სალომე ზურაბიშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი


სალომე ზურაბიშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი. 

აქვს 5 ვექტორი (კუნთი, კანი, ანალი, ვიზუალი, სმენა). 

სცენარი – კან-ვიზუალი (სმენა კანის მდგომარეობაში). 

ტემპერამენტი – 6-7. 

განვიხილოთ თითოეული ვექტორი. 

 

ანალური ვექტორი – განვითარების ცხოველური დონე – მიღებული აქვს კარგი განათლება – პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი და პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა. აგრეთვე არის წიგნების ავტორი – მაგალითად: “შეხვედრა მერაბ მამარდაშვილთან” – თბილისი 2012, “La Tragédie Géorgienne “ – პარიზი 2010, “ “საქართველოსკენ” – თბილსი 2006. აგრეთვე რამდენიმე სტატია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, მათ შორის “კოსოვო როგორც დადებითი პრეცენდენტი” – 2007. 

 

კანის ვექტორი – განვითარების ცხოველური დონე – თუმცა კანის ვექტორი განვითარებულია ანალზე უკეთ, რასაც ხელი შეუწყო კანურ მენტალიტეტში აღზრდამ და განათლებამ. 1974 წლიდან მუშაობდა იტალიაში საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივნად. აქედან მოყოლებული აქტიურად იცავდა საფრანგეთის ინტერესებს – აშშ-ში, ჩადში, ეუთოში, გაეროსა და ნატოში. 2004 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 

 

ვიზუალური ვექტორი – განვითარების მცენარეულის ადამიანური ქვედონე – თავისი მოღვაწეობის პერიოდში აქცენტს ყოველთვის მშვიდობიან შეთანხმებებზე აკეთებდა. სხვა და სხვა დროს მუშაობდა განიარაღების და შეიარაღების შეცმცირების საკითხებზე ჯერ გაეროში მერე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ფლობს – ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ვიზუალურ ვექტორში აქვს ე.წ. ,,სნობის“ სცენარის ტენდენციები. 

 

სმენის ვექტორი – განვითარების მცენარეულის მცენარეული ქვედონე – სმენა კანის მდგომარეობაშია, კანური სარგებლისა და ეფექტურობის თვისებაში. 

ავტორი: ეკატერინე სამხარაძე  

იხილეთ ასევე:  ბიძინა ივანიშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • ლეონარდო და ვინჩი

  • ნიკოლა ტესლას ვექტორული ანალიზი

  • ალეკო ელისაშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • იოზეფ მენგელი – ექიმი სიკვდილი.

  • ფრანც კაფკა (ვექტორული ანალიზი)

  • კამილა კლოდელის ვექტორული ანალიზი

  • კახა კალაძის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • ზაალ უდუმაშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი