არაცნობიერი, ქვეცნობიერი და ცნობიერი სვფ-ს მიხედვით


არაცნობიერი, ქვეცნობიერი და ცნობიერი სვფ-ს მიხედვით

კაცობრიობა ვითარდება, ამიტომ ფუნქციები განიცდიან გარკვეულ სახეცვლილებებს, მაგრამ დროის ნებისმიერ მონაკვეთში ვექტორის არსი რჩება უცვლელი. მაგალითისთვის განვიხილოთ ვიზუალური ვექტორი, პირველყოფილ საზოგადოებაში მათი ფუნქცია იყო ,,დღის გუშაგი", რადგან მათ განსაკუთრებული მხედველობის წყალობით შეეძლოთ შორიდან შეემჩნიათ საფრთხე, ვთქვათ ბუჩქებში ჩასაფრებული მტაცებელი. დრო გავიდა, გარემო შეიცვალა, ხალხი განვითარდა, ამ ადამიანებს გაუჩნდათ სილამაზის შინაგანი აღქმა და თანაგრძნობის უნარი რაც გამოიხატა კულტურის გაჩენაში, ვიზუალებმა ადამიანებს დაუწესეს ქცევის წესები, ან უფრო სწორად აუკრძალეს გარკვეული ცუდი ქმედებები და მოგვევლინენ კულტუროლოგებად და უფლებათა დამცველებად. ასეთივე ცვლილებები განიცადა ყველა ვექტორმა, ისინი ვინც პირველყოფილ ჯოგში იყვნენ ,,ღამის გუშაგები" და უსმენდნენ ღამის ხმებს, დღეს მოგვევლინენ იდეოლოგებად, ან ატომური ბომბების შემქმნელებად. ვექტორების და ფუნქციების არსებობა ადამიანში სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი ცხოვრება წინასწარგანსაზღვრულია. დიახ ჩვენ ვიბადებით განსაზღვრული ვექტორებით, მაგრამ ეს ჩვენ გვაძლევს მხოლოდ ინტერესების და სურვილების სპექტრს. ყოველი ვექტორი კაცობრიობისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ელემენტის არქონა დაღუპავდა მთელ სისტემას, ამიტომ ვექტორები თავიანთი ფუნქციით განსხვავდებიან, მაგრამ მნიშვნელობით არიან თანაბარმნიშვნელოვანნი.

ბუნებაში არავინ იბადება მხოლოდ ტანჯვისთვის, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ რაღაცის მისაღებად შენც რაღაც უნდა გასცე. რას ნიშნავს რაღაც უნდა გასცე? რა უნდა გასცე? უნდა გასცე შენი თვისებები, კაცობრიობას ჭირდება ყველა პროფესია, ყველა ფუნქცია, ამიტომ კაცობრიობისთვის იდეალური იქნება თუ ყველა შეძლებს რეალიზებას. ვერავინ ვერ შეძლებს მიღებას თუ სხვებისთვის რამე არ გააკეთა, იმის თქმაც სიცრუე იქნება რომ ვინმე რაიმეს აკეთებს უანგაროდ, ყოველგვარი ანგარების გარეშე. მაგრამ თუ მხოლოდ ეგოისტურად მიღებაზე იფიქრებთ, გამოგეპარებათ გარემოში რეალიზების საშუალება. ეს დაახლოებით ისეა როგორც ორგანოები სხეულისთვის, ისინი მუშაობენ სხეულისთვის, აძლევენ სხეულს რაღაცას და სამაგიეროდ სხეულიდანაც იღებენ რაღაცას. რაღაც კუთხით ახალს არაფერს ვამბობთ - თქვენც ხომ გსმენიათ რომ ნიჭი და ტალანტი ადამიანს ბუნებრივად ეძლევა - ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ მოვახდინოთ ამ ყველაფრის ახლებური გააზრება. არასწორია საკუთარ თავს მიაწეროთ რომელიმე ვექტორი მხოლოდ იმიტომ რომ მისი თვისებები მოგწონთ. ბუნებაში არ არსებობს ისეთი ბოროტი ხუმრობა, რომ ადამიანს ქონდეს სურვილი და ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად საჭირო თვისებები არა.

ამიტომ არ არის მნიშვნელოვანი გაქვთ ერთი, სამი, თუ რვა ვექტორი, რამდენიც უნდა გქონდეთ თქვენ გაქვთ ყველა საჭირო თვისება მათგან წამოსული სურვილების დასაკმაყოფილებლად. ვიღაცამ შეიძლება თქვას: განა მე არ ვირჩევ ჩემს ცხოვრებას? რასაც მინდა გავაკეთებ! თუ გინდათ ე.ი. ეს თქვენი სურვილებიდან მოდის და აუცილებლად უნდა გააკეთოთ. არ არსებობს არანაირი საზღვრები, თუ თქვენ გაქვთ რეალური სურვილი, მაშინ გაქვთ საჭირო თვისებები ამ სურვილის შესასრულებლად (ერთადერთი რასაც გირჩევთ: დაფიქრდით მართლა თქვენია ეს სურვილი, თუ გარედან მაგ: მშობლებისგან, ან ახლობლებისგან არის თავსმოხვეული).

ადამიანი ძალზე რთული არსებაა და სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებულად მოქმედებს, მის ქცევებზე მხოლოდ ვექტორი არ ახდენს გავლენს, ვექტორი უმნიშვნელოვანესია მაგრამ არა ერთადერთი რასაც ადამიანის ქცევაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ჩვენ ჩამოვთვლით იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რამაც შეიძლება ადამიანზე გავლენა მოახდინოს. ამისთვის დავუბრუნდეთ ,,მეს", ,,მე" შედგება არაცნობიერის, ქვეცნობიერის და ცნობიერისგან, არ არსებობს ფიქსირებული საზღვარი მათ შორის. თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ ეს დაყოფა ეკუთნის ფროიდს. მოდით განვიხილოთ თითოეული, რომ შევძლოთ ერთიანი სურათის დანახვა.

არაცნობიერი

რისგან შედგება არაცნობიერი? - ჩვენ ვცხოვრობთ ფიზიკურ სამყაროში რომელიც აღიწერება 4 განზომილებით, 3 მათგანი სივრცისაა (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე, 3 ზომა რომელიც ქმნის სივრცეს) და ერთია დრო. რეალურად ეს 4 დადის ორ განზომილებამდე ესაა: სივრცე და დრო. თუ ჩვენ ადამიანს ამ ორ განზომილებაში შევხედავთ ის შეზღუდულია და ეს შეზღუდულობა გავლენას ახდენს ჩვენს აზრებზე, ქმედებებზე და ა.შ. ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდულია დროში. რას ცვლის ეს? ეს ცვლის ყველაფერს, იმიტომ რომ, თუ ჩვენ ვიცხოვრებდით მარადიულად და არაფრით შევიზღუდებოდით, არ მოგვიწევდა გვეჩქარა და დაგვეზოგა დრო. ეს შეზღუდულობა გაუცნობიერებლად გვაიძულებს ვიჩქაროთ. თუ ჩვენ ავიღებთ ცხოვრებას დაბადებიდან სიკვდილამდე და გავყოფთ მას ორ ნაწილად, ცხოვრების პირველ ნაწილში მხოლოდ ვიღებთ, ჩვენ გვაჭმევენ, გვასწავლიან, ჩვენზე ზრუნავენ, იმისთვის რომ გავიზარდოთ და ჩამოვყალიბდეთ ჩვენი ფუნქციის შესრულებისუნარიან ინდივიდებად, ხოლო ცხოვრების მეორე ნაწილში გავცემთ ჩვენს მიერ დაგროვილ ინფორმაციას, პროფესიონალიზმს და ა.შ. ყოველი ეტაპი თავის მხრივ იყოფა ორ ნაწილად და ყოველ ეტაპს გააჩნია თავისი დრო. ცხოველებში ეს ყველაფერი ხდება ინსტიქტების დონეზე, ადამიანებშიც ასევე არის ინსტიქტები, მაგრამ ამ ინსტიქტებს ემატება გონებაც (ცნობიერება). რომლის დახმარებითაც რეალიზდებიან ადამიანები.

