ბელადის აზროვნება და დამოკიდებულებები


ბელადის აზროვნება და დამოკიდებულებები

ურეთრალური ვექტორის მატარებელი ადამიანი – ესაა ბელადი, რომელიც აზროვნებს პოტენციალებით, ფიქრობს მომავალზე და კაცობრიობა ახალი მიღწევებისკენ მიყავს. ურეთრალის დამოკიდებულებას ადამიანებთან განსაზღვრავს მათი პოტენციალი. თუ ადამიანი მიეკუთვნება ჯოგს და შეუძლია მას მოუტანოს რაიმე სიკეთე – ის მეგობარია. თუ დესტრუქციულ ხასიათს ატარებს – მტერი. მესამე მდგომარეობას ურეთრალი არ განიხილავს.

ბელადი ფიქრობს მომავალზე, სხვანაირად ის ბელადი არაა. ნებისმიერი ელემენტი თავის ფუნქციას ასრულებს სისტემაში – ურეთრალის ფუნქციაა მომავალზე ფიქრი, წარუძღვეს კაცობრიობას წინ ახალი მიღწევებისა და მონაპოვარებისთვის. ამიტომ განვითარებული ურეთრალი ბელადია, გრძნობს პასუხისმგებლობას ჯოგზე, მის გადარჩენაზე. ის ნებისმიერ საგანს ან მოვლენას განიხილავს აზრით: რა სიკეთეს მოუტანს ჯგუფს. აზროვნებს პოტენციალებით. ეს კი ნიშნავს რომ ნებისმიერ მოვლენას, ადამიანს, ჯგუფსაც კი განიხილავს იმის მიხედვით თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია.

ნებისმიერი წევრი მნიშვნელოვანია ჯგუფისთვის თუ თავის ფუნქციას ასრულებს და ვითარდება. ურეთრალი კი პოტენციალის მიხედვით აფასებს მათ. ურეთრალი ბელადი საზღვრავს მეგობარს ან მტერს არა საკუთარ თავთან მიმართებაში, არამედ ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი, ვისი გავლენაც ჯგუფზე ჩაითვლება სახიფათოდ – ჯგუფის მტერია. და პირიქით – თუ ინდივიდის ინტერესები ემთხვევა ჯგუფისას – ” მიღებულია”. ურეთრალისთვის არ არსებობს შუალედური მდგომარეობა, ან ჩვენია ან ჩვენ წინააღმდეგაა.

ურეთრალური ბავშვის თავისებურებანი

თუ თქვენი ბავშვი ბელადია, საკუთარ თავში იმ სტერეოტიპის მსხვრება მოგიწევთ, რომ ბავშვი აუცილებლად დამჯერი უნდა იყოს. ეს გარდამტეხი ნახტომია აღმზრდელი – მშობლებისთვის. თავად ისინი ხომ ძალიან დამჯერები იყვნენ მათ აზრადაც კი არ მოუვიდოდათ ასეთი თავნებობა. როგორ აღვიქვათ დაუმორჩილებლობა ნორმად? როგორ შევეგუოთ გამუდმებით ფართოდ მიღებული და დადგენილი წესების ზღვრის გადალახვას? თუ ოჯახში ურეთრალის ვექტორიანი (ურეთრალური ფსიქოტიპის) ბავშვი იზრდება შეეჩვიეთ ყველაფრის უკუღმა კეთებას.

სვფ-ს საშუალებით ბევრი რამის გაგება შეიძლება. თურმე ურეთრალის ვეტორიან ბავშვში მორჩილება საერთოდ არ წერია. ადამიანური ჯოგის იერარქიაში სადაც ურთიერთდაკავშირებული ელემენტები გარემოსთან როგორც ერთ მთლიანთან ურთიერთქმედებენ – ურეთრალური ბელადი მთავარ პოზიციას იკავებს. კანონი და შეზღუდვები უკვე მის ქვემოთ რანჟირდება. ბელდი კანონს არ ცნობს – კანონი გამოხატავს ბელადის ნებას. ურეთრალურმა ბელადმა შეიძლება დიდსულოვნად მოგცეთ რაც გაკლიათ თუ მისი ნება იქნება, მაგრამ არასოდეს დაგემორჩილებათ. დამორჩილება ეს რანგის დაქვეითებაა, ეს ბელადისთვის წარმოუდგენელია, ის ხომ კანური მოუსვენრებივით არ რანჟირდება – თუ დღეს შენ ხარ უკეთესი მაშინ ხვალ მე ვარ. ბელადი ან პიველია ან საერთოდ არ არის.

კანი ლიდერი თუ ურეთრალი ბელადი.

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ კანის და ურეთრალის ვექტორიან ადამიანებს ერთნაირი ხედვა აქვთ, მაგრამ ეს ასე არაა. კანი სარგებელს განსაზღვრავს მხოლიდ საკუთარი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, მაშინ როცა ურეთრალი ჯგუფის ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს. მცდარი აზრი – თითქოს ამ ორი ვექტორის ხედვა ემთხვევა ერთმანეთს, გამომდინარეობს იქიდან, რომ კანი ხშირად ცდილობს იყოს ბელადი. ამბიციურ კანს მიდრეკილება აქვს მმართველობისა და კონტროლისკენ. ნაგრამ კანის საფიქრალი უკეთეს მდგომარეობაზე სხვა არაფერია თუ არა ზრუნვა საკუთარ თავზე აქ და ახლა. ურეთრალი ბელადი არ მიისწრაფის მმართველობისა და კონტროლისკენ. მას ეს ყველაფერი ბუნებისგან მინიჭებული თვისებების გამო აქვს. ის სიამოვნებას სხვებზე ზრუნვით და მათთვის სარგებლის მოტანით იღებს.

ურეთრალი არ აწარმოებს კეთილ საქმეთა აღრიცხვას – ის უბრალოდ მომავალზე ზრუნავს. ბუნებას არ სჭირდება ბელადთა სიმრავლე, ამიტომ ჩვენ შორის ისინი ცოტაა.

,,სახეობის სიცოცხლე – ყველაფერია, ჩემი სიცოცხლე არაფერი“. ურეთრალური ვექტორის მატარებელი თავისი ხალხის ინტერესებს საკუთარ სიცოცხლეზე მაღლა აყენებს. თუ ხელისუფალი რეალიზებული ურეთრალია – ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას ელის წინსვლა, განვითარება, კეთილდღეობა და სამართლიანი ცხოვრების პირობები.

რა ხდება თუ ვინმე ცდილობს ურეთრალთან კონკურენციას?

