩნიეს, გარს შემოეხვივნენ. «ზინკა? რა ხდება, მშობიარობ?». გვერდზე გავიდა, იმშობიარა, დაბრუნდა, დაასრულა ჭარხალზე მუშაობა და ახალ ცოცხალ ნივთიერებასთან ერთად სახლში დაბრუნდა. აი ასე. ეს კუნთური ქალია, როგორ ხედავს მას კუნთური მამაკაცი? სწორედ ასე ხედავს. იგი ჩვენი საერთო „ჩვენ“-ის ნაწილია, ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობს, ამიტომ დაე იცხოვროს, საქმის კეთებაც ასე უფრო ადვილია.
ურეთრალური მამაკაცი, თავისუფალი, არწივი, არავის ეკუთვნის თვითონ და არც საკუთრების შეგრძნება აქვს დანარჩენების მიმართ. არ გააჩნია საკუთრების შეგრძნება ქალის მიმართაც: არა იმ თვალსაზრისით, რომ «შენ, ჩემო ძვირფასო, საერთო ხარ, ჯოგის ხარ, ამიტომ ყველას ეკუთვნი» — სრულიადაც არა, არამედ მას საკუთარი არაფერი გააჩნია, არაფერს ეჭიდება, რასაც ეჭიდება — ესაა თავისუფლება, რაიმე შეზრუდვისგან სრული განთავისუფლება, და ნებისმიერი საკუთრება — შეზღუდვაა, ამიტომ ნებისმიერი ქალი ურეთრალური მამაკაცის გვერდით თავს ისე გრძნობს, როგორც ბელადის გვერდით, მაგრამ ამასთან გრძნობს, რომ არავის ეკუთვნის.
ანალის ვექტორიანი მამაკაცი, მზრუნველი, თუ რეალიზებულია, უყვარს თავისი ცოლი, უვლის მას, უფრთხილდება. კანური მამაკაცი სამი ურდულით კეტავს კარს სახლიდან გასვლისას, და ასევე ადევნებს თვალყურს თავის ქალსაც, ჩემია, არავინ წაიყვანოს, ურეთრალი კი — არა. იგი ბელადია და ამით ყველაფერია ნათქვამი.
სადამდე მივედით ყველა ამ ილუსტრაციით? არავინ ეპყრობა ქალს კარგად ან ცუდად, ან პირიქით, ქალი არ ეპყრობა მამაკაცს კარგად ან ცუდად. უბრალოდ ყველა საკუთარი თავიდან გამომდინარე ეპყრობა, ვერ ხედავს არსს, ვერ ხედავს სხვაობას სქესთა შორის, ბუნებრივად გრძნობს რაღაც მოთხოვნილებებს, მიზიდულობას, და მოქმედებს იქიდან, ან აქედან გამომდინარე, როგორც ასწავლეს, როგორც თავად გრძნობს, მაგრამ ვერ ხედავს მოვლენის არსს. ყველაფერი საკუთარი თავიდან გამომდინარე, საკუთარი ვექტორული ნაკრებიდან გამომდინარე, ჯოგური ფუნქციური ამოცანიდან გამომდინარე.
მოდით, ახლა განვიხილოთ ბუნებრივი აზრი მოვლენისა, რომელსაც ეწოდება მამაკაცი და ქალი. რას გულისხმობს ამაში ბუნება? რატომაა ეს საჭირო სამყაროში? როგორც ყოველთვის, მივმართავ სამყაროს დაყოფას ოთხ დონედ: არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური და ადამიანური. ეს მარტივია, ადვილად დაკვირვებადია. ამას არ სჭირდება მტკიცებულება, რწმენა, საკმარისია გარშემო მიმოვიხედოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი თქვენს გარშემო — ეს ოთხი დონეა. ვერაფერს დაინახავთ გარშემო გარდა არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური და ადამიანური დონისა. ეს რიგითობა, რომლის მიხედვითაც ჩამოვთვალე დონეები, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგანაც სწორედ ასე ხდებოა ევოლუცია. იგი ასახავს ცოცხალი ნივთიერების ევოლუციას, სამყაროს ფიზიკურ გამოვლინებას. ყოველი მომდევნო დონე საკუთარ თავში მოიცავს წინებსაც: მცენარეული დონე შეიცავს არაცოცხალის თვისებებს, პლუს გააჩნია საკუთარი, მცენარეული თვისებები. ცხოველური მოიცავს მცენარეულის და არაცოცხალის ყველა თვისებას, პლუს რაღაც კომპონენტს, რაც ცხოველურ დონედ აქცევს. და ასევეა ადამიანურზეც.
როდესაც მე ვსაუბრობ ევოლუციაზე, არ ვგულისხმობ მხოლოდ ფიზიკური გამოვლინების ევოლუციას, არამედ ვგულისხმობ არაფიზიკურის, არსის ევოლუციას, რომელსაც ბუნებრივად გააჩნია თავისი ანარეკლი ფიზიკურ დონეზე. ეს ისაა, რამაც ქვისგან წყალი შექმნა, წყლისგან ბალახი, ბალახისგან ჭიაყელა, ჭიაყელასგან მაიმუნი, მაიმუნისგან ადამიანი. მაგრამ არა უხეში ფიზიკური ევოლუციის თვალსაზრისით, არამედ ხატოვნად რომ ვთქვათ ერთგვარი «სულიერი გენით», რომელიც სხეულითაა გამოხატული.
რაში გვჭირდება ამის განხილვა? კვლავაც: არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური, ადამიანური? თუკი ავიღებთ არაცოცხალ დონეს, იგი მონოლითურია, მასში არაა დაყოფა, მასში არაა ნაწილები, არანაირი ურთიერთქმედება არაა ამ ნაწილებს შორის, რადგან არ არსებობენ თავად ნაწილები. თუმცაღა შემდეგი დონე, მცენარეული, კარდინალურად განსხვავდება წინასგან, არაცოცხალისგან. პირველ რიგში, იგი ცოცხალია. და რა დაემართა მას ისეთი, რომ იგი უცებ გაცოცხლდა? იგი გაიყო ორ ნაწილად. ჯერ-ჯერობით პირობითად დავარქვათ ბიჭი და გოგო. გვახსოვს, რომ ცხოველური დონე თავის თავში მცენარეულსაც შეიცავს, შესაბამისად ასევე ექნება დაყოფის თვისება. ჩვენ ამას ვხედავთ, ბიჭებს და გოგოებს ცხოველურ დონეზე. ასევე ვხედავთ ბიჭებს და გოგოებს ადამიანურ დონეზე. ყველაფერი სისტემურადაა, როგორც უნდა იყოს. არის თვისება მცენარეულ დონეზე და იგი ასახულია ყოველ მომდევნო დონეშც, ოღონდ ასახულია თავისებურად.
