ენერგეტიკული ვამპირები – ვინ არიან ისინი?


ენერგეტიკული ვამპირები – ვინ არიან ისინი?

ყოველი ჩვენგანი ერთხელ მაინც შეხვედრია მათ, ვისზეც ამბობენ, რომ ის «სისხლს გწოვთ», ნერვებს გიფიტავთ და ძალებს გაცლით. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის შემდეგ თავს დაცარიელებულად გრძნობთ. მათ ენერგოვამპირებს უწოდებენ. რა ხდება სინამდვილეში? ვინ და რატომ იქცევა ასე?

აქ არანაირი მისტიკა არაა. უბრალოდ, როცა ქცევის მოტივს ვერ ხედავთ, ძნელია მსგავსი საკითხების შეფასება და გარკვევა, თუ რა მოუხერხოთ ამას. განვიხილოთ ვამპირიზმი ვექტორული ფსიქოლოგიის ჭრილში.

შემიყვარე სასწრაფოდ!

ენერგოვამპირიზმის კლასიკური ვარიანტია – ადამიანები ვიზუალური ვექტორით – ცუდ მდგომარეობაში.

ვიზუალური ვექტორის მფლობელს მკაფიო ემოციები ჰაერივით სჭირდება. და თუ მისი ცხოვრება ემოციურად ღარიბია, მაშინ იგი ცარიელ ადგილზე წარმოშობს მათ და ბუზისგან სპილოს ქმნის.

გრძნობები ვიზუალურ ვექტორში ან გარეთაა გამოხატული – სიყვარულსა და ემპათიაში (ასეთები ყველაზე გულისხმიერი ადამიანები არიან), ან საკუთარ თავში შთაინთქმება ემოციური შანტაჟის, ისტერიკებისა და ცრემლების მეშვეობით. «ყველამ მხოლოდ მე შემიყვარეთ!». აი, სადაა გრძნობათა ამპლიტუდა გიგანტური, ხოლო თეატრალური ეფექტები ამოუწურავი! განსაკუთრებით მაშინ, თუ «ემოციურ ვამპირს» კანის ვექტორიც გააჩნია.

კან-ვიზუალური კომბინაცია სცენის გმირებს «ქმნის». მაგრამ თუ დიდი მსახიობები იწვიან სცენაზე, ბოლომდე აძლევენ საკუთარ თავს მაყურებელს და ემოციურ ურთიერთგაცვლას ქმნიან, «ემოციური ვამპირი» არ გაძლევთ პოზიტიურ ემოციებს. იგი თქვენსას შთანთქავს და პროვოცირებას გიკეთებთ ემოციის ამოხეთქვაზე, გითრევთ თავის ნეგატიურ მდგომარეობაში და გაიძულებთ, რომ განიცადოთ განცდის გულისთვის.

ზოგიერთი კან-ვიზუალი მოხერხებულად იყენებს თავის მომხიბვლელობას და არტისტიზმს. მთელი არსით თამაშობს მსხვერპლის როლს და აიძულებს გარშემომყოფებს, რომ მის დაკრულზე იცეკვონ.

მნიშვნელოვანია განასხვავოთ, ვიზუალები ემოციური ტრენაჟორის როლში გიყენებენ თუ თანაგრძნობის მოთხოვნილება აქვთ. როცა ადამიანი მართლაც მძიმე სიტუაციაში იმყოფება, თქვენმა ყურადღებამ და თანადგომამ შესაძლოა საჭირო იმპულსი მისცეს სირთულეების გადასალახავად.

შემიყვარეთ, თორემ მეწყინება

ემოციური ვამპირის მეორე ვარიანტი ანალური ვექტორის ბაზაზე ჩნდება. ანალ-ვიზუალი არ მიმართავს თეატრალურ ეფექტებს. როცა ასეთ ადამიანს არ ჰყოფნის თანდაყოლილი თვისებების რეალიზაცია, იგი მიდრეკილი იქნება სულისშემხუთავი მზრუნველობისკენ და უსაზღვრო ბუტიაობისკენ.