ურეთრალს თავის გარშემო არ ჰყავს კონკურენტები. კანის ვექტორიანს ბევრი კონკურენტი ჰყავს და ისინი ურთიერთდაქვემდებარებით ურთიერთობენ. ანალის ვექტორიანსაც ბევრი კონკურენტი ჰყავს და ისინი ერთმანეთს ეტოლებიან ავთორიტეტით. ურეთრალი კი – ამ კუთხით – ერთია. თუ ჯგუფში ორი ურეთრალია, ეს ნიშნავს, რომ ან ჯგუფი გაიყოფა, ან ერთერთი მათგანი ბრძოლაში დაიღუპება, ან მათ ექნებათ განსხვავებული ტემპერამენტი და მაშინ მათ შორის არავითარი შეჯიბრი არ იარსებებს, უბრალოდ ერთი ავტომატურად აღმოჩნდება მეორის ქვემოთ, ანუ დიდი ჯგუფის, რომელიმე ქვეჯგუფის ბელადად. აქ მთავარია გავიგოთ, რომ ჯგუფში არის ერთი ურეთრალი (როგორც მაკედონელი იტყოდა: არ შეიძლება ერთ ცაზე ორი მზე ანათებდეს). ამიტომ ურთიერთობისას ურეთრალი არ კონკურირებს, მას აქვს ყველა დანარჩენთან ერთდროული ურთიერთობა. თუ კანის ვექტორიანი იქვემდებარებს, ხოლო ანალის ვექტორიანი ზეწოლას ახორციელებს, მაშინ ურეთრალი ხიბლავს და აღანთებს. ანუ თუ ბუნებრივი კუთხით ვისაუბრებთ, ურეთრალი მიმართავს სრულიად განსხვავებულ ქმედებას. რატომ განსხვავებულს? იმიტომ რომ ურეთრალი ხალხს იყოლიებს არა მათრახის გზით (კანური დაქვემდებარება – მათრახის გზა, იძულებითია. ასევე იძულებითია ანალური ზეწოლის გზაც, ის აიძულებს დაემორჩილონ), არამედ ნამცხვრის გზით. განსხვავება ისაა, რომ ურეთრალი არავის აიძულებს, არავის ემუქრება, ურეთრალთან ყველას თავად უჩნდება მისი გაყოლის სურვილი. არის მთელი ნიუანსები იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეს ასე. როდესაც კუნთის ვექტორიანი მეომრები ხედავენ თავის წინ ბელადს, ისინი ერთიან სხეულად იკვრებიან, ერთად დუღაბდებიან. კუნთის ვექტორში პრაქტიკულად არ არის ,,მე”, ამიტომ ერთი უზარმაზარი ურეთრალური ,,მე”, ცვლის მათ პატარა ,,მეს”. ამიტომაც როდესაც კუნთის ვექტორიანების ჯარი ურეთრალის ვექტორიანს მიყვება, ისინი დაუმარცხებელნი ხდებიან. არსობრივად ამ დროს მათი გაერთიანებული ,,მე”, ერწყმის ურეთრალის ,,მეს” და ხდება მისი ერთგვარი გაგრძელება. ეს უზრუნველყოფილია ბუნებრივი მექანიზმით. ვინაიდან კუნთის ვექტორში თითქმის არ არსებობს ,,მე”, ამიტომ ისინი არ ეწინააღმდეგენიან იმას, რასაც ბელადი აკეთებინებს. კუნთის ვექტორიანებს სიტუაციის დამოუკიდებლად შეფასება არ შეუძლიათ, ამიტომ თუ ბელადი ამბობს მომყევითო, ისინი უსიტყვოდ მიყვებიან. ანალის და კანის ვექტორიანებს ,,მე” აქვთ, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მათ კრიტიკული აზროვნება აქვთ. ორივე მათგანს აქვს შინაგანი შეფასების უნარი, შეუძლიათ დაფიქრდნენ, ჭირდებათ თუ არა ის, რასაც ბელადი ამბობს. თუ კუნთის ვექტორიანს შეგიძლიათ უთხრათ: ასე გაგეთე! გასაგებია? და ისიც უბრალოდ იტყვის: გავიგე, გავაკეთებო. ანალის ვექტორიანი ასეთ დროს დაფიქრდება, აწონ-დაწონის, ამიტომ მასთან სხვაგვარი მოპყრობაა საჭირო. ანალის ვექტორიანს დამაჯერებლად უნდა აუხსნათ რა საჭიროა იმის გაკეთება, რასაც ეუბნებით. იმისთვის რომ მკაფიო და გასაგები იყოს ახლა ამ პროცესის ახსნას შეგნებულად ვართულებთ, ბუნებაში ყველაფერი გაცილებით მარტივად ხდება. ბუნებაში ურეთრალს ყველა უსიტყვოდ მიყვება, რადგამ მის გარდა მომავალს ვერავინ შეიგრძნობს. ურეთრალი ჯგუფს პირდება იმას, რისი მიცემაც მის გარდა არავის შეუძლია. ფსიქიკის შიგნით კი ეს პროცესები ცოტა რთულად მუშაობს, რადგან ანალსაც და კანსაც აქვთ ერთგვარი შინაგანი წინაღმდეგობა. ზოგჯერ ეს წინააღმდეგობა პიკს აღწევს. მაგალითად ურეთრალი კოლუმბის გემზე, მოხდა მეზღვაურთა აჯანყება. ანალის ვექტორიანები ბუზღუნებდნენ, ისეთ ადგილზე მივყავართ სადაც არცერთი ჩვენი წინაპარი არ ყოფილა და არავინ იცის იქ რა არისო. მაგრამ ურეთრალი მათრახის გზას ასეთ დროსაც კი არ მიმართავს. მიიყვანო ბელადი იქამდე, რომ მან მათრახი გამოიყენოს, ამისთვის ძალიან უნდა ,,მოინდომოთ”. ეს ძირითადად მაშინ ხდება ხოლმე, როდესაც რომელიმე თავხედი კანის ვექტორიანი ბელადის რანგს წაეპოტინება. ასეთ დროს უკვე საქმე სახუმაროდ არ არის. მსგავსი სიუჟეტი ნაჩვენებია მელ გიბსონის მიერ გადაღებულ მხატვრულ ფილმ ,,აპოკალიფსში”, აქ კარგად ჩანს როგორ ხდებოდა რანჟირება ურეთრალ ბელადსა და კანის ვექტორიან მეთაურს შორის.იქ არის სიუჟეტი, როდესაც კანის ვექტორიანი მეთაური ერთერთ ტყვეს კლდიდან აგდებს, როდესაც ამას ურეთრალი (იმ ჯგუფის მეთაური) იგებს, კან მეთაურს ეკითხება ჩემი ნადავლი სად წავიდაო, და როდესაც თავხედურ პასუხს ისმენს, წყნარად იღებს დანას, შიშით აკანკალებული კანის ვექტორიანისკენ იშვერს და ეუბნება სხვები აღარ გადაყაროო. შემდეგ კი წყნარად აგრძელებს გზას. ეს სიუჟეტი ამ ორ ვექტორს შორის ურთიერთობის კარგი მაგალითია, ოღონდ ადიაგნოტირეთ არა მსახიბები, არამედ პერსონაჟები. აქ დაინახავთ ნამდვილ ბუნებრივ რანჟირებას მოქმედებაში.

