კანის ვექტორი - ფორმულის მოქმედება პრაქტიკაში


კანის ვექტორი - ფორმულის მოქმედება პრაქტიკაში

ჩვენ უკვე სრულიად განვიხილეთ კანის ვექტორის ფსიქიკა და უკვე საკმაოდ ბევრი ვიცით მისი ფუნქციისა და სურვილების შესახებ. ჩვენ უკვე ვნახეთ როგორ მუშაობს ერთი ზომა რვიდან, მისი უამრავი გამოვლინება, მაგრამ ვინაიდან ეს თქვენთვის ახალი ცოდნაა, ამიტომ პირველ ეტაპზე გარკვეულწილად გაგიძნელდებათ მისი პრაქტიკაში გამოყენება. სწორედ ამიტომ შევეცდებით ამ ყველაფრის პრაქტიკაში განხილვას.

რომ შეკრიბოთ ყველა კანისვექტორიანი, განვითარებული, განუვითარებელი, წარმატებული, წარუმატებელი, ომის თუ მშვიდობის მდგომარეობაში მყოფი,

ჩვენ მივიღებთ ერთი ფუნქციის მატარებელ ადამიანებს, მაგრამ ყოველი მათგანი იქნება განსხვავებულ მდგომარეობაში, განსხვავებული რეალიზაციის დონეებით. თუ ჩვენ ერთი მხრივ ავიღებთ ამ მდგომარეობებს, მეორე მხრივ კი ჩვენს ცოდნას მათი ფსიქიკის შესახებ და ამ ცოდნას გამოვიყენებთ მათზე დასაკვირვებლად, მოგვიწევს განვიხილოთ თუ რატომ უვლინდება კონკრეტულ ინდივიდს, კონკრეტული დარღვევა, მაგრამ ამ ცოდნის წყალობით თქვენ შეძლებთ დარღვევების მიზეზთა ამოცნობას. თქვენ უკვე იცით, რომ ადამიანი შედგება ფიზიკური და ფსიქიკური სხეულისგან, ასევე იცით რომ ფსიქიკური სხეული შედგება 5 ფენისგან, ესენია: ფსიქიკური სხეულის მოცულობა; აზროვნება; ურთიერთობა; მოძრაობა (მოქმედება) და განვითარება.

ყველაფერი რაც ჩვენ რეალურად შეგვიძლია, არის ჩვენს ხელთ არსებული მასალების ერთად თავმოყრა. თითოეული ვექტორის ჯანმრთელობა და რეალიზაცია დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად აცნობიერებს ის საკუთარ ფუნქციას, საკუთარ თვისებებს. ამ ეტაპზე არ აქვს დიდი მნიშვნელობა იცით თუ არა თქვენ საკუთარი ვექტორების და მათი მუშაობის მეთოდის შესახებ, ეს თქვენ არ გათავისუფლებთ თქვენში არსებული დარღვევებისგან, მაგრამ როდესაც მთლიანობაში შეძლებთ საკუთარი ფუნქციის და სურვილების რეალურად დანახვას, თქვენ აუცილებლად მოახერხებთ მიიღოთ ტკბობა მათი შესრულებით, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, საკუთარი ფუნქციის დანახვა, ვექტორის გაჯანსაღების საწინდარია.

თქვენ უკვე იცით, რომ კანის ვექტორი ჯგუფში ყოველთვის მეორე ნომერია, ის იმყოფება ურეთრალურ და კუნთის ვექტორიანებს შორის,

არ არის მთავარი მას ეკავება მეორე თუ ოცდამეორე ადგილი (ტემპერამენტის შესაბამისად), მთავარია რომ ის შუალედშია, ის განაცალკევებს შიდა და გარე სამყაროს, გუშინდელს და ხვალინდელს. თუ კანის ვექტორიანმა მოახერხა საკუთარი ადგილის დაჭერა, ეს იმას ნიშნავს, რომ მან მიაგნო საკუთარ დანიშნულებას, ეს ნიშნავს, რომ კანის ვექტორიანი ახერხებს კანური ფუნქციის შესრულებას, ე.ი. მას არჩეული აქვს სწორი მიმართულება და სასურველია ამ მიმართულებით განვითარდეს, აქ ასევე მნიშვნელოვანია შეძლოს ბალანსის შენარჩუნება გარე და შინაგან ზეწოლას შორის. ეს ორმაგი ზეწოლა ყოველთვის წონასწორობაში უნდა იყოს, თუ ჩვენ უბრალოდ შევხედავთ კანს ჩვენს სხეულზე, დავინახავთ რომ ის ძალზე ნაზი, მოქნილი და ელასტიურია, მაგრამ ამ კანით გვიადვილდება შეხება სხვადასხვა სიმყარის საგნებთან და კანის გამოსადეგობის დიაპაზონი საკმაოდ ფართეა, მაგრამ საკმარისია კანზე მოხდეს ზედმეტი ზეწოლა, რომ ის ზიანდება, იფხაჭნება, იჭრება, შეიძლება დივანზე ჯდებოდე 30 წლის მანძილზე და ამით შენს კანს არაფერი დაემართება, მაგრამ საკმარისია ინტენსიურად უხახუნო ხელი იგივე დივანს 30 წუთი, რომ კანი შეიძლება სისხლის დენამდე გაიხეხოს, იმიტომ რომ მასზე ხორციელდება ჭარბი და არასაჭირო ზეწოლა, სწორედ ასევე მუშაობს კანის ვექტორიანის ფსიქიკაც. კანის ვექტორიანის ფსიქიკა განსაკუთრებით ფაქიზი და მსუბუქია, ამიტომ ის ადვილად შეიძლება გადაიტვირთოს, ეს კი მას სტრესამდე მიიყვანს, ასევე სტრესი განუვითარდება, თუ მასზე იქნება არასაკმარისი ზეწოლა (ეს მას გააზარმაცებს), ეს ძალზე მერყევი ბალანსია და შესანარჩუნებლად საკმაოდ რთულია, ეს სწორედ ისეა როგორც მჭედლის მიერ ხმლის წრთობა, თუ არასაკმარისად აწრთობს ხმალი მყიფე და მსხვრებადი იქნება, ხოლო თუ წრთობა ზედმეტი მოუვიდა ლითონი ზედმეტად დარბილდება, ამიტომ საჭიროა ოქროს შუალედის დაცვა, როდესაც კანის ვექტორიანზე ვსაუბრობთ უნდა გვახსოვდეს, რომ მას ძალზე ფაქიზი ფსიქიკა აქვს და ბალანსის დაცვა უმნიშვნელოვანესია, თუ მას მჭედლის მიერ გამოჭედილ ხმალს შევადარებთ, ის უბრალო ხმალი კი არა სამურაის ხმალია. იაპონური სამურაის ხმალი მხოლოდ ფიგურალურად არ გვიხსენებია, იაპონია კან-სმენის მენტალიტეტია, სადაც პატარა სივრცეში ბევრი ადამიანია თავმოყრილი, იქ ძალზე განვითარებულია კანური ფასეულობები, აკეთებენ ყველაფრის ეკონომიას და ყველა რესურსს ოტიმალურად იყენებენ, ზემოდან კი როგორც მენტალური მოწყობა ამას ერთვის სმენის მენტალიტეტი, ღრმა ინტელექტი, ამის წყალობით არის იაპონიაში ძალზე განვითარებული ტექნოლოგია, ტექნიკური პროგრესი იქ ძალზე სწრაფი ტემპით ვითარდება. ეს ყველაფერი ერთბაშად არ მომხდარა, ის საუკუნეთა მანძილზე იხვეწებოდა და მხოლოდ ასეთ კულტურაში შეიძლებოდა განვითარებულიყო თვითმკვლელობის სმენის ვექტორისეული კულტი, თანაც კანური თვითგამოფატვრის დამატებით, კანი ყოველთვის შემოსაზღვრავს და აცალკევებს გარე და შინაგან სამყაროს, სმენის ვექტორი კი ესწრაფვის სულის სხეულისგან გათავისუფლებას, სწორედ ამ ორი კომპონენტის შეზავებით დაიბადა ხარაკირი. სწორედ კან-სმენის ცივილიზაციაში შეიქმნა განსაკუთრებული ხმალი, რომელიც იაპონიის სიმბოლოდაც კი იქცა.

როგორც გითხარით განვითარებული კანის ვექტორიანი აბალანსებს გარე და შინაგან ზეწოლას. ვექტორის შინაგანი ზეწოლა არის მისი ტემპერამენტი, მისი თვისებების სურვილის ძალა, თუ სხვანაირად ვიტყვით, ტემპერამენტი არის იმ ჯგუფის ზომა რომელშიც შეუძლია ვექტორს რეალიზდეს, ხოლო განვითარება კი არის ის ადგილი, რომლის დაკავებაც შეუძლია მას ამ ჯგუფში. კანის ვექტორიანი ბავშვი ხედავს თავის თავს რაღაც პროფესიაში, როგორც წესი ეს ხდება მისი ტემპერამენტის სიმძლავრის მიხედვით. ვიღაცას უნდა საერთარშორისო კომპანიის მნეჯერობა, მეორეს კი უბრალო ჯიხურის მფლობელობაც აკმაყოფილებს. ტემპერამენტი ეს ისაა, თუ რამდენად ძლიერია ვექტორი თავის თვისებებში და რამდენი შეუძლია მისცეს გარე სამყაროს, მეორე მხრივ კი ეს ისაა თუ რამდენის გაკეთება შეიძლება მოითხოვოთ მისგან. რაც შეეხება გარე ფაქტორების ზეწოლას, ეს ჯერ კიდევ ბავშვობიდან ხდება და მას პირველ რიგში ახორციელებენ მშობლები, შემდეგ საბავშვო ბაღი, სკოლა, მაგრამ ისინი შედარებით ნაკლებად, იმიტომ რომ მშობლები ეს ის გარემოა რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ სკოლაში მეტ დროს ატარებთ, ვიდრე მშობლების გვერდით, ყველა შემთხვევაში, მაინც მშობლები გვიქმნიან იმ ფასეულობებს და იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ ვიზრდებით, სწორედ ამიტომ მათი ზეწოლა ყველაზე ძლიერია. სწორედ ამ ორი ფაქტორის წონასწორობა ქმნის სწორ ფსიქიკურ რეალიზაციას.

