ალტრუიზმი (გაცემის თვისება)
ალტრუიზმი (გაცემის თვისება)
მაშ ასე, რა არის ალტრუიზმი?
სისტემურად ალტრუიზმს ჩვენ ვხედავთ ორ სიბრტყეში. მის ცხოველურ გაგებაში და მის სულიერ გაგებაში. ანუ ნამდვილი სახით არსებობს ორი ტიპის ალტრუიზმი. რა არის ალტრუიზმი მთლიანობაში და როგორ ქმედებას ვეძახით ალტრუისტულს? ალტრუისტულს ვეძახით ქმედებას, რომელიც მიმართულია არა შიგნით, არამედ – გარეთ, ქმედება არა საკუთარი თავისთვის, არამედ – სხვებისთვის. ლექციაში ,,სქესი“, ჩვენ ვთქვით, რომ სამყაროში ყველა ურთიერთქმედება, ყველაზე ზედა დონეში, არსობრივად შეიძლება დავიყვანოთ ორამდე, ესაა მიღება და გაცემა. მიღება ესაა ეგოიზმი, ხოლო გაცემა – ალტრუიზმი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნებისმიერ მოვლენას შეიძლება შევხედოთ ორი მხრიდან, გარედან და შიგნიდან. მოვლენის შიდა ნაწილი ყოველთვის სასრულია, ხოლო გარე – უსასრულო. მაგ: ბუნებაში არ არსებობს შეზღუდულობა გარეთ რეალიზაციაში, მაგრამ ყოველთვის არსებობს მკაცრი შეზღუდვა პირადისთვის მიღებაში. ლოთი მიიღებს ორ-სამ ჭიქა ალკოჰოლს – კარგადაა, ოთხ-ხუთ ჭიქაზე – უკეთესად, ორს-სამ ლიტრზე – ცუდად, ოთხ-ხუთ ლიტრზე კი შეიძლება კიდეც მოკვდეს. ასე სრულდება ჭარბი მოხმარება. ნებისმიერი აზრით, ნებისმიერ მიმართულებაში დოზის გადამეტება და ჭარბად მიღება მომაკვდინებელია, ასეთია ბუნების კანონი. რატომ არ შეიძლება ზედმეტის მიღება? იმიტომ, რომ ადამიანი სოციალური (ჯოგური) არსებაა. როდესაც ვახსენებთ სიტყვა ეგოიზმს, უმრავლესობას ამ სიტყვის მიმართ უჩნდება ნეგატიური დამოკიდებულება. მაგრამ რეალურად ამაში ცუდი არაფერია. სიტყვა ეგოიზმში ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ადამიანი, როგორც არსება, ფიზიკურ სამყაროში იბადება სხეულით, მას აქვს როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური თვისებები და მახასიათებლები. ფიზიკური თვისებები არის ოთხი: ჭამა, სმა, სუნთქვა, ძილი. ეს თვისებები ყოველთვის მიმართულია შიგნით, თავისთვის მოხმარებაზე. ამის გამო ადამიანი არის მკვდავი, იმიტომ რომ მიღება სასრულია და არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ფსიქიკურად ადამიანი სოციალური არსებაა და თუ ის განვითარებულია ის მუშაობს ჯგუფისთვის. მაგრამ ფიზიკურად ის მოკვდავია და ეს გამოვლენილია სხეულის მოთხოვნილებებსა და შიგნით მიღების სურვილში. თუ სხეული არ მიიღებს იმას, რის მოთხოვნილებაც აქვს, ის კვდება. თუ ჭარბად იღებს -ასევე კვდება, ოღონდ უფრო მალე. მაშინაც კი თუ ის იდეალურად აბალანსებს მიღებას, სხეული მაინც მოკვდავია.
ადამიანი ფიზიკურ დონეზე არის ეგოისტური არსება (მიღების სურვილი), თუმცა ამაში საშინელი არაფერია, ეგოისტური ბუნება ჩვენი მატერიის ნაწილია. თუმცა ამასთან ფსიქიკურად ჩვენ ვატარებთ განვითარების თვისებებს, გვაქვს განვითარების ოთხი დონე: არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური და ადამიანური. რომლებიც არსობრივად განსხვავდებიან მიღება – გაცემის კუთხით. განვითარების ადამიანურ დონეზე ჩვენ ვიძენთ გაცემის თვისებას. ყველა დანარჩენ დონეზე ჩვენ ვართ მიმღები. არაცოცხალ დონეზე განვითარებული კანი – ქურდობს. ადამიანურ დონეზე კი ის ზოგავს რესურსებს, ოღონდ არა მხოლოდ თავისთვის, არამედ – ყველასთვის. ანუ მისი თვისებები უკვე მიმართულია არა მხოლოდ თავისთვის, არამედ ჯგუფის საკეთილდღეოდ.
