ტემპერამენტი (ნაწილი პირველი)


ტემპერამენტი (ნაწილი პირველი)

დღევანდელ ლექციაში განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრს, როგორიცაა ტემპერამენტი. ტემპერამენტის შესახებ რუსულ ჯგუფებში უკვე იყო რამოდენიმე ლექცია. მაგრამ ძირითადად ზედაპირულად, კონკრეტულ ფსიქოტიპებში მუშაობის გარეშე.

რა არის ტემპერამენტი? პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ტემპერამენტის ცნების განმარტება სვფ-ში, მნიშვნელოვნად განსხვავდება ტემპერამენტის ცნების კლასიკურ ფსიქოლოგიაში მიღებული გაგებისაგან.

განმარტებითი ლექსიკონი სიტყვა ტემპერამენტს შემდეგნაირად განსაზღვრავს: 

1. ადამიანის ინდივიდუალური ფსიქიკური თავისებურებების ერთობლიობა, რომელიც მისი აგზნებადობის, გარესამყაროსთან ურთიერთობის, გრძნობების ძალის და ქცევების მახასიათებელია. 2. სასიცოცხლო ენერგია, შინაგანი აღმასვლის უნარი.

კლასიკურ ფსიქოლოგიაში ვხვდებით ტემპერამენტის შემდეგ განმარტებას: ,,“ტემპერამენტი” ლათინური სიტყვაა და თანაზომიერ ნარევს ნიშნავს. ეს ცნება განიმარტება როგორც ფსიქიკური წყობის იმ თავისებურებათა ნაკრები, რომლებიც გარე სამყაროსთან ადამიანის ურთიერთობის პროცესში იჩენს თავს. ტემპერამენტი მიიჩნევა ადამიანის ემოციათა საფუძვლად და აერთიანებს იმ თვისებებს, რომლებიც პიროვნების ემოციურობის ხასიათს განსაზღვრავს. მიიჩნევენ, რომ ადამიანს ტემპერამენტი დაბადებიდანვე დაჰყვება. ეს თანდაყოლილი მოცემულობაა და ზრდისა და განვითარების პროცესში თვისებრივ ცვლილებას იშვიათად განიცდის. ბავშვს ან ერთ-ერთი მშობლის ტემპერამენტი დაჰყვება, ან ორივესი თანაბრად, ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ერთ ოჯახში სხვადასხვა ტემპერამენტის ბავშვები იბადებიან“.

ცნება „ტემპერამენტი” გულისხმობს იმ თვისებას, რომელიც განსაზღვრავს პიროვნების ემოციურობის ხასიათს – ემოციების აგზნებადობას, მათ სიცხოველეს, ინტენსივობას, სიმტკიცეს, მათი გამოხატვის თავისებურებას. ტემპერამენტი მოძრაობათა სისწრაფითაც ვლინდება, მაგრამ ვინაიდან მოძრაობათა სიცხოველე უმთავრესად ისევ ემოციურ აგზნებასთან დაკავშირებულ მოძრაობებს მოიაზრებს, ტემპერამენტი უფრო მეტად ადამიანის ემოციათა საფუძვლად მიიჩნევა.

თეორია ტემპერამენტის ოთხი ტიპების შესახებ, პირველად ბერძენმა ექიმმა – ჰიპოკრატემ წამოაყენა. სწორედ მან აღწერა და დააჯგუფა ხასიათის ერთმანეთისგან განსხვავებული მაჩვენებლები. ჰიპოკრატეს მიაჩნდა, რომ ფიზიკური და სულიერი სნეულებების მიმდინარეობას “ადამიანის სხეულის შემადგენელი ოთხი ელემენტის” თანაფარდობა განსაზღვრავდა და ტემპერამენტის ტიპიც ადამიანის ორგანიზმში არსებული ოთხი სითხიდან ერთ-ერთის სიჭარბეზე გახლდათ დამოკიდებული. ჰიპოკრატეს თანახმად, ეს სითხეები იყო:

* “ცხელი” სისხლი, ბერძნულად –“სანგნის”;

* “ცივი” ლორწო, ბერძნულად – “ფლეგმა”;

* “წითელი” ნაღველი, ბერძნულად – “ქოლე”;

* “შავი” ნაღველი, ბერძნულად – “მელან ქოლე”.

ამ ტიპოლოგიის შესაბამისად, ჰიპოკრატემ ადამიანის ოთხი ტიპი გამოყო: სანგვინიკი, ფლეგმატიკი, ქოლერიკი და მელანქოლიკი. სანამ თითოეულის დეტალურ აღწერას შევუდგებოდეთ, შევნიშნავთ, რომ, თანამედროვე კვლევების თანახმად, “წმინდა ტემპერამენტი” არ არსებობს ანუ ადამიანს რომელიმე ერთ, მკაცრად განსაზღვრულ ტიპს ვერ მივაკუთვნებთ.