თუ კანის ვექტორიან ბავშვს ზედმეტად გააკონტროლებთ, ის დაისტრესება, ასევე დაისტრესება თუ საერთოდ არ გააკონტროლებთ, კანის ვექტორიანი ბავშვისთვის საჭიროა მოიძებნოს შუალედი. განვიხილოთ უბრალო ფიზკულტურის გაკვეთილი: ვთქვათ რიგში დგას ასი ბავშვი, მათ შორის არის ოცი ერთვექტორიანი კანი, ოცივე მათგანი ატარებს ერთნაირ თვისებებს, ყველას ერთნაირი დავალება აქვს ბუნებისგან. მაგრამ ისინი დაბადებისთანავე, პირველ რიგში განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავისი ტემპერამენტით, ეს ოცი ბავშვი რომ ერთმანეთს შეაჯიბრო ყველა განსხვავებულ შედეგს აჩვენებს, ამ შეჯიბრში ჩამოყალიბდებოდა რაღაც იერარქია, ვიღაც იქნებოდა მეოთხე, ვიღაც მეთოთხმეტე. ახლა წარმოიდგინეთ რომ ის ვინც ყოველთვის მეოთხეზე გადის, ერთხელ გავიდა მესამე ადგილზე, მან იცის რომ მისი თანაკლასელი რომელიც მანამდე სულ მესამეზე გადიოდა მასზე უკეთესად დარბის, მაგრამ ამჯერად იმან ვინც მესამეზე გადიოდა ხოლმე ფეხი იტკინა და ამიტომ მეოთხესთან დამარცხდა, გამოვიდა რომ ის ვისაც იერარქიაში მეოთხე ადგილი ეკუთვნოდა მესამეზე აღმოჩნდა, მაგრამ გულის სიღრმეში მან იცის, რომ თავის ადგილზე არ იმყოფება, ის იქ შემთხვევით აღმოჩნდა და რეალურად ამ რეზულტატის საჩვენებელი ძალა მას არ აქვს. ასევე პრობლემაა თუ ის ვინც მეოთხეა აჩვენებს მეხუთე შედეგს, შინაგანი ტემპერამენტი მას ეუბნება, რომ მეტი შეუძლია, ამითომ საჭიროა მთელი ძალისხმევა მიმართოს იმ რანგის დასაბრუნებლად რომელიც მას ეკუთვნის. მესამე იქნება თუ მეხუთე, ორივე შემთხვევაში ის იგრძნობს დისკომფორტს, იმიტომ რომ მას თვისებები აქვს მეოთხე ადგილის სამყოფი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ კანის ვექტორიანი სწორად აღიქვამდეს თავის ბუნებრივ ადგილს და სწორად ქონდეს ნაპოვნი თავისი დონე, თუ ბავშვობაში მან ეს შეძლო, მომავალში ყველაფერი ნორმალურად იქნება, თუ ის ზრდასრულობაში იმაზე პატარა ადგილს დაიკავებს ვიდრე ეკუთვნის შინაგანი ტემპერამენტი მას აიძულებს იმოქმედოს და თავისი რანგი დაიკაოს, ხოლო თუ იმაზე მეტს აიღებს თავზე ვიდრე შეუძლია, ამ მოვალეობების შესრულება მისთვის სამძიმო იქნება და დისკომფორტს შეუქმნის და ტემპერამენტი აიძულებს ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოს, ეს გაგრძელდება იქამდე სანამ კანის ვექტორიანი არ იპოვის თავისთვის კომფორტულ რანგს, საკუთარი შინაგანი რეგულატორი მას ყოველთვის მიანიშნებს გადახრაზე. ამ მოდელმა რომ ზრდასრულობაში სწორად იმუშაოს, ამისთვის აუცილებელია, ბავშვობაშივე შეძლოს საკუთარი რეალური რანგის დანახვა, მნიშვნელოვანია მიხვდეს რომ თუ ის მეოთხეა, მას არ ეკუთვნის არც მესამე და არც მეხუთე ადგილი. მშობლების ჩარევამ შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს, მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, თუკი კანის ვექტორიანს მშობლები ბავშვობიდანვე ჩაუნერგავენ, რომ კრეტინია და ყველაფერს ცუდად აკეთებს, ზრდასრულობაში აუცილებლად იმაზე დაბალ რანგში რეალიზდება ვიდრე ეკუთვნის, რაც ბუნებრივია სტრესს განუვითარებს, სწორედ იმიტომ რომ მშობლები მასზე ახორციელებდნენ ჭარბ ზეწოლას და ბავშვობაში ხშირად უმეორებდნენ, რომ ის ცუდი, უვარგისი და უიღბლოა, ზრდასრულობისას ის ამის გამო თავს გრძნობს ქვემოთ, ის ბუნებრივად მეოთხეა, მაგრამ აღიქვამს თავს მეექვსედ, შესაბამისად გამოდის, რომ მისი ბუნებრივი მეოთხე ადგილი, არ შეესაბამება იმ ადგილს რომელსაც ის საკუთარი თავისთვის აღიქვამს და გონია რომ ამხელა რანგის შესრულების ძალა არ აქვს. ეს დაახლოებით იგივენაირად მუშაობს თუ კანის ვექტორიანს ბავშვობაში ჩააგონებენ რომ ის გენიოსია, საკუთარი თავის ბუნებრივზე მაღლა აღქმა, მას განვითარების საშუალებას აღარ აძლევს, მას თავი მუდმივად სხვებზე მეტი და უკეთესი გონია, მაგრამ რეალურად ასეთი ძლიერი თვისებები არ აქვს, მშობლებისგან ზედმეტად გათამამება იწვევს იმას, რომ ის თავს იმაზე მაღლა აღიქვამს ვიდრე რეალურად ეკუთვნის, ეს ორივე სიტუაცია აუცილებლად ნეგატიურ ცხოვრებისეულ სცენარს აფორმირებს კანის ვექტორში. ეს ორივე მდგომარეობა უკიდურესობებია, ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი კანის ვექტორიანი კი საკმაოდ სწორად ხედავს საკუთარ რანგს, ამიტომ თუ კუთვნილი რანგი ჯერ არ დაუკავებია, ის მოქმედებს, ხოლო თუ ზედმეტი რანგი მიცეს და ზედმეტად დატვირთეს, ის ხვდება რომ ამის შესრულება მის ძალებს აღემატება და უკან იხევს, სწორად რეალიზებულ კანის ვექტორიანს გააჩნია შინაგანი თვითრეგულაციის მექანიზმი, გადახრისას კი ყოველთვის წარმოიშობა სტრესი და რაც მეტია გადახრა რომელიმე მხარეს, კუთვნილზე მაღლა თუ დაბლა, მით მეტია სტრესი. თუ რომელიმე მშობელი კანის ვექტორიან ბავშვს მუდმივად ამცირებს და ეძახის უვარგისს ან უიღბლოს, ის ,,მშობლების წყალობით“ დიდი სწორედ ასეთი გაიზრდება და რაც არ უნდა ეცადოს, კარგად ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს, მაგრამ ბუნებრივი ტემპერამენტი ამ მდგომარეობას ვერ ეგუება და თავისას ითხოვს, ამიტომ მისი შინაგანი დისკომფორტი კიდევ უფრო ძლიერდება. იმისთვის რომ კანის ვექტორიანმა შეძლოს თავისი ბუნებრივი მდგომარეობის დაბრუნება, მან უნდა გააცნობიეროს არსებული დარღვევა და შეძლოს გარე და შინაგანი ზეწოლის გაწონასწორება.

ჩვენი ფორმულა ერთნაირია რვავე ვექტორისთვის, ყველა მათგანის ფსიქიკა შედგება 5 ფენისგან: მოცულობა, აზროვნება, ურთიერთობა, მოძრაობა და განვითარება, ეს არის თვისებათა 5 ჯგუფი. როდესაც საუბარია განვითარებასა და რეალიზაციაზე, ისინი ფენა-ფენა ლაგდება ერთმანეთზე, სწორედ ამიტომ ფსიქიკის ყოველი მომდევნო ფენა ეწყობა წინაზე. ამიტომ თუ კანის ვექტორიანი აზროვნების დონეზე ჩამოყალიბდა ქურდად, გასაგები ხდება, რომ ის სხვებთან ურთიერთობისას ისე მოიქცევა როგორც ქურდი, მოქმედების დონეზე იქურდებს ჯგუფში და გაქურდავს საკუთარ ჯგუფს, შესაბამისად განვითარების დონეზეც ის მხოლოდ ქურდად განვითრდება და მისი ყველა თვისება მხოლოდ ქურდობისკენ იქნება მიმართული. დარღვევა ფსიქიკის ქვედა დონეზე ავტომატურად ნიშვავს, რომ ყველა დანარჩენ ფენაში იარსებებს დარღვევები (ფსიქიკის რაც უფრო ქვედა ფენაში მოხდება დარღვევა, მით უფრო ძნელია მისი გამოსწორება). ჩვენი ფსიქიკის ფენები შევადაროთ ერთმანეთზე დაწყობილ აგურებს, რეალურად გვექნება არა 5, არამედ 4 აგური, რადგან ფსიქიკის პირველი ფენა უბრალოდ ფსიქიკური სხეულის მოცულობაა და იქ დარღვევები ძალზე იშვიათია, ეს ის ბაზაა რაზეც ლაგდება ყველა დანარჩენი. ამიტომ განვიხილოთ შემდეგი 4.

როდესაც იბადება კანის ვექტორიანი ბავშვი მისი კანურობა, მისი საწყისი ბაზა, უკვე ჩადებულია ფსიქიკური სხეულის მოცულობაში და ის უცვლელია. რაც შეეხება დანარჩენ ფენებს, ანუ დანარჩენ აგურებს, მათი განლაგების სისწორე ჩვენი მშობლების, ჩვენი გარემოცვის და თავად ჩვენი ძალისხმევის სისწორეზეა დამოკიდებული.

იბადება ბავშვი და მის ზრდასთან ერთად ეს ფსიქიკის დონეები, ანუ პირობითად დაწყობილი აგურებიც წინ მიიწევს, როცა ხდება ცვლილება ქვედა დონეში, ანუ გადაადგილდება ყველაზე ქვემოთა აგური, ყველა მის ზემოთ მყოფი აგურიც მასთან ერთად იცვლის ადგილს, თუ ყველაზე ქვედა აგურში მოხდება ოდნავი დარღვევა, გასაგები ხდება, რომ ყველა დანარჩენში დარღვევა ავტომატურად ხდება და აზროვნების დონეზე მომხდარი დარღვევის გამო, ვექტორს განვითარების დონეზეც აღენიშნება დარღვევები. თუმცა დარღვევები შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დონეზე და ის რომ ქვედა აგური თავის ადგილზეა და აზრობნებაში დარღვევა არ მომხდარა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დანარჩენი დონე ავტომატურად სწორად განვითარდება. ასე რომ აზროვნების დონის სწორად ჩამოყალიბება არ არის იმის გარანტი, რომ ურთიერთობის დონეზე ყველაფერი კარგად წავა, რადგან ურთიერთობისთვის სხვა თვისებებია საჭირო. შეიძლება სწორად აზროვნებდე, მაგრამ შემდეგ დონეზე მომხდარი დარღვევის გამო, საერთოდ არ შეგეძლოს გარემოში ადაპტაცია. ის რომ პირველი აგური ადგილზეა ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ არის მეორის ადგილზე ყოფნის გარანტი, შეიძლება სწორედ მეორე იყოს ოდნავ გადანაცვლებული, ამ შემთხვევაში აზროვნების დონე უკვე კარგადაა ჩამოყალიბებული და მასში დარღვევა აღარ მოხდება, მარამ ურთიერთობის დონეზე თუ დარღვევა მოხდა, დარღვევები იქნება მოქმედების და განვითარების დონეებზე. მოკლედ რომ ვთქვათ ხდება ასე, გაინძრევა რომელიმე აგური და მასთან ერთად ირხევა ყველა მის ზემოთ მოთავსებული. თუმცა გაითვალისწინეთ რომ ფსიქიკა აგურები არ არის და ის ბევრად უფრო ფაქიზია, ფსიქიკის შემთხვევაში საქმე ბევრად უფრო რთულადაა. თუმცა არის ორი მარტივი წესი: 1. საშუალო ტემპერამენტის მქონე კანის ვექტორიანი თავს კომფორტულად მაშინ გრძნობს, თუ თავი არ გონია არც მაღალ და არც დაბალ ტემპერამენტიანი. 2. ფსიქიკის ქვედა დონეზე მომხდარი დარღვევა ავტომატურად აისახება ყოველ მომდევნო დონეზე. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გასაგები რომ გავხადოთ განვიხილოთ კანის ვექტორიანი, რომელსაც აზროვნების და სხვა დონეებზეც ყველაფერი რიგზე აქვს, განვითარების დონემდე, აქაც არის ორი უკიდურესობა, განვითარება და განუვითარებლობა (თუმცა იდეალური ვარიანტები ამ ეტაპზე არ გვაინტერესებს, ნორმალურბის საჩვენებლად საჭიროა უკიდურესობების ჩვენება) , ამიტომ წარმოვიდგინოთ, რომ განვითარების დონე არ განვითარდა და ვერ ისწავლა თვითკონტროლი, ჩვენ მისგან მივიღებთ უბედურ ადამიანს, მას კარგი აზროვნება აქვს, სწორად ურთიერთობს და მოქმედებს და პოტენციურად სწორად უნდა რეალიზებულიყო, მაგრამ განვითარების დონეზე მომხდარი დარღვევის გამო, მას ამისთვის ძალა არ ეყო და ვერ შეძლო გამხდარიყო ხელმძღვანელი, იქმნება საკმაოდ ცუდი სიტუაცია, მას რეალიზება უნდა, მაგრამ არ შეუძლია, გრძნობს რომ მეტის მიღწევა შეეძლო, შეეძლო ემართა ჯგუფი, მაგრამ განვითარების დონეზე მომხდარი დარღვევის გამო რაც ცადა, არაფერი გამოუვიდა, ამიტომ წარუმატებლობის გამო ის ძალიან იტანჯება. რა თქმა უნდა ეს ცუდი ცხოვრებისეული სცენარია. მეორე უკიდურესობა: მოხდა დარღვევა აზროვნების დონეზე, ხოლო ყველა სხვა მეტ-ნაკლებად ნორმალურად განვითარდა, ასეთი შეიძლება გახდეს ძლიერი, სპორტული აღნაგობის კანის ვექტორიანი, ძლიერი ფსიქიკით, თვითკონტროლიც შეუძლია, მაგრამ მისი არცერთი თვისება დაბადების შემდეგ წინ არ წასულა (არქეტიპული კანი), ასეთი შეიძლება გახდეს ქურდი ან მკვლელი, მას შეუძლია თვითკონტროლი, შეუძლია რასაც მოიპარავს შეინარჩუნოს, შეიძლება კარგადაც ცხოვრობდეს, მაგრამ ეს მთავარი არ არის, რადგან მისი შესაძლებლობა განკარგოს და უხელმძღვანელოს ჯგუფს ძალზე მცირეა, იმიტომ რომ მისი აზროვნება დარღვეულია და მუშაობს ისე როგორც პირველყოფილი კანის ვექტორიანის ფსიქიკა, ყველაფერი უნდა მხოლოდ თავისთვის და საერთოდ ვერ აღიქვამს სხვებს, თან რამდენიც არ უნდა მოიხვეჭოს ვერასოდეს კმაყოფილდება. პრინციპში ასეთი კანის ვექტორიანი უსასრულო მიღების შესაძლებლობებიდან ირჩევს ყველაზე უარესს, რადგან ის ვერ აცნობიერებს როგორ შეიძლება მოიქცეს ისე, რომ კი არ მოიპაროს არამედ გამოიმუშაოს. თვით 8 ვექტორად დაყოფა უკვე იმას ნიშნავს, რომ ბევრი სხვადასხვა ფუნქცია და ერთ ადამიანს არ შეუძლია ყველაფრის შესრულება, საკმარისია რვიდან ერთი ვექტორი გაქრეს, რომ ეს ყველა დანარჩენის მოსპობას გამოიწვევს, ვექტორების მრავალფეროვნება აჩვენებს იმას რომ ყველა ყველასთანაა ურთიერთკავშირში, რეალურად განვითარება მეტი არაფერია თუ არა ამის გაცნობიერება, როდესაც ვვითარდებით ჩვენი ,,მე“ მოიცავს მთელ კაცობრიობას და ვხვდებით, რომ კაცობრიობის ყოველი წევრი ჩვენი ,,მეს“ ნაწილია, განუვითარებლობისას კი ჩვენი ,,მე“ ძალზე პატარაა და მოიცავს მხოლოდ ერთ ადამიანს ანუ თვით ინდივიდს, ამიტომ მას ყველაფერი მხოლოდ თავისთვის უნდა. პირველ შემთხვევაში უნდა მაგრამ არ შეუძლია, მეორე შემთხვევაში შეუძლია, მაგრამ აზროვნება დარღვეული აქვს და ამიტომ არაფერი იცის საკუთარი შესაძლებლობების შესახებ.

ახლა განვიხილოთ ეს ფენებად, როდის და რა სიტუაციაში რა მდგომარეობა ვლინდება კანის ვექტორში და რა რეზულტატს იძლევა ეს. პირველი, ფსიქიკური სხეულის მოცულობა, თქვენ უკვე იცით, რომ ამ დონეზე ჩადებულია ჩვენი ფუნქცია, რაღაც აზრით სწორედ ესაა ვექტორი, ყველაზე პატარა ფსიქიკური სხეული მიანიშნებს კანის ვექტორზე, ეს ისაა რისი შეცვლაც შეუძლებელია, ამას ვერ შეცვლით ვერც საკუთარ თავზე მუშაობით, ვერც ქირურგიული ოპერაციით და ვერც ლოცვით, ეს ისაა რითიც დაიბადეთ. ასეთი თანდაყოლილი და უცვლელი ჩვენში არის ორი რამ, ესაა ვექტორი და ტემპერამენტი, ისინი ჩვენშია ჩადებული და არ იცვლება. აქ ერთადერთი რაც შეგიძლიათ არის, ამოიცნოთ საკუთარი ფუნქცია, ანუ მიხვდეთ რომ თქვენ გაქვთ ესა თუ ის ვექტორი და ეცადოთ მის რეალიზებას. ან თქვენ ვერ ამოიცნობთ საკუთარ ფუნქციას და ეცდებით რეალიზდეთ იმ სფეროში რომლის შესასრულებლად საჭირო თვისებები არ გაქვთ, რაც თქვენში აუცილებლად გამოიწვევს სტრესს, როდის ხდება ეს? ეს ხდება მაშინ როცა მშობლები ფიქრობენ, რომ მათი შვილი ისეთი არ არის როგორიც მათ უნდოდათ. მაგალითად: ნებისმიერი ანალის ვექტორიანი მამა ელოდება, რომ მისი შვილი იქნება მასავით პატიოსანი, სამართლიანი, დინჯი, აკურატული, მასთან ერთად ივლის სათევზაოდ, იქნება ნამდვილი ,,ვაჟკაცი“ და ექნებათ ნამდვილი ანალური ოჯახი, მაგრამ ამის მაგივრად ჩნდება პატარა, მოძრავი მატყუარა კანის ვექტორიანი ბავშვი, რას აკეთებს ამ დროს ანალი მამა? ის ცდილობს კანის ვექტორიანი ბავშვის პატარა მოცულობის ფსიქიკა გადააკეთოს ანალურ დიდ კვადრატულ ფსიქიკად, ის ცდილობს კანის ვექტორიანი ბავშვი აქციოს ისეთად როგორიც თვითანაა, ამისთვის ზოგჯერ შვილს კიდეც ცემს, გამოავლენს თუ არა ბავშვი თავის ნამდვილ, კანურ თვისებებს, მამა მაშინვე ქამრით ცემს. რაღაც ეტაპზე ჩნდება ილუზია, რომ კანის ვექტორიანი ბავშვი იქცა ანალად, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის, კანის ვექტორიანებს მოქნილი ფსიქიკა აქვთ და ნებისმიერ სიტუაციას ეგუებიან, მის ფსიქიკაში ჩნდება განცდა, რომ თავისი ბუნებრივი ფუნქციის შესრულება მას ტკივილს აყენებს, ამის გამო მამა ხშირად ცემს, კანის ვექტორიანის ფსიქიკა ადაპტირდება ტკივილთან, ის ეგუება ტკივილს და რაღაც ეტაპზე ტკივილი მისთვის ხდება ჯერ ნორმა, შემდეგ კი სასურველი და კომფორტული. ეს ზრდასრულობისას ვლინდება საკმაოდ ბევრი ფორმით. დავიწყოთ ყველაზე მსუბუქით: ვთქვათ ხელზე აქვს პატარა ჭრილობა რომელიც უკვე შუშდება, ის დადის და ხელს იჭერს ამ ჭრილობაზე, ეს თან ტკივა და თან სიამოვნებს, ასეთი რამ განსაკუთრებით ხშირდ უვლინდებათ მოზარ კანის ვექტორიანებს, რომლებსაც მშობლები თავისი ხასიათის გამო პატარაობაში ცემდნენ. უფრო უარეს შემთხვევაში, თუ მას ძალიან ბევრს და ხშირად ცემდნენ, შეიძლება ტკივილის სიყვარული უკიდურესობამდე მივიდეს, აქვს კანზე ძლიერი შეხების მუდმივი სურვილი, ამიტომ იფხანს სისხლდენამდე, თუ ჭრილობა აქვს მუდმივად აწვალებს, თვითონაც არ იცის რატომ, მაგრამ ეს მოსწონს, მაგრამ ესენი საკმაოდ მსუბუქი ფორმებია ბავშვური მაზოხიზმის და ზრდასრულობაში შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს, იმდენად რომ ტკივილი გახდეს ნორმა და როცა არ ტკივა თავს ისე გრძნობდეს თითქოს რაღაც აკლია. ამიტომ ასეთი ხან გაცნობიერებულად, ხანაც გაუცნობიერებლად ეძებს ტკივილს, ეს მდგომარეობაც მეტ-ნაკლებად სხვადასხვანაირია. წარმოიდგინეთ ამ მდგომარეობაში მყოფი კანის ვექტორიანი ქალი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ ტკივილი სიამოვნებს, ის თავისთვის ეძებს ისეთ ქმარს რომელიც პერიოდულად წაუთაქებს, ამიტომ პოულობს ანალ მამრს მსუბუქი სადისტური ტენდენციებით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ქალი გათხოვდა, იპოვა ანალის ვექტორიანი ქმარი, გონია რომ ის წაუსადისტებს, მაგრამ მოუვიდა ,,საშინელი“ შეცდომა და ქმარი სადისტი არ არის, ის მოულოდნელად ნორმალური გამოდგა, და უარს ამბობს ცოლის ცემაზე, ქალი პერიოდულად ქმარს ეკითხება ხომ არ უფიქრია მის ცემაზე, თან აღიზიანებს, მაგრამ ქმარი იმდენად კეთილშობილია რომ თითის დაკარებაც არ მოსდის აზრად ცოლისთვის, აქ ბევრნაირი შესაძლო ფორმაა თუ როგორ აიძულოს ქმარი და თავი აცემინოს.

აქ მთავარი არ არის ის ქმარი მას ცემს თუ არა, მთავარია ვიცოდეთ, რომ მშობლების გამო კანის ვექტორიანს შეიძლება განუვითარდეს მაზოხისტური ტენდენციები. ალბათ უკვე გასაგებია, რომ ამ დონეზე უკიდურესი დარღვევა არის გამოხატული მაზოხიზმი, როდესაც კანის ვექტორიანს სახლში მაზოხისტური სექსისთვის საჭირო მთელი არსენალი აქვს. შეიძლება ტკივილის უამრავი ფორმა დაამუშაოს და მაზოხიზმის კულტიც კი შექმნას. ეს ყველაფერი უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ ასეთმა კანის ვექტორიანმა ჩათვალოს, რომ ის ამქვეყნად ტანჯვისთვის დაიბადა, ის სხვებს არ გავს და მისთვის ბედნიერება არ შეიძლება, ასეთები შეიძლება იმ დონემდე მივიდნენ რომ ყველგან ტკივილს ეძებდნენ, შეიძლება დაისახიჩრონ სხეულის ნაწილი, ან მოიჭრან თითი. არსი ისაა რომ კანის ვექტორი გამოხატულია ფსიკური სხეულის მოცულობაში და ამის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა, ნიშნავს ბუნების წინააღმდეგ წასვლას, არ შეიძლება მშობელი ეცადოს კანის ვექტორიანი შვილის ანალად, ურეთრალად, ან რაიმე სხვად გადაკეთებას. ის დაიბადა კანის ვექტორიანად, არის ისეთი როგორიც არის და მისი შეცვლის ნებისმიერი მცდელობა, მას განუვითარებს ცუდ ცხოვრებისეულ სცენარს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მის შეცვლას მშობელი ცემით ან რაიმე სხვა ტიპის ტკივილის მიყენებით ეცდება, ამ მცდელობით მახინჯდება მისი ფსიქიკა.

თქვენ უკვე იცით, რომ კანის ვექტორიანს აქვს ფსიქიკური სხეულის პატარა მოცულობა, რადგან ჯგუფს ის სწორედ ასეთი ჭირდება, რადგან ჯგუფში კანის ვექტორიანი დაიბადა, ე.ი. ჯგუფს ჭირდებოდა სწორედ კანის ვექტორიანი და არა ვინმე სხვა (მოგვწონს თუ არა ჩვენ რომელიმე ვექტორის თვისებები, უნდა გვესმოდეს, რომ ჯგუფის არსებობისთვის რვავე ვექტორი ერთნაირად საჭიროა).

დარღვევები ფსიქიკის სხვადასხვა დონეზე, ქმნის სხვადასხვა სტრესებს. მაგალითად აზროვნების დონე გულისხმობს რეალიზაციის ოთხ დონეს: არაცოცხალს; მცენარეულს; ცხოველურს და ადამიანურს. თუ მოცულობის დონეზე ყველაფერი უბრალოდაა (მას ან ვაცნობიერებთ ან ვერა), აზროვნების დონეზე ყველაფერი გაცილებით რთულდება, იმიტომ რომ აქ არის მთელი ოთხი გრადაცია, განვითარების ოთხი შესაძლო ვარიანტი, შესაბამისად სისტემა მნიშვნელოვნად რთულდება. ალბათ გახსოვთ როგორ მუშაობს კანის ვექტორიანის აზროვნება, ის მუშაობს დათვლით და გათვლით, ნებისმიერი კანის ვექტორიანი ყველაფერს აღიქვამს რაოდენობრივად. კანის ვექტორიანის განვითარების დონე და მასშტაბები კი დამოკიდებულია მის აღქმაზე, ის შეიძლება აღიქვამდეს მხოლოდ საკუთარ თავს, რაღაც ზომის ჯგუფს, ან მთელ კაცობრიობას, რაც უფრო ფართეა მისი ,,მე“, მით უფრო განვითარებულია იგი, ეს ასე მუშაობს არა მხოლოდ კანში, არამედ ნებისმიერ ვექტორში.

