განსხვავება ზედა და ქვედა ვექტორებს შორის (მეორე ნაწილი)
განსხვავება ზედა და ქვედა ვექტორებს შორის (მეორე ნაწილი)
ორი სიტყვით შეგახსენებთ თუ რა არის ჩვენი ლექციის თემა. ჩვენ გადავდივართ ზედა ვექტორებზე. სანამ ცალ-ცალკე დავიწყებთ მათ განხილვას, მანამდე მიმოვიხილავთ სისტემას მთლიანობაში. იმისთვის რომ ეს გავაკეთოთ ჩვენ გადავწყვიტეთ ავსახოთ ქმნილების განვითარება მისი გამოვლენის მომენტიდან. იმისთვის რომ ქმნილების გამოვლენის აქტის მნიშვნელობა გავიგოთ, საჭიროა დავიხიოთ ერთი ნაბიჯით უკან და შევხედოთ სისტემას გვერდიდან, როგორც მთელ გამოვლინებას, შევხედოთ როგორ გამოიყურება ის ზესისტემის ფონზე და მისი გარემოცვის ფონზე. ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას ქმნილება ყოველმხრივ შევაფასოთ და გავიგოთ მისი ფუნქცია. სწორედ ამას ვაკეთებთ მოცემულ ეტაპზე. ჩვენ ვიღებთ ქმნილებას, განვიხილავთ მას ყოველი კუთხიდან, დღევანდელ დღემდე. არა მხოლოდ თანმიმდევრულად, არამედ არსობრივად, მიზეზ-შედეგობრივი სისტემური კავშირებით.
მაშ ასე, ჩვენ უკვე გვქონდა ერთი ლექცია, ზედა ვექტორების თემაზე, რომელშიც განხილული იყო ხუთი ძირითადი იდეა. ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ რა იდეები იყო ეს. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ამჟამინდელი შესწავლის თემაა ქმნილების მიღების სურვილი, ეგოიზმი. ვთქვით ისიც, რომ ზესისტემა ამ მიღების სურვილთან, ანუ ქმნილებასთან მიმართებაში ვლინდება შემოქმედად, გაცემის სურვილად, შეიძლება ითქვას ვლინდება ქმნილების პირველმიზეზად. მესამე საკითხი მდგომარეობდა იმაში, რომ მიღების და გაცემის სურვილები, ქმნილება და შემოქმედი, ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებია (იმდენად ურთიერთსაწინააღმდეგო რამდენადაც ეს შესაძლებელია), როგორც შავი და თეთრი. პრინციპში ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ არსებობს საკმაოდ ბევრი ურთიერთსაპირისპიროობა, ხარისხობრივად განსხვავებულები. შეიძლება მწვანეც თეთრის საპირისპირო იყოს, მაგრამ იმდენად არა - რამდენადაც შავი. ამიტომ ქმნილებისა და შემოქმედის ურთიერთსაპირისპიროობა ფუძისეული და ყველაზე სიღრმისეულია.
მეოთხზე საკითხი ჩვენ საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ ქმნილების გამოვლენის აქტის არსი. ჩვენ შეიძლება ზუსტად არ ვიცოდეთ როგორ მოხდა ეს, მაგრამ ჩვენთვის გასაგებია ამ აქტის არსი. ჩვენ ვიცით რომ ეს იყო გაორება. აქედავ ჩვენ გამოგვაქვს დასკვნა, რომ ქმნილების ბუნება ორმაგია. ქმნილების საფუძველში ვპოულობთ დუალიზმს (ორმაგობას), ესაა ნებისმიერი სისტემის ძირითადი, ფუძისეული, ყველაზე სიღრმისეული თვისება. სისტემა მდებარეობს თავის უსასრულო გარემოცვაში, მაგრამ თავად სასრულია. სისტემა თავის მხრივ იყოფა უამრავ შემადგენელ ელემენტად, რომლებიც ასევე შედგებიან სასრული და უსასრულო ნაწილებისაგან. სისტემას აქვს საკუთარი არსებობის ხანგრძლივობა - მაადისობასთან შეფარდებაში და ა.შ. ნებისმიერ სისტემას აქვს ორმაგობა. ყველგან და ყველაფერში გაორებას ვხედავთ. ის ვლინდება იმ ფუძედ, რომლიდანაც გამომდინარეობს ჩვენი ბუნების ძირითადი ურთიერთქმედებები: მიღება და გაცემა, ეს მეოთხე საკითხია. და ბოლო, მეხუთე საკითხი: ყველაზე ზედა, აბსტრაქტული დონის შემდეგ (ქმნილების გამოვლენის დონეზე) ჩვენ დავიწყეთ ქმნილებაზე დაკვირვება და დავინახეთ რომ გაორება გვხვდება უფრო ქვედა დონეებშიც. და ამით ჩვენ მივედით იქამდე, რომ შემდეგ დონეზე, სიღრმეში ქმნილება შედგება ინფორმაციისა და ენერგიისგან. ესაა ორიოდე სიტყვით ის, რაზეც საუბარი გვქონდა წინა ლექციაში.
ჩვენ განვიხილეთ ხუთი მნიშვნელოვანი საკითხი. ახლა კი გადავდივართ მეექვსე საკითხზე, რომელიც გვინდა დავუმატოთ წინა ხუთს. როდესაც ვპასუხობდით კითხვებზე, ჩვენ გავიარეთ იგივე გზა, რომელსაც გადის ქმნილება. რაღაც საიდანღაც დავიწყეთ, გავიარეთ გარკვეული გზა და რაღაცით დავასრულეთ. ეს გზა შედგებოდა უამრავი მდგომარეობისგან. ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ ჩვენ ძირითადად ვსაუბრობდით არა სხეულის, არამედ ფსიქიკის მდგომარეობებზე, ვსაუბრობდით არსთა დამოკიდებულებებზე, მიმღებ და გამცემ არსებზე. უბრალოდ რომ ვთქვათ სწორედ მიღებისა და გაცემის სურვილების პროპორციულ მონაცვლეობაშია ქმნილების მოძრაობის არსი. ქმნილებას ამ გზაზე დასადგომ ბიძგს ენერგია აძლევს. თავისი არასრულყოფილების გამო, ქმნილებას სურს აივსოს, სურს მიიღოს მეტი და მეტი. ამიტომ ქმნილება აუცილებლად გადის ამ გზას. რა არის საბოლოო მიზანი? მიზანია ის, რომ ქმნილება გახდეს უსასრულო და მიიღოს ტკბობა საკუთარი სრულყოფით, გადაიქცეს გაცემის თვისებად. ამ მომენტში ქმნილება ერწყმის შემოქმედს. შემდეგი წესის თანახმად: ყველაფერი სულიერი ურთიერთს ერწყმის. როგორც აღვნიშნეთ ადამიანურ დონეს სხვა დონეებივით ზემოდან კი არ ეძლევა განკარგულება, არამედ მას მიცემული აქვს არჩევანის თავისუფლება. ნების თავისუფლება ვლინდება იმაში, რომ ადამიანს თავად, საკუთარი სურვლების მიხედვით შეუძლია საკუთარი ცხოვრების გატარება, ასევე შეუძლია საკუთარი სურვილით დაემშვიდობოს სიცოცხლეს. არცერთ მაიმუნს, თუნდაც ყველაზე განვითარებულს, ან ყველაზე იდიოტს, არ შეუძლია გაცნობიერებული თვითმკვლელობის ჩადენა. ადამიანს კი ნების იმხელა თავისუფლება აქვს, რომ შეუძლია სიცოცხლეზეც კი თქვას უარი (თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სუიციდი კარგია). ამის გაცნობიერება ძალზე მნიშვნელოვანია. ქმნილებამ დაიწყო იქიდან, რომ მას არანაირი არჩევანი არ გააჩნდა. რა