ზიუსკინდი და ბოსხი


ზიუსკინდი და ბოსხი

ამ ორ პერსონაჟს ერთი რამ აერთიანებს – ყნოსვის ვექტორი ვექტორთა ნაკრებში. რა თქმა უნდა, ორივე მათგანს გააჩნია ინფორმაციის მეოთხედიც (სმენა და ვიზუალი) და ანალური ვექტორიც. არცერთს არ აქვს ორალური ვექტორი, რადგანაც საკუთარ თავს ფერებით ან ტექსტით გადმოცემენ, მაგრამ არა სიტყვებით. არის კიდევ ერთი მსგავსება – მათმა ყნოსვის ვექტორმა არ მიანიჭა მათ ოდნავი იმპულსიც კი ძალაუფლებისადმი. მათ არ გამოუვლენიათ არც ინტრიგანობა, არც ვინმეს მანიპულაცია, მოკლედ არაფერი, რითაც ყნოსვის ვექტორს ვცნობთ ხოლმე. მათი ცხოვრება ბანალური და უბრალოა. იერონიმ ვან აკენმა, იგივე ბოსხმა მთელი ცხოვრება გაატარა… …, დაკავებული იყო მხატვრისთვის ჩვეული სამუშაოთი, ჰყავდა ოჯახი.

მწერალი და მხატვარი

პატრიკ ზუსკინდი დაფარულად ცხოვრობს და პრესასთან არ აქვს ურთიერთობა, მაგრამ მისი ბიოგრაფია ასევე ბანალურია – წერდა სცენარებს, მუშაობდა პიანისტად, მაგიდის ტენისის ინსტრუქტორად და სხვა არაყნოსვური პროფესიებით. მიუხედავად ამისა, როგორც ერთის, ასევე მეორეს შემოქმედება, ეჭვს არ ტოვებს ყნოვის ვექტორის არსებობაზე. რა არის ამის მიზეზი? შემოქმედებაზე და მის საზრისზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი ვისაუბროთ იმაზე, თუ რა სცენარია ეს და როგორ მუშაობს.

როგორც ცნობილია, იმისთვის, რომ ყნოსვის ვექტორიანმა ბავშვმა ისწავლოს გარშემომყოფების მდგომარეობის შეგრძნება და მათზე სწორი რეაგირება, იგი ბავშვობიდანვე უნდა მივაჩვიოთ თანატოლების საზოგადოებას – ესაა ის, რასაც იგი მთელი ძალით შეეწინააღმდეგება. თუკი მას სმენის ვექტორიც გააჩნია, დიდია ალბათობა, რომ მივიღებთ გაუცხოებულ მოზარდს, რომელსაც არ სჭირდება არც ურთიერთობა, არც მეგობრობა, და ჩაძირულია განცდებისა და ფანტაზიების სმენურ შინაგან სამყაროში.

თუმცაღა თუკი უკვე გვაქვს, ვექტორი ვეღარ გაქრება. ყნოსვის ვექტორიანი ყოველთვის სხვებზე ზემოთ მყოფს ხედავს საკუთარ თავს – სამყაროზე საიდუმლო ძალაუფლების მქონეს, დაფარულს შემაძრწუნებელს, გავლენის მქონეს… მაგრამ სწორედ ამაშია პრობლემა – მსგავსად იმისა, როგორც ურეთრალს, რომელმაც ბავშობა ჯოგთან ერთად გაატარა, სმენის ზეგავლენით არ შეუძლია ფრთების გაშლა და აფრენა – ვერ ისწავლა ჯგუფის წინამძღოლობა, სწორედ ასევე ყნოსვას, რომელსაც თანდაყოლილად აქვს მართვისა და დაფარულის დანახვის სურვილი, მაგრამ ვერ მიიღო თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილება ბავშობაში და პუბერტატის ასაკში, გაცილებით ნაკლები შეუძლია, ვიდრე ამის სურვილი აქვს. გრძნობს რა რეალურ ცხოვრებაში ძალაუფლების მიღწევის უუნარობას, მას არ შეუძლია შეეგუოს სხვა მდგომარეობას, „ჩრდილში“ იმალება, თავს იზღვევს ყველაფრისგან და იზოლირებული ხდება ადამიანთა საზოგადოებისგან.