რა აზრი აქვს ორ ნაწილად დაყოფას? დაყოფას როგორც ფიზიკურ, ასევე არაფიზიკურ თვისებებში... დაყოფის მნიშვნელობა უზარმაზარია, იმდენად დიდია, რომ ამის აღწერის მეშინია კიდეც. იყო ერთიანი, მთლიანი, მონოლითური, განუყოფელი, მაგრამ იგი იყო არაცოცხალი. იგი დაიყო ორ ნაწილად, ეს ორი ნაწილი ავტომატურად იწყებს ურთიერთქმედებას. როცა ერთი და მთლიანი ხარ, არავისთან გაქვს საურთიერთო, შენთვის ხარ, მაგრამ როცა ცოცხალი ნივთიერება ორ ნაწილად დაიყო, ერთმა ნაწილმა როგორღაც ზემოქმედება დაიწყო მეორეზე. ეს დაყოფა გახდა სიცოცხლის გარანტი, ძირითადი პირობა იმისა, რომ არაცოცხალი ნივთიერება უცებ ცოცხალი გახდა. იმისთვის, რომ ბავშვი დაიბადოს, საჭიროა ქალი და მამაკაცი, წინააღმდეგ შემთხვევაში ცოცხალი ნივთიერების შემდგომი განვითარება აღარ მოხდება. შემდგომი ევოლუცია სხეულების შეცვლით ხორციელდება: დაიბადა, გაიზარდა, თავად შობა, მოკვდა, დაიბადა, გაიზარდა, თავად შობა, მოკვდა — აი ასე. ყოველი მომდევნო სხეული რაღაცით ცოტათი განსხვავდება წინასგან. ჩვენთან მიღებულია თქმა, რომ ბავშვები, როგორც წესი, მშობლებზე ჭკვიანები არიან, და ასეცაა, ბავშვებს როგორც წესი უფრო რთულ ლანდშაფტში უწევთ ცხოვრება, ლანდშაფტში, რომელიც შექმნილია წინა თაობების მიერ, და ყოველ ახალ თაობას თავისი წვლილი შეაქვს, ამიტომ ყოველი მომდევნო ბავშვი გვარში უფრო რთულ ლანდშაფტს ეჯახება, უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება მასში ადაპტირებისთვის, მეტი მცდელობა, მეტი უნარი, მეტი ცოდნა. დღეს პირველკლასელმა ბავშმა იმდენივე იცის, რამდენიც მეცნიერმა იცოდა 6 ათასი წლის წინ, ან შესაძოა 10-ჯერ მეტიც. თუ როგორ ვიზრდებით, ამას შემდგომში განვიხილავთ ჩვენს ევოლუციასთან ერთად ვექტორებში, ტემპერამენტში, რეალიზაციაში და სხვა მრავალ პარამეტრში. სწორედ ესაა არაფიზიკურის ევოლუცია, არსის ევოლუცია. მაგრამ იმისთვის, რომ იგი განხორციელდეს, საჭიროა სხეულების ცვლა. მე დავიბადე, ერთვექტორიანი კუნთი ათი თაობის შემდეგ კი ჩემი შვილი უკვე ერთვექტორიანი კი არა, ორვექტორიანი იქნება, მაგალითად კუნთ-ვიზუალი. მაგრამ იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს, საჭიროა სხეულები შეიცვალოს, რადგანაც არაცოცხალი დონე ქვასავით მარადიულია, რომელიც არც ცოცხლობს და არც კვდება, მას არაფერი ემართება, შესაძლოა 10 000 წელში დაიშალოს, მაგრამ ქვების ძირითადი მასა დარჩება, ამიტომაც ქალი, მამაკაცი, მათი ურთიერთქმედება და ასევე სიცოცხლე და სიკვდილი — ეს ძალიან მრავალსაფეხურეობრივი დაყოფაა, და ეს თავისი არსით ერთი და იგივეა. არაცოცხალი არც ცოცხლობს და არც კვდება, არ იყოფა ორ ნაწილად, იქ არაა ბიჭი და გოგო, არ არსებობს ქვა-ბიჭი და ქვა-გოგო, მაგრამ მცენარეულ დონეზე ეს დაყოფა უკვე იწყება, და ასე გრძელდება ადამიანურ დონემდე.
დაყოფის აზრი უფრო დიდია, ვიდრე ახლა ავღწერე. იგი იძლევა ნაპერწკალს, რომელსაც უწოდებენ «სექსი-მკვლელობის დერეფანს». ეს ნაპერწკალია სწორედ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა. ამ ნაპერწკლის წყალობით ქალი იზიდავს მამაკაცს, მამაკაცი კი — ქალს. ამ ნაპერწკალის წყალობით იბადებიან ბავშვები, ამ ნაპერწკალის წყალობით მიდის მამაკაცი ომში, სამსახურში, გარდაქმნის ლანდშაფტს, ომობს, გამოიმუშავებს და მოაქვს გამომუშავებული თავისი მდედრისთვის, და მხოლოდ ამ მდედრის გამო აქვს სურვილი, რომ იაროს და გამოიმუშავოს. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ.
აი, მეზობლად ცხოვრობს ანალ-კან-კუნთი ვასია. სამი ქვედა ვექტორი, უზარმაზარი ლიბიდო, ბოინგ 747, ჯანმრთელი, მძლავრი, შეუძლია მუშტით ხარი დააგდოს. ზედა ვექტორები არ აქვს, ლიბიდო არაა შესუსტებული. ვასია დაბრუნდა ჯარიდან, 20 წლის, სექსუალური ენერგია იმდენი აქვს, რომ სახლში ყოფნა არ შეუძლია. ქუჩაში გადის, ცოცხალი ნივთიერების მთელი მდედრობითი ნაწილი სურს, იმდენად, რომ მმაჩ-ის ბიუროში ვერ აღიქვამს, რა ჰქვია პატარძალს. სტუმრები, სადღეგრძელოები, მილოცვები, მარადიულ სიყვარულს უსურვებენ ვასიას, რომელსაც ზედა ვექტორები არ აქვს, ძლივს გაუძლო, ძლივს მოითმინა ღამემდე. დაემშვიდობა სტუმრებს, ვისაც წასვლა არ უნდოდა, იმას დაეხმარა, კარი მიაჯახუნა და არაადამიანური ღრიალით... ნუ, თავადაც ხვდებით. პატარძალიც ასეთივეა, ანალ-კან-კუნთი განუვითარებელი ვიზუალური ვექტორით, ან საერთოდ ზედა ვექტორის გარეშე, ბედნიერია, ნამდვილ მდედრად გრძნობს თავს. თაფლობის თვე, სამი დღე ანტალიაში, ოცი დღე ვასიას მამის აგარაკზე, სიყვარულობები, დასვენება, თევზაობა, უამრავი გეგმა: «აი, ახლა დავიწყებთ ცხოვრებას, საკუთარ ბიზნესს გავხსნით, სამოთახიან ბინას შევიძენთ». იმდენი ენერგია აქვს! იწვის ვასია, ისე უნდა, რომ იბრძოლოს, მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით, ახლა კი მეგობრების მონახულება, დალევა, მწვადები, ცოტა ნაკლები გეგმა და ცოტა მეტი დასალევი, თევზაობა, ძმაკაცები, შემდეგ შემთხვევითი გასამრჯელოები. გეგმების ნაცვლად უკვე საკმაოდ მყარი ალკოჰოლური დამოკიდებულება. სკოლაში ვასია არც ისე ძალიან ცდილობდა, ამიტომ განსაკუთრებული განვითარება ვერ მიიღო, მშობლებსაც არ მოუკლავთ თავი, ვასია ვერ გახდა პროფესიონალი, რადგან არანაირი პროფესია არ იზიდავს. გადის თვეები, წლები, ცოლი მობეზრდა. კანის ვექტორი შეგრძნებების სიახლეებს ეძებს, ლტოლვა მიდის, მის ნაცვლად კი არაფერი ჩნდება. გასუქებული, გაზარმაცებული ვასია კიდევ ღრიალებს, მაგრამ არა იმ ცეცხლისგან, რომელიც შიგნიდან წვავს, არამედ საკუთარი არარეალიზებულობისგან, ყველა ფრონტზე ტანჯვისგან. ძლივს ახერხებს თავის დაძვრენას ცოლისგან, რომელიც მოდის და დოინჯშემოყრილი უყვირის: «გაიტანე ვედრო, საქონელო! რომ აგდიხარ მთელი დღე ტელევიზორთან! ერთი კვირაა სავარძლიდან არ ამდგარხარ! მალე ჩაფსმას დაიწყებ სიზარმაცისგან. რამდენი უნდა გეჩხუბო?! ბავშვს არაფერი აქვს საჭმელი, სახლი არეულია, შენ კიდევ განძრევაც არ გინდა!». «სიამოვნებით ჩავარტყამდი მუშტს, რომ არც თვითონ იყვიროს და არც სხვა აყვიროს!». არა, ვასიას უკვე აღარც სურვილი აქვს და აღარც ლტოლვა, აღარაფერი ანთია მასში, არაფერი არ უბიძგებს ომისკენ, მოპოვებისკენ, მამონტისგან ხორცის მოგლეჯისკენ და გამოქვაბულში მოტანისკენ. ვასიას ოჯახური ცხოვრების ფორმულაა — ტელევიზორი, პლუს ალკოჰოლი, პლუს თავისნაირი ძმაკაცები. ცოლთან ურთიერთობის ფორმულა — «შემეშვი ლიუსკა, შენ გარეშეც გული მერევა».
