ასაკი (ნაწილი მეორე)
ასაკი (ნაწილი მეორე)
ასაკი კანურ ფსიქოტიპში
კანური ფსიქოტიპი მომწიფების ასაკს ანალურთან შედარებით გაცილებით სწრაფად გაივლის.
საქმე იმაშია, რომ კანის ვექტორის არსი აწმყოში მატერიისთვის ფორმის მიცემაა, რა იგულისხმება ამაში? ის, რომ კანური ფსიქოტიპისთვის უმნიშვნელოვანესია დღევანდელი დღე, ის რაც ხდება აქ და ახლა. აწმყო მუდმივად ცვალებადია, მის შესაბამისად იცვლება კანური ფსიქოტიპიც. ის ერგება შექმნილ სიტუაციას. შეიცვალა გარემო - შეიცვალა კანური ფსიქოტიპის მიდგომებიც. ახალ დღეს ახალი მოცემულობები მოაქვს, ახალ მოცემულობებს ახალი ფასეულობები. თუმცა აქ გვაქვს ერთი დეტალი: შექმნილ აწმყოსთან ის ადაპტირდება საკუთარი მექანიზმით, იმ განვითარების შესაბამისად, როგორც შეძლო განვითარება სიმწიფის ასაკამდე.
როდესაც ვსაუბრობთ კანის ვექტორზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის რადიკალურად განსხვავდება ანალური ფსიქოტიპისაგან. თუ ანალური ვექტორის ფსიქოლოგიური სიმწიფე, სქესობრივი სიმწიფის ასაკზე გაცილებით გვიან დგებოდა, კანური ფსიქოტიპის შემთხვევაში ეს ორი ასაკი პრაქტიკულად ემთხვევა ერთმანეთს (მისი ფსიქიკური სიმწიფე, სქესობრივი მომწიფების შემდეგ მაქსიმუმ ორი სამი წლის შემდგომ დგება). პუბერტატამდე პერიოდში კანური ფსიქოტიპი სწავლობს ურთიერთობებს და დამოკიდებულებებს, პუბერტატიდან სიმწიფის ასაკამდე იქმნის ფასეულობათა დონეს. მაგრამ ანალური ფსიქოტიპისგან განსხვავებით სიმწიფის მისაღწევად მას 28-30 წელი არ ჭირდება.
12 -14 წლის ასაკში ის აღწევს სქესობრივ სიმწიფეს, 14-17 წლის ასაკში კი ფსიქიკურ სიმწიფეს. თუ ამ ასაკში სწორად ისწავლა საკუთარი თვისებების მართვა, ის გახდება კარგი კონსტრუქტორი, ინჟინერი, მენეჯერი და ა.შ. ისწავლის რესურსების ეფექტურ მართვას და რესურსების დაზოგვას მთელი ჯგუფისთვის. თუ სწორად ვერ განვითარდა, ის მაინც ცდილობს ეკონომიის გაკეთებას, მაგრამ ის ვერ ახერხებს მიაღწიოს დიდი კომპანიის რესურსების მართვამდე და მისი მომჭირნეობა დენზე 2 თეთრის დაზოგვას და ოჯახის წევრებისთვის პურის დაყვედრებას ვერ ცდება (ისინი მის პურს ჭამენ, პური კი ისეთი ძვირია).
როდესაც კანის ვექტორიანი გადადის სიმწიფის ასაკში, ის იწყებს რეალიზებას იმის შესაბამისად, თუ როგორ განვითარდა მომწიფებამდე ასაკში. აქ ვხვდებით ერთ საინტერესო შტრიხს: თუ სწორი განვითარებისას ანალი ვითარდება ერთი მიმართულებით, რაც დრო გადის ხვეწს თავის პროფესიონალიზს და ცდილობს მის სრულყოფას, კანის ვექტორიანის განვითარება მრავალმხრივია, მაგრამ ანალურ სრულყოფილებას და დეტალებზე ჩაკირკიტებას მასთან ვერ შეხვდებით.
შედარებისთვის: თუ ჩახედავთ ანალის ვექტორიანის CV-ს, აღმოაჩენთ, რომ ის მთელი ცხოვრება ერთ სამსახურში თუ არა, ერთ პროფესიაში ნამდვილად მუშაობს. იქ წაიკითხავთ, რომ 1971 წელს დაიწყო მუშაობა ხე ტყის გადამამუშავებელ საამქროში, რიგით მუშად. 1974 წელს იმავე საამქროში დააწინაურეს უმცროს სპეციალისტად, 1978 წელს - უფროს სპეციალისტად, 1983 წელს - მთავარ სპეციალისტად. 1985 წელს დანიშნეს საამქროს ერთერთი განყოფილების დირექტორად 1989 წელს გახდა მთელი საამქროს დირექტორი და ამავე საამქროდან გავიდა პენსიაზე 2007 წელს. მის რეზიუმეში მითითებულია რომ ის თავის დარგში ითვლება ერთერთ წამყვანი სპეციალისტად მთელი ქვეყნის მასშტაბით.
თუ ჩახედავთ იმავე ასაკის კანის ვექტორიანის CV-ს, ნახავთ, რომ მას საკმაოდ ბევრი სამსახური და პროფესია აქვს შეცვლილი. მაგალითად: 1971 წელს დაიწყო მუშაობა ხე ტყის გადამამუშავებელ საამქროში, რიგით მუშად. 1972 წელს სამუშაოდ გადავიდა საავეჯო ქარხანაში, 1973 წელს გადავიდა მინის ბოთლების ჩამომსხმელ ქარხანაში, 1975 წელს - მეტალურგიულ ქარხანაში. 1977 წელს გაიარა პროფესიის ასამაღლებელი სამთვიანი კურსი, მომდევნო წელს ცოლად შეირთო დირექტორის შვილი და გახდა მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილე 1987 წელს - იმავე ქარხნის დირექტორი. 1991 წელს დაიწყო საკუთარი ბიზნესი 1993 წელს დაიწყო სხვა ბიზნესი და ა.შ.
ასაკი ურეთრალურ ფსიქოტიპში
ურეთრალურ ფსიქოტიპთან სხვებთან შედარებით ყველაფერი ბევრად დაჩქარებულია. მისი განვითარების ტემპები რეაქტიულია. მის შემთხვევაში სქესობრივი სიმწიფე სხვებზე 2-3 წლით ადრე დგება (დაახლოებით 11-13 წლის ასაკში). ურთიერთობის ფაზებს ის სქესობრივი მომწიფების პარალელურად გადის, ამავე ასაკში სწავლოს ჯგუფთან ერთიერთობას და ბელადობას. 14-15 წლის ურეთრალი უკვე ზრდასრული და მომწიფებულია როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქიკურადაც. როგორც წესი ურეთრალები სხვებზე ადრე მწიფდებიან სქესობრივად და სექსუალურ ცხოვრებასაც სხვებზე ადრე იწყებენ. 14-15 წლის ურეთრალი უკვე სიმწიფის ასაკში გადადის და მზადაა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. თუმცა როგორც წესი ეს ადვილად არ ხდება, რადგან სხვებისთვის (განსაკუთრებით ანალებისთვის) ის ჯერაც უმწიფარი ბავშვია.
თუ სქესობრივ მომწიფებამდე სწორად რანჟირდა, თუ ისწავლა როგორ გაუძღვეს თანატოლებს, მაშინ ის შემდგარი ბელადი გაიზრდება და ზრდასრულობაშიც შეძლებს ჯგუფის სწორად რანჟირებას და იქნება ჭეშმარიტი ბელადი. თუ ამას სწორი აღზრდაც ემატება, ყავს კარგი ოჯახი, სკოლაში ასწავლის კან-ვიზუალი მასწავლებელი, რომელიც მას კულტურულ და ეთიკურ ფასეულობებს უნერგავს. მაშინ ჩვენი ურეთრალი ბავშვი ნამდვილად კეთილშობილ და გულმოწყალე ბელადად გაიზრდება. მის ირგვლივ თავს ყველა დაცულად გრძნობს. თუ ეს ყველაფერი სწორად არ წარიმართა, თუ მან ბავშვობაში ვერ შეძლო სწორად რანჟირება, ან ოჯახში სწორად ვერ აღზარდეს, მაშინ გულმოწყალე ბელადის ნაცვლად მისგან სასტიკ ყაჩაღს, ან მარტოხელა მგელს მივიღებთ. ის ან საერთოდ მარტო დარჩება, ან იქნება ისეთივე მარგინალური ჯგუფის ბელადი, როგორიც თავად დადგა.