მოხდა ადამიანურ დონეზე? ადამიანურ დონეზე ქმნილებამ შეიძინა შესაძლებლობა იმისა, რომ არ მიეღო ზესისტემის მიერ ბოძებული საჩუქარი. კი, როდესაც ბავშვი იბადება, ის ამას არ ირჩევს, მაგრამ ის ამ დროს მხოლოდ სხეულითაა ადამიანი და არა ფსიქიკით. მას ჯერ არ გაუცნობიერებია საკუთარი თავი და არ ქცეულა სრულფასოვან ადამიანად, ის სრულიად დამოკიდებულია თავის გარემოცვაზე. მოკლედ ერთი მხრივ ადამიანს მიეცა ნების თავისუფლება, მაგრამ მეორე მხრივ ის უნდა ეცადოს ამოირჩიოს ის სარეალიზაციო გზა, რომელიც მეტ-ნაკლებად ოპტიმალურია მისთვის. საჭიროა მას რაღაცამ უკარნახოს რომ უნდა წავიდეს აქეთ და არა იქით. თუ შენ რაღაცას გასცემ, შედეგად ჯამში იღებ უფრო მეტს, სანამ მხოლოდ შენთვის მიღება არ მოგინდება. ბუნებაში არსებობს ამის საკმაოდ მარტივი მექანიზმი, ესაა ჩვენი სურვილები. ჩვენი სურვილები ნაკარნახევია ჩვენი ვექტორებიდან, რაც ჩვენ გვიბიძგებს განსაზღვრული მოქმედებებისკენ. თუ ინდივიდი არ აკეთებს სასურველ საქმეს, მაშინ ის ცუდადაა, არ უნდა დილით ადგომა და სამსახურში წასვლა, არავის ნახვა არ სურს, თანამშრომლებთან ურთიერთობები მისთვის მომაბეზრებელი ხდება, არ სურს უპასუხოს დამღლელ შეკითხვებს და გარშემო ყველაფერი აღიზიანებს. ამით ბუნება მას მიანიშნებს, რომ იმას არ აკეთებს, რასაც უნდა აკეთებდეს. ეს კი ჩვენ გვაიძულებს ჩავფიქრდეთ და შევიცვალოთ მიმართულება, ვიპოვოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც ბუნებრივად ჩვენია. შეიძლება ვინმეს ეს არ მოსწონდეს, შეიძლება მაგალითად: არქეტიპული კანის ვექტორიანი რომელსაც მოქნილი თითები აქვს, თვლიდეს, რომ შეუძლია ბებოს საფულე ამოაცალოს და ასე გამდიდრდეს. მაგრამ ამას მოსდევს ასევე კანური სასჯელი. იმისთვის რომ გავარჩიოთ რა არის რეალურად ჩვენი საქმე და რა მოგვანიჭებს რეალურ ტკბობას, ბუნება გვაძლევს მექანიზმს, რომელსაც ეწოდება განვითარება. იგივე მაგალითში არქეტიპული ქურდი კანის ვექტორიანი ხედავს თავის მეზობელს, ასევე კანის ვექტორიანს, რომელიც კი ქურდობს, არამედ ინჯინერია, მას აქვს რანგი, აქვს კარიერა და რაც ქურდი კანისთვის ყველაზე გულისგასახეთქია, მისი ინჟინერი მეზობელი მეტ ფულს შოულობს. ბუნება განუვითარებლებსაც აძლევს მინიშნებას, კარნახობს და ეუბნება, რომ შეუძლია უკეთესად რეალიზდეს, აძლევს მაგალითებს. შეიძლება ქურდი კანი ქურდობით ასევე თავის ვექტორულ თვისებებს იკმაყოფილებს, მაგრამ ეს დაკმაყოფილება პრიმიტიული ხასიათისაა. იმისთვის რომ შეძლოთ საკუთარ ვექტორში მეტად რეალიზება, საჭიროა რაღაც გასცეთ ჯგუფისთვის და მაშინ არქეტიპული კანივით ციხეში დასრულება არ მოგიწევთ. თუ სწორად რეალიზდებით სოციუმი თავადვე მოგანიჭებთ თქვენთვის სასურველ რანგს. ისეთს, როგორსაც ითხოვს თქვენი სურვილების ,,ჭურჭელი”. ამაშია ადამიანის განვითარების არსი. რაც მეტად იხარჯებით, რაც მეტად არეალიზებთ თქვენს თვისებებს და რაც მეტს აკეთებთ სოციუმისთვის, მით მეტად ივსება თქვენი სურვლების ,,ჭურჭელი”. რაც მეტს გასცემთ, მით მეტს იღებთ. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ადამიანთა უმეტესობა ,,ეგოს” მოუმწიფებლობის გამო ასე არ ფიქრობს. უჩნდებათ ერთგვარი შინაგანი კონფლიქტი, რადგან ფიქრობენ, რომ თუ სხვებისთვის იმუშავებენ, ვერ შეძლებენ საკუთარი თავისთვის მიღებას. ქმნილება შემოქმედის მიერ შექმნილია ისე რომ მიიღოს, მატერია მიღებით ავსების სურვილია, შეიძლება ითქვას, რომ თვით ბუნება ეუბნება ადამიანს: ,,აიღე რაც შეიძლება მეტი!” რადგან თუ ადამიანი აიღებს მაქსიმუმს, მას მუნდება გასცეს, იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტის მიღება შეძლოს. შემდეგ მეტს გასცემს და უფრო მეტს იღებს და ა.შ. რეალურად აქ არ არის არავითარი წინააღმდეგობა, რადგან რაც მეტს გასცემთ, მეტს იღებთ. აქედან გამომდინარეობს მეექვსე საკითხი: გზა, რომელსაც გადის ქმნილება და იცვლის მდგომარეობებს, უბრალოდ კი არ არსებობს, არამედ გააჩნია საკუთარი მნიშვნელობა. ბუნებაში ყველაფერს აქვს არსი და მნიშვნელობა. ეს მნიშვნელობა გამომდინარეობს ფუნქციიდან. პრინციპში ფუნქცია თავადაა გამოვლენის მნიშვნელობა. არსებობს მოთხოვნილება, არსებობს მოთხოვნლების დასაკმაყოფილებელი ხელსაწყო, ანუ არსებობს შესაძლებლობა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ქმნილებას აქვს მოთხოვნილება: განვითარდეს იმდენად, რომ დაემსგავსოს შემოქმედს. ამის გამო ქმნილებას ავტომატურად აქვს ყველა ხელსაწყო იმისთვის, რომ ეს შეძლოს. ამისთვის არსებობს გზა, რომელიც ქმნილებამ უნდა გაიაროს. შეიძლება ითქვას: ქმნილება მიდის A წერტილიდან B წერტილში, ეს გზა ერთგვარად წრიულია. რადგან საწყისი და საბოლოო წერტილები ერთმანეთს შესაბამება, უბრალოდ განსხვავდება ქმნილების ცნობიერების დონე.
ქმნილება მიდის იმ წერტილისკენ, საიდანაც დაიწყო. ამ გზის ყოველი ეტაპი ამოცნობადია.
დღეს კაცობრიობა იმყოფება კანურ ფაზაში. კანური ფაზის არსი იმაშია, რომ ყოველი ქმნილება გააერთიანოს. იმისთვის რომ ქმნილება მომდევნო ფაზაზე გადავიდეს, საჭიროა გაცნობიერდეს კავშირი ქმნილების ელემენტებს შორის. დღეს ერებმა და ადამიანებმა თანდათან დაიწყეს იმის გააზრება, რომ ჩვენ ყველა ერთ დედამიწაზე ვცხოვრობთ, ,,ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ”, ამიტომ საჭიროა როგორღაც მოვილაპარაკოთ და შევძლოთ თანაარსებობა, ამისთვის კი უნდა შევწყვიტოთ ომები. სწორედ ესაა კანური ფაზის არსი: გააერთანოს ქმნილება. დღეს უკვე იგრძნობა ურეთრალური ფაზის მოახლოების ნიშნები, ჩვენ უკვე ვაღწევთ კანური ფაზის პიკს და მივიწევთ ურეთრალური ფაზისკენ.
