ორალური ზომის როლი და რაობა


ორალური ზომის როლი და რაობა

ორალური ვექტორი განეკუთვნება ზედა ვექტორებს. მათ, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მომავლის ფორმირებაში, სამყაროს ჩანაფიქრის განხორციელებაში.

კაცობრიობის განვითარება გულისხმობს სულიერი მდგომარეობების „გახსნას“ – სხვა ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილებას და შესაბამისად შეზღუდვების გარეშე (კანონითა და კულტურით გამჯდარ ჩარჩოებში) ცხოვრების უნარს. ეს კი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა მთელი კაცობრიობა ნებაყოფლობით ჩათვლის გაცემას მიღებაზე პრიორიტეტულად. თავისუფალი არჩევანი, მიმართული ქმედების სასარგებლოდ, უნარიანი, მოახდინოს გავლენა საკუთარ და სხვების ცხოვრებაზე, გამოიხატებოდა, მაგალითად, იმაში რომ მამონტზე სანადიროს წასულიყო, ან იმაში, რომ შეექმნა და განეხორციელებინა საზოგადოების ტრანსფორმირებისათვის აუცილებელი იდეები.

ეს არჩევანი ხორციელდებოდა მხოლოდ განვითარების გზაზე - მომდევნო მდგომარეობის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯებით, რომელსაც გვკარნახობდა კოლექტიური და ინდივიდუალური ფსიქიკის კანონები . თავისუფალ ნებას თანდათანობით მივყავართ კაცობრიობის ერთ ორგანიზმად აღქმასთან, რომელშიც თითოეული ადამიანი ირჩევს საზოგადოებრივ სარგებელს, აყენებს რა მას მხოლოდ საკუთარი სარგებლის ნამცეცებზე წინ.

კუნთურ ფაზაში ადამიანი ვერ იაზრებდა საკუთარ ინდივიდუალობას, იმყოფებოდა მთლიანად ჯოგზე დამოკიდებულ მდგომარეობაში. ანალურ ფაზაში მან გაიაზრა, რომ გააჩნდა საკუთარი მე და უნარი, იდეების გამოყენების გზით სამყაროზე გავლენა მოეხდინა. ერთიანდებოდა ერებად, ნაციებად და თავს მათ ნაწილად აღიქვამდა. შემდეგ გადავედით კანურ ფაზაში სტანდარტიზაციის, კანონის წინაშე თანასწორობის დროში, სადაც ადამიანი აღიქვამს საკუთარ მეს, თუმცა იდეის საშუალებით სამყაროზე გავლენას ვეღარ ახდენს.

ეს უკავშირდება იმას, რომ გლობალიზაციისაკენ მიმართულ სამყაროში იდეებს აღარ შეუძლიათ ცალკეული ქვეყნების ან რელიგიების გაერთიანება (ჩამოყალიბება). კანურ ფაზაში იქმნება გავრცობადი ცოდნა, რომელსაც შეუძლია მთელი კაცობრიობის გაერთიანება იდეის საფუძველზე კი არა, არამედ საკუთარი ბუნების შეცნობის გზით. შემდეგი ეტაპი იქნება ურეთრალური ფაზა, როცა საკუთარი მესა და სამყაროს დავალებებთან კავშირს გავაცნობიერებთ და ადამიანს მიეცემა საშუალება, რეალიზდეს სულიერ განვითარებაში მაქსიმალური გაცემის გზით.

ამგვარად, მომდევნო მდგომარეობისათვის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღების გზით, კაცობრიობა ნელ-ნელა ხდება ერთიანი ორგანიზმი. მოიაზრებს სხვებს თავის ნაწილად, ხოლო თავს - სხვებისად. კაცობრიობის განვითარების მთელი გზა მიმართულია ადამიანთა სულიერი განვითარებისკენ. ამ უკანსკნელზე პასუხისმგებელი კი სმენური ზომაა. შეიძლება ითქვას, რომ სმენის ვექტორის გავლენით იხსნება და ვითარდება დანარჩენი ვექტორები.

საერთო მენტალური კავშირებით გაერთიანება

რა არის ამ პროცესში ორალური ზომის როლი?

კუნთურ ფაზაში განსაკუთრებული ხმისა და ვიბრაციების წყალობით, რომელსაც შეეძლო საერთო ნეირონული კავშირების წარმოქმნა, სწორედ ორალური ვექტორი აერთიანებდა ადამიანებს საერთო ენით, ასწავლიდა მათ საჭიროებების: შიმშილის, ჭამის სურვილის სიტყვებით გამოხატვას. მათ მიერ შექმნილი საერთო ენა ეხმარებოდა ადამიანების გაერთიანებას საერთო მიზნისკენ - ნადირობისკენ - შიმშილის ასარიდებლად.

ანალურ ფაზაში ადამიანმა შეძლო ჩამოეყალიბებინა იდეები და მიეცა შესაძლებლობა თავისუფალი ნების პირველი გამოვლინებები განეხორციელებინა. შეეცვალა რეალობა იდეების რეალიზაციის გზით (რელიგიური, პოლიტიკური, სოციალური, მეცნიერული). ორალური ზომის განსაკუთრებული მოწყობა ანალურ ფაზაშიც აძლევდა ორალებს საშუალებას ადამიანებზე თავის ხმით ემოქმედათ და კვლავ გაეერთიანებინათ ისინი რაიმე იდეის გარშემო. განსაკუთრებული ვერბალური ინტელექტი, რომელიც ორალს საშუალებას აძლევს იაზროვნოს ლაპარაკის პარალელურად, ქმნის ბუნებრივ საფუძველს კარგი ორატორობისათვის. განვითარების უმაღლეს საფეხურზე ორალი იდეის ქვეშ აერთიანებს მთელ საზოგადოებას. უფრო დაბალ საფეხურებზე, ან ნაკლებად რეალიზებისას - ადამიანთა ჯგუფებს.

ამგვარად, ორალი ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მომავლის ფორმირებაში. აერთიანებს ადამიანებს, აიძულებს მათ თავისუფალი ნების რეალიზება მომავლის მდგომარეობის სასარგებლოდ მოახდინონ.

გარდა ამისა, თუ კაცობრიობა დაიღუპება, ვერ მოხერხდება მისთვის გაწერილი განვითარების პროგრამის შესრულება. ამიტომ ორალური ვექტორის მეორე როლია ადამიანების გადარჩენის ხელშეწყობა. ამ ფუნქციაში ორალური ზომა ეხმარება ყნოსვით ზომას თავისივე, ენერგიის მეოთხედიდან.

და როგორ ახერხებს ორალური ზომა კაცობრიობას არ მისცეს დაღუპვის საშუალება და შენარჩუნოს იგი განვითარების პროგრამის განსახორციელებლად?

ვარგისი და მომწამლავი საკვების გარჩევა

სიცოცხლის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს ვარგისი და მომწამლავი საკვების ერთმანეთისაგან გარჩევა. ცხოველები ბუნებასთან ბალანსში არიან, ამიტომ ინსტინქტურად შეუძლიათ უვნებელი საკვების გამორჩევა. რაც შეეხება ადამიანს, მისი განვითარების პირობაა, თვითონ დაამყაროს ბალანსი ლანდშაფტთან. ამიტომ ადამიანს არ გააჩნია ცხოველების მსგავსი ინსტიქტები. დღესაც კი, მიუხედავად ამხელა გამოცდილებისა, ადამიანი შეიძლება უბრალოდ სოკოთი მოიწამლოს.

პირის ღრუს განსაკუთრებული მგრძნობიარობა საშუალებას აძლევს ორალებს, იგრძნონ უმცირესი განსხვავებები გემოში. მათ შორის ისინიც, რითაც ცხოველები სასარგებლო და მავნე საკვებს განასხვავებენ. ამიტომ პირველყოფილ ჯოგში ორალების ერთ-ერთი ფუნქცია საკვების დიფერენცირებაც იყო. სწორედ ასე ახერხებდა ეს უკანასკნელი კაცობრიობისათვის სიცოცხლის შენარჩუნებას.

გარდა ამისა, ორალები იყვნენ პირველი მზარეულებიც ჯოგში, რადგან სწორედ მათ შეეძლოთ საკვების მზა მდგომარეობამდე სწორად მიყვანა. ეს კი არამარტო სიცოცხლეს უნარჩუნებდა ჯოგს, არამედ იცავდა მას დაშლისაგან.

საზოგადოების დაშლისგან დაცვა

რას შეიძლება გამოეწვია ჯოგის დაშლის საფრთხე? მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი სოციალური არსებაა, რომელსაც გადარჩენა მხოლოდ ჯგუფში შეუძლია, მაინც ახასიათებს ახლობლებისადმი სიძულვილი. ეს უკანასკნელი ახასიათებს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანს და გამოიხატება, მაგალითად, იმაში, რომ ამ უკანასკნელს შეუძლია თავისებური სიამოვნება განიცადოს სხვისი უბედურებით. მას უხარია, რომ უბედურება სხვას შეემთხვა, სიამოვნებს საკუთარი უპირატესობის შეგრძნება. გამოიხატება ასევე სურვილში, მიაყენოს სხვას ტკივილი ან მორალური ზიანი: გამოიყენოს ისინი (მკვლელობამდე), დაამციროს და ა.შ.

რადგანაც ნებისმიერ ჯგუფში სიძულვილის არსებობას არაფერი ეშველება, უფრო ადვილია გაერთიანება საერთო რაიმეს წინააღმდეგ, ან საერთო მიზნით. პირველსაწყის ჯოგში ადამიანი სხვებს აღიქვამდა კონკურენტებად საკვების განაწილებაში და ასევე, პოტენციურ საკვებად. ადამიანები განიცდიდნენ დაუძლეველ სურვილს, გამოეყენებინათ საკვებად სხვა ადამიანები და სძულდათ ის, ვინც მათ ამას უშლიდა.

განვითარების ამ ეტაპზე ხალხის გაერთიანება მხოლოდ ამ სურვილის დაკმაყოფილების გზით შეიძლებოდა: ერთობლივი სიძულვილით რომელიმე ადამიანის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელის საკვებად გამოყენება. კანიბალიზმით ერთმანეთის განადგურების თავიდან ასარიდებლად ზემოთ აღნიშნული მოთხოვნილება შეიზღუდა მსხვერპლშეწირვით. ფიზიკურად ყველაზე სუსტი ადამიანები, ისინი, ვისაც არ შეეძლო ნადირობა, ან იყო ავადმყოფი, ჯოგისთვის დამაბრკოლებელი ხდებოდა. ამიტომ სწორედ მათ სწირავდნენ მსხვერპლად.

ამ ფორმით ორალი, აქცევდა რა ყველაზე სუსტებს საერთო მსხვეპლად და საკვებად, ახერხებდა პირველყოფილი ადამიანების გაერთიანებას საერთო სიძულვილის საფუძველზე. და რადგანაც ადამიანს გადარჩენა მხოლოდ კოლექტიურად შეუძლია, ამგვარი გაერთიანებაც ხელს უწყობდა სიცოცხლის შენარჩუნებას კაცობრიობის განვითარების ადრეულ ეტაპზე.

თუმცა ჯოგს საფრთხე გარედანაც შეიძლება დაემუქროს. გადარჩენისათვის საჭიროა ჯოგის გარედან მომავალი საშიშროების შესახებ გაფრთხილება. სწორედ ორალი, თავისი განსაკუთრებული ხმოვანი ვიბრაციების წყალობით, ზემოქმედებს ისე, რომ მთლიანად ითიშება გონება, კითხვის და ეჭვის შეტანის უნარი – „და მართლა არსებობს საფრთხე?“, ირიცხება არასწორი პასუხის გაცემის ალბათობა და მთელი ჯოგი, ერთ ორგანიზმად ქცეულივით რეაგირებს ორალის დაძახილზე და ახერხებს გადარჩენას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი კაცობრიობის შენარჩუნებისათვის, მისი გამრავლებაა. ზოგიერთი კან-ვიზუალი ქალი არ ასრულებს თავის ფუნქციას და არ ხდება ჰუმანიზმის, მორალის, სიკეთისა და კულტურის იდეების გამტარი. ამის მაგივრად ის გადადის ომის მდგომარეობაში და იქცევა მაცდურ ქალად, რომელიც არ აჩენს შთამომავლობას. მისი ძლიერი ფერომონების გავლენა არღვევს შობადობას. ორალები ზუსტად ახერხებენ მათ ამოცნობას და ცილისწამების, ან რაიმე მსგავსი ფორმით იშორებს მას ჯოგიდან.

სექსუალური აღზრდა

ორალურ ვექტორს აქვს კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც ეხმარება კაცობრიობის სიცოცხლის გაგრძელებას და ამ როლში იგულისხმება სექსუალური აღზრდა.

ურეთრალური ვექტორის მქონე ადამიანების გარდა ყველა ადამიანს ჩახშობილი აქვს ინტინქტური ცოდნა იმისა, თუ როგორ ჩაისახება ბავშვი. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ პირველადი ცხოველური ინსტიქტები (სექსი და მკვლელობა) შეზღუდულია კანის, შემდეგ კი ვიზუალური ვექტორებით. კანური შეზღუდვა გამოიხატება პოლიგამიის, ინცესტისა და პედოფილიის აკრძალვაში. რაციონალურმა კანმა აკრძალა:

 პოლიგამია მამაკაცების მკვლელობის თავიდან აცილების მიზნით;

 ინცესტი, საუკეთესო გენების შენარჩუნება-განვითარების მიზნით;

 პედოფილია, ფიზიკურად და ფსიქიკურად მოუმწიფებელი ადამიანებში შობადობის აღკვეთის მიზნით.

სექსის შეზღუდვა ვიზუალური ვექტორით გამოიხატა იმაში, რომ სექსუალურმა აქტმა შეიძინა ინტიმური ურთიერთობების დატვირთვა: ის ხორციელდება არამარტო შთამომავლობის გასაჩენად და ფიზიკური სიამოვნებისათვის, არამედ ფსიქო-ფიზიკური კავშირისათვის პარტნიორთან, როცა ფიზიკურ სიამოვნებას თან ახლავს გონებრივად აღქმული ურთიერთგაგება, ემოციური კავშირი, საერთო შეხედულებები და ინტერესები.

იუმორი

გარდა უნარისა, მოხსნან კულტურული შეზღუდვები, ორალებს ძალუძთ ადამიანების გაცინება, პრობლემების დროებით გადავიწყება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად, თანაგრძნობისა და პასუხისმგებლობის არსებობს შეხსენება, ანუ საკუთარი და სხვების პრობლემების გადაწყვეტის მნიშვნელოვნება. ამიტომ, ორალები საკმაოდ ხშირად რეალიზდებიან როგორც სატირიკოსები და იუმორისტები.

კაცობრიობის განვითარებისათვის ადამიანებს ენიჭებათ სურვილები და ყველა შესაძლებლობა მათი დაკმაყოფილებისათვის. ამიტომ, ნებისმიერი პრობლემა, იქნება ის ინდივიდუალური თუ საერთო, აღმოფხვრადია და უნდა გადაიჭრას კიდევაც. თუ ჩვენ ვკონცენტრირდებით ამ პრობლემაზე, გამოსავალს ვპოულობთ. ადამიანის ინდივიდუალური სურვილების დაკმაყოფილება გადაიზრდება საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში და საკაცობრიო „სურვილებისა“ და საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

დღევანდელი სატირიკოსების მიერ სოციალური პრობლემების გაშარჟება ერთი მხრივ ამ პრობლემაზე ყურადღებას ამახვილებს, მაგრამ მეორე მხრივ გვავიწყებს მათ პრობლემატურობას და გვადუნებს, მაშინ როცა სწორედ დაძაბვა და კონცენტრირება გვჭირდება მათი გადაჭრის გზების საპოვნელად. შედეგად ვიღებთ კოლოსალურ არეულობას. ადამიანთა შინაგანი მე-ს დაუკმაყოფილებელი სურვილები გამოდის გარე, საზოგადო რეალობაში, გადაიქცევა აუცილებელი ცვლილებების მომთხოვნ კონსტატაციებად და გარესამყაროს დადანაშაულებად, იმაში, რომ „რაღაც ისე არაა“. ეს კი, თავის მხრივ, საფუძველია სიძულვილისა ერთმანეთის, საზოგადოების, სამყაროს მიმართ.

დასკვნა

ორალური ზომის არსი და რაობა გამოიხატება იმაში, რომ ყნოსვური ზომის დასახმარებლად შეინარჩუნოს ჯოგის ერთიანობა, უზრუნველყოს თავისუფალი არჩევანის იდეის რეალიზაცია ადამიანთა გაერთიანების გზით (აქ ბურლანს მხედველობიდან გამორჩა, რომ ორალური ვექტორის არსი მდგომარეობა არა მხოლოდ ყნოსვის დაქვემდებარებაში, არამედ სმენური და ვიზუალური იდეების გაჟღერებაშიც – ს.ღ.).

ავტორი: იური ბურლანი

მთარგმნელი: ნუცა ნიკოლიშვილი

  • ურეთრალური და ორალური ვექტორების კომბინაცია

  • ორალური ფსიქოტიპის ხასიათი

  • რამდენიმე კითხვაზე პასუხი ყნოსვის ვექტორთან დაკავშირებით

  • ფრთხილად, სკანდალისტია!

  • ვინ სექსზე, ვინ ღმერთზე – სმენური და ორალური სიტყვა

  • გინება როგორც სექსუალური აღზრდა

  • ორალური და სმენითი ფსიქოტიპების კომბინაცია

  • ორალური და ვიზუალური ფსიქოტიპების კომბინაცია