საინტერესოა, რომ ურეთრალი სიმწიფის ასაკსაც დაჩქარებული ტემპებით გადის. თუ ის არარეალიზებულია, მაშინ ყველა დანარჩენზე ადრე ტყდება და 50-55 წლისა უკვე დაჩაჩანაკებული და შარდის სუნად აყროლებული ბერიკაცია. თუ მან შეძლო ბელადად რანჟირება, ის მაინც სხვებზე ადრე შედის სიბერის ასაკში, მაგრამ ამ დროსაც ინარჩუნებს ბელადურ დიდებულებას და ამაყ იერს.
ყველა სხვა ვექტორისგან განსხვავებით ურეთრალს არ გააჩნია სანახევრო რელიზაცია. ანალი შეიძლება იყოს ნაწილობრივ პროფესიონალი და ამით ცხოვრებას და რეალიზებას მეტ-ნაკლებად მაინც შეძლებს. კანი შეიძლება ვერ შედგეს მენეჯერად, მაგრამ ჯიხურის გამყიდველად იმუშავებს და რაღაც მხრივ შეძლებს ცხოვრება გააგრძელოს. ურეთრალის ფსიქიკა ასე არ მუშაობს, ის ან შედგა ბელადად, ან ვერა. თუ შედგა, მაშინ ყველაფერი რიგზეა. მაგრამ თუ ეს ვერ მოახერხა, ვიღებთ სამიდან ერთ შემთხვევას: 1. ის ზედმეტად რისკიანია, რის გამოც ადრეულ ასაკში იღუპება. 2. მას უფორმირდება მარტოხელა მგლის სცენარი. ის ვერ ახერხებს ბელადობას, რაც დრო გადის უფრო და უფრო იკეტება, ან თავაშვებულ ცხოვრებას ეძლევა, რის გამოც ხანდაზმულობის ასაკს ვერ აღწევს. 3. ის ხდება მარგინალური ჯგუფის (ყაჩაღთა ბანდის, მეკობრების და ა.შ.) ბელადი. რაღაც ეტაპამდე ამით ბელადობის სურვილს იკმაყოფილებს, თუმცა ამას მალევე მიჰყავს დაღუპვამდე.
ასაკი ზედა ვექტორებში
ზედა ვექტორებთან ასაკის კუთხით გვაქვს მთელი რიგი განმასხვავებელი შტრიხები. მათ მომწიფებას და განვითარებას, მნიშვნელოვნად განაპირობებს ის ფაქტორი, თუ რომელი ქვედა ვექტორი ერთვის მათ. ამასთან ზედა ვექტორებთან საქმეში ერთვება მთელი რიგი მეტაფიზიკური კატეგორიები, ამიტომ ძალიან რთულია ცალსახად იმის თქმა, თუ რა ასაკში შეგვიძლია მივიჩნიოთ ზედა ვექტორის მატარებელი სიმწიფის ასაკში შესულად.
თუმცა ზედა ვექტორებიც ისევე გადიან მომწიფებამდე ფაზებს, როგორც ქვედები. ფასეულობათა დონე მათაც პუბერტატამდე ასაკში უყალიბდებათ, ასევე პუბერტაციამდე ასაკში ფორმირდება აზროვნების დონის განვითარებაც, მაგრამ ეს ისეთივე მყარი და უცვლელი არ არის, როგორც ქვედა ვექტორების შემთხვევაში.
მაგალითად: თუ ორალის ვექტორიანი პატარაობაში ცუდად განვითარდა დგას ბაზარში და ყვირის ცხელი ხაჭაპურები, ლობიანებიიიიი, თან შეიძლება ცოტა ენაბლუც იყოს. თუ საშუალოდ - მაინც დგას და ყვირის, ოღონდ პალამენტში, ან ტელევიზიაში: ,,სააკაშვილი დასაჭერია ხააააააააააალხოოოოოოო“. თუ კარგად განვითარდა, მისგან მივიღებთ შესანიშნავ ორატორს, ოპერის მომღერალს, ან ბრწყინვალე დეგუსტატორს და მზარეულს. ის ორალია და სულ ლაპარაკობს, ან ყვირის, მაგრამ განვითარებიდან გამომდინარე მისი საუბარი, თუ ჭყივილი სხვადასხვა თემებს შეეხება.
