ბიზნესმენი თუ ფასდაკლებების მომხმარებელი


ბიზნესმენი თუ ფასდაკლებების მომხმარებელი

იმისათვის, რომ სამუდამოდ ჩავახშოთ ტალანტი ბავშვში, არაა აუცილებელი მასზე განვახორციელოთ ფიზიკური ზემოქმედება (ცემა), არანაკლები ნეგატიური შედეგი აქვს დამცირებას ან დათრგუნვას. ასეთ შემთხვევაში შედეგი გაცილებით უფრო ძვირად ანაზღაურებადია ვიდრე ის, რაც შესაძლებლობების ატროფირებას მოჰყვება. თუ შესაძლებლობებს არ განვავითარებთ, არ დავუთმობთ საჭირო დროს, ენერგიას და ყურადღებას – ანუ არ მივცემთ აუცილებელ დატვირთვას ვარჯიშისათვის – ის არასდროს გარდაიქმნება ტალანტად. თუ განვიხილავთ აღნიშნულ გამყიდველის შემთხვევას, მას უბრალოდ ბავშვობაში არ განუვითარეს კანის საჭირო ფუნქციები – სისწრაფე, დისციპლინა, საკუთარი და სხვათა რესურსების მართვის ორგანიზება. გასაგებია, რომ თავისთავად ამ თვისებებმა ვერ გაზარდეს ბავშვი წარმატებულ მენეჯერად. ეს მიდრეკილებები არსად არ გაქრა, მაგრამ გაიყინა განვითარების არქეტიპულ ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიის სურვილი ვერ გადაიზარდა ბიზნესში რესურსების გადანაწილების შესაძლებლობაში. ხშირად განუვითარებელი სურვილი – გააკეთო ეკონომია – ვლინდება როგორც მ ე წ ვ რ ი ლ მ ა ნ ე ო ბ ა. ადამიანი მზადაა ორი დღე დახარჯოს, შერმოიაროს მაღაზიები რათ ნახოს სასურველ პროდუქტზე 2% ფასდაკლება. ამ დროს ვერ აანალიზებს, რომ დანაზოგი უმნიშვნელოა დახარჯულ დროსა და თანხებთან შედარებით. რაც შეეხება კანურ თვისებას – ორგანიზებულად მართოს რესურსები, განუვითარებლობის შემთხვევაში ის გადაიზრდება სურვილში მართოს და იმბრძანებლოს ნებისმიერ სიტუაციაში, როგორც წესი ამას ოჯახში აკეთებენ.

  • კანური ფსიქოტიპის ხასიათი

  • კანური და ვიზუალური ფსიქოტიპები, მსგავსებები და განსხვავებები

  • განსხვავება კანური და ურეთრალური ფსიქოტიპის ბავშვებს შორის

  • ნეგატიური სცენარები კანის ვექტორში

  • როგორ აღვზარდოთ კანის ვექტორიანი ბავშვი

  • როგორ აყალიბებს სტრესი მდგომარეობებს

  • როგორ მუშაობს კანური და ანალური ვექტორების აზროვნება

  • კან-სმენური ფსიქოტიპის რეალიზაცია