შევხედოთ როგორ ლაგდება ეს ყველაფერი ვექტორების მიხედვით. არის სამიდან ორი დომინანტი ვექტორი, რომლებიც კავშირში არიან გაცემის თვისებასთან (ალტრუიზმთან). ქვედა ვექტორებიდან ურეთრა, ფუნქციით ბელადობა. ურეთრალური ვექტორი ატარებს ცხოველურ ალტრუიზმს. მისი ალტრუიზმი არ ვლინდება მისი საქმიანობით, ან მისი განვითარებით მიღწეულ შედეგად. ეს მისი ბუნებრივი თვისებაა. მისი თანდაყოლილი ფასეულობაა: ,,ჩემი სიცოცხლე არაფერია ჯგუფის გადარჩენასთან შედარებით“. ამიტომ ვამბობთ, რომ ურეთრალური ვექტორი ცხოველური ალტრუიზმია. ბელადის ფუნქციის წყალობით, ურეთრალური ვექტორის აზროვნება ისეა მოწყობილი, რომ ის საკუთარ თავს ყოველთვის პირამიდის წვერზე მდგომად ხედავს, ჯგუფის თავში მდგომ პირველ და ცენტრალურ წერტილად. ის რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია, არის მისი რანგი, ყველაფერი დანარჩენი მისთვის არაფერს არ ნიშნავს, რადგან მისთვის არ არის. თუ არ ყავს ჯგუფი რომელსაც მიუძღვის და რომლისთვისაც მზადაა საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღოს, მაშინ მისთვის აზრი არაფერს აქვს. ურეთრალი ტკბობას იღებს საკუთარი რანგით. ის ტკბობას იღებს მხოლოდ თავისი ფუნქციის შესრულებით. ურეთრალი მამრის სექსუალობა მოწყობილია ისე, რომ მას აღანთებს ის მდედრები, რომლებსაც სხვები არ იღებენ (ეს საკითხი განხილულია ურეთრალის ურთიერთობების ლექციებში). ურეთრალის ლიბიდო მუშაობს ისეთივე პრინციპით, როგორც მისი სხვა თვისებები. ის მიმართულია ჯოგის კეთილდღეობისკენ. სწორედ იმიტომ, რომ ურეთრალური თვისებები ლიბიდოს ეფუძნება და მისთვის ფუნდამენტი ლიბიდოური ლტოლვაა (როგორც საწინააღმდეგო სქესთან, ისე ჯგუფის გაძღოლასთან მიმართებაში), ჩვენ საშუალება გვეძლევა ურეთრალის ალტრუიზმს ვუწოდოთ: ცხოველური ალტრუიზმი. ეს ალტრუიზმი არ აის უეთრლის გააზრების და გაცნობიერებული ქმედების შედეგი, ის არ ვლინდება მისი განვითარების რეზულტატად, ის უბრალოდ ასეა მოწყობილი. სწორედ ესაა ცხოველური ალტრუიზმი, რომელიც თანდაყოლილად ცადებულია ურეთრალის ფსიქიკაში. ურეთრალის განვითარების შედეგად ჩვენ ვხედავთ მხოლოდ იმ ჯგუფის ზომასა და ფორმაში, რომლის ბელადადაც ის გვევლინება. ურეთრალის ქმედების ნებისმიერი ფორმა უპირობოდ ვლინდება ალტრუისტულად.
მოკლედ თუ ვიტყვით, ურეთრალური ვექტორი ცხოველური ალტრუიზმია, რომელიც მას ბუნებისგან აქვს თანდაყოლილი. სმენის ვექტორი კი – სულიერი ალტრუიზმია, რომელიც ვლინდება ძალზე იშვიათ შემთხვევებში, კერძოდ მაშინ, როცა საშუალო, ან მაღალტემპერამენტიანი, სწორად განვითარებული სმენა ირჩევს სწორ გზას სულიერი განვითარებისთვის.
რა ხდება დანარჩენ ვექტორებთან მიმართებაში? დანარჩენი ვექტორები არ ცხოვრობენ ეგოიზმისა და ალტრუიზმის კატეგორიებით. მგრამ ამასთან ერთად ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი ვექტორი გადის განვიტარების ოთხ დონეს: არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური, ადამიანური. რომლიდანაც თითოეული არსობრივად ვლინდება მიღებისა და გაცემის სურვილების განსხვავებულ კომბინაციებად. სმენის ვექტორიანის გარდა, არცერთ სხვა ვექტორს არ აქვს სულიერი განვითარების ფუნქცია. თუმცა რვავე ვექტორი ერთიანობაში ასრულებს ერთიან საკაცობრიო ფუნქციას და სწორედ ამაში მდგომარეობს მათი ალტრუისტული კომპონენტები.
სტატია თარგმნილია ვ. იუნევის ლექციებიდან
მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე
მსგავსი სტატიები