დავუბრუნდეთ ძირითად თემას. ქმნილებას აქვს არსი და მთელი ის გზა, რომელსაც ჩვენ გავდივართ, ემსახურება ამ არსის აღსრულებას. წერტილი რომლისკენაც მივდივართ ვლინდება შემოქმედთან შერწყმად. იმისთვის რომ ქმნილებამ შეიძინოს გაცემის თვისებები და მოხდეს მისი მიღების თვისებების გაცემის თვისებებად ამობრუნება. ეს ის მინი მოდელია, რომლის მიხედვითაც ვითარდება ყოველი ადამიანი. ეს არსი ჩვენ გვიხსნის რისთვის გახდა საჭირო ადამიანის, როგორც ქმნილების ტიპის გამოვლენა. ადამიანური დონე გამოვლინდა როგორც ქმნილების ეგოიზმის განვითარების სტადია. ქმნილების რვაგანზომილებიანი ,,ფსიქიკა მიხვდა”, იმისთვის რომ საკუთარი გეგმა შეესრულებინა საჭირო იყო ახალი სახის სხეული, რომელიც გამოვლინდებოდა დედამიწაზე, დაიშლებოდა სხვადასხვა ფსიქოტიპებად და ყოველი მათგანი ცალ-ცალკე თავის მიერ მიღებულ ტკბობას და შესრულებულ დავალებას, დაუმატებდა ქმნილების საერთო ჭურჭელში. ამ საერთო მიღწევით, მოხდებოდა ქმნილების განვითარება. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ ჩანაფიქრის შესრულება, გზიდან გადახვევისთვის ბუნება ავლენს ტანჯვას, რომელსაც შევიგრძნობთ მაშინ, თუ არ ვაკეთებთ იმას, რისთვისაც ვართ მოვლენილნი. ანუ ტანჯვა ვლინდება როგორც სასჯელი გზიდან გადაცდომისთვის, როგორც ,,ზესისტემის მათრახი”. შეიძლება ითქვას, ქმნილება მთლიანობაში, ასრულებს დიდ ,,გეგმას”, ხოლო ჩვენ ქმნილების ცალკეული ელემენტები, ვასრულებთ საკუთარ პატარა გეგმას. თუ ჩვენ უარს ვიტყვით და არ შევასრულებთ საკუთარ ფუნქციას, მაშინ ბუნება ჩვენ უარს გვეტყვის ტკბობის მონიჭებაზე. მოკლედ მეექვსე საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ ქმნილებას აქვს არსი, ხოლო ,,მათრახი და ნამცხვარი” (დასჯა და დაჯილდოება) ის ხელსაწყოებია, რომლის დახმარებითაც ზესისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ ქმნილებამ შეასრულოს საკუთარი დავალება. საერთო გეგმა, ანუ ქმნილების დავალება მდგომარეობს იმაში, რომ ქმნილებამ თავისი მიღების თვისებები მაქსიმუმამდე გაზარდოს, მიაღწიოს უსასრულობას, გადაიქცეს გაცემის თვისებებად და ამრიგად მიიღოს ავსება. იმისთვის რომ ქმნილების საერთო დავალება შესრულდეს, საჭიროა ქმნილების ყოველმა ცალკეულმა ელემენტმა, ყოველმა ცალკეულმა ადამიანმა, საკუთარი მინი დავაელება შეასრულოს. იმიტომ რომ ყველა ეს მინიდავალება საბოლოო ჯამში ერთ მეგადავალებად ერთიანდება. ამიტომ ბედნიერება მხოლოდ ადამიანის სურვილი კი არა, არამედ მისი ვალდებულებაცაა.
გადავიდეთ მეშვიდე საკითხზე. მეშვიდე საკითხს ვიწყებთ გაორების გახსენებით. როგორც გახსოვთ პირველი გაორება იყო, როდესაც გამოვლინდა ქმნილება, ხოლო გაორების შემდეგ დონეზე ქმნილება გაიყო ინფორმაციად და ენერგიად. აქ ჯერ არ ვსაუბრობთ სხეულებზე, არამედ მხოლოდ არსზე. ახლა კი მივდივართ იქამდე, რომ გადვწყვიტოთ ვეცადოთ პასუხი გავცეთ იმ კითხვას, რაც აწუხებს მოაზროვნეთა დიდ ნაწილს. ეს კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რა არის პირველადი - მატერია თუ გონება. თუ ჩვენს სისტემას მივყვებით ქვემოდან ზემოთ, აღმოვაჩენთ, რომ გონი პირველადია. ნებისმიერ დონეზე აზრი პირველადია, ქმედება კი მის რეზულტატად ვლინდება. ეს მატერიაშიც კი ასეა, იმისთვის რომ რაღაც გავაკეთოთ, ჯერ უნდა იყოს ამის აზრი. ნებისმიერი მოვლენა ჯერ ფსიქიკურია, შემდეგ კი ფიზიკური. ჩვენ ვთქვით, რომ ქმნილების ფსიქიკა აღიწერება ორი ზომით, ინფორმაციით და ენერგიით. ახლა კი მეშვიდე, ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი: ქმნილება, რომელის ფსიქიკაც შედგება ორი ნაწილისგან (ინფორმაციისა და ენერგიისგან), თავის ფსიქიკით შეიგრძნობს საკუთარ არასრულყოფილებას. თავისი არასრულყოფილების შეგრძნების გამო ქმნილება იწყებს გამოვლენას ფიზიკურ სამყაროში სივრცედ და დროდ. ანუ ხდება შემდეგი დონის გაორება. ქმნილების ფსიქიკა იყოფა ფსიქიკურ და ფიზიკურ ნაწილებად. მარტივად რომ ვთქვათ ყველაფერს აქვს ფიზიკური ნაწილი და არსი, ანუ მისი გამოვლენის პირველმიზეზი. მაგრამ თუ უფრო დაზუსტებით ვისაუბრებთ, მაშინ ფიზიკური სამყარო თავისთავად არის მხოლოდ ქმნილების არასრულყოფილების შგრძნების რეზულტატი. ამის გამო ქმნილება და მათ შორის ჩვენს შევიგრძნობთ ჩვენს ფიზიკურ სამყაროს. მოკლედ სხეული არის არა თავისთავადი საგანი, არამედ ხელსაწყო რომელიც გვეხმარება ფსიქიკით აღვიქვათ საკუთარი სასრულობა. გამოვლენილი მატერიალური სივრცე, განიცდის დროში ცვალებადობას ისევე, როგორც ზემოთ (ფსიქიკურ სამყაროში) ხდებოდა მდგომარეობის ცვლილება ენერგიის დახმარებით. ის რაც ფსიქიკურ ნაწილში ვლინდებოდა მდგომარეობად, ჩვენს ფიზიკურ სამყაროში გამოვლინდა დროის ტალღად. ანუ მდგომარეობათა სიმრავლედ, რომელიც ფიზიკურ სამყაროში წარმოიშვა დროის ღერძზე. ხოლო ის რაც ზემოთ, ფსიქიკურ ნაწილში იყო ტალღა, ანუ ენერგია, ფიზიკურ სამყაროში გამოვლინდა სივრცედ. ამ ოთხი მეოთხედის ურთიერთკავშირს უფრო დაწვრილებით შემდეგში დავუბრუნდებით. ამჯერად კი მას ვახსენებთ გაორების შემდეგ ქვესაფეხურს. მოკლედ სივრცე და დრო უბრალოდ ქმნილების ხელსაწყოებია. მაგალითად: კანი სხეულზე ასევე ხელსაწყოა, რომლის დახმარებითაც შევიგრძნობთ ჩვენს სხეულზე გარესამყაროს ზემოქმედებას. ამრიგად გარე სხეული (სამყარო) გავლენას ახდენს ჩვენს შინაგან სხეულზე, ჩვენს ,,მეზე”. ფიზიკური სამყარო კი მთლიანობაში ვლინდება იმ ხელსაწყოდ, რომელიც ქმნილებამ აირჩია იმისთვის, რომ შეეგრძნო საკუთარი სასრულობა და არასრულყოფილება. რისთვის? იმისთვის რომ განვითარებულიყო. ქმნილება ეშვება ქვემოთ და ვლინდება სხეულთა სიმრავლედ, იმისთვის რომ სხეულმა იმოქმედოს, დაიკმაყოფილოს სურვილები რაღაც დონემდე, აავსოს თავისი პატარა ჭურჭელი, ეს თავისი მიღწევა დაუმატოს საერთო ფსიქკას, ანუ ქმნილების საერთო ჭურჭელს. შემდეგ ქმნილება ამ მიღწევათა სიმრავლით შეიცვლის მდგომარეობას, განვითარდება და დაეშვება ახალ, უფრო მაღალი დონის სხეულებად, რათა შემდეგ თავის