მიიღეთ რა მთელი მისი მზრუნველობა (რომელიც შესაძლოა არც კი გჭირდებოდათ), თქვენ როგორც მინიმუმ იმავეთი უნდა გეპასუხათ. როდესაც იმ მადლიერებას და ყურადღებას ვერ იღებენ, რომელსაც ელოდნენ, ასეთი ადამიანებს ძალიან სწყინთ, ტირიან და გადანაშაულებენ, ან დემონსტრაციული სიჩუმით «გსჯიან». ამ შემთხვევაში წყენა – წმინდა წყლის შანტაჟია.

ასეთ «ემოციურ ვამპირთან» ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, როგორც წესი, ან შეეგუებით თქვენს «ცუდად აღზრდილობას» ან ღრმა დანაშაულის გრძნობას გამოიმუშავებთ.

დანაშაულის გარეშე დამნაშავენი

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თითქმის ყველა შეგიძლიათ «დაადანაშაულოთ» «ვამპირიზმში». როდესაც ადამიანს არ ჰყოფნის რეალიზაცია, ან სტრესშია და ცუდი მდგომარეობისგან განთავისუფლებას სხვებისგან შევსების ხარჯზე ცდილობს, უნებლიეთ მათზე ნეგატიური ზეგავლენას ახდენს.

არასწორი იქნება თუ ჩათვლით, რომ «ემოციურ ვამპირს» თავისი «თავდასხმების» დაგეგმვა შეუძლია. უმეტეს შემთხვევაში, მან საერთოდ არ იცის, როგორ რეაგირებენ გარშემომყოფები, სანამ ვინმე არ ეტყვის ამას. მაგრამ ეს არაფერს ცვლის – გაუცნობიერებელი სურვილების დაუკმაყოფილებლობა ძველებურად მოითხოვს შევსებას.

ყველამ მომისმინეთ!

სანამ განვითარებული ორალური ვექტორის მქონე ადამიანები სცენაზე გამოდიან და შთააგონებენ ასობით და ათასობით ადამიანს დიად იდეებს, მათი შედარებით ნაკლებად განვითარებული ძმები თავისუფალ ყურებს ეძებენ. მაშ, რა უნდა ქნას, როდესაც ორალის ვექტორიანი ადამიანი  ბუნებამ ლაპარაკის მოთხოვნილებით შექმნა? მას ფიქრიც კი მხოლოდ ლაპარაკის პროცესში შეუძლია.

სცადეთ და დასვით ასეთი ადამიანი ოფისში, დილიდან საღამომდე ტელეფონზე ლაყბობის ვალდებულების გარეშე. ადგილობრივი «ენერგოვამპირით» უზრუნველყოფილი ხართ. საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება თავშეუკავებელი ხუმარა, რომელიც გაიძულებთ რომ გამუდმებით «იკრიჭებოდეთ» და ხარხარებდეთ, უარეს შემთხვევაში კი ჭორიკანა, რომელიც საჯაროდ ჰყვება თქვენს და სხვების საიდუმლოებებს და არარსებულ პიკანტურ წვრილმანებსაც აყრის მარილად.

ძირითადი პრობლემა: ამ მოლაყბეს შეუძლებელია, რომ არ უსმინო. ეჭვიც ნუ შეგეპარებათ, ისეთ თემას შეარჩევს, რომელიც სწორედ თქვენ შეგეხებათ.

თავიანთ «მსხვერპლად» ორალები ყველაზე ხშირად ირჩევენ ვიზუალებს და სმენებს. პირველებს ისინი იმით «ემსახურებიან», რომ მათ გრძნობებს დასცინიან. ხოლო მეორეებს, რომლებიც თავიანთ შინაგან სამყაროში არიან ჩაღრმავებულები, აყრუებენ თავისი ლაყბობით და ხელს უშლიან კონცენტრაციაში.