შეიძლება თუ არა არარეალიზებულმა ადამიანმა რეალიზება შეძლოს გვიანდელ ასაკში? თეორიულად შეიძლება, თუმცა რაც უფრო გვიანდელ ასაკში ცდილობს ინდივიდი რეალიზებას, ეს რეალიზება დროის პროპორციულად რთულდება. მაგალითად: თუ ნიჭიერ ბავშვს 4-5 წლის ასაკში დავაწყებინებთ მუსიკაზე სიარულს მეტი შანსი ექნება გახდეს კარგი მუსიკოსი, ვიდრე მაშინ იგივე ბავშვი 15-17 წლის ასაკში რომ მიგვეყვანა მუსიკაზე. დრო გადის და რაც უფრო ადრე დაიწყებთ მოქმედებას მით მეტად გექნებათ რეალიზების შანსი. შემდეგი რაც სივრცეშია შეზღუდული ესაა სხეული. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია და არ შეგვიძლია ერთდროულად ვიყოთ რამდენიმეგან. ვინაიდან ჩვენ შეზღუდულები ვართ დროსა და სივრცეში, ამიტომ ყოველი წუთის გამოყენება მნიშვნელოვანია. ის რომ ჩვენ დროის ერთ მონაკვეთში ვირჩევთ ერთ კონკრეტულ ქმედებას, ან კონკრეტულ ადგილზე ყოფნას, ავტომატურად ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ ყველა დანარჩენ შესაძლებლობაზე, ამიტომ მუდმივად უნდა ვეცადოთ საუკეთესო ვარიანტის ამორჩევას.

კიდევ ერთი რაშიც შეზღუდულები ვართ არის სქესი. ჩვენ ვიბადებით ქალად ან კაცად (თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით სურვილის შემთხვევაში სქესის შეცვლა შეიძლება), ეს განსაზღვრულია ჩვენს ფსიქიკაში და ასახულია სხეულზე, ამიტომ სქესის შეცვლა უკვე მიანიშნებს გარკვეულ დარღვევაზე (აქ არ ვსაუბრობთ ტრანსსექსუალიზმზე, რომელიც ცოტა უფრო რთული მსჯელობის თემაა - ს.ღ). კიდევ ერთი რამ, ძველად ქალი აღიქმებოდა მხოლოდ მეორეხარისხოვნად და მამაკაცის დანამატად, თანამედროვე ეპოქაში კაცობრიობის აღქმა საბედნიეროდ განვითარდა იქამდე, რომ ქალი და კაცი უფლებრივად და ფუნქციურად გათანასწორდნენ და ორივეს შეუძლია საკუთარ სქესში იპოვოს სრულფასოვანი რეალიზაცია, თუმცა ამასთან ორივეს შეუნარჩუნდა სქესისთვის დამახასიათებელი ფუნქციები (არავისთვისაა საიდუმლო, რომ მხოლოდ ორი საწინააღმდეგო სქესის ურთიერთობა იძლევა მომავალ თაობას). თუ ამას მეტაფიზიკურ ჭრილში გადავიტანთ არის მიღების და გაცემის სურვილები, მამრი რომელის გასცემს სპერმას (ეაკულატს) არის გაცემის სურვილი, ხოლო მდედრი არის მიღების სურვილი, რომელიც იღებს მამაკაცის გაცემულ სპერმას (გენეტიკურ ინფორმაციას) და გადაჰყავს ის ახალ საფეხურზე (შვილის სახით). ანუ არსებობს ომის და მშვიდობის მდგომარეობები, ძირითადად მდედრი არის მშვიდობა და გაჩენა (ანუ მიღების სურვილი), მამრი კი ომის მდგომარეობა ანუ ტერიტორიების ათვისება და სპერმის გაცემა (ანუ გაცემის სურვილი). სქესის ჩანასახი გვხვდება უკვე მცენარეულ დონეზე. მამრი ეს არის სპერმის (გენეტიკური ინფორმაციის) გაცემა და ტერიტორიების გაფართოება, მდედრი კი მშვიდობა, მომავალი თაობის გაჩენა და აღზრდა. ანუ მდედრი აღზრდის მომავალ თაობას და აძლევს ინფორმაციას გარემოს და საკუთარი ჯოგის შესახებ, მამრი კი ასწავლის უკვე აღზრდილ მომავალ თაობას როგორ გადარჩეს ლანდშაფტში და როგორ გააფართოვოს საარსებო სივრცე.