მხრივ ისინი აივსონ. ასე მიღება-გაცემის სურვილთა მონაცვლეობით ვითარდება ქმნილება. ეს არის მოძრაობა მდგომარეობის ღერძზე. ეს შესაბამისობა კი იცვლება სხეულთა სიმრავლის წყალობით. თითოეული სხეილი რაღაცას აკეთებს, ომობს, უყვარს, მოქმედებს, შეიცნობს, შრომობს, აჩენს ბავშვებს, ანუ როგორღაც ივსება. როგორც ჩვენ დაგვყავს ბავშვები საბავშვო ბაღში, სადაც ისინი ურთიერთობენ სხვა ბავშვებთან, ვითარდებიან და სწავლობენ უფრო მაღალი დონის ურთიერთობებს, სამყაროც ასევე გვექცევა ჩვენ, ის ჩვენ გვაგზავნის ფიზიკურ სამყაროში, აქ ჩვენ ვსწავლობთ, ვრეალიზდებით, ვვითარდებით, შემდეგ კი ვტოვებთ მას და ჩვენი პირადი მიღწევა ემატება ქმნილების საერთო მიღწევას. ინფორმაციის და მიღწევის დაგროვება, ესაა ანალური ზომის გამოვლინება ქმნილებაში. იგივე ემართება ადამიანსაც, ის მოქმედებს, რაღაცას აკეთებს, შემდეგ კვდება და მისგან რჩება მხოლოდ სასარგებლო ინფორმაცია. საბავშვო ბაღი, სკოლა და ა.შ. არის გარკვეული სხეული, რომელიც ჩვენ შევქმენით იმისთვის, რომ განვვითარდეთ, ზუსტად ასევე და იგივე მიზნისთვის შექმნა ზესისტემამ ფიზიკური სამყარო. მიკრო დონეზე არის საბავშვო ბაღი სკოლა და ა.შ. ჩვენ მათში შევდივართ, ვვითარდებით, გამოვდივათ. მაკრო დონეზე იგივეა ფიზიკური სამყაროც, ქმნილება მასში ჩაეშვება სხეულთა სიმრავლედ, განვითარდება, ავა ზემოთ, შემდეგ კი ახალი მიღწევით ეშვება ახალ სხეულთა სიმრავლედ. ესა თუ ის სხეული კი მხოლოდ ქმნილების განვითარების საშუალებაა.
განვაგრძოთ. რა შეგრძნებაა მოკვდავობის და სასრულობის შეგრძნება და როგორ შეიგრძნობს მას ქმნილება. ქმნილების სხვადასხვა დონეებზე ეს შეიგრძნობა სხვადასხვანაირად. ქვა თავისებურად, შეიძლება ითქვას, რომ არაცოცხალი დონე ამას თითქმის ვერ გრძნობს, ის უბრალოდ არსებობს და ,,იცავს” თავის მოცემულ მდგომარეობას. რაცოცხალ დონეს არ აქვს ,,მეს” შეგრძნება, ამიტომ საკუთარ თავს დანარჩენი ქმნილებისგან არ აცალკევებს. მცენარე ცოტა მეტად. მაგრამ თუ ავიღებთ ცხოველს, მაგალითად ძაღლს, მასთან უკვე ყველაფერი ბევრად უფრო რთულადა. მის ფსიქიკაში ასევე არ არსებობს ,,მე”, ანუ საკუთარი თავის გამოცალკევება. დიახ, ძაღლი გრძნობს ტკივილს, შიმშილს, მაგრამ არ აქვს ,,მე”. ანუ ცხოველს აქვს შეგრძნებები, მაგრამ არ აქვს ინტელექტი, არ აქვს ,,მე”, ის არ აცალკევებს თავს გარემომცველი სამყაროსგან. ადამიანი კი საკუთარ თავს აღიქვამს ცალკეულად, ბუნებისგან გამოყოფილად. ანუ თვლის, რომ არის თვითონ და ყველა დანარჩენი. ადამიანი თავს გამორჩეულად მიიჩნევს. ის თვლის რომ ვლინდება ცალკეული ფსიქიკით, ცალკეული სხეულით, თვლის რომ ყველასგან გამორჩეულია და სხვებს არ ჰგავს. ასე ფიქრობს ნებისმიერი ადამიანი. კუნთის ვექტორიანიც კი, რომელსაც ადამიანთა შორის ყველაზე მინიმალური ეგო აქვს, აღიქვამს თავის თავს სხვებისგან ცალკე, ოღონდ კუნთის ვექტორი ამას აღიქვამს მხოლოდ სხეულებრივად, კუნთს არ აქვს ფსიქიკური ,,მე”, მაგრამ აქვს სხეულებრივი. ადამიანს აქვს საკუთარ სხეულთან თვითიდენტიფიკაცია, სხვა დონეებს კი ეს არ აქვთ. ცხოველმა გაცნობიერებულად ისიც კი არ იცის რომ მოკვდავია და ამას მხოლოდ შეგრძნების დონეზე გრძნობს. ადამიანმა კი ეს იცის. კუნთის ვექტორის შემდეგ არსებობს მასზე ბევრად უფრო მაღალი ეგოიზმები, რომლებიც საკუთარი თავს უფრო მეტად აიგივებენ საკუთარ სხეულთან. თუ კუნთის ვექტორს სხეულთან თვითიდენთიფიკაცია მხოლოდ ფიზიკურ დონეზე აქვს და არა ფსიქკურზე, სხვებს, მაგალითად ვიზუალს ხარისხობრივად ბევრად უფრო მაღალი დონის გაიგივება აქვს სხეულთან, რადგან იქ უკვე არსებობს სრულფასოვანი ცალკეული ,,მე” ფსიქიკაში. თუ ამას დავუმატებთ ვიზუალური ვექტორის არსს (ფიზიკურ, შექმნილ, მატერიალური სამყაროს აღქმას), ამის ფონზე ვიზუალური ვექტორის თვითიდენტიფიკაცია სხეულთან ძალზე მაღალია. მაგალითად ომში კუნთის ვექტორიანი ბრძანებისთანავე უკანმოუხედავად გადადის შეტევაზე, ის მზადაა მოწინაღმდეგე მოკლას და ზედაც შეაკვდეს, მას არც ისე ბევრი აქვს დასაკარგი, რადგან ერთვექტორიან კუნთს პრაქტიკულად არ აქვს ,,მე”. ყველაფერი რაც მან შეიძლება დაკარგოს - ესაა სხეული. მაგრამ ფსიქიკით კუნთის ვექტორი არის ,,ჩვენ”. ამიტომ თუნდაც ერთი სხეული მოაკლდეს, ეს სიმრავლე მაინც რჩება, ამიტომ კუნთის ვექტორი შედარებით ადვილად ეგუება სიკვდილს. ვიზუალთან კი საქმე სხვაგვარადაა, მას დასაკარგი ბევრი აქვს. ვიზუალი მთლიანად ფიზიკურ სამყაროშია, ამიტომ ის თავს სრულიად მატერიალურად აღიქვამს. როდესაც ვიზუალი კვდება, ის კარგავს მთელ მსოფლიოს. ამის გაგება ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გავიაზროთ თუ რა არის სხეული. ქმნილებას აუცილებლად ჭირდება განვითარება. როგორ უნდა გააკეთოს ეს? ქმნილებას აქვს ორი კრიტერიუმი, რომლის მიხევითაც ხდება ევოლუცია. არა სხეულის, არამედ ფსიქიკის ევოლუცია. ადრე თუ გვიან ქმნილება განვითარდა იქამდე, რომ სწრაფად განვითარებისთვის გამოავლინა უამრავი სხეული, რომლებიც იმოქმედებდნენ ერთმანეთთან მიმართებაში. ბევრი სხეული, რომლებიც არც ისე დიდხანს ცოცხლობენ და ექვემდებარებიან ხარისხობრივ განახლებას. ვლინდება სხეული, აღწევს მისაღწევს, კვდება და მის ბაზაზე ვლინდება ახალი, გაუმჯობესებული არსება. ეს ხდება ბევრში ერთდროულად. იმისთვის რომ ქმნილება უფრო სწრაფად აივსოს. თუ ქვა ათასობით წელი აგდია და არაფერი ემართება, ადამიანი 70-80 წლის მანძილზე ვითარდება, შობს ბავშვებს (ავლენს ახალ სხეულებს) და კვდება. ანუ ჩქარდება სხეულთა ცვლის პროცესი, მაგრამ სხეულს იცვლის არა ინდივიდი, არამედ მისი არსი. ადამიანურ დონეზე ვლინდება საკუთარი ინდივიდუალობის და მასზე გარემომცველი სამყაროს ზემოქმედების განცდა. ამ შეგრძნებას ეწოდება სხეული. ასევე ვლინდება ამ სხეულის სასრულობის შეგრძნება, რასაც ჩვენს მატერიალურ სამყაროში შევიგრძნობთ დროის საშუალებით. სხეული სასრულია, ის ბერდება, აქვს მოხმარების ვადა, და რაც მთავარია სხეული იცვლის მდგომარეობას, ყოველ წამს ის ბერდება.
ასე მივდივართ შემდეგ საკითხამდე: ჩვენ გვაქვს ოთხი მეოთხედი, იმის წყალობით, რომ ინფორმაცია და ენერგია გაორების პრინციპით თავს ავლენს ფიზიკურ სამყაროში დროდ და სივრცედ. ფსიქიკური მდგომარეობა ვლინდება სხეულით და მისი ცვალებადობით მატერიალურ სამყაროში. ინფორმაცია ფიზიკურ სამყაროში გახდა დრო, ხოლო ენერგია - გახდა სივრცე. ანუ გამოვლინდა ორი ,,ღერძი”. მდგომარეობის ღერძი ზემოთ (არსთა სამყაროში) და დროის ღერძი ქვემოთ (ფიზიკურ სამყაროში). მათ შორის არის გასაგები, მკაფიო კავშირი. ალბათ გასაგებია, რომ მდგომარეობის ღერძი პირველადია, ხოლო დროის ღერძი - მეორადი.
ყველაფერი რაც ხდება ზემოთ, ვლინდება ქვემოთაც. იცვლება მდგომარეობა, იცვლება რაღაც სხეულშიც. აზრი ცვლის სხეულს. აზრი სხეულს უბიძგებს იმოქმედოს ნელა თუ სწრაფად, იღებს გადაწყვეტილებებს. აზრი პირველადია, სხეული კი მას მიჰყვება. ჯერ ყველაფერი ხდება გონებაში, იცვლება მდგომარეობა (ეს შეეხება ცალკეულ სხეულსაც და მთელ ქმნილებასაც). იცვლება მდგომარეობა არსთა სამყაროში და ამის შედეგი ვლინდება აქ, ფიზიკურ სამყაროში, დროსა და სივრცეში, ჩვენს ქმედებებში. სწორედ ესაა მეშვიდე საკითხი. და ის ჩვენ გვაძლევს პირველ ტონებს ზედა და ქვედა ვექტორებს შორის სხვაობის დასანახად. ის გვეხმარება დავინახოთ რაშია ვექტორების ზედად და ქვედად დაყოფის არსი. ასევე იმის დანახვაში თუ რაში მდგომარეობს ადამიანში ადამიანურ და ცხოველურ არსებად დაყოფის არსი. რა სხვაობა აზროვნებასა და ინტელექტს შორის. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რაც ახლა განვიხილეთ. მიზეზი და მისი გამოხატულება, მდგომარეობა და დრო, არაფიზიკური და ფიზიკური, უსასრულო და სასრული, რეალური (ის რასაც ვერ შეეხებით) და ამ რეალურის შედეგი (შეგრძნება მატერიისა, რომელსაც შეიძლება შეეხოთ, მაგრამ ის არარეალურია). ყოველი რელიგია ამბობს იმას, რომ ეს მატერიალური სამყარო ის სამყარო არ არის, სადაც ყველაფერი ხდება, არამედ მხოლოდ რეალობის ილუზიაა, რომ ეს მხოლოდ რეალობის დამახინჯებული მოდელია და ეს პრინციპში მართლაც ასეა. ყველაფერი რაც ჩვენთან ხდება, არის არსთა სამყაროში მომხდარი ცვლილებების შედეგი. არსი პირველადია, ხოლო ქმედება და შედეგი მეორადი.
მოკლედ ჩვენ ამ ლექციაში განვიხილეთ კიდევ ორი მნიშვნელოვანი საკითხი. ყოველი შემთხვევისთვის მათ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. ჩვენ ვისაუბრეთ ქმნილებაზე, მიღების სურვილზე, ეგოიზმზე, შემდეგ ვისაუბრეთ შემოქმედ არსზე, გაცემის თვისებაზე, ზესისტემაზე. შემდეგ კი გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ისინი თვისობრივად ურთიერთსაპირისპიროა. შემდეგ გავარკვიეთ რომ მათი ურთიერთობა ვლინდება გაორების შედეგად. და ეს გაორება არის ის ბაზისი, რომელზე დაყრდნობითაც ვითარდება ქმნილება ყოველ ეტაპზე. ასევე ვთქვით, რომ ქმნილების ბუნება მეორადია და ვლინდება (ინფორმაციად და ენერგიად) ასევე გაორების შედეგად. რომელიც თავის მხრივ ჩვენ გვეხმარება იმის გაგებაში, რომ არსებობს არსი (ჩანაფიქრი), ანუ ყველაფერს რაც ხდება, აქვს თავისი მიზანი. ქმნილების დაშლილი სხეულების მიზნები, ერთიანდება მთელი ქმნილების მიზანში: შეერწყას შემოქმედს, გადაიქცეს გაცემის თვისებად. და ბოლოს, შემდეგი გაორება ჩვენ გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რა არსი ფიზიკური სამყარო (როგორც არამატერიალური სამყაროს შედეგი). აქ აღსანიშნავია ის, რომ ზედა და ქვედა სამყაროებში, გაორებები ერთდროულად მოხდა.
ჩვენ აქ განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებზეც მოგვიანებით კიდევ უფრო დაწვრილებით მასალებს მოგაწვდით. უბრალოდ ამჟამად ვცდილობთ ჩავყაროთ საფუძველი და მოგცეთ ძირითადი ინფორმაციული ბაზა. ამიტომ ძალიან გთხოვთ ამ ლექციებს ყურადღებით გაეცანით, თუ კითხვები გაგიჩნდათ აუცილებლად მოგვწერეთ. ჩვენ წინ გვაქვს ზედა ვექტორები, მათ შორის სმენის ვექტორი, რომელიც არის ,,ქმნილების გვირგვინი”, ყველაზე დიდი ინტელექტი, ვექტორი, რომელიც პასუხისმგებელია ქმნილების არსის გაგებაზე. მაგრამ სანამ ზედა ვექტორებს გავივლით საჭიროა კარგად გვქონდეს გააზრებული ელემენტარული ანბანი.
წინა ლექციაში შეგპირდით, რომ პასუხს გავცემდით იმ კითხვებს, რომლებიც პირველი ნაწილის შესახებ გაჩნდებოდა, ამიტომ გარკვეულ დროს დავუთმობთ იმ კითხვებზე პასუხებს, რომლებიც დაგვისვეს.
კითხვა: გაუგებარია თუ რატომაა ინფორმაცია უსასრულო და ენერგია სასრული.
პასუხი: წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს აქვს რაიმეს გაკეთების ძლიერი სურვილი, იმდენად ძლიერი, რომ მოთმენა არ შეუძლია, ანუ აქვს ძლიერი დაუკმაყოფილებლობა მოცემული მდგომარეობით. ეს სურვილი მას აძლევს ენერგიას მოქმედებისთვის. ენერგია არის სწორედ ის, რაც გვეხმარება მდგომარეობის შეცვლაში. იმაში რომ შევძლოთ ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. მაგალითად აზრებით ან რაიმე სხვით დამძიმებული მდგომარეობიდან, შემსუბუქებულ, ავსებულ, დაკმაყოფილებულ მდგომარეობაში. რას ვხედავთ აქ? ვხედავთ რომ თავისი ენერგიის წყალობით ქმნილება მოძრაობს, იცვლის მდგომარეობებს, რადგან მას აქვს დაუკმაყოფილებელი სურვილები. სურვილი ეს ცარიელი ჭურჭელია, რომელსაც სურს ავსება. სწორედ ეს სურვილი აძლევს მას ენერგიას მოძრაობისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ქმნილების არასრულყოფილება, მისი სასრულობა მიდის იქამდე, რომ ქმნილებას უნდება იმოქმედოს, იმოძრაოს. ამის საპირისპიროდ არსებობს სრულყოფილი, სტატიკური, უკვდავი, დაუსაბამო შემოქმედი არსი, რომელიც არსაით არ იძვრის, ის იმყოფება განსაზღვრულ სტადიაზე, განსაზღვრულ მდგომარეობაში.
შემოქმედის არსი უსასრულობაა. ქმნილება ცვალებადი და მოძრავია, რადგან ქმნილებას აქვს უკმარისობის გრძნობა. ამიტომაც ქმნილებას აქვს ენერგია, რომელიც ეხმარება იმოძრაოს და შეიცვალოს მდგომარეობა. არის ბოლო მიზანი, რომელსაც ეწოდება შერწყმა შემოქმედ არსთან, ქმნილება გადის განსაზღვრულ გზას, იმისთვის რომ მიაღწიოს უმაღლეს მდგომარეობას. პრინციპში ქმნილება მიისწრაფვის იქით, საიდანაც დაიწყო, ოღონდ პირველი გაუცნობიერებელი სრულყოფილების ნაცვლად ესწრაფვის გაცნობიერებულ სრულყოფილებას. ქმნილება იკმაყოფილებს მოცემულ სურვილს, შემდეგ მისი სურვილის ზომა იზრდება და ასე თანდათან უახლოვდება შემოქმედ არსს. ანუ ქმნილებას სურს მისი მიღების სურვილი აავსოს იმდენად, რომ აქციოს შემოქმედი არსის გაცემის სურვილად. ამიტომ ერთი მდგომარეობიდან, ენერგიის დახმარებით ქმნილება გადადის მეორე მდგომარეობაში.
უსასრულობიდან სასრულით, ახალი უსასრულობისაკენ. ანუ მიზანი ვლინდება ინფორმაციად, ხოლო გზა მიზნისკენ ენერგიად. ქმედება ანუ ენერგია სასრულია, ხოლო მიზანი, ანუ ინფორმაცია უსასრულო.
კითხვა: თუ შიძლება გვიპასუხეთ თუ როგორ შეესაბამება სისტემური აზროვნება სხვა სწავლებებს, მაგ: კრიშნაიზმს, ბუდიზმს და ა.შ.
პასუხი: იმისთვის რომ სრულფასოვანი პასუხის გაცემა შევძლოთ თუ როგორ შეესაბამება სისტემური აზროვნება სხვა ნებისმიერ სწავლებას, ჩვენ დაგვჭირდება ჩავატაროთ საკმაოდ დიდი სამუშაო, რომ ჯერ გავიგოთ რაშია ამა თუ იმ სწავლების არსი. შეიძლება ზოგადად კიდეც ვერკვეოდეთ სხვადასდხვა სწავლებებში, მაგრამ შეუძლებელია ყოველი სწავლება არსობრივად ვიცოდეთ. არის კიდევ მეორე პრობლემა. როდესაც ვესაუბრებით ამა თუ იმ პიროვნებას და ვუხსნით, რომ ჩვენი მიდგომა რადიკალურად განსხვავდება იმ მიდგომებისგან რომელიც სხვებს აქვთ ამ სწავლებებისადმი, როგორც წესი ისინი ჩვენი მოსაზრების გაუცნობიერებლად, იცავენ არსებულ გაბატონებულ და ერთგვარად შაბლონურ შეხედულებებს. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ შემდეგ ვარიანტს: თუკი არის რაიმე მდგომარეობა ამა თუ იმ სწავლებაში, იქნება ეს ბუდიზმი, დაოიზმი, კაბალა, თუ რაიმე სხვა, ჯობია განვიხილოთ კონკრეტულად ის საკითხი, რომელიც თქვენ გაწუხებთ. ოღონდ ეცადეთ ყურადღება არსზე გამახვილოთ, რომ შევძლოთ ძირეულად მსჯელობა. შემდეგ კი განვიხილოთ და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები. თუ ძალიან გინდათ შეადაროთ მთელი სწავლებები, კი ბატონო, ჩამოაყალიბეთ რამოდენიმე პუნქტად რაშია თქვენთვის საინტერესო სწავლების არსი, და ჩვენც ასევე თანმიმდევრობით განვიხილავთ თითოეულს სისტემური აზროვნებს თვალსაზრისით. ეს უფრო სწორი იქნება, ვიდრე ის, რომ ჩვენ არსში გაუცნობიერებლად ვაკეთოთ დასკვნები.
კითხვა: გთხოვთ უფრო დაწვრილებით განგვიმარტოთ სასრული და უსასრულო ნაწილების აზრი მატერიაში.
პასუხი: როგორც უკვე განვმარტეთ, აბსტრაქციის პირველ დონეზე, პირველი გაორება არის შემოქმედის მიერ ქმნილების გამოვლენა. გაორების მეორე დონეა, როდესაც ქმნილება იყოფა ინფორმაციად და ენერგიად. როგორც ვთქვით, მასაც აქვს სასრული და უსასრულო ნაწილები (ენერგია სასრული, ხოლო ინფორმაცია უსასრულო). შეიძლება ითქვას რომ ენერგია არის ინფორმაციის უკმარისობის შედეგი. მაგრამ თუ ჩვენ ჩამოვალთ კიდევ უფრო ქვემოთ და თავის მხრივ იფნორმაციასაც და ენერგიასაც გავყოფთ ორ-ორ ნაწილად, დავინახავთ გაორებას იმავე პრინციპით. არსებობს უსასრულო ინფორმაცია და ესაა სმენის ვექტორი, ანუ სმენა არის ვექტორი რომელიც მიგვიძღვის ჩვენ შემოქმედთან შერწყმის გზაზე, ამიტომ ის ატარებს უსასრულო ფუძეს (როგორც შემოქმედი). და არის სასრული ინფორმაცია - ვიზუალური ვექტორი, რომელიც ჩვენთან ასოცირდება შექმნილ საყაროსთან. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ როდესაც ჩვენ ზემოთ აღწერილ ხუთ საკითხს განვიხილავდით, ჩვენ არ განგვიხილავს მატერია, ვსაუბრობდით მხოლოდ არსზე, მხოლოდ აზრების სამყაროზე. მოკლედ თუ ინფორმაცია გაორდა, ისიც თავის მხრივ დაიყოფა სასრულ და უსასრულო ნაწილებად. იგივე მოხდება ენერგიასთანაც (ყნოსვა და ორალი), სასრული იქნება ორალური ნაწილი, უსასრულო კი ყნოსვითი ნაწილი.
