სტრესები და დაზიანებები. ზედა ვექტორების თავისებურებები


სტრესები და დაზიანებები. ზედა ვექტორების თავისებურებები

ჩვენ უკვე განვიხილეთ ქვედა ვექტორების სტრესები და დაზიანებები. სანამ ზედა ვექტორებისთვის დამახასიათებელი სტრესებისა და დაზიანებების განხილვაზე გადავალთ, საჭიროა რამოდენიმე სიტყვით განვიხილოთ ზედა ვექტორების რამოდენიმე თავისებურება.

1. ნებისმიერ ზედა ვექტორს აუცილებლად აქვს მინიმუმ ერთი ქვედა ვექტორი მაინც.

ქვედა ვექტორი, მისი განვითარების დონე, ქვედა ვექტორში არსებული სტრესი, ან დაზიანება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზედა ვექტორის მუშაობაზე, ასევე მისი სტრესების (არსებობის შემთხვევაში) ხარისხსა და გამოვლენის ფორმაზე. თავის მხრივ ზედა ვექტორი მნიშვნელოვნად ცვლის ქვედა ვექტორის მუშაობის მოდელს. თუ ქვედა ვექტორში ვხვდებით რაიმე სახის სტრსს, ან დაზიანებას ზედა ვექტორი (კარგი განვითარების პირობებშიც კი) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ სტრესის გამოვლენის ფორმასა და მასშტაბებზე.

მაგალითად განვიხილოთ ანალ-ორალის კომბინაცია: თუ ანალის ვექტორიანს, რომელსაც აქვს წყენის მდგომარეობა, ე.წ. ,,ბინძურის“ ტენდენციებით, ერთვის ორალური ვექტორი, საკმაოდ ხშირად მისი ანალური წყენები გამოხატულებას პოვებს ორალურ ვექტორზე გავლით, ამის გამო არცთუ იშვიათად ასეთი ანალ-ორალი ხდება ე.წ. ,,ტროლი“. ამ დროს ის იწყებს საკუთარი ანალური წყენის მდგომარეობის გამო, ორალური გზით შურისძიებას, ის ცდილობს ნებისმიერის ,,დაბინძურებას“ მათი ლანძღვით. ამასთან სრულიად არ არის აუცილებელი, რომ მას ლანძღვისთვის რაიმე კონკრეტული საფუძველი გააჩნდეს.

მეორე მხრივ ორალურ ვექტორს აქვს უნარი, ანალური სიხისტე აქციოს მხიარულებად. თუ ერთვექტორიანი ანალები შორს არიან იუმორისგან, იუმორის გრძნობა პრინციპში საერთოდ არ აქვთ და იმასაც კი ვერ ხვდებიან სხვებს რა აცინებთ. ორალური ვექტორის დართვის შემთხვევაში, საკმაოდ კარგად ხუმრობენ, ანალ-ორალი სამჯერ უფრო სასაცილოდ ყვება ისტორიას, ვიდრე ორალი ნებისმიერ სხვა კომბინაციასთან ერთად. ანალ-ორალები ,,იუმორის გურუები“ არიან, მათ შეუძლიათ სასაცილო და სამხიარულო იპოვონ ნებისმიერ მოვლენაში.

კიდევ ერთი თავისებურება, რასაც ორალური ვექტორი ანალთან კომბინაციაში იძლევა ისაა, რომ ანალურ ვექტორს (რომელიც ბუნებით დინჯია) უჭირს მისი უზარმაზარი ცხოველური ენერგიის და აქტიური ხასიათის მოთოკვა. ანალურ ფსიქოტიპს ჭირდება მოიკრიბოს ნებისყოფა და ხანგრძლივად იმუშაოს ერთ მიმართულებაზე, რათა მისი დაბოლოება შეძლოს. მაგრამ ორალთან ერთად მისთვის ამის გაკეთება რთულია (თუმცა არა შეუძლებელი). ამის გამო ანალ-ორალებს, არცთუ იშვიათად აქვთ ანალურ ვექტორში ,,ბინძურის“ მდგომარეობა. მათთვის რთულია ერთ საქმეზე კონცენტრირება და ხშირად უჭირთ საქმის ბოლომდე მიყვანა. თუმცა თუ ანალი კარგად განვითარდა, ორალთან ერთად მას შეუძლია პრაქტიკულად ამოუწურავი ორალური ენერგია საკუთარი საქმისკენ მიმართოს დასაკუთარი პროფესიონალიზმი ისეთ მასშტაბებამდე სრულყოს, როგორც ერთვექტორიანი ანალი პრაქტკულად ვერასოდეს შეძლებდა.

2. სცენარი და მისი მნიშვნელობა

სვფ-ს ლექციებში ხშირად წაიკითხავთ, რომ ამ ადამიანს აქვს კან-ვიზუალის, ანალ-სმენის და ა.შ. სცენარი. იმისთვის, რომ ზედა ვექტორების თავისებურება და ქვედა ვექტორების დაზიანებებზე მათი გავლენის არსი გავიგოთ, პირველ რიგში საჭიროა განვიხილოთ რას ნიშნავს სცენარი.

ა) სცენარი და მისი მნიშვნელობა

სისტემურ-ვექტორული ფსიქოანალიზი განასხვავებს ზედა და ქვედა ვექტორებს. ქვედა ვექტორები ეს არის ცხოველური ბუნება ადამიანში, მისი ინსტიქტები, ლიბიდო და ა.შ. ხოლო ზედა ვექტორები არის ადამიანის ადამიანური ბუნება (არასწორი იქნება ისე გავიგოთ, თითქოს ქვედა ვექტორებს ინტელექტი არ გააჩნიათ და მხოლოდ ინსტინქტებით იმართებიან. უბრალოდ ქვედა ვექტორებში ჭარბობს ცხოველური სურვილები - ს.ღ.)

როდესაც ადამიანს აქვს როგორც ქვედა (ქვედა ვექტორებია: კუნთი, ანალი, კანი, ურეთრა), ისე ზედა ვექტორები (ორალი, ვიზუალი, ყნოსვა სმენა), ამ დროს რომელიმე ქვედა და ზედა ვექტორი (ისინი, რომლებიც უფრო განვითარებულნი არიან, ან რომლებიც რაიმე სხვა მიზეზით უფრო მკაფიოდ არიან გამოხატულნი) მჭიდროდ კომბინირდებიან და ქმნიან ახალ, უფრო რთული წესრიგის კავშირს. ამას ეწოდება სცენარი. მაგალითად: ადამიანს აქვს ანალური, კანის, ორალური და ვიზუალური ვექტორები. მაგრამ პირობითად ქვედა ვექტორებიდან უფრო გამოხატულია ანალური ვექტორი, ხოლო ზედებიდან ორალი, ამ დროს ვამბობთ, რომ ადამიანს აქვს ანალ-ორალის სცენარი. ხოლო დანარჩენი ვექტორები იქნება ამ სცენარის შემავსებელი.

სცენარს როგორც წესი აფორმირებს რამოდენიმე პარამეტრის გავლენა: ვექტორული წყობა, დომინანტი (ურეთრა, ყნოსვა, სმენა) ვექტორების არსებობა ვექტორულ წყობაში (იხილეთ ლექცია დომინანტობა), ნაციონალური მენტალიტეტი, უახლოესი გარემო და ოჯახური დაშენებები.

როდესაც ადამიანი იბადება რამოდენიმე ვექტორით (მათ შორის ზედა ვექტორებით), ზრდის პროცესში ის მეტ-ნაკლებას ავითარებს ყველა ვექტორს, ქვეცნობიერად ,,სინჯავს“ ყველა შესაძლო სცენარს და მიდის იმ სცენარში რომელში რეალიზებაც უადვილდება. კარგ შემთხვევაში არ ხდება სხვა (არასცენარული) ვექტორების დასტრესვა, ან გასრესა, არამედ ისინი ხდებიან შემავსებელი ფაქტორი სცენარული ვექტორებისათვის.