შემდეგი პარამეტრი რაზეც ვისაუბრებთ არის ტემპერამენტი. რა არის ეს? ამის ახსნისას არის გარკვეული სირთულე, სვპ-ში ტემპერამენტი არის სურვილის ძალა, რაც უფრო მაღალი ტემპერამენტი აქვთ ადამიანებს, მით უფრო დიდ ჯგუფში ახერხებენ რეალიზებას (ან თუ არარეალიზებულები არიან დიდ ჯგუფზე ავრცელებენ საკუთარ სტრესებს, მაგ: ჰიტლერი). ტემპერამენტი არ ცვლის სურვილებს, უბრალოდ განსაზღვრავს ამ სურვილების ძალას. ტემპერამენტი ასევე თანდაყოლილია და მისი გაზრდა, ან შემცირება შეუძლებელია. მაგალითად თუ დაბალტემპერამენტიანი კანის ვექტორიანი მართავს დიდი ორგანიზაციის რომელიმე პატარა ფილიალს, მაღალტემპერამენტიანი იქნება მთლიანი ორგანიზაციის მმართველი. ორივე მათგანი საკმაოდ რეალიზებილია, მაგრამ განსხვავდება მათი სურვილების სიმძლავრე, დაბალტემპერამენტიანი რომ აღმოჩნდეს უფრო მაღალ მდგომარეობაში, ვიდრე ამისთვის სურვილის ძალა ყოფნის, მას ექნება გარემოსგან ზედმეტი ზეწოლა და ძალა არ ეყოფა ამ მოვალეობის კარგად შესასრულებლად, ამიტომ აუცილებლად აღმოჩნდება ცუდ მდგომარეობაში (სტრესში). ხოლო თუ ჩვენი ტემპერამენტი აღემატება მიღვწეულ რანგს, მუდმივად გვაქვს შეგრძნება რომ უფრო მეტი შეგვიძლია, ტემპერამენტი ითხოვს კუთვნილი რანგის დაკავებას. ეს ბავშვობიდანვე ვლინდება და მნიშვნელოვანია მშობლებმა ყურადღება მიაქციონ შვილს ამ მხრივ, თუ ზედმეტად გაანებივრებენ, მაშინ ის ზრდასრულობისას შეეცდება აიღოს თავის თავზე იმაზე მეტი ვიდრე რეალურად შეუძლია და განუვითარდება თავხედობა და ამპარტავნება. ხოლო თუ ზედმეტად მკაცრად გააკონტროლებენ და ყველა წვრილმანისთვის დასჯიან, მაშინ ზრდასრულობისას მას ძალა არ ეყოფა საკუთარი რანგის დასაკავებლად და იქნება დათრგუნული. არაცნობიერში ჩადებული ბოლო და მთავარი პარამეტრია ვექტორი. ერთ ადამიანს რომელსაც აქვს რამდენიმე ვექტორი, ყველა მათგანი აქვს ერთნაირ ტემპერამენტში. მოკლედ ადამიანის არაცნობიერი მოიცავს იმ ბაზას რაც ადამიანში დაბადებიდანვეა ჩადებული.

ქვეცნობიერი

ახლა განვიხილოთ ქვეცნობიერი: თუკი არაცნობიერი თანდაყოლილია, მისგან განსხვავებით ქვეცნობიერში ჩაწყობილია ძირითადი შეძენილი თვისებები. ჩვენს მიერ გავლილი ცხოვრება, დაგროვილი გამოცდილება და ა.შ. ჩვენში ტოვებს რაღაც კვალს, ქვეცნობიერის შენება დამოკიდებულია შეძენილ გმოცდილებაზე, საზოგადოებრივ გავლენებზე და თავად ჩვენზე, ანუ ქვეცნობიერს ქმნის ჩვენი და გარესამყაროს ურთიერთქმედება. თუ არაცნობიერი თანდაყოლილი და უცვლელია, ქვეცნობიერი მუდმივად განიცდის ცვლილებებს. თუ არაცნობიერი საერთოა (ანუ რომ ავიღოთ მაგ: კანის ვექტორი, ყველა კანის ვექტორიანის ფუძე ერთი და იგივეა, განსხვავდება მხოლოდ მათი რეალიზაციის დონე), ქვეცნობიერი ინდივიდუალურია (ანუ ინდივიდუალური განვითარება და დაკავებული მდგომარეობა გვეკუთნის პირადად ჩვენ).