ვიზუალი: თუ ის შეძლებს თავისი თვისებები თანაგრძნობასა და სიყვარულის გრძნობამდე განავითაროს, მაშინ ზრდასრულობაში მას ეს გრძნობები საკუთარ თავში შეაქვს და თავის ირგვლივ ყველგან ამ ფასეულობებს ავრცელებს. თუ საშუალოდ განვითარდა, მაშინ მთელი სიყვარული ადამიანების ნაცვლად ცხოველებზე გადააქვს, ცხოველებს აღმერთებს, ადამიანების აღქმა კი დაქვეითებული აქვს. ცუდად განვითარებული ჩვეულებრივი ისტერიული არსებაა, რომელიც სხვათა სიყვარულისა და თანაგრძნობის ნაცვლად, საკუთარი თავის შეცოდებითაა დაკავებული, ან მხოლოდ ჩაცმა-დახურვაზე ფიქრობს.
სმენის ვექტორიანი ბავშვი. სერიოზული, ჭკვიანი ბავშვები არიან, შეუძლიათ მიაღწიონ ნამდვილ სულიერ განვითარებას, თუ პუბერტაციამდე ასაკში მუსიკის, ფანტასტიკის, ან კომპიუტერული თამაშების მოყვარულის დონეში არ გაიჭედნენ. ან კიდევ უარესი შეიძლება დეპრესიულ მდგომარეობაშიც ჩარჩნენ.
ყნოსვის ვექტორიანი ბავშვი. იზრდება პირადი გარემოებებით, თუ ვერ განვითარდა დარჩება ოჯახის წევრთა მუდმივ ნერვებისმომშლელად და ჭკუიდან გადამყვანად, თან რაღაცნაირი უსიამოვნო, სრუტუნა და ამაზრზენ ადამიანად გამოჩნდება. მაგრამ თუ კარგად განვითარდა, თუ შედგა ომის მგდომარეობაში მყოფად მას შეუძლია მსოფლიო მასშტაბის მზვერავი გახდეს. ყნოსვის ვექტორიანის ფსიქიკა მუდამ ომის მდგომარეობაშია, მას არ აქვს მშვიდობის მდგომარეობა, ეს მის არქეტიპში დევს: ,,გადარჩეს ნებისმიერ ფასად“, ამიტომ მისთვის მთელი გარემო საბრძოლო მოქმედების არეალია და რაც ძალზე უცნაურია, რაც უფრო მძიმეა გარემო პირობები, მით უკეთ ახერხებს განვითარებას ყნოსვის ვექტორიანი. მისი ვექტორული თვისებებით, მისი ინტუიციური ინტელექტით უზარმაზარი შესაძლებლობები იხსნება და საცოდაობაა, მუდამ ოჯახში დარჩეს და ეს ინტელექტი მხოლოდ ოჯახის წევრების გასაბრაზებლად და მათი მანიპულირებისთვის გამოიყენოს.
როდესაც საუბარია ზედა ვექტორებზე და მათ განვითარებაზე, არის ერთი უცნაურობა. კერძოდ: ისინი განვითარებას აგრძელებენ მომწიფების ასაკის შემდეგაც, სმენის ვექტორი კი განვითარებას პრაქტიკულად არასოდეს ასრულებს. ზოგიერთ უძველეს ფილოსოფიურ სკოლებში, ადამიანს შემდგარ ფილოსოფოსად არ თვლიდნენ, თუ ის 45 წელს არ იყო გადაცილებული, ასევე იყო ზოგ სულიერ სწავლებაშიც, რადგან ეს ასაკი მიჩნეოდა ,,დაბრძენების ასაკად“. სავარაუდოდ აქ საქმე გვაქვს ანალ-სმენურ მიდგომასთან. როგორც ზემოთ აღვწერეთ ანალური ვექტორი საკმაოდ ნელა ვითარდება, სმენა კი განვითარებას თითქმის არასოდეს წყვეტს.
იმის მიხედვით, თუ რომელი ქვედა ვექტორი ერთვის ზედა ვექტორს, მნიშვნელოვნადაა განპირობებული ამ ზედა ვექტორის განვიტარების მიმართულება, ასევე ასაკის გავლენა მის განვითარებაზე. თითოეული ზედა ვექტორი კუნთთან, ანალთან, კანთან და ურეთრალთან, განსხვავებული სიქჩარით გადის სიმწიფის ფაზებს.
ავტორი: სერგო ღამბაშიძე
მსგავსი სტატიები