სექსუალობის სისტემური ტიპოლოგია


სექსუალობის სისტემური ტიპოლოგია

რას გვაძლევს ჩვენ, უბრალო ადამიანებს, არა ფსიქოანალიტიკოსებს და სექსოლოგებს ¬- ადამიანის სექსუალურობის ტიპის ცოდნა?

პროლოგი: ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კაჯურახოს სამონასტრო კომპლექსში, პირდაპირ საკურთხევლის თავზე, წითელ ქვაში გამოყვანილი შიშველი სხეულებით და გენიტალიებით მკაფიოდ გამოკვეთილი ფიგურებით, მნახველის თვალწინ იშლება ქვის სიუჯეტებით შემდგარი კამა სუტრას გრანდიოზული ილუსტრაცია. ამ სანახაობის მნახველი გრძნობ სექსუალური ენერგიის ტრიუმფს და უნებურად გახსენდება ზიგმუნდ ფროიდი – აი რას უწოდა მან „ლიბიდო“.

სექსუალურობის ფსიქოანალიტიკური თეორია და ლიბიდოს ცნება ფსიქოლოგიაში შემოიტანა და დაამკვიდრა ფროიდმა. ასევე მან პირველმა მიაქცია ყურადღება და შეისწავლა ეროგენული ზონების ზეგავლენა ხასიათის თავისებურებების კორექციასა და ფორმირებაზე.

ფროიდის სტატიამ – „ხასიათი და ანალური ეროტიკა“ (1909) გამოიწვია აფეთქების ტოლფასი გამოხმაურება მაშინდელ, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ სამეცნიერო საზოგადოებაში, რომელიც ძირითადად კონსერვატორულად მოაზროვნე ფსიქიატრებისა და ფსიქოთერაპევტებისაგან შედგებოდა.

საბედნიეროდ ფროიდმა შეძლო ჩამოეყალიბებინა საკუთარი ფსიქოანალიზის სკოლა, რამაც საფუძველი ჩაუყარა სექსოლოგიის სამეცნიერო თეორიას. დღევანდელი გადმოსახედიდან, სისტემური შეფასებით, ჩვენ კარგად ვხედავთ – ფროიდის თანამედროვე ფსიქოთერაპევტთა მიდგომა: პროტესტი სიახლის მიღებაზე – რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებებს მოითხოვდა აზროვნებაში, სხვა არაფერი იყო, თუ არა, დროის მეოთხედის შიდა ნაწილის-ანალური ვექტორის მატარებელი ადამიანის ტიპის რეაქცია. ასე რომ ტერმინი „ანალური ვექტორი“, არცთუ იშვიათად სასტიკად უარყოფილია სწორედ ანალური ვექტორის მატარებლების მიერ. თუმცა თანამედროვე ადამიანი საკმარისად განვითარდა ამ ერთი საუკუნის მანძილზე, მას შემდეგ რაც ფსიქოანალიზის გვირგვინოსანმა პირველად შეგვიღო ქვეცნობიერის კარი.

ასე რომ, ფროიდის აღმოჩენილი ლიბიდოზური სურვილი, ენერგიის მოცულობა, თავდაპირველი სქესობრივი ინსტინქტის შემადგენელი ნაწილი – ესაა ის, რასაც მოძრაობაში მოჰყავს სხვა, ერთმანეთთან დაკავშირებული და რთულად დასამორჩილებელი მთელი ფსიქიკის ცალკეული დეტალები თითოეული ინდივიდის შიგნით, და რაც ასევე გლობალური სუბლიმაციის შემდეგ გამოხატულია საკაცობრიო მასშტაბების მოვლენებით-რევოლუცია, ბუნტი, ომები.

ფროიდის მოსწავლე კარლ იუნგი ლიბიდოში მოიაზრებდა ადამიანის მთელ ფსიქიკურ ენერგიას, სექსუალური ლტოლვა ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად რჩება. გამოეყო რა ფროიდის სწავლებას, იუნგმა საკუთარი სწავლება შექმნა და მნიშვნელოვანი როლიც შეითანა ფსიქოანალიზის განვითარებაში. განმარტა და დააფუძნა ცნებები „კოლექტიური არაცნობიერი“ და „არქეტიპი“ და რაც მთავარია დაახასიათა ადამიანის ორი ძირითადი ფსიქოტიპი – ექსტრავერტი და ინტროვერტი.