და აი, ერთხელ, ვასიამ გაჭირვებით ასწია თავისი ეროგენული ზონა სავარძლიდან და გაემართა უახლოესი ლუდხანისკენ. იქ კი ის დგას, ნამდვილი ქალი, ისეთი, რომელზეც ვასია მთელი ცხოვრება ოცნებობდა. იგი ლუდს უსხამს ვასიას, თან უღიმის, ვასიაც უყურებს მას და ასევე უღიმის. ისაუბრეს, იხუმრეს. ცხოველური დონის ტერმინებით — იყნოსეს ერთმანეთი. და ვასიას ცოლი საინტერესო ცვლილებებს აკვირდება. აი, ვასია ორი საათით გაქრა საკუჭნაოში, აიღო ჰანტელები, რომელსაც უკვე ორი წელია არ მიჰკარებია. განსაკუთრებულად არ იდებს თავს ვარჯიშზე, მაგრამ უყურებს მაინც, რაღაცაზე ფიქრობს. ნახევარი წლის მანძილზე პირველად გაიპარსა წვერი, დაიბანა. წელიწადში პირველად გაიხეხა კბილები. და რეგულარულად დაიწყო მაღაზიაში სიარული. ისე შეუყვარდა ლუდი, რომ სადღაც მტვირთავობითაც დაიწყო გამომუშავება, რომ ცოტა ფული მაინც ჰქონოდა. რა არის ეს? იქნებ სიყვარულია? არა, ეს სიყვარული არაა, რადგანაც ვასიას არ აქვს ზედა ვექტორები. ეს სწორედ ის ლტოლვაა, ის ნაპერწკალია, რომელიც მამაკაცს მოძრაობას აიძულებს, ზარმაცი, მსუქანი ზღვის გოჭისგან მრისხანე, მებრძოლ ვეფხვს ქმნის. და მნიშვნელობა არ აქვს, რომ ლუდის გამყიდველს სწორედ იგივე ვექტორული ნაკრები აქვს, რაც მის ცოლს. მთავარია, რომ მიმდინარე ვითარებაში ვასიას ეს ქალი უფრო შეეფერება. სიახლის შეგრძნებას კანის ვექტორში თავისი წვლილი შეაქვს. და აი, ჩვენი ვეფხვი ამოძრავდა. რამდენია ასეთი ისტორია? უამრავი. თითქმის ყველა სახლში ხდება ასე.
რაშია ამ ისტორიის აზრი? იმაში, რომ სწორედ ეს ლტოლვაა ძრავი, რომელსაც მივყავართ დერეფნით — «სექსი-მკვლელობა», რომლის მეშვეობითაც ვიცვლებით და ჩვენს გარშემო სამყაროც იცვლება. ეს არაა სიყვარული, ასე ფიქრობს ვიზუალების უმეტესობა, და მრავალ არავიზუალს სჯერა მათი, და არც სილამაზეა, რომელიც სამყაროს გადაარჩენს, ესაა ცხოველური უხეშ ლტოლვა მამრისა მდედრისადმი, ესაა სექსის სურვილი, რომელიც მამრს ბრძლისკენ, ნადირობისკენ უბიძგებს. მას ბანანების ტოტი მოაქვს ქალისთვის, ბავშვი უჩნდებათ, ჩნდებიან ახალი სხეულები, იცვლება ლანდშაფტი. და ეს ახალდაბადებული სხეული, რომელსაც დედა და მამა ჰყავს, ცოტათი მეტი პოტენციალი აქვს განვითარებისთვის. მე ახლა ვსაუბრობ ქვედა ვექტორებზე, ლტოლვაზე. მე არ ვსაუბრობ ვიზუალურ გრძნობებზე, ვიზუალურ სიყვარულზე და ყველაფერ იმაზე, რაც შეეხება ვიზუალურ ვექტორს, რაზეც სიმღერების 95%-ში მღერიან, და რაც ადამიანების უმეტესობას საერთოდ არ ესმის. მამაკაცი რაღაცას მხოლოდ ლტოლვის გამო გააკეთებს, სექსისადმი სურვილის გამო, მხოლოდ ამის გამო წავა მკვლელობაზეც. მკვლელობა — არა იმ თვალსაზრისით, რომ «ჩვენ ყვირილით დავესხით თავს უცხო ტომს, ამოვწყვიტეთ მთელი მამაკაცური ნაწილი, გავაკეთეთ ზამთრისთვის კონსერვები ხახვით, პილპილით და პომიდვრით, ამიტომ შემდეგ გაზაფხულამდე მოვილხენთ» — არა, საქმე ამაში არაა. და არც იმაშია, რომ კანურმა სერიოჟამ შურის გამო თავის უფრო წარმატებულ მეზობელს დანა გაუყარა.
სხვათაშორის აქ შეგვიძლია მცირე გადახვევაც გავაკეთოთ იმის თაობაზე, თუ როგორ ამჯობინებენ მამრები სხვა მამრების მოკვლას.
კანები, კანური ზომა, გათვლა, დათვლა, დაყოფა, სამყაროს დაყოფა შიდა და გარე ნაწილებად, მსუბუქი ლიბიდო. როგორ ვაგვარებთ პრობლემებს უფრო წარმატებულ მეზობლებთან? ჩვენ ვჭრით მათ. მეზობილს ერთ ნაწილს მისი მეორე ნაწილისგან გამოვყოფთ, სწრაფად, ზუსტად, სადაც ვუმიზნებდით, იქ მოვახვედრეთ.
ხოლო ჩვენ, ანალები, მარჯვე ოქროს ხელებით. შეგვიძლია ზურგშიც დავარტყათ, შეგვიძლია მოვახრჩოთ, შეგვიძლია ორი ვერძივით დავდგეთ და ჯანმრთელი მუშტები ვურტყათ ერთმანეთს. თავისუფალი ორთაბრძოლა გინახავთ ტელევიზორით? როცა ორი ჯანმრთელი ხარი მსხვილი კისრებით იატაკზე გორაობენ და გაურკვეველია რას აკეთებენ — ეს ჩვენია, ანალურია.
ამგვარად, როცა მკვლელობაზე ვსაუბრობ, ამ ყველაფერს არ ვგულისხმობ. მე ვგულისხმობ საკუთარი სისტემის ფარგლებს გარეთ გასვლას, ამ სისტემის არეალის გაფართოებას, როგორც გეოგრაფიულის, ასევე ნებისმიერი სხვის. ექვსი ათასი წლის წინ ჩვენ დავიპყარით ტერიტორია ჩვენი ჯოგისთვის, ვაფართოებდით იმ სისტემას, რომელშიც ვცხოვრობდით, მაგრამ ნებისმიერი გაფართოება, ეს ყოველთვის ვიღაცის ხარჯზეა. საფუძველში ეს ყოველთვის მკვლელობაა. თუ სხვა ტომის მკვლელობა არაა, მაშინ ბუნების სხვა დონეების მკვლელობაა. ვიღაცამ შეიძინა, ვიღაცამ დაკარგა. ანუ მკვლელობაა ყველაზე ფართო თვალთახედვით. ომი არა პრინციპით: «დუელი ხმლებით», არამედ ბრძლა, პრინციპით — «საკუთარი სასიცოცხლო სივრცის გაფართოება». კუნთურ დროს — ხმლებით, ანალურ დროს — ღირებულებებით, რწმენით, კანურ დროს — ფულით, ბიზნესით. თქვენს ჯოგს ამდენი ფული აქვს, ჩვენს ჯოგს კი — ამდენი. ჩვენ მოვედით, დავიკავეთ ბაზარი, თქვენმა ჯოგმა წააგო, უკვე აღარ გაქვთ ფული. საკითხავია, გადარჩებით თუ არა. ჩვენ არ გვჭირდება ამისთვის თქვენი დაჭრა, დაე უიღბლოებმა დაჭრან, რომლებიც ვერ განვითარდნენ. ჩვენ კი ადგილს მზის ქვეშ ბიზნესით მოვიპოვებთ, ანუ მკვლელობა, ესაა ლანდშაფტის დაპყრობა, საკუთარი ადგილის გაფართოება ლანდშაფტზე მიუხედავად იმისა, რასაც არ უნდა წარმოადგენდეს ეს ლანდშაფტი.
ახლა კანური ზომის გაფურჩქვნის ხანაა, მაგრამ კანი — ეს ცოტაა, ცოტაა ყველა თვალსაზრისით. კანი — ყველაზე თხელია ადამიანში, ეს თავისი არსით უბრალოდ საზღვარია გარეგანსა და შინაგანს შორის. ეს ყველაზე მსუბუქი ლიბიდოა. ესაა სიმსუბუქე ყველაფერში. ამიტომ კანური ერაც სწორედ ასეთივე იქნება, პატარა, მსუბუქი და სრულიად არახანგრძლივი, შემდეგ კი მოვა ურეთრალური ერა, მას თავისი მკვლელობა ექნება, ლანდშაფტის თავისებური დაპყრობა, თავისი ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ გადარჩება და ვინ არა. აქ უნდა გავიხსენოთ ურეთრალური ვექტორი, როგორც ვექტორი, რომლის ფუნქციაც ბელადობაა. ეს სწორედ ის სუბიექტია, რომელსაც მთელი ჯოგი საზღვრების გაფართოებისკენ მიჰყავს. სხვა დანარჩენებს დამოუკიდებლად არ შეუძიათ ამის გაკეთება. კანს შეუძლია ცოტა ხნით შეცვალოს ბელადი, მაგრამ მთელი ცხოვრების მანძილზე ამას მხოლოდ ურეთრალი აკეთებს. ბელადი სწორედ ისაა, ვინც საზღვრებს ვერ ხედავს. სწორედ მისი ფუნქციაა საზღვრების უსაზღვროდ გაფართოება.
მცირე შეჯამება. ქალი-მამაკაცი, სიცოცხლე-სიკვდილი, სექსი-მკვლელობა — ეს ყველაფერი ერთი და იგივეა. მათი გაყოფა საერთოდ არ შეიძლება, ესაა ერთი და იმავე მოვლენის სხვადასხვა მხარეები, რომლებსაც სხვადასხვა ხედვის კუთხეებით, სხვადასხვა ფილტრებით ვაკვირდებით. არსობრიოვად კი ეს მხოლოდ არაცოცხალიდან მცენარეულ დონეში გადასვლაა, და ავტომატურად ჩნდება ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი. ესაა არსებობის არაცოცხალიდან ცოცხალ დონეზე გადასვლა.
განვაგრძოთ. რას ნიშნავს მცენარეული დონე ადამიანში? ამაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ, როცა განვითარებას შევეხებით, მაგრამ კარგი იქნება თუ ახლაც განვიხილავთ. ადამიანური დონე — ცოცხალი ნივთიერების განვითარების უკანასკნელი დონეა — მას შეუძლია თავის შიგნით ოთხი დონიდან ნებისმიერამდე განვითარდეს: არაცოცხალამდე, მცენარეულამდე, ცხოველურადმდე ან ადამიანურამდე. ჩემში, ვასიაში, მცენარეული დონე — ესაა ჩემში არსებული ურთიერთობის თვისებები. გახსოვთ? მცენარეული დონე ბუნებაში — ორად გაყოფაა, ორი ნაწილის გამოვლენა, ხოლო ორი ნაწილი — ეს ყოველთვის ურთიერთობაა მათ შორის. მცენარეული დონე ჩემში, ადამიანში, ესაა ჩემი სხვა ადამიანებთან ურთიერთობის თვისება — ურთიერთობისა ერთი ერთთან. ურთიერთობა ერთი მრავალთან, ანუ ურთიერთობა ჯგუფთან — ეს უკვე სხვა თვისებაა, ესაა მოძრაობა, ცხოველური დონის თვისება. ამიტომ ყოფით ცხოვრებაში მცენარეული დონე — ესაა ურთიერთობა «მე და ვიღაც სხვა ადამიანი». «შვილო გაიქეცი და მამას ლუდი მოუტანე» — ეს ურთიერთობაა — მამა და შვილი. «ძვირფასო, რას გავაკეთებთ დღეს საღამოს?» — ეს ურთიერთობაა — ქალი და მამაკაცი.
იგივე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა — ორი ჯანმრთელი ანალური შუბლი — ეს ყველაფერი ურთიერთობაა. პატრულისადმი მიცემული ქრთამი — ესეც ურთიერთობაა. ადამიანი ადამიანთან. ვექტორი ვექტორთან — ეს ყოველთვის ორი მონაწილე და რაღაც ველია, რაღაც დამოკიდებულებაა მათ შორის. და ამ ყველა ურთიერთქმედების კვინტესენცია — ესაა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, რომლებიც ამოძრავებენ მთელ ჩვენს ჯგუფს «სექსი-მკვლელობის» დერეფნით. ეს ყველაზე ზედა დონეა, ყველაზე ღრმა დონეა.
სამართლიანობის გამო უნდა ავღნიშნოთ, რომ ვექტორებს გააჩნიათ თავიანთი, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ურთიერთობები. მაგალითად, ანალურ ვექტორში ურთიერთობა «ერთი ერთთან» — ესაა მეგობრობა, რომელიც თუკი აღწევს ცხოველურ დონეს — «ერთი მრავალთან», გადაიზრდება ურთიერთობაში — მასწავლებელი-მოსწავლეები. დიახ, სწორედ ასე შეუძლია ანალურ ვექტორს ჯგუფში რეალიზება. შეუძლებელია ყველასთან მეგობრობა, მეგობრობა ერთთან შეიძლება, შემდეგ სხვასთან, მაგრამ ეს ყოველთვის ინდივიდუალური ურთიერთობაა. ვასია მეგობრობს პეტიასთან, ვასია მეგობრობს მიშასთან, მიშაც ასევე მეგობრობს პეტიასთან — აი, ჩვენ სამი ვმეგობრობთ. მაგრამ შეუძლებელია ჯგუფთან მეგობრობა. მაგრამ აი ჯგუფის მასწავლებლობა სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ეს სხვა დონეა. მრავალი ანალური მამრი იზრდება «მეგობრობის» დონემდე, მაგრამ ვერ იზრდება «მასწავლებელი-მოსწავლეების» დონემდე, ვერ ხდება მასწავლებელი. ეს ლირიული გადახვევა იყო.
კიდევ რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ იმის გაცნობიერების შედეგად, რომ მამაკაცად და ქალად დაყოფა — მცენარეული დონეა, ხოლო მცენარეული დონე ადამიანში — ესაა ურთიერთობა. აქედან შესაძებელია კოლოსალურად მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება, სახელდობრ, აქ ვლინდება ის მომენტი, საიდანაც მამაკაცი და ქალი განსხვავებას იწყებენ თავიანთ თვისებებში. ხუთი ჯგუფი: ფსიქიკური სხეულის მოცულობა, აზროვნება, ურთიერთობა, მოძრაობა, განვითარება.
ავიღოთ ანალის ვექტორიანი მამაკაცი და ანალის ვექტორიანი ქალი. ორივეს ექნება დიდი ფსიქიკური სხეული, აბსოლუტურად ერთნაირი. ორივეს ექნება აბსოლუტურად ერთნაირი აზროვნება. არაცოცხალი დონე. მათი თავი ერთნაირად მუშაობს. მამაკაცშიც და ქალშიც იგი აწყობს სისტემას ერთი და იმავე ღირებულებებზე. აი, შემდეგი დონე, ურთიერთობა, რომელშიც ბუნებაში დაყოფა მოხდა ქალად და მამაკაცად, ნიშნავს, რომ ადამიანურ დონეზე ანალური მამრი და ანალური მდედრი სხვადასხვანაირად მოიქცევიან. და საერთო წესის მიხედვით, მათი მოძრაობისა და განვითარების თვისებები ასევე სხვადასხვაგვარად აისახება მათში.