კითხვა: თქვენს სწავლებაში გამოყენებულია თეზისი, რომ ნებისმიერი სურვილი უზრუნველყოფილია მისი დაკმაყოფილებისთვის საჭირო თვისებებით. თუ ეს ასეა, მაშინ რატომ ხდება, რომ რეალურად ძალზე ცოტა ახერხებს რეალიზებას და სურვილთა დაკმაყოფილებას. და კიდევ, საკმარისია თუ არა ამის გასაგებად თქვენს მიერ წინა ლექციაში მოყვანილი ჭიქის მაგალითი?
პასუხი: რა თქმა უნდა ამ ყველაფრის უფრო დეტალური აღწერაც შეიძლება, თანაც ისე, რომ საერთოდ არ გახდეს საჭირო ჭიქის, ან რაიმე სხვა მაგალითი. შევხედოთ ქმნილების წინა სამ სტადიას (არაცოცხალს, მცენარეულს და ცხოველურს). რა განასხვავებთ მათ ადამიანისგან? როგორც აქამდე ვთქვით, რაღაც აზრით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ყოველი მოვლენის ურთიერთსაპირისპიროობა. რაც უფრო ქვედა დონისაა მოვლენა, მით მეტად მრავალფეროვანია მისი იერსახე, მით მეტი კუთხიდან შეიძლება მას დავაკვირდეთ და შესაბამისად მით მეტი შანსი გვაქვს დავინახოთ მისი საპირისპიროობა სხვა სახის გამოვლინებებთან. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი რაღაც აზრით საწინაღმდეგოა ქმნილების წინა სამი სტადიისა. იმ აზრით, რომ წინა სამი სტადია თითქმის საერთოდ არ ფლობს ,,ნების თავისუფლებას”. მაგალითად ქვას ,,ნების თავისუფლება” საერთოდ არ აქვს, სადაც გაჩნდა სულ იქ არის, იქიდან თავისით ვერსად წავა და არც ამის სურვილი გაუჩნდება. ქვის აწმყო, წარსული და მომავალი მთლიანად გარე ფაქტორებისგანაა განპირობებული. მისი არაცოცხალი სურვილი ძალზე პატარაა, პრიმიტიულია და მხოლოდ არსებობას მოიცავს. ყველაფერი დანარჩენი კი მისთვის თანდაყოლილია. ისევე როგორც პირველგამოვლენილ ქმნილებას მიეცა სიცოცხლე და მას არ ჰქონია უარის თქმის შანსი. თუ მცენარეს შევხედავთ, ძირითადად მასთანაც იგივეა, თუმცა მცენარეს ემატება გარკვეული სურვილები, შეუძლია ფოთლები მზისკენ შეაბრუნოს, მაგრამ ძირითადად მასთანაც ყველაფერი თანდაყოლილია, ისიც კი არ შეუძლია სხვა ადგილზე გადაინაცვლოს. თუ ცხოველურ დონეს ავიღებთ, გვეჩვენება, რომ ცხოველს ბუნებამ არჩევანის ბევრად მეტი საშუალება მისცა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ასე არ არის. კი, ცხოველს შეუძლია გადაადგილდეს, იჩხუბოს, შეიძლება რაღაც უკვე მასზეც იყოს დამოკიდებული, მაგრამ არც ისე ბევრი, რადგან ცხოველები მოქმედებენ არა ინტელექტით, არამედ ინსტიქტებით. რა არის ინსტიქტი? ესაა ზესისტემის ნების გამოხატულება. ბუნება ამბობს, რომ შემოდგომაზე ფრინველები თბილ ქვეყნებში უნდა გაფრინდნენ და ისინიც უსიტყვოდ ემორჩილებიან ბუნების მოთხოვნებს. ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი ადამიანურ დონემდე, არ ფლობს არანაირ ნებას და იძულებულია იცხოვროს ბუნების კანონების თანახმად. ავიღოთ მაიმუნი, ერთერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ცხოველი. შეიძლება ის სხვა ცხოველებზე ჭკვიანია, მაგრამ მაინც ყოველი მაიმუნი მუშაობს ჯოგისთვის, იქ არის დამოკიდებულებები, შეიძლება მეთაურიც ჰყავთ, მაგრამ მაინც ყველაფერს ბუნების კანონთა მორჩილებით აკეთებენ. იმიტომ რომ ცხოველური დონე ჯერ არ განვითარებულა იმ საფეხურამდე, რომ შეეძინა არჩევანის უფლება. ამიტომაც ადამიანურ დონემდე არსებული სტადიები შემოსაზღვრულნი არიან. ცხოველური დონე ვითარდება რაღაც სტადიამდე, შემდეგ კი ვლინდება ხარისხობრივად ახალი დონის ქმნილება. ანუ მაგალითად მაიმუნი კი არ აგრძელებს უსასრულოდ აჭკვიანებას, არამედ ვლინდება სრულიად ახალი სახის ქმნილება. ხარისხობრივად ახალი სურვილის ჭურჭელი იძენს ახალ სხეულს. ამ ჭურჭლის განვითარება გვაძლევს ქმნილების ახალ სახეობას. ანუ ქმნილების ნაწილი გარდაიქმნება უფრო მაღალი დონის ქმნილებად და ადგება საკუთარი განვითარების გზას. ადამიანურ დონეზე უკვე ყველაფერი სხვაგვარად მუშაობს. არაცოცხალ, მცენარეულ და ცხოველურ დონეებთან შედარებით, ადამიანი ფლობს განვითარების კოლოსალურ შესაძლებლობას.