აქვე უნდა ავღნიშნოთ ფსიქოლოგიის მამების ჩრდილში დარჩენილი, ნაკლებადცნობილი ფსიქოანალიტიკოსისი საბინა შპილრეინის დამსახურება, რომელმაც გახსნა ფენომენი მორტიდო-ლიბიდოს ანტიპოდი – როგორც სწრაფვა სიკვდილიდკენ (საბინა შპილრეინი თავდაპირველად იუნგის პაციენტი იყო, შემდეგ ის შედგა როგორც პრაქტიკოსი ფსიქოანალიტიკოსი). მორტიდოს ფენომენმა ფროიდის ნაშრომებშიც დაიმკვიდრა ადგილი და თანამედროვე სვფ სწავლებაშიც გვხვდება მისი ზუსტი იდენტიფიცირება. სვფ ზუსტად ხსნის სუიციდალური ქცევის გამომწვევ მიზეზებს, მისის კორექციის და პროფილაქტიკის მეთოდებს.

სექსუალურობის უახლესი თეორია სვფ-ს საფუძვლებზე

დავუბრუნდეთ იმის გარკვევას თუ რაში გვჭირდება ადამიანებს სექსუალურობის ტიპოლოგიის ცოდნა. განვიხილოთ ეს საკითხი 20-21 საუკუნეების მიჯნაზე, პრაქტიკულად ჩვენ თვალწინ ხმაურიანად განვითარებადი რევოლუციური თეორიის – სისტემურ ვექტორული ფსიქოლოგიის ჭრილში, სადაც ნებისმიერ კითხვაზე ვიპოვით პასუხს.

სვფ განასხვავებს სექსუალურობის ოთხ და ეროტიზმის ასევე ოთხ ტიპს. სექსუალურობის ტიპები შედგება ქვედა ვექტორების – ორი დროის მეოთხედის-ურეთრალური და ანალური და ორი სივრცის მეოთხედის -კანის და კუნთის მახასიათებლებისგან. ზედა ვექტორების სურვილები არ განიხილება სექსუალურად, პირდაპირი მნიშვნელობით. ისინი მხოლოდ შემავსებელია და გარკვეულ ელფერს მატებენ ქვედა ვექტორების სექსუალურობას. ზედა ვექტორები გვაძლევს ეროტიულობის მახასიატებლებს – ორი ინფორმაციული მეოთხედიდან -სმენა და ვიზუალი და ორიც ენერგიის მეოთხედიდან- ყნოსვა და ორალი.

„ყველა კაცი მოღალატეა“ „საუკეთესო საყვარლები სამხრეთელი მამაკაცები არიან“ „პირველი სიყვარული-ესაა ნამდვილი სიყვარული“ და ა.შ. ეს სტერეოტიპული შტამპები მხოლოდ ხელს გვიშლის რეალურ ურთიერთობებში ადამიანებთან, რომლებიც განსხვავდებიან განსაზღვრულ ვექტორულ ფსიქოლოგიური მოცემულობებით, სექსუალურობით თუ ეროტიულობით.

ურეთრალური სექსუალურობის ტიპი

და მაინც, რაც შეეხება ღალატს… პოლიგამი არაა ყველა მამაკაცი, ნამდვილი პოლიგამი ეს ურეთრალური ვექტორის მქონე მამაკაცია. ესაა მოსახლეობის 5%, რომელთა გადარჩენის და რეალიზაციის შანსი ნახევრდება თანდაყოლილი თვისებების არსებობის გამო. ურეთრალის პოლიგამია ესაა გაცემის მისეული საშუალება და არაფერი აქვს საერთო კანურ – პარტნიორების ცვლის სურვილთან. ურეთრალი მამრის პოლიგამია ოთხ განზომილებას მოიცავს, მისი შეზღუდვა შეუძლებელია, რადგან არ ცნობს არანაირ აკრძალვებს. თუ მაინც, კან-ვიზუალ ქალს შესწევს უნარი დროებით მოთოკოს ურეთრალის პოლიგამიური პოტენციალი, ეს აუცილებლად იჩენს თავს ავადმყოფურ გამოვლინებაში.

ურეთრალის სექსუალურობა დაკავშირებულია მისი ფსიქოტიპის სოციალური როლის ფუნქციასთა – ბუნებრივი ბელადი, რომელიც პასუხისმგებელია ჯგუფის მომავალზე, მის გადარჩენაზე ნებისმიერ, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. ეს ფუნქცია განსაზღვრულია თავად ბუნების მიერ. ურეთრალს ყველაზე ცეცხლოვანი ლიბიდო აქვს. მისი ფუნქციაა ასევე ახალი ცოცხალი ნივთიერების შექმნა, რაც თავის მხრივ ჯგუფის გადარჩენის გარანტიაა. იქნება ეს ჯგუფი პირველყოფილი ჯოგი, კოლექტივი თუ მთლიანი სახელმწიფო, განპირობებულია ფსიქიკური, ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების მხოლოდ ურეთრალისთვის დამახასიათებელი ხარისხით. ესაა ბუნებით ალტრუისტი, მის მიმართ ფერომონების დონეზე ლტოლვას განიცდის საწინააღმდეგო სქესის ნებისმიერი წარმომადგენელი.

ანალური სექსუალურობის ტიპი

დროის მეოთხედში (დუალიზმის კანონის თანახმად) არის შიდა ნაწილიც, რომელიც ავსებს გარე ნაწილს თავისი საპირისპირო თვისებებით – ესაა ანალის ვექტორი, მხოლოდ მისთვის დამახასიატებელი, რთული სექსუალორობის ტიპით. ანალური, ისევე როგორც ურეთრალური ტიპი, დიდ სექსუალურ პოტენციალს ფლობს. განვითარების პუბერტატამდელ პერიოდში არასწორი აღზედის შემთხვევაში მისი უზარმაზარი ლიბიდოს მოქმედენის არეალი შესაძლობა გამრუდდეს და მამაკაცის შემთხვევაში მიმართული იქნას თავისივე სქესის პარტნიორებისკენ.

არადიფერენცირებული ლიბიდოს გახსნა ანალურ ვექტორში ,ამ სცენარის ღრმა ფსიქოლოგიური მდგომარეობა და დეტალური აღწერა სვფ-ს ერთ ერთი ინოვაციური გარღვევაა ფსიქოლოგიაში.

განვითარებული ანალის ვექტორიანი- ესაა საუკეთესო მეუღლე, „კერიის დამცველი“ თანამედროვე საზოგადოებრივ-სოციალური დეკორაციების კატასტროფული სისწრაფით ცვალებად რიტმში, მაშინ როდესაც ცივილიზაციის განვითარების კანური მენტალიტეტის ფაზის ფასეულობები საბოლოოდ გასრესს და ნამსხვრევებად გაფანტავს თვით ოჯახის ინსტიტუტის მცნებას. მანამდე კი მხოლოდ ერთი პასუხია კითხვაზე თუ სად მოვძებნოთ ნამდვილი ერთგული მეოჯახე მამაკაცი – ეძებეთ მამაკაცი განვითარებული და სუბლიმირებული ანალის ვექტორით.

კანური სექსუალურობის ტიპი

კანის ვექტორი სისტემურ ვექტორულ ფსიქოლოგიაში ესაა სივრცის მეოთხედის გარე ნაწილი. სივრცის მეოთხედის წარმომადგენელთა სექსუალური პოტენციალი არაა დროის მეთხედის წარმომადგენელთა მსგავსად ყოვლისმომცველ, თუმცა ასეთი შედარება არაკორექტული იქნება, რადგან თითოეული თვისება უნიკალურია თავის გამოვლინებაში.

კანი ესაა ფიზიკური საზღვარი ჩემ სხეულს, მთლიანად „მე“სა და გარესამყაროს შორის. შესაბამისად კანის ვექტორის ფუნქციაა შეზღუდვა ნებისმიერ სფეროში,მათ შორის სექსშიც.ამიტომ მხოლოდ კანს შეუძლია უკიდურესობამდე შეზღუდოს საკუთარი სექსუალური მოთხოვნები და იგივე დაუწესოს სხვებსაც, რაც იწვევდა მაღალი საეკლესიო იერარიის წარმომადგენელთა მხრიდან, მხოლოდ საკუთარ ვექტორულ შესაძლებლობებზე დაყრდნობით ისეთი შეზღუდვების დაკანონებას, რამაც დროთა განმავლობაში სექსუალურ გადახრებში იჩინა თავი.