როგორ ხდება განვითარება და კანის ვექტორიანის აზროვნების ჩამოყალიბება? როგორც უკვე ვთქვით, ბავშვის გარემოცვის ძირითად ნაწილს შეადგენენ მისი მშობლები, სწორედ ისინი უყალიბებენ ბავშვს იმ ფასეულობებს, რომლითაც ის შემდგომში ვითარდება. მაგალითად: ვთქვათ კანის ვექტორიანი ბავშვი მიდის ასევე კანის ვექტორიან დედასთან და ეკითხება, - დედა ვინ არის ის კაცი შენთან რომ მოდის ხოლმე, როცა მამა სამსახურშია? დედა კი პასუხობს - მამაშენი უვარგისი და უიღბლოა, ვერაფერს შოულობს სამსახურში და მისი ხელფასის იმედად რომ ვიყოთ მშივრები დავიხოცებოდით, შენც იმისნაირი იზრდები. ბავშვი ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავს, ამიტომ ის თავისებურ დასკვნას აკეთებს და ფიქრობს დედა მამას აფასებს მისი ხელფასის მიხედვით, ე.ი. მათ ოჯახში მთავარი ფასეულობა ფულია, ასე ფორმირდება მისი ფასეულობის დონე, ამის შემდეგ მან ზუსტად იცის როგორ უყუროს გარე სამყაროს, მისი დასკვნა ასეთია: ვინც რამდენს შოულობს, იმდენად აფასებენ. ბავშვს აღარ აქვს შეფასების სხვა კრიტერიუმი, რადგან დედამ საშუალება არ მისცა განვითარებულიყო ამ გაგებაზე მაღლა, ასეთ კანის ვექტორიანს როდესაც დედა უკვდება რა თქმა უნდა ის გარკვეულწილად განიცდის, მაგრამ ქვეცნობიერ დონეზე მოხარულიცაა, რადგან ჭარბი ზეწოლისგან გათავისუფლდა, ასეთი კანის ვექტორიანების შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი ფულია, ამ მხრივაც მოხარულია, რადგან ოჯახში ერთი მჭამელით ნაკლები დარჩა და ფული დაიზოგება. ასეთები ხდებიან ის კანის ვექტორიანები, რომლებიც აზროვნების დონეზე ვერ განვითარდნენ ფულის ფასეულობაზე მაღლა, ეს ქმნის ნეგატიურ ცხოვრებისეულ სცენარს, რადგან ასეთები ვერ ხედავენ თავის ნამდვილ ფასეულობას და ყველაფერს აფასებენ გაცილებით ქვედა დონიდან. ასეთი კანის ვექტორიანი როდესაც გაიზრდება იქნება ძალიან ძუნწი, იმდენად რომ როდესაც მას შვილი ეყოლება, შეიძლება თავისი შვილის სწავლისთვის ფულის გადახდა დაენანოს და დიდი ალბათობით თავის შვილსაც თავისნაირი ნეგატიური და უაზრო ცხოვრებისთვის გაწირავს, რატომ? იმიტომ რომ მას არ აქვს სტრატეგიული გათვლის უნარი და არ შეუძლია შორეული პერსპექტივის გათვლა, არ ესმის რომ თუ მისი შვილი ისწავლის მას შეეძლება გაცილებით მეტი შემოსავლის მიღება, ვიდრე უსწავლელი შეძლებს. მისი აღქმა ასეთია: ეგღა მაკლია ოთხი წელი სისულელეზე გადავყარო ფული.

  ასე რომ მაშინაც კი თუ ფსიქიკური სხეულის მოცულობაში ყველაფერი რიგზეა და არ არსებობს არანაირი მაზოხიზმი, ეს სულაც არ ძლევა იმის გარანტიას, რომ სხვა დონეებზე ავტომატურად ყველაფერი კარგად იქნება, აზროვნების დონის არასწორად ჩამოყალიბება, ასევე ნეგატიურ ცხოვრებისეულ სცენარს ქმნის (მოცულობა და აზროვნება ფსიქიკის ის დონეებია, რომლებში მომხდარი დარღვევებიც ყველაზე რთულად გამოსასწორებელია). როდესაც აზროვნების დონე ისე ცუდად ვითარდება, რომ ფასეულობა მხოლოდ ფულია, შეიძლება ზრდასრულობისას იქურდოს, მოხვდეს ციხეში და დაკარგოს ცხოვრების რამდენიმე წელი, მაშინ როცა სწორი რეალიზაციის დროს შეეძლო ეს დრო ბიზნესის საკეთებლად, ან რაიმე ნორმალური საქმისთვის დაეხარჯა. ასეთ დონეზე მყოფ კანის ვექტორიანი გოგონას სამსახურის შოვნაც კი უჭირს და დიდია იმის ალბათობა, რომ ფულის შოვნის თავისი აზრით ,,იოლ“ გზას დაადგეს და გახდეს მეძავი. რაც უფრო კარგად ვითარდება ინდივიდი აზროვნების დონეზე, მით მეტია მისი მომავალში კარგად განვითარების შანსი.

როგორც იცით ფსიქიკური სხეულის მოცულობის და აზროვნების შემდეგ, მოდის ფსიქიკის ის თვისებები რომლებიც პასუხისმგებელია ურთიერთობაზე, ეს ეტაპი კიდევ უფრო რთულია ვიდრე დანარჩენები, უკვე იცით რომ მოცულობის დონეზე რეალიზაციის ვარიანტები არც ისე ბევრია, ინდივიდი ან აცნობიერებს თანდაყოლილ ფუნქციას, ან ვერა, აზროვნების დონეზე უფრო მეტი ვარიანტია, აზროვნება არ არის თანდაყოლილი, ის ყალიბდება გარემოცვის ზემოქმედებით და ჩვენი ძალისხმევით, იქ არის ოთხი დონე, რომელსაც აზროვნებამ უნდა მიაღწიოს: არაცოცხალი; მცენარეული; ცხოველური; ადამიანური. ამათგან რაც უფრო მაღალ დონეს მიაღწევს აზროვნება, მით უფრო მაღალ დონეზე შეეძლება ინდივიდს რეალიზება, თუმცა რა თქმა უნდა მხოლოდ აზროვნების სწორად მომწიფება არ არის უმაღლესი რეალიზაციის გარანტი, რადგან დარღვევები მომდევნო დონეებზეც შესაძლებელია. რაც შეეხება ურთიერთობის დონეს, აქ კიდევ უფრო მეტი შესაძლო ვარიანტია, ურთიერთობა პირველია იმ დონეებს შორის სადაც საჭიროა ბალანსი, აქ შეიძლება ვისაუბროთ მის შინაგან მონახაზზე, რომელიც წარმოდგება მისი ტემპერამენტიდან. ჩვენ უკვე ვიცით, რომ კანის ვექტორიანებს უყვართ შეჯიბრი და ამ შეჯიბრისას ყველა იკავებს რაღაც ადგილს, ვიღაც არის მეხუთე, ვიღაც მეათე და ეს ადგილი ყალიბდება მის შინაგან ხედვად. ერთი მხრივ ეს არის მისი მუშაობის შედეგი, მეორე მხრივ კი მას ამყარებს მისი შინაგანი სურვილის ძალა - ტემპერამენტი, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ორივე მათგანი ერთმანეთს ემთხვეოდეს, ანუ თუ ბუნებისგან მიეცა საშუალო ტემპერამენტი, მნიშვნელოვანია ასეც აღიქვამდეს. თუ თავს აღიქვამს რეალურზე მაღლა ან დაბლა წარმოიშობა სტრესები, დონე რომელზეც ეს დარღვევა ხდება არის ურთიერთობის დონე. თქვენ იცით, რომ კანის ვექტორიანი ნებისმიერ ურთიერთობაში ამჟღავნებს მოქნილობას, ის ნებისნმიერ სიტუაციას უკეთებს შეფასებას და მოქმედებს მოქნილად, ისე რომ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი. რაც უფრო განვითარებულია მისი აზროვნება, მით უფრო ფართეა მისი საასპარეზო სარბიელი. ის ურთიერთობს ისე რომ მიიღოს ეფექტი. სარგებელი, მოგება, ეფექტურობა, ეს ის სიტყვებია რომელიც აღწერს კანის ვექტორიანის ურთიერთობას, თუ კანის ვექტორიანი საკმარისად განვითარებულია და საკუთარი ადგილიც ნაპოვნი აქვს ეს კარგი მდგომარეობაა. მოდით ვნახოთ რა ხდება მაშინ თუ კანის ვექტორიანი ვერ პოულობს სწორად თავის სარეალიზაციო ხაზს. ვარიანტი პირველი: ის დონე რომელსაც კანის ვექტორიანი თავისად აღიქვამს, ნაკლებია იმ დონეზე რომელიც მას ბუნებრივად ეკუთვნის. წარმოიდგინეთ, კანის ვექტორიანი ბავშვი, მოირბენს სკოლიდან სახლში და დედას ეუბნება, დედა სკოლაში საკონტროლო დავწერეთ, დედა შეხედავს, და ცივად ეუბნება - როგორც ყოველთვის ახლაც რამე სისულელეს დაწერდი... თუ ასეთი რამ სისტემატურად მეორდება, ბავშვი ამას აღიქვამს როგორც მინიშნებას, რომ თვითონ ისეთი არ არის როგორიც სხვები და თვითონ მათზე დაბლა დგას, ანუ ფიქრობს, რომ მისი დონე უფრო დაბალია ვიდრე სხვების. როდესაც იზრდება, ის ნებისმიერ სიტუაციაში თავს გრძნობს წაგებულად და უყალიბდება ,,უიღბლოს“ სცენარი, მას აღარ შეუძლია ნორმალური სამსახურის შოვნაც კი, თუ მაინც იშოვა რამე, ეს როგორც წესი იქნება რაიმე დაბალანაზღაურებადი, მას გონია რომ ყველას იმედი გაუცრუა, რომ ისეთი არ არის როგორსაც მისი მშობლები ელოდნენ, სწორედ ამიტომ ის საკუთარ თავს აღიქვამს რეალურზე დაბლა. ასეთი კანის ვექტორიანი თვლის რომ რაც არ უნდა წამოიწყოს არაფერი გამოუვა, ამიტომ ურთიერთობის დონეზე, მისი გარემოსთან ადაპტაციის შესაძლებლობა კლებულობს, ის ძალიან ბევრს ჭორჭმანობს, არის უუნარო გადაწყვეტილების მიღებაში და ამიტომ ყოველთვის წაგებული რჩება. მისი მოქმედება შენელებულია და რეაქციის სიჩქარით მუდმივად ჩამორჩება სხვებს, არ იმიტომ რომ ის მართლა ასეთი უუნაროა, არამედ იმიტომ, საკუთარი თავი ასე თავად დააპროგრამა. ასეთი სცენარი სწორედ იმან გამოიწვია, რომ ის თავის თავს თვლიდა წარუმატებლად და ამან მართლა წარუმატებელ ადამიანად აქცია. ისეთი უიღბლო ხდება, რომ პლანეტაზე ერთი ფრინველი რომ იყოს დარჩენილი ისიც მას დაასკლინტავდა, რასაც არ უნდა მოკიდოს ხელი, უიღბლობა მისი თანმდევი იქნება, ეს ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ პატარაობისას დედა უიღბლოს და უვარგისს ეძახდა.

ისეც რომ მოხდეს, რომ წარმატებული კანის ვექტორიანების გარემოცვაში ჩავარდეს და მათი დახმარებით შეძლოს კარგი სამსახურის შოვნა, მას მაინც არ შეეძლება ისე მოიქცეს როგორც იქცევა ნორმალური კანის ვექტორიანი, ხდება საკმაოდ სასაცილო სიტუაცია, ის ყველასთვის ცდილობს იმის ჩვენებას, თუ რამდენად იღბლიანი და წარმატებულია და იწყებს თავისი ფულის ფლანგვას, იცვამს უახლესი მოდის ტანსაცმელს, დადის ძვირადღირებულ რესტორნებში, არ ინახავს დანაზოგს, ამას მანამდე აკეთებს, სანამ არ გაკოტრდება და არ დაუბრუნდება ,,უიღბლოს“ მდგომარეობას, ის ეშვებს იმ მდგომარეობამდე სადაც თავს აღიქმამს, იმის მაგივრად რომ მოეხერხებინა და დარჩენილიყო იმ დონეზე, სადაც იმყოფებიან მისნაირი ტემპერამენტის მქონე რეალიზებული კანის ვექტორიანები. ამას სწორედ ამიტომ ჰქვია ცხოვრებისეული სცენარი, რომ იქიდან თავის დაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია და ნებისმიერი წამოწყება კრახისთვისაა განწირული. ბუნებრივად სურვილის ძალა საკმარისად აქვს, მაგრამ ვინაიდან მშობლებისგან არასწორად აღზრდის გამო დაუფორმირდა უიღბლოს სცენარი, ის მუდამ ასეთად რჩება.

ახლა განვიხილოთ რა ხდება როდესაც კანის ვექტორიანი თავს თვლის იმაზე მაღლა ვიდრე რეალურადაა, რადგან ბავშვობაში მშობლებმა ჩააგონეს რომ ის გენიოსია. ის თვლის რომ მხოლოდ თვითონ დაიბადა ბედნიერებისთვის, ყველა დანარჩენი კი იმისთვის არსებობს, რომ მისი სურვილები შეასრულოს, ასე რომ ის ყველას ისე უყურებს თითქოს მთელ კაცობრიობას მისი ვალი ქონდეს. ის ხდება თავხედი და მომხვეჭელი კანის ვექტორიანი, რომელიც ზრდასრულობის პერიოდში არის ძალზე კონფლიქტური, ის მზადაა ნებისმიერს პირიდან ლუკმა გამოაცალოს. განსაკუთრებით ჩაგრავს ,,უიღბლო“ კანის ვექტორიანებს, ასეთ თავხედ ხანის ვექტორიანს უნდა, ყველა სიტუაციაში მოგებული იყოს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს, ამიტომ მზადაა ყველას წაგლიჯოს, წაართვას, ის არასოდეს იქნება პატიოსანი მოლაპარაკების დროს, ყოველთვის ცდილობს ურიგოდ გაძვრომას, ის თვლის რომ ყველა ადამიანი მისი მსახურია და ვალდებულები არიან მისი ყველა კაპრიზი შეასრულონ. ასეთი მდგომარეობა ურთიერთობის დონეზე, ხშირ შემთხვევაში ეფუძნება ცუდად ჩამოყალიბებულ აზროვნებასაც, როდესაც ადამიანი ყველაფერს მხოლოდ თავისკენ ითვლის. თუკი ის ამას ვერ ახერხებს, ანუ არ აძლევენ იმას რაც უნდა, ის ძალიან ბრაზდება,

თუ ვინმე მას არ ემორჩილება და რამეს მისი გვერდის ავლით აკეთებს, ის პირდაპირ ცოფდება და ნამდვილ სიძულვილს აფრქვევს. ასეთ მდგომარეობაში მყოფ კანის ვექტორიანებს, გულის სიღრმეში ძალიან უხარიათ, როცა იგებენ, რომ ვიღაცას რაიმე ცუდი შეემთხვა, როცა იგებენ რომ ვიღაც გაქურდეს, ვიღაცას მანქანა მოპარეს, ვიღაც ცუდად არის, ან ავარიაში მოყვა, ისინი ხარობენ. რა თქმა უნდა გარეგნულად თავს მოაჩვენებენ რომ წუხან, მაგრამ როგორც კი მარტო დარჩება შეიძლება სიხარულით იყვიროს: ,,ახია მაგ დამპალზე, ხომ დაერხა, ღირსია!“, უყვართ იმის გაგება, რომ ვიღაცას რაღაც არ გამოუდის, უხარიათ, რომ სხვა მათზე ცუდადაა. ნებისმიერზე ცუდს ლაპარაკობენ, სულ აკრიტიკებენ სხვებს, მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ თავად სხვაზე მაღლა დგანან. ნებისმიერ შემთხვევაში თავის რეალურ ტემპერამენტზე მაღლაც და დაბლაც საკუთარი თავის აღქმა ურთიერთობის დონეზე, ნეგატიურ სცენარს აყალიბებს.

მას შემდეგ რაც ურთიერთობის დონეზე ინდივიდი შეძლებს თავისი ჯგუფის პოვნას, ის განაგრძობს მოქმედებას დროში, იწყებს მოქმედებას ჯგუფთან ერთად. თქვენ უკვე იცით, რომ სიტყვები რომლებიც აღწერს კანის ვექტორიანის მოქმედებას, არის სწრაფი და მოძრავი, კანის ვექტორიანები არიან ისინი ვინც მოძრაობენ ლანდშაფტთან ერთად. უკვე გითხარით, რომ დარღვევა ურთიერთობის დონეზე კანის ვექტორში არის როცა ის თავს გრძნობს რეალურზე მაღლა ან დაბლა, მოდით ვნახოთ როგორ მუშაობს ეს მოძრაობის დონეზე: წარმოიდგინეთ სკოლა, დაწყებითი კლასი, ვთქვათ ბავშვებმა უნდა იცეკვონ, ბავშვები გადიან რეპეტიციას, კანის ვექტორიან ბავშვს ბოლო რეპეტიციაზე მიყვება დედა, ყველა ბავშვი ცეკვავს და ცდილობს იმის წარმოჩენას რაც ისწავლა, ჩვენი კანის ვექტორიანი ბავშვიც ცეკვავს და თან დედას უყურებს გაბრწყინებული თვალებით, წარმოიდგინეთ ამდროს დედამ უთხრას: არ მომწონს შენი ცეკვა, სხვები აშკარად გჯობნიან, შენ კი ძლივს დაღოღავ სცენაზე! კანის ვექტორიან ბავშვს ეს პირდაპირ უჯდება გონებაში და ის აღიქვამს, რომ თვითონ ცუდად მოძრაობს. ეს იმის მანიშნებელია, რომ მას არ შეუძლია აყვეს ლანდშაფტის ცვლილებას, ამას აღიქვამს სხეულის მოძრაობის დონეზე, ეს ჯდება მის გონებაში. რა ხდება მეორე დღეს? ყველა ბავშვი ცეკვავს, ჩვენ კანის ვექტორიანს კი ახსოვს დედის ნათქვამი, რომ ის ნელია, ამიტომ ცდილობს აჩქარდეს და აკეთებს ბევრ ზედმეტ, არასაჭირო მოძრაობას, ამით ქვეცნობიერად ცდილობს აღმოფხვრას ჩამორჩენა, სხვებს დაანახოს რომ თავადაც სწრაფია. ის მუდმივად ჩქარობს, ამის გამო უვითარდება ნეგატიური ცხოვრებისეული სცენარი, სცენარი ჩამორჩენილი კანის ვექტორიანისა. ასეთ კანის ვექტორიან ბავშვს თუ რამის საყიდლად გაგზავნიან, მას უხარია, რომ შანსი მიეცა სწრაფად შეასრულოს დავალება, გაიქცევა საყიდლად, გზაში დაინახავს რომ ცალ-ცალი ფეხსაცმელი აცვია, მობრუნდება, გამოიცვლის მეორეებს ჩაიცვამს და აღმოჩნდება რომ ისევ ცალ-ცალი აცვია, იმდენ ზედმეტ მოქმედებას ასრულებს და ისეთი ცანცარაა, რომ ბოლოს აუცილებლად დააგვიანებს, ასე გრძელდება მთელი ცხოვრება, მუდამ ჩქარობს, მაგრამ ყოველთვის აგვიანებს, არაფერი არ გამოუდის. ეს არა მხოლოდ წარუმატებლის სცენარია, ან ურთიერთობის დონეზე წაგებულის, ესაა სცენარი როდესაც კანის ვექტორიანი ჩამორჩება დროს, შეიძლება ეს სცენარები ერთმანეთზეც დალაგდეს, მაგრამ ეს აუცილებელი არ არის რადგან ისინი სხვადასხვა დონეზე წარმოიშობიან და განსხვავებულად მუშაობენ. ძალიან ხშირად შეხვდებით კანის ვექტორიან გოგონას ჩანთაში რომ იქექება, ყველაფერს ამოყრის, ესეც იგივე სცენარია, ყველგან ყველაფერში აგვიანებს. ასეთები საკმაოდ ნევროზულები არიან, ძალიან ღელავენ და ეს მათ მეტყველებაზეც აისახება, საუბრისას ისინი თანდათან უმატებენ ლაპარაკის ტემპს, ხშირად სიჩქარეში ასოებს ან სიტყვებს ყლაპავენ, რის გამოც მათი მეტყველება ზოგჯერ გაუგებარია, მას გონია, რომ თუ ბევრ სიტყვას იტყვის ამით ყველას ყველაფერ გააგებინებს, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა.

არის კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა, როცა კანის ვექტორიანი რეაქციას კი არ აგვიანებს, არამედ ასწრებს, ასეთები არა მხოლოდ ზედმეტ მოძრაობებს აკეთებენ, არამედ ერთდროულად ყველაფრის გაკეთება უნდთ, ნამდვილი, მოსულელო კანის ვექტორიანები. როცა ასეთი მანქანით დადის გზაზე ხშირად ქმნის საავარიო სიტუაციებს, სულ ჩქარობს, წამის დაკარგვაც არ უნდა, ელემენტარული ლოდინიც არ შეუძლია, ლიფტის ღილაკს რომ ხელს დააჭერს თუ იმწამსვე არ გაიღო კარი, ლიფტს დაგვიანებისთვის უბრაზდება. ადამიანებს ხშირად ეუბნება: თქვენნაირებისთვის მე დროს არ დავკარგავ. თავი ,,მაგარ ტიპად“ მიაჩნიათ, მუდმივად წინ გარბიან. ყველას ეჩხუბებიან რა ნელები ხართო.

ახლა განვიხილოთ დარღვევები განვითარების დონეზე. თქვენ უკვე იცით რა არის კანური განვითარება, ესაა თვითკონტროლი და მრავალმხრივობა, რაც უფრო კარგად ახერხებს თვითკონტროლის სწავლას, მით უფრო მაღალი რანგის დაკავებას ახერხებს. დარღვევისას აქაც ვლინდება ორი უკიდურესობა. თუკი კანის ვექტორიანი ბავშვობაში განიცდიდა ძლიერ ზეწოლას, ზრდასრულობისას ის ვერ ახერხებს მაღალი რანგის მიღწევას და ყოველთვის ჩამორჩება სხვებს. როცა ასეთი სიტუაციაა, ასეთი კანის ვექტორიანი მუდამ ვიღაცის ხელქვეითია, ვიღაცას ემორჩილება, ის მუდამ განიცდის თვითგვემას, ასეთ მდგომარეობაში მყოფი კანის ვექტორიანები ხშირად ამბობენ: ,,მე ჩემ ჯვარს ვატარებ და მას ვერსად გავექცევი“, ამ მდგომარეობაში მყოფი კანის ვექტორიანი თვლის, რომ უნდა იტანჯებოდეს. ეს არ აგერიოთ ფსიქიკური სხეულის დონეზე ვერ ამოცნობის დროინდელ მაზოხიზმში, რომელიც მაშინ ვლინდება როცა პატარაობაში ტკივილს აყენებენ და მის ამგვარად შეცვლას ცდილობენ, არა, ეს არის ის მდგომარეობა, როცა გაცნობიერებულად ესწრაფვის არა ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ტკივილს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი კანის ვექტორიანი ქალები ისეთ ქმარს კი არ ეძებენ რომელიც მათ მხოლოდ ცემს, არამედ ისეთს რომელსაც ისინი არ ეყვარება და ამის გამო თვითონ დაიტანჯებიან, გაყვებიან ასეთს და ამბობენ: მე მთელი ცხოვრება მასთან უნდა ვიყო, ეს ჩემი ჯვარია, რომელიც უნდა ვატარო. ეს ის მდგომარეობაა როცა თავად იგდებს თავს გამოუვალ მდგომარეობაში. თუ ვინმემ განქორწინება უხსენა ის ამბობს: რა განქორწინება, დაე მას არ ვუყვარდე მაგრამ მე ის მიყვარს! თუ ასეთ კანს ზემოდან ერთვის ვიზუალი, მაშინ ვიღებთ ვექტიმურ კომპლექსს, ანუ ზეწოლისგან დასტესილი კანი და შიშში მყოფი ვიზუალი ერთად, ასეთი სიტუაციას წარმოუდგენლად უფრო დიდი მასშტაბები აქვს, იმიტომ რომ ვიზუალის ,,წყალობით“ ის ქმნის მთელ ფილოსოფიურ მიმდინარეობას და იწყებს იმის მტკიცებას, რომ თუ ჯერ ტანჯვა არ იგემე, ისე ბედნიერი ვერასოდეს იქნები. რეალურად რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ტანჯვისთვის არავინ იბადება, ადამიანი იმისთვისაა დაბადებული რომ რეალიზდეს და საკუთარი ფუნქცია შეასრულოს, ამით ჯგუფი გააგრძელებს წინსვლას, რეალიზებული ინდივიდი კი საკუთარი მოქმედებით მიიღებს ტკბობას, ტანჯვა კი ამ ყველაფერში სრულიად ზედმეტია. შეიძლება ვიღაცას გონია რომ თუ დიდხანს დაიტანჯება ამის საფასურად ის ტკბობას მიიღებს, მაგრამ სინამდვილეში ბედნიერებას მხოლოდ თვითრეალიზაციით მიიღწევა, მაშინ როდესაც პიროვნება ახერხებს თავისი შინაგანი თვისებების რეალიზებას. ადამიანთა ის მცირე ჯგუფი კი, ვინც ,,ტანჯვის“ ფილოსოფიას აყალიბებს, ისეთ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ სხვა გზას უბრალოდ ვერ ხედავენ, ესეც ნეგატიური ცხოვრებისეული სცენარია, რომელიც უკვე განვიხილეთ. ასეთ მდგომარეობაში მყოფს თუ ეტყვით, რომ არსებობს რაღაც ტრენინგი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ამ მდგომარეობისგან განთავისუფლება, ის ყოველთვის იპოვის რაიმე მიზეზს ამ ტრენინგისგან თავის ასარიდებლად, სინამდვილეში კი ის უბრალოდ ქვეცნობიერად ასეთ მდგომარეობას შეეჩვია. ასეთ მდგომარეობაში მყოფები მიჩვეულები არიან, რომ მათზე ვიღაც მბრძანებლობდეს, ვიღაც ზეწოლას ახორციელებდეს და თუ ამას არავინ უკეთებს, ისინი ნორმალურ მდგომარეობას ვერ ეგუებიან და ამ დროს ცუდად არიან. მიდიან სამსახურში სადაც საქმე ბევრია, ბრძანებას არავინ არ აძლევს, არავინ ზემოქმედებს მასზე, თვითონ კი საქმის გაკეთება დამოუკიდებლად არ შეუძლია, რადგან განვითარების დონეზე ვერ ისწავლა თვითკონტროლი. ამიტომ ასეთი კანის ვექტორიანი ყველაფერს აკეთებს საქმის გარდა, საქმეს მუდამ სახვალიოდ დებს, ხოლო მაშინ როცა სულ რამდენიმე დღეღა რჩება ვადა საქმის გასაკეთებლად, ისტერიკაში ვარდება ვერ ვასწრებო, მოდის დირექტორი ნახავს რომ ჯერ ნახევარი საქმეც არ აქვს გაკეთებული და უყვირებს როგორც გინდა ხვალამდე დაამთავრეო, ასეთ მდგომარეობაში მყოფი კანის ვექტორიანი ქმედითუნარიანი მხოლოდ იმის შემდეგ ხდება, რაც მასზე ზეწოლა განხორციელდება და საქმის გაკეთებას ვინმე დააძალებს, ამიტომ როდესაც ის თავისი მოქმედებისთვის საჭირო ზეწოლას მიიღებს, საქმის დასამთავრებლად ღამითაც კი არ იძინებს. ასეთებს კარგად ყოფნისთვის ცუდად ყოფნა ჭირდებათ, დაამთავრებენ საქმეს, შემდეგ მივლენ სახლში და წუწუნობენ, დავიტანჯეთ, ეს რა საშინელი კვირა გვქონდაო, თუმცა შემდეგ თვეში ისევ იგივე გამეორდება. ვიქტორ ტალკაჩოვს უყვარდა კანის ვექტორში ასეთი მდგომარეობის აღწერა, ის ყოველ ვექტორს უკიდურესობებით აღწერდა ხოლმე, ტალკაჩოვი წერდა, რომ ასეთი კანის ვექტორიანები ძალზე ცრუმორწმუნეები არიან, მათ ჯერათ ყველანაირი ფატალური წინასწარმეტყველების, უყვართ როდესაც ისინი ვინმეს ეცოდება, ამიტომ ხშირად წუწუნებენ, მაგრამ ის მდგომარეობა რომელიც ჩვენ ახლა აღვწერეთ არის არა მარტო კანის, არამედ კან-ვიზუალის. საკუთარი თავის შეცოდება, ცრუმორწმუნეობა, ვექტიმური კომპლექსი, ესენი ვლინდება კან-ვიზუალში, როდესაც ზეწოლისგან დასტრესილ კანს ერთვის განუვითარებელი ვიზუალი.

ახლა განვიხილოთ საწინააღმდეგო მდგომარეობა, როდესაც კანის ვექტორიანები თავს აღიქვამენ იმაზე მაღლა ვიდრე რეალურად არიან. ასეთები თვლიან რომ თვითონ განსაკუთრებული რანგი ეკუთვნით, ისინი თვლიან რომ ყოველთვის ყველაფერში თქვენზე მაღლა არიან. რეალურ ცხოვრებაში ასეთი ყველას ამრეზით უყურებს, თითქოს ყველა ეუბნება მიმიფურთხებია თქვენთვისო, საზოგადოებაში ისე ხმამაღლა საუბრობს, რომ ყველას გაგებინოს არაფრად გაგდებთ, ის თვლის რომ რადგან მას ასე სურს, ამიტომ ყველა ვალდებულია მოუსმინოს, ასეთია კანის ვექტორიანი რომელიც ვერ აცნობიერებს თავის რეალურ პასუხისმგებლობას და თვი იმაზე მეტი გონია ვიდრე არის. ასეთ კანის ვექტორიანს შეუძლია ადამიანს სიგარეტი სახეში შეაბოლოს, ან თავზე დააფერფლოს. სიგარეტის ნამწვი ფანჯრიდან შეიძლება ისე ისროლოს რომ ძირს არც კი გადაიხედავს ვინმე ხომ არ მოდის, თუნდაც თავზე დაეცეს ვინმეს, მას ეს ,,კიდია“, ის თავის გარშემო ადამიანებს თავის თანასწორად არ აღიქვამს, ეს ის შემთხვევაა როცა თვლის რომ მაღალ რანგშია. არის კიდევ მდგომარეობა როცა ასეთი კანი თვლის რომ ,,თავისუფალი ადამიანია“, ისინი ასე ფიქრობენ, მე არავისი არაფერი მმართებს, ასეთმა შეიძლება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწიოს სიგარეტი, თუ ამის გამო ვინმე შენიშვვას მისცემს, ის იყვირებს ,,მე თავისუფალი ადამიანი ვარ და როგორც მინდა ისე მოვიქცევი!“, ისეთივე ნაძირალაა როგორიც წინა შემთხვევაში აღწერილი კანი, უბრალოდ ოდნავ დაბალი რანგი აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში როცა კანი თავს გრძნობს საკუთარ რანგზე მაღლა, ის ყოველთვის უსიამოვნო ადამიანია, ასეთები ყოველთვის ხაზს უსვამენ რა ,,მაგარი ტიპები“ არიან.

ფსიქიკის ყოველ დონეზე არის თავისებური გადახრაც და ნორმაც, ფსიქიკური სხეულის მოცულობის დონეზე საჭიროა ინდივიდმა იპოვოს საკუთარი დავალება, აზროვნების დონეზე საჭიროა ის განავითაროს რაც შეიძლება მეტად, ურთიერთობის, მოძრაობის და განვითარების დონეებზე საჭიროა დაიცვას ბალანსი, შინაგან და გარე ზეწოლებს შორის. ამაზე პასუხისმგებელი პირველ ეტაპზე მშობლები არიან, შემდეგ კი ჩვენ თავად (თუმცა ასევე გარკვეულ გავლენას ახდენს გარემოცვაც, საზოგადოება, ბაღი, სკოლა, მეგობრები, თანამშრომლები და ა.შ.), ადამიანი უნდა ეცადოს, რომ მათ შორის წონასწორობა იყოს, სწორედ ესაა ბალანსი, ბალანსი ჩვენსა და გარემომცველ სამყაროს შორის. ჩვენი და ლანდშაფტის შესაბამისობა ყველა დონეზე სხვადასხვაა, ურთიერთობის დონეზე ოდნავ მეტია ლანდშაფტი და ნაკლებია ჩვენი პიროვნული, მოძრაობის დონეზე კი ჩვენი პიროვნული ცოტა ჭარბობს ლანდშაფტს. დღევანდელ ლექციაში პრინციპში არაფერი ახალი არ გვითქვამს, უბრალოდ შევაჯამეთ გავლილი მასალა. წარმოვადგინეთ კანის ვექტორი სხვადასხვა დონეებზე, სხვადასხვა მდგომარეობებში, ეს ყველაფერი ჩავსვით სისტემაში. ის რაც თქვენ გაიგეთ არის საკმაოდ სერიოზული ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ერთი შეხედვით ამოიცნოთ არა მხოლოდ ვექტორი, არამედ მისი ყველანაირი მდგომარეობაც, დაინახოთ როგორ მუშაობენ მისი თვისებები და რა მდგომარეობაში არიან ისინი, შეაფასოდ რა შემთხვევაშირა სიტუაციას იღებთ.

ჩვენი მოდელის დახმარებით თქვენ გაივლით რვავე ვექტორს, როდესაც თქვენ ბოლომდე დაამთავრებთ ლექციების კურსს, თქვენს გარშემო დაინახავთ იდეალურად მომუშავე უსასრულოდ მრავალფეროვან სისტემას, მილიარდობით დეტალისგან შედგენილს და ყოველი დეტალი იდეალურდ მუშაობს სისტემაში. ამიტომ ნუ შეწყვეტთ სისტემის შესწავლას, მაშინაც კი თუ თქვენში აღმოაჩინეთ კანის ვექტორი, ნუ ჩათვლით რომ უკვე ყველაფერი იცით, წადით უფრო წინ და დაინახეთ როგორ მუშაობს ის დანარჩენების ფონზე.

ის რაც ჩვენ ამ ხნის მანძილზე კანის ვექტორის შესახებ წარმოგიდგინეთ, არის საკმაოდ რთული მატრიცის ნაწილი, ამიტომ თუ ეს ყველაფერი ამ ეტაპზე თქვენთვის რთული გასაგებია, არ ინერვიულოთ, ამაში არაფერი საშინელი არ არის, ეს სისტემა ყველა ვექტორზეა მორგებული და როდესაც წახვალთ უფრო წინ და მეტს გაიგებთ ყველაფერი ავტომატურად დალაგდება. თქვენ მიიღებთ საჭირო ცოდნას, იმისთვის რომ ყველა ვექტორის ამოცნობა შეძლოთ და ამისთვის საჭირო არ იქნება რაიმე გადაჭარბებული ძალისხმევა. როცა საკმარისად გაიგებთ სისტემის შესახებ თქვენ თავისუფლად დაინახავთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს და შეძლებთ ამოიცნოთ არ მხოლოდ ვექტორი, არამედ მისი მდგომარეობა, ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი და იმ მიზეზის მიზეზი. მაგალითად: როცა ნახავთ მაზოხისტურ მდგომარეობაში მყოფ კანს, თქვენ დიდი ალბათობით გეცოდინებათ, რომ მისი ასეთად გახდომის მიზეზი არის ანალის ვექტორიანი მამა სადისტურ მდგომარეობაში. ყველაფერი რა რატომ და როგორ თქვენს გონებაში ავტომატურად ჩალაგდება.

ერთადერთი რასაც დავამატებთ არის ის, რომ ვექტორი არ არის უბრალოდ ერთად ჩაყრილი თვისებების გროვა, არამედ ესაა ძალზე კარგად აწყობილი მექანიზმი, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ დონეზე, მთელი ეს მექანიზმი მუშაობს იდეალურად. ფიზიკური სხეული არის ვექტორის ფიზიკური გამოვლივება 4 დამატებითი თვისებით: ჭამა, სმა, სუნთქვა, ძილი. ამიტომ ყველაფერი რაც ხდება ფსიქიკაში, აისახება ფიზიკურ სხეულზეც და პირიქით.

  ამით დავამთავრეთ კანის ვექტორის თვისებათა აღწერა, რაც შეეხება კანის ვექტორს, მის შესახებ დარჩა ორი ლექცია, სადაც აღწერილი იქნება მისი წყვილში ურთიერთობა და ოჯახური ურთიერთობები.

ავტორი: ვ.იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

  • როგორ აყალიბებს სტრესი მდგომარეობებს

  • კანის ვექტორი - აზროვნება

  • შურის ჭია

  • კანის ვექტორი - მოძრაობა (მოქმედება)

  • როგორ მუშაობს კანური და ანალური ვექტორების აზროვნება

  • კანის ვექტორის საუკეთესო განვითარება

  • კანის ვექტორი - განვითარება

  • როგორ აღვზარდოთ კანის ვექტორიანი ბავშვი