ფსიქიკური სხეულის მოცულობა, აზროვნება ქალსა და მამაკაცში, ერთი და იმავე ვექტორში, ერთნაირია. ურთიერთობა, მოძრაობა და განვითარება — სხვადასხვაგვარი. ამას ვერ გაიგებს ადამიანი, რომელიც არ ახდენს ვექტორებით დიფერენცირებას და არ ესმის 36 თვისება. ამას ვერ გაიგებს ადამიანი, რომელიც ვერ არჩევს ცოცხალი ნივთიერების თვისებათა 5 ჯგუფს ადამიანურ დონეზე. ნაწილობრივ, ესაა მიზეზი, თუ რატომ არ ჰყვებიან ამაზე ვიქტორ ტალკაჩოვი და იური ბურლანი.
მოდით, უფრო შორს წავიდეთ და შევხედოთ, რას მოგვცემს ეს განსხვავება? როგორი იქნება ურთიერთობაში მამაკაცი და როგორი იქნება ქალი? რა განსაზღვრავს ამას? ამის გასაგებად შემდეგი, ძალზე მნიშვნელოვანი აზრი უნდა გავაცნობიეროთ: ნებისმიერი ურთიერთობა ყველაზე ზედა დონეზე — ესაა გაცემა და მიღება. სამყაროში სხვა ტიპის ურთიერთობა არ არსებობს. როგორც არ უნდა ატრიალო, როგორც არ უნდა შეხედო, რაც არ უნდა ხდებოდეს ერთი ერთთან ურთიერთობაში, ეს ყოველთვის გაცემა და მიღებაა. ვიღაც საუბრობს, ვიღაც ისმენს — ეს ინფორმაციის გაცემა და მიღებაა. ვიღაც აჭმევს, ვიღაც ჭამს, ვიღაც მუშაობს და თავის თვისებებს აძლევს და ამაში ხელფასს იღებს. ვიღაც ეფერება, ვიღაც კი ღებულობს ამ ტაქტილურ შეგრძნებებს, ვიღაც იძლევა 100 დოლარს, ვიღაც კი იღებს. რაც არ უნდა აკეთოთ, ყოველთვის გაცემა და მიღებაა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სექსუალურ ურთიერთობებზე, ფიზიკურ დონეზე — ესაა სპერმის მიღება და გაცემა, მამაკაცისგან ქალს, არაფიზიკურ დონეზე — მამაკაცი გასცემს თავის თვისებებს, თავის გენებს, ქალი კი იღებს მათ. ამ მოქმედების შედეგად იბადება ბავშვი. ანუ «მამაკაცი-ქალის» ფიზიკურ ურთიერთობაში ქალი — ესაა მიმღები ნაწილი, მამაკაცი კი — გამცემი.
მას, რაც ახლა ავღწერე, არავითარი კავშირი არ აქვს ეგოიზმით ყოფით გაგებასთან, ვიღაც ვიღაცას აძლევს, ვიღაც კი ვიღაცისგან იღებს, ვიღაც ვიღაცით სარგებლობს — საქმე ამას სრულიად არ ეხება. საქმე არ ეხება იმ ანალურ მიდგომას, რომ «ჩვენ, მამაკაცები, ვშრომობთ, რომ ჩვენი დედაკაცები გამოვკვებოთ». თუმცა ასეც არის, ესეც მართალია. მაგრამ ბუნებრივი საზრისი სრულიად სხვა რამეშია. იმაში, რომ უნდა მოხდეს ურთიერთქმედება, რათა ცოცხალი ნივთიერება გაგრძელდეს. და ნებისმიერი ურთიერთქმედება — ესაა მიღება და გაცემა.
ჯგუფთან მიმართებაში მამაკაციც და ქალიც გამცემები არიან თავიანთ თვისებებში: ქალი — ბავშის შობით, მამაკაცი — თავისი თვისებებით მკვლელობისადმი, ლანდშაფტის დაპყრობისადმი, პროფესიისადმი, ხელობისადმი ან სხვა რამისადმი. ქალისთვის პირველადია წყვილის დონეზე რეალიზაცია, ჯგუფის დონეზე რეალიზაცია კი — მეორადია. მამაკაცისთვის პირველადია ჯგუფის დონეზე რეალიზაცია, წყვილის დონეზე რეალიზაცია — მეორადია. ამასთან, მამაკაცისთვისაც და ქალისთვისაც რეალიზაციის ორივე ტიპი ერთნაირად მნიშვნელოვანია ჯგუფისთვის.
გამარტივებული სახით წყვილის დონეზე რეალიზაცია — ესაა ოჯახი. მე ვამბობ გამარტივებული, იმიტომ რომ «ოჯახი» — ეს ჩვენი, ანალური ინსტიტუტია. ჩვენ აუჩქარებელი, მონოგამური ბიჭები ვართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველი გამოცდილება, ჩვენი ღირებულებები — ესაა გვარი, ოჯახი, საგვარეულო, ჩვენი ერი, ჩვენი რელიგია, ჩვენი პაპები და მამები. მაგრამ ყველა დანარჩენი მამრი ამასთან ნაკლებ კავშირშია. მათ კიდევ ბევრი რამ აქვთ. მათთვის ოჯახი შეიძლება იყოს კანონი, აღზრდა, ტრადიცია, ჩვევა, მაგრამ არა ბუნებრივი ღირებულება. მათ შეუძლიათ სრულიად მიიღონ ეს ღირებულება, დაიცვან იგი, მაგრამ ეს მათთვის ბუნებრივი არაა, მას არ გააჩნია ბუნებრივი საფუძვლები ანალის ვექტორიანის სისტემის სახით, სადაც არის ის, თავის ოჯახთან ერთად და ყველა დანარჩენი. ურეთრალი საერთოდ პოლიგამიურია, კანისთვის სიახლის ფაქტორი — აღმგზნები ფაქტორია, კუნთი პასიურია — როგორც გამოვა, ისე იქნება. და მხოლოდ ჩვენთვის, ანალის ვექტორიანებისთვის, ოჯახი — ეს ყველაფერია.
როცა ჩემს მაგიდასთან ვზივარ, ზინკა ქვაბს აცხელებს სამზარეულოში, ბავშვები ხალიჩაზე ჩემს ფეხებთან დაბაჯბაჯებენ, საყვარელ ძაღლს ჩუსტები მოაქვს, როცა სახლში შევდივარ — ესაა იდეალი. სახლი — ჩემი ციხესიმაგრეა. ჩემი ოჯახი — ეს ყველაფერია.
მაშ ასე, ქალისთვის ოჯახი, წყვილში ურთიერთობა პირველადია «მე-ჯგუფთან» ურთიერთობასთან მიმართებაში. კითხვა ოჯახი თუ კარიერა? არცერთი ქალისთვის არ ჩნდება, გარდა კან-ვიზუალისა. ნებისმიერი ქალი, თუნდაც უბალოდ კანური, დაკავებული ბიზნესით, ვაჭრობს, წარმატებულია, მაგრამ თუ არ აქვს ოჯახი, თუ არ აქვს წყვილში ურთიერთობა — უბედური იქნება, გარანტირებულია, რომ ყოველთვის დააკლდება ეს. ჯობია პირიქით — არის ოჯახი, არ არის ბიზნესი. და მხოლოდ კან-ვიზუალი ქალისთვის, ორვექტორიანისთვის, ან სამვექტორიანი კან-კუნთ-ვიზუალისთვის, ასეთი საკითხი შესაძლოა რეალურად იდგეს. ამასთან, ეს საკითხი ახლა იმდენად მოდურია, მასზე იმდენს ყვირიან, რომ ყველაზე გაავრცელეს. იღებ ნებისმიერ მოდურ ჟურნალს, ძირითადი თემაა — «ქალი და მამაკაცი». შემდეგი თემა პოპულარობის მიხედვით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჟურნალი ქალებისთვისაა — ესაა «პირადი ცხოვრება და კარიერა. წარმატებები და მარტოობა». რუსი ფსიქოთერაპევტი, ირინა შამანოვა, გვაძლევს 10 რჩევას, როგორ ვიყოთ საყვრელი, შევინარჩუნოთ თავისუფლება და გავიკეთოთ კარიერა. პირველი რჩევაა — «ინტუიტიურად გახსოვდეს, ნებისმიერ მამაკაცს ეშინია, რომ იყოს მიტოვებული. არ მისცე ნება, რომ კუთხეში მოგიმწყვდიოს. თუ ეს იცი, ყოველთვის გამარჯვებული გამოხვალ». მეორე — «ისწავლე უარის თქმა, როდესაც იმაზე მეტს გთხოვს, ვიდრე მიცემა გინდა. ამით აჩვენებ, რომ თქვენ თანასწორნი ხართ და უფლება გაქვს პირად შეხედულებაზე». და წავიდა... მთელ თავის 25 წლიან გამოცდილებას ირინა შამანოვა თავის 10 რჩევაში ჩადებს. ყველა თავის კომპლექსს, დაწყებული საბავშვო ბაღიდან და დამთავრებული უკანასკნელით, სამი განქორწინებიდან, ამას ზემოდან დაედო უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა — ესაა სხვათა აზრები, გატარებული ირინა შამანოვას ვიზუალურ ვექტორში. და გამოვიდა შესანიშნავი, მაღალი ხარისხის, გლამურული, ბრწყინვალე, ვიზუალური აბდაუბდა, რომელსაც სიხარულით კითხულობენ ქალები, რომლებიც ასეთ ჟურნალებს ყიდულობენ. ეუბნება ამის შემდეგ მამაკაცი ასეთ ქალს: «ზინა, წავიდეთ თეატრში ხვალ საღამოს?». ზინამ კი დღეს წაიკითხა: «არ უნდა მისცე უფლება ამ ცხოველს, რომ კუთხეში მოგიმწყვდიოს. რა უნდა მესამედ თეატრში? იქნებ კინოში მინდა?». გადაშალა ჟურნალი, გადაიკითხა, შეამოწმა და ეუბნება: «თუ გამუდმებით შენსაზე იდგები, შემიძლია წავიდე კიდეც» — და აი, ასე ვაწყობთ პირად ურთიერთობებს.
კიდევ ერთხელ, რეალიზაციის საკითხი წყვილში ან ჯგუფში — ეს მხოლოდ კან-ვიზუალ მდედრს ეხება.სხვა ქალებს ნებისმიერ კომბინციაში, ერთვექტორიანებს, ორვექტორიანებს, რვავექტორიანებს, ასეთი საკითხი უბრალოდ არ უდგათ. ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ქალმა არ უნდა იმუშაოს. ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ მამაკაცმა უნდა იმუშაოს და ოჯახი არ უნდა შექმნას. ეს ნიშნავს, თუ რა არის პირველადი, რა აზრი ჩადო ბუნებამ თქვენს კუთვნილებაში ამა თუ იმ სქესისადმი. მამაკაცი — ესაა ცოცხალი ნივთიერების რეალიზაცია ჯგუფში, ლანდშაფტის დაპყრობა. ქალი — ესაა პირველ რიგში რეალიზაცია წყვილში, ბავშვის გაჩენა.
თუკი ავიღებთ განვითარების ოთხ დონეს ნებისმიერ ვექტორში ნებისმიერი თვისების მგალითზე, მაგალითად, ანალურ აკურატულობას დავყოფთ ოთხ დონედ: არაცოცხალი — მოფრთხილება. რატომ არაცოცხალი? ანუ ურთიერთობა ნივთებთან, არაცოცხალთან, აკურატული მოპყრობა ბუნების არაცოცხალ დონესთან, როცა ნივთებს ვუფრთხილდებით. ნივთები — ანალებისთვის მთავარი ღირებულებაა. მიუფურთხებია ყველაფერი დანარჩენისთვის, მთავარია, რომ ფეხსაცმელი იყოს გაპრიალებული, მანქანა იყოს შეღებული და ა.შ.
ყოფითი აკურატულობა, აკურატულობა წყვილში, ოჯახური აკურატულობა, პროფესიული აკურატულობა, ანუ აკურატულობა ჩვენს საქმიანობაში. და აკურატულობა დროის გარეთ. როცა ჩვენ მოვახდინეთ ცოდნი სისტემატიზაცია, დავწერეთ წიგნი და მოვახდინეთ რეალიზაცია იმ ჯგუფის მიღმა, რომელშიც ვიმყოფებით. როგორც მაგალითი, ეს შეგვიძლია სხვანაირად დავყოთ.
ამგვარად, პირველი ორი დონე — ყოველთვის მიღებაა, ხოლო მეორე ორი დონე — ყოველთვის გაცემა. ჯგუფთან მიმართებაში ეს ყოველთვის ასეა. ის, რასაც ადამანები აკეთებენ წყვილში ურთიერთობებში, ჯგუფთან მიმართებაში, ეს მიღებაა. იგი არაფერს აძლევს ჯგუფს.და აი, როცა ქალი ბავშვს შობს, მამაკაცი კი სამუშაოზე დადის, ეს უკვე გაცემაა ჯგუფის მიმართ. შესაბამისად ანალური მამაკაცი, პროფესიონალი, რომელმაც კარგად იცის თავისი საქმე და სპეციალობით მუშაობს, გამცემია ჯგუფთან მიმართებაში, რისთვისაც თავი მხრივ იღებს უფლებას და საშუალებებს ამ ჯგუფში არსებობისთვის.
რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ აქედან? ჩვენ ვამბობდით, რომ ქალი — ესაა პირველ რიგში მიღება, ხოლო მამაკაცი — გაცემა. შესაბამისად, ჯგუფური ურთიერთობა, როგორც ვხედავთ, ესაა ურთიერთობა გაცემისთვის, ხოლო წყვილში ურთიერთობა — ესაა ურთიერთობა მიღებისთვის. ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ქალი ყოფით აკურატულობამდე იზრდება, მამაკაცი კი პროფესიულამდე. ცხოველურ დონემდე განვითარებული მამაკაცი, დიდი ალბათობით ასევე ცხოველურ დონემდე განვითარებულ ქალს შეხვდება. იგი რეალიზებულია სამსახურშიც და თავის ვექტორებშიც, და ქალიც როგორც წესი რეალიზებულია სამსახურშიც და თავის ვქტორებშიც. უბრალოდ მისთვის ეს რეალიზაცია მეორადი იქნება წყვილში რეალიზაციასთან შედარებით.
«მიღება-გცემის» საკითხი ისეთივე მრავალგანზომილებიანია, როგორც «მამკაცი-ქალის არსი». ჯგუფთან მიმართებაში ქალიც და მამაკაციც გამცემები არიან, მაგრამ ორივე თავისებურად. თუმცა წყვილში ქალისთვის მიმღების როლია პირველადი, მამაკაცისთვის კი — გამცემი. მაგრამ იმისთვის, რომ მამაკაცმა გასცეს როგორც თავისი თვისებები არაფიზიკურ დონეზე, ასევე თავისი სპერმა ფიზიკურ დონეზე, მან უნდა მიიღოს, და იგი იღებს სექსუალურ დაკმაყოფილებას ქალისგან.
