პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (5)
პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (5)
კითხვა: რატომაა ხშირი შეცდომები დიაგნოსტიკის საწყის ეტაპზე?
პასუხი: როდესაც სვფ-ს სწავლას იწყებენ ხშირად ხდება ზოგი ვექტორის არსის არასწორი გაგება. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ვექტორებს, რომლებიც სხვებზე იშვიათია რაოდენობრივად, ან პირიქით, ვექტორს რომელიც თითქმის ყველას აქვს.
ხშირად კუნთური სიმარტივე ერევათ გონებაჩლუნგობაში და კუნთის ვექტორიანი ასეთად მიაჩნიათ, ეს კი სწორი არ არის. კუნთურ სიმარტივეში უზარმაზარი სიღრმეა. კუნთის ვექტორი ვლინდება ცოცხალი ნივთიერების საყრდენ ბაზად და არსში ძალიან ჰგავს სმენის ვექტორს, უფრო ზუსტად მის ,,შეკუმშულ”, გამოუვლენელ მდგომარეობას. არსში კუნთიც და სმენაც ორივე არის აბსოლუტური ,,ჩვენ” ოღონდ სხვაობა ისაა, რომ კუნთს ,,მე” ჯერ კიდევ არ აქვს, სმენას კი უმაღლეს განვითარებაში ,,მე” აღარ აქვს, მას ყველა თავის თავში შეაქვს. კუნთიც და სმენაც თავს გრძნობენ ჯგუფის ნაწილად, მაგრამ კუნთი იმიტომ, რომ ჯერ არ გამოცალკევებია ჯგუფს, სმენა კი იმიტომ, რომ ის არსით კაცობრიობას აერთიანებს (სამყაროსაც). კუნთიც და სმენაც ესწრაფვიან არსთან შერწყმასპირველსაწყისთან დაბრუნებას, მაგრამ კუნთისთვის ეს პირველსაწყისი მისი გამოუვლენელი მდგომარეობაა, სმენისთვის კი სამყაროს არსთან შეცნობით მისვლა.
მეორე ვექტორი, რომლის თვისებებიც არ ესმით არის ურეთრალური ვექტორი. არ ესმით რას ნიშნავს თანდაყოლილი ბელადი. ზოგი თვლის, რომ ეს ნიშნავს ბელადობის ძალით მოპოვებას სხვების ,,დაჩმორების” გზით, სინამდვილეში კი მოძალადე განუვითარებელი ანალური ვექტორია, ურეთრა არ ძალადობს ანალებივით, არც კანებივით ცდილობს მაღლა აძვრეს, ის ბუნებრივადაა ბელადი და ბუნებრივად აღმოჩნდება ხოლმე ჯგუფის სათავეში. მას აქვს ბუნებრივი ქარიზმა და ადამიანები მისი ბელადობის ქვეშ თავს დაცულად გრძნობენ. ურეთრალის გაიგივება ხდება ასევე ბელადის ,,საბჭოთა გაგებასთან”, ანუ ბელადთან, რომელიც მართავს იდეოლოგიით და თამაშობს სხვების სიცოცხლით. ურეთრალი კი ასე არ იქცევა, ის აზროვნებს ჯგუფური კატეგორიებით და ხედავს თითოეული წევრის პოტენციურ სარგებლიანობას ჯგუფისთვის, ამიტომ ის არ იშორებს ჯგუფის წევრებს. ურეთრალური ვექტორი, ეს ჯგუფის ბელადია ფიზიკურ დონეზე. ის არის ყველა გარღვევის მოთავე, ოღონდ ეს კანურ ნოვატორობაში ნუ აგერევათ. ურეთრალები არიანისინი, ვინც იპყრობს სივრცეს, სხვადასხვა მასშტაბებზე. ურეთარლი იყო ადამიანი, ვინც პირველმა გადაცურა ატლანტის ოკეანე (კოლუმბი) და ურეთრალი იყო ისიც, ვინც პირველმა გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს (ლინდბერგი). ურეთრალი იყო, ის, ვინც პირველმა შემოუარა დედამიწას გემით (მაგელანი) და ურეთრალი იყო ისიც ვინც შემოუფრინა დედამიწას (ჰოვარდ ჰიუზი). ურეთრალი იყო პირველი ავიატორი ქალიც (ამელია ერჰარდი) და პირველი კოსმონავტიც (გაგარინი). ასე რომ ურეთრალები არიან გამრღვევები და კაცობრიობის წინამძღოლები სხვადასხვა რევოლუციურ ნახტომებში. მაგრამ არა ისინი, ვინც ვინმეზე ძალადობს, ან კარიერულ სკამზე მიძვრება.
მესამე ვექტორი, რომლის არასწორი გააზრებაც ხდება არის ყნოსვა. საერთოდ ყნოსვის ვექტორიანები თვითდაფარული ხალხია და ეს მათ კიდევ უფრო ხვევს საიდუმლოების ბურუსში. პირველი, რაშიც ყნოსვა ერევათ ხოლმე არის ვიზუალური ვექტორი. რატომ? იმიტომ რომ ვიზუალები ძალზე კარგად გრძნობენ ადამიანებს და მათ ემოციებს და ამას ინტუიციას უწოდებენ, ამიტომ როდესაც იგებენ, რომ ყნოსვის ვექტორს ინტუიცია ახასიათებს, მაშინვე მიიწერენ ხოლმე ამ ვექტორს. სინამდვილეში კი ყნოსვით ინტუიციას, არანაირი საერთო არ აქვს ვიზუალების ემოციურ შეგრძნებებთან. ყნოსვები არ არიან ვიზუალებივით კეთილშობილები და არ ქადაგებენ საყოველთაო სიყვარულს (ეს თემა არც აინტერესებთ). შემდეგ უკვე ხდება ყნოსვის ვექტორის დემონიზაცია, რაც ასევე არსწორია. მართალია ყნოსვებს ახასიათებთ ირიბი მმართველობა, მაგრამ ეს მათი ფუნქციიდან მოდის: მატერიის შენარჩუნება და ადამიანთა რანჟირება. რაც არსში ერთი და იგივეა. ყნოსვის ვექტორი აცილებს საფრთხეებს მატერიას, ადამიანურ დონეზე კი ეს არის ჯგუფიდან მავნე ელემენტების მოცილება. მაგრამ ამის გაკეთება პირადად არ შეუძლია, რადგან ყნოსვას არ აქვს ისეთი სიმძლავრე, რომ ეს თვითონ შეძლოს, მას შეუძლია ამოიცნოს დაზიანებული და საფრთხის შემცველი მდგომარეობა, მაგრამ მისი მოცილება არ შეუძლია, ამისთვის ჭირდება ირიბი ძალაუფლება, ანუ მმართველობა ,,სხვისი ხელით”. ანუ ყნოსვა მართავს მათ, ვისაც აქვს ძალა და შეუძლია რეალურად მართვა, მათზე გავლით კი ყნოსვა არანჟირებს ჯგუფს და იცავს მატერიას.
კითხვა: რა დამოკიდებულება აქვს სვფ-ს ნლპ-სთან?
პასუხი: ნლპ ესაა ძალზე სერიოზული ფსიქოლოგია, რომელიც გულისხმობს მანიპულირების მეთოდიკას. თუ თქვენ მიეკუთვნებით ისეთ ფსიქოტიპს, რომელსაც მანიპულაცია მოსწონს და გამოსდის (მაგალითად თუ თქვენ ხართ კანის, ან ყნოსვის ვექტორიანი), მაშინ ნლპ ნამდვილად ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ. ნლპ ეს სწორედ კან-ყნოსვური იდეაა. როდესაც შენ ტრილალებ საზოგადოებაში, ამ საზოგადოების ყოველი წევრი ხასიათდება რაღაც ჟესტებით, გამოსცემს რაღაც იმპულსებს, აქვს რაღც ქცევები. როდესაც იცით ნლპ, თქვენ კითხულობთ სხვა ადამიანის მიერ გამოცემულ სიგნალებს და განსაზღვრული ალგორითმის მეშვეობით, იცით როგორ მიიტანოთ ამ ადამიანამდე თქვენი აზრები და კონცეფციები ისე, რომ მაქსიმალურად შეძლოთ მას ეს გააგებინოთ და თუ აუცილებელია მასზე ზეგავლენა მოახდინოთ. შეიძლება თუ არა რომ ნლპ-ს დახმარებით მიაღწიოთ ყველაფერს რაც გსურთ? თუ მთელ თქვენს ცხოვრებას მიუძღვნით ნლპ-ს შესწავლას და მის პრაქტიკაში გამოყენებას, მაშინ თეორიულად ეს შესაძლებელია. საერთოდ ნებისმიერი მოქმედების შესასრულებლად არსებობს რამოდენიმე ვარიანტი. მაგალითად ავიღოთ საკუთარი დანიშნულების ძიება. დავუშვათ გვინდა ვიპოვოთ სმენის ვექტორის არსი, აქ საჭიროა საკუთარი თავის არსობრივი დიაგნოსტიკა, ვექტორული წყობის, განვითარების დონის და სხვა მახასიათებლების