სახიფათო ტიპის მოლაპარაკე

თუკი ორალური ვექტორი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და თანაც კანის ვექტორთან ერთადაა, მაშინ შესაძლოა გაჩნდეს სკანდალისტის კომპლექსი. საბედნიეროდ, ასეთები ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ ერთთან შეხვედრაც კი საკმარისი იქნება, რომ სკანდალი მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდეთ.

მდუმარე უფსკრული მზერაში

სხვა საიდანაა გადმოხატული კინოს ვამპირული ხატ-სახეები, თუ არა ყნოსვის ვექტორთა წარმომადგენლებიდან. მაგრამ ასეთ მიზანთროპებს თამაშობენ არა ყნოსვიანი, არამედ სმენის ვექტორიანი მსახიობები. გაიხსენეთ ეს ხატ-სახე: ცივი, გულგრილი მზერა სახის მკვეთრი ნაკვთებით და იქ არმყოფი მზერით.

ყველამ, ვინც ოცნებობს, რომ ემოციური პასუხი მიიღოს სმენითი ადამიანისგან, თავისუფლად შეუძლია დაადანაშაულოს იგი ვამპირიზმში. «მე მას… ის კი საერთოდ არ რეაგირებს», «ის იგნორირებას მიკეთებს, თითქოს დამცინის!» – ვიზუალების ტიპიური შეფასებები სმენების მიმართ.

თუმცა საიდუმლო იმაშია, რომ სმენებს საერთოდ არ აქვთ მიზნად იგნორირება გაგიკეთონ, უბრალოდ ისინი ძალიან ჩაღრმავებულნი არიან საკუთარ თავში. ემოციური ქარიშხალი მისი შინაგანი სამყაროს სიღრმეში ტრიალებს. ის ნაკლებად ამჩნევს გარეგნულს. რაც უფრო მეტად შორდება გარესამყაროს, გრძნობს რა მის უაზრობას, მით უფრო რთულია მასთან „დაკაკუნება“.

რეალიზაციის გარეშე ცხოვრება არაა ცხოვრება

ნებისმიერი ადამიანი ტკბობისკენ მიდის და ისე ღებულობს, როგორც შეუძლია. მაქსიმუმს იღებს შესაძლებელიდან. ამიტომ, რაც უფრო მეტად ვახდენთ ჩვენი პოტენციალის რეალიზაციას მუშაობაზე, ურთიერთობებზე, მით უფრო ნაკლები შანსი გვაქვს, რომ «ენერგეტიკული ვამპირები» გავხდეთ. მსგავსი ავსება – ნამდვილი რეალიზაციის ფერმკრთალ ჩრდილს ჰგავს.

რა თქმა უნდა, ყველას აქვს კრიზისული სიტუაციები, როცა საჭიროა დამხმარე ემოციური და საერთოდ ყველანაირი თანადგომა. ეს ნორმალურია. ასეთი სიტუაციები უნდა განვასხვავოთ «ვამპირიზმისგან», როცა გარშემომყოფებისადმი გამომყენებლური ურთიერთობა ცხოვრების სტილია.

ვექტორული ფსიქოლოგია დაგეხმარებათ, რომ გაერკვეთ საკუთარ და სხვის მოტივებში და ამოიცნოთ ე.წ. «ვამპირიზმის» სხვადასხვა ფორმები.

წყარო


მსგავსი სტატიები

  • სამყარო ვერ მიტანს

  • ეგოიზმის განვითარება

  • რთულად მარტივის შესახებ

  • სექსუალობის ფსიქოლოგია

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (3)

  • ანიმე და მოზარდი - გზა უბრალო გატაცებიდან სერიოზულ პრობლემამდე

  • ვინ ვისთვის ცხოვრობს – თქვენ ემოციებისთვის, თუ ემოციები თქვენთვის

  • დამღალა ცხოვრებამ. საიდან მოდის დაღლილობა.