მიჰყავს თუ არა ურეთრალურ ვექტორს სხვა ვექტორები სრულყოფამდე?

არსებობს ბურლანის ჯგუფში გავრცელებული შეცდომა. ეს შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ თითქოს ურეთრალურ ვექტორს, ნებისმიერი დართული ვექტორი სრულყოფილებამდე მიყავს. რეალურად თავისი ურეთრალური ვნების წყალობით, რასაც ურეთრალი ხელს კიდებს, ეს საქმე ხშირად სრულყოფამდე მიჰყავს. თუ ურეთრალი (სმენასთან ერთად) გახდა კომპოზიტორი, ის მალე გენიალურ კომპოზიტორად იქცევა. თუ მხატვარი გახდა, გენიალური მხატვარი გახდება. მისი გენიალურობა, მის ნოვატორობაში მდგომარეობს, ის მიდის ახალი მიმართულებით, კვალავს ახალ გზებს. მაგრამ ეს ხატვის დეტალებსა და ტექნიკაში კი არ გამოიხატება, არამედ მიმართულებაში. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ურეთრალური ვექტორის წყალობით, მასზე დართული სხვა ვექტორები ბრწყინვალედ ვითარდებიან. ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება. ურეთრალთან ნებისმიერი ვექტორის კომბინაცია, ისეთივე პრინციპით მუშაობს, როგორც სხვა კომბინაციები. მაგალითად: ურეთრალის ვექტორიანი მსახიობები, განსაკუთრებით ურეთრალ-ვიზუალი მსახიობები სრულიადაც არ იმყოფებიან განვითარების უმაღლეს საფეხურზე, ეს რაღაც შუალედური საფეხურია, არც – უმაღლესი, მაგრამ არც ძალიან ცუდი. სწორედ ასევეა ურეთრალ-სმენა კომპოზიტორების შემთხვევაშიც, კომპოზიტორობა სულაც არაა სმენის ვექტორის განვითარების უმაღლესი საფეხური. საერთოდ ერთ ადამიანში არსებული სხვადასხვა ვექტორები, შეიძლება სხვადასხვა დონეზე იყოს განვითარებული და ეს საერთოდ არაა კავშირში ურეთრალურ ვექტორთან. უფრო ზუსტად კავშირში არის, მაგრამ არც იმხელაზე, რომ ამის განსაკუთრებულად აღნიშვნა ღირდეს.