აბსტრაქტული თვალსაზრისით, ყნოსვა ურეთრალს ჰგავს – ყველაფერი ან არაფერი, გზა აბსოლუტური ძალაუფლებისკენ, ან განდეგილობა. ერთიც და მეორეც საბოლოო ჯამში იძლევა მთავარს – განცალკევებას სხვების ეგოიზმებისგან, უსაფრთხოებას. განსხვავება იმაშია, რომ განვითარებულ ყნოსვას, რომელიც ძალაუფლების სათავეშია, ძალაუფლება ეგოიზმების მართვის ხარჯზე გააჩნია, ხოლო განდეგილ ყნოსვას – მათგან თავის არიდების ხარჯზე.

ძალაუფლების სურვილი

მაგრამ ამით ისტორია არ მთავრდება. იასამნისფერი ვექტორისგონებას არასოდეს ძინავს, იგი გამუდმებით აღრიცხავს გარედან შემომავალ ინფორმაციას და გამუდმებით „ყნოსავს“ მიმდინარე მოვლენებს. ასე ხდება მისი შიგნითკენ მიმართვა – ფიქრი ეგოიზმზე, როგორც ასეთზე, მისწრაფება იდეალური მდგომარეობისკენ, სიმშვიდის მდგომარეობასთან შერწყმისკენ. ყველაფერი, რაც მას ხელს უშლის, მისი ყურადღების ფოკუსში ხვდება. ამისთვის სულაც არაა აუცილებელი ცოცხალ ადამიანებთან პირდაპირი ურთიერთქმედება – ყნოსვა, რომელიც შიგნითკენაა მიმართული ცხოვრობს რა ხატ-სახეებისა და არქეტიპების სამყაროში, კარგად გრძნობს მათ და ერთი-მეორეს მიყოლებით პრეპარირებას ახდენს. ასე იბადებიან მწერლები, პოეტები, მეზღაპრეები – და მხატვრები. ყნოსვები თავისი ბუნების სიღრმეში, სმენის, ყნოსვისა და ვიზუალის გადაკვეთაზე გრძნობენ კოლექტიურ არაცნობიერს, ბუნების გადახრებს, მსგავსად ქვიშაზე დატოვებული კვალისა, და ქაღალდზე ან ტილოზე იწერენ ამ ხატ-სახეებსა და ნახევრადგაცნობიერებულ შთაბეჭდილებებს.

ძალაუფლების სურვილი სუბლიმირდება ეგოიზმის აღწერად, ნატიფ მანიპულაციებად და ურთიერთდამოკიდებულებებად გამოგონილ ხატ-სახეებს შორის. ეს ძალაუფლება, თუნდაც პირობითი, მაინც იძლევა სურვილის პირობით დაკმაყოფილებას. როგორ ახერხებს ყნოსვა, რომ ადამიანების დაუნახავადაც კი იგრძნოს ისინი და დახატოს სრულიად ცოცხალი ტიპაჟები? აქ მუშაობს ვიზუალური ასოციაციებიც და რა თქმა უნდა „შედარების“ საერთო ყნოსვური მექანიზმი – ეგოიზმის შედარება საკუთარი ეგოიზმის აბსოლუტურ ბუნებასთან, შეგრძნებებით ცვლილებების დაფიქსირება – მეტი, ნაკლები, მარჯვნივ, მარცხნივ – ეს ანალიზი უწყვეტია, ხდება საკუთარი დასკვნებისა და შეგრძნებების გამუდმებული დაზუსტება და გადამოწმება, სვამს ადამიანებს ან პერსონაჟებს სხვადასხვა კონტექსტებში და უყურებს, როგორ მოიქცეოდა ამა თუ იმ სიტუაციაში ადამიანი, თანდათან ხილულს ხდის მის არსს, მის ძლიერ და სუსტ მხარეებს, მის ბუნებას, ეგოიზმის ფორმას. რა თქმა უნდა, ისინი, ვიზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ამას მხოლოდ საკუთარ გონებაში აკეთებენ, რადგანაც არც პუბერტატის პერიოდში და არც მანამდეც, მათ რეალურ ადამიანებთან ამის გაკეთება არ უსწავლიათ.

