ჯოან როულინგი - მოკლე ვექტორული ანალიზი


ჯოან როულინგი - მოკლე ვექტორული ანალიზი

ჩვენი გაკეთებული არჩევანია ის, რაც განსაზღვრავს, თუ რანი ვართ სინამდვილეში და არა ჩვენი შესაძლებლობები. ჯ. კ. როულინგი

ჯ. კ. როულინგი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალია, რომელმაც სამყაროს ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყარო აჩუქა და უამრავი ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. საინტერესო იქნება, ვნახოთ რა ვექტორები აქვს მას და რა განაპირობებს მის ასეთ გენიალურ მწერლად ჩამოყალიბებას.

ჯოანი შვიდვექტორიანია, აქვს კუნთის, კანის, ანალური, ორალური, ვიზუალური, ყნოსვისა და სმენის ვექტორები.

სცენარით ანალ-სმენაა, თუმცაღა, ბოლო პერიოდებში აშკარად იგრძნობა კანის ვექტორის გავლენები.

ანალური ვექტორი განვითარების ცხოველურ დონეზეა, რის საუკეთესო დადასტურებასაც მისი წიგნები, წარმოადგენენ. ასევე მას აქვს უმაღლესი განათლება და გარკევული პერიოდის განმავლობაში მასწავლებელიც იყო კიდევაც. ჯოანს ყავს მეუღლე და სამი შვილი. აქედან ერთი პირველი ქორწინებიდან.

ჯოანის ფსიქიკის მოცულობა საკმარისად ვრცელია იმისათვის, რომ დაიტიოს და შექმნას სრულიად ახალი სამყარო, რომელიც არამარტო თვითმყოფადია, არამეც გავრცობისა და განვითარების საშუალებას იძლევა.

სამწუხაროდ, ანალურ ვექტორს დაზიანების კვალი ამჩნევია და ეს დაკავშირებულია წყენებთან - ჯოანის მამა მის ცხოვრებაში საუკეთესო მშობელი არასდროს ყოფილა, ჯოანი და მისი და ხშირად იყვნენ გადამეტებული სიმკაცრის, ფსიქოლოგიური (და, სავრაუდოდ, არამარტო) ძალადობის მსხვერპლნი, რაც დაღად დააჩნდა როგორც მწერლის წიგნებს, ასევე მის პირად ცხოვრებასაც - მისი პირველი ოჯახი სწორედ ძალადობის გამო დაინგრა. წიგნებში კი, უამრავ „მამობრივი თვისების“ მქონე პერსონაჟს გადააწყდებით, მათ შორის სირიუსს, ჰაგრიდსა და დამბლდორსაც კი. ჯ. კ. როულინგს მამასთან ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.

ნაწარმოებებში ასევე კარგად ჩანს ისეთი ანალური ღირებულებებისადმი ხაზგასმა, როგორიცაა მეგობრობა, ერთგულება, ღირსება და ა. შ.

რაც შეეხება კანის ვექტორს, განვითარების ცხოველურ დონეზე დგას. მისი განვითარება საკმაოდ შეაფერხა მძიმე ბავშვობამ, ახალგაზრდობაში გადატანილმა სიდუხჭირემ და მას დღემდე შრომის ფასად უჯდება გამკლავება შიშთან, რომ შეიძლება სიღარიბეს დაუბრუნდეს, ასევე არ იყოს ზედმეტად მოზომილი თავის ხარჯებში.

მიუხედავად ამ დაზიანებისა, ცხოველურის უმაღლეს საფეხურზე განვითარებული კანის ვექტორი (რა თქმა უნდა ყნოსვის ვექტორთან ერთად)  მშვენივრად ავლენს თავს. ჯოანმა  არამარტო მოახერხა, რომ ამოსულიყო სიღარიბიდან, არამედ გამხადარიყო პირველი მილიარდელი მწერალი ქალი, დღეს კი ის ეხმარება 14 საქველმოქმედო ორგანიზაციასა და ფონდს, მათ შორის ლუმოსს, რომელსაც მოგვიანებით დავუბრუნდებით.

საინტერესოა ისიც, რომ სწორედ ქველმოქმედების გამო ჯოანმა დაკარგა მილიარდელის სტატუსი, რადგან 2011 წელს დაახლოებით 160 მილიონი დოლარი სწორედ ქველმოქმედებას მოახმარა.

ზედა ვექტორებიდან ჯ. კ. როულინგს აქვს ოთხივე, ვიზუალური, ორალური, სმენისა და ყნოსვის ვექტორები.

ვიზუალური ვექტორი ადამიანური დონის ცხოველური განვითარების დონეზეა და ამის ერთ-ერთი მთავარი დამადასტურებელი ფაქტი ჰარი პოტერის წიგნებში გატარებული მთავარი მესიჯია - სიყვარული არის უმთავრესი ძალა, უმაღლესი ღირებულება და ის, რაც ადამიანებად გვაქცევს.

გარდა იმისა, რომ ვიზუალის ვექტორი ღიად ჩანს მის გემოვნებაში, ნაწერებსა და, როგორც ზევით აღვნიშნეთ მთავარ მესიჯებში, არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ამბავი, რომელიც აუცილებლად უნდა ითქვას.

ეს მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციის, ლუმოსის საქმიანობა, რომლის მიზანსაც არც მეტი, არც ნაკლები, ობოლთა თავშესაფრებისა და სხვა მსგავსი ორგანიზაციების საქმიანობის დასრულება წარმოადგენს.

ჯოანი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ამ თემას ყურადღება მიაქცია და საზოგადოების ინტერესი მიმართა იმ პრობლემებისა და ზიანისაკენ, რომელსაც ასეთი ორგანიზაციები უქმნიან ბავშვებს. (საინტერესოა, რომ ამ ბავშვთა 90% არაა ობოლი, აქვს რაიმე სახის ჯანმრთელობის ან ქცევითი პრობლემა, ან მათი მშობლები ფიზიკურად ვერ ახერხებენ მათ უზრუნველყოფას. კვლევების თანახმად, ასეთ თავშესაფრებში ხელი ეშლება ბავშვების გონებრივ განვითარებას, მორალურად სწორად ჩამოყალიბებასა და უქმნის ემოციონალურ პრობლემებს. ამ ბავშვებს ხშირად არ აქვთ კარგისა და ცუდის, სწორია და არასწორის გარჩევის უნარი).

თუმცაღა, ვიზუალურ ვექტორსაც აქვს დაზიანებები -ისევ და ისევ წარსული ტრამვებიდან გადმოყოლილი - ჯოანს, მისივე თქმით, ჯერ კიდევ აქვს თვითშეფასების პრობლემა, ეშინია ახლობელი ადამიანების დაკარგვისა, ხოლო სტრესის დროს ის დღემდე ცალკევდება, თითქოს თავის სამყაროში იზოლირდება და ურთულდება ჩვეულ რეჟიმში დარჩენა.

რაც შეეხება ორალურ ვექტორს, ის განვითარების მცენარეულ დონეზეა - ჯ. კ. როულინგს არ უყვარს და დიდ ძალისხმევად უჯდება სახალხო გამოსვლები, ინტერვიუები, აუდიტორიასთან ურთიერთობა, ამასთან ვიზუალისა და ყნოსვის ვექტორების გავლენით ორალური ვექტორი თავს წერისას, ასევე იუმორის გრძნობასა და საინტერესო გამონათქვამებში პოვებს. აღსანიშნავია, რომ მწერალს უყვარს მზარეულობა.

ყნოსვის ვექტორი განვითარების დონით მცენარეულის არაცოცხალ დონეზეა. ის კარგად ჩანს როგორც მის ცხოვრებაში - მან მოახერხა სიღარიბიდან ამოსვლა, გაუძლო მძიმე ბავშვობას, ოჯახურ ძალადობას და შეძლო არამხოლოდ სმენური რეალიზება, არამედ ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენის მქონე ადამიანი გახდა.

ყნოსვა კარგად ჩანს მის ნაწარმოებებშიც - პირველ რიგში, სამყაროს აწყობას სადაც ამდენი დეტალი ერთმანეთს ლოგიკურად ეწყობა, შეუძლებელია ყნოსვური ინტუიციის გარეშე შეეჭიდო, პლუს მისი გმირები - რომელთა ფსიქიკა საუკეთესოდაა ჩაშლილი წიგნებში და საოცრად სწორადაა ყველა მახვილი დასმული - როგორც ფსიქიკურ, ასევე ემოციურ დონეზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ორი მთავარი პერსონაჟთაგანი ( ვოლდემორი და დამბლდორი, მათ შორის ვოლდემორი სცენარით ყნოსვაა) ყნოსვის ვექტორის მატარებლები არიან და საკმაოდ კარგ მაგალითებს წარმოადგენენ ამ ვექტორის გარკვეული მახასიათებლების საჩვენებლად. ცალკე აღნიშვნის ღირსია სევერუს სნეიპის მაგალითი, რომლის შექმნა და შემდეგ ასე გადმოცემა, მხოლოდ ყნოსვის ვექტორიანს შეეძლო.

ჯოანის შემთხვევაში ყნოსვის ვექტორი სცენარული სმენის სამსახურში დგას და მისი იდეის განვითარებას ეხმარება.

თავად სმენა კი ცხოველურის ადამიანური განვითარების დონეზეა, მწერალმა, მიუხედავად მძიმე ახალგაზრდობისა და დეპრესიისა, შეძლო იდეის პოვნა, მისი განვითარება და შესაბამისად სმენის ვექტორის მდგომარეობის როგორც გაუმჯობესება, ასევე კიდევ უფრო გაძლიერება და განვითარება.

ჯ. კ. როულინგი კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ სჭირდება სმენის ვექტორს იდეა და რა შეუძლია, თუ მას იპოვნის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანალ-სმენის სცენარი ვიზუალისა და ყნოსვის ვექტორებით ერთ-ერთი საუკეთესო მოცემულობაა მწერლებისათვის.

ჯოანის ტემპერამენტი, მისი იდეისა მასშტაბურობისა და გავლენის ხარისხის საფუძველზე, შეგვიძლია 9 ქულით შევაფასოთ ათ ბალიან პირობით სისტემაში.

ავტორი: ნუცა ნიკოლიშვილი


მსგავსი სტატიები

  • სტივენ კინგის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • ფრიდა კალოს ვექტორული ანალიზი

  • შეცდომები ურეთრალური ფსიქოტიპის დიაგნოსტირებისას

  • ფრანც კაფკა (ვექტორული ანალიზი)

  • გრიგოლ ვაშაძის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • დიაგნოსტიკა (ტემპერამენტი)

  • სალომე ზურაბიშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • ნიკოლა ტესლას ვექტორული ანალიზი