როგორ აყალიბებს სტრესი მდგომარეობებს


როგორ აყალიბებს სტრესი მდგომარეობებს

შევხედოთ მექანიზმს, თუ როგორ ყალიბდება სხვადასხვა მდგომარეობები ანალ-კანის შერეულ ფსიქოტიპში და რის გამო წარმოიშობიან ისინი.

ანალ-კანის  განვითარება დიდწილად სწორედ ამ მდგომარეობებზეა დამოკიდებული. განვიხილოთ ორი, მეტ-ნაკლებად ცნობილი შემთხვევა. ესენია როცა: 1. კან-ანალს ორივე ვექტორი ზეწოლისგან გასრესილი აქვს. 2. როცა ორივე ვექტორზე არასაკმარისი ზეწოლაა. რას ვგულისხმობთ ლანდშაფტის ზეწოლაში? არსებობს ზეწოლის ორი ტიპი: პირველი არის ზეწოლა შიგნიდან, ესაა მისი ტემპერამენტი (სურვილის ძალა), ის ენერგია, ის ძალა, რომლითაც მას რაღაც სურს. ეს სურვილი მას შიგნიდან აწვება და აიძულებს იმოქმედოს. ზეწოლის მეორე ტიპია ზეწოლა გარედან. ანუ რა ძალით ხდება ზეწოლა მასზე, რა ხარისხის დანახვა სურს მასში მის გარემოცვას. ამ ორი სახის ზეწოლის ურთიერთქმედება მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩვენს განვითარებაზე. ჩვენ ვიზრდებით, გვაქვს სურვილები და გვინდა, რომ ეს სურვილები დაუყოვნებლივ დავიკმაყოფილოთ, თანაც პირდაპირი გზით. მაგალითად, კანის ვექტორიანს დიდად არ უნდა, რომ ფულის საშოვნელად ბევრი იშრომოს. მას ფული უნდა, მაგრამ ურჩევნია მარტივად ადგეს და მოიპაროს, მარტივად აიღოს. მაგრამ გარემოცვა მას ეუბნება, რომ ეს მისაღები საქციელი არ არის. რადგან აქ სხვა ზარალდება, ხდება გადაკვეთა საზოგადოების სურვილებთან. ამიტომ ასეთი ქცევისთვის არსებობს სასჯელი, ამით საზოგადოება მას აძლევს მიმართულებას. ანუ კაცობრიობა მას აძლევს საკუთრი სურვილის დაკმაყოფილების საშუალებას, მაგრამ ამასთან ისე, რომ ამისგან სარგებელი საზოგადოებამაც მიიღოს. თუ შინაგანი ზეწოლა (ტემპერამენტი) და გარეგანი ზეწოლა თანაზომიერია, ადამიანი სწორად ვითარდება. როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანი ზეწოლისგან გასრესილია ან მას ზეწოლა აკლია, ჩვენ მხედველობაში გვაქვს ის, რომ გარედან განხორციელებული ზეწოლა არის ან ჭარბი, ან პირიქით, არასაკმარისი. რა თქმა უნდა საზოგადოებას სჭირდება სხვადასხვა ხარისხის სამუშაოს შესრულება და ადამიანთა უმრავლესობა რაღაც დონეზე მაინც გამოსადეგია კაცობრიობისთვის. გარდა არაცოცხალ დონეზე განვითარებულისა. შემდეგ კი რაც მეტია ვექტორის განვითარების დონე – მით მეტი საშუალება აქვს მას ტკბობის მისაღებად. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანს აკლია ლანდშაფტის ზეწოლა, ეს ნიშნავს, რომ გარემომ ვერ განახორციელა საკმარისი ზეწოლა მის თვისებებზე, მის ქცევებზე და ამის გამო მას არ შეუძლია საკუთარი პოტენციალი სწორად არეალიზოს. ასეთი ადამიანი თავის შიგნით შეიგრძნობს იმაზე მაღლა, ვიდრე რეალურად ეკუთვნის და შეუძლია. ის თვლის, რომ სხვებზე მეტია, ყველა დანარჩენი არაფერს წარმოადგენს და თვითონ ყველაზე მაგარი ტიპია. არის მეორე უკიდურესობა, როდესაც ადამიანი გასრესილია ზეწოლისგან. ეს ნიშნავს, რომ გარემომცველმა სამყარომ ამ ადამიანეზე განახორციელა იმაზე მეტი ზეწოლა, ვიდრე მას შეეძლო გაძლება. ეს ადამიანი ზეწოლისგან დაითრგუნა. ასეთი ადამიანი თავის ტემპერამენტს ბუნებრივზე დაბლა შეიგძნობს. შესაბამისად, მას აღარ შეუძლია ჯგუფში დაიკავოს თავისი ტემპერამენტის შესაბამისი ადგილი. რეალურად არც ერთს, იქნება ეს ზეწოლისგან გასრესილი, თუ ზეწოლანაკლული, არ შეუძლია ჯგუფში ბუნებრივი რანგის დაკავება, რადგან ზეწოლანაკლული თავს სხვებზე უკეთესად მიიჩნევს და ყველა დანარჩენი უბრალოდ ,,ჰკიდია“. ხოლო ზეწოლისგან გასრესილი თავს გრძნობს ბუნებრივზე ქვემოთ და ვერ აღწევს კუთვნილ რანგამდე. ის ფიქრობს, რომ დაკისრებულ დავალებას ვერ მოერევა. რა თქმა უნდა ორივე შემთხვევა საკმაოდ ცუდი სცენარია. ახლა კი შევხედოთ კონკრეტულ მაგალითებს, რომ უკეთ გაიგოთ როგორ ფორმირდება ეს მდგომარეობები. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ შედარებით გავრცელებულია შემთხვევები, როდესაც ანალ-კანს ან ორივე ვექტორში აკლია ზეწოლა, ან ორივე ვექტორი გასრესილია ზეწოლისაგან. რა თქმა უნდა ხდება ისეც, რომ ერთი ვექტორი ნორმაშია, ხოლო მეორე ან გასრესილია ზეწოლისგან, ან ზეწოლა აკლია. ისეც ხდება, რომ ერთი დათრგუნულია და მეორეს ზეწოლა აკლია. მაგრამ, ეს ორი ყველაზე გავრცელებულია. რატომაა ეს ასე? იმიტომ, რომ როგორც წესი, ჩვენი უმეტესობა ცხოვრობს ხალხმრავალ დასახლებებში. როგორც არაერთხელ ვთქვით, თანამედროვე ქალაქებში უკვე ვეღარ შეხვდებით ერთვექტორიან ინდივიდებს. ამასთან, ჩვეულებრივ კანის და ანალის კომბინაცია ყველაზე გავრცელებული კომბინაციაა. ადამიანებზე გარკვეულ გავლენას ახდენს სკოლა, საბავშვო ბაღი, მენტალიტეტი, გარემო. მაგრამ ზეწოლის ძირითადი წყარო უმეტეს შემთხვევაში, არიან მშობლები. თქვენ იცით, რომ ბავშვის თვისებათა ძირითადი ნაწილი ყალიბდება პუბერტაციამდე ასაკში. რათქმა უნდა განვიტარების პროცესი რაღც დოზით შემდეგაც გრძელდება, მაგრამ შემდეგ რაც დრო გადის ეს უფრო და უფრო რთულია. პუბერტატი ერთგვარი მაჩვენებელია იმისა, რომ ადამიანს უკვე შეუძლია დაიწყოს რეალიზაცია საზოგადოებაში. მან თანდათნ უნდა ისწავლოს საკუთარი თვისებების გამოყენება. თქვენ იცით, რომ ადამიანის შემთხვევაში არსებობს ფიზიკური და ფსიქიკური სიმწიფე. თუმცა ფიზიკურად ადამიანი დაახლოებით 11-13 წლის ასაკში უკვე მომწიფებულია. ფსიქიკურად მას კიდევ ჭირდება გარკვეული დრო დაახლოებით 15-18 წლამდე. ფსიქიკური მომწიფების შემდეგ ადამიანის ფსიქიკას უკვე განსაზღვრული ფორმა აქვს და ძალიან ძნელდება შემდგომი განვითარება. იმისთვის, რომ ამის შემდეგ განვითარებაში ცვლილება შეიტანოთ, საჭიროა ძალზე დიდი ძალისხმევა, მაღლი დონის გაცნობიერება და იმის აღიარება, რომ თქვენ არასწორად ხართ განვითარებული. ამის შემდეგ მას ჭირდება იპოვოს რაღაც ჯგუფი, რომელშიც რეალიზდება და რომელზეც ორიენტირდება. მაგრამ სამწუხაროდ, ადამიანთა უმეტესობა ფსიქიკური მომწიფების შემდეგ განვითარებას თითქმის ვეღარ აგრძელებს. 

YOU MAY ALSO LIKE

  • ვექტორები და სიკვდილი

  • როგორ აყალიბებს სტრესი მდგომარეობებს

  • განსხვავება ზედა და ქვედა ვექტორებს შორის (მეორე ნაწილი)

  • რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (ნაწილი მეორე)

  • კანის ვექტორის საუკეთესო განვითარება

  • მორალურ-ზნეობრივი დეგენერაციის სინდრომი

  • ფსიქოტიპები სისტმურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში

  • რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (პირველი ნაწილი)