რა არის განვითარება? განვითარება ეს არის საკუთარი ფუნქციის გაცნობიერების საფეხური, ანუ რმდენად აღიქვამთ საკუთარ ფუნქციას და რამდენად ხედავთ საკუთარ თავს კაცობრიობის ნაწილად. თუ განუვითარებელი ხართ, ე.ი. თქვენ ვერ ახერხებთ დაინახოთ კავშირი თქვენსა და კაცობრიობას შორის და აღიქვამთ მხოლოდ ეგოისტურ ,,მეს". სინამდვილეში რაც უფრო ვიწრო მასშტაბისაა თქვენს მიერ სამყაროს აღქმა მით უფრო პრიმიტიული და ვიწროა თქვენი რეალური ,,მე".

ვთქვათ თქვენი სურვილების ჭურჭელს აქვს რაღაც ტევადობა, რამდენადაც მეტადაა ავსებული (დაკმაყოფილებული) ეს ჭურჭელი, მით მეტად ხართ თქვენ რეალიზებული და განვითარებული. თითოეულ ვექტორს აქვს განვითარების 4 დონე, ესენია: არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური და ადამიანური. რაც ნაკლებია განვითარება, მით ნაკლებია შანსი აავსო სურვილების ჭურჭელი, იმდენად რომ უფრო მაღალი დონეების არსებობას ვერც კი აცნობიერებთ, არ ხდება სხვა ადამიანების, როგორც ინდივიდების გააზრება, ამიტომ ნებისმიერი ასოციალური მდგომარეობა ვლინდება განვითარების ყველაზე დაბალ საფეხურზე. განვითარების მეორე დონეზე ინდივიდს შეუძლია აღიქვას ოჯახი, ანუ ის საკუთარი თავის გარდა, ,,მეს" აიგივებს ოჯახთანაც და იწყებს მუშაობას ოჯახისთვის. განვითარების მესამე დონეზე ინდივიდს აქვს საკუთარი გარემოცვის (თანამშრომლების, მეგობრების, ან მაქსიმუმ მისი მთელი ნაციის) აღქმის უნარი, უმაღლეს დონეზე კი ის მთელ კაცობრიობას საკუთარ ნაწილად აღიქვამს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ადამიანის განვითარებაზე შინგანის გარდა, გავლენას ახდენს მთელი რიგი გარე ფაქტორები, მაგ: განვიხილოთ ბავშვი ანალური ვექტორით (ერთვექტორიანი ანალის შემთხვევაში), 5 წლისას დედა უყვირის, ხანდახან ცემს კიდეც, მას უგროვდება წყენა, ეს წყენა წლების მანძილზე იზრდება, 15 წლისას უკვე აქვს ჩამოყალიბებული ნაწყენი მდგომარეობა (შეიძლება ამ დროს აწვალებდეს ცხოველებს), ხოლო 30 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული სადისტია, რომელიც მთელ კაცობრიობაზეა ნაწყენი. ასეთი დაიბადა? რა თქმა უნდა არა, მისი ეს მდგომარეობა განაპირობა გარე ფაქტორების ჩარევამ. პრინციპში არ არსებობს სრულყოფილი რეალიზაცია, ყველას აქვს გარკვეული დარღვევა, ამიტომ არსებობს მხოლოდ მეტ-ნაკლებად რეალიზაცია. სტრესული მდგომარეობაა როცა ადამიანი არაა საკუთარ თავში დარწმუნებული, დათრგუნულია და ვერ ბედავს მოქმედებას, ასევე სტრესია როცა ადამიანი ზედმეტად თავდაჯერებულია, ამ დროს ფიქრობს რომ ის არ შეიძლება ცდებოდეს, ამიტომ ხდება თავხედი და მომხვეჭელი (ერთ შემთხვევაში თვითშეფასება რეალურზე დაბალია, მეორეში კი აღემატება რეალობას), ერთიც და მეორეც შინაგან დისკომფორტს იწვევს და ორივე ცუდი მდგომარეობაა. პირველი ტიპის ადამიანები, როგორც წესი შინაგანად მეტად განვითარებულები არიან, ანუ აქვთ სურვილის დიდი მოცულობა, დიდი პოტენციალი, დიდი ჭურჭელი, მაგრამ მისი ავსება (სურვილის დაკმაყოფილება) არ შეუძლიათ, ანუ მაღალი შინაგანი განვითარება, მგრამ რადგან ამ განვითარების გარეთ გამოტანას ვერ ახერხებენ არიან არარეალიზებულები. მეორე ტიპის ადამიანები პირიქით, როგორც წესი ჩანან საკმაოდ რეალიზებულები და წარმატებულები, ჩანს რომ მათ ყველაფერი გამოსდით, მაგრამ განვითარების დონე აქვთ მეტად პატარა, ანუ აქვთ პატარა მოცულობის ჭურჭელი სურვილებისთვის, ამიტომ ის რისი მიცემაც მათ ჯგუფისთვის შეუძლიათ, არ აძლევენ. ერთიც და მეორეც, თუ მათ სოციუმის კუთხით განვიხილავთ, არიან ცუდ მდგომარეობაში და უსარგებლონი არიან კაცობრიობისთვის, არცერთს არ შეუძლია თავისი ბუნებრივი დავალების შესრულება, ამიტომ ორივე ტიპაჟს აქვს შინაგანი სტრესი, უბრალოდ სხვადასხვა მიზეზის გამო. ასეთი გადახრები შეიძლება გამოვლინდეს ყველა ვექტორში. რამდენადაც ადამიანი ახლოსაა ,,ოქროს შუალედთან", იმდენად სწორად ახერხებს ის რეალიზებას.