როგორც წესი ყველაზე ხშირად სცენარში ხვდება დომინანტი (ურეთრა, ყნოსვა სმენა) ვექტორები (არსებობის შემთხვევაში). თუ ინდივიდს დომინანტი ვექტორები არ ერთვის, ან დომინანტ ვექტორში გვაქვს ისეთი სახის დაზიანება, რომლის გამოც ეს ვექტორი ვერ ხვდება სცენარში, მაშინ სცენარში ამოდის ის ვექტორი, რომელიც შედარებით უკეთაა განვითარებული, ან რომლის თვისებებიც მეტად არის გამოკვეთილი. როდესაც ადამიანს აქვს სმენის ვექტორი, ის უპირობოდ დომინირებს ყველა სხვაზე (გარდა ფუძისეული დარღვევისა, როცა ვექტორი ვერ ახერხებს თვითამოცნობას, მაგრამ ეს უკიდურესად იშვიათად ხდება). მაგრამ ზოგჯერ ერთი შეხედვით სმენაზე სხვა ვექტორი დომინირებს და სმენის ვექტორის მატარებელი ადამიანი არ არის სმენის სცენარში. საქმე იმაშია, რომ სმენის ვექტორს აქვს ერთი უნიკალურობა, მას შეუძლია აიღოს ნებისმიერი ვექტორის იდეა, ასევე შეუძლია იმყოფებოდეს ნებისმიერი სხვა ვექტორის მდგომარეობაში. როდესაც სმენის ვექტორი ვერ ვითარდება საკმარისად, ის წამყვანად იღებს სხვა რომელიმე ვექტორის სურვილს, ან თვისებას. ასეთ დროს ჩანს, რომ სმენა დაკარგულია, ან საერთოდ არ არის, მაგრამ რეალურად სმენის ვექტორი განაგრძობს არსებობასაც და დომინაციასაც. უბრალოდ ის არ არის უშუალოდ სმენურ რეალიზაციაში და მიყვება რომელიმე სხვა ვექტორის სურვილებს.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სცენარი ინდივიდს ზღუდავს და ერთგვარ ჩარჩოში აქცევს, მაგრამ რეალურად ასე არ არის. სცენარი უმნიშვნელოვანესია, რადგან ის ეხმარება ადამიანს მიმართულების ფორმირებაში. სცენარის წყალობით ინდივიდს შეუძლია აიღოს საყრდენი მოცემულობა, რომლის გარშემოც შეძლებს განვითარებას.

ბ) გარდამავალი სცენარები

გარდამავალი სცენარი ნიშნავს, რომ სცენარი არაა ბოლომდე ფორმირებული და მერყეობს ორ სცენარს შორის. მაგალითად: ადამიანს რომელსაც აქვს ანალი, კანი და სმენა, როგორც წესი ექნება კან-სმენის, ან ანალ-სმენის სცენარი. მაგრამ თუ ანალური და კანის ვექტორები ცუდად არიან განვითარებულნი და ამასთან ერთად ორივეს განვითარების დონე დაახლოებით თანაბარია, შესაძლოა მივიღოთ მოცემულობა, როდესაც ეს ორი ვექტორი ქმნის შინაგან დაჭიმულობას და ვერ ხერხდება სცენარის ფორმირება. რის გამოც ინდივიდი ძლიერ სტრესშია, ვერ ახერხებს რეალიზდეს რომელიმე სცენარით, სურვილებში მუდმივად გაორებულია. როდესაც სცენარი გამოკვეთილია, ინდივიდს გააჩნია გამოკვეთილი სარეალიზაციო მოდელი. მაგალითად თუ ადამიანი, რომელსაც აქვს ანალური, კანის და სმენის ვექტორები, სცენარი ანალ-სმენაა, ის ნებისმიერი საქმისადმი ირჩევს ინფორმაციულ-შემეცნებით მიდგომას. თუ კან-სმენაა კანურ ეფექტურობას სმენური აბსტრაქციას უხამებს (ხოლო არასცენარული ვექტორი ხდება დამხმარე და შემავსებელი სცენარისთვის). მაგრამ თუ სცენარი გარდამავალია, ნებისმიერი გადაწყვეტილებისას ინდივიდი განიცდის ერთგვარ გაორებას, დაბნეულია, არ იცის რომელი მოდელით იმოქმედოს, რაც ურთულებს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების, არამედ წვრილმანი გადაწყვეტილებების მიღებასაც კი.

გარდამავალი სცენარი ინდივიდს შეიძლება ჰქონდეს როგორც დროებით (მაგალითად მაშინ, თუ ის განვითარების დონის, ან საცხოვრებელი გარემოს ცვლის გამო იცვლის სცენარს), ისე საკმაოდ ხანგრძლივად (უკიდურეს შემთხვევაში კი მთელი ცხოვრების მანძილზე.

შეიძლება არსებობდეს როგორც ქვედა, ისე ზედა ვექტორებს შორის გარდამავალი სცენარი. გავრცელებული გარდამავალი სცენარებს ვხვდებით: ანალსა და კანს; ორალსა და ვიზუალს; სმენასა და ყნოსვას შორის.

3. ზედა ვექტორები კუნთის ვექტორთან.

თუ ადამიანს ქვედა ვექტორებიდან აქვს მხოლოდ კუნთი, რომელსაც ერთვის რომელიმე ზედა ვექტორი, ან კუნთის გარდა სხვა ქვედა ვექტორში აქვს ფუძისეული რღვევა, ვიღებთ კუნთის სცენარს ზედა ვექტორთან (ამ სცენარზე ინა ლექციაში უკვე ვისაუბრეთ) მხოლოდ კუნთის ვექტორის თვისებებს არ შეუძლია უზრუნველყოს ზედა ვექტორის ნორმალური განვითარება, ამიტომ ზედა ვექტორები რჩება განუვითარებელი და გადადის არქეტიპულ მდგომარეობაში. რაც განაპირობებს უკიდურესად ნეგატიური სცენარების ფორმირებას (დაწვრილებით იხილეთ ლექციები ვექტორული კომბინაციების შესახებ).

4. სმენის ვექტორის გავლენა ქვედა ვექტორების სტრესებზე.

იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ სმენის ვექტორის გავლენა ქვედა ვექტორებთან კომბინაციაში, საჭიროა განვიხილოთ სმენითი ფსიქოტიპის რამოდენიმე განსაკუთრებულობა:

ა) დომინანტობა და მასშტაბები.

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, სმენის ვექტორის ფუძეა საერთო ინფორმაცია. სმენა დომინანტი ვექტორია. ის უპირობო დომინანტია თითქმის ყველა ვექტორულ კომბინაციასთან, გარდა დართული ურეთრალური და ყნოსვის ვექტორებისა. ამ შემთხვევებშიც ძირითადად სმენა დომინირებს, თუმცა არსებობს რამოდენიმე შესაძლო გამონაკლისი (იხილეთ ლექცია: სმენის ვექტორი კომბინაციებში).

ბ) ,,მხოლოდ სმენა“.

სმენას აქვს უნარი მთლიანად შთანთქას სხვა ვექტორები, ან მათი თვისებები სმენური აბსტრაქციის სიმაღლეებამდე აიყვანოს. ასეთ დროს ყველა სხვა ვექტორი მთლიანად სმენური იდეების სამსახურში დგება. ამ მოცემულობისას თითქმის შეუმჩნეველია რომელი ქვედა ვექტორია სცენარში. რეალურად სცენარი გამოკვეთილია, მაგრამ სმენის ვექტორს იმდენად აქვს შთანთქმული სხვა ვექტორთა თვისებები, რომ ერთი შეხედვით სცენარი თითქოს მნიშვნელობას კარგავს. ძირითადად ამ სცენარს ვხვდებით სამ შემთხვევაში:

1) ურეთრალ-სმენის შემთხვევაში, როდესაც სმენის ვექტორი დომინირებს ურეთრალურ ვექტორზე. ამ დროს ვიღებთ საკმაოდ რთულ მოცემულობას: როდესაც ურეთრალ-სმენასთა ასეთ მდგომარეობაში იმყოფება, მასში თითქმის საერთოდ არ ვლინდება არა მხოლოდ ურეთრალური, არამედ არცერთი სხვა ვექტორი, ის ჭეშმარიტი სმენაა (დაწვრილებით იხ. ლექცია: ,,სმენის ვექტორი კომბინაციებში“), თუმცა როგორც წესი მისი სმენურობა თავს ყველაზე დესტრუქციული გზით იჩენს ხოლმე (დეპრესია, მანიაკალურ-დეპრესიული კომპლექსი, სუიციდალური კომპლექსი და ა.შ.). 2) ურეთრალ-სმენის შემთხვევაში, როდესაც ურეთრალური და სმენის ვექტორები იდეალურადაა სიმბიოზრებული ერთმანეთთან. ასეთ დროს ვიღებთ ,,სულიერი ბელადის“ სცენარს. როდესაც ურეთრალური და სმენური გარღვევები ერთად არიან სიმბიოზირებულნი. ამ მოცემულობაში ყველა დართული ვექტორი ექვემდებარება ამ ორი ვექტორის სიმბიოზს და დგება მათ სამსახურში, ისე, რომ თითოეული ავსებს სცენარს საკუთარი მახასიათებლებით. ამ დროს ინდივიდი ისე იყენებს თითოეულ დართულ ვექტოს, რომ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ის უპრობლემოდ ახდენს ლავირებას ერთი სცენარიდან მეორეში. 3) ანალ-სმენის შემთხვევაში, როდესაც კარგად განვითარებულ ანალს ერთვის ასევე მაღალგანვითარებული სმენის ვექტორი. ამ სცენარში თვალშისაცემი ანალური პროფესიონალიზმი და ინფორმირებულობა, მჭიდროდაა შერწყმული და დაქვემდებარებული სმენურ იდეებს. გარდა ამისა ასეთი განვიტარების პირობებში ანალ-სმენას შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერი დართული ვექტორის მახასიათებლებით სცენარის შეცვლის გარეშე. ამიტომ ჩნდება შთაბეჭდილება რომ ამ ადამიანს სცენარი საერთოდ არ აქვს და ყველა ვექტორს ერთნაირად იყენებს.

პ.ს. სვფ-ს ქართულენოვანი ჯგუფი ვარაუდობს, რომ მეორე და მესამე შემთხვევის მსგავსი მოცემულობა უნდა არსებობდეს მაღალგანვითარებული კან-სმენის სცენარშიც (ასევე არსებობს მსგავსი ვარაუდი განვითარებული ყნოსვის, ან ვიზუალის შემთხვევებშიც). დაკვირვებები ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე კან-სმენის სცენარში მსგავსი მაგალითის დასახელება არ შეგვიძლია - ს.ღ.

გ) სხვა ვექტორის მდგომარეობაში.

სმენის ვექტორი ერთგვარად ქამელეონი ვექტორია. არასაკმარისი განვითარებისას მას შეუძლია მთლიანად შეერწყას სხვა ვექტორს. ამ დროს სმენა თითქმის იკარგება და მხოლოდ იმ ვექტორის ფასეულობებს აძლიერებს, რომელსაც შეერწყა. აქაც ორი შესაძლო შემთხვევაა:

1. თუ სმენა რომელიმე ზედა ვექტორთანაა შერწყმული, ის მაინც ინარჩუნებს საკუთარ სმენურობას, მისი იდეები სხვა (ზედა) ვექტორის ფასეულობებიდან მომდინარეობს, მაგრამ ისინი მაინც ინარჩუნებენ სმენურ ფანატიურობას, მეტიც, ზოგჯერ სხვა ზედა ვექტორის მდგომარეობაში მყოფი სმენა, უშუალოდ სმენურ მდგომარეობაში მყოფ სმენაზე მეტად ფანატიურია. ამასთან მისი მასშტაბურობა მაინც ატარებს აბსტრაგირებისა და სიღრმეებში წასვლის სურვილის მახასიათებლებს. 2. ბევრად რთული სიტუაციაა, როდესაც სმენის ვექტორი იმყოფება ქვედა ვექტორის, ან ამ ქვედა ვექტორის კონკრეტული თვისების გავლენის ქვეშ. ამ დროს მას შეუძლია იმდენად გაითქვიფოს ნებისმიერ სხვა ვექტორში (ვექტორის კონკრეტულ სურვილში, ან თვისებაშიც კი), რომ მისი სმენურობა საერთოდ უხილავი გახდეს. უყურებთ ასეთ ადამიანს და სერთოდ ვერ ხედავთ მასში სმენურ თვისებებს. არანაირი სულიერი სურვილები, არანაირი ფილოსოფიური წიაღსვლები. ამ შემთხვევაში გარჩევა მართლაც ძალიან ძნელი ხდება, იმდენად, რომ ზოგჯერ სვფ-ს გამოცდილი სპეციალისტებიც კი შედიან შეცდომაში. თუმცა აქაც არის განმასხვავებელი შტრიხები. ქვედა ვექტორის მდგომარეობაში მყოფი სმენის ვექტორიანი, ავლენს უჩვეულო ფანატიზმს კონკრეტულ ცნებებზე (კერძოდ იმ ვექტორის, ან თვისების ფასეულობებზე, რომელთანაც მისი სმენურობაა შერწყმული) საუბრისას. არის კიდევ ერთი შტრიხი, ქვედა ვექტორის მდგომარეობაში მყოფი სმენა ძალიან ხშირად იცვლის საუბრის სტილს და დიქციას. ერთ წუთში სრულიად მშვიდად, დაბალი ხმით საუბრობს, წამიც არ გავა და რაღაცაზე უკვე პირზე დუჟმომდგარი ყვირის. ცოტა ხანში შეიძლება ისევ დამშვიდდეს. ასევე ზომაზე მეტად რეაგირებს იმ ვექტორის ფასეულობათა შელახვაზე, რომელის მდგომარეობაშიც იმყოფება.

გ) შიშებისა და სტრესების გამაძლიერებელი

თუ სტრესში, ან აქვს შიშის მდგომარეობაში მყოფ ქვედა ვექტორს ერთვის არც ისე განვითარებული სმენის ვექტორი, ამ დროს სმენას (მიუხედავად იმისა, რომ მას თავისი საკუთარი ფუძისეული შიში გააჩნია), შეუძლია სხვა ვექტორების შიშები გააძლიეროს და შიშების უფსკრული შექმნას. სმენის ვექტორის ცუდ მდგომარეობაში ნებისმიერი შიში შესაძლოა მის მიერ საოცარ ზომებამდე იქნას გაზრდილი, იქამდეც კი, რომ იგი გახდება აკვიატებული აზრი ან ხატ-სახე გონებაში, და შესაძლოა ცხოვრებისეული სცენარიც კი. ასეთ დროს სმენის აბსტრაქტული აზროვნება და უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი ფობიური ფონის გაძლიერებას ხმარდება და სხვა ვექტორების შიშებს, სტრესებს თუ ფობიებს ასტრონომიულ მასშტაბებს აძლევს.

დაზიანებული სმენის ვექტორი შესაძლოა ფსიქიკური აშლილობების ნამდვილი საწყობი იყოს, რომელიც დართული ქვედა ვექტორების ნებისმიერ დაზიანებას, სტრესს თუ კომპლექსს აბსტარაქტულ ფორმას აძლევს და მისგან ფსიქიური აშლილობის უამრავ ფორმას ქმნის.

ავტორი: სერგო ღამბაშიძე


მსგავსი სტატიები

  • აბსტრაქტული სექსი – სამურაებიდან ანიმემდე. – სმენის ფარული ვიბრაციები.

  • დიეტა სისტემური თვალთახედვით

  • მომავლის შიში: შეიცნო თავი და არ გეშინოდეს

  • დიაგნოსტიკის მიზნები და შეცდომები

  • ურეთრალური ფაზა

  • ასაკი (ნაწილი პირველი)

  • საიდან ჩნდება სურვილი ვუსმინოთ მუსიკას?

  • ენერგო ვამპირიზმი - ვექტორული მიმოხილვა