აწმყოს ადამიანი, ანუ დრო – ფულია


აწმყოს ადამიანი, ანუ დრო – ფულია

არიან ადამიანები, რომლებისთვისაც დრო — კვამლია. «მოვიდა, წავიდა — ყველანი იქ აღმოვჩნდებით». მათ პირველ რიგშ განეკუთვნებიან ურეთრალური ვექტორის ადამიანები, ასევე ორალურის. დანარჩენისთვის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სხვა არცერთი არ უფრთხილდება ყოველ წუთს ისე, როგორც კანური ადამიანი.

მის დამოკიდებულებას დროისადმი, ზოგჯერ შეგვიძლია სიყვარული დავარქვათ, ზოგჯერ —ვნება, და განსაკუთრებულ შემთხვევებში — მანიაც. ამასთან ეს ადრეული ბავშვობიდან ვლინდება. სწორედ კანური ბავშვები თავსდებიან ყველაზე კარგად დღის რეჟიმში, იძინებენ და იღვიძებენ საათების მიხედვით, რითაც ზოგჯერ ძალზე უადვილებენ ცხოვრებას თავის მშობლებს. ისინი ზრდასრულ ასაკშიც არ კარგავენ ამ სათუთ დამოკიდებულებას დროისადმი: ძალიან კარგად გრძნობენ მას, და სინამდვილეშ ადვილად შეუძლიათ უარი თქვან საათებზე და მაღვიძარაზეც კი —ეს სასარგებლო ნივთები თითქოს მათ «შიგნითაა». მაგრამ ნამდვილ კანურ ადამიანს ყოველთვის თან დააქვს საათი, ყოველ ოთახში აქვს და რეგულარულად ამოწმებს მათ სიზუსტეს.

იცით რა მათი ბუნებრივი უნარი — ზუსტად განსაზღვრონ დრო, შეგიძლიათ გამოიყენოთ უმარტივესი ტესტი ამ ვექტორზე. დაინიშნეთ დრო და სთხოვეთ რამდენიმე ადამიანს, რომ ნიშანი მოგცეთ, როცა ერთი ან ორი წუთი გავა. ის, ვისი შედეგიც ყველაზე ახლოს იქნება სიმართლესთან, – არის კიდეც ამ ჯგუფში ყველაზე გამოხატული კანის ვექტორის მფლობელი.

თუ თქვენ შეხვედრას დაუნიშნავთ კანის ვექტორიანს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ეს ადამიანი წუთი წუთზე გამოჩნდება. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ის დროზე ადრე გამოვიდა სახლიდან და დიდი ხანია კუთხეში გელოდებოდათ. უბრალოდ მან ზუსტად იცის, რამდენი წუთი დასჭირდება მგზავრობას სახლიდან შეხვედრის ადგილამდე, მას შესანიშნავად ახსოვს ყველა შემოვლითი გზა საცობების ან გაუთვალისწინებელი ვითარებების შემთხვევაში. ამიტომ ასეთი ადამიანი არასოდეს გალოდინებთ.

საინტერესოა, რომ იგი სხვებისადმიც ასეთივე მომთხოვნია. ღმერთმა ნუქნას, თუნდაც რამდენიმე წუთით დააგვიანოთ საქმიან შეხვედრაზე — კანური ადამიანები ამას არ პატიობენ. სავარაუდოდ თქვენ მოისმენთ ლექციას საკუთარი და სხვისი დროის დაზოგვაზე, ან შესაძლოა უბრალოდ «განგმირულ» იქნებით ზიზღნარევი მზერით. უკიდურეს შემთხვევებში ასეთი ადამიანი უბრალოდ აღარ დაგელოდებათ ერთ წუთზე მეტს. ასე რომ, თუ თქვენ კანის ვექტორი არც ისე ძლიერი გაქვთ, ეცადეთ რომ დროზე ადრე გახვიდეთ სახლიდან.

კანურ ადამიანთან ურთიერთობისას ზუსტად მიჰყევით ყველა შეთანხმებას, და არა მხოლოდ დროითს.

კანური ხელმძღვანელები დისციპლინის მკაცრ შესრულებას მოითხოვენ: თუ სამუშაო დღე 9:00-ზე იწყება, 8:59-ზე უკვე ადგილზე უნდა იყოთ. და არავითარ შემთხვევაშ არ შეიძლება დროზე ადრე წასვლა. ყველაზე ადვილად ასეთ რეჟიმს ანალური ვექტორის ადამიანები ეწყობიან, და რა თქმა უნდა თავად კანები. და როგორ მოვიქცეთ ურეთრალებთან, რომლებსაც დროისადმი ძალზე სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ? სხვათაშორის ეს ძალიან გავრცელებული მიზეზია კონფლიქტისთვის.

თუ თქვენ — ურეთრალური ადამიანი ხართ, მაშინ არ ღირს კანურ ხელმძღვანელთან მუშაობა. ხოლო თუ თქვენ თავად ხართ კანური ხელმძღვანელი, მაშინ ბუნებრიუვია არ უნდა მიიღოთ ურეთრალური თანამშრომლები. ამ ორ ვექტორს ძალიან დიდი შეუთავსებლობა აქვს მუშაობაში, და არა მხოლოდ დროსთან მიმართებაში. შეიძლება ითქვას, რომ კანის და ურეთრალური ვექტორები «დისციპლინა» — «თავისუფლების» ღერძის სხვადასხვა ბოლოზე იმყოფებიან.

დისციპლინასთან კანურ ადამიანებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. მათ თავად უყვართ წესებით ცხოვრება, და ხშირად ცდილობენ რომ გარშემომყოფებიც ასეთ რეჟიმში აცხოვრონ. კანური ხელმძღვანელები აღმერთებენ სხვადასხვა თანამდებობრივი ინსტრუქციების მოფიქრებას და გულმოდგინედ ადევნებენ თვალყურს მათ შესრულებას. ხოლო ის, ვინც რომელიმე «კანონის» დარღვევას ცდილობს, რისკავს, რომ «კანურ სასჯელს» დაექვემდებაროს.

როგორ იქცევა კანური ადამიანი, როდესაც რაიმე საქმის ხელმძღვანელის როლში აღმოჩნდება?

როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, პირველ რიგში, კანები გეგმას ადგენენ. ამ ადამიანებს განსაკუთრებულად უყვართ თავიანთი ცხოვრების და ბიზნესის დაგეგმვა — როგორც წვრილმანებში, ასევე გლობალურად. იმისთვის, რომ აქტიური საქმიანობა დაიწყონ, ძალზე მკაფიოდ უნდა გააცნობიერონ, ვინ რა ადგილზე იჯდება, რას გააკეთებს და რამდენს აიღებს ამაში.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ურეთრალური ხელმძღვანელი, რომელიც დამოუკიდებლად წერს ბიზნეს-გეგმას? არა, ეს ფანტასტიკაა. პირიქით, სწორედ თავისი მოქმედებების მკაფიო გეგმის არარსებობა ახლო და შორეულ მომავალში აძლევს საშუალებას ურეთრალურ ადამიანს, რომ თავისუფლების და უსაზღვროების შეგრძნებამდე მივიდეს — იმ ერთადერთ მდგომარეობამდე, რომელშიც შეუძლია ნამდვილი შემოქმედი გახდეს.

კანის ვექტორის წარმომადგენლისთვის ასეთი ქცევა, როგორც მინიმუმ, არალაბელურია. იმისთვის, რომ მომავალი ახალი წლისთვის მილიონი იშოვოს, მკაფიოდ უნდა გაწეროს ყველა ეტაპი, შეადგინოს გრაფიკი, მოაგროვოს ადამიანები და ყველას მისცეს თანამდებობრივი ინსტრუქციები.

სწორედ კანურ ადამიანს შეუძლია ზუსტად შეასრულოს გეგმის ყველა პუნქტი, როგორი სირთულეც არ უნდა ჰქონდეს ცხოვრების ზოგიერთ მომენტში. ამაში მას ეხმარება კანის ვექტორის მთავარი თვისება — არაჩვეულებრივი ამტანობა, ამასთან არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიურიც. ცხოვრების ყველაზე მძიმე დარტყმების შემდეგ, მაქსიმალურად შეზღუდულ პირობებში, ასეთ ადამიანს შეუძლია წამოდგეს, «ჩამოიფერთხოს», მაგრად მოიჭიროს ქამარი და კვლავ განაგრძოს დასახული მიზნისკენ სვლა. კანის ვექტორი — ყველაზე ამტანია ყველა რვა ვექტორიდან. ზოგჯერ საუბრობენ ეგრეთ წოდებულ «გადარჩენის ინსტინქტზე», რომელიც ამ ადამიანებს განსაკუთრებულად გამოხატული აქვთ.

რა თქმა უნდა, ანალური ადამიანიც თავისი ჰიპერპასუხისმგებლობით ასევე არ მიატოვებს დაწყებულ საქმეს ნახევარ გზაზე, მაგრამ «გადარჩენისთვის რბოლაში» როგორც წესი მაინც კანები იმარჯვებენ. საინტერესოა, რომ სპორტში კანური ადამიანები სწორედ იქ პოულობენ საკუთარ თავს, სადაც საჭიროა არა განსაკუთრებული ძალა, არამედ სწორედ ამტანობა და სიზუსტე.

ყულაბა დაზოგვის საშუალებაა და არა ფუფუნება

კანის ვექტორის მნიშვნელოვანი შტრიხი — მისი თავშეკავებულობაა, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა სფეროშ ვლინდება. ასეთი ადამიანები ზომიერნი არიან ყველაფერშ, რაც მათ გარშემოა. ყოფით პირობებში, კვებაში და სახლის მოწყობაში თავს არიდებენ ნებისმიერ ზედმეტობას, ფულის ნებისმიერ «არაგონივრულ» და უყაირათო ხარჯვას. უფრო მეტიც, ზოგჯერ მათ უყვართ თავისი ოჯახის ხარჯების ან სამსახურში ხელქვეითების ხარჯების კონტროლი.

მიუხედავად თანამდებობისა და საკუთარი მიღწევისა, კანები ცდილობენ, რომ არ გადაყარონ არანაირი «უსარგებლო» ნივთი. მათ ყველაზე კარგად იციან, რომ უსარგებლო ნივთი, რომელიც რამდენიმე წელი უსაქმოდ იდება, ყოველთვის საჭირო გახდება ნაგავსაყრელზე გადაგდებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

კიდევ უფრო მეტად ეს ეხება დოკუმენტებს: არც კი იფიქროთ, რომ კანური ხელმძღვანელის თვალწინ რაიმე ძველი ინსტრუქცია, ხელშეკრულება ან წერილი გადააგდოთ. (სიტყვები «გადაყრა» და «გადაგდება» მაშინვე შეიტანეთ აკრძალულთა სიაში კანის ვექტორთან ურთიერთობისას). ყველაზე მთავარი, რის გამოც ეს ადამიანები Windows-ს აფასებე, — რა თქმა უნდა კალათაა, რომელშიც ყველა ფაილი თითქოს იშლება, მაგრამ სინამდვილეშ არსად არ ქრება. კანის ვექტორისთვის «კალათის გაწმენდაზე» შემთხვევით დაჭერა — იგივეა, რაც «FormatC».

მაგრამ განსხვავებით ყავისფერი ვექტორისგან, რომელიც თავის «სიკეთეს» იდეალურ წესრიგში ინახავს, კანის ვექტორიანს ყველაფერი ერთ ადგილზე აქვს. თუ ეს ძველი დოკუმენტებია კომპიუტერში, მაშინ ყველა იქნება ერთ საქაღალდეში — სახელწოდებით «არქივი», მიუხედავად თემისა და შექმნის თარიღისა, რადგანაც მას არ აქვს შესანიშნავი «ანალური» ჩვევა — სტრუქტურიზება გაუკეთოს საარქივო მასალას.

ფულს თვლა უყვარს

კანის ვექტორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება — ესაა დათვლის სიყვარული. ადრეული ბავშვობიდან ასეთ ადამიანებს ჩვევა აქვთ, დაითვალონ ყველაფერი, რაც გზაზე ხვდებათ (საფეხურები, ვაგონები, ბოძები და ა.შ.).

შემდგომში არითმეტიკული ნიჭი გამოყენების ყველაზე სასიამოვნო ობიექტს პოულობს ფულის სახით. კანური ადამიანები გამოირჩევიან განსაკუთრებულად სათუთი დამოკიდებულებით ფულისადმი, რომელიც მათთვის ხდება არა უბრალოდ გადახდის საშუალება და ძვირფასი ქაღალდი, არამედ სასიცოცხლო ძალის განსაკუთრებული სიმბოლო, რომელიც სიტყვებით აღწერას არ ექვემდებარება.

ფულთან მეგობრობის და მასთან მუშაობის ნიჭით ბუნებრივად დაჯილდოებულნი, კანები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ყოფიერების მატერიალურ მხარეს და ისწრაფვიან რეალიზდნენ სფეროებში, რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ფულის ბრუნვასთან, მის დათვლასთან ან დაგროვებასთან. საქმიანობის კონკრეტული სფერო შეიძლება სხვადასხვა იყოს: დაწყებული მოლარით ან ბუღალტერით მცირე ორგანიზაციაში, დამთავრებული საინვესტიციო კონსულტანტით ან ბანკირით.

მაგრამ სადაც არ უნდა მუშაობდეს კანური ადამიანი, ფული მას მკაცრი კონტროლის და აღრიცხვის ქვეშ ეყოლება. ჩვეულ ცხოვრებაში ეს საკმაოდ ნათლად ჩანს: კანმა ზუსტად იცის, ზუსტად რამდენი ფული აქვს კონკრეტულ მომენტში საფულეში, ბარათზე ან ბანკის ანგარიშზე (ზოგჯერ – ზუსტად, კაპიკებში). შედარებისთვის: ანალურმა ადამიანებმა ეს მიახლოებით იციან (100 მანეთის/დოლარის სიზუსტით), ხოლო ურეთრალებმა საერთოდ არ იციან — მრავალ მათგანს ჯიბეშ შესაძლოა გადავიწყებული ასდოლარიანი აღმოაჩნდეს.

სხვათაშორის ფასები «ცხრიანებით» სწორედ კანური მყიდველებისთვის მოზიდვისთვის იყო მოგონილი, რომლებისთვისაც მაღაზიაში ხურდის მიღება — დიდი სიამოვნებაა. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ასეთმა ფასებმა შესაძლოა გააღიზიანონ ანალის ვექტორიანები (რომლებსაც ყველაფერი დასრულებული უყვართ) და რა თქმა უნდა ურეთრალები (მათ კაპიკებით ვერ დააინტერესებ, და საერთოდ — «რა საჭიროა დაწვრილმანება, თუ ნივთი კარგია»).

ფრთხილად: ბუღალტერი!

რა თქმა უნდა, ბუღალტერის სამუშაო — სწორედ ის სფეროა, რომელშიც ამ თვისებების გამოვლენა ყველაზე სრულადაა შესაძლებელი. თუ ამას დავამატებთ კანურ დისციპლინას და დაგეგმვის უნარს, შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ბუღალტერის სამუშაოში კანის ვექტორის გარდა არაფერია საჭირო. მაგრამ ეს შეცდომა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს ფირმისთვის.

ჩვეულ ცხოვრებაში კანები — ვალდებულებას და მკაცრ მორალურ პრინციპებს იცავენ. ეს ადამიანები არა მხოლოდ თვითონ ესწრაფვიან, რომ ზუსტად შეასრულონ ყველა შეთანხმება, არამედ სხვებისგანაც მოითხოვენ ამას. შეიძლებოდა თქმა, რომ კანები — ყველაზე პატიოსანი ადამიანები არიან (ისევე, როგორც ანალური ვექტორი), რომ არა მათი ვნებიანი დამოკიდებულება ფულისადმი. და საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი კანური ადამიანისთვის არსებობს გარკვეული თანხა, რომელზეც უკან ვერ დაიხევს. ეს უნდა გაითვალისწინოთ ასეთი თანამშრომლის იმ სამსახურში მიღებისას, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან ან უშუალოდ ფულთან.

განსაკუთრებული ტესტირება გვეხმარება, რომ შევასაბამოთ მისი კონტროლის ქვეშ არსებული საიდუმლოებების ან ფულის ღირებულება და ე.წ. «ლოიალურობის კრიტიკული ციფრი» მოცემული კონკრეტული ადამიანისათვის.

ცოტა ხნის წინ სერიოზულ ვაკანსიაზე მიღებისას ერთ ძალიან კანურ პრეტენდენტს დაუსვეს კითხვა: «თუ თქვენ დიდ თანხას განდობენ, გაგიჩნდებათ თუ არა მათი მითვისების და გაქცევის აზრი?». რასაც მოჰყვა ლაკონური პასუხი: «თუ თანხა რაღაც ზღვარზე ნაკლები იქნება, ხელებს არ გავიბინძურებ, ხოლო თუ მეტი იქნება — მაინც მიპოვნიან». მსგავსი ლოგიკური მსჯელობა ცხოვრებისადმი კანური მიდგომის ტიპიური მაგალითია. მაგრამ სწორედ ამ ადამიანებზე ამბობენ, რომ არ არიან ისეთები, ვინც ქრთამს არ იღებს, — ყველაფერი მხოლოდ თანხაზეა დამოკიდებული. გამოდის, რომ დისციპლინას და მოვალეობის შეგრძნებას, როგორც წესი თავისი საზღვრები გააჩნია, ხოლო ფულისადმი სიყვარული ჩვენს სამყაროში ჭეშმარიტად უსაზღვროა.

ასე რომ, სამსახურში ბუღალტერის მიღებისას უნდა ეძებოთ კანისა და ანალის კომბინაცია, რადგანაც ანალური ადამიანები ცნობილნი არიან თავისი უსაზღვრო პატიოსნებით. ამ შემთხვევაში თქვენ დაიცავთ მომავალ თანამშრომელს მტანჯველი არჩევანისგან — რა უფრო მეტად «უყვარს»: თავისი ფირმა თუ ფული.

რა ამუხრუჭებს ფინანსისტებს

შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ კანის ვექტორი — ნებისმიერი ბანკირის, ფინანსისტის და ა.შ. მთავარი ატრიბუტია. მართლაც, მსგავს ბიზნესში კანური სტილი ხშირად უდავო უპირატესობას იძლევა, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა მუხრუჭიც აღმოჩნდეს, და ეს დაკავშირებულია ზოგიერთ შეზღუდვასთან, რომელსაც ადამიანს მოცემული ვექტორი უწესებს.

ასეთ ადამიანებს მართლაც ბრწყინვალედ შეუძლიათ ფულის დათვლა, ეკონომია, შენახვა და დაგროვება. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ კანები ცდილობენ მცირე რისკსაც კი აარიდონ თავი, მათ შორის ფინანსურსაც. ეს ვექტორი ხელს უშლის მათ, რომ ჩადონ ფული იმ ღონისძიებებში, რომლებსაც ასპროცენტიანი საიმედოობა არ გააჩნიათ, მაგრამ მნიშვნელოვან მოგებას გვპირდებიან. უფრო მეტიც, ხდება ხოლმე, რომ ადამიანი იმდენად ეჩვევა იცხოვროს დევიზით «через тернии к звездам», რომ უბრალოდ ვერ შეამჩნიოს უფრო იოლი საშუალება, თუკი ასეთი უეცრად გამოჩნდა ჰორიზონტზე და პირველად გეგმაში არ შედიოდა. კანური ადამიანი შიშობს, რომ ყველა წინასწარ გაუაზრებელმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანოს, ხოლო დახაზული პროგრამიდან გადახვევა მისთვის ფსიქოლოგიურ სტრესს წარმოადგენს. ამიტომ იგი ყველაზე ხშირად ამჯობინებს, რომ არ გარისკოს და მონიშნულ ჩარჩოებში დარჩეს, და სწორედ ფსიქოლოგიური ჩარჩოები უშლიან ხელს ასეთ ადამიანებს, რომ გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწიონ ცხოვრებასა და ბიზნესში.

ურეთრალების ქცევა ასეთ სიტუაციებში სრულიად საპირისპიროა. ისინი რისკავენ, მზად არიან ჩადონ ყველაფერი, რაც კი გააჩნიათ, წააგონ და მერე კვლავ შეუდგნენ ახალ საქმეს. შედეგად ურეთრალი ან მთელ სიმდიდრეს იძენს, ან ამდენივეს კარგავს.

კანური ადამიანი არასოდეს გარისკავს ყველაფრით. ფულის ნაწილს საქმეში ჩადებს, მეორე ნაწილს ანგარიშზე დადებს, ხოლო მესამეს — «ყველაზე მნიშვნელოვანს» — «ბალიშის ქვეშ» შეინახავს. შესაძლოა ეს უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ უზარმაზარი სიმდიდრე მთელს მსოფლიოში დევს არა ბანკებში, არა საქმეში, არამედ დაფარულ ადგილებში, და ამ გამოუყენებელი ფულის მფლობელთა უმეტესობა — კანური ადამიანია.

გამოდის, რომ ურეთრალური და კანის ვექტორების ფუნქციები ფულთან მიმართებაში ერთგვარად საპირისპიროა. ურეთრალმა უნდა გამოიმუშავოს, მოიგოს, «მოიპოვოს» (და ასევე დახარჯოს) ფული, ხოლო კანმა — შეინახოს, დაზოგოს, დააგროვოს, გაზარდოს. ეს დაპირისპირება შეგვიძლია ნათლად დაინახოთ ოჯახებში, სადაც ერთი ურეთრალია, მეორე კი კანი — მართლაც მშვენიერი საბაბია ყოველდღიური კონფლიქტებისთვის!

ასეთივე დისჰარმონია შეიძლება იყოს ერთი ადამიანის შიგნით, რომელიც ორივე ვექტორს ფლობს, მაგრამ ვერ გრძნობს და ვერ აცნობიერებს ყოველი მათგანის როლს. შედეგად კანის ვექტორი ხშირად «ამუხრუჭებს» თავის ურეთრალურ «მოძმეს»: «ხარჯვის» პერიოდები იცვლება მკაცრი ეკონომიისა და დანაშაულის გრძნობის პერიოდებით, აქ კი ფსიქოლოგიურ აშლილობამდეც შეიძლება მისვლა. შედეგად ადამიანი, რომელსაც პოტენციურად დიდი წარმატების მიღწევის უნარი აქვს, თავს ნახევარზე ნაკლებად არეალიზებს. მრავალი ადამიანი ამ ნახევარს თავისი შესაძლებლობების ზღვრად თვლის და უბრალოდ ვერ გრძნობს, საით უნდა განაგრძოს გზა.

თუკი ადამიანი აცნობიერებს და იღებს საკუთარ თავში ორივე ვექტორს, და შეუძლია მათ შორის ჰარმონიული «ურთიერთობა» დაამყაროს, მაშინ მას ერთნაირად კარგად შეუძლია ფულის შოვნაც და შენახვაც, გარისკვაც და ეკონომიაც, დახარჯვაც და დაგროვებაც. და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეუძია ამ ორივე ვექტორის მფლობელს, რომ კარგი ფინანსისტი გახდეს.

არც მისცე, არც აიღო

მიუხედავად ფულისადმი კანური სიყვარულისა და მასთან დამოკიდებულების კარგი უნარისა, ნებისმიერი ურთიერთობები, რომლებიც ფულის გასესხებასთანაა დაკავშირებული, ასეთი ადამიანებისთვის ფსიქოლოგიურ სირთულეს წარმოადგენს. მათი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი «გეგმიური ეკონომიკის» პირობებში ძალიან უჭირთ მისცენ ფული მათ, ვისაც სჭირდება, დროებითაც კი. ყველაზე ხშირად კანური ადამიანი უარს ამბობს გასესხებაზე. თუ რაღაც მიზეზით მაინც მოუწია თავისი ფულის მიცემა, გაუცნობიერებლად მსესხებელი პირი არასასურველ ფიგურად იქცევა. ამიტომ შეძლებისდაგვარად, ნუ მოსთხოვთ ფულს ასეთ ადამიანებს. სწორედ ასეთ სიტუაციაზე ამბობენ, რომ ფულადი კავშირების დასაწყისი ხშირად მეგობრობის დასასრულია.

ხშირად მოცემული პრინციპი ნივთებთან მიმართებაშიც მუშაობს. კანური ადამიანის ფსიქიკას ერთი საინტერესო თავისებურება აქვს: იგი მთელ თავის ქონებას გაუცნობიერებლად აღიქვამს, როგორც თავის განუყოფელ ნაწილს. ამიტომ შემომავალი თხოვნები, რომ გაუზიარონ «საკუთარი თავის ნაგლეჯი», თუნდაც დროებით, მასში უსიამოვნო ემოციებს იწვევს.

ამავე დროს თვითონ კანიც თავს არიდებს ვინმესგან ფულის სესხებას და ამჯობინებს, რომ კვირაობით იჯდეს ზე-ეკონომიურ დიეტაზე, ოღონდაც დამოკიდებული არ გახდეს.

კანური ფოსტალიონი

კლასიკური პერსონაჟი საბჭოთა მულტ-ფოლკლორიდან — ეს რა თქმა უნდა ფოსტალიონი პეჩკინია. აქაა ნახმარი ტანსაცმელიც, საჩვენებელი თითის დამახასიათებელი ჟესტიც, და რა თქმა უნდა ტიპიური ფრაზებიც: «არ მოგცემთ, იმიტომ რომ დოკუმენტები არ გაქვთ». მრავალი ჩვენგანი შეხვედრია ბიუროკრატიულ კაბინეტებში მსგავს პერსონაჟებს, რომლებიც მკაცრად იცავენ თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ზოგჯერ სრულიად უაზროს. და მათი უმეტესობა — კანის ვექტორის მკაფიო წარმომადგენელია.

როგორ შეძლეს მულტფილმის გმირებმა მომაბეზრებელ პეჩკინთან გამკლავება? ძალიან უბრალოდ: იგი ბანალურად «კანურად» მოისყიდეს: «რატომ ვიყავი მავნე? იმიტომ, რომ ველოსიპედი არ მქონდა! ახლა კი გავკეთიდლები».

მაგრამ «გაკეთილება» პეჩკინმა რატომღაც არ დაიწყო, რითაც შესანიშნავი მულტფილმი რეალურ ცხოვრებას მიუახლოვა. რეალურ ცხოვრებაშ ერთი ვექტორი ადამიანს იშვიათად აქვს, და პეჩკინის შემთხვევაში ძნელი არაა მივხვდეთ, რომელი აქვს მეორე ვექტორი. რა თქმა უნდა ყნოსვა: გამოხატული ცხვირი, ცნობისმოყვარეობა: «მე ყველაზე ყველაფერი უნდა ვიცოდე, (რათა ფოსტა დავარიგო)». ხოლო ყნოსვის ვექტორიანის მოსყიდვა პრინციპში შეუძლებელია, იგი ყოველთვის საკუთარი ინტერესებით იმოქმედებს.

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო: http://www.psy8.ru/articles/chelovek-i-dengi

  • ბიზნესმენი თუ ფასდაკლებების მომხმარებელი

  • ურეთრალური და კანის ვექტორების შეთავსება.

  • კანის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • კანის ვექტორის დამახასიათებელი დაზიანებები და სტრესები

  • ქვედა ვექტორები კომბინაციებში

  • კანის ვექტორის საუკეთესო განვითარება

  • კანური და ვიზუალური ფსიქოტიპები, მსგავსებები და განსხვავებები

  • ომის და მშვიდობის მდგომარეობები კან-ორალურ ფსიქოტიპში