ეს გამოხატულია მისი სხეულით, განვითარების შემდგომი პროცესი შევიდა სხეულის შიგნით. ბუნებამ მოძებნა მაქსიმალურად საჭირო სხეულის ფორმა, განვითარების შემდგომი პროცესი კი უკვე მის ფსიქიკაში მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ სხვა დონეებთან შედარებით ადამიანური ფორმა ბევრად აღმატებულია და მიახლოებულია სამყაროს მოდელთან. ვინაიდან შემდეგი განვითარება დაიწყო უკვე ადამიანის შიგნით, ადამიანმა შედეგად გამოავლინა ახალი სურვილები. ადამიანის სურვილები მიისწრაფვის უსასრულობისკენ, მას სურს უფრო და უფრო მეტი. რასაც არ უნდა შეხედოთ, იქნება ეს მატერიალური კუთვნილება თუ მეტაფიზიკური სურვილები, ადამიანს მაინც არსებულზე მეტი სურს. შედეგად ადამიანი განვითარდა იქამდე, რომ მან ერთგვარად გვერდზე გაწია ბუნებრივი ჩარჩოები და შეიძინა არჩევანის თავისუფლება. მაგალითად აირჩევს ბუნების კანონებით ცხოვრებას, თუ უარს იტყვის მასზე და ეცდება განვითარების ალტერნატიული გზის მოძებნას. ამ ყველაფრის რეზულტატად ვიღებთ შემდეგ სურათს: ცხოველს არ აქვს არჩევანის თავისუფლება, მაგრამ მეორე მხრივ ის არ იტანჯება არარეალიზებულობის გამო, მისთვის ყველაფერი თანდაყოლილია, აქვს კბილები - იკბინება, რქები აქვს - ირქინება. ადამიანთან ასე აღარ არის, ადამიანისთვის თამაშის სხვა წესები არსებობს. თუ სურს, შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც თავში მოუვა, თუ სურს იმუშავებს, თუ არ სურს - არ იმუშავებს. ადამიანს უამრავი შესაძლებლობა აქვს გახსნილი. მაგრამ სამაგიეროდ თუ ადამიანი უარს იტყვის ფუნქციის შესრულებაზე, ამის საფასური გაცილებით მაღალია. ამ საფასურს ეწოდება ტანჯვა. ტანჯვა საკუთარი არარეალიზებულობის განცდის გამო. მოკლედ აწუხებს განცდა, რომ განვითარებულია საკუთარი არჩევანის მიხედვით, მაგრამ იმ გზით არა, საითაც საჭირო იყო, ანუ კი განვითარდა, მაგრამ - ცუდად. რამდენადაც ადამიანს მიცემული აქვს ტკბობის უზარმაზარი პოტენციალი და განვითარების შესაძლებლობა, ზუსტად იგივე დოზით აქვს მიცემული ტანჯვა გზიდან გადახვევის გამო (ბუნებაში ყველაფერი დაბალანსებულია). მთავარი დავალება: ,,შეიცან თავი შენი!” ჩვენშივეა ჩადებული. თითოეული ჩვენგანის ფუნქციური სარეალიზაციო გზების რაოდენობა უსასრულოა, შეგვიძლია ვიპოვოთ საკუთარი ჯგუფი, მოვიპოვოთ კუთვნილი ,,ნამცხვრის ნაჭერი” და ავიღოთ, თუ ეს სწორად გავკეთეთ, ბედნიერები ვართ. მაგრამ თუ საკუთარ გზას ვერ იპოვნით, მაშინ მოგიწევთ იმის ყურება როგორ ახერხებენ სხვები იმას, რის გაკეთებაც თქვენ ვერ შეძელით და ეს ტანჯვას მოგაყენებთ. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობთ: ნებისმიერ სურვილის ჭურჭელი უზრუნველყოფილია ავსებისთვის საჭირო თვისებებით. ეს გამომდინარეობს ფუძისეული, ყველაზე ღრმა არსიდან. შემოქმედმა შექმნა ქმნილება და მას მისცა ავსების 100% შესაძლებლობა, მაგრამ როდესაც ზესისტემა ჩვენ გვკარნახობს: -,,წადი, ეს გაკეთე და ბედნიერი იქნები!” ჩვენ ამის შესრულებით ბედნიერი ვხდებით, მაგრამ ამასთანავე გამოვიყურებით როგორც ნების არმქონე ცხოველები. ხოლო ადამიანურ დონეზე ზესისტემა ამბობს: ,,წადი და გაკეთე რაც გსურს!” ბედნიერება არსად არ ქრება, ის ჩვენს ირგვლივაა და მხოლოდ მისი მოპოვებაა საჭირო. საჭროა მხოლოდ საკუთარი არჩევანი გაცნობიერებლი იყოს, ასევე გვმართებს პირადი ძალისხმევა იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ის, რაც გვსურს. ამისთვის გვაქვს საჭირო ინსტრუმენტიც, ესაა გონება. დავალება ,,შეიცან თავი შენი!” კაცობრიობის შექმნიდან არსებობს, მაგრამ ძველად ადამიანის სურვილების ჭურჭელი ძალზე პატარა იყო. ადამიანი დროთა განმავლობაში ვითარდებოდა და ამასთან ერთად იზრდებოდა მისი სურვილებიც. ადამიანები განვითარებასთან ერთად კარგავდნენ პირველყოფილ კავშირს ბუნებასთან, ამასთან ერთად დაკარგეს იმის ქვეცნობიერი გაგება, რომ ჩვენ განვსხვავდებით. დღეს კი სისტემური აზროვნებისა და ვიქტორ ტალკაჩოვის წყალობით,
სრული მასშტაბითა და მთელი თავისი ბრწყინვალებით ხელახლა, უკვე ცნობიერ დონეზე იწყება ამ ცოდნის გახსნა. ჩვენ ვიგებთ ვინ ვართ ჩვენ და რა არის ჩვენს ირგვლივ არსებული სამყარო. ეს კი გვეხმარება შევასრულოთ საკუთარი დავალება და მოვახერხოთ თვითგაცნობიერება, ეს კი თავის მხრივ დაგვეხმარება გავხდეთ ბედნიერნი. ხოლო ის, რომ ჩვენს ირგვლივ ვხედავთ ბევრ არარეალიზებულ და უბედურ ადამიანს, ეს მხოლოდ შედეგია იმისა, რომ მათ ვერ შეძლეს საკუთარი ბუნებრივი დავალების შესრულება. მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ შეეძლოთ, ან არ შეუძლიათ გამოსწორება და ტკბობის მიღება.
შემდეგი კითხვა ეხება რეინკარნაციას: ის რომ ადამიანს აქვს სასრული და უსასრულო ნაწლები, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მისი უსასრულო ნაწილი რეინკარნირდება?
პასუხი: აქ მნიშვნელოვანია თუ რას იგულისხმებთ რეინკარნაციაში. თუ გულისხმობთ რეინკარნაციის კლასიკურ გაგებას (რომ ჩვენ გვაქვს უკვდავი სული, რომელიც ჩვენი სიკვდილის შემდეგ გადადის სხვა სხეულში, შეიძლება მცენარეში ან ცხოველშიც კი) მაშინ ეს ასე არ არის. სისტემურად არ არსებობს ასეთი რეინკარნაცია, და არც ,,მეს” ასეთი გაგება. არსებობს კაბალისტი ბაალ სულამის მიერ მოყვანილი საკმაოდ კარგი მაგალითი პიჯაკის შესახებ. რა არის სხეული? სხეული ესაა ერთგვარი სამოსი (პიჯაკი), რომელიც აცვია ჩვენს ფსიქიკას. რისთვის? იმისთვის რომ მან შეძლოს განვითარება მატერიაში. რა არის ვექტორი თავისთავად? ვექტორი თავისთავად არის ერთგვარი არსი, რომელიც გამოხატულია მრავალი ადამიანის სხეულში (მაგალითად: ვიზუალური ვექტორის არსი, გამოვლენილია ადამიანთა 5%, ანუ დაახლოებით 400 მილიონ ადამიანში), ერთი არსი და მისი გამოხატულება მრავალ სხეულში. ჩვენი ,,მე” მოდის საკუთარი არსის სხეულთან გაიგივებით. რეალურად ჩვენს ,,მეს” არანაირი წარსული ცხოვრებები არ ჰქონია. თქვენ წინა ცხოვრებაში არ ყოფილხართ არც მეფე, არც კაპიტანი, არც პრინცესა და არც ზებრა. იმიტომ რომ ,,მეს” შეგრძნება, ანუ საკუთარი არსის ასოცირება კონკრეტულ სხეულთან წარმოიშობა მხოლო იმის ძალით, რომ მოცემულ ეტაპზე ჩვენ გამოვვლინდით მოცემული სხეულით. ვიზუალური ვექტორის არსი ყოველ სხეულში ერთნაირია, სულიერ სამყაროში ყველაფერი მსგავსი ერთში ერთიანდება. ნებისმიერი ვექტორის არსი, მხოლოდ ერთია, შემდეგ მატერიაში ეს არსი იშლება სხეულთა სიმრავლედ და ვიღებთ ბევრ ,,მეს”. როდესაც სხეული კვდება - მისი ,,მე” ქრება. რჩება მის მიერ დაგროვილი ინფორმაცია, რომელიც გადამუშავებული სახით ბრუნდება საერთო არსთან და შემდეგ ხელახლა ვლინდება ახალ, უფრო მაღალი წესრიგის სხეულში, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს თქვენს ამჟამინდელ ,,მესთან”. ამიტომ არ არსებობს რეიკარნაცია იმგვარად, როგორც ამას კლასიკურად ხსნიან. რეინკარნაციის რეალური არსი გაცილებით უფრო საინტერესოა. ამას უფრო დაწვრილებით ვიზუალურ ვექტორში შევეხებით. ამით კითხვები მთავრდება, ამიტომ ვუბრუნდებით ძირითად თემას.
მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე
მსგავსი სტატიები