საკუთარი სხეულის გამო სირცხვილი – ანუ როცა სექსს სიამოვნება არ მოაქვს


საკუთარი სხეულის გამო სირცხვილი – ანუ როცა სექსს სიამოვნება არ მოაქვს

„ოცი წელია გათხოვილი ვარ, ორი შვილი მყავს, ქმრისა კი ისევ მერიდება. მრცხვენია, როცა შიშველს მხედავს. ამის გამო ვერ ვდუნდები სექსის დროს და ვერც სიამოვნებას ვიღებ ინტიმური ურთიერთობებისგან.“

ბევრ ადამიანს, სქესის მიუხედავად, ერიდება საკუთარი სხეულის, არ შეუძლია საყვარელი ადამიანის წინაშე გაშიშვლება და დაძაბულია სექსის დროს. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. გარეგნულად რეალიზებული და წარმატებული ადამიანები სინამდვილეში ვერ ახერხებენ იმ სიამოვნების მიღებას ცხოვრებისაგან, რასაც ასე ელოდებიან, იმიტომ, რომ რცხვენიათ იმის და იქ, რისიც და სადაც არ უნდა რცხვენოდეთ.

სირცხვილი სწორი და სირცხვილი უადგილო.

ადამიანი სოციალური არსებაა და მისი ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახერხებს საზოგადოებასთან ადაპტირებას, რამდენად კარგად გრძნობს თავს სხვა ადამიანებს შორის. სირცხვილი – ადამიანის ფსიქიკის ერთ-ერთი ძირითადი რეგულატორია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების ურთიერთობების იმ ყალიბში ჩასმას, რომელშიც ყველა კომფორტულად იგრძნობს თავს.

მაგალითად, ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას რცხვენია განურჩევლად ყველას მოხიბვლა. ქვეცნობიერი სოციალური ტაბუ განსაკუთრებით ქალის სექსუალურ ქცევაზე მუშაობს.

ხანდახან ისეც ხდება, რომ სირცხვილის გრძნობა უადგილოდ წარმოიშობა, ხან კი საპირისპირო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, მამა არ იხდის ალიმენტს საკუთარი შვილისათვის და მას არ რცხვენია. ქალს ერიდება საკუთარი ქმრის წინაშე გახდის, არ შეუძლია მოდუნება, ვერც თვითონ იღებს სიამოვნებას და არც მეუღლეს აძლევს ამის საშუალებას.

ადამიანი, რომელიც ატარებს ცრუ სირცხვილის გრძნობას, სხვების გარემოცვაში თავს არაკომფორტულად გრძნობს. მას არ შეუძლია ურთიერთობისას მოდუნება, საკუთარი სურვილების სრულფასოვნად გამოვლენა. ის საკუთარ მორცხვობაზეა ჩაციკლული.

ცრუ სირცხვილი სექსუალურ ურთიერთობებში

განსაკუთრებით დამღუპველი ზემოქმედება ცრუ სირცხვილს აქვს სექსუალურ ურთიერთობებში. ორ შეყვარებულ ადამიანს შორის დაშვებულია ყველაფერი, რაც ორივეს ანიჭებს სიამოვნებას და არ აყენებს ზიანს გარეშე პირებს. წყვილში დაშვებულია ნებისმიერი სექსუალური სურვილისა და ფანტაზიის განხორციელება ორმხრივი თანხმობის საფუძველზე. თუმცა, ცრუ სირცხვილი გვიშლის ადამიანებს საკუთარი სურვილების გამოვლენას. იქ სადაც გვინდა, ვუკარნახოთ პარტნიორს ჩვენი სურვილები, გვრცხვენია: „მინდა, რომ პარტნიორი მუხლზე მეფერებოდეს, თუმცა მრცხვენია, ვუთხრა.“ იმის მაგივრად, რომ ვფიქრობდეთ ერთმანეთისათვის სიამოვნების მინიჭებაზე, ჩვენ ვფიქრობთ როგორ გამოვიყურებით გვერდიდან.

ამის გამო კი ნაკლებად ვიგზნებით. პარტნიორიც ვერ ახერხებს სრული სიამოვნების მიღებას. გამოდის სექსუალური ურთიერთობა ყოველგვარი ცეცხლის გარეშე და ცხოვრებაც ასეთივე მოსაწყენია. იმისათვის, რომ შევძლოთ ცხოვრებით დატკბობა, ვისწავლოთ ნამდვილი სიამოვნების მიღება, უნდა გავიაზროთ, საიდან მოდის ცრუ სირცხვილი.

დეფორმირებული სექსუალობა

ცრუ სირცხვილს წარმოშობის მიზეზები ხშირად ბავშვობაში დევს და დაკავშირებულია სექსუალობისადმი არასწორი დამოკიდებულების ჩანერგვასთან. გარემოებები, რომლებიც ასეთ დამოკიდებულებას აყალიბებენ, ბევრნაირია. ყველაზე ხშირად ისინი არღვევენ ერთ-ერთ უმთავრეს ადამიანურ ტაბუს – ინცესტს, ანუ სექსუალურ კავშირს მშობელსა და შვილს შორის.

ეს არ ნიშნავს, ინცესტი მისი პირდაპირი გაგებით – ანუ ფიზიკურად ხდება. არა. ეს ხდება ფსიქიკაში. მაგალითად, როცა მშობლები ბავშვების თანასწრებით იგინებიან, თუნდაც ამას გამონაკლისის სახე ჰქონდეს. ეს ძალიან ხშირი სიტუაციაა, რომელშიც ირღვევა ქვეცნობიერი ტაბუ ინცესტზე. გინება აუფასურებს სექსუალურ ურთიერთობებს, აყალიბებს არასწორ ნორმებს, იძლევა ცუდ ფსიქოლოგიურ მუხრუჭებს და მიმართულებებს. როდესაც ბავშვს (განსაკუთრებით ვიზუალ გოგონას) მუდმივად ესმის გინება, მას შერცხვება ყველაფრის, რაც სექსთანაა დაკავშირებული. სექსი აღიქმება, როგორც რაღაც უღირსი და ბინძური, მაშინაც კი, როდესაც ცნობიერად მას ურთიერთობები უნდა.

იგივე ხდება, როდესაც ბავშვი ხედავს, ან ისმენს მშობლების სექსუალურ კავშირს. მოსმენა უფრო ტრავმულია, რადგან ბევრ რამეს პატარა საკუთარი ფანტაზიით ავსებს. ამით ორივე სქესის ბავშვები ერთნაირად ზიანდებიან.

განსაკუთრებით მყიფე ფსიქიკა ამ მხრივ ანალური ვექტორის მქონე ბიჭებს აქვთ. როდესაც ისინი სექსს და სექსუალობას ზემოხსენებული ფორმით ეხებიან, ძალიან იბნევიან: მისი დედა ხომ ყველაზე წმინდა და სუფთაა! და „ეს“, „რაღაც“ აღიქმება როგორც ჭუჭყიანი, აკრძალული რამ – ბუნებრივად ჩადებული ტაბუთი ინცესტის წინააღმდეგ. პრობლემა ისაა, რომ წარმოდგენა და დამოკიდებულება იცვლება მთლიანად სექსის მიმართ.

დედის ფასი მის თვალში ეცემა: „ამას რას აკეთებს? როგორ შეეძლო?“ და მის ფსიქიკაში სექსუალური ურთიერთობები ბინძური ხდება. ეს აისახება ქალებთან ურთიერთობაში ქვეცნობიერ დონეზე, რადგან ასეთი კაცი (ანალის ვექტორიანი) ნებისმიერ ქალთან ურთიერთობაში ქვეცნობიერად ახდენს დედის პროეცირებას. მოგვიანებით შეიძლება გაუჩნდეს პრობლემები პოტენციასთან, ან არ გააჩნდეს ქალთან ურთიერთობების უნარი.

ანალოგიურ დარტყმას იღებს პატარა ბიჭი, თუ დედა მის წინ შიშველი დადის.

გარკვეულ მდგომარეობებში მყოფი კან-ვიზუალი ქალები დემონსტრაციულები ხდებიან, შეუძლიათ გაშიშვლდნენ და ამასთან არ ადადრდებთ, ვინ ხედავს – ქმარი, მეზობელი თუ ვაჟი. აი, ბავშვისთვის კი ეს, ფაქტიურად, ფსიქიკური ინცესტია. ის იღებს მძიმე ფსიქიკურ დარტყმას. მისი სექსუალობა დეფორმირდება და ცრუ, უადგილო სირცხვილი უჩნდება.

გინება და ცრუ სირცხვილი

განსაკუთრებით ძლიერ ზეგავლენას ცრუ სირცხვილის შეგრძნების ფორმირებაზე ახდენს მშობლის გადაჭარბებული რეაქცია ბავშვის პირველ უხეშ სიტყვებსა და გინებაზე. სწორი განვითარებისას ბავშვი ასეთ სიტყვებს პირველად დაახლოებით ექვსი წლის ასაკში იგებს ბაღში ან სკოლაში თავისი ორალი თანატოლისგან. ეს მასში უცნაურ აღელვებას იწვევს, ბუნდოვან წარმოდგენას – თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს. გინება ხომ ყოველთვის სექსთანაა კავშირში.

ამ რეაქციისთვის სახელის მოსაძებნად და დასამშვდებლად ბავშვი მირბის მშობლებთან და იმეორებს გაგონილს. პასუხად კი, უმეტეს შემთხვევაში, იღებს ჩხუბსა და სასჯელს: „სად მოისმინე ეს საზიზღობა?! არ გაბედო გამეორება! და თუ მაინც იტყვი, აღარ მეყვარები! შენ ისეთი ცუდი შვილი ხარ! მხოლოდ ცუდი ადამიანები ამბობენ ასეთ სიტყვებს!“

ამგვარად, ბავშვი იღებს ნეგატიურ რეაქციას თავის პირველ სექსუალურ შეგრძნებებსა და აზრებზე. ეს რეაქცია კი ქვეცნობიერში ილექება (ის იწყებს სექსუალური აქტის, როგორც რარაც სიბინძურის აღქმას – ს.ღ.) და თავს უკვე მაშინ იჩენს, როცა უკვე ზრდასრული იღებს პირველი სექსის გამოცდილებას. სექსუალური აქტი მისთვის ხდება არა ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული და ძლიერი რამ, რაც ქალსა და კაცს შორის შეიძლება იყოს, არამედ რაღაც ბინძური, სასირცხვილო და ცოდვა.

ადამიანი ვეღარ იგებს, რატომ არ იწვევს სექსი მასში განსაკუთრებით დადებით ემოციებს რატომ გრძნობს თავს უხერხულად პარტნიორთან. მაგალითად, ქალს გაშიშვლებისაც კი რცხვენია, არა თუ იმისა, რომ საკუთარ თავს მისცეს უფლება, პარტნიორს ასიამოვნოს. კაცსაც უჭირს ურთიერთობების ჩამოყალიბება. ყოველი შეხვედრის შემდეგ განიცდის გაუგებარ დისკომფორტს, ქვეცნობიერად ქალს დაცემულად აღქვამს და იშორებს მას.

დეფორმირებული სექსუალობის მქონე ადამიანები ამას ვერ იზარებენ, რადგან ყველაფერი ქვეცნობიერ დონეზე ხდება. მათ უბრალოდ, არ გამოსდით ურთიერთობები, ყოველთვის მოიძებნება პარტნიორთან უთანხმოების მიზეზი. თითქოს ბედნიერებისათვის ყველაფერია, მაგრამ „რაღაც ისე არაა მაინც“.

როგორ გავთავსუფლდეთ ცრუ სირცხვილისაგან

მთავარი იარაღი გაცნობიერებაა. სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია, სეანსები და ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდის გახსენება-გაცნობიერება, ქვეცნობიერში ჩალექილი ინფორმაციის ცნობიერში ამოტანა უკარგავს მათ დამანგრეველ ძალას და ადამიანებს უბრუნდებათ უნარი, დატკბნენ ურთიერთობებით.

წყარო

მთარგმნელი: ნუცა ნიკოლიშვილი

  • ბელადის აზროვნება და დამოკიდებულებები

  • დიაგნოსტიკა - სქესი (ვისაუბროთ არსობრივად)

  • მატრიცა - სისტემური თვალთახედვით

  • ყოფნა – არ ყოფნა. ნიჭის მარცვალი

  • პასუხი კითხვაზე ონანიზმის შესახებ

  • არაცნობიერის ბინდი – ფსიქიკური პროცესები

  • ეჭვიანობა (ნაწილი მეორე)

  • სექსუალობის ფსიქოლოგია