გათვალისწინება და თანდათან მიხვალთ იმ არსამდე, რასაც იკვლევთ. ამის მიღწევა შესაძლებელია როგორც სმენური გაცნობიერების (თანდათან გააზრების, სამყაროს აკრეფის), ისე ყნოსვური შეგძნების გზით (თვისებათა ანულირების) გზით (ის რასაც ეზოთერიკაში უწოდებენ მარცხენა და მარჯვენა ხელის გზებს). შეგრძნებების, თვისებათა ანულირების გზა, ეს ყნოსვის ვექტორის გზაა. შეიძლება თუ არა ამ გზით რეალიზაციის მიღწევა? დიახ, შეიძლება, მაგრამ ეს დღს კანურ ფაზაში უფრო რთულია, ვიდრე იყო ანალურ ფაზაში. ამჟამად მთავარია გავიგოთ, რომ თვითშემეცნებისა და საკუთარი გზის პოვნისთვის არსებობს უამრავი გზა. არის თუ არა ნლპ მათ შორის ერთერთი? დიახ, არის. იმიტომ, რომ ნლპ-ს დახმარებით შეიძლება მოახდინოთ თქვენი აღქმის ,,გადარესტარტება“ და ამ გზით თქვენი მდგომარეობის შეცვლა. შესაბამისად შესაძლებელია ამ მეთოდიკაში საკუთარ თავის პოვნაც.
იქნება თუ არა ეს მეთოდი ეფექტური და იმუშავებს თუ არა ყველასთვის? ადამიანთა უმრავლესობისთვის არა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მანიპულაციის მეთოდიკა ყველასთვის არ არის. მაგალითად კუნთის, ან ანალის ვექტორიანი ვერასოდეს შეძლებენ ვინმეთი იმანიპულირონ, ურეთრალი ამას არც დაიწყებს, ორალს და ვიზუალს ეს მხოლოდ განსაზღვრულ დონემდე გამოუვათ. ხოლო იმათგან ვისაც მანიპულირება შეუძლია (კანი და ყნოსვა), ყველა ვერ ახერხებს წავიდეს ისეთ სიღრმეში, რომ ნლპ-ს რეალურად გამოყენება შეძლოს, თუმცა კანის და ყნოსვის ვექტორიანებს ეს მაინც ყველა დანარჩენზე უკეთესად გამოსდით. სმენის ვექტორიანებს კი მანიპულირებაზე მეტად სიღრმეებში სიარული და არსის ძიება მოსწონთ, ამიტომ ნლპ რეალურად მათთვისაც არ არის. არა იმიტომ რომ სმენის ვექტორიანს არ შეუძლია ნლპ-ს ღრმდ შესწავლა, ან პრაქტიკულად გამოყენება, არამედ იმიტომ, რომ სმენების უმრავლესობას ეს არ აკმაყოფილებს.
კითხვა: რაზეა დამოკიდებული ვექტორის განვითარება?
პასუხი: განვითარება ერთი მხრივ დამოკიდებულია სურვილის თანდაყოლილ ძალაზე — ტემპერამენტზე, იმაზე, თუ რა ზეწოლას ახდენს ლანდშაფტი და როგორ ვუმკლავდებით მას. ლანდშაფტი ამ შემთხვევაში ჩვენი გარემოცვაა ბავშვობაში - ჩვენი მშობლები, ეზო და სკოლა. მაგალითად, დედა ასწავლის კან ბავშვს დისციპლინას, ან ანალს წესრიგს — ეს დადებითად მოქმედებს მათი თვისებების განვითარებაზე და საშუალებას აძლევს კანს, რომ მომავალში კომპანიის ხელმძღვანელი გახდეს, ანალს კი — სპეციალისტი ანალიზსა და მონაცემთა დამუშავებაში, საუკეთესო საუკეთესოთა შორის. მეორე მხრივ, სრულიად სხვა საქმეა, როდესაც დედა, მაგალითად, წამოაგდებს ანალ ბავშვს ქოთნიდან, რაც შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში არღვევს ღრმა ანალიზისა და სისტემატიზაციის მის უნარს, მისთვის რთული ხდება თავისი სამუშაოს ბოლომდე მიყვანა და სრულყოფილებამდე მისი დახვეწა, და ასეთ შემთხვევაში იგი განუვითარებელი, ან განვითარების დაბალ დონეზე რჩება.