ეს ყველაფერი ძალზე მრავალწახნაგოვანია. მაგრამ ჩვენ გვესმის მთავარი — ქალად და მამაკაცად დაყოფის არსი ადამიანში ურთიერთობის დონიდან ვლინდება. ანალის ვექტორიან ქალსაც და მამაკაცსაც ფსიქიკის ერთნაირი მოცულობა აქვთ, ერთნაირი აზროვნება აქვთ, მაგრამ სხვადასხვაგვარად ურთიერთქმედებენ, მოძრაობენ და ვითარდებიან. რაშია ეს განსხვავება? იმაში, რომ — ჯერ სამუშაო, შემდეგ ბავშვები; ხოლო ქალი პირიქით — ჯერ ბავშვები, შემდეგ სამუშაო. ეს ყველასთვის ასეა, გარდა კან-ვიზუალი მდედრისა.
ეს იმდენად მრავალმხრივი საკითხია, რომ მას ათასწლეულებია აღწერენ, განიხილავენ ცინიკურ ტრაქტატებში, უმღერიან ლექსებსა და ბალადებში, აანალიზებენ სახელმძღვანელოებსა და წიგნებში, აჩვენებენ რომანტიულ და პორნოგრაფიულ ფილმებში, და ამასთან არსად არაა სრული სურათი. რატომ? იმიტომ, რომ არცერთი ავტორი არ უყურებს ამ საკითხს სისტემურად, არ ახდენს ხუთი დონის დიფერენცირებას ადამიანში, არ ახდენს დიფერენცირებას ვექტორებით, ხედავს იმ სისტემით, რომელიც საკუთარ თავში შექმნა, ის კი ყოველთვის არასრულია, ყოველთვის იმდენად უხეშია, რომ ხელიდან უშვებს ნიუანსთა უამრავ რაოდენობას და წვრილმანებს და არ ეხება მთელ ასპექტებს და მხარეებს.
ამგვარად, ჩვენი ძირითადი დასკვნა. ქალი-მამაკაცი, სექსი-მკვლელობა, სიცოცხლე-სიკვდილი, მიღება-გაცემა — ეს ყველაფერი ერთი და იგივეა. ესაა ნაბიჯი არაცოცხალიდან ცოცხალისკენ, ესაა ქალისა და მამაკაცის როლი ჯგუფში, ყველა დონზე და ყველა მიმართულებით. უფრო გასაგები რომ იყოს, რა არის მამაკაცი და რა არის ქალი, როგორ ავლენენ ისინი საკუთარ თავს ურთიერთობის დონიდან სხვადასხვაგვარად, მოდით შევხედოთ მათ ურთიერთობას ბავშვებთან.
მამაკაცი, რომელიც ახდენს საკუთარი თავის რელიზაციას მკვლელობის მეშეობით, საკუთარი სივრცის გაფართოების მეშვეობით, იმ სისტემის, რომელშიც ცხოვრობს, ამით გადარჩენის გარანტიას აძლევს თავის შვილს. რა როლი აქვს მას ბავშვთან მიმართებაში? იგი ასწავლის ბავშვს. რას ნიშნავს სწავლება? სწორედ ესაა ცოდნის გადაცემა იმის შეახებ, თუ როგორ დაიპყროს ლანდშაფტი, როგორ მოირგოს. გახსოვდეთ, ბიზნესი, ხელობა, სამსახური, — ეს ყველაფერი ომია. სწორედ ამ ცოდნის გადაცემაა სწავლება, და სწორედ ესაა ის როლი, რომელსაც მამაკაცი ასრულებს. ქალი —ესაა სიცოცლე, დაბადება, ისინი სიმშვიდეში ახდენენ რეალიზაციას და არა ომში. გამოქვაბულის შიგნით. რას აკეთებს იგი? იგი ბავშვის აღზრდას ეწევა, უხსნის, როგორ იცხოვროს თავის მსგავსთა შორის, როგორ იცხოვროს გამოქვაბულში, როგორ გადარჩეს სოციუმში, არა გამოქვაბულის გარეთ, არა ომში, არა სამსახურში, არამედ გამოქვაბულის შიგნით, არამტრულ სოციუმს შორის.
აი, ოჯახი: ანალის ვექტორიანი მამა, კანური დედა, კანური შვილი. კანური დედა ყველაფერს ასწრებს, ისეთი სწრაფია. ერთი, ორი... აქაც მოასწრო, იქაც მოასწრო. სერიჟა სკოლაში მიიყვანა, იმუშავა, სადაც საჭიროა მოილაპარაკა, ადრე წავიდა და სკოლიდან ბავშვი წამოიყვანა, სახლში მოიყვნა, ლოყასა და მკლავს შორის ტელეფონი აქვს, რაღაცას ხარშავს, ყველაფერს ასწრებს. თუმცა აქ რაღაც ბოლომდე ვერ მოასწრო, იქ ბოლომდე ვერ შეწვა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს — ამოცანა შესრულებულია. სერიოჟა კი მანამდე გაკვეთილებს ამზადებს. ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. ყველაფერი სწრაფად, რომ არსად არ იყვნენ დიდხანს. მოვიდა, გაიგო, გააკეთა, როგორც გაიგო. არ ზიხარ ორი საათი, ყველაფერს არ უწვრილმანდები, აკეთებ გაკვეთილებს, ამოხსენი ამოცანები, ძირითადი წესი დაიმახსოვრე, მიხვდი, როგორ იაზროვნო. რას ვერ გებულობ აქ? აი, აქ რა მარტივია, აქ ასე ფიქრობ, იქ — ისე. მათემატიკა — სრულიად მარტივია. რუსული — ნუ, როგორღაც აქაც შეიძლება გამოცნობა, აქ გაიგო, ცოტა სადღაც შეცდე, ეგ არაფერი, ოთხიანიც შეფასებაა.აი, ისტორიასთან ცოტა უჭირს, იქ ბევრი თარიღებია სასწავლი.
«სერიოჟა, მამის მეხსიერება მოგცა, ჰა? აი, შენი თავით... მამა ხომ მუხრუჭი გვყავს». სწორედ ასე ლამაზად ამკობს დედა. «აი, შენ სწრაფად აზროვნებ, მაგრამ მეხსიერებასთან რაღაც ისე ვერაა. ერთ ყურში შეფრინდა, მეორედან გამოფრინდა. ეგ არაფერი. ისტორია — არაა ყველაზე მნიშვნელოვანი საგანი ჩვენთვის, კანური დედებისთვის». მაგრამ ეს სრულიად არ ეხებათ ანალის ვექტორიან მამებს.
საღამოს მოდის მამა სამუშაოდან.
— აბა, ჩამაბარე, მოამზადე გაკვეთილები?
— კი, მამა. ყველაფერი მოვამზადე: რუსულიც მოვამზადე, მათემატიკაც მოვამზადე.
— ტვინს ნუ მირევ. ხომ ვიცი, სად არ გყოფნის ნებისყოფა. ისტორია მოამზადე? სახელმძღვანელო როგორ დაკარგე? შენ ხომ ახლახანს თქვი, რომ ისწავლე. ეხ, ლაწირაკო, იტყუები კიდეც! აბა, მოიტანე ქამარი.
— ვასია, ოღონდ არ ცემო!
— შენ რას ერევი კაცების საუბარში. წადი სამზარეულოში და მოიტანე ქამარი, მე შენ გეუბნები!
— არ გინდა, მამა!
— რა არ მინდა? მამაჩემა ასე გამზარდა. ხედავ — კაცად მაქცია. მეც გაგზრდი. აწი აღარ დაკარგავ სახელმძღვანელოებს და არ მოატყუებ მამას. მოიტანე ქამარი!
აი, ასე ვზრდით ჩვენ, ანალის ვექტორიანი მამები ჩვენს შვილებს, როცა არც ისე შორს წავედით განვითარებაში. ვაჩვევთ კანურ ბავშვებს კარგ მეხსიერებას და სისტემურ აზროვნებას.
ნებისმიერ მამას, გარდა ვიზუალისა, ყოველთვის ბიჭი უნდა. რატომ ბიჭი? იმიტომ, რომ თავად მამა — პირველ რიგში ჯგუფში რეალიზაციაა. ის, რასაც შვილს გადასცემს — ასევე ჯგუფში რეალიზაციის უნარია. და როგორ შეიძლება გადასცეთ ჯგუფში რეალიზაციის უნარი არსებას, რომლისთვისაც ჯგუფში რეალიზაცია მეორადი ამოცანაა. მამა, რომელმაც სისტემური აზროვნება მიიღო, ქალის არსი გაიგო, როგორც იქნა დაინახა მასში ქალი, ასეთი მამისთვის გაცლებით ადვილია შვილი-გოგონას მიღება.