ცნობიერი

და ბოლოს, განვიხილოთ ცნობიერი. როგორც ალბათ უკვე მიხვდით, რეალური გაცნობიერება ძალზე მცირეა და ჩვენი მოქმედებების და მდგომარეობების უმეტესობა დამოკიდებულია მთელ რიგ შინაგან და გარეგან ფაქტორებზე. არის უამრავი რამ, რასაც ჩვენ მივაწერთ საკუთარ თავს, მაგრამ რეალურად ჩვენი არ არის. მაგრამ არის რაღაც რაც გაცნობიერების შედეგად მოდის, მაგ: ინდივიდმა გააცნობიერა რომ აქვს ორალური ვექტორი ამიტომ შეგნებულად წავიდა ორატორულ კურსებზე მეტყველების დასახვეწად. ანუ ინდივიდი აცნობიერებს საკუთარ ფუნქციას და ამ ფუნქციის სარეალიზაციოდ ის იყენებს მთელ თავის რესურსებს. ყოველი შემთხვევისთვის, თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ სტრესში ან მინუსში მყოფ ადამიანს არანაირი რეალური ცნობიერება არ გააჩნია, რაც მეტადაა სტრესში მით მეტად ეჩვენება რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა, ამიტომ მთელ სამყაროს ჯიბრში უდგება, ამიტომ ვერ ვიტყვით რომ ეს ადამიანი რეალურად აცნობიერებს რამეს (მისი მოქმედებები ქვეცნობიერია). როდესაც აღწევთ ცნორიერების დონეს, ჩვენ ვხედავთ საკუთარ ფუნქციებს და მთელ ჩვენს ყურადღებას მივმართავთ მათი შესრულებისკენ.

ბოლოს გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ ჩვენი ლექციები, თუ რამეს ვერ გაიგებთ დაგვისვით კითხვები, ეცადეთ ნუ იაზროვნებთ წინასწარგანწყობებით და სხვადასხვა შაბლონებით და ნუ იტყვით: ჩვენ სხვანაირად გვასწავლეს! ჯერ საფუძვლიანად გაეცანით ამ სწავლებას და დასკვნები შემდეგ გამოიტანეთ. ეს იმას არ ნიშნავს რომ კრიტიკულები არ იყოთ, უბრალოდ ეცადეთ თქვენი კრიტიკა იყოს საფუძვლიანი.

როდესაც თქვენ შეგეძლებათ დიაგნოსტირება ეცადეთ რომ ადამიანებს არ მიაკრათ იარლიყები და არ თქვათ: ეს კანია ამიტომ აუცილებლად ,,ვიგოდნიკია", ეს კუნთია ამიტომ აუცილებლად უინტელექტოა და ა.შ. კარგია თუ თქვენ შეძლებთ ვექტორების ამოცნობას, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ ვექტორს გააჩნია საკმაოდ ბევრი მდგომარეობა, ასევე გახსოვდეთ რომ მრავალვექტორიან ადამიანში ვექტორების სურვილები ერთმანეთს ავსებენ და პოლიმორფში ვექტორის მუშაობის პრინციპი ოდნავ განსხვავებულია, ამიტომ ნუ მიაწებებთ ადამიანს შაბლონს მანამდე, სანამ ამ მდგომარეობების გაშიფვრა არ შეგეძლებათ (ჩვენ თანდათან აგიხსნით ამ ყველაფერს, ერთვექტორიანებიდან პოლიმორფებამდე, მათი ფსიქიკის უწვრილმანეს შტრიხებს, მდგომარეობებს და მათ გარეგნულ თუ შინაგან გამოვლინებებს, ამიტომ ნუ აჩქარდებით!).

