ვექტორები და სიკვდილი


ვექტორები და სიკვდილი მოდით ვისაუბროთ როგორი დამოკიდებულება აქვთ სხვა და სხვა ვექტორის წარმომადგენლებს ისეთი გარდაუვალი მოვლენის მიმართ როგორიც სიკვდილია და ვეცადოთ ცოტა იუმორით მივუდგეთ ამ თემას.

მოგეხსენებათ ქართულ ენაში არსებობს სიკვილის რამდნიმე სინონიმი და უამრავი გამოთქმა რომელიც გადატანითი მნიშვნელობით გამოხატავს მას. მე მგონია რომ ეს შემთხვევითი არ არის და ვნახოთ ახლა რა “ბრალი მიუძღვით“ ვექტორებს ამ საქმეში.

სიკვდილი როგორც მოვლენა წარმოდგენს სიცოცხლის დასასრულს, უფრო გასაგებად თუ ვიტყვით ყველაფერ იმის ტოტალურ დასასრულს რასაც ცხოვრება და არსებობა ჰქვია. მოგეხსენებათ, რომ აზრს ჩვენს არსებობას სხვა და სხვა იდეები და ფასეულობები აძლევს, ასევე ყველა ვექტორის წარმომადგენელს მისთვის დამახასიათებელი მოტივები ამოძრავებს და სიკვდილსაც შესაბამიისად ყველა თავისებურად უყურებს და აღიქვამს.

დავიწყოთ კუნთის ვექტორით - ყველამ უკვე ვიცით, რომ კუნთისთვის დაბადებაც უკვე ტრავმულია, მისი ძირითადი ფასეულობები და მოტივატორები 4 საბაზისო მოთხოვნილებაა: ჭამა-სმა, გამრავლება, სუნთქვა ძილი. მთავარია ეს ჯაჭვი არაფერმა დაარღვიოს. ბედნიერია მაშინ როც ამ 4 საბაზისო მოთხოვნილებას არაფერი ემუქრება და უსაფრთხოდ შეუძლია განახორციელოს თითოეული მათგანი. შესაბამისად კუნთი არაცნობიერად მიელტვის მუცლადყოფნის მდგომარეობას - როცა ყველაფერი უზრუნველყოფილი ჰქონდა და ბედნიერი იყო. მისთვის სიკვდილი ამ მდგომარეობასთან ასოცირდება და შეიძლება ითქვას ბედნიერებადაც კი აღიქმება. შემთხვევითი არ არის, რომ კუნთები ხშირად მესაფლავეები ხდებიან. სიცოცხლეშიც სიკვდილის ეგრეგორის სამსახურში.

კანი - საშუალო რგოლის ლიდერი, რესურსების მოზიდვის და გადანაწილების სპეციალისტი. კანისთვის მნიშვნელოვანია რანგი და ქონება. ეს უკანასკნელი როგორც რანგის განმსაზღვრელი და მატერიალური რესურსი. კანები ყველაზე კარგად განკარგავენ დროს და ფულს. დრო რომ ფულია კანზე კარგად ეს არავინ იცის. კანმა იცის ყველაფრის ფასი და თუ ყნოსვას არ ჩავთვლით სიცოცხლის ფასიც კანებმა ყველაზე კარგად იციან და ყველაზე მეტად ეჭიდებიან მას. ამაში რესურსების მოხვეჭისა და გადანაწილების თანდაყოლილი ალღო ეხმარებათ. სხვა და სხვა შიმშილობები, ბლოკადები, სიკვდილის ბანაკები და ა.შ ყველაზე კარგად გადაიტანეს კანებმა. კანისთვის სიკვდილი ნიშნავს რანგის და რესურსის დაკარგვას და შესაბამისად სიკვდილი ტრაგედიაა. მაგრამ არის ერთი მაგრამ - დიდი კანური ორგანიზაცია - არმია. სიკვდილი როგორც ჩინისა და რანგის გაზრდის ერთ-ერთი გზა.

ანალი - გამოქვაბულის ცეცხლის დარაჯი, მემატიანე. ყველაფერს ახარისხებს აწესრიგებს, ახალ თაობას ძველ გამოცდილებას და ცოდნას გადასცემს, თავისი საქმის ნამდვილი ოსტატი, პროფესიონალი, ჯოგის ერთგული, საიმედო წევრი. მისი მთავარი ღირებულებაა წარსული, ისტორია - შესაბამისად ისტორიული გმირები - ანალი მაინც და მიანც მატერიალურ ღირებულებაზე ორიენტირებული არაა თუ ეს რამე არტეფაქტს არ წარმოადგენს. სიკვდილი მას მის საყვარელ წარსულთან შეერთების საშუალებას აძლევს, აქედან გამომდინარე არც სიცოცხლეს ებღაუჭება დიდად და არც სიკვდილისა ეშინია.

ურეთრალი - ბელადი, ჯოგის მთავარსარდალი - ერთი ყველასათვის პიროვნება. მას გააჩნია თანდაყოლილი ცხოველური ალტრუიზმი, ისედაც მთელ ცხოვრებას ჯოგისთვის ატარებს და ყოველთვის მზადაა მისთვის თავი გასწიროს. და რას წარმოადგენს ურეთრალისთვის სიკვდილი? - არაფერს. არც გმირობას მათ შორის, სიკვდილი მისთვის კანონზომიერი მოვლენაა - სიცოცლის დასასრული ჯოგის სამსახურში. პარადოქსულია, მაგრამ ვერც შემდგარი და ვერც შეუმდგარი ურეთრალები ვერ ცოცხლობენ დიდხანს, პირველები „მისიის შესრულების“ მერე იხოცებიან მეორენი დეპრესიისგან.

ორალი - პანიკიორი, მასხრა, ენამოსწრებული და მხიარული, მუდმივად მხიარული წევრი, პირველყოფილი მზარეული, გემოების ყველაზე კარგი დამფასებელი. ორალის მთავარი ფასეულობაა - პუბლიკა, აუდიტორია, ყურები რომელსაც მიმართავს. საუბრის გარეშე რა არის ორალის სიცოცხლე. ამ ვექტორთან მაგალითად დამუნჯება შეიძლება უკვე სიკვდილად აღვიქვათ, ორალისთვის ეს ყველაზე სასტიკი სასჯელია. ორალი კვდება მაშინ როცა ენა აღარ იძვრის.

სინამდვილეში ორალი სიკვდილის როგორც მოვლენის მიმართ ინდიფერენტულია, სიამოვნებით გამოვა სიტყვით სხვის დაკრძალვაზე, აგატირებთ ან ბრძოლისკენ განგაწყობთ ანტონიუსივით მაგრამ არასოდეს წარმოიდგინოთ, რომ თავადაც იგივეს გრძნობს. ამავე დროს მშიშარაა, თუ სასიკვდილო საფრთხე დაემუქრება ეცდება ყველანაირად დააღწიოს თავი და არც ჭორებს მოერიდება.

ყნოსვა - ყველაზე სუსტი აღნაგობისა და გამუდმებული ავადმყოფობი მიუხედავად ყველაზე სიცოცხლისუნარიანია. ჯოგში მეორე ადამიანი ბელადის შემდეგ (ან შეიძლება ითქვას პირველიც ბელადზე გავლით ), შამანი. მის ხელშია ნამდვილი ძალაუფლება - ყნოსვას ფუფუნება არ სჭირდება, არც ჩინ-მედლები, უბრალოდ კომფორტი და ძალაუფლების ქსელი სავსებით საკმარისია. ხოდა წარმოიდგინეთ კაცი რომელსაც ცალი ხელით მსოფლიოს სფერო უპყრია უცებ ოთხ ფიცარში უნდა ჩაეტიოს - თუნდაც ოქროს ფიცრებში. ყნოსვას სიკვდილის არ ეშინია - ყნოსვას სიკვდილი ეზიზღება. მის წინააღმდეგ კომპრომატებს ვერ მოაგროვებ და რომც მოაგროვო ვისთან დაიჩივლებ? რაც შეეხება სიკვდილის სინონიმებს ჩემი აზრით ყნოსვური სიკვდილის ვარიანტია - სამყაროში დანთქმა, ისევ აქ დარჩენა და მთელ სამყაროში განფენა რამდენადაც ამას მოახერხებს.