როდესაც პუბერტატის პერიოდი გაივლის, ჩვენ უკვე ვსაუბრობთ რეალიზაციაზე, ანუ ჩვენი თვისებების ლანდშაფტზე გამოყენებაზე. საკუთარი თავის რეალიზებით სიამოვნებას ვიღებთ ცხოვრებისგან. თუ ადამიანი ვერ განვითარდა და არქეტიპში დარჩა, მას ძალიან მცირე სიამოვნება რჩება. მე, არქეტიპული კანი, ყველა ნაგავსაყრელიდან ყველანაირ ხარახურას სახლში მივაქანებ, ფეხით დავდივარ, რომ ეკონომია გავაკეთო და ა.შ. მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ, როგორ გავხადო საკუთარი თავი უკეთესი, როგორ დავაგროვო მეტი ფული.
თუ ადამიანი განვითარდა, მაშინ მას შეუძლია სულ სხვა დონის სიამოვნება მიიღოს ცხოვრებისგან. განვითარებული კანი, ინჟინერი და გამომგონებელია. ის მხოლოდ თავისთვისკი არ აკეთებს, არამედ სხვა ადამიანებსაც ეხმარება ძალისა და რესურსების ეკონომიაში. მისი გამოგონებები მოთხოვნადია და ამის მეშვეობით უზარმაზარ სიამოვნებას იღებს ცხოვრებისგან.
ამასთან რეალიზაცია — ეს პროცესია. მე არ შემიძლია ერთხელ გამოვიგონო რამე და მერე მთელი ცხოვრება მხარ-თეძოზე წამოვწვე. გამუდმებით ძალისხმევაში უნდა ვიყო, გამუდმებით ვიმუშაო, რომ ჩემი სიამოვნება მივიღო ცხოვრებისგან.
შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ ყოველ ადამიანს მოცემული აქვს გარკვეული თვისებები და სურვილები, და ამ სურვილთა რეალიზაციის ძალა. მოცემული აქვს, მაგრამ არა უზრუნველყოფილი. ყველასთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესო სახით გაიაროს განვითარების პერიოდი ბავშვობაში და მთელი ძალისხმევა ჩადოს რეალიზაციისთვის — ზრდასრულ ასაკში.
კითხვა: რატომ განსხვავდებიან ერთნაირი ვექტორული წყობის მქონე ინდივიდები ერთმანეთისაგან?
არის ბევრი ფაქტორი: სცენარი, სტრესები, მენტალიტეტი, ასაკი, სქესი. თუმცა ძირითადად სხვაობას წარმოშობს ორი ფაქტორი ტემპერამენტი და განვითარების დონე. პირობითად,ავიღოთ ხუთი ორვექტორიანი კუნთ-კანი. ხუთივე კანის ვექტორიანია მაგრამ სხვადასხვა ტემპერამენტის გამო აქვთ სხვადასხვა რეაქციის სისწრაფე, სხვადასხვა ადაპტაციის უნარი. თუ მათ ტემპერამენტს აღმავალი თანმიმდევრობით დავალაგებთ ერთიდან ხუთამდე და შევაჯიბრებთ სირბილში, მაშინ კანის ვექტორიანი ტემპერამენტით ერთი იქნება ყველაზე ნელი, ტემპერამენტით ხუთი - ყველაზე სწრაფი. ანუ ტემპერამენტი ესაა ვექტორის სურვილის ძალა, რაც გამოხატულია საკუთარი ვექტორული თვისებების გამოხატვის უნარში და მასშტაბებში.
მეორე ფაქტორია განვითარების დონე. თუ ავიღებთ ორი ერთნაირი ვექტორული წყობის მქონე ადამიანს, რომლებსაც აქვთ ასევე ერთნაირი ტემპერამენტი, ისინი შეიძლება მაინც განსხვავდებოდნენ განვითარების დონით. მაგალითად ორი კუნთ-კანი ერთნაირი ტემპერამენტით. ერთი ნორმალურად განვითარდა და რეალიზებაც ეადვილება. მეორე თავს რეალურ ტემპერამენტზე დაბლა აღიქვამს, რაც განვითარებაში ხელს უშლის და რეალიზებაც მეტად უჭირს.
ავტორი: სერგო ღამბაშიძე
მსგავსი სტატიები