კვლავაც, გახსოვთ, მთები — ანალური ფასეულობები, ოჯახი, ქალთან დამოკიდებულება. ასეთ ხალხებში ძალიან პოპულარულია გამოთქმები:«იმდენჯერ გააჩენ, სანამ ვაჟკაცს არ გამიჩენ». დაიბადა გოგო — «წავა. ვაგრძელებთ». დაიბადა მეორე გოგო — «წავა. ვაგრძელებთ». დაიბადა მესამე გოგო — «რა ჯანდაბაა! რატომ არ მიმართლებს. მემკვიდრე გამიჩინე. ბიჭი. ცხენზე ჯდომას და დანების სროლას ვასწავლი». მეოთხე გოგო. ასეთი მამა არაფრის წინაშე არ გაჩერდება. პეტერბურგში არის ოჯაი, სადაც შვიდი გოგოა, დედა კი მერვე ბავშვზეა ორსულად — აი, ასეთი მამა შემხვდა — «ქედი არ უნდა მოუხარო ცვალებად სამყაროს. ჯობია თვითონ მოიხაროს ქედი ჩვენს წინაშე». რქებით აწვება, მთელ თავის მძლავრ ლიბიდოს მიმართავს წინ და გადაღუნავს ბუნებას, ცოლს, საკუთარ თავს, ვისაც გინდათ. ბიჭი მინდა — და მორჩა!
ჩემი აზრით, უკვე საკმარისად ბევრი ვილაპარაკე მამაკაცურისა და ქალურის არსზე. ახლა როგორც იქნა გვესმის, თუ რა დგას ჩვენს წინ ორი კიკინით და დიდი თეთრი ბანტით, საყურეებით და ქვედაბოლოთი, ან პირიქით, მოკლედ შეჭრილი თმით, პიჯაკში, შარვალში, პორტფელით, რა არის ქალი, რა არის მამაკაცი, რაშია ამ მოვლენის ბუნებრივი არსი. ჩვენ ვიცით, რომ იგი ვლინდება სამ დონეზე: მცენარეულზე, ცხოველურზე და ადამიანურზე. ჩვენ მიახლოებით მაინც წარმოგვიდგენია, როგორ აისახება ეს ცოცხალი ნივთიერების ვექტორულ თვისებებზე. ახლა ყველაზე მთავარი გვესმის, რომ ბიჭი და გოგო — ეს უზარმაზარი აზრია, და არა უბრალოდ ფიზიოლოგიური კაზუსი.
ავიღოთ სკოლა, ზის მეხუთე კლასი, ბიჭები, გოგონები, მერხების სამი რიგი. შემოდის მასწავლებელი და შემოჰყავს გოგონა — ლენა. «ბავშვებო, გაიცანით. ეს ლენაა. ის ჩვენს კლასში ისწავლის. მოდით კარგად განვეწყოთ ლენას მიმართ და მივიღოთ ჩვენს მეგობრულ კოლექტივში». ლენა ბოლო მერხზე მიდის, ყველა მას უყურებს, და ყოველმა ბავშვმა იცის ყველაფერი, რაც ახლახანს განვიხილეთ. თქვენ ასობით ადამიანს ხვდებით ქუჩაში, ავტომატურად ახდენთ მათ დიფერენცირებას სქესის მიხედვით. ხედავთ: ბიჭი-გოგო, ბიჭი-გოგო. თქვენ იცით ამ მოვლენის ბუნებრივი აზრი. ეს ყველაფერი უკვე დევს თქვენს ქვეცნობიერში.მაგრამ ეს ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, რომ თქვენი ცნობიერი ვერ ასწრებს დაჭერას, ამიტომ ყელაფერი, რაც განვიხილეთ, თითქოს რაღაცნაირად გასაგებია, ელემენტარულია, მაგრამ ამასთან ამის ვერბალიზაცია ძალიან რთულია, რადგანაც ეს ბუნებრივი აზრია. ეს ისაა, რაც ჩვენი ცნობიერების მიღმა დევს. სწორედ ამიტომაა რთული ამ ყველაფრის დანახვა არასისტემური ადამიანისთვის.
ამრიგად, მოდით შევაჯამოთ. ქალი-მამაკაცი უდრის სიცოცხლე-სიკვდილს, სექსი-მკვლელობას, მიღება-გაცემას, უდრის წყვილში ურთიერთობებს, სწავლება-აღზრდას, ურთიერთქმედებას, უდრის მცენარეულ დონეს სამყაროში. რა საჭიროა ეს დაყოფა? იმისთვის, რომ თავად სიცოცხლე შედგეს, რომ გაგრძელდეს შემდგომი ევოლუცია ფიზიკური სხეულისა და მნიშვნელობებისა, რომლებიც მათ ამოძრავებენ. მამაკაცი ვერ გრძნობს ქალს, ქალი ვერ გრძნობს მამაკაცს. კან-ვიზუალი ქალი — ეს ჩვენი მომავალი საუბრის თემაა — გვეხმარება ჩვეულებრივი ქალის არსის გაგებაში. ემარება მამაკაცს გაიგოს, თუ რა არის ქალი. ადამიანის შიგნით ხუთ დონედ დიფერენცირება შესაძლებლობს გვაძლევს გავიგოთ, რაშია ვექტორული სხვაობა ერთი და იმავე ვექტორების მქონე მამაკაცსა და ქალს შორის.
ვინ ადევნებს თვალყურს ქალისა და მამაკაცის თანაფარდობას სამყაროში? ჩვენ ვიცით, რომ იგი მიახლოებით ერთნაირია ყველა ქვეყანაში. როგორც არ უნდა დაყო რუქა, რა ქალაქიც არ უნდა აიღო, რა ქვეყანაც არ უნდა განიხილო, იქ ყოველთვის იქნება ოდნავ მეტი ბიჭი, და ოდნავ ნაკლები გოგო. იქნება ომი — მოკვდებიან ბიჭები, დაიწყებენ გაჩენას ბიჭები,რათა თანაფარდობა აღდგეს. ვინ ადევნებს ამას თვალყურს? როგორც ყოველთვის, როგორც ყველა დანარჩენ თანაფარდობასთან — ამას თვალყურს ადევნებს ყნოსვითი ზომა, ცოცხალი ნივთიერების ყნოსვითი ნაწილი, როგორც უკუკავშირი ამოცანაზე «გადარჩე ნებისმიერ ფასად». საკადრო საკითხები, ქალებისა და მამაკაცების სწორი პროპორციები, სწორი ვქტორული პროპორციები, სწორი რანჟირება, სწორი ადამიანების სწორ ადგილზე პოვნა — ამ ყველა საკითხს ყნოსვითი ზომა წყვეტს.
არის კიდევ ინფორმაციის უზარმაზარი რაოდენობა ყოველი ვექტორის ქალთან დამოკიდებულების შესახებ, რომელიც შეგვიძლია მოვყვეთ. რა ურთიერთობა აქვთ ზედა ვექტორებს ამ ყველაფერთან, ვინ არის კან-ვიზუალი ქალი და კიდევ ბევრი ბევრი რამ. მაგრამ ეს ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოვლენების არსი გავიგოთ.
ვფიქრობ, რომ სახელდობრ სქესის დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით არავის გაუჩნდება პრობლემა. მაგრამ თუ დაიბნევით და ვერ გაარკვევთ, ვინ დგას თქვენს წინ, გოგო თუ ბიჭი, რა შემიძლია გითხრათ — მიდით და ჰკითხეთ.
ავტორი: ვიაჩესლავ იუნევი
მთარგმნელი: მამუკა გურული
წყარო:
მსგავსი სტატიები