სმენა - იდეური ბელადი, ყველაზე მეტაფიზიკური არსება 8 ვექტორს შორის. მისთვის მატერიალური არსი ზოგადად საერთოდ არაა ძვირფასი, კი არადა სულაც ვერ აღიქვამს. თავის სხეულსაც კი ისე უყურებს როგორც უცხოს, იმის თქმაც უჭირს ვინაა თავად კონკრეტულად მიუხედავად იმისა რომ ყველაზე დიდი ეგო აქვს. ის არავინაა და მთელი სამყაროა ერთდროულად, ყველგან და ყოველთვის. სმენა თავის თავს იმ იდეისგან რომელსაც მისდევს არ აცალკევებს - თავად ხდება იდეა. და თუ არსება საკუთარ თავში მთელ ციკლს მოიცავს დაბადებისა და სკვდილის ჩათვლით როგორ უნდა აღიქვას მან ერთი ცალკეული მოვლენა სიკვდილი - როგორც საკუთარი ნაწილი? ძალიან ჩვეულებრივად, შიშის, ზიზღის და ტრაგედიის გარეშე. რას დაკარგავს სმენა? - სხეულს, რომელსაც ისედაც არ იცის რა უყოს. აი გარდაცვალება სიკვდილის გამოხატვის სმენური სიტყვაა. ახალ მდგომარეობაში გადასვლა, ახალი ველების შესწავლის შანსი.

ვიზუალი - ბოლოს ალბათ სმენა უნდა მომეტოვებინა მაგრამ ლიტერატურაში, მუსიკაში და ზოგადად ხელოვნებასა და კულტურაში გავრცელებული სიკვდილის სემანტიკა სწორედაც ვიზუალურია. სიკვდილიც ამ მოვლენის გამოხატვის ვიზუალური სიტყვაა. ვიზუალისთვის სამყარო შთაბეჭდილებებია - გაყინული კადრები, და მთელი ცხვოვრება ამ ხატებით ტკბება, შიშიდან დაწყებული სიყვარულით დამთავრებული ემოციათა უდიდესი პალიტრის გავლით. სიკვდილი მის ეროგენულ ზონას - თვალებს სამუდამოდ დახუჭავს, ეს ხომ ნამდვილი ტრაგედიაა. ისაა ერთადერთი რომელსაც სიკვდილის ეშინია - შიში მისი ერთ-ერთი მთავარი ემოციაა.

მაშ ასე ვექტორები დამკრძალავ ბიუროში

კუნთი - მესაფლავე,

ანალი - მეკუბოვე, თაიგულების ოსტატი,მებალზამე და სხვა ცალკეული საქმის პროფესიონალი

კანი - დაკრძალვის პროცესის ორგანიზატორი.

ურეთრალი - ბრძოლის ველზე დაცემული გმირი, მიცვალებული, აბა ცოცხალ ურეთრალს დამკრძალავ ბიუროში რა უნდა.

ორალი - მზარეული ქელეხში, სიტყვით გამომსვლელი დაკრძალვაზე.

ყნოსვა - წესის ამგები, მღვდელი,ზოგადად კულტის მსახური

სმენა - მუსიკოსი

ვიზუალი - მომტირალი (ოღონდ დაქირავებული არა ).

ავტორი: ეკატერინე სამხარაძე


მსგავსი სტატიები

  • როგორ აყალიბებს სტრესი მდგომარეობებს

  • რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (პირველი ნაწილი)

  • რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (ნაწილი მეორე)

  • ვექტორები და სიკვდილი

  • ფსიქოტიპები სისტმურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში

  • კანის ვექტორის საუკეთესო განვითარება

  • განსხვავება ზედა და ქვედა ვექტორებს შორის (მეორე ნაწილი)

  • მორალურ-ზნეობრივი დეგენერაციის სინდრომი