ი. პავლოვის მიხედვით, ტემპერამენტის ფიზოლოგიური საფუძველი ნერვული სისტემის მდგომარეობაა. მეცნიერმა დაამტკიცა, რომ ტემპერამენტის ტიპი თავის ტვინის ქერქში ნერვული აგზნებისა და შეკავების პროცესებზეა დამოკიდებული. პავლოვი ხაზს უსვამდა ნერვული პროცესების ძალას, აგზნებისა და შეკავების პროცესების შესაბამისობას, ნერვული პროცესების მოქნილობას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სვფ-ს მიდგომა ტემპერამენტის ცნების განმარტებასთან, რამდენადმე განსხვავდება კლასიკური ფსიქოლოგიის მიდგომისაგან. სვფ-ს თანახმად: ტემპერამენტი ესაა ვექტორის გამოვლენის სიმძლავრე. ანუ ის, თუ რამდენად მძაფრად ავლენს ინდივიდი თავს საკუთარ ვექტორებში. ანუ ტემპერამენტი განსაზღვრავს არა ხასიათის ტიპს, არამედ ვექტორული წყობით განსაზღვრული ხასიათის ტიპის გამოვლენის სიმძლავრეს. ტემპერამენტი (ისევე როგორც ვექტორი) თანდაყოლილია და არ იცვლება. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მრავალვექტორიან ადამიანს ყველა ვექტორში ერთნაირი ტემპერამენტი აქვს.

სხვანაირად თუ ვიტყვით, ტემპერამენტი განაპირობებს არა ინდივიდის ფსიქოტიპს, ან მისი ხასიათის შტრიხებს, არამედ ამ შტრიხების გამოვლენის სიმძლავრეს და ინტენსივობას.

ჩვენს თვისებებს, ფსიქიკურ მახასიათებლებს, აზროვნების ტიპს და ა.შ. განსაზღვრავს ჩვენი ვექტორული წყობა. ხოლო ტემპერამენტი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად მძლავრად ვლინდება ჩვენში საკუთარი ვექტორული წყობით განპირობებული ხასიათის შტრიხები.

ტემპერამენტზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტემპეამენტი თანდაყოლილია და არ იცვლება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მრავალვექტორიან ადამიანში ტემპერამენტი ყველა ვექტორში თანაბრად ვლინდება, მაგრამ წამყვან სცენარში უფრო მეტადაა გამოხატული (უფრო შესამჩნევია).

ტემპერამენტს ყოველი ვექტორი თავისებურად გამოხატავს. მაგალითად მაღალტემპერამენტიანი ანალი სხვებზე უფრო ჯიუტი და კირკიტაა, მეტად ინფორმირებული. მაღალტემპერამენტიანი ორალი უფრო მეტს და მძლავრად საუბრობს და მეტ ხალხს ითრევს. ანუ მაღალტემპერამენტიანი ვექტორი საკუთარ ვექტორულ თვისებებშია უფრო მზლავრად გამოხატული. რაც შეეხება სტრესს, მაღალტემპერამენტიანი სტრესის მდგომარეობაში თავის სტრესს გაავრცელებს საკმაოდ დიდ ჯგუფზე.

ვექტორს გააჩნია საკუთარი გამოვლინებები, განვითარების სხვადასხვა დონეზე, მისი ტემპერამენტის შესაბამისად. არასაკმარისი განვითარების შემთხვევაში ტემპერამენტი გამოიხატება იმით, თუ რამდენად ძლიერად ავლენს თავს ინდივიდი საკუთარ ვექტორულ წყობაში. მაგალითად თუ ანალია რამდენად შეუძლია გამოიჩინოს სიჯიუტე, თუ კანია – რამდენად ძუნწია და ა.შ.

იმის მიხედვით, ვექტორი ინტრავერტია, თუ ექსტრავერტი, ტემპერამენტის გამოვლინება შეიძლება განსხვავდებოდეს. ექსტრავერტ ვექტორებში ტემპერამენტის გამოვლინებას ვაკვირდებით ფსიქოტიპს ჯგუფთან ურთიერთობაში, ხოლო ინტრავერტი ვექტორების შემთხვევაში – შინაგან ძალისხმევას. აქედან გამომდინარე ტემპერამენტზე დაკვირვება ექსტრავერტ ვექტორებზე ბევრად უფრო ადვილია. მაგალითად: ადვილია შეამჩნიო, თუ რამდენად დიდი ჯგუფის აყვანა შეუძლია ორალს, რამდენად დიდ ჯგუფს მიუძღვის ურეთრალი, ან რამდენად დიდი ჯგუფისთვისაა ცნობადი ვიზუალი. მაგრამ სმენის შემთხვევაში საქმე წარმოუდგენლად რთულდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ სმენას ჯერ კიდევ არ აქვს იდეა, რომელსაც გაჰყვება, ან რომლითაც ჯგუფისთვის მომდევნო მდგომარეობას დასახავს. თუმცა დიაგნოსტიკის ცოდნის შემთხვევაში თითოეულ ვექტორს აქვს საკუთარი შტრიხები, რომლითაც სესამჩნევი ხდება, თუ როგორია მისი ტემპერამენტი.

