წყენა. გაუგე და აპატიე
წყენა. გაუგე და აპატიე
მილიონობით ადამიანს მოსვენებას არ აძლევს „ძველი წყენა“ და სულისშემძვრელი ნეგატიური ფიქრები. მაგრამ მხოლოდ ერთეულები ცდილობენ გაერკვნენ ამ შფოთის მიზეზებში და შეცვალონ მდგომარეობა. ყველაზე ხშირად კი ვბრაზობთ მათზე ვინც ძალიან გვიყვარს: ჩვენ ახლობლებზე. ხარ მზად აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე?
კამათი ოჯახში. რა შედეგი მოაქვს ბავშვის განაწყენებას.
„გეწყინა? ცივი წყალი დალიე“. მაგრამ რა ვქნათ თუ არ გვინდა ამდენი ცივი წყლის დალევა, წყენას კი ვერ ვივიწყებთ? უნდა გვახსოვდეს, რომ, რაც მეტ ხანს ვატარებთ წყენას გულით მით მეტად ძნელდება მისი გარეთ გამოტანა. თითქოს უკვე ჩვენი ნაწილია და უამრავი პრობლემის, დეპრესიის თუ ოჯახური კომფლიქტის მიზეზი ხდება.
რა არის წყენა?
ვიდრე მსჯელობას დავიწყებთ, შევთანხმდეთ, რომ წყენა - ესაა უსამართლოდ მიყენებული შეურაცხყოფა, გაბრაზება და აქედან გამოწვეული შეგრძნება. ჩვენ განვიხილავთ წყენას როგორც გრძნობას, იმიტომ, რომ თქვენი ცხოვრება, განწყობა და მსოფლაღქმა დამოკიდებულია თქვენზე. მხოლოდ თქვენ ირჩევთ როგორ აღიქვათ ცხოვრებისეული სიტუაციები: როგორც წინააღმდეგობები თუ როგორც შესაძლებლობები.
ანა უკვე 40 წლისაა, ყავს საკუთარი შვილიც, მაგრამ ვერ გამოდის დედაზე განაწყენების მდგომარეობიდან. მის დედას ყოველთვის უნდოდა ყოლოდა ბიჭი და პატარა ანუკას არ აქცევდა საკმარის ყურადღებას, ხოლო როდესაც დაიბადა ანას ძმა, თითქოს ანა საერთოდაც დაავიწყდათ. მთელი ცხოვრება ანა ხედავდა როგორ ეფერებოდა დედა მის ძმას და ვერ ხვდებოდა რით ვერ დაიმსახურა თავად ასეთი სიყვარული.
როცა გოგონა გათხოვდა (ნაადრევ ასაკში, რომ გაქცეოდა დედას რომელსაც არ უყვარდა) ახალმა პრობლემამაც იჩინა თავი: მეუღლე მისგან სითბოს მოელოდა, ითხოვდა, ანა კი მიუჩვეველი იყო გრძნობების გამოხატვას. საბოლოო შედეგი იყო კონფლიქტი და განქორწინება. მაგრამ ჩვენ გმირს აღელვებს არა იმდენად თავისი ოჯახის მდგომარეობა - არამედ ის, რომ მის დედას ახლა უკვე შვილიშვილიც არ უყვარს. და ანა უკვე ახალ წყენას იდებს გულში.
ანას მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, მართალია მისი დედა არასწორად იქცეოდა შვილთან მიმართებაში, მაგრამ თვითონ ანა თავის ცხოვრებას ირთულებს ამ წყენის მდგომარეობაში დარჩენით და დიდი ალბათობით ვერც თავად გაზრდის ბედნიერ შვილს.
როგორ გამოიხატება ბავშვის წყენა?
ნაწყენ ადამიანს ხშირად ეუბნებიან ფრაზას: „ბავშვივით იქცევი“. ეს შემთხვევით არაა, სწორედ ბავშვობის ასაკში „აგროვებს“ ადამიანი წყენის მოცულობის უმეტეს ნაწილს, და ეს დაკავშირებულია მშობლებთან, ანუ მათ დამოკიდებულებასთან. ეს შესაძლოა გამოვლინდეს ორ უკიდურესობაში: უინტერესო დამოკიდებულებაში ბავშვის მიმართ ან პირიქით -ჰიპერმზრუნველობა (გადამეტებული ყურადღება). ასევე ტირანული მიდგომა, ერთ-ერთი მშობლის ოჯახიდან წასვლა, სიყვარულის ნაკლებობა - ეს ყველაფერი გროვდება წყენად და ხელს უშლის ცხოვრებაში უკვე გაზრდილ ბავშვს. როგორ მუშაობს ეს? მაგალითად ჰიპერმზრუნველობა არ უტოვებს ბავშვს არჩევანის თვისუფლებას და შედეგად ბავშვი იზრდება და ვეღარ „ერგება“ ყოფიერებას, მისთვის მოუხერხებელია ცხოვრება, რაც ასევე მშობლებზე განაწყენებას იწვევს. ტირანული (სასტიკი) დამოკიდებულება ესაა სიტუაცია, როდესაც მშობლები სიმკაცრეს ავლენენ ცემით და ჩხუბით. შედეგად ბავშვი იზრდება არა მხოლოდ ნაწყენი, არამედ დაკომპლექსებულიც. ბავშვები რომლებიც იზრდებიან მშობლებისგან უყურადღებოდ, მოკლებული არიან მათ მხარდაჭერასა და სიყვარულს, რაც ასევე იწვევს კომფლიქტს.