განვითარებული კანი უდიდეს სიამოვნებას იღებს (და ანიჭებს) მსგავსი ვექტორული სურვილების მქონე პარტნიორის ფსიქო-ფიზიოლოგიური სურვილების დაკმაყოფილებით. იგივე კანის სტრესული ან ნერვოტული მდგომარეობის გამოხატვაა მაზოხისტური მიდრეკილებები, რომელთა დაკმაყოფილებას ეცდება საკუთარ საძინებელში, რომ არ დაუშვას მათი სხვა სფეროში გამოვლენა.

კუნთური სექსუალურობის ტიპი

კუნთური ფსიქოტიპი ეს კანის „უმცროსი ძმაა“ იმავე სივრცის მეოთხედის შიდა, ინროვერტირებული ნაწილი. „დედამიწის მარილი“, კაცობრიობის ფუნდამენტური ნაწილი, ფიზიკურად მძლავრი და ფსიქიკით მოუქნელი. ასეთივე უბრალო, მონოტონური და დაუღალავია კუნთის სექსუალური იპოსტასი.

მისი რეალიზაცია სექსუალურ სფეროში დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აღუწერეს/ასწავლეს. მოიყვანს ცოლს და იცხოვრებს საბაზისო სურვილების დაკმაყოფილების ტემპში უზრუნველად და უპრეტენზიოდ. ქალი გააჩენს შვილებს, რამდენსაც ღმერთი მისცემს, პარალელურად არ მოსწყდება სამქმიანობას მინდორში თუ დაზგასთან.

„სუფთა“ კუნთთან ქორწინებამდე „ერთი ღამით“ გასართობად წამოწყებული ფლირტი სახიფათო თამაშია. (განსაკუთრებით თუ კუნთს ერთვის ფუძისეული დაზიანების მდგომარეობაში არსებული ყნოსვა, სმენა ან ორალი). აი ვის ძალუძს მორტიდოს დამანგრეველი ენერგიის განსახიერებად იქცეს.

დასკვნა

შეუფასებელია ინოვაციური სისტემურ ვექტორული სექსუალურობის თეორიის მნიშვნელობა ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტების, სექსოლოგების და თუნდაც ექსპერტ-კრიმინალისტების საქმიანობის სფეროში. გარადა ამისა, ჩვენ ყველას გვსურს ჩვენი უნიკალური ბუნებრივი ლიბიდოს პოზიტიური სექსუალური რეალიზაციით გამდიდრება.გვქონდეს შესაძლებლობა ვიყოთ დაკმაყოფილებული სექსუალურ პარტნიორთან ურთიერთობით. არ ვიყოთ დამოკიდებული ქვეცნობიერად მართულ „ცდისა და შეცდომების“ მეთოდზე, რამაც უკვე თითქმის გამოუცხადებელ „სქესთაშორის ომის“ მდგომარეობამდე მიგვიყვანა.

სისტემური ვექტორული ანალიზით სექსუალურობის ტიპის დადგენა, გვაძლევს უნუკალურ შანსს შევარჩიოთ ჩვენთვის ოპტიმალურად თავსებადი ჰარმონიული პარტნიორული ურთიერთობები და ვიცხოვროთ ჩვენს სურვილებთან და გარესამყაროსთან უნისონში.

წყარო

მთარგმნელი: Ekoterine Sagittarius

  • რატომ ავირჩიე ვექტორული ფსიქოლოგია

  • ეჭვიანობა (მესამე ნაწილი)

  • სექსუალობის სისტემური ტიპოლოგია

  • დიაგნოსტიკა (ტემპერამენტი)

  • აბსტრაქტული სექსი – სამურაებიდან ანიმემდე. – სმენის ფარული ვიბრაციები.

  • ბავშვებისა და მშობლების შესახებ

  • ენერგეტიკული ვამპირები – ვინ არიან ისინი?

  • სტრესები და დაზიანებები. ზედა ვექტორების თავისებურებები