სტივენ კინგის მოკლე ვექტორული ანალიზი


სტივენ კინგის მოკლე ვექტორული ანალიზი

მოდით, შიშზე ვილაპარაკოთ.

ამ სტრიქონებს ცარიელ სახლში ვწერ. ღამეა. ფანჯრებს თებერვლის ცივი წვიმა ეხეთქება. ასეთ მომენტებში ადამიანები ხშირად კარგავენ გულდაჯერებას და მათ შიში ეპარებათ... ამიტომ მოდით, გულწრფელად ვისაუბროთ შიშზე. შიშისგან არ ვიყვირებთ და არც ოხვრასა და ვიშვიშს დავიწყებთ, ვილაპარაკებთ მშვიდად. იმის შესახებ ვისაუბრებთ, თუ ზოგჯერ როგორ იცვლება ყოველდღიური ბუნებრიობა, შემაძრწუნებელი მოულოდნელობით.

... ღამღამობით ვცდილობ, ფეხები ყოველთვის საბნით მქონდეს შეფუთნილი. თუმცა უკვე დიდი ხანია ბავშვი აღარ ვარ, მაგრამ... ვერ ვიძნებ, საბნიდან თუ ფეხი მაქვს გამოყოფილი. სიბნელეში უცებ რაღაც ურჩხულის ცივი ხელი რომ გამოჩნდეს და მტაცოს... მეც შემზარავად დავიყვირებ, ისე, რომ მკვდარსაც ფეხზე წამოვაგდებ.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გამონაგონია და სინამდვილეში არასოდეს მოხდება, ისევე, როგორც არ არსებობს არავითარი ღამის ქმნილება, ვამპირები, მონსტრები და ა. შ. ისინი არარეალურნი არიან. საწოლის ქვემოთა ურჩხულის ცივი ხელიც გამონაგონია. მე ეს ვიცი და მიუხედავად ამისა, ყოველთვის საბნის ქვეშ ვმალავ ფეხებს, რათა ურჩხულმა არ მტაცოს ხელი....

ეს ამონარიდი გამომცემლობა პალიტრას მსოფლიოს რჩეული მოთხრობების მე-11- ტომის შესავალია და იმავე მოთხრობების ავტორს ეკუთვნის. წლების წინ, როდესაც ეს შესავალი და პირველი მოთხრობა წავიკითხე, მხოლოდ ერთი კითხვა გამიჩნდა - იყო თუ არა სტივენ კინგი როდისმე ბედნიერი.

ამ კითხვაზე პასუხი ახლაც არ ვიცი და ალბათ, თავად ავტორის გარდა, არავის ეცოდინება, თუმცა, ჩვენი ფსიქოლოგიური ინტერესის დაკმაყოფილება შეგვიძლია და, მოდით ვნახოთ, „რა ვექტორებმა ჰქმნეს“ გენიალური სტივენ კინგი.

მაშ ასე, კინგი შვიდვექტორიანია, მას აქვს კუნთის, ანალური, კანის, ორალის, ვიზუალის, სმენისა და ყნოსვის ვექტორები.

სცენარით ანალ-სმენაა, ყნოსვის ძლიერი გავლენით, ტემპერამენტი კი ათიან შკალაზე დაახლოებით 8-9 ქულით შეიძლება შევაფასოთ.

ანალური ვექტორი - ერთ -ერთი სცენარული ვექტორია, ცხოველური განვითარების დონით. მისი ამოცნობა სცენარული ვექტორიც რომ არ იყოს, მაინც ადვილი იქნებოდა - კინგს აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობდა მასწავლებლად, 23 წლისამ შექმნა ოჯახი, უკვე 48 წელია მას ინარჩუნებს და რაც მთავარია, მისი ნაშრომები - გარდა იმისა, რომ მას რამდენიმე ათეული ნოველა აქვს დაწერილი და კვლავ აგრძელებს აქტიურ შრომას, საკმაოდ სქელტანიანი, დეტალური და ვრცელია.

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სტივენს ანალურ ვექტორში აქვს წყენის მდგომარეობა, სავარაუდოდ, მშობლის მიმართ - როგორც ვიცით, კინგის მამამ ოჯახი გაუფრთხილებლად მიატოვა, როცა სტივენი მხოლოდ ორი წლის იყო. ოჯახს სიდუხჭირის წლების გადატანა და საცხოვრებლის საკმაოდ ბევრჯერ შეცვლა მოუწია.

ამ ვექტორის დაზიანებას მიუთითებს ისიც, რომ კინგის თქმით, მას სურდა, დაერტყა თავისი შვილებისათვის და თუმცა ეს არ გაუკეთებია, თავს მაინც საშინლად დამნაშავედ გრძნობდა ასეთი იმპულსების ქონის გამო.

კანის ვექტორი განვითარებით ოდნავ ჩამორჩება ანალურ ვექტორს, თუმცა მაინც განვითარების ცხოველურ დონეზეა. სიმდიდრე მან საკუთარი შრომით დააგროვა, კარიერის დასაწყისში კი მასწავლებლად, სცენარისტად, გოთიკური ნოველების მწერლად მუშაობდა, უშვებდა ადგილობრივ გაზეთს ძმასთან ერთად, არის პროდიუსერი, მუსიკოსი, რეჟისორი და საკუთარი წიგნების ეკრანიზაციებშიც იხილავთ ეპიზოდურ როლებში. ასევე, ცოლ-ქმარ კინგებს აქვთ თავიანთი რადიო სადგური.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კინგი საკმაოდ აქტიურ ქველმოქმედებასაც ეწევა - მილიონობით დოლარით ეხმარება ბიბლიოთეკებს, სახანძრო დეპარტამენტს, სკოლებს და ა. შ. გარდა ამისა, მას და მის მეუღლეს აქვთ თავიანთი საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც საშუალოდ 2,8 მლნ დოლარის გრანტებს გასცემს ყოველწლიურად.

1980-იან წლებში სტივენ კინგი ეტანებოდა ალკოჰოლს და იყო კოკაინის მომხმარებელი. მის შემთხვევაში ეს სამი ვექტორის დაზიანების გამოა - კანის, სმენისა და ვიზუალის. მიუხედავად განვითარების საკმაოდ მაღალი დონისა, კანის ვექტორს ძლიერი სტრესი აქვს, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია მძიმე ბავშვობით. სმენის ვექტორის დაზიანებებისა და მძიმე დეპრესიულობის გამო, მდგომარეობამ უფრო მძიმე ფორმები მიიღო, რამაც ის საბოლოოდ ალკოჰოლიზმამდე და ნარკოტიკებამდე მიიყვანა. კინგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩართული იყო ანონიმური ალკოჰოლიკების პროგრამაში და, საბედნიეროდ, მოახერხა მდგომარეობიდან გამოსვლა.

მესამე ვექტორი ამ კომბინაციაში ვიზუალური ვექტორია - მისი „წვლილი“ ფობიებს - ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სტივენის მთავარი შიში, წერის უნარის დაკარგვას უკავშირდება. ერთის მხრივ სმენურად ნაპოვნ გამოსავალს, დაეწერა ყველაფერ იმ საშინელების შესახებ, რაც მის თავში ხდებოდა, რათა მათ ძალა დაეკარგათ, დაუპირისპირდა შიში, რომ წერას ვეღარ შეძლებდა და გამოსავალი ნარკოტიკულ საშუალებებში იპოვა, სტივენს ეგონა, რომ ის რაიმე სახის თრობის გარეშე წერას ვერ შეძლებდა.

ვიზუალური ვექტორი - ცხოველურის ადამიანურ განვითარების დონეზეა თუმცაღა, საკმაოდ დაზიანებულია. კინგის ვიზუალის ვექტორი დახუნძლულია სხვადასხვა ფობიებით, შიშებით, დაუცველობის შეგრძნებით, რაც მიუხედავად ყველაფრისა, გენიალურად ვლინდება მის ნაწარმოებებში, რომლებიც არამარტო საოცარი სიცხადით, ფერებითა და განწყობებით წარმოგვიდგენს პერსონაჟების მდგომარეობას, არამედ ბოლომდე გვაგრძნობინებს მათ, არამხოლოდ შიშებსა და ფობიებს, არამედ ყველა ემოციასა და გრძნობას. ძირითად ხაზად საშინელებათა ჟანრი, სწორედ ვიზუალისა(და მასთან ერთად ყნოსვის ვექტორის) სტრესების დამსახურებაა.

ამის მიზეზად, გარდა სხვა პირობებისა, შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა გამოვყოთ: მამამისის წასვლა სახლიდან, როცა სტივენი ორი წლის იყო; მეგობრის სიკვდილი, რომელსაც კინგის თვალწინ გადაუარა მატარებელმა და მოგვიანებით 1999 წელს ავარია, როდესაც ის მძიმედ დაშავდა და გამოსაჯანმრთელებლად მრავალი თვე დასჭირდა.

ვიზუალის ვექტორთან ერთად კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ სმენის ვექტორის „დამსახურება“, ვიზუალური ფობიების მეტისმეტად გამძაფრებასა და უსასრულო მასშტაბების მიღებაში.

ორალური ვექტორი - ცხოველურის ადამიანურ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ყნოსვის ვექტორი ხშირად ახდენს გავლენას ორალური ვექტორის გამოვლინებაზე, ამ შემთხვევაში ეს უკანასნელი გამართულია, კინგის გამოსვლები არაა რთული მოსასმენი, მას იხილავთ სხვადასხვა შოუში, მისი ნათქვამი ყოველთვის კონკრეტულია, კარგადაა აქცენტირებული და სიტუაციის შესაბამისი იუმორის დოზითაა გაჯერებული. მიუხედავად ამისა, ის არ გამოირჩევა საუბრის სიყვარულით - რაც სცენარული სმენისა და ყნოსვის ვექტორის გავლენის გამოა. ორივე ვექტორი ინტროვერტია, ყნოსვას კი როგორც წესი, ჩრდილიდან მოქმედება ურჩევნია ტრიბუნას.

სტივენ კინგს ზედა ვექტორებიდან ორი დომინანტი ვექტორი აქვს - სმენისა და ყნოსვის. ორივე საკმაოდ განვითარებულია, სმენა ცხოველურის ადამიანურ, ხოლო ყნოსვა მცენარეულის არაცოცხალ დონემდე. მათი განვითარების დონეები იძლევა საშუალებას, რომ ამ ორმა ვექტორმა შეწყვიტოს ერთმანეთში კონკურირება, სმენა სცენარში ავიდეს, ხოლო ყნოსვამ თავის გამოვლენა შეძლოს.

თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ყნოსვის ვექტორი აშკარად ეტყობა სტივენის გარეგნობას, გამხდარი სახე, ჩამჯდარი წვრილი თვალები და გამჭოლი მზერა სწორედ ყნოსვისეულია.

კინგის ნაწარმოებები გამოირჩევა ადამიანის ბუნების, ფსიქიკის თავისებურებების, სისუსტეებისა და შიშების საოცარი ცოდნით. ეს სწორედ ყნოსვის ვექტორის დამსახურებაა. მიუხედავად იმ ორომტრიალისა, რასაც სმენისა და ვიზუალის ვექტორები მწერლის თავში ატრიალებენ, ყნოსვას შეუძლია ცივი გონებით გამოაცალკევოს ისინი, შეისწავლოს და ადამიანის ბუნება, შიშები, ემპათიისა და სიკეთის, მკვლელობისა თუ წარმოუდგენელი საშინელებების ჩადენის უნარები და შემდეგ გაშიშვლებულად წარმოგვიდგინოს. ბონუსად კი - მისი ნაწერები გონებიდან წარუშლელი გახადოს.

ანალურ ვექტორში წყენის მდგომარეობა თავის მხრივ ყნოსვის აქცენტებს უფრო სამყაროსადმი წყენის გათანაბრების, შურისძიებისა და გაბრაზებისკენ წევს, რაც ამ შემთხვევაში, ისევ შეშინების ფორმას იღებს და საშინელებათა ჟანრის არჩევამდე მივყავართ.

რაც შეეხება სმენის ვექტორს, შეიძლება ითქვას, რომ ის გახლავთ ღერძი, რომელზეც კინგის ფსიქიკა აეწყო. სამწუხაროდ, სმენის ვექტორი მძიმედაა დაზიანებული. უზომოდ გადიდებული ვიზუალური ფობიები, ღრმა დეპრესია, ალკოჰოლიზმი, ჰეროინის მოხმარება, თუმცა ამასთან ერთად, უსაზღვრო ნიჭიერება, მრავალმხრივობა და ექვს ათეულზე მეტი ნოველა სწორედ მისი დამსახურებაა.

სმენის ვექტორის გავლენა ჩანს ყველა, თითქმის ყველა სხვა ვექტორზე, ის განაპირობებს სტივენის პროფესიულ არჩევანს, ფანტაზიის უნარს, მწერლობის ნიჭს, დეპრესიულ ჩავარდნებს და ყნოსვის ვექტორთან ერთად - ადამიანის ეგოს, ფსიქიკისა და ბუნების გამოცნობის გამორჩეულ უნარს.

ავტორი: ნუცა ნიკოლიშვილი


მსგავსი სტატიები

  • ელენე ხოშტარიას მოკლე ვექტორული ანალიზი

  • იოზეფ მენგელი – ექიმი სიკვდილი.

  • კახა კალაძის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • ზურაბ ჯაფარიძის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (4)

  • გრიგოლ ვაშაძის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • სალომე ზურაბიშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • კამილა კლოდელის ვექტორული ანალიზი