რა შედეგები მოაქვს მშობლებთან ცუდ ურთიერთდამოკიდებულებას
ტომა, 25 წლის საყვარელი გოგონა. ბავშვობიდან იყო დამჯერი, კარგად სწავლობდა, დამოუკიდებლად ჩააბარა პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში, დაეუფლა შემოსავლიან პროფესიას. დაიწყო მუშაობა და წარმატებულ კარიერას იქმნის. ერთი სიტყვით თანატოლებისთვის შესაშური მდგომარეობა აქვს, მაგრამ, არის ერთი „მაგრამ“: ვერ აწყობს ურთიერთობას მამაკაცებთან. „ყველას რაღაც პრობლემა აქვს“. პრობლემის არსი კი ისაა, რომ ტომას აზრით სიყვარული უნდა დაიმსახურო, მამა ხომ კარგი საქციელისთვის აქებდა მას, ტომაც ფიქრობდა - რაც უფრო კარგად მოვიქცევი, მით მეტად ვეყვარები მშობლებს. ახლა კი ფიქრობს კარგი საქციელით მოაწონოს თავი სხვა მამაკაცებსაც და რეალურად ხდება მათი მხრიდან დაცინვის ობიექტი.
ეს მაგალითი ნათლად გვიჩვენებს როგორ აისახება ბავშვობის წყენა ზრდასრულ ასაკზე: ჩვენი გმირი დიდი ხანია აღარ ცხოვრობს მშობლებთან, მაგრამ კომპლექსები დარჩა და ხელს უშლის ცხოვრების აწყობაში. ყველამ, ვინც გულში ატარებს წყენას მშობლებზე, მასწავლებლებზე, თანატოლებზე, უნდა გაიგოს: ტყუილად ღეჭავთ გონებაში გასულ დროში მომხდარ მოვლენებს, ამაში გადის დრო და ვეღარაფერს ასწრებთ. წარმოიდგინეთ, რომ სკოლაში ახალი მასალის შესწავლის ნაცვლად გამუდმებით იმეორებდეთ გამრავლების ტაბულას. შედეგან განიცდით სტაგნაციას (შეკუმშვა) რეგრესს (უკუსვლა). იგივე ხდება წყენისას: იმის მაგივრად მოიწყოთ ახალი, უკეთესი ცხოვრება - მეხსიერებაში ატრიალებთ უსიამოვნო მოვლენებს. ეს იწვევს ახალ წარუმატებლობას და ასე დაუსრულებლად. ვერ ივიწყებ წარსულ წყენას-ვერ თავისუფლდები კომპლექსებისგან - ვერ ვითარდები - არ გეწყობა კარიერა ან პირადი ცხოვრება.
როგორ გავთავისუფლდეთ წყენისგან
ყველამ ვიცით, რომ თუ მტკივან კბილს არ ვუმკურნალებთ და მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელს დავლევთ, მალე დაგვჭირდება ხელოვნური კბილი. მაშ რატომაა რომ ვებრძვით შედეგს, იმის მაგივრად რომ აღმოვფხვრათ მისი გამომწვევი მიზეზი? ქალები დადიან მომხიბვლელობის კურსებზე, ნაცვლად იმისა, რომ მამაზე ნაწყენ მდგომარეობას დააღწიონ თავი. მამაკაცები დადიან წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის საჭირო უნარების შესაძენ კურსებზე, იმის ნაცვლად, რომ დედასთან კომფლიქტი ძირფესვიანად მოაგვარონ. როგორც უკვე ვთქვით, რაც უფრო ძველია წყენა, მით უფრო ჭირს მისი აღმოჩენა და დაძლევა. თქვენ შესაძლოა გიყვარდეთ თქვენი მშობლები (ეს შესანიშნავია) და ამიტომ გიჭირდეთ იმის აღიარება რომ ნაწყენი ხართ მათზე. ან თქვენ ფიქრობთ, რომ დიდი ხანია წყენა დავიწყებულია, მაგრამ თქვენ ქვეცნობიერს მაინც ღრღნის ჭია, და შედეგად ვერ ხვდებით წარუმატებლობის მიზეზებს.
როგორც კი შეძლებთ და გარეთ გამოიტანთ თქვენ წყენას და „ჩახედავთ თვალებში“ - დაიწყება ყველაზე საინტერესო- გამოჯანმრთელება. წყენის დავიწყების უამრავი ტექნიკა არსებობს, ზოგის აზრით თუ ქაღალდზე დაწერ და შემდეგ დაწვავ, წყენაც დაგავიწყდება, ზოგი მედიტაციას მიმართავს რომ „აპატიოს“. თუმცა ყველაზე რთულია დაივიწყო ის რასაც წლები ატარებდი გულის სიღრმეში,თუნდაც ეს იყოს წყენა. ამის დაძლევა მართლაც მნიშვნელოვანია.
მთარგმნელი: ekoterine sagittarius
იხილეთ ასევე:
დედაა დამნაშავე ! ანუ წყენა როგორც ცხოვრების სცენარი !