ყველაფერი ძალზე მარტივია. არის რვა ვექტორი, თვისებათა რვა ნაკრები, რაც უფრო მკაფიოდ და ძლიერად ავლენს ვექტორი საკუთარ თვისებებს, მით უფრო მაღალ ტემპერამენტიანია ის. შემდეგ კი უკვე ვექტორზეა დამოკიდებული. შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს პატარა სივრცეში, მაგრამ თუ მას მაღალი ტემპერამენტი აქვს, ეს ტემპერამენტი შინაგანად აწვება, ხვდება რომ მეტი შეუძლია, ხვდება, რომ არ არის იმდენად რეალიზებული, რამდენადაც ამას მისგან მისი ტემპერამენტი ითხოვს.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვნი დეტალი: მაღალი ტემპერამენტი სულაც არ ნიშნავს დომინანტობას. დომინანტობა განპრობებულია არა ტემპერამენტით, არამედ ვექტორული წყობით და განვითარებით.

როგორ განვსაზღვროთ ტემპერამენტი? არის გამოსავალი, თუ შევხედავთ ყველაფერი დამოკიდებულია განზრახვაზე. თუ ეს ზოგადად გაინტერესებთ, შეგიძლიათ ტემპერამენტი დაყოთ სამ ნაწილად, დაბალი, საშუალო და მაღალი. აქ საკმაოდ ადვილად განსაზღრავთ ადამიანის ტემპერამენტს მისი მასშტაბების მიხედვით. (იური ბურლანი და ვიაჩესლავ იუნევი გვთავაზობენ ტემპერამენტის განსაზღვრისას გამოვიყენოთ ათბალიანი პირობითი შკალა).

თუ უფრო დეტალურად გსურთ ტემპერამენტის განსაზღვრა, დახაზეთ ცხრილი და შეავსეთ ის ყოველი ვექტორის მაგალითებით. პირველ გრაფაში ჩამოწერეთ თქვენი ვექტორები. მეორე გრაფაში დაწერეთ თქვენი რეალიზაციის სფერო (სფეროები), ასევე თუ რამდენად დიდია იმ ჯგუფის მასშტაბი, რომელშიც რეალიზდებით. გაკმაყოფილებთ თუ არა ის სივრცე (არა ამჟამინდელი თანამდებობა, ან მდგომარეობა), რომელშიც ცდილობთ რეალიზებას. ხომ არ გევიწროვებათ? ან პირიქით, ხომ არ გინდათ დიდ ქალაქს გაეცალოთ და სადმე მშვიდ დასახლებაში რეალიზდეთ? მესამე გრაფაში დაწერეთ დაახლოებით რა დროს უთმობთ თქვენს საყვარელ საქმეს, ან სამუშაოს. რა დროში იღლებით, როდესაც მუშაობთ.

როგორც წესი, მაღალტემპერამენტიან ადამიანს სურვილები ბევრად უფრო მძაფრად ღრღნის შიგნიდან და ამიტომ მას სხვებზე მეტად სურს გახდეს რეალიზებული, ის უფრო მკაფიოდ ჩანს სხვების ფონზე. თუმცა ტემპერამენტს განვითარებასთან ვერ გავაიგივებთ. ხშირად მაღალტემპერამენტიანი ადამიანებიც ვერ აღწევენ რეალიზაციას, ან რეალიზდებიან უფრო დაბალი ტემპერამენტის დონეში. მაგალითად საშუალო ტემპერამენტიანი ადამიანი, რომელსაც სურს კარიერა აიწყოს, მაგრამ უწევს სახლში იჯდეს და ოჯახს მოუაროს, ვერ ახერხებს საკუთარი ტემპერამენტის შესაფერის რეალიზებას. ამ საკითხზე ცოტა უფრო დაწვრილებით რეალიზაციის შესახებ ლექციაში ვისაუბრებთ.

კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი არის ის, რომ თუ მაღალტემპერამენტიანი ადამიანი არარეალიზებული დარჩა, როგორც წესი ის სხვებზე სწრაფად ,,იძირება“, მას სხვებზე გაცილებით სწრაფად ითრევს არარეალიზებულობა, თუმცა საკუთარი მაღალი ტემპერამენტის გამო, ის მაინც გამოკვეთილია დანარჩენების ფონზე.

სტატიის ავტორი: სერგო ღამბაშიძე

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (2)

  • სექსუალური ძალადობა – მინდა ჩემი ბავშვობის კოშმარის დავიწყება

  • ალტრუიზმი (გაცემის თვისება)

  • სამყარო ვერ მიტანს

  • საიდან ჩნდება სურვილი ვუსმინოთ მუსიკას?

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (5)

  • პასუხი კითხვაზე ონანიზმის შესახებ

  • როგორ უთანაბრდება ანალის ვექტორიანი ლანდშაფტს