აქვე კიდევ ერთი უნდა ვთქვათ – უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, ეს არ ნიშნავს ცალსახად ვექტორის განუვითარებლობას – სრულიად შესაძლებელია, რომ გარეთ გამოხატვა, ყნოსვის და სმენის ვექტორებისათვის სულაც არაა განვითარების ერთადერთი გზა, რადგანაც ძნელია უარყო, რომ მათი შემოქმედების გარეშე ჩვენი კულტურა უფრო ღარიბი იქნებოდა.

გადავიდეთ ჩვენი პერსონაჟების აღწერაზე. რა აქვს საერთო ზუსკინდს და ბოსხს გარდა იმისა, რაც ზემოთ ავღწერეთ?

ზუსკინდზე საზოგადოების ფართო წრემ იცის, რომ იგი გახმაურებული რომანის – „პარფიუმერის“ ავტორია. ესაა რომანი ყნოსვის ვექტორიანი მანიაკის, გრინუის შესახებ, რომელსაც გააჩნია ისეთი ნატიფი ყნოსვა, როგორიც ძაღლსაც კი შეშურდება, და ამასთან არ გააჩნია საკუთარი სუნი. მაგრამ მის კალამს ეკუთვნის სხვა ნაწარმოებებიც – ნაკლებად უჩვეულო, მაგრამ უფრო საინტერესონი.

ნაწარმოებების ანალიზი

„მტრედში“ იგი აღწერს სოციოფობს, რომელმაც ვიწრო ოთახში ოცი წელი გაატარა ისე, რომ ერთხელაც არ შეხვედრია მეზობლებს – რადგანაც მისალმების აუცილებლობა მისთვის – უკვე გადაულახავი პრობლემა იყო. მტრედმა კი, რომელიც შემთხვევით შეფრინდა მის ოთახში, კინაღამ გამოასახლა იგი – მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ უცხო პირების შემოჭრა შეწყდა, ბინადარმა გადაიფიქრა საცხოვრებლის დატოვება. რა თქმა უნდა, ეს ცხოვრებისგან გაქცევაა, რადგან მტრედი წარმოადგენს კიდეც ცხოვრების, სისუფთავის და უმანკოების სიმბოლოს – ყველაფერი იმის, რასთან შეხებასაც ეს ადამიანი გაურბის.

მეორე ნაწარმოები ეხება პატარა ბიჭის მონათხრობს საკუთარი ბავშობის შესახებ, რომელშიც ჭარბადაა სიღრმეში ჩაძირვის ეფექტები, დეტალები და შინაგანი განცდები. ხოლო ბატონი ზომერი – სოფლის უჩვეულო მცხოვრებია, რომელიც გაუჩერებლად დახეტიალობს ტყეში და მთელი ცხოვრება წრეებს არტყამს მას, სანამ ცხოვრებას თვითმკვლელობით არ დაასრულებს. ერთადერთი ფრაზა, რომელიც მთელი რომანის განმავლობაში წარმოთქვა, ესაა: „ბოლოს და ბოლოს, დამანებეთ თავი!“ ეს სიტყვები შესაძლოა განკუთვნილი იყოს თავისმომაბეზრებელი პრესის მიმართ, მწერლის ერთგვარი პასუხი იყოს ყველას მიმართ, ვინც ზედმეტ კითხვებს სვამს და დაინტერესებულია მისი დაფარული ცხოვრების წესით. სინამდვილეში კი დასამალი არაფერი აქვს თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მისთვის აუტანლად მძიმეა სხვა ადამიანთა ყურადღების ფოკუსში ყოფნა და მათი არსებობის ფაქტთან შეხება.

ზუსკინდი – ოსტატია საკუთარ თავზე კონცენტრირებული ეგოისტური პიროვნებების აღწერაში, რომელთათვისაც ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ – სიმშვიდის, ფიქრების გარეშე ჭვრეტის მდგომარეობაა, რომელსაც ცვლის სმენური აზრების ნაკადი ყველაფრის და არაფრის შესახებ, როგორც ეს „კონტრაბასში“ უწერია. ნუ იფიქრებთ, რომ ყნოსვის ვექტორიანი ადამიანი არ ისწრაფვის თვითგამოხატვისკენ – ეს ასე არაა, მითუმეტეს მაშინ, როცა ინფორმაციის მეოთხედიც გააჩნია. მაგრამ ამ ყველაფრის ხელნაწერი ტექსტებით გაკეთება ზოგიერთისთვის ადამიანებთან ურთიერთობის ერთადერთი უმტკივნეულო საშუალებაა.

ჩვენმა მეორე გმირმა სხვა გზა აირჩია. ერთდროულად – უფრო ხილულიც და უფრო დაფარულიც – ფერწერა. იერონიმ ვან აკენი (ბოსხი) ცხოვრობდა მეთხუთმეტე საუკუნეში, წარმოშობით მხატვრის ოჯახიდან, ჰყავდა ცოლი და შვილები – შუასაუკუნეების გვიანდელი ეპოქა გაცილებით ნაკლებ შესაძებლობას იძლეოდა თვითიზოლაციისთვის, ვიდრე ჩვენი საუკუნე. რა თქმა უნდა, მისი ნახატები სავსეა დაშიფრული სიმბოლოებით და მინიშნებებით ალქიმიურ სიმბოლიზმზე. მაგრამ ამავდროულად თავად ნახატების სტილისტიკა აბსოლუტურად უნიკალურია, ძნელია – აგვერიოს ბოსხი ვინმე სხვაში, იმდენად განსხვავებული და ორიგინალურია მისი სტილი. იგრძნობა, რომ მისი ნახატების მიღმა რაღაც უფრო დიდი დგას, ვიდრე უბრალოდ დემონები და ადამიანთა გამოსახულებები – ამაში იგრძნობა სამყაროს მთლიანობაში ხედვა და ადამიანური ბუნების კარგი შეგრძნება. და სმენა-ვიზუალური ნიჭი საშუალებას აძლევდა მას გადაეტანა ყნოსვითი შეგრძნებები არა სიტყვაში, ნაკლებად ხილულში, არამედ ფერში – ზეთისა და ტილოს მეშვეობით. შეგიძლიათ დააკვირდეთ მის ნახატებს, და სავარაუდოდ ვერ იტყვით, რომ „ლამაზია“, ან „ულამაზოა“. უფრო იტყოდით: „ვეთანხმები“, ან „არ ვეთანხმები“ – რადგანაც მხატვარი გადმოსცემს სამყაროსა და ადამიანების მთლიანობაში აღქმას. ყველაფერი ის, რაც დამალულია ეგოიზმის ბუნებაში გარე გარსით, გარეთ აღმოჩნდება, და მთელი სილამაზე – შიგნით. ამიტომაც იქცევა ფერმწერის მრავალი პერსონაჟი მწერად, რომელსაც ჩონჩხი გარედან აქვს. ეგოიზმით მართული ადამიანები ყოველ ნაბიჯთან ერთად კარგავენ ადამიანურ სახეს. უკვე აღარ არიან ადამიანები, არამედ არიან ურჩხულები, დემონები, ეგოიზმთა საოცრად მახინჯი ფორმები. მიღწეულია შინაგანის და გარეგანის გაიგივება, დაფარული ავლენს საკუთარ თავს და მდგომარეობები უკვე თვალისთვის ხილულია – სწორედ ამაშია ვიზუალური და ყნოსვის ვექტორების შეერთების არსი.

ამავდროულად, ცოტა ადამიანი – სუფთა სულით, რომელთა სილამაზეს არ შეხებია შინაგანი სიმახინჯე, სუფთებად რჩებიან მხატვრის ტილოზეც. სამოთხის ნახატები ბოსხს უმანკოდ აქვს წარმოჩენილი,. მათ არ ემუქრებათ ჯოჯოხეთი და მწერების ღრუბლები, რომლებიც გაწელილია მათი სურვილებივით მახინჯ შიშებში და წამების ინსტრუმენტებში. წმინდანები კი სამყაროს უბიწო მზერით უმზერენ, ღიმილით და სიცილით – ბაგეებზე. სწორედ ამაშია მთავარი სხვაობა პოსტმოდერნის ჩვენს საუკუნესა და შუასაუკუნეების ხედვას შორის, რომელიც ყველაზე კარგად გამოსახულია გოთიკური ტაძრებითა და მომცინარე „გორგულებით“

შინაგანი სამყაროები

ბოსხიც და ზუსკინდიც ერთნაირად ხედავენ სამყაროს და ადამიანებს. მათთვის არაა სხვაობა გარეგანსა და შინაგანს შორის, და ორივეს შემოქმედება ერთნაირად გვგვრის მელანქოლიას და ცივ დაღლილობას სამყაროსგან და ადამიანებისგან, „ყოფიერების აუტანელი სიმყრალისგან“. მაგრამ პოსტმოდერნი, რომლის წარმომადგენელიც გახლავთ პატრიკ ზუსკინდი, შემოიფარგლება მხოლოდ მოვლენათა საგანგაშო მდგომარეობების კონსტატაციით. ზუსკიდი ამბობს: „როგორც გინდა მოატყუე საკუთარი თავი, მაგრამ საუკეთესო ფრაზები და გრძნობები – მხოლოდ მყრალი ეგოიზმის ნიღბებია“. პასუხი არაა და ვერც იქნება. პასუხი პესიმიზმი და მარტოობაა, და პასიური დაკვირვება.

ბოსხი ქრისტიანული შუასაუკუნეების მაცხოვრებელია და მთლიანად ეკუთვნის ამ ტრადიციას. სამყაროსა და ადამიანის უკიდურესად ბნელ ფერებში აღქმა თანამედროვეზე არანაკლებია, მაგრამ სიბნელე ვერ ანადგურებს სინათლესა და იმედებს. ბნელი და ნათელი არ ერევიან ერთმანეთს ჭუჭყიან-რუხ ტონებში. სიცილი და სევდა, უკიდურესი მოქუფრულობა და უკიდურესი მხიარულება, დაღუპვის საფრთხე და გადარჩენის იმედი ერთად ცხოვრობენ ბოსხის ნახატებზე, შუა საუკუნეების საოცარ სამყაროში, და საერთოდ არ ჩანს წინააღმდეგობა მათ შორის. ასევე ცხოვრობს სამყარო – გაჭიმული სმენურ და ყნოსვით პოლუსებს შორის, და არ უწყის, რომ ვინმე ამ წინააღმდეგობაში ვერ გაძლებს.

© Laboratory 8

მთარგმნელი: მამუკა გურული


მსგავსი სტატიები

  • ჯოან როულინგი - მოკლე ვექტორული ანალიზი

  • შეცდომები ურეთრალური ფსიქოტიპის დიაგნოსტირებისას

  • ზიუსკინდი და ბოსხი

  • ლეონარდო და ვინჩი

  • იოზეფ მენგელი – ექიმი სიკვდილი.

  • ელენე ხოშტარიას მოკლე ვექტორული ანალიზი

  • დიაგნოსტიკა (ტემპერამენტი)

  • ბიძინა ივანიშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი