ფრთხილად, სკანდალისტია!
ფრთხილად, სკანდალისტია!
ადამიანის კონფლიქტურობის ხარისხი რიგი ფაქტორებით განისაზღვრება. სხვადასხვა ვექტორის (ფსიქოტიპის) მქონე ადამიანები კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნისას სხვადასხვა მიდრეკილებებით ხასიათდებიან.
ადამიანები კანის ვექტორით, უცებ ასანთივით ინთებიან, კინკლაობენ წვრილმანებზე, მაგრამ, ამასთან ერთან არ არიან გულღვარძლიანნი და უკვე, მძაფრი კონფლიქტის რამოდენიმე წუთის გასვლის შემდეგ, თავი ისე მოაქვთ, თითქოს არაფერიც არ მომხდარა.
ანალური ვექტორის მქონე ადამიანები არასდროს არ იწყებენ დებოშს, გამოირჩევიან დიდი მოთმინებით, მაგრამ არიან ძლიერ ჯიუტები და კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნისას, მწყენინებელზე ნაწყენდებიან მთელი ცხოვრება, დღითი დღე უწამლავენ სიცოცხლეს საყვედურებით, მძიმე გამოხედვითა და სიტყვიერი სადისტირებით.
კუნთის ვექტორიანი ადამიანების ემოციური წონასწორობიდან გამოყვანა ძალიან ძნელია.
აი, ვიზუალური ვექტორის მქონე ადამიანები ძალიან მტკივნეულად განიცდიან და გულამოსკვნილი ტირილის დაწყებაც კი შეუძლიათ ერთი ირიბი გამოხედვის, როგორც ისინი ფიქრობენ, ან სიტყვის გამო, რომელიც შეიძლება გაიგონ შემთხვევითი გამვლელისაგან ქუჩაში. ემოციურად არამყარი ადამიანები ვიზუალური ვექტორით იმდენად გულნატკენნი რჩებიან, როცა სკანდალისტი კანის ვექტორიანის მსხვერპლი ხდებიან , ისე მძიმედ გადააქვთ ეს მდგომარეობა, რომ შეიძლება ცუდადაც გახდნენ, ხოლო შემდეგ ირგვლივ მყოფებს აუხსნან, რომ ისინი ვიღაცამ ''გათვალა". აკი, ამ მოვლენის ფსიქოლოგია მათ არ ესმით. საინტერესოა, რომ კანის ვექტორიანი ადამიანები, რომლებიც მუდმივად პროვოცირებენ სკანდალს ყველასთან და ყველაფერზე, სკანდალის შემდეგ გამოიყურებიან ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა, ხალისიანად და მხნედ.
სრულიად გასაგებია, რომ ამის შესახებ არსებობს ორი გავრცელებული მოსაზრება. ადამიანები, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდებიან სკანდალისტების მსხვერპლი, როგორც წესი, მიდრეკილნი არიან სიცოცხლეზე ეზოთერული წარმოდგენებით და სკანდალისტებს თვლიან "ენერგეტიკულ ვამპირებად“, ცდილობენ მოიფიქრონ მთელი რიგი დარიგებები, თუ როგორ გაუკეთონ ნეიტრალიზება ასეთ ვამპირებს. ისინიც, რომლებიც გამოირჩევიან ამაღლებული კონფლიქტურობით, თავს იმართლებენ იმით, რომ თითქოს მეცნიერულ "ფსიქოლოგიურ" სტატიებზე დაყრდნობით, რომლებშიც დებოში აღწერილია როგორც აუცილებელი განმუხტვა, იძლევა განსაზღვრულ ენერგეტიკულ საკვებს კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარისათვის და ხელს უწყობს ურთიერთდამოკიდებულების განახლებას და განათებას.
ამა თუ იმ ვექტორის არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი განწირულია იმისთვის, რომ იცხოვროს მხოლოდ განსაზღვრული სცენარით, მაგალითად, იყოს სკანდალისტი მხოლოდ იმიტომ, რომ მას გააჩნია კანის ვექტორი. აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს ვექტორების მდგომარება და არა მათი არსებობა ან არ არსებობა.
ყველაზე ნაკლებად კონფლიქტური ადამიანები არიან ისინი, ვასაც რეალიზებული და განვითარებული ვექტორები აქვთ. ადამიანები კი განუვითარებელი ვექტორებით გამოირჩევიან ამაღლებული კონფლიქტურობით, ვინაიდან თავიანთ ბუნებრივ რეალიზაციის უკმარისობის შევსებას ცდილობენ სხვების ხარჯზე. ასე, არარეალიზებული კანის ვექტორიანები ტეხენ დებოშს, ანალის ვექტორიანები ნაწყენდებიან და ვერბალურად სადისტობენ, ვიზუალები მართავენ ისტერიკას ცრემლებითა და ემოციური შანტაჟით, ორალები იგინებიან ისე, თითქოს "სიტყვებით უნდათ, რომ ცოცხლად შეგჭამონ" და ა.შ. სვფ-ს ტრენინგის გავლის შემდეგ ადამიანი იწყებს საკუთარი თავის შეცნობას, თავისი სურვილების გაგებას, აცნობიერებს მთელ თავის თანდაყოლილ პოტენციალს და საშუალება ეძლევა მაქსიმალურად რელიზირდეს ჯგუფში: ჩნდება ახალი იდეები, სურვილები, შესაძლებლობები, ხოლო სკანდალისთვის, ისტერიისთვის, წყენებისთვის და სხვა რამეებისთვის მათ არ რჩებათ არც ძალა, არც სურვილი.
იმ შემთხვევაში თუ ურთიერთმოქმედი ადამიანების ვექტორები მეტ ნაკლებად არის განვითარებული, შეიძლება წარმოიქმნას კონფლიქტური სიტუაციები. ისინი ხშირად წარმოიქმნებიან იქ, სადაც ურთიერთქმედებაში შედიან კონტრატული ვექტორის მქონე ადამიანები. ჩვენ მუდამ გვაღიზიანებს ისინი, რომლებიც იქცევიან არა ისე, როგორც ჩვენ, როცა ვერ ვიგებთ სხვა ადამიანების ბუნებრივ არსს, ამიტომ ყოველდღიურად ვპროვოცირებთ ჩვენს ირგვლივ კონფლიქტებს.
სვფ-ს ტრენინგის გავლისას ადამიანი ანებებს ირგვლივ მყოფთა აღქმას "თავის გავლით", მისი სასიცოცხლო ფასეულობების პრიზმიდან. ასე, კანის ვექტორიანი ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვან სასიცოცხლო მოვლენას წარმოადგენს სიჩქარე, სიზუსტე და პუნქტუალურობა, მეტად არ ღიზიანდება ანალის ვექტორიან ადამიანზე, რომელიც მუდამ აგვიანებს და ყველა საქმეს ნელა აკეთებს. ხოლო ანალის ვექტორიანი ადამიანი, რომლისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს წესრიგს და მკაფიო თანმიმდევრობას ყველაფერში, მეტად არ ღიზიანდება კანის ვექტორიანი ადამიანის არააკურატულობაზე, რომელიც, მუდამ ხტება ერთიდან მეორე ადგილზე, დაწყებული საქმის ბოლომდე არ მიყვანით. სხვადასხვა ვექტორის მქონე ადამიანებს ქცევის საკუთარი განსაკუთრებულობები გააჩნიათ. მაგალითად, ერთი და იგივე სამუშაოს ანალის ვექტორიანი ადამიანი და კანის ვექტორიანი ადამიანი სხვადასხვანაირად შეასრულებს: ანალის ვექტორიანი მოუნდება დიდხანს, მაგრამ შეასრულებს ხარისხიანად, "საუკუნოდ", ხოლო კანი ,,სწრაფად, იაფად და ბრაზიანად".
კოლექტივში კონფლიქტურ სიტუაციას ხშირად იწვევს დამოკიდებულებებში რანჟირება. საშიშია რანგში ურეთრალური ვექტორის დაქვეითება. თუ ასეთ ადამიანს უბრძანებენ რაღაც განსაკუთრებული სახით ან შეაქებენ "ქვემოდან ზემოთ", ამით მოხდება მისი რანგით დაქვეითება, რომელიც გამოიწვევს ურეთრალური მრისხანების პროვოცირებას. კანის ვექტორიანი განუვითარებელ მდგომარეობაში, ნიშნავს ადამიანს ამაღლებული ამბიციით, რომელიც, პატარ პატარა ჯგუფებში, მუდამ ისწრფვის ხელისულებისაკენ, კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირებით. კანის ვექტორიანების არასწორი რანჟირება გამოიხატება იმით, რომ ისინი თავის რანგს სწევენ ქვევით მდგომთა ხარჯზე. სისტემური აზროვნება იძლევა უნივერსალურ შესაძლებლობას იმისა თუ როგორ მოხდეს სწორად რანჟირება ჯგუფში. ეს მხოლოდ ჰარმონიზირებს კლიმატს ჯგუფში და წარმოადგენს ჯგუფური მუშაობის აყვავებისა და ჰარმონიულობის თავდებს. კომპანია, რომელშიც სწორადაა დადგენილი რანჟირების წესები, მუდამ მოწესრიგებული და წარმატებულია.
სისტემური აზროვნების ტრენიგებზე კონფლიქტურობა განიხილება მაქსიმალური მთლიანობით და მოცულობით, იხსნება მისი სიღრმისეული მიზეზები, რომლებიც იმყოფებიან ყოველი ვექტორის კონფლიქტის საფუძვლებში, მისი მდგომარეობის დამოკიდებულებასთან კავშირში. ტრენინგებზე მიღებული ცოდნა საშუალებას იძლევა არა მარტო კონფლიქტებისაგან თავის არიდების, არამედ ზუსტად განისაზღვრება ადამიანების მიდრეკილებები კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნაზე და ხდება მათი ზემოქმედების ნეიტრალიზება.
დამოკიდებულებებში ყველაზე კონფლიქტურებს წარმოადგენენ კანის ვექტორის მქონე ადამიანები, ვინაიდან კანის ვექტორი კონტრარულია ყველა ვექტორის მიმართ, ხოლო ორალურ ვექტორთან კომბინაციაში, არარალიზებული კანის ვექტორი ირგვლივ მყოფთათვის იძლევა მეტად საშიშ მდგომარეობას - სკანდალისტის კომპლექსს.
კანის ვექტორის ამაღლებული კონფლიქტურობა დაკავშირებულია მის ბუნებით ამკრძალავ და შემომსაზღვრელ ბუნებასთან. კანურ შემოსაზღვრულობას გააჩნია ორი მიმართულება! თავის თავისკენ და გარე ობიექტისაკენ. ბავშვობაში ჩვენი თვისებების განვითარება მიმართულია შიგნით, პუბერტატის შემდეგ ჩვენს თვისებებს მივმართავთ გარე სამყაროზე. თუ წინაპუბერტატულ პერიოდში კანის ვექტორიანი ადამიანი სწავლობს თვითშემოსაზღვრას და თუ ამისგან იღებს კმაყოფილებას, მაშინ მას უვითარდება ისეთი თვისებები, როგორიცაა თავშეკავებულობა, დისციპლინა, პასუხისმგებლობა. პუბერტატის შემდგომ, შემოსაზღვრულობა შიგნით იძენს მეორეხარისხოვან ხასიათს და მსახურობს კანური არსის "ფუნქციალურობის" შესანარჩუნებლად: მკაცრი რეჟიმის, დილდილობით აუცილებელი ტანვარჯიშის, დროითი სიზუსტის დაცვის და ა.შ. თვითშეზღუდვას მიჩვეული, საკუთარი თავისადმი მომთხოვნი, ადამიანი კანის ვექტორით, ჩვენ შემოგვსაზღვრავს რაციონალურად, ამიტომაც ჩვენ, თუმც კი შევიგრძნობთ ჩვენში დაძაბულობას (ცოტა ვინმეს თუ მოსწონს, როცა მას რაღაცაში შემოსაზღვრავენ, უკრძალავენ: "არა!" "არ შეიძლება"), მაინც ვემორჩილებით მას. არსობრივად ჩვენ ვემორჩილებით ადამიანს, რომელიც მის შიგნითაც მიყვება მის მიერვე წამოყენებულ მოთხოვნილებებს.
სკანდალი წარმიქმნება იმ შემთხვევაში, როცა კანის ვექტორიანი ადამიანი ცდილობს სხვის მორჩილებას, როცა თვითონვე არა აქვს ნასწავლი სკუთარი თავის დამორჩილება, რომელიც ნიშნავს თვითდისციპლინის გარეშე გაზრდილ ადამიანს. ჩვენ არაცნობიერად ვგრძნობთ, რომ ის უუნაროა თვით მის შიგნით შეზღუდვისათვის, ვღებულობთ სიგნალს მისი ვექტორის არარეალიზურობაზე და შესაბამისად ვრეაგირებთ დაუმორჩილებლობით. ამის პასუხად განუვითარებელი კანი უმატებს ზეწოლას ჩვენზე და მიდის აკრძალვაზე და შემოსაზღვრაზე, არაადეკვატური აკრძალვებითა და შემოსაზღვრულობით ნორმალური საქციელის ჩარჩოებიდან გასვლით.
ორალურ ვექტორთან შეთავსებაში განუვითარებელმა და არარელილიზირებულმა კანის ვექტორმა შეიძლება წარმოქმნას კვერულანტური კომპლექსი (პათოლოგიური სკანდალისტი).
ცდილობს რა კანის ვექტორი მუდმივად შემოსაზღვროს გარემომცველი სამყარო და ვერ აღწევს შესამჩნევ რეზულტატებს, გადადის სტრესულ მდგომარეობაში და სარგებლობს ორალური ვექტორით, საკმარისი ზომით არარელიზირებულით, იმის გამო, რომ გარდატეხოს სიტუაცია. ლაპარაკი გარემომცველ სამყაროსთან მუდმივ ხდება ერთი ვერბალური სკანდალი. თუ კანის ვექტორი "სრულფასოვან" ნევროზშია და ორალური ვექტორიც ასევე არარეალიზებული, მაშინ კვერულანტური დამატება ფიქსირდება დადებითი ემოციური განმუხტვით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ "სრულფასოვან" კვერულანტურ კომპლექსს. ორალური ვექტორის ზეექსტრავერსიის წყალობით, გამაგრებული კანის ვექტორით განსაზღვრულ მდგომარეობაში, ასეთი ადამიანებს შეუძლიათ პროვოკციაზე წამოაგონ ნებისმიერი ადამიანი.
ასეთ ადამიანებს შეუძლიათ მაღაზიაში შესვლა და მშვიდ გარემოში სკანდალის ატეხვა. შეიძლება თვალი მივადევნოთ მსგავს დიალოგს:
სკანდალისტი: მანახეთ, აი ის ქუდი!
გამყიდველი: დიახ, ახლავე, ერთი წუთით.
სკანდალისტი: შენ, ვის უწოდე იდიოტი?
და წავიდაა. ირგვლივ იკრიბება სეირის მოყვარულთა ბრბო. ყოველი მათგანი სიტუაციას განსჯის საკუთარი ვექტორიდან გამომდინარე. კანი ფიქრობს, რომ ეს ადამიანი გაქურდეს, ანალი დარწმუნებულია, რომ მოხდა რაღაც უცნაური რამ: სინამდვილეში, ხომ არ შეიძლება ადამიანმა ტყუილ-უბარალოდ ასე იყვიროს? დამსწრეებიდან არავის არ შეუძლია შეაჩეროს ეს ფარსი, სკანდალისტი მამაკაცი არ დაიხევს არავის წინაშე, მათ შორის არავის არ შეუძლია მისთვის ხელის შეშლა. მსმენელნი მომხდარის არარეალურობით სრულიად განცვიფრებულნი, გაშტერებულნი არიან. ,,კონცერტი“ შეიძლება სულ ცოტა თხუთმეტი-ოცი წუთიც კი გაგრძელდეს, დაცვის ან პოლიციის მოსვლამდე. მათ დანახვაზე, იმის შიშით, რომ შეიძლება გაუყენონ საგიჟეთის გზას, ალიაქოთის ამტეხი ბრბოში ითქვიფება. მეზობელი ქუჩის მაღაზიაში სიტუაცია კვლავ მეორდება.
არარელიზებული ადამიანი მუდამ ცუდად გამოიყურება. ხოლო ნევროზული მუდამ საშინლად! რეალიზებული ორალი არ არის ყბედი, არამედ ტალანტიური ორატორია. თავისი ხმით, რომელსაც არ შეიძლება, რომ არ მოუსმინო, ის აერთიანებს მასებს. ამის მაგალითი- ტელეგადაცემებია, სადაც გამონაკლისის გარეშე პრაქტიკულად მუშაობენ ორალური და ვიზუალური ვექტორის მქონე ადამიანები. ადამიანი, რომელიც იმყოფება თავის ადგილას, გამოიყურება დაკმაყოფილებულად, კმაყოფილია საკუთარი თავითა და სხვებით.
წყარო
მთარგმნელი: Ruslani Lorchoshvili