გაითვალისწინეთ რომ ვექტორის მდგომარეობები იცვლება, ამიტომ მთავარი ის კი არ არის რომ თქვენ შეძელით ამოიცნოთ კანის, ანალის ან სმენის ვექტორი, არამედ მთავარია შეგეძლოთ მათი მდგომარეობის ამოცნობა. მაგ: იცით რომ ვინმეს აქვს ანალური ვექტორი, მაგრამ რა მდგომარეობაში? ანალი შეიძლება იყოს: სუფთა, ბინძური, სადისტი, მოკრძალებული, აკურატული, მეოჯახე, მასწავლებელი, პროფესიონალი, დათრგუნული, ნაწყენი, პედოფილი და ა.შ. სწორედ ამ მდგომარეობების ამოცნობის შემდეგ შეგეძლებათ თქმა რომ სვფ იცით. სწორედ ესაა ის სიღრმისეული ცოდნა, რომელსაც დროთა განმავლობაში დაეუფლებით (დაახლოებით ორ-სამ თვეში თქვენ შეძლებთ ვექტორების ამოცნობას, ხოლო ერთ ორ წელიწადში შეგეძლებათ ნებისმიერი ადამიანის ფუნქციის და მდგომარეობის დანახვა). კიდევ ერთი რამ, ნუ მენდობით ბრმად (ამას სრული სერიოზულობით გეუბნებით), კარგია როცა გაგაჩნიათ სწორი კრიტიკის უნარი, რადგან ეს გიცავთ ფანატიზმისგან. ადამიანთა შორის კომუნიკაციის უნარი შეზღუდულია, ამიტომ შეიძლება სწორად ვერ გაიგოთ, ან მე ვერ გადმოვცე სწორად ამა თუ იმ სისტემის ან ფრაზების ნიშანდობლიობა, ამან კი შეიძლება წარმოშვას მთელი რიგი არასწორი გააზრებების, ან რაღაცის გაფანატებისა. ეცადეთ ყველაფერი გააანალიზოთ. კიდევ ერთი შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ყველა ვექტორის თვისებებთან გაქვთ რაღაც საერთო, ამიტომ არ აჩქარდეთ თვითდიაგნოსტირებისას, მე არ გეუბნებით რომ არ შეიძლება იყოთ 8 ვექტორიანი, მაგრამ ნუ შეგელახებათ თავმოყვარეობა იმის გამო რომ ყველა ვექტორი არ გაგაჩნიათ, გახსოვდეთ რომ ყოველი ვექტორი თანაბარმნიშვნელოვანია და მთავარი ის კი არ არის თუ რამდენი ვექტორი გაქვთ, არამედ ის თუ რამდენად გაქვთ საკუთარი ვექტორები რეალიზებული (რამდენიც არ უნდა გქონდეთ). ჩვენ არ გეუბნებით რომ მივაკვლიეთ ერთადერ შესაძლო ჭეშმარიტებას, ან რაღაც ასეთს, არ ვამბობთ რომ ჩვენი მეთოდი ერთადერთია ყველა მეთოდებს შორის, ჩვენ უბრალოდ ვთვლით რომ ეს საინტერესო სწავლებაა და ვცდილობთ მის გავრცელებას ჩვენი შესაძლებლობების და კომპეტენციის ფარგლებში. ვეცდებით ვიყოთ მაქსიმალურად გახსნილები და შეძლებისდაგვარად ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს. ასევე თავისუფლად შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი აზრები ამა თუ იმ თემის შესახებ.

ავტორი: ვ. იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

  • აშშ. ვექტორული ანალიზი

  • ენერგეტიკული ვამპირები – ვინ არიან ისინი?

  • ყნოსვის ვექტორის ამოსვლა ანალ-სმენის სცენარში

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (3)

  • ასაკი (ნაწილი პირველი)

  • მისი უდიდებულესობა შოპინგი

  • დიაგნოსტიკა - სქესი (ვისაუბროთ არსობრივად)

  • ბიძგი ვექტორულ განვითარებაში - ზოგადი მიმოხილვა