ლესბოსური ურთიერთობები ურეთრალურ ვექტორში

ურეთრალური ვექტორის შესახებ ლექციებში უკვე განვიხილეთ თუ რა შემთხვევებში ხდება ლესბოსელი ურეთრალი მდედრი. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ როგორ ქალს ირჩევს თავისთვის ურეთრალის ვექტორიანი ლესბოსელი გოგონა. როგორ ქალთან ურთიერთობა სურს მას და როგორი მდედრი თანხმდება მას ლესბოსურ ურთიერთობაზე. ალბათ თავადვე მიხვდებით, რომ ესაა კან-ვიზუალი გოგონა, შესაძლოა კან-ვიზუალი რაიმე სხვა დართული ვექტორებითაც. ეს ძირითადი ლესბოსური წყვილია. ესაა მაგალითად: ზემფირასა და რენატა ლიტვინოვას ვარიანტი. ან ჯოდი ფოსტერისა და სიდნი ბერნარის მაგალითი. საერთოდ ლესბოსური წყვილის კლასიკური ვარიანტია ერთი მხრივ ურეთრალის ვექტორიანი მდედრი, ხოლო მეორე მხრივ კან-ვიზუალი გოგონა. როგორ მდგომარეობაში მყოფი კან-ვიზუალი? აქ უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც წესი განსაზღვრულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, წყვილდებიან თავისივე მსგავს მდგომარეობაში მყოფებთან. განვითარებული კანის ვექტორიანი არასოდეს იცხოვრებს სადისტ ანალთან, ხოლო განვითარებული ანალის ვექტორიანი მამრი არასოდეს მოიყვანს ცოლად მაზოხისტ კანის ვექტორიანს. ამიტომ ნამდვილი ბუნებრივი კავშირი მყარდება ერთი მხრივ მშობლების ზეწოლისგან დასტრესილ ურეთრალ მდედრსა და მეორე მხრივ ასევე მშობლების მხრიდან დასტრესილ (შეიძლება შეშინებულ) კან ვიზუალ გოგონას შორის. მოკლედ ურეთრალ მდედრთან ურთიერთობას აბამს ის კან-ვიზუალი, რომელიც დასტრესილია, აქვს შიშის მდგომარეობა და ეძებს დაცულობის შეგრძნებას, მაგრამ კაცების ეშინია (შეიძლება იმიტომ რომ მამა მას, ან დედამისს ცემდა, შეიძლება რაიმე სხვა მიზეზის გამოც). ჰოდა ვხედავთ როგორ ზის მინაზებული კან-ვიზუალი გოონა თვისი გმირი ურეთრალი მდედრის გვერდით, თვალებს აფახულებს, თავის მის მხრებზე აქვს მიყრდნობილი და მის გვერდით თავს დაცულად გრძნობს (თანაც ვიზუალურ ვექტორს სიყვარულის განცდა შეუძლია, ურეთრალს კი უსაზღვრო ვნება აქვს). არის კიდევ ერთი ლესბოსური წყვილი, მაგრამ ასეთი უკიდურესად იშვიათია: ესაა ორი ურეთრალი მდედრის წყვილი. ასეთია მაგალითად: მადონა და სარა ბერნჰარდი. ისინი ერთად დიდხანს არ ყოფილან, მაგრამ ასეთიც ხდება. ორი ურეთრალი მდედრი წყვილი როგორც წესი უბრალოდ ექსპერიმენტია. აქ მადონასთვის ლესბოსელობა იყო არა ცხოვრებისეული სცენარი, არამედ ექსპერიმენტი. ზუსტად მადონასავით იყო ედიტ პიაფიც, მასაც ჰქონდა ლესბოსური ურთიერთობები, მაგრამ ამას ძირითადად ,,ახალი შეგრძნებებისთვის“ აკეთებდა.

სტატია თარგმნილია ვ.იუნევის ლექციებიდან

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

YOU MAY ALSO LIKE

  • ურეთრალური ფაზა

  • ურეთრალური ფსიქოტიპის ხასიათი. მომავლის ადამიანი

  • ბელადის აღზრდა - მითი თუ რეალობა

  • გონებაში მეფის გარეშე. საკუთარი შვილის რეგენტობა

  • თავნებას აღზრდა

  • ურეთრალ-სმენური სუიციდალური კომპლექსი

  • ურეთრალის ვექტორიანი მდედრი

  • პოლიგამია ურეთრალურ ვექტორში